You are on page 1of 2

არ მიყვარს მიმდინარეობების დასათაურება, კონკრეტული ნაწარმოებების მიკუთვნება

რაღაც ჯგუფს, რომელსაც სხვა მისნაირნი ეკუთვნიან. არ აქვს მნიშვნელობა , რამდენად


მძაფრადაა რომელიღაც მიმდინარეობის ტენდენციები ასახული ხელოვნების
კონკრეტულ ნიმუშში, ყოველთვის მირჩევნია, იგი განვიხილო, როგორც დამოუკიდებელი
ინდივიდი. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს პარალელები (თუმცა, პარალელები
და მერიდიანები რა საყვარელია). ჰოდა, გასაკვირი არ არის, რომ ამ კლასიფიკაციასაც ,
ოიდიპურ ტრაექტორიას, დიდად არ მოვუხიბლივარ. მით უმეტეს , ჩემთვის ცოტა
გაუგებარი იყო მისი რეალური დატვირთვა. მაგალთად, იმ „ოიდიპოსთა“ მიერ არჩეულ
ქალებში დედები ნამდვილად არ დამინახავს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ჰიჩკოკის
„ფსიქოს“. მე მგონი, ეს კაცი გენიოსი იყო. ეს ფილმი წიგნის გამოსვლიდან (რობერტ
ბლოხი „ფსიქოპათი“) 1 წელიწადშივე მოევლინა კინოეკრანებს და მიუხედავად იმისა ,
რომ თავის დროზე „მექანიკური ფორთხოლის“ თაობაზე შეგედავეთ, ეს ნამდვილად ის
შემთხვევაა, როდესაც წიგნს ეკრანიზაცია მირჩევნია. ჩემთვის ეს ფილმი ღირს თუნდაც იმ
კადრად, როდესაც ენტონი პერკინსი კიბეზე ადის. გარდა ამისა, ჰიჩკოკი იღებს სრულიად
განსხვავებულ კადრებს. თითქოს, ის წარსულში გვაბრუნებს, მუნჯ კინოსთან, როდესაც
სიტყვით ვერ გამოიხატებოდა სათქმელი და ამისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ
აზრის უკეთ გამოსახატად. ვგულისხმობ, ახლო კადრებს. ხოლო რაც შეეხება იდეას,
„ფსიქო“ არის ალტერნატიული გადაწყვეტილება სწორედ ოიდიპური ტრაექტორიისა .
ნორმან ბეითსი სხვა ქალში კი არ ირჩევს დედას, არამედ საკუთარ თავში. ამისთვის კი
მშობლის მოკვლა უწევს. იგი იმდენად იყო მიჯაჭვული დედის კალთას, რომ ვერ აპატია
მას საყვარლის გაჩენა და ყურადღების სხვასთან გადანაწილება . სწორედ ამან გამოიწვია
პროტაგონისტის ფსიქოპატად ქცევაც. ახლა კი დავბრუნდეთ 30 წლით უკან, მოროკოში,
სადაც ქალების გულთამპყრობელი ტომ ბრაუნი მადმუაზელ ემი ჟოლის შეხვდება . არ
ვიცი, რამდენად ოიდიპური ტრაექტორიის ბრალია ეგ ყველაფერი , მაგრამ ფაქტია ,
ახალგაზრდა ლეგიონერი ქალებს ერთი შეხედვით ხიბლავს. ეს, ალბათ, რაღაც მხრივ კი
გვაბრუნებს ანტიკურ პერიოდში იმიტომ, რომ რაღაც არამგონია მეოცე საუკუნეში ეგრე
ერთი შეხედვით მისულიყვნენ ქალები თავისუფლების იმ დონეზე , როგორც ეს ფილმებშია
ნაჩვენები. ანტიკურ ეპოქაში კი, უბრალოდ, არ იყო ამდენად ტაბუდადებული ეს თემა .
მეტიც, შეიძლება ერთ კაცს რამდენიმე ქლაი ერთად ჰყოლოდა და მათ ამასთან
დაკავშირებით პრობლემა არც ჰქონოდათ. ასეა „მოროკოშიც“. თუმცა, მინდა აღვნიშნო,
რომ დასასრული ჩემთვის საკმაოდ ორიგინალური იყო. მარლენ დიტრიხი კი ამ ფილმში
იმდენად მივამსგავსე მირეი ბალენს „პეპე ლე მოკოში“, რომ გადამოწმება დამჭირდა , ხომ
ნამდვილად სხვადასხვა მსახიობები იყვნენ. რაც შეეხება ამ უკანასკნელ ფილმს, მასში ,
ასე თუ ისე, გასაგებია, რატომ შეიძლება გიჟდებოდნენ ქალები პეპეზე. და მიუხედავად
იმისა, რომ დიუვივიესა და შტერნბერგის ეს ორი ნამუშევარი ცალ -ცალკე აშკარად
მივამსგავსე ერთმანეთს, მათში ოიდიპური ტრაექტორიის ძებნას ნამდვილად არ
დავიწყებდი. მით უმეტეს, ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვისა და არაპროფესიონალი
(იმედია, ჯერ) შემფასებლისთვის, პეპეს ორი ქალიდან ის უფრო გავდა დედას, რომელმაც
იგი დააბეზღა. მგონია, რომ ზუსტად ასე შეიძლებოდა მოქცეულიყო ერთადერთი ვაჟის
დედა. ასე ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ შვილი არ დაეკარგა (ანუ იგი არ
წასულიყო) და ამისთვის გაეწირა კიდეც იგი. თუმცა, მან ობიექტურად ვერ შეაფასა პეპეს
გრძნობა და პატიმრის ნაცვლად ცხედარი მიიღო. აქვე გადავალ ჟან გაბენის ფიგურაზე ,
რომელსაც დღესაც კაცის აპოლოგეტად მიიჩნევენ და გვისახავენ (ყოველ შემთხვევაში ,
დედა ასეა :დდ) ალენ დელონთან ერთად. ვაღიარებ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა შარმი ,
მაგრამ ასე რატომ გიჟდებოდნენ მართლა არ მესმის. ზოგადად, მსახიობი რომ
მომეწონოს, ძალიან, ძალიან მაგრა უნდა თამაშობდეს (აი, ისე, დენიელ დეი ლიუისზე რომ
დაგიწერე რეფერატი). ჟან გაბენი მათ რიცხვს ნამდვილად არ ეკუთვნის , თუმცა მართლა
დასაფასებელი და რაღაც მომენტში ოდნავ გასაკვირიცაა მისი ოსტატობა თუ
გავითვალისწინებთ ეპოქას. ეს ხომ რაღაცნაირად გარდატეხის პერიოდია , როდესაც
კინოში ხმა შემოდის. ხმამ კი, თავისთან ერთად, სრულიად ახალი თამაშის სტილის
აუცილებლობა მოიტანა. ანუ, ეს ყველაფერი ახალი ხილია მსახიობებისთვის. თუ მანამდე
რაც შეიძლება ემოციური და გამომსახველობითი უნდა ყოფილიყვნენ , ახლა მათ
ევალებათ სინამდვილის მაქსიმალურად ობიექტურად გადმოცემა. მგონია , რომ ჟან
გაბენს ეს, ასე თუ ისე, კარგად გამოსდის. ძალიან საინტერესოდაა შექმნილი ინსპექტორი
სლიმანის პერსონაჟიც. შეიძლება, რაღაც მომენტებში იგი ზედმეტად „ცდილობს“, მაგრამ,
ჩემი აზრით, მასში გარდასახვის აშკარა მცდელობა ჩანს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო
მისი მონოლოგიც „განთიადში“, რომლითაც ფრანსუა მოგროვილ ხალხს მოუწოდებს
დაშლისკენ. ეს არის ადამიანი, რომელსაც სურს, ცოტა ხნით მარტო დარჩეს, მაგრამ
საზოგადოება არ აცდის ამას. ღირსეული მამაკაცი ვერ იტანს შეურაცხყოფას და
შეურაცხმყოფელს საკუთარივე იარაღით კლავს (სხვათა შორის, სისხლის იმიტაცია იმ
დროსაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა და რატომ არ არის გამოყენებული ან ამ
მომენტში და ან „პეპე ლე მოკოში“ ვერ მივხვდი (დიდად დამავალებ, თუ მომწერ ამის
შესახებ)). ამ ფილმის ფინალმა კი კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. ჩემთვის ძალიან
მოულოდნელი, ირონიული და შთამბეჭდავი იყო მაღვიძარას დარეკვა, რომელიც
პატრონს ვეღარასოდეს გააღვიძებს.

ლუკა კალატოზიშვილი

You might also like