You are on page 1of 5

8,,ატლანტიკური ქარტია“ და მისი არსი

მეორე მსოფლიო ომმა სახელმწიფოებს შორის უპრეცედენტო სამხედრო და ეკონომიკური


თანამშრომლობის მაგალითი შექმნა. ნაცისტურმა საფრთხემ უკანა პლანზე გადასწია
ანტაგონისტური სისტემების წინააღმდეგობანიც. საერთო მიზნების ქონამ ფაშიზმის
წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა
მისცა. კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი აქამდე არ არსებულა.

ყველაფერი კი 1940 წლის 15 აგვისტოს დაიწყო: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უ.


ჩერჩილმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს, რათა
ამერიკელებს ინგლისისთვის გადაეცათ 40 ან 50 მოძველებული საესკადრო ნაღმოსანი.
სანაცვლოდ, ჩერჩილი აშშ-ს ატლანტის ოკეანეში განთავსებულ ინგლისურ სამხედრო-
საზღვაო და საჰაერო ბაზებს სთავაზობდა. ჩერჩილის წერილმა ამერიკელებს ორ ქვეყანას
შორის არენდის სქემის საფუძველზე თანამშრომლობის იდეა გაუჩინა. ჩერჩილი აშშ-ს
თანამშრომლობის სამ ვარიანტს თავაზობდა: 1. უსასყიდლო მიწოდება; 2. ნაღდი ფულით
გადახდა; 3. სალიზინგო ურთიერთობა ან არენდა. ბუნებრივია, ბრიტანელებისთვის
საუკეთესო პირველი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ უფრო რეალურად - მესამე
გამოიყურებოდა. ინგლისის შესაძლებლობები ძალზედ შეზღუდული გახლდათ. ომის
პერიოდში - აშშ-ის წინაშე არსებული დავალიანება სამჯერ გაიზარდა რამაც შეუძლებელი
გახადა მოწოდებული სამხედრო ტვირთების ღირებულების ნაღდი ფულით გადახდა.

1939 წლიდან დაწყებული აშშ-ში ბევრ ამერიკელ მრეწველს სამხედრო წარმოებაზე გადასვლა
არ სურდა. 1941 წ. დამდეგისთვის ავტომშენებლობის მასშტაბებმა და რაც მთავარია,
სამოქალაქო სექტორში გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ - მანამდე არსებული ყველა
რეკორდი მოხსნა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა
სფეროში. სწორედ ამის გამო, მთავრობისთვის უძნელეს ამოცანად იქცა მრეწველთა იძულება
- გადასულიყვნენ სამხედრო წარმოებაზე. სახელმწიფომ, მსოფლიოში შექმნილი
მდგომარეობის გათვალისწინებით, ,,ნაციონალური თავდაცვისთვის“ 15 მილიარდი
დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპაში მიმდინარე მოვლენებმა ამერიკის
ხელმძღვანელობაც შეაშფოთა, ისინი ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ ნაცისტთა
გამარჯვებას შეეძლო რეალური საფრთხე თავად აშშ-ის უსაფრთხობისთვისაც შეექმნა.

1940 წლის ზაფხულიდან დიდი ბრიტანეთი სსრკ-თან დაახლოების გზების ძიებას შეუდგა.
ივლისის დასაწყისში ინგლისის ელჩმა რიჩარდ სტაფორდ კრიპსმა ი. სტალინს ჩერჩილის
პირადი წერილი გადასცა, რომელშიც საუბარი ,,გერმანიისგან თავდაცვის საერთო ხაზის“
გატარებაზე და სსრკ-თან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება-გაღრმავებაზე იყო.
სტალინმა უარყო ინგლისის წინადადებანი და გერმანული მხარისადმი ლოიალობის
საილუსტრაციოდ ელჩთან საუბრის შინაარსი ნაცისტებს აცნობა. 22 ივლისს კი - გამოქვეყნდა
საბჭოთა კავშირის სატელეფონო სააგენტოს ოფიციალური განცხადება, სადაც ნათვამი
იყო: ,,საბჭოთა კავშირისადმი ინგლისის მთავრობის მტრული დამოკიდებულების გამო,
სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმატებით გაგრძელება
შეუძლებელია.“

საბჭოთა მხარემ უარით უპასუხა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ა. იდენსაც, რომელმაც
მოსკოვში ჩასვლისა და სტალინთან ინგლის-სსრკ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების
სურვილი გამოთქვა. საბჭოთა მხარეს ძალზედ აფიქრებდა 1940 წლის 10 მაისს რ. ჰესის
ინგლისში გაფრენის ფაქტი. სტალინი და მისი ქვეშევრდომები ვარაუდობდნენ, რომ
მზადდებოდა ინგლის-გერმანიის შეთანხმება სსრკ-ის წინააღმდეგ. ამიტომ, მოსკოვში არ
ენდობოდნენ ბრიტანელთა ინიციატივებს და ფიქრობდნენ, რომ უ. ჩერჩილის მთავარი
მიზანი - გერმანია-საბჭოთა კავშირის კონფლიქტის ინცირება იყო. უნდობლობამ იმხელა
მასშტაბს მიაღწია, რომ სსრკ-ის ხელმძღვანელობამ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული
უტყუარი მასალების იგნორირებაც კი დაიწყო, რომლებშიც ღიად იყო საუბარი გერმანიის
მხრიდან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აქტიური საომარი სამზადისის თაობაზე.

გერმანია-სსრკ-ის ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს (1941 წ. 27 ივნისი) მოსკოვში სამხედრო


და ეკონომიკურ მისიებთან ერთად ჩავიდა ინგლისის ელჩი კრიპსი. მოლოტოვთან
გამართული საუბრისას საბჭოთა მხარემ ურთიერთდახმარების პოლიტიკური
ხელშეკრულების გაფორმებით განმტკიცება მოითხოვა. კრიპსის პასუხიდან ცხადი გახდა,
რომ თანამშრომლობა უნდა შემოფარგლულიყო ეკონომიკური სფეროთი, სამხედრო
გამოცდილების გაზიარებით და სამხედრო ხასიათის ინფორმაციით. მეორე დღეს, 28 ივნისს
აშშ-ის პრეზიდენტმა ფ. დ. რუზველტმა გამოთქვა მზადყოფნა აღმოეჩინა სსრკ-
თვის ,,ყველანაირი შესაძლო დახმარება“. 26 ივნისს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ
სამნერ უელესმა საბჭოთა კავშირის ელჩს კ. ა. უმანსკის განუცხადა, რომ ამერიკის
მთავრობა ,,სსრკ-ის მიიჩნევს გაუმართლებელი აგრესიის მსხვერპლად“. ამერიკელმა
დიპლომატმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სსრკ-ს გაუწევდა იმ მასშტაბის დახმარებას, ,,რის
შესაძლებლობასაც იძლეოდა ამერიკული მრეწველობა.“

ამ მიმართულებით მალე პრაქტიკული ნაბიჯებიც გადაიდგა: გაუქმდა შეზღუდვები


ამერიკულ ბანკებში გაყინულ საბჭოთა აქტივებზე; პრეზიდენტის განკარგულებით გერმანია-
სსრკ-ს კონფლიქტზე არ გავრცელდა კანონი ნეიტრალიტეტის შესახებ, რამაც აშშ-ს საბჭოთა
კავშირისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდების შესაძლებლობა მისცა.ხაზგასმით უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკის მმართველი ელიტის გარკვეული ნაწილი არ იზიარებდა
პრეზიდენტის პოზიციას. მათ შორის აუცილებლად მემარჯვენე იზოლაციონისტები უნდა
გამოვყოთ.

თავის მხრივ, ი. სტალინი წერდა: ,,ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა


შეერწყმება ევროპისა და ამერიკის ხალხების ბრძოლას საკუთარი დამოუკიდებლობისთვის
და დემოკრატიისთვის. ეს იქნება ხალხთა ერთიანი ფრონტი, რომელიც ჰიტლერის
ფაშისტური არმიების უღლისაგან დაიცავს თავისუფლებას.“ ურთიერთსაწინააღმდეგო
მიდგომებისა და პოზიციების მიუხედავად, მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ
განსხვავებული პოლიტიკური სისტემების მქონე სახელმწიფოების ელიტას
თანამშრომლობისკენ უბიძგა. ასე ჩამოყალიბდა წინაპირობები სამი სახელმწიფოს კავშირის
შექმნისთვის.
მთავარი საკითხი, რომელიც ინგლისისა და აშშ-ის მთავრობებს ადარდებდა - წითელი
არმიის ბრძოლისუნარიანობას და აგრესორისადმი სსრკ-ს მოსახლეობის წინააღმდეგობის
ხანგრძლივობას უკავშირდებოდა. მინისტრის ჰენრი ლუის სტიმსონის 1941 წლის 23
ივნისით დათარიღებულ მემორანდუმში. ინგლისის სამხედრო წრეებიც ერთსულოვნად
აღნიშნავდნენ, რომ სსრკ უმოკლეს ვადაში დამარცხდებოდა. ჩერჩილის აზრით, სამხედრო
თანამშრომლობის განმტკიცება უმაღლეს დონეზე კონტაქტების შენაჩუნებით უნდა
მომხდარიყო. 8 ივლისს სტალინმა მიიღო პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელშიც
ინგლისური ავიაციის მხრიდან გერმანიის დაბომბვაზე იყო საუბარი. საბჭოთა სამხედრო
მისიის ინგლისში ჩასვლას. ელჩ რ. ს. კრიპსთან საუბრისას სტალინმა დიდ ბრიტანეთს სსრკ-
თან ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რომლითაც მხარეები ურთიერთდახმარებას
ივალდებულებდნენ და უარს იტყოდნენ გერმანიასთან სეპარატული ზავის გაფორმებაზე.

ოთხდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, 1941 წლის 12 ივლისს მოსკოვში ხელი მოეწერა


შეთანხმებას სსრკ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის - გერმანიის წინააღმდეგ ომში ერთობლივი
ქმედებების თაობაზე. ხელშეკრულება მხარეებს ავალდებულებდა აღმოეჩინათ
ერთმანეთისთვის დახმარება ომის მსვლელობის პერიოდში, არ ეწარმოებინათ გერმანიასთან
სეპარატული მოლაპარაკებები და არ გაეფორმებინათ ზავი ორმხრივი თანხმობის გარეშე. ეს
გახლდათ პირველი სამთავრობოთაშორისო დოკუმენტი, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა
ანტიჰიტლერული კოალიციის ჩამოყალიბების პროცესს. 1941 წლის 18 აგვისტოს, ხსენებულ
დოკუმენტზე დაყრდნობით, ინგლისსა და სსრკ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება
საქონელბრუნვის, კლირინგისა და კრედიტის შესახებ. ამ შეთანხმების მიხედვით, სსრკ
მიიღებდა დიდი ბრიტანეთისგან კრედიტს 10 მლნ. ფუნტი სტერლინგის ოდენობით ხუთი
წლის ვადით.

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ 1941 წლის ივლისის დასაწყისში ლონდონში ჩავიდა საბჭოთა
სამხედრო მისია - წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გენერალ ფ. ი.
გოლიკოვის ხელმძღვანელობით. მისი მიზანი - ბრიტანეთის მხრიდან შეიარაღებითა და
სამრეწველო საქონლით დახმარების შესაძლებლობებისა და ინგლისური ჯარების
საფრანგეთში გადასხმის საკითხის განხილვა იყო. მოლაპარაკებებისას გაირკვა, რომ სსრკ-ს
მხოლოდ შეზღუდეული დახმარების იმედი უნდა ჰქონოდა. ჩერჩილი საბჭოთა მხარეს
ურჩევდა, რომ მომარაგების კუთხით მთავარი აქცენტი აშშ-ზე გაეკეთებინათ.

ივლისის ბოლოს, სამხედრო ტვირთების მოწოდების საკითხისადმი ამერიკული


ადმინისტრაციის დამოკიდებულების, მასალათა შესყიდვისა და მათი ტრანსპორტირების
გზების დადგენის მიზნით - სტალინმა სამხედრო მისია აშშ-შიც მიავლინა. ამ ვოიაჟს
შედეგად საბჭოთა კავშირში პრეზიდენტ რუზველტის პირადი წარმომადგენლის - ჰარი
ჰოპკინსის ვიზიტი მოჰყვა. მას დაევალა დაედგინა რეალური სიტუაცია აღმოსავლეთის
ფრონტზე და სამხედრო ტვირთების მოწოდების საკითხზე მოლაპარაკების წარმოება
პირადად სტალინთან. ამ უკანასკნელმა სტუმარს დეტალურად აღუწერა ფრონტებზე
შექმნილი მდგომარეობა და ჩამოუთვალა ის ნუსხა შეიარაღებისა თუ მასალებისა, რომელიც
სსრკ-ს სჭირდებოდა. ჰოპკინსი დარწმუნდა, რომ საბჭოთა მთავრობა არ იმყოფებოდა
პანიკაში. 1 აგვისტოს რუზველტისადმი გაგზავნილ ტელეგრამაში ის წერდა: ,,აქ გამარჯვების
უსაზღვრო სურვილი სუფევს.“ აშშ-ში მომენტალურად მიიღეს საბჭოთა კავშირში 200
ავიაგამანადგურებლის გაგზავნის გადაწყვეტილება, ხოლო 2 აგვისტოს - 1942 წლის 6
აგვისტომდე გააგრძელეს 1937 წ. აშშ-სსრკ-ს სავაჭრო ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

თავის მხრივ, ღრმავდებოდა ინგლის-აშშ-ის ურთიერთობებიც, რომლის ლოგიკური შედეგიც


1941 წლის 12 აგვისტოს კ. ნიუფაუნდლენდზე არჯენტიის ყურეში ხელმოწერილი ე.
წ. ,,ატლანტიკური ქარტია“ გახლდათ. ამ დოკუმენტით რუზველტმა და ჩერჩილმა
განსაზღვრეს ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობის ძირითადი პრინციპები: 1. ტერიტორიულ
შენაძენებზე უარის თქმა; 2. ორივე სახელმწიფო უარს ამბობდა იმ ტერიტორიული
ცვლილებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ,,არ ეფუძნებოდნენ დაინტერესებული ხალხების
თავისუფალ ნებას“; 3. ერების მიერ მმართველობის ფორმის თავისუფალი არჩევა, იმ
ხალხების ,,სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენა, რომლებსაც ის
ძალადობრივი გზით წაერთვათ“; 4. მსოფლიო ვაჭრობისა და ნედლეულის რესურსებთან
ყველა ქვეყნის (დიდისა თუ პატარას) თავისუფალი წვდომა, რაც აუცილებელია
სახელმწიფოთა ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის; 5. გლობალური
ეკონომიკური თანამშრომლობა და კეთილდღეობის ამაღლება; 6. შიშისა და გაჭირვების
საფრთხისაგან გათავისუფლება; 7. ზღვების თავისუფლება; 8. აგრესორ სახელმწიფოთა
განიარაღება და ომის შემდეგ განიარაღების საყოველთაო პროცესის დაწყება.

ატლანტიკური კონფერენციის მიმდინარეობისას რუზველტმა და ჩერჩილმა წერილი


გაუგზავნეს სტალინს: ,,ამჟამად ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რათა თქვენ
მაქსიმალურად მოგამარაგოთ იმ მასალებით, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ... იმისათვის,
რომ საერთო რესურსები სწრაფად და ოპტიმალურად გადავანაწილოთ, ჩვენ გთავაზობთ
კონფერენციის ჩატარებას მოსკოვში.“

1941 წლის 24 სექტემბერს ლონდონში ჩატარდა მოკავშირეთა კონფერენცია, რომლის


საქმიანობაშიც მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ის და ოკუპირებული
ქვეყნების ემიგრაციაში მყოფი მთავრობების წარმომადგენლებმა. ფორუმის მონაწილეებმა
ერთხმად აღიარეს ,,ატლანტიკური ქარტიის“ პრინციპები და თავიანთი საქმიანობის
უმთავრეს ამოცანად ჰიტლერიზმის სრული განადგურება გამოაცხადეს.

დიდი ყურადღება დაეთმო შ. დე გოლის ,,თავისუფალ საფრანგეთთან“ მეგობრული


ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. სსრკ-ის მთავრობამ დე გოლი ,,ყველა თავისუფალი
ფრანგის“ ხელმძღვანელად აღიარა. გენერალმა კმაყოფილება გამოხატა ამ ფაქტის გამო და
სსრკ-ის მხარეზე ბრძოლის პირობა დადო საერთო მტრის სრულ განადგურებამდე.

ი. სტალინი ბრიტანეთის მთავრობას ქმედითი დახმარების გაწევას თხოვდა. მან რამოდენიმე


ვარიანტიც კი შესთავაზა უ. ჩერჩილს: ა) მეორე ფრონტის გახსნა ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე ან საფრანგეთში, რის საფუძველზეც გერმანელები იძულებულნი
იქნებოდნენ აღმოსავლეთის ფრონტიდან მოეხსნათ 30-40 დივიზია; ბ) 25-30 ინგლისური
დივიზიის გადასხმა არხანგელსკში ან ირანიდან სსრკ-ის სამხრეთ რაიონებში, რათა მათ
ერთობლივად ემოქმედათ წითელ არმიასთან ერთად. გ) საბჭოთა კავშირისთვის ალუმინის,
თვითმფრინავების და ტანკების მიწოდება.
ჩერჩილმა საბჭოთა ელჩს ი. მ. მაისკის განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს ამ ეტაპზე არ
შეუძლია სსრკ-თვის ,,არანაირი სერიოზული დახმარების აღმოჩენა - არც მეორე ფრონტის
გახსნა და არც საჭირო სახეობის შეიარაღების მასობრივად მიწოდება.“ პრემიერ-მინისტრმა
ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინგლისელები ვერ განახორციელებდნენ ისეთ სამხედრო
ოპერაციას, რომელიც უახლოესი ორი თვის განმავლობაში რაიმე ზემოქმედებას მოახდენდა
რუსეთის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

სამაგიეროდ, ინგლისის მთავრობა თანახმა იყო გაეგზავნა მცირერიცხოვანი სამხედრო


კონტინგენტი კავკასიაში და ორი გენერალი მოსკოვში სტალინთან მოსალაპარაკებლად, რათა
,,ერთობლივად შეედგინათ სამომავლო გეგმები.“ ფაქტობრივად, ამ პერიოდისთვის
ბრიტანელთა მხარდაჭერა სსრკ-გერმანიის ფრონტის მხოლოდ უკიდურესად ჩრდილოეთ
რეგიონზე (მურმანსკი-არხანგელსკი) გავრცელდა.

You might also like