You are on page 1of 4

ავსტრიის ანშლუსი

1933 წლის დასაწყისისთვის - ავსტრიის მთავრობამ, კანცლერ ე. დოლფუსის


ხელმძღვანელობით, დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობის მხრდაჭერა და უმძიმესი
ეკონომიკური კრიზისის ფონზე იძულებული გახდა მართვის ავტორიტარული
მეთოდები გამოეყენებინა. კლერიკალურ-ფაშისტური ტიპის დიქტატურისკენ
შებრუნება გამოწვეული იყო აგრეთვე ავსტრიის ნაციონალურ-სოციალისტური
პარტიის მკვეთრი აქტივიზირებით, რომელიც ქვეყნის გერმანიის შემადგენლობაში
შესვლას მოითხოვდა და რომელმაც ნამდვილი ტერორი გააჩაღა - სახელმწიფოს
საშინაო მდგომარეობის დესტაბილიზაციის მიზნით.
1933წ. 19 ივნისს დოლფუსი იძულებული გახდა აეკრძალა ნაცისტური პარტია და
დახმარებისთვის ბ. მუსოლინისთვის მიემართა, რომელიც ავსტრიას საკუთარი
ინტერესების სფეროდ განიხილავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვენის რეჟიმი თავის
წოდებრივ-კორპორატიული სტრუქტურით ძალზე გავდა იტალიურ ფაშიზმს. ა.
ჰიტლერი ჯერ კიდევ სიტყვიერ დათმობებზე მიდიოდა, მაგრამ ბერლინიდან და
მიუნხენიდან ავსტრიელი ნაცისტები იღებდნენ არა მხოლოდ იდეოლოგიურ
მხარდაჭერას, არამედ ფულს და იარაღს შეუზღუდავი რაოდენობით. ავსტრიელი
ნაცისტების ლიდერი ა. ფრაუნფელდი, რომელიც მიუნხენში დაფუძნდა, ყოველ ღამეს
წარმოსთქვამდა რადიოში ისტერიულ სიტყვებს ავსტრიის კანცლერის მოკვლის
მოწოდებით.
1934 წ. იანვარში დოლფუსმა აღნიშნულის გამო ბერლინს მკვეთრი პროტესტი
გამოუცხადა, მაგრამ მიიღო პასუხი, რომ ავსტრიული კონფლიქტი არ ექცევა
საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქვეშ და მხოლოდ წარმოადგენს „ წინააღმდეგობას
ავსტრიის მთავრობისა და მთელი გერმანელი ხალხის ისტორიულ მოძრაობის შორის“.
მაშინ კანცლერმა დახმარებისთვის დასავლეთ სახელმწიფოებს მიმართა, რომლებმაც
დაადასტურეს ავსტრიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და მთლიანობის
შენარჩუნების აუცილებლობა. ერთი თვის შემდეგ ხელმოწერილი იქნა ეგრეთ
წოდებული რომაული პროტოკოლები, სადაც ავსტრია, იტალია და უნგრეთი
შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ამან ბერლინი მძიმე მდგომარეობაში

1
ჩააგდო. მაგრამ ჰიტლერმა ვერ შესძლო (ან არ უნდოდა, რაც უფრო სწორია) ვენის
ნაცისტების დაშოშმინება. მდგომარეობა ქვეყანაში გართულდა ავსტრიელი მუშებისა
და სოციალისტების თებერვლის აჯანყების სასტიკი დარბევის გამო.
1934 წ. 25 ივლისის საღამოს 154 ესესელი, რომლებმაც გადაიცვეს ავსტრიული
სამხედრო ფორმა, შევარდა ფედერალურ კანცელარიაში და მძიმედ დაჭრა დოლფუსი.
რამოდენიმე საათის შემდეგ კანცლერი გარდაიცვალა. მაგრამ სამთავრობო ძალები
იუსტიციის მინისტრის - კ. შუშნიგის ენერგიული ხელმძღვანელობით, ღამისთვის
მთლიანად დაეუფლნენ სიტუაციას. მუსოლინიმ, რომელიც ამ ამბებამდე ცოტა ხნით
ადრე პირველად შეხვდა ფიურერს, გერმანიის მიერ ინიცირებული პუტჩი პირად
შეურაცხყოფად ჩათვალა და ბრძანა ჯარების გაყვანა ბრენერის უღელტეხილზე,
საიდანაც იხსნებოდა გზა ავსტრიის დედაქალაქისკენ.
ჰიტლერმა, რომელსაც არ სურდა მდგომარეობის გამწვავება, შეიტყო რა ვენის
მოვლენების შესახებ ვაგნერის ფესტივალზე ბაიროიტში (უსმენდა ოპერას „რაინის
ოქრო“), მომენტალურად უღალატა თავის ავსტრიელ მომხრეებს და დააპატიმრებინა
ისინი ავსტრია-გერმანიის საზღვრის გადაკვეთისას. გერმანიის ელჩი ვენაში კ. რიტი,
რომელმაც ,,თავი შეირცხვინა“ ავსტრიის შიდა საქმეებში ჩარევით, გაწვეული იქნა. ის
შეცვალა ფ. პაპენმა, რომელიც ერთი თვით ადრე საოცრად გადაურჩა სიკვდილს
„გრძელი დანების ღამეს“.
1937-1938 წ. ზღვარზე ავსტრია მძიმე სიტიაციაში იმყოფებოდა. არცერთი ევროპული
ქყვეყანა არ გამოხატავდა სურვილს დამდგარიყო მისი დამოუკიდებლობის დასაცავად.
კანცლერ კ. შუშნიგს არაფერი არ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ მიეღო ჰიტლერის
მოპატიჟება ჩასულიყო მასთან ბავარიულ რეზინდენციაში. შეხვედრამ, რომელიც 1938წ.
12 თებერვალს შედგა, თავზარი დასცა ავსტრიის მთავრობის მეთაურს. ჰიტლერი ორი
საათის განმავლობაში საერთო გერმანული ინტერსების ღალატში ბრალს დებდა ვენას
და ავსტრიის ოკუპაციით იმუქრებოდა. საკმაოდ მშვიდობიანი სადილის შემდეგ
რიბენტროპმა ჩააბარა შუშნინგს შეთანხმების პროექტი და დაუმატა, რომ ეს ფიურერის
საბოლოო მოთხოვნებია, რომელსაც განზრახულიც არ აქვს მათი შემდგომი განხილვაო.
ფაქტობრივად, ეს იყო ულტიმატუმი. შუშნინგისგან ითხოვდნენ აკრძალვის მოხსნას
ავსტრიის ნაცისტურ პარტიაზე, შინაგან საქმეთა მინისტრად პრონაცისტურად

2
განწყობილი ადვოკატის ა. ზაის-ინკვარტის დანიშვნას, მისთვის პოლიციისა და
უსაფრთხოების სამსახურის გადაცემით, ხოლო სამხედრო მინისტრად - მეორე
ნაცისტის, სამხედრო-ოსტორიული არქივის დირექტორის ე. გლაიზე-ჰორსტენაუსი;
ასევე თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინათ ავსტრიის არმიის გენერალური
შტაბის მეთაური - ფელდმარშალი იანზა, მომხდარიყო ორივე ქვეყნის შეიარაღებული
ძალების ოფიცრების გაცვლა და ავსტრიის გერმანიის ეკონომიკურ სისტემაში ჩართვა.
ამ პირობების შესრულება გამოიწვევდა ავსტრიის ნაცისტური რაიხის სატელიტად
გადაქცევას. ამ გადამწყვეტ მომენტში ავსტრიის კანცლერმა ვერ შეიკავა თავი და
დათანხმდა საბუთის ხელმოწერაზე, მაგრამ ამასთან აღნიშნა, რომ კონსტიტუციის
მიხედვით - ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ პრეზიდენტ ვ.
მიკლასს გააჩნიაო.
დაიწყო ავსტრიის აგონია. ერთი თვის განმავლობაში სუფევდა ქაოსი. ქუჩებში
დტრვინავდა ნაცისტების ბრბო, რომელიც თავხედურად ხევდა სახელმწიფო დროშებს.
ბანკებიდან სასწრაფოდ გამოქონდათ ანაბრები, ხოლო უცხოელი ტურისტები იერიშით
იღებდნენ საბილეთო სალაროებს, ჩქარობდნენ რა ქვეყნის დატოვებას. კანცლერი
იძულებული გახდა სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადაედგა და 13 მარტისთვის დანიშნა
პლებისციტი ავსტრიის დამოუკიდებლობის საკითხთან მიმართებაში. გაცოფებულმა
ჰიტლერმა გასცა განკარგულება ერთი დღით ადრე მოეხდინათ ავსტრიის ოკუპირება
და ოფიციალურ ვენას პლებისციტის გაუქმება მოთხოვა. შუშნიგმა უკან დაიხია, მაგრამ
ბერლინმა მოითხოვა, რომ მას საკუთარი პოსტი ზაის-ინკვარტისთვის დაეთმო.
1938 წ. 12 მარტს გერმანიის ჯარებმა გადაკვეთეს ავსტრია-გერმანიის საზღვარი. მათ
ბრძანება ქონდათ არ გამოეყენებინათ იარაღი, მაგრამ დაუნდობლად გასწორებოდნენ
ყოველგვარ წინააღმდეგობას. მაგრამ, არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ავსტრიის
ჯარი ყაზარმებში იყო, ხოლო გზებზე გერმანელ ჯარიცკაცს ხვდებოდა მოზეიმე
მოსახლეობა. ფიურერს დასაწყისში მიზნად ქონდა ორი გერმანული სახელმწიფოს
კონფედერაციის შექმნა. მაგრამ როდესაც ის იმავე დღეს ჩავიდა მშობლიურ ლინცში,
იმდენად იყო გამხნევებული იქ მცხოვრებთა მიღებით, რომ ბრძანა დაუყონებლივ
მომზადებულიყო კანონი ავსტრიის ანშლუსის (მიერთების) შესახებ. რა თქმა უნდა,

3
რეფერენდუმზე 10 აპრილს ანშლუსის მხარდასაჭერად თანხმობა გამოაცხადა
ავსტრიისა და გერმანიის მოსახლეობის 99%-ზე მეტმა.
ჰიტლერის პირველი აგრესია სრული ტრიუმფით დასრულდა. დადგა
ჩეხოსლოვაკიის რიგი!

You might also like