You are on page 1of 13

მარიამ საღინაძე

ჰოლოკოსტის მიმდინარეობა

1933 წლის იანვარში ადლოფ ჰიტლერი დაინიშნა კოალიციური მთავრობის კაცნლერად და


ამასთან ერთად მისი პარტია ყველაზე დიდ ადგილს იკავებდა პარლამენტში. ჰიტლერმა
მ„ოახერხა მალე დაემკვიდრებინა მისი ძალაუფლება.მარტისთვის უკვე შეიქმნა პირველი
ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი დახაუში.განახლებული კანონმდებლობა ებრაელებს
უზღუდავდა სამუშაო ადგილებს და უკრძალავდა გერმნალებეთან თანამოქალაქეობის
უფლებას.ანტისემიტური მოძრაობა ებრაელების სახელს მიაწერდა გერმანიის ისტორიაში
არსებულ პრობლემებს.

1934 წლის აგვისტოში ჰიტლერის ძალაუფლება განამტკიცა იმ სისხლიანმა


წმენდამ,რომელმაც გააქრო ყველანაირი ოპოზიცია მისი პარტიის გარშემო.ჰიტლერმა საკუთარი
თავი გამოაცხადა ფიურერად,ლიდერად.ადამიანები,რომლებიც სახალხოდ
ეწინააღმდეგებოდნენ ნაცისტურ მმართველობას,ისჯებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკში მძიმე
საქმიანობის შესრულებით.ევროპაში ანტისემიტური მოძრაობის გავრცელება,მხოლოდ
გერმანიით არ შემოიფარგლებოდა.ბრიტანეთში სერ ოსუალდ მოსლი სათავეში ედგა ნაციონალ-
სოციალისტებს.მას ხშირად ,,ინგლისელი ჰიტლერის’’ სახელითაც მოიხსენიებენ.

1935 წლის სექტემბერში ნაცისტური პოლიცია გაძლიერდა და გამკაცრდა.ნიურბერგის


კანონები ებრაელებს აცხადებდნენ ,,მეორეხარისხოვან“ მოქალაქეებდა მათი ,,გასვრილი“
სისხლის გამო.ეს ახალი,გაძლიერებული კანონმდებლობა ისწავლებოდა სკოლებში,რითიც
ხდებოდა ანტისემიტიზმის დანერგვა იმდროინდელ გერმანულ კულტურაში.გერმანელების
უმეტესობა მშვიდად ხვდებოდა ამ საკითხს და მეტიც,ხშირად სარგებლობდა ებრაელების
სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევებით.ამავე პერიოდში გავრცელდა სხვადასხვა
უმცირსეობათა დევნა.პოლიციამ მიიღო ბრძანება დაეკავებინა ჰომოსექსუალები.

ჰიტლერის ანტისემიტურმა მოძრაობამ მრავალ გერმანელს შეაძულა ებრალები.თუმცა


მსოფლიოში ამ აზრის გავრცელებას განსხვავებული პროპაგანდა სჭირდებოდა.1936 წლის
ბერლინის საზაფხულო ოლიმპიადით ნაცისტურმა მოძრაობამ შექმნა ამისთვის საჭირო
პლატფორმა.მათ გააქრეს ანტისემიტური განცხადებები ქალაქიდან და გერმანელი მაყურებელი
სიხარულით შეხვდა შავკანიან ათლეტს,ჯესი ოუენს.დაინახა ტოლერანტი რაიხი.ოლიმპიადის
დასრულებიდან სამი დღის შემდეგ ოლიმპიური სოფლის უფროსმა თავი მოიკლა,რადგან
იცოდა,რომ მას მაინც მოკლავდნენ ნიურბერგის კანონების მიხედვით ებრაული წარმოშობის
გამო.

1937 წლისთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო ბრძოლა ფაშიზმსა და კომუნიზმს


შორის ესპანეთში.ამით ისარგებლეს ნაცისტებმა და კიდევ უფრო ღრმად გაიდგეს ფესვები
გერმანიაში

1938 წელს ,გერმანიამ დაამარცხა ავსტრია, მოახერხა ჩეხოსლოვაკიის ნაწილის შემოერთებაც.


ებრაელი გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში.მათ ანთავისუფლებდნენ მხოლოდ იმ
შემთხვევაში,თუ ისინი აღიარებდნენ ნაცისტურ იდეოლოგიას.ბევრმა ებრაელმა თავი დააღწია
ბანაკს.

მსოფლიო ომის გაჩაღებამდე,ნაცისტები გეგმავდნენ ებრაელების გასახლებას


გერმანიიდან,1939 წლის სექტემბერში მათი გეგმები შეიცვალა.ამ თვის მიწურულს
შუცშტაფელმა(ნაცისტური პარტიის ორგანიზაცია) გადაწყვიტა მოეხდინა ებრაელების
დეპორტაცია პოლონეთში.ამას მოყვა მასიური ხოცვა.პოლონეთში ათასობით პოლონელი და
ებრაელი დახოცეს.აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ გერმანელი ინდუსტრიალისტი,ოსკარ
შინდლერი,რომელმაც მის წარმოებაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელი და პოლონელი
გადაარჩინა.ამავე დროს ჰიტლერი დაეთანხმა ევთანაზიის პროგრამას,რათა თავიდან
აეცილებინა ინვალიდები და მენტალურად დაავადებული ადამიანები.

1940 გერმანული ძალები მარშირებდნენ ევროპაში. თავდაპირველად შეიქმნა საკონცენტრაციო


ბანაკები ებრაელებისთვის,სადაც იმდენად ცუდი სიტუაცია იყო,რომ იქ მოხვედრა პირდაპირ
გულისხმობდა იქ სიკვდილს.პოლონეთში საგრძნობლად მოიმატა ებრაელების
რიცხვმა,რომელბსაც გეტოებში ასახლებდნენ.არაებრაელ პოლონელებსაც დევნიდნენ საკუთარ
ფერმებიდან და სოფლებიდან და იქ ასახლებდნენ ,,სუფთა სისხლის“ გერმანელებს,რათა მათ
აეთვისებინათ ახალი ტერიტორიები.

ამ პერიოდში საგრძნობლად მოიმატა დახოცილების რიცხვმა,რადგან ნაცისტები ვეღარ


ახერხებდნენ ერაელების გეტოებში დასახლებას.1941 წლის ოქტომბერში დაიწყო ებრაელების
დეპორტაცია გერმანიიდან და რამდენიმე დღის შემდეგ აიკრძალა ებრაელების მიგრაცია.ამავე
წლის მიწურულს,ებრაელებს ხოცავდნენ გაზით.

ჰოლოკოსტის განმავლობაში სიკვდილიანობით გამოირჩევა 1942 წელი,რადგან ამ პერიოდშ


ნაცისტურმა მოძრაობამ შექმნა სასიკვდილო ბანაკები.იმ 430000 ადამიანიდან,რომელიც მოხვდა
პირველ სასიკვდილო ბანაკში,მხოლო ორი გადარჩა.ტრებლინკაში ხუთი თვის მანძილზე 700000
ადამიანი მოკლეს.1942 წლის ივლისში ჰაინრიხ ჰიმლერმა ბრძანა,რომ წლის ბოლომდე
პოლონეთში მყოფი ყველა ებრაელი დაეხოცათ.ეს ბრძანება თითქმის სრულად შესრულდა.

1944 წლის მარტში ანტიჰიტლერულმა კოალიციამ გერმანულ არმიას უკან დახევისკენ


მოუწოდა.ათობით ათასობით ებრაელი დაიძრა გერმანიის შუა გულისკენ,რადგან
ნაცისტებსისგან დაეცვათ კოალიცია.მთელმა მსოფლიომ გაიგო საზარელი ბანაკების
შესაცებ.ამის შიშით ნაცისტებმა მტკიცებულებების გაქრობა დაიწყეს.ივნისში,ნაცისტებმა
დაშალეს პირველი,მთავარი ბანაკი პოლონეთში.მათ დაწვეს კრემატორიუმი მაგრამ ვერ
გაანადგურეს გაზის პალატები.მხოლოდ რამდენიმე პირი გადარჩა.

1945 წლისთვის კოალიციამ ჰოლოკოსტი თითქმის სრულად გამოარკვია.მათ იპოვეს


ბანაკები,სადაც უამრავ ხალხი დაღუპულიყო შიმშილისა და ანტისანიტარიისგან.გენერალმა
ეიზენჰაუერმა მოითხოვა ყველანაირი მტკიცებულება,რათა აღედგინა სამართლიანობა.
ჰიტლერმა და ნაცისტური გერმანიის სხვა ლიდერებმა ჰიმლერისა და გოებელსის ჩათვლით
თავი მოიკლეს.1945 წლის ნოემბერში დატყვევებული ლიდერების სასამართლო პროცესები
დაიწყო.

1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე მიმდინარებოდა ეგრედწოდებული


ნიურბერგის პროცესი,რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა
გაასამართლა 21 ნაცისტური მოძრაობის ლიდერი.18 მათგანი დამნაშავედ ცნეს,დანარჩენი 3 კი
გაანთავისუფლეს.ჰიტლერის 11 დელეგატს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ,თუმცა წინა ღამეს მან
თავი მოიკლა.ალბერტ შპეერი,ჰიტლერის პერსონალური არქიტექტორი 1966 წელს
გაანთავისუფლეს და მან მისი დარჩენილი ცხოვრება გაატარა ნაცისტურ რეჟიმზე
წერაში.რუდოლფ ჰესმა თავი მოიკლა ციხეში 1987 წელს.ბევრმა ნაცისტმა ცადა,გვერდი აევლო
სამართლისთვის,მაგრამ უშედეგოდ.

ჰოლოკოსტის უარყოფა
გიორგი ედილაშვილი
მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტთა გეგმა „ბარბაროსა“ მარცხით
დასრულდა, გერმანიის ბედი უკუღმა წავიდა. საბჭოთა კავშირის ჯარებმა ძლიერი
კონტრშეტევით უპასუხეს ნაცისტებს. ნელ-ნელა ნათელი ხდებოდა ის, თუ ვინ
გაიმარჯვებდა ომში. ამიტომ მთელი გერმანიის მასშტაბით ყოველ საკონცენტრაციო
ბანაკში გაიგზავნა ბრძანება, გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც ნაცისტების
კრიმინალური ქმედებების დასტურად გამოდგებოდა. 1944 წლის ნოემბერში ჰაინრიხ
ჰიმლერის ბრძანებით დაიწყო ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაშლა და
დასუფდავება ყველანაირი სამხილისაგან. ამასთანავე ამერიკელი და სხვა ევროპელი
ისტორიკოსების მიხედვით, ვინაიდან ჰოლოკოსტი იყო უკიდურესად
გასაიდუმლოებული მესამე რაიხის პერიოდში, მის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად
საუბრობდნენ, ისიც „კოდურად“, შესაბამისად დოკუმენტური სამხილები იმისა, რომ
გერმანიაში ებრაელებს მასობრივად ხოცავდნენ ძალიან მწირია. სწორედ ამან
გარაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში „გამარჯვებულის მიერ
დაწერილი“ ისტორიის ჭეშმარიტების ეჭქვეშ დაყენების მრავალი შემთხვევა.
ჰოლოკოსტის ისტორიაშიც გაჩდნენ რევიზიონისტები. პირველი რასაც
რევიზიონისტები უარყოფენ არის ებრაელების საკითხის „საბოლოო გამოსავალი“.
დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ჰიტლერსა და მისი მხარდამჭერებს ებრაელების
სრულიად განადგურება სურდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებს აყენებს
გერმანელი ქიმიკოსი და ავტორი გერმარ რუდოლფი მისი აზრით, ჰიტლერის
თავდაპირველი მიზანი იყო ებრაელების გერმანიიდან გაძევება, და არა განადგურება,
რაზეც მრავალი ისტორიკოსი თანხმდება.საბჭოთა კავშირზე შეტევის შემდეგ
გერმანელების მთავარი მიზანი იყო ებრაელთა მოწინააღმდეგე ქვეყნებში ემიგრაციის
ხელის შეწყობა. თუმცა გერმანიის მიერ ტერიტორიების სწრაფმა შემოერთებამ
ებრაელთა რიცხვი ისევ გაზარდა. ამიტომ 1940 წლის 24 ივნისს ჰიდრიხმა მიმართა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ რათა ებრაელთათვის ახალი „ტერიტორიული
გამოსავალი“ ეპოვნა. რიბენტროფმა შეიმუშავა „მადაგასკარის გეგმა“, რომლის
მიხედვითაც ებრაელები უნდა გადაესახლებინათ იმ დროს საფრანგეთის კოლონიად
ქცეულ კუნძულ მადაგასკარზე. რუდოლფს ასევე განხილული აქვს „საბოლოო
გამოსავლად“ ებრაელთა რუსეთში დეპორტაციის ნაცისტების პოლიტიკა ებრაელთა
მიმართ ვანზეს კონფერენციის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვალა. დაიწყო ებრაელთა
საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა. თუმცა ჰოლოკოსტის უარმყოფელების მიხედვით,
ეს იყო „ებრაელთა ტერიტორიული გამოსავალი“, ზუსტად ისეთი, როგორც
„მადაგასკარის გეგმა“. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად გერმარი საკუთარ
ლექციაში განიხილავს რამდენიმე წერილს საკონცენტრაციო ბანაკიდან, რომელშიც
ხაზგასმულია თუ როგორ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ებრაელები, და ასევე
ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჰიტლერს საკუთარ გამოსვლებში არცერთხელ
არ უხსენების ებრაელთა განადგურება.1

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლსაც უარყოფენ რევიზიონისტები ეს არის


„გაზის კამერების“ არსებობა. გერმარ რუდოლფი ამ საკითხთან დაკავშირებითაც იძლევა
საკმაოდ საყურადღებო ფაქტებს. პირველი რაზეც იგი ყურადღებას ამახვილებს არის
„გაზის კამერებად“ გადაკეთებული მორგები. მორგების იმ მიზნისთვის გამოყენება,
რასაც ისტორია გვეუბნება არალოგიკური უნდა იყოს. საქმე იმაშია, რომ ცნობების

1
Lectures on the Holocaust: Controversial Issues Cross Examined, Germar Rudolf Jurgen Graf, (Publisher: Theses &
Dissertations Press, Year: 2004) გვ. 193-201.
მიხედვით ყოველ ჯერზე 1000-მდე ადამიანს ხოცავდნენ. თუმცა ამ ოთახებში ამდენი
ადამიანის დატევა ძალიან რთულია. რუდოლფი ასევე ახსენებს ჰაერიდან გადაღებულ
სურათებს, რომლებზეც წესით „გაზის კამერების“ საჰაეროები უნდა იყოს გამოსახული,
საიდანაც ნაცისტები ციანიდს უშვებდნენ „კამერებში“, თუმცა ჩრდილებისა და მზის
ადგილმდებარეობის მიხედვით ეს საჰაეროები ზედმეტად გრძელი ჩანს სურათებზე.
საინტერესო ცნობებს იძლევა ოსვენციმის „გაზის კამერების“ ქიმიური ანალიზიც.
კედლებიდან, რომლებიც ისტორიკოსთა თქმით ხალხის მასობრივი დახოცვის ოთახებს
ჰქონდა, აღებული სამი აგურიდან, თითოეულზე სხვადასხვა რაოდენობით არის
ციანიდის შემცველობა. საყურადღებოა ისიც, რომ ციანიდის შემცველობა არის
ოსვენციმის სხვა ნაგებობათა კედლებზეც. ერთადერთი შენობა, რომლის კედლებზეც
დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ციანიდი არის ტანსაცმელის გაწმენდისათვის
განკუთვნილი ნაგებობა.

ჰოლოკოსტის უარმყოფელები ამტკიცებენ, რომ ეს ნაგებობები არა ხალხი დასახოცად,


არამედ მწერების გასანადგურებლად გამოიყენებოდა, ვინაიდან მაშინ ომში მრავლად
დაღუპილი ადამიანის გამო ევროპაში მრავალი დაავადება იყო გავრცელებული და
მწერები ამ დაავადებათა გადამტანები იყვნენ. ასევე მნიშვნელოვანია რიგითი
ჰოლოკოსტის უარმყოფელის, კარლო მატონოს ცნობები ოსვენციმის შესახებ. იგი
ამტიკცებს, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში არ ყოფილა „გაზგაუმტარი კარები“.
ოსვენციმის ორი „გაზის კამერიდან“ არცერთს არ აღმოაჩნდა შესაბამისი კარი. 2 ასევე
ავტორი ყურადღებას ამახვილებს ისტორიკოსების ხელთ ე.წ. „კოდური ენის“ შესახებ არ
არსებული სამხილებზე.

მესამე საკითხი რომელსაც უარყოფენ რევიზიონისტები არის ჰოლოკოსტში 6


მილიონამდე ებრაელის გარდაცვალება. თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ საიდან
მიიღეს ეს რიცხვი. ისტორიკოსებმა მოიძიეს ინფორმაცია ევროპაში ჰიტლერამდე
დარეგისტრირებული ებრაელთა შესახებ, შემდეგ დაითვალეს მიგრირებულთა,
გარდაცვლილთა რაოდენობა და რამდენი ებრაელითაც ნაკლები იყო ომის შემდგომი
რიცხვი ომამდელზე, ეს სხვაობა გამოაცხადეს ნაცისტებთა მიერ მოკლულ ებრაელთა
რიცხვად. გერმარ რუდოლფი თავის ლექციაში განიხილავს რაულ ჰილბერგისა და
ლუსი დავიდოვიჩის მიერ მოწოდებულ რიცხვებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე,

2
The Bunkers of Auschwitz: Black Propaganda versus History, Carlo Mattogno, (Publisher: Theses & Dissertations
Press, Year: 2004) გვ. 44.
რომ მათი რიცხვები რადიკალურად განსხვავდება საკონცეტრაციო ბანაკებში
დახოცილთა რაოდენობების მიხედვით, თუმცა ჯამი თითქმის დაახლოებულია. ამის
საფუძველზე იგი ასკვნის, რომ 5-6 მილიონი მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ
მოგონილი რაოდენობაა და არ ეფუძნება მყარ არგუმენტებს. ევროპაში ჩატარებული
კვლევის უზუსტობას კი იმით ხსნის, რომ სტალინმა რამდენიმე მილიონი ებრაელი
ციმბირში გადაასახლა და მისი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია უზუსტობა. 3

საინტერესოა კარლო მატონოს ცნობაც. იგი განიხილავს ბირკენოს ბუნკერიდან 1942


წლის აგვისტოში გაგზავნილ წერილს, რომელიც სავარაუდოდ გახდა მიზეზი ევროპაში
ახალი ჭორების გავრცელებისა. თუმცა თვითონ წერილი მრავალ უზუსტობას შეიცავს.
წერილის მიხედვით ოსვენციმის ბანაკში 300000 ადამიანი დაიღუპა, თუმცა
ოფიციალური ცნობები გვაწვდიან მნიშვნელოვნად ნაკლებ რიცხვებს. 1942 წლის 29
აგვისტომდე, ოსვენციმში დაახლოებით 76000 ადამიანი იყო გაგზავნილი,
რომელთაგანაც მხოლოდ 37000 იყო ოფიციალურად რეგისტრირებული. შესაბამისად
წერილში ნახსენები რიცხვი 4-ჯერ მეტია იმაზე, რაც რეალურად იყო შესაძლებელი.
ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ ეს ამბავი ხშირად არის განმეორებული. მაგალითად „ანა
ფრანკის დღიურში“. 4

ერთ-ერთი ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც უარყოფენ რევიზიონისტები


არის „ანა ფრანკის დღიური“. მათი მტკიცებით ეს დღიური სხვადასხვა ადამიანების
მიერ არის შექმნილი, თანაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. სინამდვილეში
მართლაც არსებობს დღიურის რამდენიმე ვერსია, რადგან ანა ფრანკმა რამდენჯერმე
გადაწერა დღიურის მნიშვნელოვანი მონაკვეთები ახალ დღიურში. ასევე
უარმყოფელები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ დღიურში რამდენიმე განსხვავებული
ხელწერის არსებობა, თუმცა მეცნიერული ანალიზის შედეგად დამტკიცდა, რომ
ხელწერა ერთი და იგივეა მთელი ტექსტის განმავლობაში.

ჰოლოკოსტის უარმყოფელები სიცრუეს უწოდებენ ნიუნბერგის სასამართლოზე


ბრალდებულთა აღიარებით ჩვენებასაც. მათი მტკიცებით პატიმრებს წამების გზით
აღიარებინეს დანაშაული. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ნიუნბერგის
დასაწყისში გერმანელი პატიმრები არ აღიარებდნენ არანაირ დანაშაულს. გერმარ
რუდოლფის მიხედვით კი ბრალდებულებმა დანაშაული იმიტომ აღიარეს, რომ ეგონათ
მონანიების შემთხვევაში სიკვდილით აღარ დასჯიდნენ. თუმცა ასე მრავალ საკითხს
შეიძლება მოეძებნოს გამართლება. მთავარი ის არის, რომ ჰოლოკოსტის უარმყოფელებს
ჰოლოკოსტის გარშემო დოგმის არსებობის სჯერათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ

3
Lectures on the Holocaust: Controversial Issues Cross Examined, Germar Rudolf Jurgen Graf, (Publisher: Theses &
Dissertations Press, Year: 2004) გვ.32.
4
The Bunkers of Auschwitz: Black Propaganda versus History, Carlo Mattogno, (Publisher: Theses & Dissertations
Press, Year: 2004) გვ. 51.
ადამიანი მიიჩნევს ამგვარი „სიტყვის თავისუფლების“ მავნებლობას, მაინც
მნიშვნელოვანია ნებისმიერი საკითხის გარშემო არსებული კამათი. 5

5
Denying History: Who Says the Holocaust Never Happened and Why Do They Say It?, Michæl Shermer, Alex
Grobman, Arthur Hertzberg, (Publisher: University of California Press, Year: 2009).
ნინო შერაზადიშვილი

ჰოლოკოსტის შედეგები

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ უამრავი ადამიანი დაზარალდა.


განსაკუთრებით სასტიკი იყო ეს პერიოდი ებრაელთათვის. 1945 წელს, როდესაც ანგლო-
ამერიკული და საბჭოთა ჯარი შევიდა საკონცენტრაციო ბანაკებში, მათ აღმოაჩინეს
უამრავი გვამი, ძვლები და ადამიანის ფერფლი, როგორც ნაცისტური მასობრივი მკვლე-
ლობის დამადასტურებელი მოწმობა. ჯარისკაცებმა ასევე იპოვეს ათასობით ებრაელი
და არაებრაელი გადარჩენილი ხალხი, რომელიც შიმშილისა და დაავადებებისაგან
იტანჯებოდა. მათთვის მოლოდინი იმისა, რომ ცხოვრება ხელახლა აეწყოთ შიშის
აღმძვრელი იყო.

ჰოლოკოსტი იმდენად მძიმე მოვლენა აღმოჩნდა, რომ გათავისუფლების შემდეგაც


კი ბევრ ებრაელს ეშინოდა საკუთარ ფორმალურ საცხოვრებელ სახლში დაბრუნების.
ევროპის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნებში ანტისემიტიზმი იმდენად გავრცელდა,
რომ ბუნებრივია ებრაელების შიში და პანიკა. ზოგ მათგანს სიკვდილისაც კი ეშინოდა,
მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ საცხოვრებელს დაუბრუნდა. მაგალითად, ომის
შემდგომ პოლონეთში იყო რამდენიმე მასობრივი ძალადობრივი ანტიებრაული არე-
ულობა. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო ქალაქ კიელსში, 1946 წელს, როდესაც
პოლონელმა მეამბოხეებმა მოკლეს 42 ებრაელი და სცემეს ბევრი სხვა.6

ამგვარი დამოკიდებულების გამო საჭირო გახდა ხშირი მიგრაცია სხვადასხვა


ტერიტორიაზე. ემიგრაციის შეზღუდული პირობების მიუხედავად, ათიათასობით
უსახლკარო ადამიანი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა, გადაადგილდა ევროპის სხვა
ტერიტორიაზე, რომლებიც ანტანტის მიერ გათავისუფლდა. ისინი იქ შეიფარეს ასობით
ლტოლვილთა ცენტრებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში, როგო-
რიცაა Bergen-Belsen გერმანიაში. UNRRA, შეერთებული შტატების ოკუპირებული არ-
მიები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მართავდა ამ ბანაკებს.

ამ უზარმაზარი ანტი-ებრაული ტალღის მიუხედავად არსებობდა ხალხი, რო-


მელიც მათ დაცვასა და დახმარებას ცდილობდა და ისინი თავად ებრაელები იყვნენ.
მრავალი ებრაული სააგენტო მუშაობდა იმისათვის, რომ დახმარებოდა ებრაელ იძუ-
ლებით გადასახლებულ პირებს. ამერიკულ-ებრაული საერთო დისტრიბუციული კო-
მიტეტი ჰოლოკოსტისაგან გადარჩენილ ხალხს საჭმლითა და ტანსაცმლით ამარაგებდა
მაშინ, როცა ORT მათ სთავაზობდა პროფესიონალურ მომზადებას. ლტოლვილებმა
ასევე გააფორმეს თავიანთი საკუთარი ორგანიზაციები და ბევრი მათგანი მუშაობდა
პალესტინაში დამოუკიდებელი ებრაული შტატის დაარსებაზე. რომ არა მათი ძალის-

6
https://encyclopedia.ushmm.org/content/en/article/the-aftermath-of-the-holocaust?series=48246
ხმევა რთული იქნებოდა იმის თქმა თუ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები უსა-
მართლოდ მასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ და თუ გადაურჩებოდა ვინმე მას მაშინ,
როცა ბევრი ევროპული ქვეყნის საზღვარი ჩაკეტილი იყო მათთვის.

ებრაული ბრიგადის ჯგუფი (Jewish Brigade Group) შეიქმნა 1944 წელს. ფორმალურ
პარტიზან მებრძოლებთან ერთად, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში იყვნენ გადასა-
ხლებულნი, ებრაულმა ბრიგადის ჯგუფმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია Brihah, რომლის
მიზანიც იყო, რომ ებრაელ ლტოლვილებს დახმარებოდა ევროპიდან პალესტინაში გა-
დასვლაში. ებრაელებმა, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ პალესტინაში განახორციელეს
არალეგალური მიგრაცია გემით (ასევე ცნობილია, როგორც (Aliyah Bet) . ბრიტანეთის
ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო ისინი და ხომალდთა უმეტესობა უკან დააბრუნა. 1947
წელს ბრიტანეთმა აიძულა გემი Exoduc 1947, რომელიც მიემართებოდა პალესტინისაკენ
4500 ჰოლოკოსტისაგან გადარჩენილი მგზავრით, დაბრუნებულიყო გერმანიაში.7

მიუხედავად ასეთი ძლიერი და მასობრივი წინააღმდეგობისა, ებრაელ


ლტოლვილებს თვითგადარჩენის ინსტინქტი დაეხმარა, რომ გაეგრძელებინათ ბრძოლა
თვითდამკვიდრებისათვის. ისინი თავად ცდილობდნენ გაერთიანებასა და სხვადასხვა
ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რათა მოეხერხებინათ უსაფრთხო ადგილას გადაად-
გილება და დაფუძნება. სწორედ ამგვარი მოქმედების შედეგია 1948 წელს ისრაელის
შტატის დაარსება, სადაც ებრაელმა იძულებით გადასახლებულმა პირებმა და ლტოლ-
ვილებმა მიაშურეს. 1953 წლისათვის დაახლოებით 170000 ებრაელი იყო გადასახ-
ლებული ისრაელში.

მნიშვნელოვანი და სასიკეთო აღმოჩნდა მათთვის პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის


გადაწყვეტილება, რომელმაც მიგრანტებს გაუმარტივა გადაადგილება და დახმარების
ხელი გაუწოდა. 1945 წლის დეკემბერს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა გამოსცა დი-
რექტივა, რომელმაც შეასუსტა შესღუდვების კვოტა შერთებულ შტატებში მიგრაციაზე
ნაცისტური რეჟიმის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. ამ დირექტივის

7
https://encyclopedia.ushmm.org/content/en/article/the-aftermath-of-the-holocaust?series=48246
საფუძველზე 41000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა შეერთებულ შტატებში, რომელთაგან
28000 იყო ებრაელი.8

აღსანიშნავია კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც სასიკეთო აღმოჩნდა იძულებით


გადასახლებულ პირთათვის. 1948 წელს შეერთბულმა შტატებმა მიიღო იძულებით გა-
დაადგილებულ პირთა აქტი. ეს აქტი მოიცავდა დაახლოებით 400000 შეერთბული
შტატების ვისას ლტოლვილთათვის 1949 წლის პირველი იანვრიდან 1952 წლის 31
დეკემბრამდე. ამ 400000 ადამიანს შორის, რომლებიც შევიდნენ შეერთებულ შტატებში ამ
აქტის მეშვეობით, 68000 ადამიანი იყო ებრაელი. როგორც ჩანს ამერიკის შეერთებულმა
შტატებმა დიდი დახმარება გაუწია ლტოლვილებს და შეიფარა ისინი. ამ ერთ-ერთი
პოლიტიკური სვლით მან მოირგო მშვიდობის მქადაგებელი ქვეყნის სტატუსი, თუმცა
ცნობილია მის მიერ 1945 წელს ჰიროშიმასა და ნაგასაკში ატომური იარაღის სა-
შუალებით დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანი ეკოსისტემისა თუ ადამიანების
მიმართ. საინტერესოა ის, რომ ერთსა და იმავე წელს ორი სხვადასხვაგვარი პო-
ლიტიკური აქტი განახორციელა ამ ქვეყანამ. ჩემი აზრით, ლტოლვილების მიმართ
გამოჩენილი სიკეთით სურდა მას გადაეფარა იაპონიის მიმართ გამოხატული აგრესია
და მშვიდობის მთესველის სტატუსის მოპოვებაზე ეზრუნა. ფაქტობრივად, ამ პოლი-
ტიკური მიდგომის საფუძველზე ლტოლვილებს გაუმართლათ, რომ მათთვის სასიკეთო
გადაწყვეტილების მომსწრენი გახდნენ.

ასეა თუ ისე ჰოლოკოსტმა მრავალი ადამიანის ცხოვრებას დაასვა დაღი და დიდი


ტანჯვა მიაყენა მათ. ერთ-ერთი მათგანია მადელინ დოიჩი (Madeline Deutsch), ჩეხოს-
ლოვაკელი საშუალო ფენის წარმომადგენელი ქალბატონი, რომელიც გულის ტკივილით
იხსენებს წარსულ წლებს და ამბობს: „18 წლის ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ
13-ის ვიყავი, რადგან ის წლები არაფერი იყო. ისინი ამოიშალა ჩემი ცხოვრებიდან...“.9
მის მსგავსად ბევრ სხვა ადამიანში, რომელიც ამ მოვლენათა მსხვერპლი იყო, ჰოლო-
კოსტმა დატოვა ცუდი, სასტიკი მოგონებები, რომლებიც მტანჯველი იყო მათთვის.

8
https://encyclopedia.ushmm.org/content/en/article/the-aftermath-of-the-holocaust?series=48246
9
https://encyclopedia.ushmm.org/content/en/article/the-aftermath-of-the-holocaust?series=48246
მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ყოველთვის ტოვებს კვალს ადამიანის
მეხსიერებაში, მისი გამოვლენა კი ხელოვნების საშუალებით ხდება. ჰოლოკოსტი ის
ისტორიული მოვლენა აღმოჩნდა, რომელიც მკაფიოდ აისახა ხელოვნების სხვადასხვა
დარგში. განსაკუთრებით ცხადი და აშკარა აღმოჩნდა მისი გავლენა მხატვრობაზე,
რადგან მრავალი ნამუშევარი შეიქმნა ამ თემაზე. მაგალითად, დევიდ ოლერეს (David
Olère) ნამუშევარი „მათი უკანასკნელი ნაბიჯები“ (Their last steps), რომელზეც გამო-
სახულია სამი მამაკაცი, რომლებიც სიკვდილის პირას არიან, შიმშილით დაქანცულნი.
ტილოს უკანა ფონი კარგად წარმოაჩენს სისასტიკესა და ბოროტებას, თუ როგორ კლავენ
ნაცისტები ებრაელებს და როგორ ნადგურდება ცეცხლით ყველაფერი. ცნობილია, რომ
დევიდ ოლერე ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელიც გადაურჩა ჰოლოკოსტს, ვინაიდან
მან კარგად იცოდა ამ მოვლენის შედეგების შესახებ, ის თავის მრავალ ნამუშევარში
გამოხატავს ამას. აღსანიშნავია ასევე მორის კესტელმანის ტილო “Lama Sabachthani”,
რომლის სათაურიც აღებულია ბიბლიიდან და ქრისტეს სიტყვებს გადმოსცემს „ელოი,
ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს
დამიტეობ მე?“10, რომელიც ნათლად განსაზღვრავს ებრაელი ხალხის უიმედობას, რომ-
ლებიც გამოკეტილნი იყვნენ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში.11

მხატვრობის გარდა ჰოლოკოსტის თემატიკა მრავალ ფილმშიც არის გამოხატული.


ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენ-
ტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. მამა ომის სასტიკი რეალობისაგან
შვილის დასაცავად მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს და ეუბნება, რომ ყვე-
ლაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და
თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბი-
ჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო. ამ ფილმში კარგად არის
გამოხატული ის საშინელი ვითარება, რომლის წინაშეც დადგა ის უდანაშაულო ხალხი,
რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლი იყო და სამწუხაროდ, ეს თამაში კი არა რეალობა
იყო.

10
http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte/markozi/15.htm
11
https://krischristensen.wordpress.com/2013/05/12/lama-sabachthani-by-morris-kestelman/
მაშასადამე, ჰოლოკოსტი ეს ის ერთ-ერთი ისტორიული მოვლენაა, რომელმაც გა-
ანადგურა უამრავი ადამიანის ცხოვრება და დატოვა უარყოფითი კვალი, როგორც მათ
მეხსიერებაში, ასევე ისტორიასა და ხელოვნებაში.

ბიბლიოგრაფია

 https://encyclopedia.ushmm.org/content/en/article/the-aftermath-of-
the-holocaust?series=48246
 http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte/markozi/15.htm
 https://krischristensen.wordpress.com/2013/05/12/lama-sabachthani-
by-morris-kestelman/

You might also like