You are on page 1of 2

ერ

ეკლე I, ნაზარ ალი-ხანი, ნიკოლოზი (დ. 1642 – გ. 1709) — ქართლის (1688-1703) და კახეთის


(1703– 1709) მეფე, თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი.

ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა და ცნობილი იყო ნიკოლოზის


სახელით. 1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.
ქართლის მეფე ვახტანგ V-მ კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლე I რუსეთში
დაბრუნდა. 1674 ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის, სულეიმან I-ის მოთხოვნით 1675 წელს
ისპაჰანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება
მოსთხოვა. ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ცხრაწლიანი ყოყმანის შემდეგ ბოლოს
მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ
დაამტკიცა. 1688 წელს შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე
I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი
ნაზარალი-ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც
– ქიზიყი და თუშეთი უწყალობა. 1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა
ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე
- გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა
მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ
გამოაცხადა. 1703-1709 წლებში ის ითვლებოდა კახეთის მეფედ, მაგრამ რეალურად იმყოფებოდა
ირანში, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავით II იყო გაგზავნილი. ერეკლე I
ირანში ჰუსეინ შაჰის პირად გვარდიას ხელმძღვანელობდა და იქვე გარდაიცვალა.

ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში.


განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას. მან მტკიცედ
განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა
ამქრის წესდება და სხვა.

You might also like