You are on page 1of 23

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ
არასრული სამი წელი იარსება (1918-1921) და მნიშვნელოვანი
კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

1918 წლის 26 მაისს, სეიმის დაშლიდან ორ საათში, ქართველი


ლიდერები შეხვდნენ საქართველოს ეროვნულ საბჭოს. საბჭოს
შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი ერის სხვადასხვა
წარმომადგენელი: პოლიტიკური პარტიების ლიდერები,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუშები და
გლეხები ადგილობრივი საბჭოებიდან, რელიგიური წინამძღოლები,
არმიის ოფიცრები, ბანკირები და მეწარმეები.

ნოე ჟორდანია
ნოე ჟორდანიამ, საქართველოში
ყველაზე პოპულარული პარტიის,
საქართველოს სოციალ-
დემოკრატიული მუშათა პარტიის,
ლიდერმა გამოაცხადა, რომ
დამოუკიდებლობა საქართველოს
„ისტორიის ქარიშხლისაგან
თავშესაფარს" მისცემდა.
საქართველოს დამოუკიდებლობას
მხარს უჭერდა გერმანიის მთავრობა
რომელმაც საქართველოს
დამოუკიდებლობა 1918 წლის 28
მაისს აღიარა.
დამოუკიდებლობის აქტის მიღება
1918 წლის 26 მაისს ხუთ საათზე მთავრობის სასახლის
დარბაზში შეიკრიბა ეროვნული საბჭოს გაფართოებული
სხდომა, რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა. მან საბჭოს
წევრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ქართველი ერის
დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ
საქართველომ
საკუთარი

სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი


საშუალებით გარეშე ძალიერ მიერ დაპყრობისაგან თავი
გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე
საფუძველი ააგოს".
ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა
კოალიციური პრინციპით ჩამოყალიბდა.

მთავრობის თავმჯდომარე - სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი

მინისტრთა კაბინეტში შევიდნენ მინისტრები:


• აკაკი ჩხენკელი – საგარეო საქმეთა
• ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედების
• გიორგი ჟურული – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის
• გიორგი ლასხიშვილი – განათლების მინისტრი და სხვა.
მთავრობის შემადგენლობაში პირველი ცვლილებები მალევე
განხორციელდა. 1918 წლის ივლისში, მთავრობის თავმჯდომარედ
ნოე ჟორდანია დაინიშნა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად
ევგენი გეგეჭკორი.

თავად ეროვნული საბჭო, რომელმაც საქართველოს


დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მთავრობა დაამტკიცა,
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო
ორგანოს ფუნქციის შემსრულებელი გახდა.

ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი იყო ყველა მოქმედი


პოლიტიკური პარტია, გარდა ბოლშევიკებისა. მათ შორის, ეროვნულ
საბჭოში წარმომადგენლობა ჰყავდათ საქართველოში მცხოვრებ
ეთნიკურ უმცირესობებსაც. მოგვიანებით, 1918 წლის 8 ოქტომბრის
დადგენილებით, საქართველოს ეროვნულ საბჭოს საქართველოს
პარლამენტი ეწოდა.

მრავალპარტიული არჩევნების გზით ჩამოყალიბდა საერო კრებები .


ქალაქებში აირჩიეს სათათბიროები და ქალაქის თავები.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის:

ჰიმნი
საქართველოს რესპუბლიკის პირველი ჰიმნის "დიდება " ტექსტი და
მუსიკა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს ეკუთვნის:

"დიდება ზეცით კურთხეულს!


დიდება ქვეყნად სამოთხეს!
ტურფა ივერსა, დიდება ძმობას,
ერთობას!
დიდება თავისუფლებას!
დიდება სამარადისო ქართველ
მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს!
დიდება ჩვენი სიცოცხლისმიზანს
დიადსა!
„ვაშა!“ ტრფობასა,
სიყვარულს,„ვაშა!“ შვებასა,
სიხარულს,„სალამი!“
ჭეშმარიტების,
შუქ — განთიადსა."

დროშა

საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკის დროშა
იაკობ ნიკოლაძემ და
იოსებ შარლემანმა
შექმნეს.
გერბი
გერბის მხატვარი იყო იოსებ
შარლემანი, რომელმაც
საქართველოს დროშის
შექმნაზეც იმუშავა. გერბზე
წმიდა გიორგის გამოსახვის
წესების ავტორები და
მხატვრები კი დიმიტრი
შევარდნაძე და დავით
კაკაბაძე იყვნენ.

საქართველოს რესპუბლიკის
ბონები 1919 წელი
არჩევნები
საქართველოს ახალ მთავრობას კონსტიტუციის შესამუშავებლად
აუცილებლად სჭირდებოდა ლეგიტიმაცია და ხალხისგან
მინიჭებული უფლება. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარება იყო
უდიდესი გამოწვევა ახლადშექმნილი დემოკრატიისთვის.
ეროვნული საბჭო მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო დამფუძნებელი
კრების შექმნა, რაც არჩევნების გზით უნდა მომხდარიყო.

ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა დებულება, რომლის მიხედვითაც


1919 წლის 14 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო საქართველოს
დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნები.
სოციალ-დემოკრატიული პარტიას 109 დეპუტატი ჰყავდა, ეროვნულ-
დემოკრატიული პარტიასა და სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო
პარტიას რვა-რვა დეპუტატი, ხოლო სოც. რევოლუციონერების
პარტიად კი, 5 დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო მსოფლიოში პირველი


სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული სოციალ-
დემოკრატიული პარტია ჩაუდგა სათავეში.
1919 წლის ივლისში შეიქმნა რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო
ორგანო სენატი.
კონსტიტუცია

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კონსტიტუციის


მიღება რთულ პირობებში მოუწია. სახელმწიფოს მთავარ
დოკუმენტზე მუშაობა დამფუძნებელი კრების არჩევის
თანავე დაიწყო. დამფუძნებელმა კრებამ მესამე სხდომაზე,
რომელიც 1919 წლის 18 მარტს ჩატარდა, აირჩია
საკონსტიტუციო კომისია 15 წევრის შემადგენლობით.
მათგან, 10 წევრი სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრი
იყო, 2-2 წევრი ჰყავდა ეროვნულ-დემოკრატიულ და
სოციალისტ-ფედერალისტებს, ხოლო 1 წევრი სოციალისტ-
რევოლუციონერებს. მოგვიანებით, კომისიას ეროვნული
პარტიისა და დაშნაკების თითო თითო წევრიც შეუერთდა.
კონსტიტუციის განხილვის პროცესის შესაბამისად,
თითოეული ფრაქცია საკუთარ შესწორებებს აკეთებდა და
წარუდგენდა დამფუძნებელ კრებას. შესწორებები
საკონსტიტუციო კომისიას ეგზავნებოდა, რათა დასკვნა
გაეკეთებინათ. დიდი კამათი გამოიწვია იმ საკითხმა, თუ ვის
უნდა მიეღო კონსტიტუცია: დამფუძნებელ კრებას თუ
რეფერენდუმის გზით მოსახლეობას. განხილვები საკმაოდ
დიდხანს გაგრძელდა, ამასობაში კი პოლიტიკური ვითარება
კვლავ ირეოდა. გეგმის მიხედვით, დამფუძნებელი კრება
კონსტიტუციის მიღებას 12 მარტს, კრების გახსნის დღეს
აპირებდა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ
კონსტიტუციის მიღება საერთოდ ეჭვის ქვეშ დადგა.
საქართველოს რუსეთის წითელი არმია ესხმოდა თავს, რის
გამოც დაჩქარდა კონსტიტუციის მიღების პროცესი.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, 1921 წლის 21
თებერვალს კონსტიტუცია ერთხმად მიიღო. გარეთ, სახალხო
ზეიმის ნაცვლად, ზარბაზნების ხმა ისმოდა.

საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახა პირველი


მთავრობის მიზნები, შეექმნათ დემოკრატიული,
განვითარებული, თანასწორ უფლებებზე ორიენტირებული
ევროპული კონსტიტუცია, რომელიც მთელს მსოფლიოში
ერთ-ერთი გამორჩეული იქნებოდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
საერთაშორისო აღიარება

დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა დიდი ხნის განმავლობაში


იკავებდა თავს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე
იურედ ეცნო, რადგან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას
ერიდებოდნენ. ამ დროისთვის რუსეთს მკაფიოდ გამოხატული
მიზნები ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც
ბოლშევიკების მიერ მუშების აჯანყების დაუოკებელი მცდელობა
მოწმობს.

საბოლოო ჯამში ნავსი თავად რუსეთმა გატეხა და დროთა


განმავლობაში სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს საქართველოს
დამოუკიდებლობის აღიარება.

თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი


რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
შვეიცარია — 1920 წელი
ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი
საქართველო და ერთა ლიგა
ერთა ლიგა 1919 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ვ. ვილსონის იდეის
თანახმად შეიქმნა. იგი მოწოდებული იყო სახელმწიფოთა შორის
კეთილგანწყობის დასამყარებლად, საყოველთაო მშვიდობისა და
უშიშროების განსამტკიცებლად.

საქართველომ იმთავითვე გამოთქვა სურვილი, შესულიყო ამ


თანამეგობრობაში, რომელიც დამოუკიდებლობის
შენარჩუნებისათვის საიმედო გარანტად წარმოედგინა .

საქართველოს კანონიერ მისწრაფებას, დაეკავენა კუთვნილი


ადგილი სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებაში, მრავალი
ქომაგი გამოუჩნდა. მიუხედავად ამისა, 1920 წლის 16 დეკემბერს,
ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის პირველ ასამბლეაზე
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ერთა ლიგაში
მიღებაზე უარი ითქვა.
აფზახეთის საკითხი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ერთ -ერყ
პრობლემად სეპარატიზმი რჩებოდა. მწვავე იყო აფხაზეთის
საკითხი, რომლისადმი ინტერესს ოსმალეთი, კავკასიის მთიელთა
კავშირი და რუსეთი იჩენდნენ.

1918 წლის მარტში, საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერით სოხუმი


ბოლშევიკებმა დაიკავეს და თითქმის მთელ აფხაზეთს დაეუფლნენ.
სახალხო გვარდიის მეთაურის ვალიკო ჯუღელისა და პოლკოვნიკ ა .
კონიაშვილის მეთაირობით სამხედრო შენაერთებმა აფხაზეთი
ბოლშევიკებისგან გაწმინდეს.
თუმცა მალევე ბოლშევიკები გაგრიდან შეტევაზე გადავიდნენ. მათი
მიზანი აფხაზეთის საბჭოთა რუსეთისთვის შეერთება იყო.
სოხუმში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით სამხედრო
ძალა გაიგზავნა, რომლებმაც ბოლშევიკები განდევნეს
აფხაზეთიდან.
1919 წლოს 20 მარტს სახალხო საბჭომ მიიღო აქტი აფხაზეთის
ავტონომიის შესახებ, სადაც ეწერა რომ აფხაზეთი შედის
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში,
როგორც მისი ავტონომიური ერთეული.
1921 წლის 21 თებერვალს აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი
კონსტიტუციურად დაუკანონდა.
ოსთა საკითხი
შიდა ქართლის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები ქართული
სახელმწიფოს შექმნით უკმაყოფილონი იყვნენ. დემოკრატიული
რესპუბლიკა მათ საქართველოს ფარგლებში ავტონომიას
სთავაზობდა, მაგრამ ისინი მეტს ითხოვდნენ.
ოსთა მოძრაობაში არსებობდა სეპარატისტი ოსი ბოლშევიკები,
რომელთა მიზანიც რუსეთთან შეერთება იყო. ამიტომ მათ 1918-20
წლებში 3-ჯერ მოაწყვეს შეიარაღებული გამოსვლა რუსეთის
დახმარებით. ოს ბოლშევიკებთან ასევე დაკავშირებულები იყვნენ
ქართველი ბოლშევიკებიც: ალექსანდრე გეგეჭკორი, მიხა ცხაკაია ,
ფილიპე მახარაძე, სერფო ორჯონიკიძე და სხვა.
1920 წელს მათ ცხინვალი დაიკავეს. მდგომარეობა სახალხო
გვარდიამ დაასტაბილურა და საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის იურისდიქციაც აღსდგა. აჯანყების მონაწილე ოსები
ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზნენ.
საინგილოს საკითხი
საინგილოს მოსახლეობის ქართვულ კულტურასთან ნათესაობა ,
ქართულ სივრცეში მათ ინტეგრაციას აადვილებდა. საქართველოს
რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთანავე მათ ზაქათალის ოლქის
მიღება ითხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს. თუმცა ამ ტერიტორიაზე
ლრეტენზიას აზერბაიჯანი და ჩრ. კავკასიის მთიელთა
რესპუბლიკები აცხადებდნენ. საინგილო აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე დარჩა.
1921 წელს, საქარველოს კონსტიტუციას, როგორც განუყოფელ
ნაწილს, ავტონომია მიენიჭა მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის
დაცემის შემდეგ, მისი იურისდიქცია საინგილოზე არ გადასულა.
1918 წელს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მორჩალოს
მაზრაში შემოჭრილი სომხების მოგერიებაც მოუწია.
„სამუსლიმანო საქართველო“

ისტორიულ მესხეთს, იგივე „სამუსლიმანო საქართველოს“,


რომელიც ბათუმის ოლქში შედიოდა, სომხეთი და აზერბაიჯანი
ედავებოდნენ. პრეტენზიები გაუჩნდათ ადგილობრივ ბეგებსაც,
რომლებსაც ზურგს ხან ოსმალეთი უმაგრებდა, ხან დენიკინი და
ხანაც კავკასიაში მდგარი ინგლისური არმიის სარდლობა .
1919 წლის იანვარში გამოცხადდა ყარ სის რესპუბლიკა, რომლის
მეთაურიც სერვერ ბეგ ათაბაგი იყო.
სეპარატიტებმა აჯანყება წამოიწყეს და ახალციხეს დაეუფლნენ . მათ
მხარდაჭერას პირდებოდა ოსმალეთის და ინგლისის არმიის
სარდლობა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარმა, გენერალ


გიორგი კვინიტაძის მეთაურობით, ახალციხე გაათავისუფლა და
ფოცხოვ-არტაანიც ბრძოლით დაიკავა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ
„სამუსლიმანო საქართველოს“ მცხოვრებთ ავტონომია აღუთქვა .
ამან კი ქართული ორიენტაციის ძალების გააქტიურება გამოიწვია ,
რომლებსაც სათავეში ედგა „სამუსლიმანო საქართველოს
განმათავისუფლებელი კომიტეტი“ მემედ აბაშიძის
ხელმძღვანელობით.
1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში მოწვეულმა ქართველ მუსლიმთა
წარმომადგენლების ყრილობამ დაადგინა

ამ მხარის საქართველოსთან „სამარადისო შეერთება ფართო


ავტონომიის ნიადაგზე“ და აირჩია 36 კაცისაგან შექმნილი
წარმომადგენლობითი ორგანო „მეჯლისი“. 1920 წლის ივლისში,
ბათუმსა და მის ოლქზე საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის იურისდიქცია აღდგა.

1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებულმა საქართველოს


კონსტიტუციამ „სამუსლიმანო საქართველოს“ ავტონომია მიანიწა ,
თუმცა არ განუსაზღვრავს ავტონომიის კომპეტენცია.
საქართველო და საბჭოთა რუსეთი
კავკასიის რეგიონში დამოუკიდებელ ქვეყნად მხოლოდ
საქართველო რჩებოდა. 1921 წლის დასაწყისში ანტანტამ რეგიონის
მიმართ ინტერესი დაკარგა, რუსეთში კი სამოქალაქო ომიც მეტ-
ნაკლებად ჩაცხრა. ამ მოვლენებმა ახალი იმპერიის ბოლშევიკ
მმართველებს მოქმედებისთვის ხელი გაუხსნა, მეტიც, თურქეთის
ქემალისტურმა ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთის დახმარებას
საჭიროებდა, ხელი შეუწყო კავკასიაში საბჭოთა იმპერიის
გამტკიცებას და „ერთმოსისხლე აზერბაიჯანი“ დააღალატა .

მოკლედ, ყველაფერი საქართველოს გასაბჭოებისკენ მიდიოდა .


ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ქართველებს ამის სურვილი არ
ჰქონდათ. ქართველები მზად იყვნენ ნებისმიერი ნაბიჯის
გადასადგმელად, ოღონდ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ .
ბოლშევიკებმა ვერაფრით მოახერხეს ქართველი მუშების აჯანყება ,
ამიტომ სცადეს ლორის რაიონში მცხოვრები სომხების
პროვოცირება. სწორედ საბჭოთა სომხეთის ჯარის დახმრებით
შეძლო საბჭოთა რუსეთმა საქართველოში შემოჭრა და საომარი
მოქმედებების წამოწყება. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ
თითქოს საქართველოს მთავრობა ახდენდა ადგილობრივი
ბოლშევიკების რეპრესიებს და წითელი არმია სწორედ მათ
დასახმარებლად შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
მე-11 წითელი არმია საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის
ტერიტორიებიდან შემოიჭრა. იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის
მსროლელთა 98–ე ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად
ამზადებდა საქართველოზე შეტევას როკისა და მამისონის
უღელტეხილებიდან, ხოლო მე–9-ე არმიას სოჭიდან ან აფხაზეთიდან
უნდა შეეტია და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ წაწეულიყო.
მოულოდნელი თავდასხმებისთვის საქართველო მზად არ
აღმოჩნდა, მეტოქეს ძლიერი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და
შედეგად, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია საქართველოში
შემოვიდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა საბოლოოდ 18 მარტს


დასრულდა. საქართველო გაწითლდა. უკვე ყოფილი
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიდი ნაწილი
იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, ხოლო ვინც დარჩა,
საგანგებო კომისიის გადაწყვეტილებით, მკაცრად დაისაჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა რუსეთის ამ მოქმედებებით დაირღვა


1920 წლის 7 მაისის შეთანხმება საქართველოს ტერიტორიების
ხელშეუხებლობის შესახებ. ამრიგად, საქართველომ კვლავ დაკარგა
ნაციონალური სუვერენიტეტი და მეორედ იქნა დაპყრობილი
რუსეთის მიერ.

You might also like