You are on page 1of 15

საქართველოს სახელმწიფოებრივი

დამოუკიდებლობის აღდგენა
მას შემდეგ რაც 1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკურ რუსეთსა და თურქეთს
შორის ბრესტ-ლიტოვსკის ზავი დაიდო, სამხედრო-პოლიტიკური
ვითარება წარმოუდგენლად გართულდა, თურქეთი საქართველოს
ოკუპაციისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამდა და იმაზე მეტს ითხოვდა, ვიდრე
ზავით იყო გათვალისწინებული.
1918 წლის 11 მაისს ბათუმში
თურქეთსა და ამირკავკასიას შორის
საზავო მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა. მოლაპარაკებებს
აკაკი ჩხენკელი უძღვებოდა,
როგორც ამირკავკასიის მთავრობის
თავმჯდომარე და საგარე საქმეთა
მინისტრი. თურქეთი დათმობაზე
წასვლას არ აპირებდა. აკაკი
ჩხენკელმა საქართველოს ეროვნულ
საბჭოს საიდუმლო წერილები
გამოუგზავნა, სადაც ის სთავაზობს
აიღონ გერმანული კურსი,
წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთის
აგრესიას ვერაფერი შეაკავებს.
14 მაისს ეროვნული საბჭო შეიკრიბა, განიხილეს
ჩხენკელის გზავნილები და გაუგზავნეს
მითითებები, რომ გერმანიის საზავო
დელეგაციის თავმჯდომარეს გენერალ ფონ
ლოსოვს ეთხოვოს ხელი შეუწყოს
საქართველოს უმტკივნეულოდმოაგვაროს
რთული პოლიტიკური ვითარება.
აკაკი ჩხენკელმა უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა გენერალ
ლოსოვთან და მიიღო მისგან გარანტია თუ საქართველო
გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას გერმანია იქნებოდა მისი
დამოუკიდებლობის გარანტი და თურქეთის შემაკავებელი.
აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის სახელმწიფოს შენარჩუნება
წარმოუდგენელად მიაჩნია და თბილისში ეროვნულ საბჭოსადმი
გამოგზავნილ საიდუმლო წერილებში კატეგორილად მოითხოვს
გამოაცხადონ დაშლილად ამიერკავკასიის სეიმი და გამოაცხადონ
საქართველოს დამოუკიდებლობა. „ურისკოდ არაფერი არ კეთდება.
სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოდ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ
გამბედაობა!“ - წერს აკაკი ჩხენკელი თბილისში გამოგზავნილი წერილის
ბოლოს.
ეროვნული საბჭო სასწრაფოდ გადავიდა
მოქმედებაზე და დაიწყეს დამოუკიდებლობის
გამოცხადებისთვის მოსამზადებელი
სამუშაოები. ამიერკავკასიის სეიმის
უკანასკნელი სხდომა 1918 წლის 26 მაისს
გაიმართა. სეიმმა ნაშუადღევის 3 საათზე
ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაშლილად
გამოაცხადა. ხოლო იმავე დღის 4 საათსა და
50 წუთზე გაიმართა საქართველოს ეროვნული
საბჭოს სხდომა, სადაც ნოე ჟორდანიამ
„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“
გააცნო დამსწრე საზოგადოებას.
„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა
მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი
დამოუკიდებელი სახელმწიფოა“
მთავრობის თავჯდომარე და შსს მინისტრი - ნოე რამიშვილი
(სოციალ-დემოკრატი);
საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი (სოციალ-დემოკრატი);
სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე (სოციალ-
დემოკრატი);
ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული
(ეროვნულ-დემოკრატი);
იუსტიციის მინისტრი - შალვა ალექსი-მესხიშვილი (სოციალ-
ფედერალისტი);
სახალხო განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი (სოციალ-
ფედერალისტი);
გზათა მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე (სოციალ-რევოლუციონერი);
მიწათმოქმედებდისა და შრომის მინისტრი - ნოე ხომერიკი
ეროვნულ
-სახელმწიფოებრივი
მშენებლობა
1919 წლის 14 თებერვალს გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები.
უმრავლესობით გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა. პირველი სხდომა
გაიმართა 12 მარტს. კრების თავმჯდომარე გახდა კარლო ჩხეიძე.
სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა დამოუკიდებელობის აქტი.
დამფუძნებელმა კრებამ 21 მატრს დაამტკიცა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ერთპარტიული მთავრობა ნოე ჟორდანიას
თავმჯდომარეობით, ხოლო ნოე რამიშვილმა - შინაგან საქმეთა,
სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო 1921 წლის 21
თებერვალს, რომელიც შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისგან.
„საქართველოს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი
სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა
არის დემოკრატიული რესპუბლიკა.“
სახელმწიფო ენად განისაზღვრა ქართული ;

კონსტიტუცია იცავდა ყველა მოქალაქის უფლებას;

საქართველო მუდმივ ომიანობაში ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდა;

ყველა მოქალაქე 20-დან 40-წლამდე ვალდებული იყო სამედრო სამსახური მოეხადა;

განისაზღვრა სასამართლოს დამოუკიდებლობა;

გაუქმდა სიკვდილით დასჯა;

დაკანონდა უფასო დაწყებითი განათლება;

ადგილობრ თვითმმარტველობებში პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო;

აფხაზეთს და საინგილოს შიდა ავტონომია მიენიჭა


ბრძოლა ტერიტორიული
მთლიანობისთვის

You might also like