You are on page 1of 2

ნეორეალიზმი თუ პოეტური რეალიზმი?

ლექციაზეც აღვნიშნე , ამ ორს შორის დიდი


განსხვავება არ დამინახავს. მარტივად რომ ვთქვა, პირველი (ანუ (ქრონოლოგიურად )
მეორე) არის იტალიური რეალობა, ხოლო მეორე (ანუ პირველი) - ფრანგული. თუმცა,
ალბათ, ფანგულ ფილმებში მეტი რომანტიკა ჩანს. მაგალითად, ვისკონტის 1943 წლის
ფილმის (სახელს განზრახ არ ვწერ იმიტომ, რომ არ მომწონს თარგმანი) წამყვან
ურთიერთობაში მომენტებში ჯინოზე ვფიქრობდი, რომ არ უყვარდა ჯოვანა და მომენტებში
ჯოვანაზე, რომ არ უყვარდა ჯინო. ხოლო თუ პირობითად ავიღებ „განთიადს“, მიუხედავად
იმისა, რომ ფრანსუა ღალატობს კიდეც სატრფოს, არასდროს შემპარვია ეჭვი მის
სიყვარულში. ნუ, შეიძლება საკამათო საკითხი იყოს რომელი უფრო რომანტიკულია
რეალურად (???), მაგრამ განსხვავება მაინც შესამჩნევია. რაც შეეხება იმ მომენტს ,
რომელიც აღვნიშნე (ვგულისხმობ, როდესაც ჯინო გაარტყამს ჯოვანას, ხალხი შეიკრიბება
და იმწამსვე იშლება (1:48:40-დან)), მე პირადად ამ კადრში მაშინდელი იტალიელების
პრიორიტეტები დავინახე. ნუ, უმრავლესობის მაინც იმიტომ, რომ ნეორეალიზმის
საწყისად აღიარებულ როსელინის ფილმში ცოტა სხვა რეალობას ვაწყდებით . ოქტავიანე
ავგუსტუსის ფრაზა მაფიქრებინებს, რომ ადამიანი უხსოვარი დროიდან დღემდე რაღაც
ასპექტებში არ შეცვლილა. როდესაც ფილმში ხედავ, რომ კაცი ქალს ხელს გაარტყამს და
მათ გარშემო ჩოჩქოლი და ხალხმრავლობა შეიქმნება, ავტომატურად გეფიქრება , რომ
კაცი რამენაირად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვისკონტი სხვანაირად ხედავდა ამ შემთხვევაში
ომისდროინდელ იტალიურ ყოფას. „მიეცით ხალხს პური და სანახაობა“ - ზუსტად ამ
ფრაზის დასტურია მისი ეს ზედხედი. რაც შეეხება პურს, ამისთვის რაზეა წამსვლელი
მშიერი ადამიანი, ისტორიას არაერთხელ დაუმტკიცებია. ამას ადასტურებს ვისკონტის
ზემოხსენებული ფილმიც და დე სიკას „ველოსიპედის გამტაცებელნიც“. მაგრამ კინო უნდა
იყოს და იყო კიდეც რეალობის „მაუწყებელი“. მაშინდელი რეალობა კი ადამიანის
ცოცხლად გახრწნა იყო. ვისკონტისთან კიდევ შეიძლება (როგორ შეიძლება, მაგრამ
მაინც) რაღაც კომპრომისზე წასვლა და 5%-ით გაგება მკვლელობის იმიტომ, რომ იგი
სიყვარულითაა გამართლებული (ხვარაზმშასი არ იყოს), მაგრამ დე სიკასთან
ველოსიპედის ქურდი სასტიკ დამნაშავედაა გამოყვანილი. ალბათ, ამ შეხედულებას ის
იწვევს, რომ დე სიკას მსხვერპლის ფსიქოლოგიური მსვლელობა აქვს მოთხრობილი, მის
თანამემამულეს კი დამნაშავის. მაგრამ საბოლოოდ მსხვერპლიც დამნაშავედ იქცევა . აი ,
მის მიერ ჩადენილი ქურდობა კი ნამდვილად აღარ იწვევს იმხელა აგრესიას, რამხელაც
მის მიმართ ჩადენილმა გამოიწვია. ზოგადად, ძალიან მიყვარს, როდესაც ავტორი (იქნება
ეს კინოინდუსტრია თუ ლიტერატურა) პერსონაჟს გაყვარებს, მის ქომაგად გაქცევს . ასე
უფრო საინტერესო, ემოციურად დატვირთული ხდება პროცესი. არადა , როგორ გინდა იმ
ბავშვის დანახვაზე გული არ აგიჩუყდეს. მომენტებში იმის სურვილიც კი გიჩნდება , რომ
ფილმში შეძვრე და რამენაირად დაეხმარო. მაგრამ ცხოვრება პირიქითაა მოწყობილი ...
რაც უფრო კეთილი, დამთმობი, შემრიგებლური ხასიათისაა ადამიანი , მით უფრო მეტი
ხვდება. როდესაც ნანობ მოპარვას, აუცილებლად ისჯები კიდეც მის გამო (თუ შეიძლება
სინანულზე დიდი სასჯელი არსებობდეს). ხოლო როგორ ნანობს ანტონიო საკუთარ
ქმედებას (ჩადენამდე) ძალიან კარგად არის ნაჩვენები. ის ახალგაზრდა კი , რომელიც
დასახული გეგმის მიხედვით, სრულიად გააზრებულად, ცივი გონებით, უემოციოდ, ალბათ,
უკვე ერთგვარი ინსტიქტითაც კი (რადგან ეს აშკარად არ არის მისი პირველი ქურდობა )
იპარავს, ყოველნაირ სასჯელს აცდება და ველოსიპედიც შერჩება . მართალია ,
ქრონოლოგიურად არ მივყევი მოვლენებს და „რომი, ღია ქალაქი“ ბოლოსთვის
შემოვინახე, მაგრამ ამისთვის აზრობრივი არგუმენტი მქონდა. ვფიქრობ , ვისკონტი და დე
სიკა (მეორე მათგანი ბევრად უფრო სასტიკია ამ ამბავში) გამოსავალს არ გვთავაზობენ -
პირველ შემთხვევაში კი, ვითომ ჯოვანა დაორსულდა, ვითომ ერთად არიან და უნდა
გაიქცნენ, მაგრამ ქალი ბავშვითურთ კვდება, ხოლო ჯინო იღუპება იმიტომ, რომ კარგავს
მათ და თავისუფლებას ერთად. მაგრამ ასეთ შემთხვევაში სიკვდილი შეიძლება შვებაც კი
იყოს. თან, ამ წყვილმა რაღაც მომენტში დაიმსახურა, რომ ბედნიერების გზა მოჭროდათ ,
ხოლო ანტონიო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატიოსნად შეძლოს ცხოვრება . 1
წელი ელოდებოდა სამსახურს; იმისთვის, რომ მუშაობა დაეწყო (ანუ ველოსიპედი ეყიდა )
თეთრეულს ყიდის და პირველივე სამუშაო დღეს კარგავს თავის მარჩენალს. ეს
ყველაფერი არ არის, იგი არ ნებდება და ეძებს გამტაცებელს. პოულობს კიდეც მას ,
მაგრამ გაექცევა. არც აქ მთავრდება ბედის ირონიულობა - მეორედაც გადააწყდება
ქურდს და ამჯერად პოლიციასაც (თუ მილიციას) ჩართავს საქმეში, მაგრამ უშედეგოდ .
თაღლით ახალგაზრდას მტკიცებულებები მოშორებული აქვს (ალბათ, უკვე გაყიდა კიდეც
ველოსიპედი). ამის შემდეგ კი შეუძლებელია პანიკაში არ ჩავარდე . მართლა ერთეულები
თუ გაუძლებენ ასეთ „სასჯელს“ და გააგრძელებენ ღირსეულად ცხოვრებას. სიმართლე
გითხრა, ანტონიოს გადაწყვეტილება - რომ თავადაც მოეპარა ველოსიპედი - არც
გამკვირვებია და არც უარმიყვია, მეტიც, დავეთანხმე და სიძლიერედაც კი ჩავუთვალე ,
რომ არ გატყდა და გადარჩენისთვის გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ მას ეს ყველაფერი , რა
თქმა უნდა, არ შერჩა. იქვე დაიჭირეს და შვილის თვალწინ პატარა ბავშვივით დატუქსეს .
მართალია, კანონისმიერ სასჯელს გადაურჩა, მაგრამ დარწმუნებული ვარ , ის უფრო დიდი
სასჯელი იყო მისთვის, რომ ბრუნომ ავტობუსში (თუ ტროლეიბუსში) ასვლა ვერ მოასწრო
და მამის დამცირების მოწმე გახდა. რაც შეეხება „რომი, ღია ქალაქს“, რადგან უკვე
საკმაოდ გამიგრძელდა, ბევრს აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავ , რომ
მიუხედავად იმისა, რომ ამ სამს შორის ყველაზე სიკვდილიანი სწორედ იგი იყო, მხოლოდ
მასში დავინახე იმედი. ვგულისხმობ ფინალს - ბოლო კადრში რომისკენ ბავშვები, ახალი
თაობა მიდის. მართალია, მე ბავშვი აღარ მეთქმის, მაგრამ ახალი თაობა ნამდვილად
ვარ. ჰოდა, მოდი, მეც წავალ.

You might also like