You are on page 1of 2

ექსპრესიონიზმი მე მგონი პირველი მიმდინარეობაა, რომელიც კინოში ჩაისახა .

ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველი მათგანი იყო პირველი მსოფლიო ომი (იქნება
ეს იდეური თუ ეკონომიკური მხარე). ომიდან მიღებულ ზარალს ამძაფრებდა
კონკურენციაც. ცხადია, არ იქნებოდა მარტივი ჩაპლინისა და, ზოგადად , ჰოლივუდისთვის
ასპარეზის არ დათმობა. არადა, გერმანელებს აშკარად ჰქონდათ მისწრაფება
პირველობისკენ. ნუ, თავდაპირველად, ეს მისწრაფება კონტინენტის მასშტაბით იყო
განსაზღვრული, ნელ-ნელა კი მიხვდნენ, რომ ამის საშუალება არ ჰქონდათ და გერმანელი
მაყურებლის შენარჩუნებაზე ზრუნვას მიჰყო ხელი. ჰოლივუდი კი ნაცადი გზით ცდილობდა
ევროპის „დაპყრობას“. ამერიკელები ყურადღებით აკვირდებოდნენ ოკეანის გადაღმა
გამოჩენილ მნიშნველოვან, პოტენციურ ფიგურებს და მათ მიმხრობას ცდილობდნენ
ყველა ხერხით. რაც გამოსდიოდათ კიდეც. ამიტომ გერმანიას რაღაც ახალი
სჭირდებოდა. ალბათ, ექსპრესიონიზმის გერმანულ კინოში გაჩენას ამანაც შეუწყო ხელი .
ვფიქრობ, ამისთვის საფუძვლის მომზადებაში იმანაც ითამაშა როლი, რომ მე-20 საუკუნის
დასაწყისში გერმანული კინო სასტიკი ცენზურის ქვეშ ტარდებოდა . თუ მანამდე ჩარჩოებში
უნდა მოექციათ ფილმები, ახლა სრული თავისუფლება ჰქონდათ. ექსპრესიონიზმი
(ალბათ, რის გამოც მიიღო ეს სახელი (express -გამოხატვა)) გულისხმობდა ადამიანის
შინაგანი სამყაროს ვიზუალურ გადმოცემას. ამის მისაღწევად კი ახალი მიმდინარეობის
ფუძემდებლები თუ წარმომადგენლები ყველა საშუალებას იყენებდნენ. ჩემი აზრით ,
ექსპრესიონისტულ ფილმებს განსაკუთრებულად გამორჩეული „მანერები“ ჰქონდა , რაც
ერთი შეხედვითაც მარტივად შესამჩნევია. გარდა იმისა, რომ ფილმს მთელი დროის
განმავლობაში დაჰყვება ერთგვარი დაძაბულობის შეგრძნება , არის მომენტები ,
რომლისაც ზრდასრულ ადამიანსაც თავისუფლად შეიძლება ისე შეგეშინდეს, რომ ვერ
უყურო. ჰოდა, თუ გავითვალისწინებთ ამ მომენტს, არც ის ფაქტი იქნება უცნაური , რომ
ერთ-ერთი ასეთი ფილმის სცენარისტები, იანოვიცი და მაიერი, თავის დროზე
ფსიქიატრიული საავადმყოფოს „სტუმრები“ იყვნენ. ამ სცენარით მათ პომერს მიმართეს .
შეიძლება, დღესდღეობით ეს წარმოუდგენელ ამბად და აბსურდადაც ჟღერდეს , მაგრამ
„ექიმი კალიგარის კაბინეტისთვის“ შექმნილ დეკორაციებზე ჩრდილები არ არის
ნამდვილი, ისინიც წინასწარ დახატულია. მიუხედავად იმისა, რომ ვინემ პომერმა
სცენარისტების მიერ ჩაფიქრებული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული იდეები ვითომ
შეცვალეს და უფრო სუბიექტური გახადეს, ხალხმა ფილმში მაინც დაინახა სახელმწიფოსა
და ხალხის იდეური დაპირისპირების გამოხატვის მცდელობა. ალბათ, იმ დროს
გერმანიაში შექმნილი იყო შესაბამისი ფონი, რადგან მე როდესაც ამ ფილმს ვუყურე ,
ასეთი შთაბეჭდილება სულაც არ დამიტოვა. ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩრდილები
დეკორაციაზე დახატული იყო. ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი ჰქონდა. ეს კი
არასაკმარისი ელექტროენერგია იყო. თუმცა, ცხადია, განათება ფილმში გამოყენებულია
და, სხვათა შორის, სწორედ ჩრდილის მეშვეობით გვაჩვენა ვინემ პირველი მკვლელობა .
ვფიქრობ, ესეც სწორედ ერთ-ერთი ექსპრესიული ხერხი იყო. ეს ფილმიც (ისევე , როგორც
ბევრი სხვა) ძალიან კარგად აჩვენებს იმ თავისებურებებს, რაც გააჩნია ექსპრესიონიზმს .
გარდა იმისა, რომ მიმიკები და ჟესტები საკმაოდ არის გამძაფრებული , ეტყობა , ეს არ
მიაჩნდათ საკმარისად და გრიმიც ისე აქვთ მსახიობებს გაკეთებული , რომ ყველა გრიმასა
უფრო მეტყველი და გამომხატველობითი ხდება. არც გადაღების სტილით არის სხვა ამ
მიმდინარეობის ფილმებისგან გამორჩეული. და მიუხედავად იმისა , რომ გერმანული არ
ვიცი და ვინეს ფილმში სწორედ ამ ენაზეა ტიტრები, მგონია , რომ „ექიმი კალიგარის
კაბინეტი“ ბოლომდე თუ არა, თითქმის ბოლომდე მაინც გავიგე. ალბათ, კიდევ ერთი
უმმნიშვნელოვანესი „თვისება“, რომელიც ექსპრესიონიზმს გააჩნია, სწორედ ესაა - არ
გჭირდება ტექსტი აზრის გამოსატანად. აქამდე თუ მოხვედი , ესე იგი, უკვე დაგიკარგავს
დრო ჩემი ტექსტის გაცნობაზე, მაგრამ მეტს აღარ მოგაცდენ (იმედია, აზრის გამოსატანად
ესეც საკმარისია)...

You might also like