Professional Documents
Culture Documents
შეცდომა სრულად » 4Love.ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი
შეცდომა სრულად » 4Love.ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი
4Love.Ge
სიახლეების ძიება...
შეცდომა {სრულად}
Dead girl 10-07-2018, 22:24 16 707
ისტორია
კოშმარი,დღე მეორე.
მიუხედავად იმისა,რომ დედამ იცის,როგორ მდგომარეობაში ვარ,მაინც მთხოვს საწოლიდან
ადგომას.მთხოვს სკოლაში წასვლას. ანუ იქ,სადაც ვიცი,მხოლოდ დამცინავი მზერა და
გულისტკენა მელოდება. მეც მის ნებას ვმორჩილდები. ზლაზვნით ვდგები საწოლიდან,ჩანთას
ვალაგებ.შავებში ვეწყობი და სახეს კაპიშონში ვმალავ.
სხვა რა გზა მაქვს?!
სკოლაში მივდივარ.
ხომ გქონიათ მომენტი,როცა რაღაც დაზუსტებით იცით,მაგრამ მაინც გაქვთ იმედი,რომ ასე არ
მოხდება.გაქვთ იმედი,რომ რაღაც სხვანაირად იქნება. სიმართლე თუ გინდათ... მეც მჯეროდა
იმის,რომ ყველას არ ექნებოდა ფოტო ნანახი,ან ვინმე მაინც გამიგებდა.
სისულელე.
გაკვეთილები საშინლად იწელება.ზურგს უკან კი,მხოლოდ ჩურჩული მესმის.დამცინავ მზერას
ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ,რომ ერთადერთი რაც მინდა აქედან გაქცევაა.გაქცევა სადმე
უსაფრთხო ადგილას,მიუხედავად იმისა,რომ მსგავსი არაფერი არსად მეგულება. მსურს
აქაურობას თავი დავაღწიო.
ძლივს მთავრდება გაკვეთილები,მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს დაცინვა არასდროს
დამთავრდება. ყველეფერზე მეტად,რაზე მეცინება იცით?! მიუხედავად იმისა,რომ სასაცილოდ
ნამდვილად არ მაქვს საქმე?! იმაზე,რომ ზუსტად ისინი განმიკითხავენ ვისაც ზუსტად იგივე
აქვთ გაკეთებული,მაგრამ მათი ისტორიები უკეთესად იმალება.
:
საბოლოოდ,მთავარი ისაა,რომ ყველაფერი მჟღავნდება.არაფერი ელოდება. ეს კი იმ
ძუკნებმა,რომლებმაც ზურგში დანა ჩამარტყეს არ იციან. საბედნიეროდ არ იციან.
სახლში მისულს საწოლში წოლის მეტი არაფერი მინდა.საბოლოოდ კი მაშინ ვისვენებ,როცა
ტელეფონს ფანჯრიდან ვაგდებ.
ესეც მშვენიერი დღის მშვენიერი დასასრული.
ბოლო.კოშმარი,დღე მეხუთე.
ხელები მიკანკალებს,რადგან ვხვდები როგორ ისადგურებს სიბნელე ჩემში.ან უარეს
შემთხვევაში უკვე დაისადგურა.
ვერც ვხვდები როგორ ვამზადებ ყველაფერს (თოკს,სკამს) აი ყველაზე მეტად კი იმას ვერ
ვხვდები როგორ ვემზადები ამისთვის თავად.
ეს რთულია.
სხვები,რომლებსაც სიბნელე,სიგიჟე,არასდროს უგრძვნიათ იტყვიან,რომ ეს ადვილია,რომ ამას
არაფერი უნდა,მაგრამ ნეტავ მართლა ასე იყოს.
ეს ყველაზე რთული მაშინაა,როცა გინდა იცოცხლო,მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ.
გინდა შენც დატკბე თინეიჯეობით,ჩააბარო უნივერსიტეტში,გყავდეს შეყვარებული,შემდეგ
ქმარი,შვილები,გყავდეს მეგობრები,მაგრამ ამის უფლებას გართმევენ.
ამაზე მანამ ვფიქრობ სანამ პატარა სკამზე ავალ და თავს ერთი უბედურებიდან მეორეში
გავყოფ.
ერთი,ორი,სამი.
ბოლოს,სკამის დავარდნის ხმა მესმის.
მეღიმება.
ეს უბრალო ხმაც კი ბედნიერებას მანიჭებს და მერე...
აი მერე,
ყველაფერი მთავრდება.
6 3 6 4 24 5
36 19
Share
მსგავსი სიახლეები
კალმით ნაწერი რვეული
სად ხართ
:
8 რამ, რაც ურთიერთობისას გარეგნობაზე მნიშვნელოვანია
0 comments
Sort by Newest
Add a comment...
სამწუხარო სიმართლე... 0
Rashecdoma daushavaaaaa, ver gavigeee, mesmis rom aqcenti sxva ramezea gamaxvilebuli, 0
magram mainteresebsss shecdomis arsiccc, eomelmac am gadacyvetilebamde miiyvanaaa, kargad
cerr, gaqvs leqsika, magram gamokvete arsi da danishnuleba, shedegii
კომენტარის დამატება
სახელი
კომენტარი
:
კომენტარის დამატება
საიტის ნავიგაცია
სასიყვარულო ტესტები
სიახლეების კოლექციები
ონლაინ რადიო
საიტის მინი-ჩატი
PDF წიგნები
სიზმრის ახსნა
ვიდეო-გაკვეთილები
საიტის წესები
Privacy Policy
კონტაქტი / დახმარება
4Love.Ge © 2023
: