You are on page 1of 3

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონიდან“ (სპარსელთა წინააღმდეგ

აჯანყებული კახელების დასახმარებლად მთიდან ბარისაკენ ეშვებიან ფშავ-ხევსურები).

„ლაშქარი შედგა ცოტა ხანს,


ხმა გამოისმა კითხვისა:
“კაცნო, კვირია რა გვექნა?” სუმელჯი
ყველა ამასა სჩივისა. ფიქრმა თვითონ სთქვა, რაცა ვსთქვით,
ენთება ხოშარეული, ეს ნურვის გაუკვირდება;
როგორაც ბურდო თივისა. ყველაც კი იტყვის ამასა,
ვინც საქმებს დაუკვირდება.
ხოშარეული არც კაი ბოლო იმათ აქვ,
ვინც ერთურთს აუხირდება.
იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ეგრე არ გარგებთ ტარება, ლაშქარი (ერთხმად)
მზირმა მზირობა არ გვიყოს, არა, ტყუილად ნუ ვიტყვით,
თავს არ მოგვხვიოს წვალება. ცოდოს ნუ ვადებთ კისრადა,
ვინ იცის, ნათრევ კაცია, მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას,
არ იყოს ღალატიანი, ნუ ვათამაშებთ ისრადა.
დუშმანი არ გაგვიფრთხილოს, კვირიას ღალატ არ უნდა,
საქმე ქნას ნახლართიანი. სხვა რამ ფიქრი აქვ წყეულსა,
თვალ-ცრემლიანსა, ობოლსა,
ლაშქარი გულზე ეკლებით ხეულსა,
რა გაიგება, იქნება ეგრე ქურდულად გაპარულს,
ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა, ერთბაშად გადათხეულსა,
ფიცი გატეხოს უსირცხვოდ, ვის ეწადება ღალატი
ხელი აიღოს რჯულზედა, სწორჩიით გამორჩეულსა?!
ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე
მიწა გვაყაროს გულზედა.
ლუხუმი
ეგრე თქვით, მაგას მოგელით,
ლუხუმი სიტყვას წყნარსა და რჩეულსა.
კაცნო, რას ამბობთ ნეტარა? ლუხუმიც მალე შეატყობს
რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა? ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა...
ფარ-ხმალით მოკაზმულები თანდათან ცნობას მოვიდა
აჰკიდებიხართ ჯორებსა! გული-გონება ლაშქრისა...
რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო, სპეროზიაის კლდიდამა
ჩვენის სამშობლოს გორებსა? ცივი ნიავი მაჰქრისა.
ვის გაუგონავ, სად თქმულა მიდიან ფეხ-შეუშლელად,
ამბავი, ძველად თხრობილი, კალთა ჩაკეცეს მთებისა,
მითხარით, ნუ დამიმალავთ, რაკი დაუშლის მგზავრობას
ვინც-კი კაცი ხართ ცნობილი, მოსახვევები გზებისა.
ეგრე მუხთალად ღალატი, გაღმა-გამოღმა მწყრომარე
ეგრე უღმერთოდ ტყუება, ხვივილი მოდის წყლებისა
მტრისა სალხენად ძმებისა და ალაზანიც, ბარს დინჯი,
შინაით გამოტყუება?! მთაში მეტადა სწყრებისა;
სრულ სიცრუვეა, ნუ იტყვით, ძირს უთხრის სალსა კლდეებსა, -
თქვენ გენაცვლებათ ლუხუმი. თავზე ჩაჩქანი ჰხდებისა!..
არ რადმე მეჭაშნიკება
სიტყვა კოჭლი და ლუგუმი.
კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ,
მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?
თავის ფიქრიდგან შემკრთალთა
ეხლავ მოგკიდათ ცხროება.
ღალატს რა უნდა ჩვენშია,
როგორი გვადგა დროება?!
წაკითხულის გააზრება (10 ქულა)

1. მთიელთა აზრით, რა ცოდვის მტვირთველი შეიძლება გახდეს კვირია?


ა) მტერს აცნობოს, რომ მთიელები აპირებენ ბახტრიონზე თავდასხმას;
ბ) მტრის მხარეს გადავიდეს.
გ) მტერს აცნობოს, რომ მთიელ მებრძოლებს არასაკმარისი იარაღი აქვთ;
დ) მტერს აცნობოს თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქრის სიმცირე.

2. რამ აღაშფოთა ლუხუმი?


ა) მეომართა ურთიერთდაპირისპირებამ;
ბ) კვირიას მოულოდნელმა გაუჩინარებამ;
გ) მეომართა უსაფუძვლო ბრალდებამ;
დ) ხოშარეულის უხეშმა საუბარმა.

3. რას მიანიშნებს ლუხუმი მეომრებს, როცა ეუბნება: „რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო, ჩვენის სამშობლოს
გორებსა?“
ა) მთაში გაზრდილი კაცი სამშობლოს ადვილად ვერ უღალატებს;
ბ) სამშობლოს მთები გაამხნევებენ ომში მიმავალთ;
გ) კვირიას გაუჭირდებოდა ასეთი მაღალი მთების გადალახვა;
დ) მთების სიდიადის წყალობით არაფერს უნდა უშინდებოდნენ.

4. ლუხუმის სიტყვით, რისი უნარი არ აღმოაჩნდათ მეომრებს?


ა) მათ არ ძალუძთ ერთმანეთს შეცდომა აპატიონ;
ბ) მათ არ შეუძლიათ ადამიანის ბუნების შეცნობა;
გ) მათ არ შეუძლიათ გულწრფელი სიყვარული;
დ) მათ არ იციან ნამდვილი მეგობრობის ფასი.

5. რა მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში: „სიტყვა კოჭლი და ლუგუმი“?


ა) ჰიპერბოლა
ბ) გაპიროვნება;
გ) ეპითეტი;
დ) შედარება.

6. რა თვისებები განასხვავებს ხოშარეულსა და სუმელჯის?


ა) ხოშარეული ფიცხია და დაუფიქრებელი; სუმელჯი დინჯია და დაკვირვებული;
ბ) ხოშარეული ავია და დაუნდობელი; სუმელჯი მიამიტია და ბრიყვი;
გ) ხოშარეული პატივმოყვარეა და ჯიუტი; სუმელჯი თავმდაბალია და სულგრძელი;
დ) ხოშარეული შურიანია და სულმოკლე; სუმელჯი მოხერხებულია და მამაცი.

7. რა თვისებების მქონე პიროვნებად წარმოჩნდება მოცემულ ტექსტში ლუხუმი?


ა) თავდაჯერებული, უხეში, ჯიუტი;
ბ) ქედმაღალი, პატივმოყვარე, თავკერძა;
გ) თავმდაბალი, დამთმობი, მიამიტი;
დ) გამჭრიახი, ენამჭევრი, კეთილშობილი.

8. მოცემული ეპიზოდის ბოლო სტროფში რომელი მხატვრული ხერხითაა გამოხატული ადამიანისა და


ბუნების ერთნაირი განწყობილება?
ა) ეპითეტით;
ბ) გაპიროვნებით;
გ) ჰიპერბოლით;
დ) ალუზიით.

9. „მიდიან ფეხ-შეუშლელად, კალთა ჩაკეცეს მთებისა,“ - რაზე მიგვანიშნა ამ მეტაფორით ავტორმა?


ა) მთიელთა შორის ყველა მუხლმაგარი და მამაცია;
ბ) ლუხუმის სიტყვამ განამტკიცა მთიელთა ერთობა;
გ) მთიელებმა მწყობრი ნაბიჯით ჩაიარეს მთის კალთები;
დ) ლუხუმს უშიშრად მიჰყვებიან დარაზმული მებრძოლები.

10.რა არის ამ ეპიზოდის მთავარი სათქმელი?


ა) ზნეობრივ პიროვნებას ძალუძს მცდარი აზრი შეაცვლევინოს ადამიანებს;
ბ) ზნეობრივი პიროვნება ყოველთვის ახერხებს თავისი პოზიციის დაცვას;
გ) ზნეობრივი პიროვნება ადამიანებს განაწყობს დაემორჩილონ მის ნათქვამს;
დ) ზნეობრივ პიროვნებას შეუძლია სხვისი არასწორი პოზიციაც გაიზიაროს.

You might also like