You are on page 1of 2

„ცივი ომის“ გარიჟრაჟის კინო

როგორც ლექციაზეც აქღვნიშნე, ფილმების ამ სიიდან ნანახი ნამუშევრები დიდად ვერ


დავუკავშირე ერთმანეთს. მართალია, ლექციაზე ამიხსენი, რა ამსგავსებს მათ ერთმანეთს ,
მაგრამ მაინც მგონია, რომ განსხვავება უფრო დიდია. ანუ ცოტა დავიბენი, თუმცა ასეთი
მრავალფეროვანი დავალება ჯერ, მგონი, არ გვქონია. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!..
დავიწყებ ელია კაზანის ოსკაროსანი (სინამდვილეში, არ ვიცი ოსკაროსანი ჰქვია თუ არა 8
ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმს) „on the waterfront-ით“. შეიძლება, უკონტექსტოდ
მოგეჩვენოს, მაგრამ მიუხედავად ჩემი ორიენტაციისა და იმისა, რომ არსებობენ მონიკა
ბელუჩისნაირი ქალები, მგონია, რომ ბრედ პიტი არის ყველაზე სექსუალური ადამიანი
დედამიწის ზურგზე. აი, პირველი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ
ფილმმა და ყოფილმა მოკრივემ, მარლონ ბრანდომ. რეალურად, არც სხვა ფილმებში და
არც სურათებში ეს კაცი დიდად არ მესიმპათიურება, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო რა
არანორმალურად ლამაზი მეჩვენა იგი ტერი მალოის როლში. ეს არის ადამიანი ,
რომელიც 20 წელს გადაცდა და ჯერ არ დაუსვამს კითხვები, რომელიც ბევრად ადრე უნდა
დაესვა. ეს კითხვები მის ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანის სახით ჩნდება , რომლებიც ან
ირიბად აგრძნობინებენ, ან პირდაპირ ეუბნებიან საკუთარი უგუნურობის შესახებ . და
რამდენიც არ უნდა მიმტკიცოთ, რომ ეს ფილმი არის კომუნიზმის (უფრო სწორად , ალბათ ,
პროფ-კავშირების) კრიტიკა, მე მაინც მინდა, ვთვლიდე, რომ იგი უშუალოდ პიროვნებას
ეძღვნება და არა რაიმე წყობასა თუ სისტემას. ნუ, საბოლოო ჯამში, ალბათ, მაინც იქამდე
მივალთ, თუ როგორ ხერგავს (თუნდაც) კომუნიზმი ადამიანის განვითარების ყველა გზას
(იქნება ეს პიროვნული, კარიერული თუ ფსიქოლოგიური). ჰოდა, ჩნდება კითხვა - რა არის
ის, რაც ასეთი სტატიკიდან გამოგვიყვანს და ჩვენში სულიერ ბიძგებს ააზვირთებს
(მარტივად რომ ვთქვათ, შეკითხვებს დაგვასმევინებს)? ელია კაზანმა ამ კითხვას
სიყვარულით უპასუხა. პირადად მე არ ვთვლი, რომ აუცილებელია, ეს სიყვარულის
მიზეზით მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნამდვილი სიყვარული ყველა შემთხვევაში
გამოიწვევს ასეთ ცვლილებებს. მაგრამ ისევ წყობებს და პროფ-კავშირებს რომ
მივუბრუნდეთ, ერთადერთი, რაც თავში აზრად მომდის არის ის , რომ ჯონი ფრენდლისა
და მისი ამფსონების სახით რეჟისორი ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რამდენად
დაუნდობელი შეუძლია იყოს პარტიას თუ მის მხარეს არ ხარ. მეტიც, ჩარლის , მაგალითად ,
ძმასა და ჯონის შორის მოუწია არჩევანის გაკეთება და „არასწორი“ არჩევანის გამო
მეორე დღეს ძმამ მკვდარი იპოვა. შეიძლება, მათ ამით იმის ჩვენება სურდათ , თუ რა
მოსდით „მოღალატეებს“, მაგრამ მე, პირადად, როგორც რიგითი მოქალაქე და ფაქტების
ადეკვატური შემფასებელი ამ ქმედებაში დავინახავდი, რა შეიძლება მოუვიდეს იმასაც კი ,
ვინც მთელი ცხოვრებაა პარტიის (ეს სიტყვა არ ვიცი რამდენად ადეკვატური და ,
საერთოდ, მისაღებია) ინტერესებს შეალია. საინტერესოა, რომ ფილმი მკვლელობით
იწყება. იწყება კი არა, დაწყებული არ არის, რომ ახალგაზრდა ბიჭი კორპუსის
სახურავიდან ვარდება განწირული ყვირილით. შემდეგ გვესმის მისი ამ მდგომარეობამდე
მიყვანისთვის წარმოთქმული საქებარი სიტყვები ტერი მალოის მისამართით და
ყველაფერი გასაგები ხდება. კიდევ ერთი აღსანიშნი ფაქტორი, ჩემი აზრით, არის
„პადრეს“ როლი და ფიგურა ფილმში. არ ვიცი, რა რელიგიის აღმსარებელი იყო კაზანი ,
მაგრამ ფაქტია, მან ამბოხის სათავედ ეკლესია წარმოგვიდგინა. სამწუხაროდ თუ
საბედნიეროდ, ჩვენ ცოტა სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება და მართალია , ჯონი
ფრენდლი (სახელიც რა კარგად აქვს შერჩეული...) არ არჩევს თანამშრომლებს ქვეყნის
მასშტაბით, სამაგიეროდ, თუ ჩვენს ჭორვილელ ჯონი ფრენდლის არ მოეწონება შენი
ბიზნესი, კარგად მეყოლე... გარდა ამისა, არც ეკლესიაა მაინცდამაინც სახარბიელო
დღეში და ამბოხის მეთაური კი არა, მსხვერპლი თუ გახდება მხოლოდ. ცოტა გადავუხვიე
მოვლენებს ისე, როგორც ჩაპლინის მეფემ გადაუხვია გზას, მაგრამ პარალელით
დავბრუნდი და მეპატიება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფილმი სრულიად
ჩაპლინისეულია. განსხვავებით კაზანის ნამუშევრისგან, იგი კურიოზით იწყება და მეფე
საკუთარ ქონებას სრუულიად უაზროდ კარგავს. ეს ფილმი კიდევ ერთი ნიმუშია იმისა , თუ
როგორ უნდა შევხედოთ უსიამოვნებას იუმორით. ჩარლი კომიკურად გამოეხმაურა
მაშინდელ ტენდენციას და, ალბათ, სწორედ ამიტომაც გადაიღო „მეფე ნიუ-იორკში“.
მაგრამ მისი იუმორი სხვანაირია - პირდაპირი, ბავშვური, სევდიანი . ჰიჩკოკი კი (შენ კი
თქვი უბოროტოდო, მაგრამ, ჩემი აზრით, ზუსტადაც ბოროტულად) ფარული ირონიით
(ჩემთვის ირონიაზე ბევრად მეტია ის მომენტი, რომელსაც შენც გაუსვი ხაზი -
თვითმფრინავის მიერ დევნილი როჯერ თორნჰილი) უბრალოდ მიწასთან ასწორებს
ყველანაირ შტამპს, დოგმას, მოდას, სნობიზმს. ამ ადამიანის პროტესტი არც არის
გასაკვირი, რადგან (როგორც წინა დავალებაშიც აღვნიშნე) ამერიკული ფილმები ,
ფაქტობრივად, სერიებად გამოდიოდა. პერიოდის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ძალიან
მარტივად დავყოთ ისინი არაერთი მსგავსების გამო. თითქოს, ფილმებს იმიტომ
იღებდნენ, რომ ფილმი გადაეღოთ და არა იმიტომ, რომ რამე ახალი შეექმნათ. არ აქვს
მნიშვნელობა ტექნიკა იქნებოდა ეს, იდეა, სტილი თუ ხედვა. ჰიჩკოკი კი გარდა იმისა , რომ
ამას ცდილობდა, არც სხვების უუნარობას ტოვებდა გამოუხმაურებლად და სწორედ ისეთი
ფილმებით, როგორიცაა „north by northwest” „აპამპულავებდა“ ჰოლივუდურ
კინოინდუსტრიას, რომელიც დღეს ჩვენი სათაყვანო გამხდარა. მართალია , მეც
ამერიკული კინოს მოყვარული ვარ, მაგრამ მე ჩემი მიზეზები მაქვს ...

You might also like