You are on page 1of 2

ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი, თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი (გერმ.

 Otto Eduard
Leopold von Bismarck-Schönhausen) (დ. 1 აპრილი, 1815, შენჰაუზენი ― გ. 30
ივლისი, 1898, ფრიდრიხსრუ) — გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის
იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. წარმოშობით პომერანიელი იუნკერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1847 წელს
(როცა პრუსიის გაერთიანებული ლანდტაგის დეპუტატი გახდა და უკიდურეს მემარჯვენე
ფრთას მიემხრო). 1848 წლის რევოლუციის პერიოდში, როგორც ულტრამონარქისტი,
ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ხალხის მასების დემოკრატიული მოძრაობა, იბრძოდა გერმანიის
"ქვემოდან" გაერთიანების წინააღმდეგ. 1851-1859 წლებში პრუსიის წარმომადგენელი
იყო გერმანიის კავშირის ბუნდესტაგში მაინის ფრანკფურტში. 1859-1862 წლებში პრუსიის ელჩი
ჯერ რუსეთში, შემდეგ საფრანგეთში.

1862 წლის სექტემბერში დაინიშნა პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტად და საგარეო საქმეთა


მინისტრად, უგულებელყო ლანდტაგის საბიუჯეტო უფლებები, გაატარა სამხედრო რეფორმა,
რომელმაც განამტკიცა გერმანიის სახელმწიფოებს შორის პრუსიის სამხედრო უპირატესობა და
დაიწყო გამალებული მზადება გერმანიის კავშირიდან ავსტრიის განსადევნად. ბისმარკი
დაუფარავად აცხადებდა, რომ გერმანიის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ "რკინითა და
სისხლით". 1863 იგი რუსეთს შეუთანხმდა პოლონეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ შესაძლო
ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. 1864 დანიასთან ომში პრუსიამ ავსტრიასთან ერთად
დაიპყრო შლეზვიგი-ჰოლშტაინი. 1866 წელს პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას და დაამარცხა
იგი სადოვის ბრძოლაში. ამან შესაძლებლობა მისცა ბისმარკს 1867 დაეარსებინა ჩრდილო
გერმანიის კავშირი პრუსიის ჰეგემონიით და გამხდარიყო მისი ბუნდესკანცლერი. მოქნილი
დიპლომატიური მანევრებით ბისმარკმა შეძლო საფრანგეთის იმპერიის იზოლირება
საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც განაპირობა საფრანგეთის მარცხი პრუსიასთან 1870-1871
ომში.

1871 წლის 18 იანვარს ვერსალში ოფიციალურად გამოცხადდა გერმანიის იმპერიის


ჩამოყალიბება. იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ ბისმარკი, როგორც რაიხსკანცლერი, თითქმის
20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეუზღუდავად მართავდა გერმანიას. რაიხსკანცლერობის
პირველ პერიოდში იგი ეყრდნობოდა ეროვნულ-ლიბერალურ პარტიას და ე. წ.
"კულტურკამპფის" დროს მასთან ერთად გამოდიოდა კლერიკალური-პარტი-კულარისტული
ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. მკვეთრად
რეაქციული გახდა ბისმარკის პოლიტიკა პოლონელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობისა და გერმანიის პროლეტარიატის წინააღმდეგ განსაკუთრებული კანონის მეშვეობით
ბისმარკი შეეცადა ჩაეხშო მზარდი მუშათა მოძრაობა და აელაგმა გერმანიის სოციალ-
დემოკრატიული პარტია. მაგრამ ამ ფრონტალურმა შეტევამ მარცხი განიცადა. ბისმარკის
რაიხსკანცლერობის დასასრულს ნათლად გამოიკვეთა მმართველი წრეების მისწრაფება
მშრომელ მასებთან ბრძოლაში დიქტატორული მეთოდები ლიბერალური დემაგოგიით
შეეცვალათ.
ბისმარკის უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად მიაჩნდა ჩაეშალა ანტიგერმანული
კოალიციების შექმნის ყოველგვარი შესაძლებლობა, არ დაეშვა საფრანგეთის ძლიერების
აღორძინება. ამ მიზანს ემსახურებოდა 1873 წელს დადებული რუსეთ-ავსტრია-გერმანიის
შეთანხმება ("სამი იმპერატორის კავშირი"). ამავე დროს ბისმარკი ცდილობდა უკიდურესად
გაერთულებინა რუსეთის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, დაეპირისპირებინა მისთვის
ბალკანეთზე ავსტრია-უნგრეთი, ხოლო ხმელთაშუა ზღვის აუზში - ბრიტანეთი, და "პატიოსანი
მაკლერის" ნიღაბს ამოფარებულს, ისევე როგორც 1878 წლის ბერლინის კონგრესზე, მათი
წინააღმდეგობები გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1879 წელს ბისმარკმა ხელი
მოაწერა სამხედრო შეთანხმებას ავსტრია-უნგრეთთან, რომელიც იტალიის შეერთების
შემდეგ სამთა კავშირად გადაიქცა (1882). ამავე დროს ბისმარკი 1887 ე. წ. "გადაზღვევის
ხელშეკრულებით" ცდილობდა კეთილგანწყობა შეენარჩუნებინა რუსეთთანაც. ამგვარმა
რთულმა დიპლომატიურმა მანევრირებამ ბოლოს და ბოლოს უარყოფითი შედეგი გამოიღო - 80-
იანი წლების დასასრულს დაიწყო რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება, რაც 1891-1893 მათ შორის
სამხედრო კავშირის დადებით დამთავრდა.

1888 წელს გერმანიის იმპერიის კაიზერი გახდა ვილჰელმ II, იგი აქტიურად ჩაერია პოლიტიკაში


რამაც ახალგაზრდა კაიზერსა და მოხუც, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილ ბისმარკს
შორის თავიდანვე უთანხმოება გამოიწვია. განსაკუთრებით დიდი დაპირისპირება ამ ორ
სუბიექტს შორის გამოიწვია ანტისოციალისტურმა კანონპროექტმა, რაც ბისმარკის
რაიხსკანცლერის პოსტიდან გადადგომით დამთავრდა (1890 წლის მარტში). "რკინის
კანცლერის" ეპოქა დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა პოლიტიკური
გავლენა .
https://commons.wikimedia.org/wiki/File:BismarckArbeitszimmer1886rest.jpg?uselang=ka

You might also like