You are on page 1of 40

მოლიერი ჟან ბატისტ

სასაცილო პრესიოზები

კომედია ერთ მოქმედებად.

წინასიტყვაობა.

უცნაურია, ღმერთმანი, შენი სურვილის მიუხედავად რომ გიბეჭდავენ ნაწარმოებს!


ჩემი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა, და შემიძლია ყველაფერი მოვითმინო, ასსეტ
რამეს კი ვერ ავიტან.
არ იფიქროთ, თითქოს მოკრძალებულ ავტორად მინდა მოგაჩვენოთ თავი და
სინდისის ქენჯნა მაიძულებდეს ამრეზით შევხედო საკუთარ კომედიას: ამით
ხელაღებით შეურაცხვყოფთი მთელ პარიზს, ბრალს დავდებდი, რაღაც სისულელეს
ტაში დაუკრა-მეთქი! ღაკი ამგვარი ნაწარმოების უმაღლესი მსაჯული მაყურებელია,
ჩემი მხრივ კადნიერება იქნებოდა პიესის გაქნინება; და თუნდაც ცუდი აზრისა
ვყოფილიყავი ჩემი სასაცილო პრესიოზების შესახებ სანამ მას სცენაზე
წარმოადგენდნენ, ახლა მაინც უნდა დავრწმუნდე, რომ იგი რაღაცად ღირს, რადგან
ამხელა ხალხმა ერთხმად მოიწონა. მაგრამ თუ კი მაყურებლის მიერ ამ პრესაში
აღმოჩენილი ღირსებების დიდი ნაწილი მსახიობთა ინტონაციასა და მიმიკას უნდა
უმადლოდეს, ჩემთვის მთვარი იყო, ეს სამკაულები არ მოკლებოდა პიესას. მე
ვთვლიდი, წარმატება, რაც ამ ნაწარმოებს ხვდა წარმოდგენის დროს, საკმარისია და
ამას უნდა დავჯერდე-მეთქი. იმეორებ, გადაწყვეტილი მქონდა ჩემი პიესა მხოლოდ
სანთლების შუქზე მეჩვენებინა, რათა საბაბი არ მიმეცა ვინმესთვის გაეხსენებინა
ცნობილი ანდაზა; არც ის მინდოდა, რომ ბურბონის თეატრიდან მას პალეს
გალერეაში გადაენაცვლა; და მაინც ვერ ავიცდინე ეს თავიდან; ჩემდა სამწუხაროდ,
პიესის ასლი გამომცემელთა ხელში დავინახე, თანაც ანაზდეულად მოპოვებული
პრივილეგიებით! მაოდ გავყვიროდი: ოო, დრონო! ო, ჩვეულებანო! აშკარად
მაგრძნობინეს, რომ ან ნება უნდა დამერთო დაებეჭდათ ჩემი პიესა, ან სასამართლოში
მეჩივლა, ხოლო მოგეხსენებათ__ ორ ჭირში ნაკლების ამორჩევა სჯობია! რაღა
დამრჩენია? ედს უნდა შევურიგდე და თანხმობა განვაცხადო ისეთ რამეზე, რასაც
ჩემი თანხმობის გარეშეც გააკეთებდნენ!
ღმერთო დიდებულო, რა ძნელია ჭიგნის გამოშვება! ა რა გამოუცდელია ავტორი,
როცა იგი პირველად იბეჭდება! ცოტაოდენი დრო მაინც რომ მოეცათ უკეთ
ვიზრუნებდი საკუთარ თავზე და ყოველგვარ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, რასაც
ბატონი ავტორები, ამჟამად ჩემი კოლეგები, ასეთ შემთხვევაში იჩენენ ხოლმე.
უპირველეს ყოვლისა, ჩემი ნაწარმოების მფარველად ავიყვანდი რომელიმე
წარჩინებულ პირს და შევეცდებოდი, ფერადოვანი მიძღვნით მომეგო მისი გული;
ამას გარდაშევადგენდი ლამაზ, ღრმააზროვან წინასიტყვაობას; მე იმდენი წიგნი
მაქვს, ყველას მოვიშველიებდი და ამოვკრეფდი ყველაფერს, რაც კი საჭირო იქნებოდა
იმისთვის, რათა მეცნიერული სტილით დამეწერა ტრაგედიისა და კომედიის შესახებ,
მათი სახელწოდების ეტიმოლოგიის, მათი წარმოშობისა, არსის შესახებს და ასე
შემდეგ. მე მოველაპარაკებოდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც უარს არ მეტყოდნენ და
ჩემს პიესას ფრანგული ან ლათინური ლექსით შეასხამდნენ ხოტბას; მე ისეთი
მეგობრებიც მყავს, ბერძნული ლექსითაც კი შემაქებდნენ; ხოლო ყველასათვის
ცნობილია, რა ძალა აქვსწიგნის თავში ბერძნულ ენაზე დაწერილ ხოტბას! მაგრამ ჩემს
ნაწარმოებს ისე აქვეყნებენ, საშუალებას არ მაძლევენ გონება მოვიკრიბო. ის კი არა,
უფლება არა მაქვს ორი სიტყვა მაინც ვთქვა იმის შესახებ თუ რატომ ავირჩიე სწორე
დეს სიუჟეტი ჩემი კომედიისთვის. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ იგი წესიერი და
ნებადართული სატირის ჩარჩოებს არ სცილდება; რომ დიდად სანაქებო
საქციელსაცკი ელის საშიშროება უხეირო მიმბაძველებისგან, რომლებიც თავად
იმსახურებენ დაცინვას; რომ თვითსრულყოფილი ამბის ეს მანკიერი მიბაძვა ყველა
დროში იძლეოდა მასალას კომედიის დასაწერად, და რომ ამავე მიზეზით ჭესმარიტი
მეცნიერნი და ჭესმარიტი ვაჟკაცები ერთხელაც არ განაწყენებულან კომედიაში
გამოყვანილი დოქტორისა და კაპიტნის ნახვისას, ისევე როგორც მოსამართლეებს,
უფლისწულებსა და მეფეებს სეურაწყოფილად არ უგრძვნიათ ტავი, როცა
ტრიველინი ან სხვა მსახიობი სასაცილოდ წარმოადგენდნენ სცენაზე მოსამართლეს,
უფლისწულს თუ მეფეს. ზუსტად ასევე, ნამდვილი პრესიოზები სეცდებიან თუ
განაწყენდებიან, როცა მატი სასაცილო და უხეირო მიმბაძველების განქიქებას ნახავენ.
მაგრამ როგორც ვთქვი, ამოსუნტქვის საშუალებას არ მაზლევენ და ბატონი დე
ლუინი დაუყოვნებლივ აპირებს ყდაში ცემს ცასმას! დაე, იყოს, რაკი ღმერთმა ასე
ინება!

მმოქმედი პირნი.
ლ ა ნ გ რ ა ჟ ი.
დ ი უ კ რ უ ა ზ ი დაწუნებული თაყვანისმცემლები.
გ ო რ ჟ ი ბ უ ს ი, ბურჟუა.
მ ა დ ლ ო ნ ი, გორჟიბუსის ქალიშვილი.
კ ა ტ ო, გორჟიბუსის ძმისწული სასაცილო პრესიოზები.
მ ა რ ო ტ ი, პრესიოზების მოახლე.
ა ლ მ ა ნ ზ ო რ ი, პრესიოზების მსახური.
მ ა რ კ ი ზ დ ე ჟ ო დ ლ ე, ლა გრანჟის მსახური.
ვ ი კ ო ნ ტ დე ჟ ო დ ლ ე, დიუ კრუაზის მსახური.
ორი მეტახტრევნე.
ორი მეზობელი ქალი.
მევიოლინეები.

მოქმედება ხდება პარიზში, გორჟიბუსის სახლში.


გამოსვლა პირველი.
ლა გრანჟი, დიუ კრუაზი.
დიუ კრუაზი.
ბატონო ლა გრანჟ...

ლა გრანჟი.
გისმენთ!

დიუ კრუაზი.
ერთი შემომხედეთ, ოღონთ არ გაგეცინოთ!

ლა გრანჟი.
რა მოხდა?

დიუ კრუაზი.
ჩვენს სტუმრობაზე რას იტყვით? Kმაყოფილი ხართ?

ლა გრანჯი.
თქვენ როგორღა ფიქრობთ, ან მე, შეიძლება კმაყოფილი ვიყოთ?

დიუ კრუაზი.
გულრწფელად თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, არა.

ლა გრანჟი.
პირადად მე გამოგიტყდებით, აღშფოთებული ვარ. წარმოგიდგენიათ? ორი
პროვინციელი გომბიო რამდენს იმანჭებოდა, რა მედიდურად ექცეოდა ჩვენისთანა
წესიერ ხალხს! ძლივს იკადრეს და სკამები შემოგვთავაზეს! გაუთავებლად
ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, ამთქნარებდნენ, თვალებს იფშვეტდნენ, წამდაუწუმ
კითხულობდნენ, რომელი საათიაო. ჩვენს ყოველ შეკითხვაზე ხომ ჰო და არას მეტი
სიტყვა არ გამოიმეტეს! ალბათ დამეთანხმებით, სულ უკანასკნელი ვიგინდარა რომ
ვყოფილიყავით,ამაზე ცუდად არავინ მოგვებყრობოდა!

დიუ კრუაზი.
კარგით ერთი! ნუთუ გულთან ასე ახლოს მიიტანეთ მათი საქციელი?

ლა გრანჟი.
რასაკვირველია. შხვაგვარად არც შემეძლო. ის კი არა, მანამ ვერ მოვისვენებ, სანამ
ორთავეს სამაგიეროს არ მივუზღვავ ამ თავხედობისთვის. მე კარგად მესმის, ასე
რატომ აგვითვალისწუნეს. პრესიოზულობამ მარტო პარიზი კი არ მოწამლა,
პროვინციებსაც მოედო და ეტყობა, ეს ქარაფშუტებიც წამოეგნენ ანკესზე. ერთი
სიტყვით, ამ ქალბატონების მანჭიობისა და კეკლუცობას ზღვარი არა აქვს. ახლა კი
ვხვდები, რითი მივაღწევდით მათ კეთილგანწყობას! არა უშავს, მალე მიხვდებიან რა
ბრიყვებიც ბრძანდებიან და ხალხის გარჩევასაც ისწავლიან!

დიუ კრუაზი.
მაინც რას აპირებ?

ლა გრანჟი.
ერთი მსახური მყავს, მასკარილი: გონებამახვილი კაცის სახელი აქვს გავარდნილი.
თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ჩვენს დროში მახვილსიტყვაობით სახელის მოხვეჭაზე
ადვილი არაფერია. ჰოდა, ამ ყურუმსაღს თავისი თავი წარჩინებულ კაცად
წარმოუდგენია, დარწმუნებულია, რომ დახვეწილი მანერები აქვს, ლექსებს ჯღაბნის
და სხვა მსახურებს ისეთი ამრეზით ექცევა, ბრიყვებსაც კი ეძახის.

დიუ კრუაზი.
მერე, მერე?

ლა გრანჟი.
რა განვიზრახე? მინდა... თუმცა არა, ჯერ აქედეან წავიდეთ!

გამოსვლა მეორე.
გორჟიბუსი, დიუ კრუაზი, ლა გრანჟი.

გორჟიბუსი.
აბა, როგორაა საქმე? ჩემი ქალიშვილი და ძმისწული თუ ნახეთ? ღოგორ ჩაიარა
თქვენმა სტუმრობამ?

ლა გრანჟი.
სჯობს მათ დაეკითხოთ. ჩვენზე უკეთ ისინი მოგახსენებენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია,
მადლობა გადაგიხადოთ იმ პატივისთვის, თქვენ რომ დაგვდეთ და გთხოვთ, თქვენს
ერთგულ მსახურებად გვიგულოთ!

დიუ კრუაზი.
გვიგულეთ თქვენს ერთგულ მსახურებად!

გორჯიბუსი (თავისთვის).
ეჰეი! ეტყობა უკმაყოფილონი მიდიან. ნეტა რა უნდა იყოს მიზეზი? ერთი გავიგოთ
რა მოხდა! ჰეი!

გამოსვლა მესამე.
გორჟიბუსი, მაროტი.

მაროტი.
რა გნებავთ ბატონო?

გორჟიბუსი.
ქალბატონები სად არიან?

მაროტი.
თავიანთ ოთახში.

გორჟიბუსი.
რას აკეთებენ?

მაროტი.
პომადეს.

გორჯიბუსი.
ეყობათ ამდენი ჩაპომადება! უთხარით, აქ მობრძანდნენ!
(თავისთვის).
ამ მეტიჩრებს თავიანთი პომადით, ჩანს, ჩემი გაკოტრება განუზრახავთ. შადაც
გავიხედავ, კვერცხის ცილა, ნუშის რძე და რა ვიცი რა ჯანდაბა აღარა ყრია. რაც აქა
ვართ, თორმეტ ღორს მაინც ააცალა ქონი, ხოლო იმდენი ცხვრის ფეხიმოხარშეს, ოთხ
მსახურს თავისუფლად ეყოფოდა საჭმელად.

გამოსვლა მეოთხე.
მადლონი, კატო, გორჟიბუსი.

გორჟიბუსი.
ყური მიგდეთ, ღირს კი თქვენი ცხვირ-პირის გასაგლესად ამდენი ხარჯის გაღება?
ერთი მითხარით, რა უყავით იმ ბატონებს, ასე ცივად რომ გავიდნენ ჩვენი სახლიდან?
აკი გიბრძანეთ, თავაზიანად მოექეცით, განზრახული მაქვს მათ მიგათხოვოთ-თქო?
მადლონი.
განა იქნებოდა, მამაჩემო, თავაზიანად მიგვეღო ისეთი მამაკაცები, წესიერად მოქცევა
რომ არ იციან?!

კატო.
ოჰ, ბიძაჩემო ნუთუ რომელიმე გონიერი ქალიშვილი შეეგუებოდა მათ ულამაზო
მიხვრა-მოხვრას?

გორჟიბუსი.
მაინც რა არ მოგეწონათ?

მადლონი.
განა მათი საქციელი მოსაწონი იყო? მაშინვე ქორწინებაზე ჩამოაგდეს სიტყვა.

გორჟიბუსი.
მაშ, რა გნებავთ? მრუშობა უნდა დაეწყოთ? განა ამით არ დაამტკიცეს რომ თქვენცა
და მეცპატივისცემით გვეპყრობიან? ამაზე წესიერ საქციელს როგორღა ითხოვთ? ღაკი
მაშინვე წმიდათაწმიდა კავშირი შემოგთავაზეს, ჩანს, პატიოსანი განზრახვა ჰქონიათ.

მადლონი.
ოჰ, მამაჩემო, რასაც თქვენ ამბობთ წმინდა წყლის მეშჩანობაა და მეტი არაფერი.
თქვენს მაგივრად მე მრცხვენია, დროა ისწავლოთ ამბების ლამაზად გადმომღერება!

გორჟიბუსი.
თქვენი გადმომღერებისა და გადმოგალობებისა მე არაფერი გამეგება. გეუბნები,
ქორწინება წმინდა და დაკანონებული საქმეა და თუკი მაშინვე ხელსა გთხოვენ,
ეტყობა, წესიერი კაცები ყოფილან.

მადლონი.
ღმერთო ჩემო, ყველა რომ თქვენ გგავდეთ, რომანი ხომ ერთბაშად დამთავრდებოდა!
წარმომიდგენია, რა იქნებოდა, სირიუსს მაშინვე რომ შეერთო მანდანი, ხოლო არონს
კლელიაზე მეყსეულად დაეწერა ჯვარი!

გორჟებუსი.
რაებს ჩმახავს ეს გოგო?!

მადლონი.
მამაჩემო, ჩემი ბიძაშვილი კვერს დამიკრავს თუ ვიტყვი, რომ ქორწინება სხვადასხვა
სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ უნდა მოხდეს. თუ მიჯნურს სურს თავი
მოგაწონოს, ჯერ ამაღლებული გრზნობების გამოხატვა უნდა შეეძლოს,
ტაფლივითდადნეს,ნაზად მოგექცეს, უნდა იყოს ტვინიერი, ვნებიანი, უნდა დაიცვას
დადგენილი წესები: ქალი, რომელიც მას შეუყვარდება, პირველად ტაძარში ან
სასეირნო ადგილას უნდა ნახოს, ან სულაც რომელიმე ნათესავმა ან მეგობარმა უნდა
მიიყვანოს მასთან შემთხვევით და მისი სახლიდან მეოცნებე და კაეშნიანი უნდა
წავიდეს. ერთხანს იგი უმალავს თავის სიყვარულს სატრფოს, მიუხედავად ამისა,
მასთან სიარულს მოუხშირებს და როგორც კი დროს იხელთებს,
სასიყვარულოთემაზე გაუბამს მასლაათს, რაც გონებამახვილობის კარგი სავარჯიშოა.
დგება სიყვარულის ახსნის დღე: ჩვეულებრივ ეს ხდება ბაღის განმარტოებულ
ხეივანში, საზოგადოებისგან მოშორებით. Aმ აღიარებამ აღშფოთება უნდა
გამოიწვიოს ქალში და სახეზე ცეცხლი წაეკიდოს; მიჯნური ცოტა ხნით ქალიუს
თვალს მოეფარება, მერე მაინც ახერხებს მის დამშვიდებას, ნელ-ნელა შეაჩვევს
ვნებიან სიტყვებს და ბოლოს, როგორც იქნება, დასტყუებს ესოდენ მძიმე აღსარებას.
აი, სწორედ აქედან იწყება სასიყვარულო თავგადასავლები: მეტოქეების შეხლა
შემოხლა, მამების დევნა, ამაო ეჭვიანობა, საყვედურები, სასოწარკვეთა, ბოლოს
მოტაცება და ყოველივე ის, რაც მას მოჰყვება. აი, ასე უნდა მოიქცეს ზრდილი
მამაკაცი, ასეთია არშიყობის წესები, რისი დაცვაც სავალდებულოა ყოველი
გალანტური მიჯნურისთვის. ჰოდა, პირველ შეხვედრისთანავე ქორწინებეზე სიტყვის
ჩამოგდება, ე.ი. რომანის ბოლოდან დაწყება, რა საკადრისია? ერთსაც დავუმატებ,
მამაჩემო, ამგვარისაქციელი საზიზღრად ვაჭრუკანულია; ამის გაფიქრებაზე ლამის
გულიშემიღონდეს.

გორჟიბუსი.
ეს რა ჯოჯოხეთური სიტყვები მესმის?! მართლაც რომ მაღალფარდოვანი სტილია!

კატო.
ჩემი ბიძაშვილი სრულ ჭეშმარიტებას მოგახსენებთ. შეგვეძლოგანა, კარგად მიგვეღო
ხალხი, გალანტობისა არაფერი რომ არ გაეგება?! გინდათ დაგენაძლავებით,
იმუგუნერებს თვალით არ უნახავთ ქალაქ ს ი ნ ზ ი ს რუკა და რომ სოფლები: ს ა ს ი ყ
ვ ა რ უ ლ ო ბ ა რ ა თ ე ბ ი, თ ა ვ ა ზ ი ა ნ ი წ ე რ ი ლ ე ბ ი, ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა და ლ ა მ ა
ზ ი ლ ე ქ ს ე ბ ი უცნობი მ ი წ ე ბ ი ა მათთვის!ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ
ჩაცმულობითაც კი ამჟღავნებენ თავიანთ უვიცობას და რომ არც ერთ მათგანს
სანდომიანი იერი არა აქვს? როგორ შეიძლება მამაკაცი პაემანზე მოვიდეს მოურთავი
წვივებითუბუმბულოქუდით. უპარკოდ და სამოსით, ერთი-ორი ბაფთა რომ აბია?
ღმერთო ჩემო,ერთი ამ მიჯნურებს დამიხედეთ! ეს რა მშრალი საუბარი მოისმინეს
ჩემმა ყურებმა! არა, ამის ატანა როგორ იქნება! მე ისიც შევანჩნიე, რომ მათი
ჯორჯალი უხეირო მკერავის ნახელავი გახლდათ, ხოლო შარვალი ნახევარი
არშინითმაინც იყო იმაზე ვიწრო,ვიდრე ამას მოდა მოითხოვს.

გორჟიბუსა.
ნამდვილად გაგიჟდა ორივე. მათი ნააბდაუბდევისა არაფერი მესმის. ყური მიგდეთ
კატო, მადლონ...

მადლონი.
ოჰ, თუ შეიძლება, მამაჩემო, დაივიწყეთ ეს უცნაური სახელები და სხვანაირად
დაგვიძახეთ!
გორჟიბუსი.
უცნაური სახელებიო?! ეს ხომ თქვენი ნათლობის სახელებია?

მადლონი.
ღმერთო! რა უხეში ხართ! პირადად მე მიჭირს დაჯერება, რომ თქვენისთანა კაცს
ასეთი განათლებული ქალიშვილი ჰყავდეს! განა დახვეწილი სტილით საუბრისას
შეიძლება ახსენოთ კატო და მადლენი?! უნდა დამეთანხმოთ, რომ ერთი ასეთი
სახელიც და კმარა იმისთვის, თვით უფაქიზესი რომანი უხამსი გახდეს.

კატო.
მართლაც ბიძაჩემო, ნაზი ყური საშინლად იტანჯება ამ სახელების მკვეთრი
ბგერებისაგან. სამაგიეროდ, ჩემი ბიძაშვილის მიერ არჩეული სახელი ჰ ო ლ ი ქ ს ე ნ ე
და ჩემი სახელი ა მ ე ნ დ ი კეთილხმოვნებით გამოირჩევა, რასაც ალბათ ვერც თქვენ
უარყობთ!

გორჟიბუსი.
ყური მიგდეთ! უკანასკნელად გაფრთხილებთ: ნათლიების მიერ შერქმეული
სახელების გარდა არავითარი სხვა სახელი არ გავიგონო! რაც შეეხება თქვენს
სანახავად მოსულ ახალგაზრდებს, მე ვიცნობ მათ ოჯახებს და ვიცი როგორი
შეძლებულებიც არიან. გიბრძანებთ, საქმროებად იგულოდ. მე უკვე მომბეზრდა
თქვენზე ზრუნვა: ორი მოწიფული ქალის მწყემსვა მეტისმეტად მძიმე ტვირთია ჩემი
ხნის კაცისთვის.

კატო.
მე, ჩემდათავად, ბიძაჩემო, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ქორწინება შეურაცხმყოფელ
ამად მიმაჩნია. ვერასგზით ვერ შევეჩვევი ფიქრსაც კი, რომ თითქმის ტიტველ
მამაკაცს გვერდით მივუწვე!

მადლონი.
ცოტა მაინც დაგვაცადეთ, გვინდა ერთხანს ვისუნთქოთ პარიზის მაღალი
საზოგადოების ჰაერით. ჩვენ ხომ დიდი ხანი არ არის, რაც აქა ვართ? მოგვეცით
საშუალება ჩვენს ნებაზე მოვქსოვოთ რომანის ქარგა და კვანძის კვანძის გახსნას ნუ
გვაძალებთ.

გორჟიბუსი(განზე).
არა, ნამდვილად შეიშალნენ! (ხმამაღლა) გიმეორებთ, გეყოფათ ამდენი აბდაუბდა
ლაპარაკი! თქვენი ყბედობისა მე არაფერი გამეგება. ჯერჯერობით ამ სახლის
უფროსი მე ვარ; ჰოდა, ამ კამათს რომ ბოლო მოვუღო, გეუბნებით, უახლოეს ხანში ან
გათხოვდებით, ანდა, ეშმაკსაც წავუღივარ, თუ მონასტერში არ გამოგამწყვდიოთ. ეს
მე დამიფიცია!
გამოსვლა მეხუთე.
კატო, მადლენი.

კატო.
ღმერთო დიდებულო! მამაშენს, ჩემო ძვირფასო, სული მატერიაში აქვს ჩაძირული!
რა გონებაჩლუნგია! მის სულში ნამდვილი წყვდიადი სუფევს.

მადლონი.
რა ვქნა, საყვარელო! მუდამ ასე მარცხვენს. მიჭირს დავიჯერო, რომ მისი შვილი ვარ.
ასე მგონია, ერთ მშვენიერ დღეს ბედნიერი შემთხვევა ჩემი ბრწყინვალე წარმოშობის
საიდუმლოებას გამოააშკარავებს მეთქი!

კატო.
დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. აი, მეც, როცა ჩემს
თავს ვაკვირდები...

გამოსვლა მეექვსე.
მაროტი, კატო, მადლონი.

მაროტი.
ვიღაც მსახური მოვიდა და კითხულობს, შინ თუ ბრძანდებიანო. ამბობს, ჩემს
პატრონს სურს მათი ნახვაო.

მადლონი.
ისწავლე, ბრიყვო, წესიერი ლაპარაკი. ასე უნდა თქვა: მაცნე მოვიდა და კითხულობს,
ჩემი ბატონი თქვენი ქალბატონების ხილვის ნებართვას თხოულობსო.

მაროტი.
კარგით ერთი! თქვენი ლათინურისა არაფერი გამეგება. ესეც არ იყოს, თქვენსავით აი,
რა ჰქვია იმას ჰო დიდ სირიუსში ფილოფოფია არ მისწავლია.

მადლონი.
თავხედი! არა, ამ ბრიყვის ატანა შეუძლებელია! მაინც ვინ არის იმ მსახურის ბატონი?

მაროტი.
მითხრა, მარკიზი დე მასკარილიაო.
მადლონი.
ო, საყვარელო, მარკიზი! მარკიზი! მარკიზი! წადი, უთხარი, შეუძლია მობრძანდეს-
თქო! უეჭველად რომელიმე მახვილგონიერი იქნება! ალბათ ყური მოჰკრა ჩვენზე
ლაოარაკს და...

კატო.
რასაკვირველია, ძვირფასო.

მადლონი.
სჯობს ამ დარბაზში მივიღოთ, ვიდრე ჩვენს ოთახში. ჭამო, თმა მაინც შევისწოროთ
და რაც მთავარია, ღირსება არ შევიბღალოთ. სწრაფად მოგვიტანე მოხდენილობის
მრჩეველი.

მაროტი.
ღმერთმაშემაჩვენოს, თუ ვიცოდეეს რაღა ჯანდაბაა! თუ გინდათ მივხვდე,
ქრისტიანულად მელაპარაკეთ.

კატო.
სარკე მოგვიტანე, შე უგუნურო! და ერთი შენი სახის გამოსახულებით მინა არ
გააჭუჭყიანო!
(გადიან).

გამოსვლა მესვიდე.
მასკარილი, ორი მეტახტრევნე.
მასკარილი.
ეჰეი, მეტახტრევნეო! ვაი! ვაი! ეს ოხრები იმდენს მახეთქებენ კედლებსა და
ქვაფენილზე, ეტყობათ, ნეკნებს ჩამამტვრევენ!

I მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე.
რა ვქნათ, კარია ვიწრო. აკი გვიბრძანეთ, შიგ სახლში შემიყვანეთო!

მასკარილი.
აბა რა! ულმობელ წვიმას ხო მარ შევწირავდი ჩემს ფუშფუშა ბუმბულს? ანდა
ტალახზე ხო მარ დავტოვებდი ფეხსაცმლის ნაკვალევს?! წადით, არამზადებო,
მომაშორეთ აქედან თქვენი ტახტრევანი!

II მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე.
ჯერ ფული გადაგვიხადეთ, ბატონო!
მასკარალი.
რაო?

II მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე.
გეუბნებით, ბატონო, ტარების ქირა გადაგვიხადეთ-მეთქი!

მასკარალი(სილას გააწნავს).
აი, შე გაიძვერა, შენა! ჩემისთანა ღირსეულ კაცს ფულის თხოვნას როგორ უბედავ?

II მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე.
განა ასე უხდით გასამრჯელოს საწყალ ხალხს? როგორ გგონიათ, თქვენი ღირსება
ამოგვივსებს კუჭს?

მასკარალი.
აბა, აბა! მე თქვენ გასწავლით ჭკუას! კიდეც რომ ბედავენ და მეხუმრებიან!

I მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე (ტახტრევნის ჯოხს სტაცებს ხელს).


აბა, სწრაფად გადაიხადეთ ფული!

მასკარალი.
რაო?

I მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე.
რა და, ახლავე მოგვეცით ფული.

მასკარალი.
აი, ეს უკვე გონივრული ლაპარაკია!

I მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე.
სწრაფად- მეთქი!
მასკარალი.
კეთილი! კეთილი! აი, შენ უკეთ უბნობ! სამაგიეროდ, , ის გაიძვერა ზედმეთს
როტავს... აჰა, დაიჭი, ხომ კმარა?

I მ ე ტ ა ხ ტ რ ე ვ ნ ე.
არა, არ კმარა. თქვენ სილა გაარტყით ჩემს ამხანაგს და...
(ჯოხს ასწევს).

მასკარალი.
ნელა! ნელა! აჰა, სილის გარტყმისთვისაც აიღე. ტკბილლი სიტყვით ყველაფერს
მიაღწევთ ჩემთან. ახლა წადით და მალე დაბრუნდით, საღამოს ლუვრში უნდა
მიმიყვანოთ.

გამოსვლა მერვე.
მასკარილი, მაროტი.

მაროტი.
ჩემი ქალბატონები ახლავე მობრძანდებიან, ბატონო!

მასკარილი.
ნუ იჩქარებენ. მშვენივრად მოვეწყვე აქ და ლოდინი არ მეზარება.

მაროტი.
აგერ ისინიც!
გამოსვლა მეცხრე.
მადლონი, კატო, მასკარილი, ალმანზორი.

მასკარილი(მიესალმება).
ქალბატონებო, ალბათ გაგიკვირდებათ ასეთი სითამამე რომ გამოვიჩინე და
გეახელით. მაგრამ ამ კადნიერებას შორის გავარდნილ თქვენს სახელს უნდა
უმადლოდეთ. მაღალ ღირსებას ისეთი მიმზიდველი ძალა აქვს ჩემთვის,
ფარვანასავით მუდამ უკან დავდევ.

მადლონი.
თუკი ღირსებას დაეძებთ, ჩვენს სამფლობელოში ვერ იპოვით!

მასკარილი.
ოჰ, ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ. თქვენზე დარხეულ ხმას ჭეშმარიტებისთვის არ
უღალატნია, სამართლიანად აღუნიშნავს თქვენი ღირსება. ამიერიდან ყველაფერი,
რაც კი პარიზში გალანტურად მიაჩნიათ, თქვენ დარჩდილეთ!

მადლინი.
საშინლად კეთილი ბრძანებულხართ და გულუხვად გვავსებთ ქატინაურებით,
სწორედ ამიტომაც არ ძალგვიძს არც მე და არც ჩემს ბიძაშვილს მივითვალოთ ამ
ხოტბა- დიდების სიტკბოება.

კატო.
ძვირფასო, სავარძლები ხომ არ შეგვეთავაზებინა?

მადლონი.
ეი, ალმანზორ!

ალმანზორი.
გისმენთ, ქალბატონო!

მადლონი.
სწრაფად მოაგორეთ საუბრის მოწყობილობა!
(ალმანზორი გადის და სავარძლები მოაქვს.).

მასკარილი.
ეს მაინც მითხარით, შემიძლია თუ არა მშვიდად ვიყო?

კატო.
რისი გეშინიათ?

მასკარელი.
მეშინია გული არ მომტაცონ, დამოუკიდებლობა არ წამართვან!
მე აქ ორი წყვილ თვალს ვხედავ. ამ პირწავარდნილ ყაჩაღებს შეუძლიათ
თავისუფლების ხელყოფა, შეუძლიათ ულმობლად მოექცნენ მამაკაცის გულს!
დალახვროს ეშმაკმა! საკმარისია მიუახლოვდე, მაშინვე მუქარით აღიმართებიან შენს
წინაშე! ოო, ღმერთმანი, ძალიან მეშინია მათი! ან ახლავე უნდა მოვკურცხლო აქედან,
ან თავდებობა უნდა მოვითხოვო, რომ არაფერს მავნებენ.

მადლონი.
საყვარელო, რა მხიარული ბუნება ჰქონია!

კატო.
დამდვილი ამილკარია!

მადლონი.
ნურაფრის გეშინიათ: ჩვენს თვალებს ცუდი განზრახვა სულაც არა აქვთ. თქვენს
გულს შეუძლია მათ პატიოსნებას ენდოს და მშვიდად იყოს!

კატო.
ღვთის გულისთვის, ბატონო, უმლობლობას ნუ იჩენთ ამ სავარძლების მიმართ; უკვე
საათის მეოთხედია თქვენსკენ იწვდიან მკლავებს: დაუკმაყოფილეთ სურვილი, რომ
გულში ჩაგიკრან!

მასკარილი (თმას ივარცხნის, სამუხლეს ისწორებს).


აბა, ქალბატონებო, პარიზზე რას იტყვიტ?

მადლონი.
ეჰ, რა უნდა ვთქვათ? გონიერების ანტიპოდი უნდა იყო, თუ არ აღიარებ, რომ პარიზი
ათასი საოცრების წყაროა, კარგი გემოვნების, გონებამახვილობისა და სიფაქიზის
ცენტრია!

მასკარილი.
ჩემი აზრით, პარიზის გარეთ საშველი არ ექნებოდა პატიოსან კაცს.

კატო.
უდაო ჭეშმარიტებაა.

მასკარილი.
ცოტა არ იყოს, ქუჩები კი არის ტალახიანი, მაგრამ ტახტრევანი გვიშველის.

მადლონი.
მართალია. ტრახტრევანი დიდებული თავშესაფარია ტალახისა და უამინდობის
ხელყოფის დროს.

მასკარილი.
ალბათ, მნახველებს ვერ აუდიხართ, არა? რომელი მახვილგონიერია თქვენი ხშირი
სტუმარი?

მადლონი.
ვაი რომ, ჯერჯერობით არავინ გვიცნობს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, წარმატება წინ
გაქვს. ერთი მეგობარი ქალი შეგვპირდა რჩეულ ნაწარმოებთა კრებულის ავტორებს
გაგაცნობთო.
კატო.
სხვების მოყვანასაც დაგვპირდნენ, უმაღლეს მსაჯულებს რომ წარმოადგენენ
დახვეწილობის დარგში.

მასკარილი.
ამ საქმეში სხვაზე უფრო მე გამოგადგებით. მაგ მსაჯულთა უმრავლესობა ჩემი ხშირი
სტუმარია; უნდა გამოგიტყდეთ, დილით ჯერ ამდგარიც არა ვარ, ექვსიოდე
მახვილგონიერი უკვე ჩემთანაა.

მადლონი.
ოო, ბატონო, ჩვენს მადლიერებას საზღვარი არ ექნება, თუკი ასეთ თავაზიანობას
გამოიჩენთ; მაღალ საზოგადოებაში მოსახვედრად აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ
ამ ხალხს. სწორედ ისინი უქმნიან სახელს ყველას; კარგად მოგეხსენებათ, ზოგჯერ
საკმარისია ერთ-ერთი ამ მსაჯულის ნაცნობობა, რათა მაშინვე ყოვლისმცოდნის
სახელი გაუვარდეს ქალს, თუნდაც ამისთვის არავითარი ღირსება არ გააჩნდეს.
პირადად მე დიდად ვაფასებ მახვილგონიერებთან ნაცნობობას., რადგან ბევრ ისეთ
რამეს სწავლობ მათგან, რაც გონებამახვილობის არსს წარმოადგენს. ისინი
ყოველდღიურად გაცნობობენ მაღალი საზოგადოების ამბებს, გაზიარებენ პროზასა
და პოეზიას. ზუსტად იცი: მავანმა და მავანმა მსოფლიოში საუკეთესო პიესა დაწერა
ამა თუ იმ სიუჟეტზე; მავანმა სიტყვები შეთხზა ამა და ამ მელოდიაზე; მავანს
მადრიგალი შეუქმნია სიყვარულზე; მავენს სტანსი შეუთხზავს ვიღაცის ღალატზე; ამ
კაცმა გუშინ საღამოს ექვსრტოფიანი ლექსი მიუძღვნა ქალიშვილს, რომელმაც არ
დააყოვნა და დილის რვა საათზე პასუხი გაუგზავნა; ერთმა მწერალმა ახალი
ნაწარმოების ქარგა მოხაზა, მეორე-რომანის მესამე ნაწილის დამთავრებას შეუდგა,
მესამე კი უკვე აბეჭვდინებს თავის ნაწარმოებს. ასეთი ამბების ცოდნა სახელს გიხვეჭს
საზოგადოებაში. ჩემი აზრით, ადამიანის გონება ჩალადაც არ ღირს, თუკი ამდაგვარი
რამეებისა არ გაეგება.

კატო.
მართლაცდა, თუკი ადამიანს ჭკვიან კაცად მოაქვს თავი, მაგრამ პარიზში
ყოველდღიურად შეთხზული ოთხტაეპიანი ლექსები ზეპირად არ იცის, მე მიმაჩნია,
რომ იგი ყბად აღების ღირსია! ჩემთვის რომ ეკითხათ, თუ გინახავთო ისეთი რამ, რაც
ნახული არ მექნებოდა, ალბათ სირცხვილით დავიწვებოდი!
მასკარილი.
მართალი ბრძანდებით! სამარცხვინოა არ ეკუთვნოდე იმათ რიცხვს, ვინც პირველი
იგებს ამ ყველაფერს. მაგრამ ნუ წუხართ: მე თქვენს სახლში დავაარსებ
მახვილგონიერთა აკადემიას და გპირდებით, ერთი უბრალო ლექსი ის ეარ
დაიწერება პარიზში, სხვაზე ადრე თქვენ რომ არ გეცოდინოთ ზეპირად. სხვათა
შორის, მეც ამ დარგში ვმოღვაწეობ. სულ მალე მოისმენთ რა დიდი წარმატებით
ასრულებენ პარიზის საუკეთესო ალკოვებთან ჩემს მიერ შეთხზულ ორასიოდე
სიმღერას, ამდენსავე სონეტს, ოთხას ეპიგრამას და ათასზე მეთ მადრიგალს! მე არას
ვამბობ გამოცანებსა და პოეტურ პოტრეტებზე!

მადლონი.
გამოგიტყდებით, გაგიჟებით მიყვარს პოეტური პორტრეტები. ღა უნდა იყოს ამაზე
გალანტური?

მასკარილი.
პორტრეტების წერა ყველაზე ძნელია, იგი ღრმა გონებას მოითხოვს; დარწმუნებული
ვარ, როცა ჩემი წეირს მანერას გაეცნობით, მოგეწონებათ.

კატო.
მე კი გამოცანები მიყვარს საშინლად!

მასკარილი.
გამოცანა გონებას ავარჯიშებს. ჯერ კიდევ ამ დილით ოთხი გამოცანა შევადგინე და
მინდა თქვენ მოგართვათ გამოსაცნობად.

მადლონი.
მოხდენილად დაწერილი მადრიგალიც არაა ურიგო!

მასკარილი.
მთელი ჩემი ნიჭი სწორედ მადრიგალებში ვლინდება: ამჟამად ბევრს ვმუშაობ, რომის
მთელი ისტორია მადრიგალებით მინდა გადმოვცე.

მადლონი.
ოჰ, რა შესანიშნავი იქნება! თუ თქვენიო ნაწარმოებიდაიბეჭდება, ერთი ცალი
ჩემთვისაც დატოვეთ!

მასკარილი.
გპირდებით: თითოეული თქვენგანი კარგ ყდაში ჩასმულ თითო წიგნს მიიღებს.
ჭიგნის დაბეჭდვა აბა რა საკადრისია ჩემი მდგომარეობის კაცისთვის, მაგრამ ამას
მხოლოდ წიგნის გამომცემლებისთვის ვაკეთებ. პირდაპირ გასაქანს არ მაძლევენ, მეც
ხათრს ვერ ვუტეხ, დაე, ხელი მოითბონ!

მადლონი.
წარმომიდგენია, რა სასიამოვნო გრძნობაა, როცა საკუთარ ნაწარმოებს დაბეჭდილს
ხედავ!

მასკარილი.
რა თქმა უნდა! სხვათა შორის, მინდა ერთი ექსპრომტი წაგიკითხოთ, გუშინ ჩემს
მეგობართან, ჰერცოგის მეუღლესთან შევთხზი. უნდა მოგახსენოთ, ექსპრომტების
წერაში ქაჯივით ძლიერი გახლავართ.

კატო.
სწორედ ექსპრომტია გონების სასინჯი ქვა!

მასკარილი.
მაშ, ყური მიგდეთ!

მადლონი.
სმენად ვართ ქცეული!

მასკარილი.
ვაი, ვაი, ე როგორი მომივიდა იაღლიში:
უშიშრად და უდრტვინველად შეგციცინებდი თვალებში!
მაგრამ, ვაგლახ, მაგ თვალებმაწარიტაცეს ჩემი გული!
ოჰ, ოჰ! ქურდები! ქურდები! ქურდები! ქურდები!

კატო.
ღმერთო ჩემო, დახვეწილობის მწვერვალია სწორედ!

მასკარილი.
ყველა ჩემი ნაწარმოები ბუნებრიობით გამოირჩევა,არსად არ იგრძნობა
პედანტურობა.

მადლონი.
პედანტობისგან ორი ათასი ლიეთია დაშორებული!

მასკარილი.
შეამჩნიეთ, როგორ იწყება პირველი სტრიქონი?
ვაი, ვაი! ორიგინალურია არა? ვაი, ვაი! ადამიანი თითქოს ერთბაშად მოვიდაო
გონს... ოჰ! ოჰ! გაოცების შეძახილია: ოჰ!, ოჰ!

მადლონი.
დიახ, ეს ოჰ! ოჰ! მართლაც დიდებულია!

მასკარილი.
ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო რამაა.

კატო.
ღმერთო! რას ამბობთ? ასეთი რამ ფასდაუდებელია!

მადლონი.
რა თქმა უნდა! მირჩევნია ამ ერთი ოჰ! ოჰ! -ის ავტორი ვიყო, ვიდრე მთელი ეპიკური
პოემისა.

მასკარილი.
ღმერთო ჩემო! რა კარგი გემოვნება გქონიათ!

მადლონი.
ეჰ, გემოვნება არცთუ ურიგო გვაქვს..

მასკარილი.
ამ გამოთქმაზე რაღას იტყვით? მომივიდა იაღლიში! იაღლიში მომივიდა, ესე იგი,
ყურადღება არ მივაქციე... ბუნებრივი, სასაუბრო ენაა: იაღლიში მომივიდა .
უდრტვინველად ესე იგი, უეშმაკოდ, უცოდველ ბატკანივიოთ... შეგციცინებდით
თვალებში ე.ი თვალს არ გაშორებდით, თვალმიშტერებით გაკვირდებოდით,
გაცქერდებოდით. სიტყვა წარიტაცეს ხომ კარგადაა შერჩეული?

კატო.
გადასარევია!

მასკარილი.
წარიტაცეს ე.ი. მომტაცეს; თითქოს კატა ჩუმ-ჩუმად ეპარება თაგვსო.

მადლონი.
შეუძლებელია უკეთითქვას!

მასკარილი.
ქურდები! ქურდები! ქურდები! ქურდები! __ თვალწინ ხომ დაგიდგათ კაცი, ქურდს
რომ მისდევს და ყვირის: ქურდები! ქურდები! ქურდები!

მადლონი.
უდაოდ გონებამახვილური და დახვეწილი გამოთქმაა!

მასკარილი.
მელოდიაც შევთხზი და მინდა ახლავე გიმღეროთ.
კატო.
როგორ? მუსიკაც გისწავლიათ?

მასკარილი.
მე? სულაც არა.

კატო.
მაშ, როგორ?

მასკარილი.
ჩვენი წრის ხალხმა ყველაფერი იცის, თუნდაც არაფერი ესწავლოს.

მადლონი(კატოს).
რა თქმა უნდა ასეა, საყვარელო!

მასკარილი.
აბა, მელოდია როგორ მოგეწონებათ? ჰმ ჰმ ლა, ლა, ლა... ამინდის სიუხეშემ საშინლად
ხელყო ჩემი ხმის სიფაქიზე, მაგრამ არა უშავს, ჯეელობა გავიხსენოთ!
(მღერის).
ვაი, ვაი, ე როგორი მომივიდა იაღლიში ...

კატო.
ღმერთო, რა ვნებით სავეს მელოდიაა! შეიძლება ადამიანს გული გაისკდეს.

მადლონი.
რამდენი ქრომატულობაა შიგ ჩაქცეული!

მასკარილი.
განა სიმღერა დიდებულად არ გადმოსცემს აზრს? ოჰ, ქურდები! ქურდები!
იტყვითსასოწარკვეთილი ბღავილიაო. მერე თითქოს ერთბაშად სული შეეკრა
ადამიანს: ქურდები! ქურდები! ქურდები!

მადლონი.
აი, ამას ჰქვია სიფაქიზის შეგრძნება, უფაქიზესი, ფაქიზზე უფაქიზესი ნიუანსის
შეგრძნება! გარწმუნებთ, საოცრად დიდებული! პიურდაპირ აღმაფრთოვანა
სიტყვებმაც და მელოდიამაც.

კატო.
ასეთი ძლიერი ნაწარმოები ჯერ არ მომისმენია!

მასკარილი.
რასაც ვქმნი, სწავლას კი არ ვუმადლი, არა, ყოველივე ბუნების ნაყოფია.

მადლონი.
ბუნება მოსიყვარულე დედასავით მოგქცევიათ და თქვენც მისი განებივრებული
შვილი ბრძანდებით.

მასკარილი.
ქალბატონებო, მაინც როგორ ატარებთ დროს?

კატო.
არც როგორ!

მადლონი.
თქვენს მოსვლამდე თავშესაქცევის მარხვას განვიცდიდით.
მასკარილი.
თუ ნებას დამრთავთ, ამ დღეებში თეატრში წაგიყვანთ. ახალ პიესას დგამენ და
თქვენთან ერთად მისი ნახვა დიდ სიამოვნებას მომანიჭებს.

მადლონი.
ასეთ რამეზე უარს როგორ გეტყვით?!

მასკარილი.
ოღონდ გთხოვთ, თეატრში რაც შეიძლება დიდხანს დაუკრათ ტაში; საქმე ისაა, რომ
დღეს დილით ავტორი თხოვნით მოვიდა ჩემთან და პირობა მივეცი, პიესის
წარმატებაში ხელს შეგიწყობ-მეთქი. აქ ასეთი ჩვეულებაა:ავტორები ჩვენთან, ცნობილ
პირებთან მოდიან და ახალ ნაწარმოებს გვიკითხავენ, რათა შემდეგ იგი ვაქოთ და
ავტორებსაც სახელი გავუთქვათ. ხოლო თუკი ჩვენს აზრს საჯაროდ განვაცხადებთ,
თქვენ თვითონ განსაჯეთ,გაბედავს კი პარტერი წინ აღუდგეს ჩვენს მოსაზრებას?!
პირადად მე, მუდამ ვასრულებ სიტყვას: თუკი ავტორს შევპირდები, სანამ თეატრში
სინათლეს აანთებენ, ხმამაღლა გავყვირი, დიდებული პიესაა-მეთქი!

მადლონი.
ოჰ, ნუღარაფერს გვეუბნებით! Pარიზი გადასარევი ქალაქია. აქ ყოველდღე ხდება
ისეთი ამბები, რაზედაც თვით ყველაზე მახვილგონიერ ქალს წარმოდგენაც არა აქვს
პროვინციაში!

კატო.
კმარა! ახლა ყველაფერი გასაგებია! თეტრში ყოფნისას პირნათლად შევასრულებთ
ჩვენს მოვალეობას და ყოველ სიტყვაზე ხმამაღლა გამოვთქვამთ აღტაცებას.

მასკარილი.
იქნებ ვცდები, მაგრამ თქვენს გარეგნობაში იგრძნობა, კომედიის წერა უცხო არ უნდა
იყოს თქვენთვის.
მადლონი.
ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით.

მასკარილი.
ნუთუ მართლა? მოდით სცენაზე დავადგმევინოთ. გამოგიტყდებით, მეც დავწერე
ერთი პიესა და მის დადგმასაც ვაპირებ.

კატო.
რომელ მსახიობებს ანდობთ თქვენი პიესის წარმოდგენას?

მასკარილი.
რა საკითხავია? ბურგუნდიეს ოტელის მსახიობებს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მათ
შეუძლიათ პიესის ღირსების წარმოჩინება. სხვა თეატრებში უვიცი მსახიობები არიან.
ლექსს ისე კითხულობენ, თითქოს ჩვეულებრივ საუბრობენო, არც მაღალფარდოვნება
ეხერხებათ, არც პაუზა. როგორ მიხვდე ლექსის ავ-კარგიანობას, თუ მსახიობი პაუზას
არ აკეთებს და ამით არ გაგრძნობინებს, დროა ტაში დასცხოთო?!

კატო.
მართლაცდა, მაყურებელი მუდამ შეიძლება აიძულო ნაწარმოების სიმშვენიერე
იგრძნოს: ყოველივე იმის მიხედვით ფასდება, როგორ შეუფასებ!

მასკარილი.
ჩემი კოსტუმის მორთულობაზე რას იტყვით? ხომ უხდება ამ ქურთუკს?

კატო.
ნამდვილად!

მასკარილი.
ბაფთაც ხომ შესაბამისი შევურჩიე?
მადლონი.
გადასარევია! ნამდვილი პერდრიჟონია!

მასკაროლი.
სამუხლეები როგორ მოგწონთ?

მადლონიო.
დიდებული სანახავია!

მასკარილი.
ასეა თუ ისე, შემიძლია დავიკვეხნო: მთელი მეოთხედიარშინით უფრო განერია,
ვიდრე ახლა ატარებენ.

მადლონი.
გამოგიტყდებით, ჯერ არ მინახავს ასეთი ელეგანტური სამოსი.

მასკარილი.
გთხოვთ, თქვენი ყნოსვა მიაპყროთ ამ ხელთათმანებს!

მადლონი.
საშინლად კარგი სუნი აქვს.

კატო.
ასეთი ფაქიზი სურნელი ჯერ არასდროს მიგრძნია.

მასკარილი.
ამაზე რაღას იტყვით?
(შეპუდრულ პარიკს მიუშვერს).

მადლონი.
დიდებული სურნელია! ამაღლებული და სასიამოვნო კარგადაა ერთმანეთს
შეხამებული!

მასკარილი.
ბუმბულზე არაფერი გითქვამთ. ღოგორ მოგწონთ?

კატო.
შემარძწუნებლად ლამაზია.

მასკარილი.
იცით, თითოეული ბუმბული ერთი ლუოდორი დამიჯდა. ასეთი ჩვეულება მაქვს:
ყველაფერი საუკეთესო უნდა ავარჩიო.

მადლონი.
ღმერთმანი, ერთნაირი გემოვნება გვქონია. ჩაცმულობაშიც გასაგიჟებელ სიფაქიზეს
ვამჟღავნებ. მიყვარს როცა, ყოველივე, რაც მაცვი, თვით წინდებიც კი, საუკეთესო
ოსტატის ნახელავია.

მასკარილი(ერთბაშად წამოიყვირებს).
ვაი, ვაი, ვაი! ფრთხილად ღმერთმა შემაჩვენოს, ქალბატონებო, ასეთ მოპყრობას თუ
მოგიწონებთ ვინმე! აღშფოთებული ვარ თქვენი საქციელით: ასეთი რამ როგორ
გეკადრებათ?

კატო.
რა მოგივიდათ? ღა მოხდა?

მასკარილი.
როგორ თუ რა მოხდა? ორმა მანდილოსანმა ერთდროულად შეუტია ჩემს გულს!
ორივე მხრიდან დამეხსნენ თავს! ეს ხომ ადამიანის უფლებას აღემატება? ძალების
არათანაბარი განაწილებაა და მზად ვარ ვიყვირო, მიშველეთ-მეთქი.

კატო.
უნდა ვაღიაროთ, საუბრის მეტად თავისებური მანერა აქვს!
მადლონი.
აღმაფრთოვანებელი გონების კაცია!

კატო.
თქვენ შიში უფრო გაწუხებთ, ვიდრე ტკივილი. გული არა გაქვთ დაკოდილი,
სისხლისგან კი უკვე იცლება.

მასკარილი.
როგორ თუ არ მაქვს გული დაკოდილი?

გამოსვლა მეათე.
კატო, მადლონი, ჟოდლე, მასკარილი, მაროტი, ალმანზორი.
მასკარილი.
ოო, ვიკონტ!

ჟოდლე(მასკარელს გადაეხვია).
ო, მარკიზ!

მასკარილი.
რა კარგია, რომ შეგვხვდი!

ჟოდლე.
ღოგორ მიხარია, აქ რომ გხედავ!

მასკარილი.
მოდი, ერთხელ კიდევ მომეხვიე, გეთაყვა!
მადლონი(კატოს).
საყვარელო, უკვე სახელი გავითქვით. მაღალმა საზოგადოებამ ჩვენთან მოსასვლელი
გზა იპოვა.

მასკარილი.
ქალბატონებო, ნება მომეცით ეს აზნაური წარმოგიდგინოთ. პატიოსან სიტყვას
გაძლევთ, იგი თქვენი გაცნობის ღირსია.

ჟოდლე.
სამართლიანობა მოითხოვს ჯეროვნად დაფასდეს თქვენი ღირსება, ხოლო თქვენი
მომხიბვლელობა სენიორიაულ უფლებებს უყენებს ყოველი წოდების ხალხს.

მადლონი.
ასეთი თავაზიანობა ქათინაურის უკიდურეს საზღვარს აღწევს.

კატო.
დღევანდელი დღე უბედნიერეს დღედ აღინიშნება ჩვენს კალენდარში!

მადლონი(ალმანზორს).
აბა, ყმაწვილო, რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ ერთი და იგივე? ნუთუ ვერ ხედავტ,
სავარძლების გამრავლება რომაა საჭირო?!

მასკარილი.
ვიკონტის იერმა არ გაგაკვირვო: ცოტა ხნის წინ მძიმე ავამტყოფობა გადაიტანა და
ამიტომაც ადევს ადევს ასეთი მკრტალი ფერი.

ჟოდლე.
ყოველივე ეს სასახლის კარზე მორიგეობისა და მძიმე სამხედრო ლაშქრობის შედეგია.

მასკარილი.
იცით თუ არა, ქალბატონებო, რომ ვიკონტი ჩვენი დროის უმამაცესი ადამიანია?
თქვენს წინაშე გახლავთ გამობრძმენდილი მეომარი!
ჟოდლე.
არც თქვენ ხართ ნაკლები, მარკიზ. გიცნობთ, ვინცა ბრძანდებით!

მასკარილი.
რაც მართალია, მართალია! ბევრი განსაცდელი გვინახავს ერთად!

ჟოდლე.
და რაც მთავარია, ცხარე ბრძოლები!

მასკარილი(კატოსა და მადლონს უყურებს).


დიახ, მაგრამ ასეთი ცხარე შემოტევა ჯერ არასოდეს გვიგვრძნია. ვაიმე! ვაიმე! ვაიმე!

ჟოდლე.
ერთმანეთი ჯარში გავიცანით: იმ ხანებში მარკიზი კავალერიის პოლკს მეთაურობდა
მალტის გალერებზე.

მასკარილი.
სრული ჭეშმარიტებაა, ოღონდ თქვენ, ვიკონტ, ჩემზე ადრე დაიწყეთ სამ,ხედრო
სამსახური. რამდენადაც მახსოვს, ორი ათასი მხედრისგან შემდგარ ჯარს
მეთაურობდით, მე კი მხოლოდ უმცროსი მეთაური ვიყავი.

ჟოდლე.
ომი კარგი საქმეა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, სამეფო კარი ჯეროვნად არ აფასებს
ჩვენსავითმამაც მეომრებს.

მასკარილი.
ამიტომაც გადავწყვიტე, ხმალი ქარქაშში ჩამეგო.

კატო.
პირადად მე, საშინლად მიყვარს სამხედრო პირები.
მადლონი.
მეც გაგიჟებით მიყვარს მებრძოლი ხალხი. განსაკუთრებით მომწონს, როცა სიმამაცე
ფაქიზ ჭკუასთან არის შეხამებული.

მასკარილი.
ვიკონტ, ის ნახევარმტვარე თუ გახსოვს, ჩვენ რომ არასის ალყის დროს ჩავიგდეთ
ხელში?

ჟოდლე.
ღის ნახევარმთვარე? ის ხომ ბადრი მთვარე იყო!

მასკარილი.
მეც ასე მგონია.

ჟოდლე.
სხვაზე რა მოგახსენო, მე კი მახსოვს ეს შემთხვევა. მაშინ ყუმბარით დამჭრეს ფეხში,
ნაჭრილობევი ახლაც მაჩნია. ღვთის გულისათვის, აბა ერთი ხელით მოსინჯეთ!
გრძნობთ, რა დარტყმა იქნებოდა?

კატო(ფეხს მოუსინჯავს).
მართლაც ღრმა იარაა.

მასკარილი.
ხელი მიბოძეთ და აი, აქ, კეფაზე მომისვით! გრძნობთ?

მადლონი.
დიახ, რაღაცას მართლა ვგრძნობ.

მასკარილი.
ბოლო ლაშქრობაში მუშკეტით დამჭრეს.
ჟოდლე(მკერდს გადაიღეღავს).
აი, აქ ტყვიამ გამჭოლ გამიარა გრაველინთან ბრძოლის დროს.

მასკარილი(შარვლის ღილზე წაივლებს ხელს).


ახლა კი ყველაზე საშინელ ნაიარევს გაჩვენებთ.

მადლონი.
არაა საჭირო: ისედაც დაგიჯერებტ.

მასკარილი.
ყველა ეს საპატიო ნიშანი ჩემი ვაჟკაცობის თავდებია.

კატო.
თქვენი გარეგნობა ისედაც ბევრზე მეტყველებს.

მასკარილი.
ვიკონტ, ეტლი ხომ გელოდება?

ჟოდლე.
რატომ მეკითხები?

მასკარილი.
კარგი იქნებოდა, ქალბატონები ქალაქგარეთგაგვესეირნებინა და რაიმე საჩუქარიც
მიგვერთმია.

მადლონი.
დღეს ვერაგზით გავალთ სახლიდან.

მასკარილი.
მაშინ მევიოლინეებიმოვიწვიოთ და ვიცეკვოთ!

ჟოდლე.
კარგი აზრია, მე და ჩემმა ღმერთმა!

მადლონი.
ამაზე სიამოვნებით დაგთანხმდებით. ოღონდ საზოგადოების გამრავლება
დაგვჭირდება.

მასკარილი.
ეჰეი, ხალხნო! შამპან, პიკარ, ბურგინიონ, კასკარე, ბასკ, ლა ვერდიურ, ლორენ,
პროვანსალ, ლა ვიოლეტ! ეშმაკსაც წაუღია ეს მსახურები! გეფიცებით, არც ერთ
ფრანგ აზნაურს ისე უხეირო არ ემსახურებიან, როგორც მე. ეს არამზადები თვალის
დახამხამებაში მიმატოვებენ ხოლმე.

მადლონი.
ალმანზორ, ბატონი მარკიზის მსახურებს უთხარით, მევიოლინეები მოიხმონ, შენ კი
მეზობლები დაგვიპატიჟე მეჯლისის უდაბნოს შესავსებად.

მასკარილი.
ვიკონტ, ამ თვალებზე რას იტყვი?

ჟოდლე.
ჟერ შენი აზრი მომახსენე, მარკიზ!

მასკარილი.
მე მგონია, ჩვენს თავისუფლებას კარგი დღე არ დაადგება აქედან გასვლისას.
პირადად მე უცნაურ თავბრუხვევას ვგრძნობ და გულიც გალევაზე მაქვს.

მადლონი.
რა ბუნებრივად ლაპარაკობს! ყველაფერს იმდენ სილაზათეს აძლევს.

კატო.
ენამახვილობაში საშინელი მფლანგველი ყოფილა!
მასკარილი.
იმის დასამტკიცებლად, რომ სიმართლეს მოგახსენებთ, ახლავე შეგითხზავთ
ექსპრომტს.
(დაფიქრდება).

კატო.
ოჰ, ისმინეთ ჩემი გულის ვედრება და ლექსი შეგვითხზით!

ჟოდლე.
მეც სიამოვნებით დაგიწერდით ლექსს, მაგრამ ბოლო დროს იმდენჯერ მომიხდა
ხელის გახსნა, პოეტური ძარღვი გაწყვეტაზე მაქვს!

მასკარილი.
ეშმაკმა დალახვროს! ეს რა მომდის? Pირველი სტრიქონი, როგორც ყოველთვის ,
ადვილად მოვიფიქრე, დანარჩენი კი რაღაც არ გამომდის. ღმერთმანი, ეტყობა,
აჩქარების ბრალია. არა უშავს, სამაგიეროდ ისეთ ექსპრომტს დაგიწერთმოცალეობის
ჟამს, უკეტესს ვერაფერს წაიკითხავთ!

ჟოდლე.
დემონიურად ჭკვიანი კაცია!

მადლონი.
რა ნატიფი, დახვეწილი სიტყვა პასუხი აქვს!

მასკარილი.
ერთი მითხარით ვიკონტ, რამდენი ხანია რაც გრაფის მეუღლე არ გინახავთ?

ჟოდლე.
შამი კვირაა მასთან არ ვყოფილვარ.

მასკარილი.
იცი, დღეს დილით ჰერცოგი მესტუმრა, უნდოდა ირმებზე სანადიროდ წავეყვანე.
მადლონი.
აგერ, ჩვენი მეგობრებიც მოვიდნენ.

გამოსვლა მეთოთხმეტე.
ლუსილი, სელიმენი, კატო, მადლონი,მასკარილი, ჟოდლე, მაროტი, ალმანზორი,
მევიოლინეები.

მადლონი.
ოჰ, საყვარლებო! გვაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ბატონ მარკიზსა და ბატონ ვიკონტს
აზრად მოუვიდათ სული ჩაედგათ ჩვენი ფეხებისათვის და ამიტომაც მოგიწვიეთ:
გვინდოდა ჩვენი საკრებულოს სიცარიელე შეგევსოთ.

ლუსილი.
თქმა არ უნდა, ძალიან დაგვავალეთ!

მასკარილი.
ამჯერად სახელდახელო მეჯლისი გამოგვივა, სამაგიეროდ, ამ დღეებში ისეთ
დარბაზობას გავმართავთ, როგორიც ჩვენ გვეკადრება. მევიოლინეები თუ მოვიდნენ?

ალმანზორი.
მოვიდნენ, ბატონო.

კატო.
აბა, ძვირფასო ქალებო, ადგილები დაიკავეთ!

მასკარილი(მარტო ცეკვავს, ვითომდა ცეკვის პრელუდიააო).


ლა, ლა, ლა!

მადლონი.
რა ტანი აქვს

კატო.
ეტყობა, სუფთა ცეკვის ჯადოქარია!
მასკარილი(მადლენს გაიწვევს საცეკვაოდ).
ჩემი სილაღე და ფეხები ერთნაირად ეწყობა კურანტს! აბა, მევიოლინეებო!
რიტმულად! ტაქტის აყოლებით! ფუი, რა უგუნურები არიან! ამათ დაკრულ
მელოდიაზე რა უნდა იცეკვო? ეშმაკმა წაგიღოთ! ნუთუ შემწყობილად დაკვრა არ
შეგიძლიათ? ლა, ლა, ლა ცოცხლად! ფუი, თქვე ხეპრეებო, თქვენა!

ჟოდლე(ცეკვავს).
ეი, თქვენ? ტემპი შეანელეთ! ავამტყოფობის მერე ჯერ კიდევ ვერ
მოვღონიერებულვარ.

გამოსვლა მეცამეტე.
დიუ კრუაზი, ლა გრანჟი, მადლონი, ლუსილი, სელიმენი, ჟოდლე, მასკარილი,
მაროტი, მევიოლინეები.

ლა გრანჟი(ხელში უჭირავს ჯოხი).


ო, თქვე ყალთაბანდებო, თქვენა! აქ რას აკეთებთ? შამი საათია გეძებთ.

მასკარილი(ჯოხის დარტყმაზე ყვირის).


ვაიმე! ვაიმე! ცემაზე როდის შევთახმდით?

ჟოდლე.
ვაიმე, მიშველეთ!

ლა გრანჟი.
აზნაურობა მოგინდათ, არა? მე თქვენ გაჩვენებთ სეირს, არამზადებო!

დიუ კრუაზი.
ამიერიდან ჭკუას ისწავლით!
(გადიან).

გამოსვლა მეთოთხმეტე.
კატო, მადლონი, ლუსილი, სელიმენი, მასკარილი, ჟოდლე, მაროტი, მევიოლინეები.

მადლონი.
ეს რას ნიშნავს?

ჟოდლე.
სანაძლეო დავდეთ და.

კატო.
როგორ? ცემის ნება მიეცით?

მასკარილი.
ღმერთო ჩემო, რომ იცოდეთ, როგორ ვიკავებდითავს! მე ხომ ისეთი ფიცხი ვარ,
წონასწორობას ადვილად ვკარგავ.

მადლონი.
მაინც როგორ აიტანეთ ასეთი შეურაცხოფა, ისიც ჩვენი თანდასწრებით?!

მასკარილი.
რა უშავს! სჯობს ვიცეკვოთ. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ჰოდა მეგობრებს
შორის ასეთი წვრილმანების გამოდევნება აბა რა საჭიროა?!

გამოსვლა მეთხუთმეტე.
დიუ კრუაზი, ლა გრანჟი, მადლონი, სელიმენი, ლუსილი, მასკარილი,
ჟოდლე,მაროტი, მევიოლინეები.

ლა გრანჟი.
აბა, ახლა ვნახოთ თუ დადგებით სიცილის გუნებაზე, თქვე არამზადებო! ეი, თქვენ,
შემოდით!
(შემოდის სამი თუ ოთხი ახმახი ჩხუბისთავი).

მადლონი.
ჩვენს სახლში ასე უკითხავად შემოჭრა თავგასულობაა და მეტი არაფერი!
დიუ კკრუაზი.
რას ბრძანებთ, ქალბატონებო? მაშ მშვიდად ავიტანოთ ის ამბავი, რომ ჩვენს
მსახურებს ჩვენზე უკეთ ხვდებით, ჩვენს მაგივრად ისინი გეარშიყებიან და
მეჯლისიც კი გაუმართავატ?!

მადლონი.
თქვენს მსახურებს?

ლა გრანჟი.
დიახ, ჩვენს მსახურებს. რაც მთავარია, ქალბატონებო, ასეთი უტიფრობა არ
გეკადრებათ, თქვენ ხომ მსახურებს გვიუჭებთ?1.

მადლონი.
ღმერთო დიდებულო, რა თავხედობაა!

ლა გრანჟი.
ამიერიდან ვეღარ გამოეწყობიან ჩვენს ტასაცმელში, თავი რომ მოგაწონონ! თუკი
მათი შეყვარება გსურთ, ვინ გიშლით, შეიყვარეთ, ოღონდ ჩვენს სამოსში
გამოწყობილლი კი არა, უბრალოდ, მათი ლამაზი თვალების ხათრით. აბა, სწრაფად
გახადეთ ორივეს!

ჟოდლე.
მშვიდობით, ჩვენო პეწიანო მორთულობავ!

მასკარილი.
ეჰ, მარკიზობაც ჩამოგვართვეს და ვიკონტობაც!

დიუ კრუაზი.
ოო, თქვე ოინბაზებო!ჩვენთან გატოლება მოისურვეთ, არა? კმარა! ახლა წაბრძანდით
და სადაც გინდათ იქ იშოვეთ ლამაზ-ლამაზიმოსართავები თქვენი ლამაზმანების
გულის მოსაგებად!

ლა გრანჟი.
ის არ იკმარეს, ჩვენი ადგილები რომ დაიჭირეს, ჩვენს ტასაცმელშიც გამოიპრანჭნენ!

მასკარილი.
ოო, ბედისწერავ, რა ცვალებადი ხარ!
დიუ კრუაზი.
აბა, აბა ცოცხლად! თავიდან ფეხებამდე გახადეთ ყველაფერი!

ლა გრანჟი.
ახლავე წაიღეთ ეს ბარგი-ბარხანა. როგორც იქნა, ქალბატონებო, თქვენმა მიჯნურებმა
აღიდგინეს თავიანთი ბუნებრივი სახე. ასე რომ, შეგიძლიათ სანამ არ მოგეწყინებათ,
განაგრძოთ მათთან კურკური. ჩვენდათავად, ნებაზე გიშვებთ და გარწმუნებთ,
ეჭვიანობის ნატამალი არ გაჰკარებიაჩვენს გულს.

გამოსვლა მეთექვსმეტე.
მადლონი, კატო, ჟოდლე, მასკარილი, მევიოლინეები.

კატო.
ღმერთო, რა სამარცხვინო ამბავია!

მადლონი.
ბოღმა მახრჩობს, ლამის გული გამისკდეს!

მევიოლინე(მასკარილს).
ერიჰაა! ფულს ვინღა გადაგვიხდის?

მასკარილი.
ბატონ ვიკონტს მიმართეთ!

მევიოლინე(ჟოდლენს).
გასამრჯელო მოგვეცით ბატონო.

ჟოლდე.
ბატონ მარკიზს მიაკითხეთ.
გამოსვლა მეჩვიდმეტე.
გორჟიბუსი, მადლონი, კატო, ჟოდლე, მასკარილი, მევიოლინეები.

გორჟიბუსი.
ეს რა მიყავით, თქვე გომბიოებო? სადღა გამოვყო თავი? სტუმრებმა ისეთი რამეები
მიამბეს.

მადლონი.
ოჰ, მამაჩემო, , რომ იცოდეთ რა ოინი გვიყვეს!

გორჟიბუსი.
სწორედ რომ ოინი გიყვეს, მაგრამ ახია თქვენზე! საკუთარ ამპარტავნობას
დააბრალეთ, თქვე ტუტუცებო! აბა რა გეგონათ, იმ აზნაურებს შეურაცხყოფა რომ
მიაყენეთ! მთელი ეს სირცხვილი კი მე უბედურმა უნდა ჩავყლაპო.

რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით, შემწყნარებლობას იჩენენ ხოლმე, ასეთსავე


შემწყნარებლობას უნდა იჩენდნენ აგრეთვე კომედიისადმი და იწონებდნენ ზნეობისა
და პატიოსნების მქადაგებელ პიესებს.
მე ვიცნობ ისეთი ნატიფი აზროვნების ადამიანებს, რომლებისთვისაც ყველა კომედია
მიუღებელია. ისინი ფიქრობენ, რომ პიესაში რაც უფრო მეტად არის პატიოსნებაზე
ლაპარაკი, მით უფრო სახიფათოა, რომ უფრო კეთილშობილურია და რომ ამგვარი
წარმოდგენა მაყურებლის გულში გამოძახილს პოულობს. მე მკრეხელობად არ
მიმაჩნია, კეთილ გრძნობებს რომ თანაუგრძნონ. ეს საფეხური ქველმოქმედებისა,--
სრული უსულგულობა,--რომელზედაც ამ ადამიანებს ჩვენი სული უნდათ რომ
აიტანონ, მეტისმეტად მაღალი ხომ არ არის? მე დარწმუნებული არა ვარ, რომ ასეთი
სრულქმნილება ადამიანის ბუნებისათვის ხელმისაწვდომი იყოს. განა ის უფრო
გამართებული არ არის, ჩვენი გულმოდგინება და შრომა არ დავიშუროთ კაცთა
ვნებათაღელვის დასაცხრობად და განსაწმენდად, ვიდრე მის აღმოსაფხვრელად? მე
ვაღიარებ, რომ არის ადგილები, რომელთა ხშირად მონახულება უფრო
მისასალმებელია, ვიდრე თეატრისა. თუკი უყოყმანოდ უნდა დავგმოთ ყველაფერი,
რაც ღმერთსა და ჩვენი სულის გადარჩენას არ ემსახურება, მაშინ კომედიაც იმათ
რიცხვში უნდა ჩავთვალოთ და წინააღმდეგი როგორ ვიქნები, თუკი იმასაც სხვებთან
ერთად დაგმობენ. მაგრამ თუ კი დავუშვებთ რომ ღვთისმსახურების შემდეგ, და ეს
ნამდვილად ასეც არის, ადამიანმა უნდა შეისვენოს და თავი რაიმეთი გაირთოს, მე
ვბედავ და ვამტკიცებ, რომ კომედიაზე კარგი გასართობი არც არსებობს და ვერც
მონახავთ. მაგრამ ძალიან შორს წავედი. მე მინდა ჩემი საუბარი დიდი მთავრის იმ
სიტყვებით დავამთავ სასაცილო პრესიოზები.

You might also like