You are on page 1of 2

პოლიტიკური იდეოლოგიებიდან ჩემთვის მიუღებელია

რამოდენიმე იდეოლოგია, მაგრამ მათგან ყველაზე მეტად


გამოვყოფდი ფაშიზმს.

ფაშიზმის განვითარება მე-20 საუკუნეს მიეწერება, მაგრამ მისი


ელემენტები მე-19 საუკუნის ბოლოსაც გვხვდება. ზოგის აზრით ის ორ
მსოფლიო ომში შექმნილი ფენომენია. ის უფრო მეტად ჩამოყალიბდა
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ. იგი აერთიანებს მუსოლინის
ფაშისტურ (1922-43წწ) და ჰიტლერის ნაცისტურ (1933-45წწ)
დიქტატურებს. ამ მოძღვრების სულის ჩამდგემელი კი უფრო მეტად
ადოლფ ჰიტლერია ("შიკლგრუბერი"). ფაშიზმი შეიძლება
"ანტიმოძღვრებადაც" ჩავთვალოთ, რადგან მას თავდაპირველად
ჰქონდა ისეთი ღირებულებები(რაციონალიზმი, გონიერება, პროგრესი,
თავისუფლება და თანასწორობა), რომლებიც დროის გასვლის
შემდგომ რადიკალურად შეიცვალა.

ამ პოლიტიკური იდეოლოგიის მთავარი მახასიათებელი იყო


დაპირისპირება: კაპიტალიზმთან, ლიბერალიზმთან,
ინდივიდუალიზმთან და კომუნიზმთან. ისინი ქმნიდნენ და
აყალიბებდნენ ისეთ ადამიანებს( "ახალი ადამიანი"), რომლებსაც
დაუფიქრებლად შეეძლოთ თავი გაეწირათ რასის სადიდებლად. მათ
აზროვნება დახშული ჰქონდათ ყველანაირად და უპირველესი მიზანი
იყო უზენაესის ნების დამორჩილება.

შეიძლება დღეც არ გვეყოს მათზე ცუდის ლაპარაკით,მაგრამ


გამოვყოფდი იმ ორ, უარყოფით გამოვლინებას, რომლებსაც დიდი
ძვრები მოჰყვა შემდგომ. ესენი იყო: არიანიზმი და უკიდურესი
ანტისემიტიზმი.

მათი მთავარი მიზანი გერმანული რასის უზენაესობა და


"მსოფლიო ბატონობის" პრეტენზია იყო .ამას ანხორციელებდნენ
უკიდურესი ძალადობით, რომელსაც ძალიან დიდი მსხვერპლი
მოჰყვა.ამასთან ერთად მათ, მოიძულეს და მტრებად გაიხადეს
ებრაელი ხალხი და ისინი ყოველდღე ფიქრობდნენ თუ როგორ
დაერტაყათ მტკივნეულად მათთვის, როგორ შეეზღუდათ
ყველაფრისგან, ჩამოეშორებინათ ნორმალურ ცხოვრებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ,რომ ფაშიზმი


ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური იდეოლოგიაა და
პატივისცემას არ იმსახურებს.

You might also like