You are on page 1of 9

ქეთევან დედოფალი და

თეიმურაზ I
51-ე სკოლის 9 კლასის მოსწავლე: ელენე ცაგურია
მასწავლებელი: ნონა მირიანაშვილი
ქეთევან დედოფალი
ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624, შირაზი) —
კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული.
1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი
დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და
დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი
თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან
დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა
უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620
წელს კი შირაზს გაგზავნეს.
თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა
შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან
დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით
მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები
სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში,
დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში
(ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან
დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და
სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ
გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.
ცხოვრება და მოღვაწეობა
რამდენადაც ირანის მბრძანებელმა შაჰ-აბასმა, აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ვერ გადაწყვიტა (იგულისხმება ქვეყნის სრული
გამაჰმადიანება და დამორჩილება) 1613 წელს ძლიერი ლაშქრით მოადგა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარს. ქეთევან დედოფალი რომელიც
თავის ახალგაზრდა ვაჟთან მეფე თეიუმრაზ ერთად ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას, საზღვარზე შეხვდა შაჰ-აბასს და სცადა მისი
გადარწმუნება, რომ მის ლაშქარს ქვეყანა არ აეოხრებინა. შაჰმა თავიდან თავის ნამდვილ განზრახვაზე უარი განაცხადა, ცოტას წავინადირებ და
უკან დავბრუნდებიო. როდესაც ქეთევანი უკან ბრუნდებოდა, მას დაეწია შაჰის ლაშქარი და დაატყვევა. ამის შემდეგ შაჰ-აბასის ჯარი შემოიჭრა
აღმოსავლეთ საქართველოში რასაც შედეგად მოჰყვა თეიმურაზ მეფის გადასვლა იმერეთში, შაჰის ლაშქარმა ქვეყანა ააოხრა და ტყვედ წაიყვანა
60 000-მდე ქართველი ირანში. აღმოსავლეთ საქართველოში მან თავისი გამგებელი დანიშნა. ამის შემდეგ ქეთევან დედოფალი იმყოფებოდა
ირანის ორ სხვადასხვა ქალაქში, ჯერ განჯაში და მერე აშრაფში, ხოლო 1620 წლიდან გადააგზავნეს შირაზში თავის 40 თანმხლებ პირთან
ერთად, რომელსაც მართავდა გამაჰმადიანებული ქართველი იმამყული-ხან უნდილაძე. ქართველი კათოლიკე მღვდლის მიხეილ
თამარაშვილის პირად არქივში დაცულია პორტუგალიელი მისიონერის, ავგუსტინელი ბერის პატრი ამბროზიოს რელაცია „ქართველი მეფის
დედის, ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი სიკვდილი ირანის შაჰის ბრაძანებით“. პატრი ამბროზიოს თქმით ქეთევანი შირაზში ცხოვრობდა
როგორც შინა პატიმრობაში მყოფი ტუსაღი, ხანდახან იმამყული-ხან უნდილაძეს თუ ესტუმრებოდა ხოლმე. იგივე პატრი ამბროზიო თავიდან
იმედოვნებდა, რომ ქეთევანი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, მიუხედავად ძალზე დადებითი ურთიერთობისა ქართველ
დედოფალსა და კათოლიკეებს შორის, პატრის ეს იმედი არ გამართლდა.
ურთიერთობის გამწვავებას ქეთევან დედოფალსა და შაჰ-აბასს შორის თავისი მიზეზები ჰქონდა. რამდენიმე ხნით ადრე შაჰ-აბასსმა
შემოუთვალა იმამყულიხან უნდილაძეს, რომ ქეთევანი ან უნდა გამაჰმადიანებულიყო და გამხდარიყო მისი მეუღლე, რასაც შედეგად
მოჰყვებოდა მისი უხვად დასაჩუქრება, ან არადა მას საშინელი სიკვდილი ელოდა. ამავე დროს გათვალისწინებული იყო, ქეთევანთან ერთად
მძევლად მყოფი თეიმურაზის ორივე ვაჟის დასაჭურისება. ამის გამო იმამყული-ხანი 3 თვის მანძილზე ინახავდა შაჰის ბრძანებას და
ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა ქეთევანი რომ დამორჩილებოდა შაჰის ბრძანებას და ამ გზით თავი გადაერჩინა. მეფე თეიმურაზის
მიერ აღწერილ პოემაში ქეთევანის წამებაზე, სეფიანთა ეს ქართველი მოხელე ორ ცეცხლს შუა არის ჩავარდნილი. მის ამ თხოვნაზე ქეთევანს
შემდეგი სიტყვებით უპასუხია: „ფრიად მადრიელ ვარ და მაქებელ კაცობრიობითსა ლმობასა მაგას შენსა, ზედა გულმტკივნეულებასა ჩემთვის,
მაგრამ შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა“.
მოწამეობრივი აღსასრული
სომეხი მემატიანე არაქელ თავრიზელი, იკვლევდა რა შაჰ-აბასის ამ გადაწყვეტილების მოტივებს, აღნიშნავდა, რომ შაჰს ჰქონია საუბარი გამაჰმადიანებულ
ქართველებთან რომლებიც ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. იმავდროულად მათი დედები ქრისტიანობას
ინარჩუნებდნენ. შაჰისთვის ეს ფენომენი მიუღებელი და თანაც აუხსნელი რჩებოდა. ამაზე მათ უპასუხნიათ შაჰისთვის, რომ მათი დედები სწორედ ქეთევან
დედოფლის მაგალითით ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას და ახალ რჯულზე არ გადადიოდნენ. შაჰს ამის შემდეგ გულში ჩაუდია შურისძიება. შურისძიებას რაც
შეეხება მას საამისოდ ასევე სხვა საფუძვლებიც ჰქონდა:

 ქეთევანის როლი კახეთში პროირანულად განწყობილი უზურპატორის, კონსტანტინე მეფის დამარცხებაში.

 1615 წლის კახეთის აჯანყება

 1618 წელს მეფე თეიმურაზის და ქართველთა ჯარის მონაწილეობა ოსმალებთან ერთად ერთ ანტიირანულ სამხედრო კოალიციაში, როდესაც მათ შემოუტიეს
სეფიანთა ირანს და ლამის აიღეს არდებილი, სეფიანთა დინასტიის აკვანი.

 1622 წელს თეიმურაზის ჩასვლა სტამბოლში სადაც ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ანტი ირანული კოალიციის შესაქმნელად.

 შაჰს ასევე აღიზიანებდა თეიმურაზის კავშირები რუსთთან. როგორც ცნობილია თეიმურაზი რუსეთის სამეფო კართან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რათა,
მოსკოვს თავის მხრივ აემოქმედებინა ყველა დიპლომატიური საშუალება ირანში მძევლად მყოფი დედისა და შვილების გასათავისუფლებლად.

ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სიტყვებით, შაჰის წინადადებაზე: „ქეთევანმა უარი განაცხადა ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი საოცრად ურყევი
სიმტკიცითა და გამბედაობით“. იგივე შარდენი ვარაუდობს, რომ ქეთევანის შერთვა შაჰს მხოლოდ და მხოლოდ თეიმურაზზე შურისძიებისთვის უნდოდა.
ბაროკოს ეპოქის გერმანელი პოეტის ანდრეას გრიფიუსის დრამაში „კატარინა ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“ მცდარი შეხედულებაა წინა პლანზე
წამოწეული, თითქოს შაჰ-აბასის გაბოროტება, ქეთევანის მხრიდან მისი უარყოფილი სიყვარულის შედეგი იყო. არადა ისტორიულად ცნობილია, რომ ჯერ კიდევ
20 წლის წინ ქეთევანის ასული ჰყავდა ცოლად შერთული. ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ თავიდან
ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით
აწამეს. როდესაც იგი დაეცა, იგი შვილდის საბელით დაახრჩვეს. ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრული, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით
გადმოცემული აქვს მიხეილ საბინინს.
წმინდა ნაწილების საქართველოში
ჩამოსვენება

2013 წელს ჟურნალმა „Archeology“ გაავრცელა კვლევა,


რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის
ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ,
ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით,
ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის
ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს
ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის
იყო.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან
საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ექვსი თვით
ჩამოიტანეს. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადააბრძანეს.
იქიდან წმინდა ნაწილები გადაასვენეს თბილისის
სამებაში, სადაც პარაკლისი ჩატარდა.
თეიმურაზI
თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663) — კახეთის მეფე 1606-1648,
ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. 1604 წელს რუსეთის
ელჩები თეიმურაზის რუსეთში გაგზავნას სცდილობდნენ
ბორის გოდუნოვის ქალისათვის საქმროდ. იმავე წელს
გიორგი ბატონიშვილმა თეიმურაზი, მისი და და ქეთევანი
შაჰთან გაგზავნა. შაჰმა თეიმურაზი გულთბილად მიიღო,
ბერი ეგნატაშვილის სიტყვით, „ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო“.
არჩილიანის მიხედვით თეიმურაზს თან ახლდა შერმაზან
ჩოლოყაშვილი, რომელიც ასწავლიდა ზნეობას, საღმრთო და
საერო ცოდნაში წვრთნიდა და ჭირსა შიგან ამაგრებდა.
მეფედ კურთხევა
1605 წლის კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ 16 წლის ქრისტიანი თეიმურაზი
დაამტკიცა, ოღონდ ქართველი მეფის კურთხევის ცერემონიალი ირანში ჩაატარა. ისქანდერ მუნში შაჰ-აბასის მიერ თეიმურაზის მეფედ
კურთხევას შემდეგნაირად აღწერს: „ქართველებმა იმ სამეფო გვარის წესისა და კანონის თანახმად გაშალეს მისთვის ხელმწიფობის ხალიჩა
და თეიმურაზ-ხანიც ძლევამოსილი და ბედნიერი ხელმწიფის ბრძანებითა და მითითებით შედგა იმ ხალიჩაზე. ქართველებმა ხელში აიღეს
თაბახები ფულით და უნდოდათ დაეფრქვიათ მისთვის თავზე. მისმა უდიდებულესობამ როცა გაიცნო ეს მათი წესი და აზრდილობა,
თავისი დიდი მოწყალების გამო ბრძანა, პირველი მე დავაყრიო თავზე ფულს. როცა მისმა უდიდებულესობამ ოქრო და ძვირფასი თვლები
დააფრქვია მის თავზე, სახელოვანი ამირები და სამოთხის ბაღის მსგავსი წვეულების დამსწრენი ამის თანახმად მოიქცნენ და თითოეულმა
მათგანმა თავისი ხარისხისა და პატივის შესაფერისად თავზე გადაყრის წესი შეასრულა.ქართველთა დიდებულებმაც ოქროსა და ვერცხლის
ფული გადააყარეს თავს და დადგენილი კანონის მიხედვით თასი მისცეს და თასი გამოართვეს. იმ დღეს გონების გასამხირულებლად და
აზრისმოსალხენად ლხინის საფენები გაშალეს და იმ ხალხთან, რომლის სიმღერა და საუბარი უცხო რამ იყო, ილხენდნენ“. შაჰ-აბასი
თეიმურაზზე დიდ იმედებს ამყარებდა. სპარსულ კულტურაზე აღზრდილი და სპარსული ლიტერატურისა და პოეზიის საუკეთესო
მცოდნე თეიმრაზი, შაჰის აზრით, სპარსული ორიენტაციის მომხრე უნდა ყოფილიყო საქართველოში. თეიმურაზი საზეიმოდ მორთული
გამოემგზავრა სამშობლოში. ქეთევანი სიხარულით შეეგება შვილს. ახალგაზრდა მეფე ბოდბეს ეკურთხა. სამეფოს ფაქტობრივად ქეთევან
დედოფალი განაგებდა. ამავე 1606 წლის გაზაფხულზე შაჰ-აბასმა ქართლის მეფედ უეცრად გარდაცლილი მფე გიორგის ძე 14 წლის
ლუარსაბი დაამტკიცა. მან ქართლის ციხეებიდან (ლორე, აღჯაყალა, დმანისი, თბილისი) ოსმალოები განდევნა და შიგ ყიზილბაში
მეციხოვნეები ჩააყენა. ქართლ-კახეთის სამეფოები ირანის ვასალებად ითვლებოდნენ და ვალდებულნი იყვნენ საჭიროების
შემთხვევაშიირანის მხარეს ჯარით გამოსულიყვნენ. 1607 წელს ისკანდერ მუნშის ცნობით შაჰ-აბასი ქართლიდან წავიდა, შემახას ციხეს
შემოადგა და თეიმურაზი იხმო ჯარითურთ. ახალგაზრდა მეფემ თავი აარიდა შაჰთან ხლებას და ბოდიშის მოხდით ლაშქრობისაგან თავი
გაინთავისუფლა. როცა შაჰმა განმეორებით იხმო თეიმურაზი, მას ქეთევან დედოფალი ეახლა ათასკაციანი რაზმით. იწყინა შაჰ-აბასმა
მაგრამ არ დაიმჩნია. დედოფალი პატივით მიიღო, ხოლო ჯარისთვის საქმე არ მიუცია.
შემოქმედება
თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადი
ბატონობდა. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ
პოემებშიც კი ქრისტიანული აღსარებლობისადმი ერთგულება და მუსლიმანობის სიძულვილი გამოხატა.
თეიმურაზ I-მა საკუთარ თავზე გამოსცადა ცხოვრების უკუღმართობა და იმედის გაცრუება. თავისი ქვეყნის უმოწყალო
რბევა-აწიოკების მოწმე პოეტისათვის კარდინალური კითხვა იყო წუთისოფლის რაობა. მისი შემოქმედება გამსჭვალულია
წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კილოთი. იგი ცდილობდა პოეტური საქმიანობით შეემსუბუქებინა
მწეხარე განცდები. თეიმურაზ I-მა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება.
პოემაში "ქეთევან დედოფლის წამება" მან დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის,
თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის, ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული და სარწმუნოებრივი
თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. გაბაასების ჟანრის თხზულებაში "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა" პოეტმა
ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება, გადმოსცა როგორც პირადი, ისე საზოგადო ბედუკუღმართობით
გამოწვეული სევდიანი განცდები. თეიმურაზ I-მა შემოიღო ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი და
ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და ამ მხრივ გარკვეული ზეგავლენა
მოახდინა ქართული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე. განავითარა გაბაასების ჟანრი, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა
ფეხი ქართულ მწერლობაში. თეიმურაზ I-ის შემოქმედებამ კლასიკური პერიოდის ქართული პოეზიისა და განსაკუთრებით
შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" დიდი გავლენა განიცადა.
თეიმურაზის თეიმურაზ I და
მინიატურა მისი ცოლი
1708 წლის ხორეშანი. ესკიზი
სიგელიდან ესპანელო
მოგზაური დონ
კრისტოფორო დე
კასტელის
ჩანახატებიდან

You might also like