You are on page 1of 11

თემატური დიაპაზონი, რომელსაც ბოკაჩოს ასი ამბავი ეხება მერყეობს ტრაგიკულსა

და უხამსო სიუჟებეს შორის, თუმცა ამ ორი უკიდურესობის შიგნით გვხვდება


მახვილგონიერების, პრაქტიკული ხუმრობების, ცხოვრებისეული გაკვეთილების,
თანაგრძნობის, ფორტუნის მნიშვნელობის და ა.შ. თემატიკა. იმის გარდა რომ ამ
ნამუშევარს დიდი ლიტერატურული ღირებულება და ფართო გავლენა ჰქონდა
მსოფლიო ლიტერატურაზე (ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჩოსერის
„კენტერბერიულ მოთხრობები“), ის ასევე ცოცხალი დოკუმენტია მე-14 საუკუნის
სოციალური ცხოვრებისა და აზროვნებისა. ისევე როგორც დანტეს „ღვთაებრივი
კომედია“, ბოკაჩოს ნაწარმოებიც იყენებს ადგილობრივ ვერნაკულარს, ანუ
იტალიური ენის იმ დიალექტს, რომელსაც სოციალური ფუნქცია ჰქონდა,
შესაბამისად, ნაწარმოები ფართო საზოგადოებისთვის იქნებოდა
ხელმისაწვდომი/გასაგები.

„დეკამერონი“ იწყება პროლოგით, შესავლით, რომელიც ახსნითი ხასიათისაა და


რომელშიც ბოკაჩო მკითხველს ‘უყვება’ თუ რატომ დაწერა ეს წიგნი. ის წერს რომ
თანაგრძნობა არის ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რაც ყველა ადამიანს უნდა
ჰქონდეს და გარდა ამისა, უნდა შეეძლოთ გაზიარება მათთვის ვისაც ეს სჭირდება.
იგი ამბობს რომ სწორედ თანაგრძნობა სჭირდებოდა ცხოვრების რთულ მომენტებში
და მან მიიღო ის მეგობრებისგან და ახლობლებისგან და ახლა უნდა რომ
მადლიერება გამოხატოს და თავისი წიგნით სწორედ ეს მომსახურება გაუწიოს
ფართო მკითხველს - გასცეს თანაგრძნობა. ამას კი ახერხებს როგორც თავისი
ნარატორული ფუნქციით, ისე გმირების დახმარებით.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ პროლოგში ბოკაჩო ასევე მოიხსენიებს ქალებს და


საკუთარ დამოკიდებულებას გვაჩვენებს მათ მიმართ. ჩანს, რომ ბოკაჩოს ნამდვილად
კარგად ესმის ის შეზღუდვები, რაც ქალების სოციალურ ცხოვრებას აუტანელს
ხდიდა და რადგან მათ უძღვნის თავის წიგნს, აშკარად უნდა, რომ ქალები წიგნში
მოყვანილი მრავალფეროვნებით გაერთონ და თავიანთი შებოჭილი ყოველდღიური
ცხოვრება ასე მაინც გაალამაზონ. თუმცა ეს არაა სრული სერიოზულობით ნათქვამი,
ავტორი პაროდიის გზით მოიხსენიებს ქალების ნაკლოვანებებს და დასცინის
სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ხაზს უსვამენ ქალების
მეორეხარისხოვან ბუნებას. ეს პაროდიის მომენტი კარგად ჩანს იმაში, რომ
პროლოგში გამოყვანილი ქალები გვიქმნიან ისეთ წარმოდგენას თითქოს სულ
ოთახში ჩაკეტილები და დაჩაგრუელბი იყვნენ, თუმცა როგორც კი წიგნის კითხვას
ვიწყებთ, მათ დომიმანატი როლი აქვთ ავტორის მიერ მიცემული, მეტიც,
დეკამერონის ქალები არიან მახვილგონირები, გამბედავები, ზომიერად და უზომოდ
გარყვნილები და თავისუფლები.

ასე სრულდება პროლოგი.

ნაწარმოებში ასევე საყურადღებოა წიგნის მეორე სახელწოდება - პრინცი გალეოტი. ამ


მომენტზე კრიტიკაში საკმაოდ გაურკვეველი და მრავალფეროვან კომენტარია
გაკეთებული, ვინაიდან ნათლად ვერ ვხვდებით რა შუაშია პრინცი გალეოტი - მეფე
არტურის ლეგენდების ციკლის ერთ-ერთი რაინდი. თუმცა მისი ასოციაციური
ფუნქციის რაღაც დონეზე განხილვა მაინც შეგვიძლია. პირველ რიგში, უნდა ითქვას
რომ გალეოტი მეფე არტურის მტერი გამოდის, ვინაიდან ლანსელოტსა და დედოფალ
გვინევერს საიდუმლო შეხვედრას მოუწყობს. გალეოტის გმირს ისეთივე
მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ისტორია აქვს თემატიკის მხრივ, როგორც
თვითონ დეკამერონს. გარდა ლანსელოტისა და გვინევერის დახმარებისა,
საინტერესო ფაქტია, რომ ლანსელოტის მიმართ ჰქონდა გრძნობები, გარდა იმისა
რომ მისი უახლოესი მეგობარი იყო. პრინცი გალეოტის რაინდობა სწორედ იმაში
ჩანს, რომ ღირსეულად დაუთმო თავისი საუკეთესო მეგობარი და სიყვარულის
ობიექტი გვინევერს, მეტიც, მათი საიდუმლო შეხვედრა მოაწყო, სადაც ლანსელოტმა
და გვინევერმა პირველად აკოცეს ერთმანეთს. ამ ასოციაციური ხატის გამოყენება
ბოკაჩოსთვის არაა ორიგინალური მიგნება - როგორც ფორტუნას მოუტანა
მივიწყებული პოპულარობა ბოეციუსმა, ისე გალეოტსაც დანტემ დაუბრუნა
აქტუალობა. მეხუთე კანტოში დანტე რამდენიმეჯერ ახსენებს გალეოტის ისტორიას,
იგი დაკავშირებულია სამუდამოდ ტანჯულ შეყვარებულ სულებთან პაოლოსთან და
ფრანჩესკასთან, რომლებიც სწორედ გალეოტის წიგნს კითთხულობდნენ
სიკვდილამდე. ამ წიგნში ეს დიდი საქმე, ლანსელოტისა და გვინევერის
სასიყვარულო დაკავშირება არის გადმოცემული. ამ ნარატივის კითხვისას იგრძნობენ
პაოლო და ფრანჩესკა ერთმანეთის მიმართ ვნებას და დანტეს არაერთხელ აქვს ხაზი
გასმული ამ ფაქტზე. მაშ როგორ შეიძლება ეს დავაკავშიროთ დეკამერონთან? როგორ
დავაკავშირებთ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ თვითონ გალეოტის
ამბავს, შეიძლება ვიფიქროთ რომ ის რომანტიკული ისტორიაა, რომელშიც გარდა
სიყვარულისა მეგობრული მხარდაჭერაც ჩანს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს დიდი
ღალატისა და მრუშობის ისტორიაა, რომელიც ანადგურებს მეფე არტურს. შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ ბოკაჩო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ როცა ვნება კონტროლს
კარგავს, სიტუაცია შეყვარებულებისთვის მომენტალურად კარგად, თუმცა ზოგადი
სიტუაციისთვის საშნლად იცვლება. როდესაც ვნებით სავსე სურვილი ხდება
ფიზიკური ქმედება, ყველას ცხოვრება იცვლება. მაგალთად, შეიცვალა არტურისა და
ინგლისელების ცხოვრება, შეიცვალა პაოლოსა და ფრანჩესკას ცხოვრება და იცვლება
ბევრი გმირის ცხოვრება უშუალოდ „დეკამერონში“, ამგვარად, ნამდვილად ერთი
შეხედვით გაუგებარი ასოციაცია - პრინცი გალეოტი - დაკავშირებული გახდა
როგორც ფაბულასთან, ისე წიგნის დამრიგებლურ ფუნქციასთან.

პროლოგიდანვე ვხვდებით რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესო მასალა


შეგხვდება წიგნში, თუმცა ისიც ნათელია, რომ ეს არაა წმინდად „გაკვეთილის
სწავლების“ ინსტრუქცია, ვინაიდან პაროდირება და ასოციაციური გადახვევებიც
მრავლად არის გამოყენებული სატირული ეფექტის შექმნისთვის.

პირველი დღე იწყება სწორედ იმ კრიზისული გარემოებების მიმოხილვით, რაც


ეპიდემიამ გამოიწვია ფლორენციში და თანაგრძნობის თემა, რომელიც
გამახვილებულია შესავალში, აქაც იჩენს თავს - მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა
ავადაა და სიკვდილიანობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა - „ქალების
უმეტესობამ უკუაგდო ბუნებით თანდატანებული სიბრალული მოყვასთადმი და
თავიანთი ჯანმრთელობისათვის დიდი სიხარულით შეითვისა ეს უკანასკნელი
ჩვეულება.[სიცილი და მხიარულება]“

ადამიანები არიან შოკურ მდგომარეობაში იმდენად რამდენადაც ვერ აღიქვამენ


რეალობას ადეკვატურად, შესაბამისად, დაკარგული აქვთ მორალური, ადამიანური
სახე და მექანიკური/თავის გადარჩენის ინსსტინქტი უფრო წინ არის მათში
წამოსული.

პირველივე დღეს ვეცნობით ე.წ. ბრიგატას, 10 მთავარ გმირს, რომელშიც 7 გოგონა და


3 ბიჭი მოიაზრება. წმინდა მარიას ტაძარში შეკრებილი გოგონები, წირვის შემდეგ
დაიწყებენ გაუსაძლის ცხოვრებაზე საუბარს და პამპინეა დასახავს ერთგვარ გეგმას,
თუ როგორ შეიძლება უფრო მშვიდად და ბედნიერად გაატარონ ეს ცხოვრების
რთული პერიოდი, და პამპინეა არწმუნებს მეგობრებს, რომ არაფერს დაკარგავენ
ფლორენციიდან წასვლით და ამ მოგზაურობის რეალური წამომწყები გმირი ხდდება.

ეს 7 გოგონა შეთანხმდება იმაზე რომ ნამდვილად ღირს ერთად გაეცალონ ქალაქს,


თუმცა სჭირდებათ „ხელმძღვანელები“ მამაკაცების სახით. სწორედ ამ დროს,
თხრობაში შემოდიან მამაკაცები, 3 გმირი და ამ შემადგენლობით გაემგზავრება
ბრიგატა პალაცოში, რომელიც ფლორენციისგან მოშორებითაა. მალევე, ისინი
ჩამოაყალიბებენ სამოქმედო გეგმას თავიანთი ყოველდღიური ყოფის შესახებ და
ამით რეალურად ბოკაჩოს ნაწარმოების სტრუქტურას ჩამოაყალიბებენ - კერძოდ,
ყოველი მათგანი იქნება ე.წ. მონარქი და თითოეულ დღეს მეგობრები მოყვებიან 10
ისტორიას, იმ თემაზე, რომელსაც მონარქი დააწესებს.
პირველი დღის პირველ ამბავს პამფილო ყვება, სახელად ყალბი აღსარება

„ბატონი ჩაპელეტო აღსარებაზე ერთ წმინდა ბერს ატყუებს და კვდება; სააქაო


ცხოვრებაში მეტად საზიზღარი რამ იყო, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მართალთა თანა
შერაცხეს და წმინდა ჩაპელეტო უწოდეს.“

პირველივე ისტორიის წაკითხვის შემდეგ ვხვდებით, რომ თემატიკა რომელსაც


ბოკაჩო იყენებს ამბებში, ეხება მიწიერ სურვილებს, სიტუაციებს, ადამიანურ
მდგომარეობასა და ნაკლოვანებებს. სწორედ ამიტომ არის ეს წიგნი მოხსენიებული
როგორც „ადამიანური კომედია“ ვინაიდან ყველა სიტუაცია ჩვენ რეალობასთან
ახლოს და ჩვენ ნაკლოვანებებთან ახლოს დგას.

პირველი ისტორია ასევე იმას ხდის ნათელს რომ რელიგიური თემა გაქილიკებული
და გაშარჟებული იქნებ ნაწარმოებში. ვინაიდან ჩაპელეტო საშინელი ადამიანია,
რომელიც სიამოვნებას მატერიალური და არამორალური საქციელით იღებს. სწორედ
ასეთი ადამიანი თავისი გაიძვერობით დაარწმუნებს მღვდელს თავის სიწმინდეში,
მოიტყუება აღსარების დროს და შერაცხული იქნება წმინდანად. ზოგადად
შუასაუკუნეების ლიტერატურაში სამღვდელოების გაშარჟება ხშირი მოტივი იყო და
სწორედ ეს ჩანს პირველ ამბავშიც - რამდენად იოლად შეიძლება ეწოდოს უწმინდოს
წმინდა და რამდენად ადვილია სამღვდელოების გაცურება, ვინაიდან ისინი
წარმოსახულები არიან როგორც რეალობას მოწყვეტილი ხალხი, რომელიც თავის
მხრივ, შემდეგ ხალხს აჯერებს წმინდანობისა და რელიგიურობის არასწორ
ინტერპრეტაციებს, რის შედეგადაც რელიგია ფარსი ხდება.

დეკამერონში ხშირია რელიგიისა და ანტიკლერიკალური წარმოსახვის თემა. ამასთან


ერთად, ხაზი აქვს გასმული რწმენის ძალას, ვინაიდან ჩეპარელო ხალხის რწმენით
მართლაც წმინდანი გამოდის და ის რაც რეალურად იყო, აღარავის ახსოვს და
აქტუალობასაც კარგავს. აქედან გამომდინარე, რწმენას შეუძლია პრიმიტიული,
მიწიერი საგნები წმინდა და არაამქვეყნიური გახადოს.

პირველი დღის მეორე ამბავიც რელიგიურ თემატიკას აგრძელებს, რომელსაც


ნეიფილე ყვება - მონათლული ებრაელი

„ებრაელი აბრაამი, ჯანოტო დი ჩივინის რჩევით მიდის პაპის სასახლეში, რომს; იქ


ეკლესიის მსახურთა გახრწნილებას რომ დაინახავს, ბრუნდება პარიზში და
ქრისტიანად მოინათლება“
ეს ამბავიც, რა თქმა უნდა, აშარჟებს რელიგიური ლიდერების სახეს. ჯანოტო
ცდილობს თავისი ებრაელი მეგობარი ქრისტიანულ რწმენაზე მოაქციოს, თუმცა
აბრაამი სამღდელოების ნეგატიური სტატუსის გამო თავს იკავებს. მოთხრობის
კომიკური ირონია ჩანს იმაში, რომ როდესაც აბრაამი მართლაც რომში ჩავა და
თავისი თვალით ნახავს ოქროსა და ავლადიდებაში ჩაფლულ სამღვდელოების
წევრებს, რომლებსაც სულაც არ ანაღვლებთ გაჭირვებული ხალხის ბედი, ის ადგება
და ქრისტიანობას მიიღებს. არგუმენტად აბრაამს ის ფაქტი მოჰყავს, რომ თუ ამ
ფონის პარალელურად მაინც ამდენი მილიონი ადამიანი აგრძელებს ქრისტიანობის
ერთგულებას, ალბათ მართლაც ღირს მისი მიღება.

პირველი დღის მესამე ამბავიც სარწმუნოებას ეხება, რომელსაც ფილომენა ყვება -


სამგვარი სარწმუნოება

„ებრაელი მელქისედეკი სამი ბეჭდის ამბავს მოჰყვება და ამით თავს დააღწევს


დაღუპვას, სალადინის ხელიდან რომ მოელოდა.“

სალადინი, დანტეს „ჯოჯოხეთის“ ცნობილი ასოსიციაციური ხატი, მე-12 საუკუნის


ისლამის მიმდევარი პოლიტიკური ლიდერი იყო. ისტორიულად, ის სწორედ
დასავლეთს ებრძოდა და თავისი რელიგიის გავრცელებისთვის ბევრი რამ გააკეთა.

მეორე გმირი - მელქისედეკი - აბრაამის შემდეგ მეორე ებრაელი გმირია


„დეკამერონში“. მისი პროფესია, რა თქმა უნდა, მევახშეობაა, რომელიც ერთადერთი
დაშვებული საქმე იყო შუასაუკუნეებში მცხოვრები ებრაელებისთვის. გარდა ამბის
ზოგადი „გაკვეთილისა“, აღსანიშნავია, რომ ბოკაჩო არ მოიხსენიეს ებრაელ გმირებს
უარყოფითად და ამ მხრივ განსხვავებულ ნარატივს ავითარებს ევროპულ
ლიტერატურაში. მაგალითად, მელქისედეკი წარმოდგენილია როგორც ბრძენი და
სამართლიანი. ის ფაქტი, რომ ამბავშვი სამივე რელიგია თანაბრად არის დაყენებული,
ასევე ძალიან ორიგინალური და განსაკუთრებულია, ვინაიდან ქრისტიანობა
ერთადერთ დომინანტ რწმენად ითვლებოდა შუასაუკუნეების აზროვნებაში,
განსაკუთრებით ევროპულში.

რაც შეეხება მეორე დღეს, მისი თემაა - ფორტუნას ძალა

ანდრეუჩიოს გმირი თითქმის ყველაფერს კარგავს ცხოვრებისეული გამოცდილების


ნაკლებობის გამო. იგი ბედისწერის უცნაურობით არ აღმოჩნდა მკვდარი იმის შემდეგ
რაც მოატყუებენ, ფულს წაართმევენ და ტუალეტში ჩააგდებენ. ანდრეუჩიოს
სიუჟეტში ნაჩვენებია, თუ როგორ იტყუებენ ადამიანები და მუხთლობენ ერთმანეთს,
რათა მიაღწიონ თავიანთ მატერიალისტურ მიზნებს და ცუდი საქციელების
მიუხედავად, მაინც ახერხებენ ჩვეულებრივ (და ხშირად უკეთესადაც კი)
გააგრძელონ თავიანთი ცხოვრება. მაგალითად, მძარცველები და ანდრეუჩიოს „და“
დაუსჯელები რჩებიან, ასევე არავინ სჯის ანდრეუჩიოს ბეჭდის მოპარვის გამო და
საბოლოოდ იგი ტოვებს ქალაქს იმდენივე თანხით, რაც მოპარეს. შესაბამისად, აღარ
არსებობს მორალი - ფორტუნა არის ის რაც ადამიანის ბუნებას ყველაზე
რეალისტურად გამოხატავს და სწორედ ის მართავს მოვლენებს. არავინ ისჯება
თავისი საქციელის გამო მარტო იმიტომ რომ ცუდად მოიქცნენ, თუმცა ის ვინც
ფორტუნამ დაჩაგრა, თავისუფლად შეიძლება ისევ საწყის, კარგ მომენტს
დაუბრუნდეს.

მესამე დღის თემაა გამჭრიახობა და მის პირველ ამბავში სკაბრეზული თემატიკა


შემოდის.

„მონასტრის მებაღე ლაპორეკიოს მცხოვრები გლეხი მაზეტო თავს მოიმუნჯიანებს და


მებაღედ დადგება ერთ დედათა მონასტერში, სადაც მონაზვნები ცდილობენ
ერთიმეორეს დაასწრონ მასთან დაწოლა. საბოლოოდ ყველასთან დაწვება და ყველას
დააორსულებს.“

ახალგაზრდა გლეხი სწორედ გამჭრიახობით შეძლებს დედათა მონასტერში


მუშაობის დაწყებას. დედათა მონასტერში, სადაც იდეაში ყველაზე წესიერი და
უბიწო ქალები უნდა იყვნენ, თუმცა პერვერსიული გადახვევა მალევე დგება, როცა
დედაოები გადაწყვეტენ ისარგებლონ მაზეტოს გამოგონილი ყრუ-მუნჯობით და
მასთან სექსუალური სახის ურთიერთობა დაიწყონ. საბოლოოდ ყველა მონაზონი
დაწვება მასთან. ერთი და იგივე იდეა აქვს და მასეტო იწყებს ძილს ყველა მათგანთან.
მონასტრის უფროსი მონაზონიც კი არაფრად აგდებს „ღვთიური პასუხისმგებლობას“
და როდესაც მასეტოს მიძინებულს პოულობს, გადაწყვეტს, რომ ისარგებლოს ამ
ვითარებით. იგი მასეტოსგან სიამოვნებას იღებს, თუმცა ისე რომ მან ვერ შეძლოს
დააკმაყოფილოს ყველა დანარჩენი მონაზონი. იმის შემდეგ რაც მასეტო ამას
გააპროტესტებს, ალაპარაკებული „ყრუ-მუნჯის“ ამბავს მონაზონი იმით ამართლებს,
რომ ღმერთმა მოახდინა სასწაული. იგი აცნობიერებს, რომ დედაოები უფრო
ფრთხილად უნდა იყვნენ. მონასტერი მას უკეთეს ადგილზე დაასაქმებს და საქმეები
ისევ ძველებურად გრძელდება. რამდენიმე წლის შემდეგ, მასეტო ბრუნდება შინ,
მოხუცი, შეძლებული კაცი, რომელსაც შეეძინა არაერთი შვილი დედაოებისგან.
ეს ისტორია კიდევ ერთხელ წარმოადგენს ცრუ სასულიერო პირებს, ამჯერად
ყურადღება გამახვილებულია ქალებზე. მასეტოც ცრუ გმირია, ვინადან ყრუ-მუნჯად
იქცევა, რათა საწადელს მიაღწიოს. თუმცა საინტერესოა - "ვინ ვის იყენებს?" მასეტო
მონასტერში მიდის და გეგმავს მონაზვნებისთვის მომსახურებას და ისინიც სწორედ
იგივე მიზნისთვის იყენებენ.

მონასტრის წინამძღოლიც კი ვერ იკავებს თავს ვნების დაკმაყოფილებისგან.


სინამდვილეში, ის ისეთი ხარბია, მასეტოს არ შეუძლია ემსახუროს პარალელურად
სხვა მონაზვნებს. აქ ხაზი გასმულია სასულიერო პირების სიხარბეზე. ამ სიუჟეტში
ასევე მოცემულია სოციალური კლასის ინვერსია - გლეხი მასეტო, ხრიკებს არა
მხოლოდ მონაზვნებთან, არამედ მონასტრის ხელმძღვანელთან, უფრო მაღალ
სოციალურ კლასთან მყოფ ქალთან ბედავს. ბოლოს კი სექსუალური მადა და
გამჭრიახობა იმარჯვებს.

მეოთხე დღე არის უბედური სიყვარულის დღე და ამ მხრივ საინტერესოა, მეორე


ამბავი, რომელსაც პამპინეა ყვება და რომელშიც სექსუალური პერვერსიის თემაც
აქტუალურია - გაბრიელ მთავარანგელოზი

„ბერი ალბერტო ერთ ქალს არწმუნებს — ანგელოზს უყვარხარო და ამ ანგელოზის


სახით ეს ბერი რამდენჯერმე წვება ქალთან; მერე მისი ნათესავების შიშით
ფანჯრიდან გადახტება და დაიმალება ერთ ღარიბ კაცთან, რომელმაც მეორე დღეს
ველური კაცის მსგავსად გამოაწყო და მოედანზე გაიყვანა. აქ ბერებმა იცნეს და
დაატუსაღეს.“

პამპინეა მოგვითხრობს ამ ამბავს სამღვდელოების ფარისევლობაზე. ბოროტი


ადამიანი, სახელად ალბერტო ვენეციაში გადადის საცხოვრებლად, სადაც ხალხმა არ
იცის მისი ცუდი რეპუტაციის შესახებ. ის ვითომ სამღვდელო პირი ძმა ალბერტოა,
რომლის სამღვდელო ქადაგებები მოქმედებს ყველაზე, ვინც მას მოისმენს და ყველა
პატივს ცემს.

როდესაც ლისეტა მოდის მასთან აღსარებისათვის, ძმა ალბერტო ეკითხება, ჰყავს თუ


არა საყვარელი, იგი კი ეუბნება, რომ ისეთი ლამაზი ქალია, უბრალო ადამიანებთან
არ დაწვება. ალბერტო დაისახავს მიზნად მასთან სექსუალურ ურთიერთობას.
რამდენიმე დღის შემდეგ ის ბოდიშს უხდის ასეთი კითხვის დასმისთვის და ეუბნება,
რომ ღმერთმა დასაჯა იგი ანგელოზ გაბრიელის თხოვნით, ვინაიდან გაბრიელს
უყვარს ლისეტა და საყვარელზე კითხვით ალბერტომ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა.
ლისეტა ამას იჯერებს, რის შემდეგაც ძმა ალბერტო ეუბნება, რომ გაბრიელს სურს
ღამით ეწვიოს მას, მაგრამ რადგან ის ანგელოზია, კაცის სხეულში უნდა გადავიდეს
და ლისეტაც თანახმაა. შეთანხმების შემდეგ, ძმა ალბერტო შეინიღბა, რათა უფრო
დამსგავსებოდა უცხო ანგელოზის განსხეულებულ ვარიანტს და ლისეტას ეწვია და
ეწვია არა ერთხელ.

ეს გრძელდება მანამ, სანამ ლისეტა არ ეტყვის ქალს, თუ რა ხდება მასსა და ანგელოზ


გაბრიელს შორის. ქალი ავრცელებს ამბავს მანამ, სანამ ვენეციაში ყველას არ
მოისმენს, მათ შორისაა ლისეტას ოჯახის წევრებით, რომლებიც დაუდარაჯდებიან
საძინებელ ოთახს, რათა გაბრიელი დაინახონ, ხოლო, როდესაც ძმა ალბერტო
გამოჩნდება, ისინი იქ არიან და ალბერტო თავის გადასარჩენად ფანჯრიდან
გადახტება.

ალბერტოს საჯაროდ ამხილებენ, იძალადებენ და გამოამწყვდებენ, სადაც მოკვდება.


ამ ისტორიით პამპინეა მკითხველს კიდევ ერთ ამბავს უყვება ტყუილისა და
ჭკვიანური ხრიკების თემატიკით. პირველი ცრუ გმირი ალბერტოა, რომელიც ვითომ
ბერია და საბოლოოდ ხდება მღვდელი. თემა რომ არ დაიჯერება ყველაფერი, რასაც
სასულიერო პირები იძახიან, ამ ამბავშიც მძაფრად იგრძნობა. ალბერტო ტყუილებს
ლისეტასთან ურთიერთობაში თუმცა ფორტუნა იწყებს მოქმედებას და იგი
ყველაფერს კარგავს. ალბერტოს შეუძლია შეცვალოს თავისი მომავალი ტყუილებით -
ხდება ვენეციის სასულიერო პირების პატივსაცემი წევრი. მაგრამ ბედის ბორბალი
ტრიალებს და მას ქვემოთ წევს, რის შედეგადაც მისი ისტორია უბედურად
მთავრდება.

ამ დღეს, ასევე საინტერესოა ამბავი მეხუთე, რომელსაც ფილომენა ყვება - ერთგული


საყვარელი და გულქვა ძმები

„ძმები ლიზაბეტას საყვარელს მოუკლავენ. მიცვალებული სიზმარში გამოეცხადება


ქალს და უჩვენებს საცაა დამარხული. ლიზაბეტა ჩუმად ამოიღებს საფლავიდან
საყვარლის თავს, ბასილიკოს ლარნაკში ჩადებს და ყოველდღე საათობით დასტირის.
ძმებმა მოჰპარეს ლარნაკი. ქალმა დარდს ვეღარ გაუძლო და ცოტა ხნის შემდეგ თან
გადაჰყვა.“

გარდა ტრაგიკული თემისა, აქ საინტერესოა კლასობრივი განსხვავების თემატიკა.


ლიზაბეტას შეუყვარდება ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავის სამ ძმასთან მუშაობს.
მისი სოციალური სტატუსის გამო, ლორენცო და ლისაბეტა თავიანთ სიყვარულს
მალავენ. მას შემდეგ, რაც ლიზაბეტას ძმებმა გაიგეს ლორენცოს შესახებ, ისინი მას
კლავენ. ლორენცო სიყვარულის გამო აიგნორებს თავის სოციალურ კლასს და ისჯება
ამის გამო. ლიზაბეტა სასირცხვილოა მისი ოჯახისთვის (ასე ფიქრობენ მისი ძმები)
რადგან შეუყვარდა დაბალი სოციალური რანგის წარმომადგენელი.

ლიზაბეტა უფრო პასიურად რეაგირებს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაზე,


ვიდრე ველით. როდესაც მისი ძმები ლორენცოს კლავენ, მან ჯერ ამის შესახებ
არაფერი იცის. მხოლოდ მას შემდეგ გაიგებს, რაც ლორენცოს მოჩვენება ეწვევა და
იგი აღმოაჩენს მის სხეულს. იმის გამო, რომ მათი ურთიერთობა საიდუმლო იყო და
მას არანაირი საშუალება არ აქვს გრძნობები და დარდი ღიად გამოხატოს,
იძულებულია ჩუმად იგლოვოს. ერთადერთი გამოსავალი მწუხარების გამოხატვისა,
თავისი ცრემლებით იმ მცენარის მორწყვაა, რომლის ქვეშაც ლორენცოს თავია
დამარხული. ხოლო როდესაც ამასაც წაართმევენ, ლიზაბეტა მწუხარებისგან კვდება.
აქედან გამომდინარე, ამ ისტორიიდან ვხედავთ რომ ტრაგედია იქმნება როდესაც
ადამიანები იძულებულები არიან სოციალური წესების მორგებით იცხოვრონ.

სკაბრეზული თემატიკის კულმინაციაა მეცხრე დღეს, რომელშიც ღია თემაა და


დიონეო ერთ-ერთ ყველაზე პერვერსიულ აბავს ყვება: მეათე ისტორია - ნათლიმამა
პიეტროს ჭაკი

„მამა ჯიანიმ ნათლიმამა პიეტროს თხოვნით შეულოცა, რომ მისი ცოლი ჭაკად
ქცეულიყო; როცა კუდი უნდა მიება, ნათლიმამა პიეტრომ უთხრა — კუდი საჭირო არ
არისო და შელოცვასაც ძალა წაერთვა.“

კიდევ ერთი ისტორია სასულიერო პირის შესახებ, რომელიც წიგნში ერთ-ერთი


ყველაზე ბინძური გმირია. მამა ჯიანი ატყუებს თავის მასპინძელს, რათა მის ცოლთან
ერთად დაწვეს. იძახის, რომ მან შეიძლება ქალს ცხოველის ფორმა მისცეს, რაც
ოჯახისთვის გამოსადეგი იქნება. ჯიანი წყვილზე ჭკვიანია და გადაწყვეტს
შეასრულოს თავისი ხრიკი, რაც გარყვნილება, ტყუილი და სტუმართმოყვარეობის
ბოროტად გამოყენებაა. ჯიანი მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივი
კორუმპირებული სასულიერო პირია, უფრო ჰგავს ისეთ პერსონაჟს, რომელსაც
ეძლევა შესაძლებლობა და მას ბოლომდე ვერ გამოიყენებს უჭკუობისა და
აბსურდულობის გამო.
მეათე დღე სიმბოლურად სულგრძელობის თემით სრულდება, რაც თხრობას
ციკლურად ნაწარმოების პროლოგთან აკავშირებს. საგულისხმოა მეათე ისტორია,
რომელიც ბიბლიური იობის რემინისცენციაა

„მარკიზ სალუცოელი იძულებული შეიქნება თავისიანების თხოვნით ცოლი


შეირთოს. სურს, თავისი გემოს ქალი ითხოვოს და ისიც ერთ გლეხის ქალს ირთავს.
იმისაგან ორი შვილი ეყოლება და ცოლს არწმუნებს — ორივე მოვკალიო. მერე თავს
ისე მოაჩვენებს, ვითომ ცოლმა თავი მოაბეზრა და სხვა შეირთო ცოლადაო. მოიყვანს
საკუთარ ქალს და იტყვის — ჩემი ცოლიაო, ხოლო ნამდვილ ცოლს პერანგის ამარა
გააგდებს. რომ დაინახავს, ქალი ყველაფერს მოთმინებით უძლებს, ისევ შემოიყვანს
თავის სახლში, უმეტესად შეიყვარებს, თავის უკვე გაზრდილ შვილებს უჩვენებს,
მარკიზას საფერად პატივსა სცემს და სხვებსაც უბრძანებს — თქვენც ასე ეცით
პატივიო.“

გრიზელდას ამბავი იობის ბიბლიურ გამოცდას გვახსენებს. გვალტიერს სურს


შეამოწმოს ცოლის მორჩილება და გრიზელდას დატანჯავს. თუმცა გრიზელდა
ინარჩუნებს ერთგულებასა და სიკეთეს.
ამ ამბავში ასევე გვხვდება კლასობრივი წყობის თემა. გრიზელდა გლეხად არის
დაბადებული. თავდაპირველად ის არაა მიჩნეული გვალტიერის შესაფერისად,
მაგრამ გრიზელდას მოთმინება, სიკეთე და მორჩილება ყველაზე ახდენს
შთაბეჭდილებას. იგი თანდათან იზრდება ავტორიტეტად თავის ახალ სოციალურ
კლასში. მიუხედავად ამისა, გვალტიერი არ ენდობა მის მიერ გამოვლენილ
თვისებებს და როგორც ღმერთი ცდის იობს, ისიც ასე გამოცდის გრიზელდას.
საქორწინო ურთიერთობა გარკვეულწილად ასახავს ღმერთისა და მისი მორჩილის
დინამიკას (ისევე როგორც კლასობრივი სისტემა). როგორც გლეხს ბატონმა,
გვალტიერმა ავტომატურად დომინირება მოახდინე გრიზელდაზე თავიდანვე,
შემდეგ კი ეს გააკეთა როგორც ქმარმა ცოლზე, ვინაიდან ქმარი ოჯახის უფროსია და
რაც მთავარია ის ადამიანია, ვინც მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს შუა საუკუნეების
ცხოვრებაში.
რელიგიის კონტექსტში ჩართვა - და გვალტიერის როგორც ერთგვარი ღმერთის
წარმოსახვა, მკითხველს საშუალებას აძლევს, ეს ამბავი ნაწილობრივ ალეგორიულად
აღიქვას. ისევე როგორც გვალტიერი, ღმერთი ყოველთვის ცდის თავის „კლასზე“
დაბლა მდგომებს, ადამიანებს. თუმცა გრიზელდას შემთხვევაში ვხედავთ, რომ
გარდა იმისა რომ ამ ტანჯვის გაძლება შეიძლება, ასევე მის მიმართ დიდ
თანაგრძნობას გამოხატავენ გარშემომყოფები. სწორედ ეს ფუნქცია აქვს ბოლო ამბავს
- 1348 წელს, როცა ეპიდემიამ ფლორენციის მოსახლეობის დიდი წილი გაწყვიტა და
ღმერთის სასჯელად არის აღქმული ეს კატასტროფა, გამოსავალი მხოლოდ ორ
რამეში ჩანს - თანაგრძნობა და გინდ ღმერთის, გინდ ბედის ბორბლის მიერ
განსაცდელის მედგრად ატანა - რაც საბოლოოდ მოგებულ და დაფასებულ
სიტუაციაში დატოვებს ადამიანებს.

You might also like