You are on page 1of 2

ნაციზმი არის ანტისემიტური, რასისტული, ულტრანაციონალური, სახალხო ,

სოციალისტური, ანტიკომუნისტური, ანტიდემოკრატიული და ანტიპლურალისტური


იდეოლოგია.

პირველი მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ გერმანულმა ეკონომიკამ


სერიოზული კრახი განიცადა. ეს გამოწვეული იყო რეპარაციების გამო, რომლის
გადახდაც ვერსალის ხელშეკრულებამ დაადგინა, ამას კი ინფლაცია , ბოლოს კი ფასების
ზრდა პროდუქტებზე, პირადი მოხმარების საგნებზე მოჰყვა. ასეთ რამეს ხალხი ვერ
შეეგუებოდა და დაიწყო არეულობა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ფრანგული
სამხედრო ძალების მიერ რურის ინდუსტრიული რეგიონის ოკუპაციამ , რამაც უფრო დიდი
და მძიმე სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია გერმანიაში . მაშინ როდესაც ასეთი
არეულობა იყო, გერმანიაში უამრავი ებრაელი ცხოვრობდა. მათ საკუთარი გავლენები
ჰქონდათ ქვეყანაში, რაც ხალხის გარკვეულ მასებს არ მოსწონდა. ნაციონალ -
სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია ერთ-ერთი დომინანტი პარტია გახლდათ ,
რომლის მიზნებს წარმოადგენდა ვაიმარის რესპუბლიკის შეცვლას , ვერსალის
ხელშეკრულების გაუქმებას,შესაბამისად სეპარაციების გადახდისგან განთავისუფლებას ,
ანტისემიტიზმს და ანტიდემოკრატიულობას, გაზრდილ საციცოცხლო სივრცეს , რაც თავის
თავში ფასების შემცირებას და დამშეული მოსახლეობის დაპურებას ნიშნავდა . ამ
ყველაფერს ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახერხებდა, თუ არა ძლიერი
ცენტრალიზირებული ხელისუფლება. ეს კიდევ ამ პარტიის მთავარი დაპირება იყო . იმ
დროის გერმანიაში ებრაელთა და სხვა ეთნიკურ უმცირესობების გავლენები დიდი ,
ძლიერი ცენტრალიზირებული ხელიფლება ვერ ჩამოყალიბდება, თუ არა ამ გავლენების
მოსპობა და რასობრივი წმენდის პოლიტიკა. 1929 წელს შეერთებულ შტატებში საშინელი
ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რამაც საფონდო ბირჟის კრახმა გერმანულ ეკონომიკაზე
უმძიმესი ეფექტი მოახდინა. მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა ,
გაკოტრდა რამდენიმე მსხვილი ბანკი. ბევრმა ადამიანმა იფიქრა , რომ ჰიტლერი
იქნებოდა მხსნელი, ის იხსნიდა ხალხს შიმშილისგან და უმუშევრობისგან . 1932 წლის
ფედერალურმა არჩევნებმა ნაციონალ-სოციალისტური პარტია რაიხსტაგის უდიდეს
პარტიად აქცია 230 მანდატით (37.4%).1933 წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა პაულ ფონ
ჰინდენბურგმა ჰიტლერი შიდა ძალების ზეგავლენით კანცლერად დანიშნა . სწორედ ეს
დღე მიიჩნევა პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის (Machtergreifung) დღედ.

რასიზმი არის გააზრებული ან გაუაზრებელი რწმენა ერთი რასის აღმატებულობის


შესახებ მეორის მიმართ, რომლის თანახმადაც, „აღმატებულ“ რასას უფლება აქვს
ძალაუფლების გამოყენების გზით დომინირებდეს „დაბალ“ რასაზე. თავად ტერმინი
„რასიზმი“ გულისხმობს სხვადასხვა „რასების“ არსებობას.

გერმანიის რასისტული პოლიტიკა იყო ჰიტლერის ფსევდომეცნიერული რასისტული


დოქტრინა, რომლის თანახმადაც არიელები წარმოადგენდნენ განსაკუთრებულ რასას ,
რომლის განმასხვავებელი ნიშნები იყო: ღია ფერის კანი და თმა, და ისეთი გენეტიკურად
მდგრადი ნიშანი, როგორიცაა თვალის ფერადოვანი გარსის ღია ფერი (ცისფერი და
მწვანე). გერმანული რასისტული პოლიტიკის თანახმად გერმანელი და ებრაელები არ
უნდა დაოჯახებულიყვნენ და თუ მოხდებოდა მსგავსი რამ, უნდა მომხდარიყო არიული , ანუ
ჰიტლერის აზრით წმინდა რასის სტერილიზაცია.

ნიურბერგის კანონები: გერმანიის სისხლისა და ღირსების კანონი. ეს კანონები ძალაში


1935 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ხელისუფლების წარმომადგენლები
რაიხსტაგის ყოველ წლიიურ შეკრებაზე გაეცვნენ. ორი კანონი იყო. გერმანიის სისხლის
და ღირსების კანონები. ღირსების კანონი -იუდეველებსა და გერმანელებს შორის
ქორწინებისა და ექსტრამეტრიულ კავშირს უკრძალავდა და ებრაელი ოჯახებში 45
წლამდე ქალის დასაქმებას. გერმანული სისხლის კანონი, ანუ რაიხის მოქალაქეობის
კანონი, რომელიც აცხადებდა, რომ მხოლოდ გერმანიის ან მასთან დაკავშირებულ
სისხლს მიეკუთვნებოდა რაიხის მოქალაქეები;დანარჩენები კი მოქალაქეობის არ მქონე
პირებად და სახელმწიფო სუბიექტებად იყვნენ კლასიფიცირებული. 1935 წლის 26
ნოემბერს კანონები გაფართოვდა და გერმანიის არა მოქალაქეებად ჩაითვალა ასევე
ბოშები და შავკანიანი ადამიანები.

ებრაელებს, ბოშებს, შავკანიანებს, ჰომოსექსუალებს, სლავებს, საბჭოთა ტყვეებს .

You might also like