You are on page 1of 7

პოლ გოგენის ,,ქრისტეები’’

ქრისტეს ჯვარცმა ის ბიბლიური მოვლენაა, რომელიც წლების განმავლობაში რჩებოდა


ხელოვანებისათვის მიმზიდველ თემატიკად. ამ სცენის გამოსახვა ყველა ეპოქასა თუ
მხატვრის შემოქმედებაში ინდივიდუალური იყო. ქრისტეს ჯვარცმას საინტერესოდ
გვიხატავს პოსტ-იმპრესიონისტი პოლ გოგენი. ჩემი აზრით, გარდა სამხატვრო ტექნიკისა,
პოლ გოგენს საინტერესოს ყველაზე მეტად მის მიერ გამოყენებული ფერები და ამ ფერებით
შექმნილი საინტერესო სიუჟეტი ხდის. სწორედ ფერთა მეშვეობით გამოსახა მან იესო ქრისტე
საინტერესოდ მის ორ ნახატში: ,,ყვითელი ქრისტე’’ და ,,მწვანე ქრისტე’’.

გოგენმა ,,ყვითელი ქრისტე’’ (1.1) 1889 წელს დახატა. მასზე აღწერილი სურათი
საკმაოდ უცნაურია. დაუძლურებული, ჯვარცმული ქრისტე თავის სიკვდილს
მოელის. მის წინ კი სამი ფიგურაა წარმოდგენილი სრულიად უემოციო
მდგომარეობაში, თავისი საქმით გართულები. ერთ-ერთი მათგანი თავს ხრის და იმის
თქმაც კი შეუძლებელია რას გამოხატავს იგი ამით - მოწიწებას, ლოცულობს თუ
უბრალო გულგრილობას. არანაირი გამოხატული ემოცია ნაჩვენები არ არის. ქრისტეს
ჯვარცმას გოგენი გოლგოთას მთაზე კი არ გვიხატავს, არამედ უჩვეულოდ ყვითელი
ფერის ლანდშაფტის ფონზე. თავად ქრისტეც ყვითელ ფერში არის დახატული.
თითქოს უკანა ფონი მთავარი ფიგურის - ქრისტეს ფერთა ანარეკლია. ნახატი, ჩემი
აზრით, გამოხატავს კაცთა მოდგმისთვის ქრისტეს ღვაწლის შეუცნობლობას.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის ტექნიკას ერთი შეხედვით აღფრთოვანებაში არ
მოჰყავს მნახველი, ფორმები და ფიგურები არარეალისტური და დამახინჯებულიც
კია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნამუშევარი ,,სიმბოლიზმის’’ ნიმუშია,
შესაბამისად მხატვრის მიზანი ის კი არ იყო, რომ გამოეხატა არსებული რეალობა
სრული სიზუსტით, არამედ სიმბოლოების მეშვეობით გამოეხატა ის რაც ხილული
რეალობის მიღმაა.
1.1
საინტერესოა, რომ 1891 წელს, ამ ნახატის შესრულებიდან ორი წლის შემდეგ გოგენი
ხატავს ,,ავტოპორტრეტს ყვითელ ქრისტესთან ერთად’’ (1.2), რომელშიც იგი თავის
კიდევ ერთ ნამუშევარს - ადამიანის თავის ფორმის კერამიკულ ჭურჭელს
გამოსახავს. აქ გოგენის სახე მკაცრი და დაძაბულია - ყურადღებიანი თვალები, წვერი,
ულვაში. მაყურებელი უნებლიედ იწყებს მხატვრის სახის შედარებას ყვითელი
ქრისტეს სახესთან და ხედავს კიდეც აშკარა მსგავსებებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ
ეს ნახატი უნდა ყოფილიყო გოგენის მცდელობა, შეექმნა სამმაგი პორტრეტი.

1.2

ამავე წლებში გოგენის მიერ შექმნილი ნახატია ,,მწვანე ქრისტე’’ (1.3). ვან გოგთან
მიწერილ წერილში იგი ამ ნახატზე ასე საუბრობდა: ,,მასში მე ვეცადე ყველაფერი
ერთად გამომეხატა - რწმენა, მშვიდი ტანჯვა, რელიგიური და პრიმიტიული სტილი,
დიდებული ბუნება”. ნახატში აღწერილია გლეხი ქალი ქრისტეს ჯვარცმის
ქანდაკების ფეხებთან. ქანდაკება, სადაც სამ ქალს ქრისტეს უსიცოცხლო სხეული
უჭირავს, დახატულია მწვანე ფერით. უკან, პეიზაჟი - მწვანე გორები და სანაპირო
ხაზი ბრწყინვალე ფერებით არის შესრულებული. ნახატში მრავლადაა სიმბოლოები -
მაგალითად მწვანე ფერი, როგორც სიმშვიდის გამოხატულება. გოგენი არ ხატავს
რეალისტურ ფორმებს, მისი სტილი უფრო სუბიექტური და პერსონალურია.
არარეალური ფერები, უხეში კონტურები და მასიური ფორმები ამძაფრებს ნახატის
გამომხატველობას და სიმბოლიზმს.

1.3
ქრისტეს ჯვარცმის სცენებში უჩვეულოდ და ახლებურად გამოსახვაზე საუბრისას
შეუძლებელია არ გავიხსენოთ ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის ნახატი ,,ჯვარცმა’’.
მასში მხატვარი გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით საინტერესო კომპოზიციას ქმნის. ამ
ნახატს დალი მეცნიერებისა და რწმენის კავშირით გამოსახავს. ნახატში წარმოდგენილი ქალი
კი მისი მეუღლე - გალაა.

კიდევ ერთი ნახატი სადაც გოგენი ქრისტეს გამოხატავს არის “Christ on the Mount of
Oils” (1.4). იგი მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მისი
ტექნიკური თუ შინაარსობრივი დატვირთვის გამო. ავტორს ნახატის მთელი
კომპოზიცია ერთგვარი ფენებივით აქვს განაწილებული, რაც მის მიერ გამოყენებულ
სამგანზომილებიან პერსპექტივას უსვამს ხაზს. ცენტრალური ფიგურის უკან მთებს
შორის გაჭრილი გზას მივყავართ უცნობი, შორეული სამყაროსკენ, რომელზეც
მაყურებელს არანაირი ცნობა არ მოეპოვება. ასევე აღსანიშნავია, რომ პოლ გოგენმა
ორი უცნობი ფიგურის მხოლოდ სილუეტი გამოგვისახა და არც მათი სახეების
გარჩევა არის შესაძლებელი, შესაბამისად მთავარი ყურადღება სწორედ ქრისტეს
ფიგურისკენ გადმოდის, რომელიც იმდენად ახლოს არის გამოსახული, რომ
მნახველს უტოვებს განცდას, რომ იგი ამ სრული კოპოზიციის ნაწილი ხდება და
ყოველივეს საკუთარი პერსპექტივით უყურებს. საინტერესოა თავად ქრისტეს
ფიგურა, მისი თმის მკვეთრი სტაფილოსფერი და უკან შექმნილი ლურჯი
მონოგამურობა საუკეთესო კონტრასტს ქმნის აქცენტის ცენტრალურ ფიგურაზე
გასამახვილებლად. ვფიქრობ, რომ პოლ გოგენმა მოცემულ ნახატშიც ქრისტეს სახით
საკუთარი თავი წარმოადგინა. იგი საკუთარი თანამედროვეების კეთილდღეობისკენ
მიილტვოდა და სწორედ ამ კუთხით აიგივებდა საკუთარ თავს ქრისტესთან.
მელანქოლიური განწყობა, რომელიც საერთო კომპოზიციის, განსაკუთრებით კი
ქრისტეს მთავარი მახასიათებელია, კვლავ ქრისტესთან გაიგივების ასპექტით
იქმნება. ავტორი ცდილობს საკუთარ ტანჯვა და ტკივილი ქრისტეს ტანჯვას
შეადაროს და სწორედ ამ კუთხით წარმოაჩინოს მისი ჭეშმარიტი გრძნობები.

1.4

ამ ნახატზე შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ამავე სახელით


ცნობილი კომპოზიცია. ნამუშევარი უფრო დრამატული ორატორიაა ვიდრე
რელიგიური საგუნდო ან დრამატული ოპერა და ითვლება ქრისტეს ვნების ბევრად
უფრო ჰუმანისტურ პორტრეტად ვიდრე სხვა კომპოზიციები, მაგალითად ბახის
ნამუშევრები. ორატორია სრულდება სოპრანოს, ტენორის და ბასი სოლისტების და
სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. ტენორი ასრულებს იესოს ნაწილს. სრული
შესრულება კი დაახლოებით 50 წუთი გრძელდება.
ამგვარად, ვფიქრობ, პოლ გოგენმა მოახერხა და მრავალი მცდელობის შემდგომ მაინც
შეძლო თავის ნახატებში ქრისტე კიდევ სხვა კუთხით, ახლებურად გამოესახა.

You might also like