You are on page 1of 3

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი (1918-1921)


იარსება და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა, მისგან
დატოვებული მემკვიდრეობა ფასდაუდებელია მონაპოვარი საქართველოსთვის.
ზემოთ ჩამოთვალილ რესპუბლიკას უკავშირდება შემდეგი ცნობილი ფაქტები: 26
მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება, პირველი კონსტიტუციის მიღება, იუნკერთა
გმირობანი და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლა.
აღსანიშნი ფაქტი - იმის ფონზე,რომ ქვეყანა მუდმივად რუსეთის გავლენისა და შიშის
ქვეშ იმყოფებოდა, ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაზე ადრე საყოველთაო არჩევნები
ორივე სქესის მონაწილეობით ჩაატარა, დააფუძვნა სახელმწიფო ინსტიტუტი, მიიღო
კონსტიტუცია, შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების
დასაცავად, გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს, ჰყავდათ ქალი პოლიტიკოსები
პარლამენტში, შექმნა მრავალპარტიული სისტემური მმართველოს სამაგალითო
მაგალითი, მსოფლიოში პირველად დეპუტატად პირველი მუსლიმი ქალი აირჩიეს
და სხვა.

1918 წლის მაისში საქართველო პირველი სახელმწიფო გახდა ევროპაში, რომელსაც


სოციალ-დემოკრატები მართავდნენ, მართალია, ფორმალურად, რადგან ქვეყანაში
მრავალპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდა, თუმცა ცალსახად საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები
სრულიად სოციალ-დემოკრატების დომინირებით იმართებოდა. მათთან ერთად
ქვეყნის სათავეში იყვნენ - სოციალ-რევოლუციონერები, სოციალ ფედერალისტები
და მემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატები. ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ
დამტკიცდა საქართველოს დამფუძვნებელი კრება, ხოლო აღმასრულებელი ორგანო
მინისტრა საბჭო, იგივე მთავრობა იყო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო
პარლამენტის წინაშე.

მთავრობამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველო ჩაიბარა,


რომელსაც ყველა ასპექტში სჭირდებოდა განახლება და ახალი სულის ჩადგმა,
რადგან ქვეყანა წლების განმავლობაში მუდმივად რუსეთის ბატონობისა და მათი
აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი იყო. ამას ემატებოდა ისიც,რომ ქვეყანაში ხშირი
იყო შიდა არეულობის მოწყობის მცდელობები, რაც რა თქმა უნდა, რუსეთის საგარეო
პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითი იყო. მთავრობამ პირველ რიგში გერმანიასთან
გააფორმა სამხედრო ხელშეკრულება დახმარების საფუძველზე, რის შედეგადაც
ქვეყანაში გერმანელების 2 ბატალიონი შემოვიდა, გარდა ამისა, ეროვნული საბჭოს
გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა რეგულარული არმია და სახალხო გვარდია,
რადგან ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი საფრთხე ჯერ კიდევ ამოქმედებული იყო
და თავდაცვისათვის აუცილებელი იყო ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისითაც
გაძლიერებულიყო. გარდა სამხედრო რეფორმისა, გაფორმდა აგრარული რეფორმაც.
ვინაიდან, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლად ცხოვრობდა და
შესაბამისად, საქართველოც აგრარული ქვეყანა იყო. აგრარული რეფორმის
საფუძველზე, მსხვილ მემაულეებს გარკვეულ ნორმაზე მეტი ფართობი ჩამოერთვათ
და საერთო მიწის ფონდს გადაეცა, რომლიდათაც შემდგომში გლეხებს მიზერული
საფასურის გადახდის შემთხვევაში საკუთრებად უმტკიცებოდა. სოციალ-
დემოკრატიულმა პარტიამ აგრარული რეფორმით უარი თქვა მიწის პირდაპირ
ნაციონალიზაციაზე და მუნიციპალიზაციაზე, საბოლოოდ რეფორმა წმინდად
ნაციონალური თვალსაზრისით განხორციელდა. ასევე, ჩატარდა
თვითმმართველობის რეფორმა ( ხორციელდება ადგილობრივ დონეზე არჩეული
ორგანოების მეშვეობით) რომლის საფუძველზეც შემოღებულ იქნა
თვითმმართველობა ქალაქებსა და თემებში, შესაბამისად, გაუქმდა გუბერნიები.
შექმნეს სატარიფო პალატა მუშა-მომსახურეთა ხელფასების გაუმჯობესების მიზნით.
1920 წელს შრომის ხელშეკრულების შესახებ კანონი დამტკიცდა, რომელიც
რომელიც განსაზღვრავდა კერძო დამქირავებელთა და მუშათა სამართლებრივ
პასუხისმგებლობებს და მკაფიოდ იცავდა მუშათა უფლებებს. რეგულაციები
შეეხებოდა არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვას, ქალთა შრომას სპეციალურ
პირობებში, განსაკუთრებით ორსულ ქალებთან მიმართებაში, რეგულაციები
მოითხოვდა მშრომელთა დაზღვევას განსაკუთრებულ შემთხვევაში. აღსანიშნავია,
კანონი განათლებასთან დაკავშირებით - რესპუბლიკის პარლამენტის მიერ
მიღებული კანონებით, გარდა ქალაქებისა, სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასაც
მიეცა განათლების მიღების შესაძლებლობა. შედეგად, 1917 წელთან შედარებით, 1920
წელს დაწყებითი სკოლების რიცხვი ორჯერ გაორმაგდა და დაახლოებით 2000 ათასს
აჭარბებდა. პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაც რესპუბლიკას
მიეწერება, მიუხედავად იმისა,რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი
დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 4 თვით ადრე დაარსდა.
უნივერსიტეტის განვითარება და საქმიანობის ჩაშლა სწორედ მათთან არის
დაკავშირებული. 1919 წელს რესპუბლიკამ განახორციელა პროგრამა, რომელთა
შედეგად, 80-მეტი ახალგაზრდა წარჩინებული სტუდენტი ევროპის წამყვან
უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაგზავნა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც,რომ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯარში და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტში
რუსული ენა სრულიად შეცვალა ქართულმა ენამ. გარდა ამისა, ამიერკავკასიური
რუბლი ჩაანაცვლა ქართულმა მანეთმა.

ყოველივე ამასთან ერთად, საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის უპირველესი


ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება იყო, რის გამოც 1918 წელს აფხაზეთის ეროვნულ
საბჭოთსთან დაიდო ხელშეკრულება. შედეგად, აფხაზეთი საქართველოსთან
განუყოფელობას ადასტურებდა, თუმცა ამავდროულად, ინარჩუნებდა ავტონომიას
რესპუბლიკის შემადგენლობაში. აფხაზეთთან ერთად, მოსაგვარებელი იყო ე.წ
„სამხრეთ ოსეთის“ საკითხიც, რომელიც რუსეთის დავალებით ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით მუდმივ აჯანყებებს აწყობდა,
თუმცა მათი ყველა მცდელობა კრახითა და რესპუბლიკის გამარჯვებით დასრულდა.
მიუხედავად არსებული სირთულეებისა, 1921 წლის 25 თებერვლამდე საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა მშვიდობას და ქვეყნის მთლიანობას ინარჩუნებდა.

You might also like