You are on page 1of 2

ბრესონის მინიმალისტური კინო?

ჩემი აზრით, არ შეიძლება სათაური, „ბრესონის მინიმალისტური კინო“(?) კითხვის


ნიშნის გარეშე დამეტოვებინა. კი, გასაგებია, რომ იგი იყენებს მინიმალურ რესურსს
ფილმის გადასაღებად, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგი იმდენად დიდია , მაინც ძაალიან
მეუცნაურება ეგ სამი სიტყვა ერთად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი დოსტოევსკია .
ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ რუსი დიდოსტატი რთული წასაკითხია, მაგრამ მე
ვერასოდეს ვეთანხმებოდი ამ აზრს. როდესაც ამ ავტორის წიგნს ვიღებ ხელში შემიძლია
მთელი დღე ისე გავიდეს, რომ აღარც დავდო (საჭმელი, სასმელი, ტუალეტი აღარ
არსებობენ). ბრესონის შემოქმედება კი, ჩემი აზრით, საკმაოდ თანხვედრადია
დოსტოევსკისთან. მახსოვს, ლექციაზე შენც მითხარი, ნელია მისი კინო, რთული
საყურებელიო. მე როგორ არ მიყვარს ნელი კინო ვერ აგიხსნი. შეიძლება, მთელი დღე
დამჭირდეს რომ ვუყურო. ან მისი ყურებისას ყველაფერი მოვასწრო (პარალელურად ),
მაგრამ ბატონი რობერი სხვა შემთხვევაა. კი, შეიძლება, ნელი ეწოდოს მის ფილმებს,
მაგრამ იმდენად საინტერესო და დეტალურია მისი დაკვირვებები ადამიანების შესახებ ,
რომ არ გინდება თვალი მოწყვიტო მათი ფიქრების, აზრებისა თუ ქმედებების
მსვლელობას. აი, რას ვგულისხმობდი, როდესაც რუსი მწერლისა და ფრანგი რეჟისორის
თანხვედრაზე ვსაუბრობდი. თუმცა, მსგავსება მხოლოდ ამ ფაქტით არ შემოიფარგლება .
მაგალითად, ორივე მათგანს უყვარს არა-ნორმალური, ხშირად, არაჯანმრთელი
ადამიანების დაკვირვების ობიექტად ქცევა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
მიუხედავად მათი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური არამდგრადობისა, ისინი ყოველთვის
ძალიან პრინციპულები არიან და თითქმის ყოველთვის ასრულებენ განზრახულს.
შეიძლება ითქვას, უკან არასოდეს იხევენ. თუმცა ეს შემართება რიგ შემთხვევებში
წარმატებით მთავრდება, რიგ შემთხვევებში კი ფატალური დასასრულით , იქნება ეს ციხე
თუ სიკვდილი. „სოფლის მღვდლის დღიურში“ მთელი ყურადღება ეთმობა სწორედ
საეკლესიო პირის ვნებებსა თუ ქმედებებს, ზრახვებსა თუ სურვილებს. ყველაფერი , რასაც
ფილმში ვხედავთ, უშუალოდ უკავშირდება მას. ამ შემთხვევაში, ბრესონი მის შინაგან
მოვლენებს დღიურის სახით გვაცნობს (ჩემი აზრით, თხრობის ყველაზე მისაღებ
საშუალებას მიაგნო) და ასე არ ტოვებს არც ერთ მნიშვნელოვან ფიქრს ყურადღების
გარეშე. სხვა ნამუშევარში კი მართალია, პროტაგონისტი პირდაპირ „ახმოვანებს “
საკუთარ აზრებს, მაგრამ ბრესონს ისეთი სიუჟეტი, მოქმედების ისეთი ადგილი აქვს
შერჩეული, რომ ეს საერთოდ არ ჩანს არაბუნებრივი (როგორც, ალბათ, მთხრობელის
გამოყენების ყველა სხვა შემთხვევაში). პირიქით, ამ ფილმში ეს ხერხი თითქოს გეხმარება
კიდეც ატმოსფეროს შეგრძნებაში. უკეთ ხედავ, რამდენად მარტოა ადამიანი , უკეთ გესმის
იმ ლაპარაკის საჭიროება, რომელსაც ის მეზობლებთან თუ „პრაგულკაზე“ გაცნობილ
თანამეციხეებთან „აწარმოებს“. თითქოს, მაშინ, როდესაც პატიმარს არ ჰყავს
თანამზრახველი, მომსმენი, გამსაუბრებელი თუ, უბრალოდ, მეგობარი, შენ ითავსებ ყველა
მათგანის ფუნქციას. ბრესონი ასე გაახლოვებს პერსონაჟთან; ასე შენგან
დამოუკიდებლად ქმნის ემპათიით გაჟღენთილ რეალობას, რომელშიც შენც უშუალოდ
მონაწილეობ; ასე მარტივად გაქცევს არარეალური სამყაროს ნაწილად. მართალია , ამ
ფილმის სათაურს ვერ დავეთანხმე, რადგან ის ერთგვარ „სპოილერად“ გვევლინება ,
მაგრამ, მე პირადად, მაინც ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ეს ერთგვარი ფანდი იყო და
ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდი, გაქცევის გეგმას მოულოდნელი
„სიურპრიზი“ ჩაშლიდა. თუ რეჟისორი ამ ფილმში მხოლოდ ციხიდან გაქცევის მომენტს
გვიჩვენებს და ვერც იმას ვხედავთ, როგორ მოხვდა იგი დამნაშავეთა შორის და ვერც
იმას, თუ რას იზამს საპატიმროდან თავის დაღწევის შემდეგ, „ფულში“ ის უკვე სწორედ
ციხის ცხოვრებას ტოვებს უყურადღებოდ (ჩემი აზრით, მას მხოლოდ ურთიერთობებისა და
მთავარ გმირზე მოხდენილი გავლენის კუთხით წარმოგვიდგენს) და მანამდელ და შემდეგ
ცხოვრებასა თუ გადაწყვეტილებებს გვაჩვენებს. ჩემთვის საინტერესო იყო ის ფაქტი , რომ
ტარგე როგორიც გვევლინება ფილმში, ზუსტად ისეთივე რჩება მის ბოლომდეც . მასზე არც
ცილისწამებას, არც ციხეს, არც რეალურ დანაშაულს, არც მკვლელობას არავითარი
ფიზიკური გამოვლინება არ გამოხატავს. იგი ისეთივე უბრალო რჩება , როგორიც
დასაწყისშია. მას ისევე მარტივად შეუძლია მოკლას, როგორ მარტივადაც ჭამს ან დადის .
ამით ბრესონმა, ჩემი აზრით, მართლა ძალიან მაგარი კონტრასტი შექმნა და გვანახა .
მაგრამ ყველაზე მაგარი, რაც ამ ფილმს ჰქონდა, ვფიქრობ, დასასრული იყო. უკანასკნელ
კადრში, სადაც სანახაობის მაყურებლები არასწორი მიმართულებით , ისევ კაფესკენ
იყურებიან, (როდესაც დამნაშავემ და პოლიციამ უკვე დატოვეს შენობა ) უეჭველად
საკუთარი თავი უნდა დავინახოთ. მგონია, რომ ფრანგმა გენიოსმა (თამამად შემიძლია ამ
სიტყვით შევამკო) ასე გამოხატა საკუთარი აზრი არსებული აბსურდულობისა და
ობიექტურობის უაზრობის შესახებ. რაღა დაგიმალო, მათი არ იყოს, მეც არასწორი
მიმართულებით გავიხედე და რადგან ფილმი ზუსტად ასე მთავრდებოდა (არც ასე
ნაცნობი FIN გამოდიოდა ბოლოს და არც ტიტრები ჩნდებოდა) ჩავთვალე, რომ მას რაღაც
აკლდა და ჯერ ის შევამოწმე სრულად მქონდა ჩაწერილი თუ არა, ხოლო შემდეგ სხვა
საიტზეც გადავამოწმე (თუმცა, უკვე ვიცოდი, რომ არანაირი გაგრძელება მას არ ჰქონდა )
ხანგრძლივობა. გასაკვირია პირდაპირ, რამდენად კარგი შემფასებლები ვართ
ხანდახან...

You might also like