You are on page 1of 2

ლიკა ყულიაშვილი

აიტან მეხტიევა

შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში

შაჰ-აბასი იყო სეფიანთა ირანის შაჰი 1587-1629 წლებში. იგი იყო შაჰ-მუჰამად ხუდაბანდას
ძე და მხედართმთავარი. მის დროს სეფიანთა ირანი გაძლიერდა პოლიტიკურად და
თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია. მისი ერთ-ერთი მიზანი იყო ჯერ კახეთის, ხოლო
შემდეგ მთელი საქართველოს დაპყრობა. მოხსენებაში ჩვენ მიმოვიხილავთ მის ოთხ
ლაშქრობას კახეთში, რის შედეგადაც კახეთი აოხრდა. შევეცდებით, განვიხილოთ
ლაშქრობების მიზეზები, თითოეული ლაშქრობის მსვლელობა და შედეგი.

ეს მოვლენები ვითარდება მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, 1613-1617 წლებში. ამ


პერიოდში კახეთი ერთადერთი სამეფო იყო, რომელიც მშვიდობიანად ვითარდებოდა .
კახეთის მეფე, ალექსანდრე II კი რუსეთთან კავშირზე ამყარებდა იმედებს. გარდა ამისა,
ოსმალეთთან გამონახული ჰქონდა საერთო ენა. ყოველივე ეს შაჰ-აბასს არ აღიზიანებდა .
შაჰ-აბასმა ოსმალეთთან დადებული ზავი დაარღვია და ერევნის ციხეს შემოადგა .
თავისთან დაიბარა ალექსანდრე II, რომელიც ომის შემდეგ არ გამოუშვა საქართველოში.
მეფემ შაჰს ოსმალების შარვანიდან განდევნას დაპირდა , შაჰმა კი ალექსანდრეს
გამოაყოლა თავისივე შვილი, გამაჰმადიანებული კონსტანტინე მირზა და ჯარი. 1605 წლის
12 მარტს მოხდა ე.წ. „ძეგამის ტრაგედია“. კონსტანტინემ მოკლა მამამისი და თავისივე
ძმა. კახელებმა მამის მკვლელი კონსტანტინე მეფედ არ მიიღეს და შურისძიება
გადაწყვიტეს. აჯანყდნენ იმავე წლის ოქტომბერში და მოკლეს კონსტანტინე მირზა და
ჯარიც გაანადგურა. შაჰ-აბასმა ჯერ-ჯერობით არაფერი მოიმოქმედა, თუმცა სასტიკად არ
მოეწონა ეს. შემდგომში თეიმურაზ I შეეცადა რუსეთთან კავშირს, ასევე დაუკავშირდა
ლუარსაბ II-ს ერთობლივი მოქმედებისთვის. ამან კიდევ უფრო განარისხა შაჰი და
აჩქარდა. 4-ჯერ ილაშქრა 1613-1617 წლებში. ლაშქრობების შედეგად დაიღუპა უამრავი
ქართველი, 200 000 კახელი შაჰ-აბასმა ტყვედ ჩაიგდო და ირანში გადაასახლა. მათი
ნაწილი დღემდე ინარჩუნებს თავის ეთნიკურობას. ცნობილი არიან „ფერეიდნელი
ქართველების“ სახელით და ისევ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ. მინდა აღვნიშნო , რომ
ყოველივე ამის მიუხედავად შაჰ-აბასმა მაინც ვერ შეძლო კახეთის საბოლოოდ დაპყრობა .

ამდენად, ერთადერთი ქართული სამეფო, რომელიც საუკუნე-ნახევრის განმავლობაში


მშვიდობიანად ვითარდებოდა, მე-17 საუკუნის პირველივე ნახევარში უკიდურესას
დასუსტდა, განადგურდა ბაღ-ვენახები, სახლები, დაცარიელდა კახეთი. ყოველივე ეს კი ,
როგორც უკვე ვთქვი, შაჰ აბასმა გააკეთა.

You might also like