You are on page 1of 3

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საფეხური: ბაკალავრი
აკადემიური პროგრამა: საჯარო მმართველობა
და პოლიტიკა
ჯგუფი (6)
სტუდენტი: ეკატერინე ცირამუა

არგუმენტირებული მსჯელობა ,,ველურ


პირობებში’’
შონ პენის ნაწარმოებში დასმულია მორალური და ეთიკური
პრობლემები, რომლებიც განხილურია მთავარი პერსონაჟების
ცხოვრების მაგალითზე. ფილმში მოთხრობილი ამბავი მეტად
ემოციური და შთამბეჭდავია.

სცენარის ავტორი შესანიშნავად გვიხატავს მთავარი გმირის


სულიერ მდგომარეობას, ქცევის მოტივაციას, ზნეობრივ მრწამსს.
პირველივე ნაწყვეტიდან შევიცნობთ მას, როგორც ძლიერ პიროვნებას,
რომელიც იბრძვის საკუთარი მიზნების მისაღწევად. გადმოსაცემად
რთულია თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვრობს მსგავს
სიტუაციაში, ადაპტირდეს ველურ გარემოში, უარი თქვას ყველა იმ
შესაძლებლობაზე, რომელიც ეძლეოდა მას რეალურ სამყაროში.
მთავარი გმირის მოტივაცია და სულიერი მდგომარეობის გამოხატვა
წერილობით რთულია, მაგრამ შესამჩნევი. სიმარტოვე არ ნიშნავს
მარტო ცხოვრებას, ეს არის განცდა, რომ გარშემომყოფებს შენი არ
ესმის. შეიძლება ადამიანი იყოს მარტო, მაგრამ აბსოლუტურად
ბედნიერად გრძნობდეს თავს, როგორც ჩვენი გმირი ,, ალექსანდრე
სუპერ მაწანწალა’’. განა შეიძლება ამ დონეზე გაწიროს ადამიანმა თავი,
საკუთარი ,,მე’’ რომ დაიკმაყოფილოს? მიატოვოს ოჯახი? რა თქმა
უნდა შესაძლებელია თუ მას სწამს, რომ საკუთარი ოცნება ახდება,
რასაც ვაწყდებით ამ ფილმის დასკვნით მომენტში.

ჩემი შთაბეჭდილება ფილმის მიმართ არის ემოციური და


მოტივაციური, რადგან ამ ფილმის საშუალებით შეიძლება გავიაზროთ
რამდენს ნიშნავს ჩვენი ოჯახი, ჩვენი მეგობრები და რაც მთავარია
ჩვენი ოცნებები. ფილმში თითოეული მომენტი ცხოვრებისეულია,
გვაფიქრებს ჩვენს განვლივ წლებზე და იმაზე თუ რა გვინდა
გავაკეთოთ სამომავლოდ,ასევე , შეიძლება ამ ფილმის შინაარს
საპირისპირო მხარეც მოვუძებნოთ, თუ როგორ ბრუნდება მთავარი
პერსონაჟი სახლში,როგორ ჰყვება თავგადასავლებს, იგი ასახულია
ასევე ფილმში, თუ როგორ ოცნებობს მთავარი გმირი სიკვდილის წინ
ოჯახის წევრებთან ჩახუტებას, რაც იწვევს ემოციური ფონის წინ
წამოჭრას.ფაქტი სახეზეა მთავარი გმირი გაურბოდა ადამიანებს, მას
ადამიანებზე მეტად ბუნება უყვარდა, უყვარდა მარტოსულ ნაპირზე
ხეტიალი. მართალია მას უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა,
მაგრამ მაინც ყველაზე ახლოს მასთან ბუნება იყო. იგი შინაგანად
იმდენად ძლიერია,რომ მზად არის გაუმკლავდეს ყველა
დაბრკოლებას, მიიღოს მის მიერ მოკლული ცოცხალი არსების
საკვები. ძალიან რთულია ადამიანი შეეჩვიოს მსგავს გარემოს, მუდამ
იბრძოლოს თვითგადარჩენისთვის და ამავდროულად იგი იყოს
ბედნიერი.
საბოლოოდ ფილმს მართლაც აქვს ცრემლნარევი დასასრული,მაგრამ
ადეკვატური, რადგან მას ეს რეალურად სურდა, ხაზს ვუსვამ იმას,
რომ რეალურ ამბავზეა დაფუძვნებული.

You might also like