You are on page 1of 2

კარლ თეოდორ დრეიერი 1968 წელს გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე არ კარგავს

აქტუალობას მაღალი კინო-ინტელექტის მქონე ხალხში. არ ვიცი, რანაირად „მოახერხა“


მან ეს, თუმცა იგი ფართო მასებისთვის უცნობია მიუხედავად იმისა, რომ კინომცოდნეებს
ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად მიაჩნიათ. აქამდე არც მე მქონდა მისი რომელიმე
ფილმი ნანახი, მაგრამ ახლა რომ ვთქვა ბევრი გავიგე-მეთქი ნამდვილად მოგატყუებ.
მაგალითად, „ჟანა დარკის ვნებანი“ ერთ-ერთ საუკეთესო მუნჯ ფილმადაა აღიარებული
მაშინ, როდესაც მე ამ სტატუსს ნამდვილად ვერ ვარგუნებდი. სწორედ ეს მაიძულებს
ვიფიქრო, რომ არ მესმის დანიელი რეჟისორის. რაც შეეხება ჟანა დარკის როლის
შემსრულებელს, რენე ფალკონეტის, მისი თამაში ჩემთვის, როგორც ლექციის დროსაც
აღვნიშნე, ცოტა გაუგებარი იყო. მაგრამ იქვე დავამატე, რომ ეს არა მის, არამედ
რეჟისორის ბრალად მიმაჩნია. ამ ფილმში კადრები იმდენად ახლო ხედითაა ნაჩვენები ,
რომ მაყურებელში საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რატომ შეიძლება დრეიერს ეს მოემოქმედა .
მით უმეტეს, არ მგონია მისთვის, როგორც ადამიანისთვის, მნიშვნელოვანი ყოფილიყო
ჟანა დარკის ვნებები (ფრანგი მაინც ყოფილიყო). მაგრამ ფაქტია , ამ ფილმმა ეკრანები
დაიპყრო. მე ჩემებურ ვარაუდს შემოგთავაზებ - შეიძლება, ბატონ თეოდორს უნდოდა,
რადიკალური პოზიცია გამოეხატა რაიმე (ნებისმიერი) თემის შესახებ ფილმით . ოღონდ ,
ვგულისხმობ ექსტრა-რადიკალურს, იმდენად რადიკალურს, რომ მხოლოდ ერთი ახსნა
ჰქონდეს ფილმის ნებისმიერ ეპიზოდს, კადრსა თუ მსახიობების სახეზე აღბეჭდილ
ნებისმიერ მიმიკას. რაღა დაგიმალო და ამდენად ცალმხრივი ფილმი არც მახსენდება ,
რომ ნანახი მქონდეს. ნუ, გასაგებია, რომ დრეიერი ძალიან ხშირად იყენებს რელიგიურ
მოტივებს და ჟანა დარკის ისტორია ამ თემატიკას ეხმიანება , მაგრამ მაინც მგონია , რომ
ასე უბრალოდ არ მიადგებოდა და ფილმს არ მიუძღვნიდა ამ ამბავს. ამ მხრივ ცოტა ამჭრა
ფილმმა „განკითხვის დღე“. ვერ მივხვდი, თავად ეთანხმებოდა თუ არა იმას, რაც ამ
ნამუშევარში ასახა. ანუ ის სასულიერო პირები, უფრო მეტიც, ის რელიგია , რომელიც
ხალხის კოცონზე დაწვას უშვებს, მისაღებია თუ არა მისთვის. ვერ მივხვდი, ამ ფილმში იგი
„ჯადოქრების“ მხარესაა თუ „ეკლესიის“. ერთი რამ კი ნამდვილად ფაქტია - მას არ
ადარდებდა ხალხის კრიტიკა. იმიტომ, რომ როდესაც იღებ კადრს, რომელშიც ჩანს
როგორ ჭრიან ადამიანის ვენას და იქიდან სისხლი მოჩქეფს, ან როგორ „ერთი ნახვით
შეუყვარდებათ“ ერთმანეთი დედინაცვალსა და გერს, შეუძლებელია არ მოელოდე
უამრავი ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებას. ჩემი აზრით, აქ საქმე ფილმის
რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენებასთან კი არა, პირადი რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენებასთან
გვაქვს. ამას კი დრეიერი აშკარად არ ერიდება. სწორედ ჩემ მიერ ნახსენები 1943 წლის
ფილმი არის ოიდიპური ტრაექტორიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება
ჩემთვის (მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში არ არის გადაღებული). გარდა ამისა, აქ
ვეხებით იმ პრობლემას, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ (დრეიერისთვის ) შეეხო ჩემი ,
ალბათ, უსაყვარლესი დრამატურგი, იბსენი. დრეიერს, ისევე, როგორც ამ უკანასკნელს
ბევრ პიესაში, ქალი უფრო ძლიერი სიყვარულის „ამტანად“ და „მატარებლად“ ყავს
გამოყვანილი, ვიდრე კაცი. ქალს იმდენად უყვარს გერი, რომ ქმარს კლავს მის გამო. კაცი
კი ნამდვილად არ არის მზად, დედინაცვლის გამო მამამისის სიყვარული ეჭვქვეშ
დააყენოს. ბებიამისის ბრალდების შემდეგ, რომ მამამისი სწორედ დედინაცვალმა
მოუკლა, იგი განუდგება „საყვარელ ქალს“ და ადანაშაულებს კიდეც მას. იგი არც კი აცდის
ბრალდებულს, თავდაცვითი სიტყვის თქმას. რაც შეეხება „სიტყვას“, პირველ რიგში ,
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რომ არ მცოდნოდა ამ ფილმის წარმოშობა,
უეჭველად რუსული მეგონებოდა. პერსონაჟები იმდენად გვანან რუსებს, გარდა ამისა ,
შინაარსული მომენტებიც ზოგი იმდენად რუსულია, რომ ძალიან გამაოცა ამ ფაქტმა .
დრეიერის სხვა ფილმებიც რომ არ მენახა, „სიტყვა“ მეგონებოდა სარკაზმის ზეიმი
კინოხელოვნებაში - მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი საკუთარი რელიგიური მრწამსის
გამო მეორეს უსურვებს რძლის სიკვდილს, მეორე ადამიანს ექიმის არ სჯერა და ლოცვა
ურჩევნია ყველანაირ მედიცინურ ჩარევას, მესამე საერთოდ მკვდრის გაცოცხლების
პირობას დებს და ამ დროს ადამიანი კვდება. მაგრამ, რა თქმა უნდა , ბოლოს იგი მართლა
აღდგება მკვდრეთით. ძალიან მარტივია ამ ფილმში „რომეო და ჯულიეტას“ ხაზის
არსებობა - მოქიშპე რელიგიის წარმომადგენელთა შვილებს ერთმანეთი შეუყვარდათ.
ასევე, მარტივია ნიცშეს გავლენის ამოკითხვაც მომენტში, როდესაც იოჰანესი ღმერთის
მოკვდინებაში ადანაშაულებს ადამიანებს მამამისის „თამადობით “. ამ ყველაფრის
მიუხედავად, დასასრული მაინც ორიგინალური იყო. ფილმის ბოლოს , როდესაც
მიცვალებული გაცოცხლდება, მას ქმარი ეუბნება, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებენ .
შესაძლოა, ეს იყო მინიშნება იმის თაობაზე, რომ სიცოცხლის დამთავრების შემდეგ ახალი
ცხოვრება იწყება. რიავიცი, ვნახოთ...

You might also like