You are on page 1of 2

1921 კონსტიტუცია მოქალაქეთა უფლებებზე

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში (მათ შორის ,


საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში) განმტკიცდა ადამიანის ძირითადი უფლებები ,
მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მათ არ ჰქონიათ მოქმედი სამართლის
მნიშვნელობა. შეუძლებელი იყო ძირითადი უფლებით საჯარო ხელისუფლების
სამართლებრივი შებოჭვა; არ არსებობდა კონსტიტუციური მართლმსაჯულება , რომელიც
ძირითადი უფლებების სამართლებრივ განხორციელებას უზრუნველყოფდა . ძირითად
უფლებებს არ ჰქონდა ნორმატიულ ბუნება, ისინი, ძირითადად, პროგრამული და
დეკლარირებული ხასიათისა იყო

სამართალსუბიექტის აღნიშნული შესაძლებლობა და, შესაბამისად , ძირითადი


უფლებების უშუალოსამართლებრივი მოქმედება სამ აუცილებელ წინაპირობაზეა
დამოკიდებული: (1) სახელმწიფო ხელისუფლება ძირითადი უფლებებით, როგორც
მოქმედი სამართლით, უშუალოდ უნდა იყოს შებოჭილი; (2) როგორც კონსტიტუციურ
ნორმებს, ძირითად უფლებებს, უზენაესი იურიდიული ძალა უნდა გააჩნდეს ; (3)
აუცილებელია კონსტიტუციური მართლმსაჯულების ორგანოს არსებობა, სადაც ადამიანი
საკუთარი დარღვეული უფლების გასაჩივრებას შეძლებ

ძირითადი უფლებების ცნების 4 ელემენტის გამოყოფა შეიძლება: (1) ის ინდივიდის


კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი უფლებებია; (2) უშუალოდ მოქმედი სამართალია ;
(3) წინასახელმწიფოებრივი უფლებებია, რომელთა შეზღუდვა სახელმწიფო
ხელისუფლებას ამ შეზღუდვის გამართლებას ავალდებულებს; (4) სახელმწიფო
ხელისუფლების წინააღმდეგ, და არა კერძო პირის წინააღმდეგ, მიმართული უფლებებია .

ძირითადი უფლებების სუბიექტური მნიშვნელობა იმაში ვლინდება , რომ ის ინდივიდის


უფლებებია და პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას აწესრიგებს .
ძირითადი უფლებების ობიექტური მნიშვნელობა კი ისაა, რომ ის ინდივიდისგან
დამოუკიდებლად განსაზღვრავს მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების
ძირითად ქმედებებს.

ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთდამოკიდებულებას ყველაზე უკეთ


ძირითადი უფლებების კლასიკური ფუნქციები გამოხატავს.14 ესენია: თავდაცვითი ,
მფარველობითი და თანამონაწილეობითი. თავდაცვითი (”Status negativus�) ფუნქცია
სახელმწიფოს ავალდებულებს ინდივიდის კონსტიტუციურად გარანტირებული
თავისუფლებების ხელშეუხებლობას.
სიკური ფუნქცია უდევს საფუძვლად ძირითად უფლებებს, როგორც უშუალოდ მოქმედ
სამართალს, რომელიც სახელწიფო ხელისუფლებას ბოჭავს. სახელმწიფო იღებს
ვალდებულებას, არ შელახოს ადამიანის უფლებები. მასში ჩარევის შემთხვევაში ,
პიროვნება უზრუნველყოფილია სამართლებრივი თავდაცვის შესაძლებლობით .
პიროვნება სახელმწიფოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაში იმყოფება
(მაგალითები: საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე,
22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე მუხლები). მფარველობითი (”Status positivus�) ფუნქცია,
ხელშეუვალობის ნაცვლად, პირიქით, ზოგიერთი ძირითადი უფლების
უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსგან აქტიურ მოქმედებას და მის მიერ ინდივიდის
მფარველობას ითხოვს. ეს უფლებები პოზიტიურ დამოკიდებულებაში არიან
სახელმწიფოსთან და მისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს
(მაგალითები: საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 32-ე, 35-ე, 37-ე, მე-40, 41-ე, 42-ე
მუხლები). თანამონაწილეობითი (”Status aktivus�) ფუნქცია ახასიათებს იმ ძირითად
უფლებებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი ნების ჩამოყალიბების პროცესში მოქალაქეს
თანამონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს (მაგალითი: საქართველოს კონსტიტუციის
28-ე მუხლ
ობიექტურ პრინციპებს უკავშირდება, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი
უფლებების დასაცავად კონკრეტული ვალდებულებების აღიარებაც იმ შემთხვევებში ,
როდესაც ძირითად უფლებებს საფრთხე მესამე პირისაგან, ან თავად უფლების
სუბიექტისაგან ემუქრება. მაგალითად, ჩანასახის სიცოცხლის უფლების დაცვა, ან
თვითმკვლელობისგან ადამიანის სიცოცხლის დაცვა.

ძირითადი უფლებების სამართალსუბიექტურობა ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის


სამართლებრივ შესაძლებლობას, იყოს ძირითადი უფლებების სუბიექტი. ძირითადი
უფლებების სამართალუბიექტურობაზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ , იმის განსაზღვრა ,
პერსონალურად ვინ იზღუდება სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ უფლებაში ჩარევის
შემთხვევაში და, მეორე მხრივ, იმის დადგენაც, არის თუ არა სუბიექტი კონსტიტუციური
სარჩელის წარსადგენად უფლებამოსილი
ძირითადი უფლებების სუბიექტი არის ინდივიდი, ფიზიკური პირი, თუმცა , ყველა
ფიზიკური პირი ვერ იქნება ყველა უფლების სუბიექტი. კონსტიტუცია განასხვავებს
უფლებებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს და
უფლებებს, რომლებიც შეიძლება ყველა ადამიანს ეკუთვნოდეს.

ამისთვის ძირითადი უფლებების დოგმატიკაში თავისუფლების (თავდაცვითი) უფლებების


საკითხთან დაკავშირებით სტრუქტურულად სამ მნიშვნელოვან საფეხურს გამოყოფენ : I
საფეხურზე უნდა განისაზღვროს ძირითადი უფლების დაცვის სფერო; II საფეხურზე უნდა
დადგინდეს ძირითად უფლებაში ჩარევა; III საფეხურზე უნდა გამართლდეს
კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარევა. თანასწორობის უფლებებთან დაკავშირებით ეს
სტრუქტურა ორსაფეხურიანია: I – უთანასწორო მოპყრობის დადგენა და II – უთანასწორო
მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება. ასეთი მეთოდოლოგიური
მიდგომა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ძირითადი უფლებების
სამართლებრივი კონტროლი განხორციელდეს მკაცრად არგუმენტირებული , სისტემური
და ნათელი განმარტებებით.

You might also like