You are on page 1of 5

ფაშიზმი

შესავალი

გერმანიისა და იტალიის ტოტალიტარული რეჟიმების თავისებურება


განისაზღვრებოდა მისი დაფუძნებით იდეოლოგიაზე, რომელიც ემყარებოდა
მებრძოლ ნაციონალიზმსა და რასიზმს. ნაციონალიზმის იდეოლოგია ჩამოყალიბდა
ევროპაში XVIII-XIX ს.ში, არ არის ტოტალიტარული, ვინაიდან იგი ასახავდა იმ
ხალხთა მისწრაფებებს, რომლებიც ფეოდალურ იმპერიებს ჰყავდათ დაპყრობილი და
სურდათ საკუთარი ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. რა თქმა უნა,
საერთაშორისო არენაზე პოლიტიკის წარმართვა საკუტარი ნაციონალური
ინტერესების დასაცავად მისაღებია ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმისგან. თუმცა XX
საუკუნემ აჩვენა, რომ ნაციონალიზმზე დაფუძნებული იდეოლოგია შეიძლება
ტოტალიტარული რეჟიმის საფუძველი აღმოჩნდეს. იტალიასა და გერმანიაში
ნაციონალისტური იდეის პოპულარობის ზრდის წინაპირობები ერთნაირი იყო. XX ს-
ის 20-იან წლებში ეს ორი ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე იდგა.
ნაციონალური იდეა გერმანიასა და იტალიაში ერთნაირი ფორმულებით იყო
ჩამოყალიბებული-შეიცავდნენ აპელაციას ერის ერთიანობისადმი, მიისწრაფვოდნენ
ნაციონალური დიდების მისაღწევად, ამტკიცებდნენ, რომ ერთიანი ერის
ინტერესების გამოხატვა შეუძლია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას, პარტიის
ლიდერი ითვლებოდა ერის სიმბოლოდ, მისი ნების გამომხატველად, ეს ნება კი
სუსტი სახელმწიფოების დამორჩილება იყო. ორივე ქვეყანაში აკრიტიკებდნენ
ლიბერალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, მქონებელთა კლასს, ხალხს
უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას, ცხოვრების დონის ამაღლებასა და
სოციალური უთანასწორობის შემცირებას ჰპირდებოდნენ. სხვაობა ის იყო, რომ
გერმანული ფაშიზმი ეფუძნებოდა რასიზმს. ჰიტლერი აცხადებდა არიულ რასას
უმაღლესად, რომელიც სხვა ხალხებზე უნდა ბატონობდეს. რასიზმის თეორიები არ
იყო უცხო ევროპისათვის, რასაც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიც ამტკიცებს-
ამბობდნენ, რომ დაპყრობილი ქვეყნების მაცხოვრებლებს „არ გააჩნდათ სული“, ამით
დაპრობას ამართლებდნენ. იტალიური ფაშიზმის იდეოლოგიაში კი ჭარბობდა
მაგალითები რომის იმპერიიდან, რომლის მემკვიდრედაც აცხადებდა თავს იტალია
და სურდა მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზში გაბატონება. ჰიტლერისა და მუსოლინის
მთავარ მიზანს ომისთვის მზადება წარმოადგენდა.
ფაშიზმი იტალიაში

„ფაშიზმი“ სიტყვიდან „ფაშიო“ წარმოიშვა და ნიშნავდა „კონას“, რის ქვეშაც ერის


ერთიანობა იგულისხმებოდა. ეს სიტყვა იტალიაში წარმოიშვა. თავდაპირველად
ფაშისტური მოძრაობის აღმასვლა ევროპაში შიშს არ იწვევდა, პირიქით, მრავალ
ანტიფაშსტს სწამდა, რომ ფაშისტების დაპირებები საზოგადოების ყველა ფენას
ერგებოდა.

ბენიტო მუსოლინი იტალიაში დაიბადა. მამამისი სოდლის მჭედელი იყო, ხშირად


სჯიდა. რთულად აღსაზრდელი ბავშვი იყო, ხშირად ჩხუბობდა. დაამთავრა 10 კლასი
და მიიღო დიპლომი, რომელიც მასწავლებლობის უფლებას აძლევდა, თუმცა
„მოსაწყენ საქმიანობაზე“ უარი თქვა. 1902 წელს შვეიცარიაში წავიდა სამუშაოს
მოსაძებნად, მათხოვრობდა, ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. მუშაობა დაიწყო
ქვისმთლელთა პროფკავშირების სამდივნოში, სადაც თვითგანათლებას იღებდა. 1903
წელს იგი დააკავეს და ძალადობის გამო შვეიცარიიდან გაასახლეს, ცოტა ხნით
დაბრუნდა ისევ შვეიცარიაში, თუმცა იტალიაში დაბრუნების შემდეგ სკოლაში
დაიწყო მუშაობა, სახელი ლოთობითა და მექალთანეობით გაითქვა. განიკურნა
სიფილისისგან, იყო დაკავებული არეულობის გამო, ავსტრია-უნგრეთის ერთ-ერთ
ქალაქში მუშაობდა ყოველკვირეულ გაზეთში. ბეჭდავდა სტატიებს ეკლესიის,
ნაციონალიზმის, მილიტარიზმის წინააღმდეგ, რის გამოც 1909 წელს იგი ავსტრიიდან
გააძევეს.

იტალიაში დაბრუნებული დქორწინდა, თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ


გაზეთთან, რომელიც იტალიის სოციალისტური პარტიის ოფიციალურ ორგანოს
წარმოადგენდა. მუსოლინი ორატორული ნიჭით გამოირჩეოდა, რის გამოც პარტიის
მემარცხენეთა მოწონება დაიმსახურა და 1912 წელს გაზეთის მტავარი რედაქტორი
გახდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას მუსოლინი ნეიტრალიტეტის დაცვას
ემხრობოდა, თუმცა შემდეგ ლენინური იდეა გაიზიარა-ომი დააჩქარებს
რევოლუციას-მიემხრო ომს. სოციალისტებმა იგი მოღალატედ მიიჩნიეს, რის გამოც
მათთან კავშირი გაწყვიტა. დაიწყო საკუთარი გაზეთის გამოცემა „იტალიის ხალხი“,
აქ იყო გაჟღერებული იდეები იტალიის ევროპაში ღირსეული ადგილის მოპოვების
შესახებ. მას ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ომში ჩაბმის შემდეგ მუსოლინი ჯარში
გაიწვიეს, შტაბშუ მუშაობაზე უარი განაცხადა და ფრონტის წინა ხაზზე წავიდა.
სამშობლოში ეროვნული გმირის სახელით დაბრუნდა.

1919 წელს ის სათავეში ჩაუდგა მცირერიცხოვან ყოფილ ფრონტელთა, ყოფილ


ანარქისტთა ჯგუფს, სისხლის სამართლის დამნაშავეებს და ფაშისტური მოძრაობის
სათავეში მოექცა. მის პროგრამაში გაერთიანებული იყო სიციალისტური და
ნაციონალისტური იდეები, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ხლახმა
დაკარგა ნდობა ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისადმი, მოძრაობა სწრაფად
იკრებდა ძალებს. ამაში დიდ როლს თამაშობდა მუსოლინის ორატორული ნიჭი, მას
ყველანაირი დაპირების მიცემა შეეძლო. 1921 წელს ის და მისი თანამოაზრეები
პარლამენტში აირჩიეს. 1922 წელს, იტალიის რომზე გალაშქრების
შემდეგ(ფაშისტური რევოლუციის სახელწოდება მიიღო), იტალიის მეფეს შეეშინდა
ფაშისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და მუსოლინი მთავრობის მეთაურად
დანიშნა, მას მხარი დაუჭირა პარლამენტის უმრავლესობამაც. 1925 წელს დაიწყო
შემობრუნება ტოტალიტარული სახელმწიფოს შესაქმნელად, თავდაპირველად
„ანტინაციონალური“, ხოლო შემდეგ ყველა პოლიტ. პარტია დაითხოვეს, გარდა
ფაშისტურისა, ყველა თანამდებობაზე ფაშისტური პარტიის წარმომადგენლები
დანიშნეს. პროფკავშირებს დაევალა ხელი შეეწყო თავისი წევრების „მორალური და
პატრიოტილი“ აღზრდისთვის, კორპორაციებს დაქირავებული მუშახელის
ინტერესების დაცვა დაევალა, სახელმწიფომ დააწესა კონტროლი სამრეწველო
დარგებზე, მეწარმეებზე, დაქირავებულ მუშებზე, ყველა ბანკზე, ეკონომიკურ
განვითარებაზე. მუსოლინიმ გააერთიანა საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლება თავის თავში. ფორმალურად იტალია საპარლამენტო მონარქიად
რჩებოდა, თუმცა სინამდვილეში მეფისა და პარლამენტის უფლებები არარაობამდე
იყო დაყვანილი.
ნაციზმი გერმანიაში

ადოლფ ჰიტლერი, რომლის ნამდვილი გვარია, შიკლგრუბერი, დაიბადა ავსტრიაში,


ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო. მამამისი სახელმწიფო მოხელე გახლდათ, რის გამოც
ოჯახი დიდ გასაჭირს არ განიცდიდა. ადოლფი სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა,
არ მოწსონდა სასკოლო დისციპლინა და სისტემატური მეცადინეობა. ცნობილია, რომ
მას ხატვის ნიჭი ჰქონდა და 1907 წელს სცადა ვენის სამხატვრო აკადემიაში მიღება,
თუმცა გამოცდაზე ჩაიჭრა. მშობლების სიკვდილმა ოჯახის მატერიალურ
მდგობარეობაზე უარყოფითად იმოქმედა და ადოლფმა ამ პრობლემის
დამოუკიდებლად მოგვარება სცადა. იგი საცხოვრებლად ვენაში გადავიდა და
სიღარიბეში ცხოვრობდა, ცდილობდა საარსებო საშუალება ნახატების გაყიდვით
ეშოვა და კვლავ სცადა ვენის აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ამაოდ. ვენაში
ცხოვრებისას იგი ერიდებოდა სპირტიან სასმელებს, მორიდებული იყო ქალებთან,
ხშირად ღამეს უსახლკაროთა თავშესაფარში ათევდა. დიდ დროს უთმობდა
ცრუმეცნიერული წიგნებისა და ბროშურების კითხვას, რომლებიც ოკულტიზმსა და
მარქსიზმს ეხებოდა, უსახლკაროებთან და უმუშევრებთან კამათისას შოულობდა
თანხას და თეატრში სპექტქკელებს ესწრებოდა.

ამ პერიოდიდან დაიწყო ადოლფ ჰიტლერმა ებრაელთა კორუმპირებული


ბიუროკრატიიის ყველაფერში დადანაშაულება, რომელიც მისი აზრით სამხატვრო
აკადემიას მართავდა. ჰიტლერს იზიდავდა პანგერმანისტული იდეები, რომლის
მიხედვითაც ყველა გერმანელს, მათ შორის ავსტრიელებსაც, ერთიან იმპერიაში უნდა
ეცხოვრა რომლის მომავალი ბირთვიც გერმანია უნდა გამხდარიყო. 1913 წელს
მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად და ანალოგიურ ცხოვრების წესს ეწეოდა. იგი,
სუსტი ჯანმრთელობის გამო, არ გაიწვიეს ავსტრია-უნგრეთის არმიაში, თუმცა
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პიტლერი მოხალისედ წავიდა გერმანიის
არმიაში. თითქმის მთელი ომი ფრონტის წინა ხაზის მახლობლად გაატარა, პოლკის
შტაბის შიკრიკად მსახურობდა. დისიპლინირებული ქცევისთვის ის დააჯილდოვეს
მეორე ხარისხის რკინის ჯვრით. ომის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა
საავადმყოფოში, დაჭრისა და მოწამვლის გამო, პირველად დაბრუნდა ფრონტზე,
თუმცა მეორედ გამოჯანმრთელებისთვის ომი დასრულებული იყო.

იმ დროისთვის გერმანიაში შემდეგი პოლიტიკური ვითარება იყო- 1918 წლის


ნოემბერში გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ომისგან გაწამებულ ქვეყანაში
რევოლუცია დაიწყო, გერმანიას მოწინააღმდეგეებმა თავს მძიმე, დამამცირებელი
საზავო პირობები მოახვიეს, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც გამწვავებული
იყო. გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა. ჰიტლერი
კვლავ იზიარებდა პანგერმანულ იდეებს და სწამდა, რომ ყველაფერში დამნაშავე
იყვნენ სოციალისტები, ეგრაელები, გამყიდველი და კორუმპირებული ელიტა. 1919
წლისთვის რაიხსვერის ბიუროს დავალებით პიტლერი გახდა გერმანიის მუშათა
მცირერიცხოვანი პარტიის წევრი, მალევე იგი ამ პარტიის ლიდერი გახდა,
არაჩვეულებრივი ორატორული ნიჭი აღმოაჩნდა.ლოზუნგებმა-„ნაციონალური
სოციალიზმი“, „ახალი მსოფლიო წესრიგი“- მალევე პარტიას ბავარიაში სიმპატიები
მოუპოვა. მუსოლინის წარმატებებით წაქეზებულმა ჰიტლერმა ბავარიაში
ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. 1923 წელს გამართა „ლუდის პუტჩი“,
რომელიც პოლიციამ ადვილად ჩაახშო და ჰიტლერს ოთხი წლით პატიმრობა
მიესაჯა. სწორედ ციხეში ყოფნის დროს დაწერა წიგნი „ჩემი ბრძოლა“,რომელიც
ფაშიზმის ბიბლიად იქცა. წიგნი წარმოადგენდა ავტობიოგრაფიული მომენტებსა და
გერმანიის მომავალი მოწყობის გეგმებს.

1925 წელს ჰიტლერი ვადამდე გაათავისუფლეს.იგი თავისი გავლენის აღდგენას


შეუდგა ნაციონალ-სოციალისტურ მოძრაობაში, რომლის გავლენაც შესუსტდა.
ადლოფ ჰიტლერი, საკუთარი ორატორული ნიჭისა და სამხედრო წრეების
დახმარებით, საერთოგერმანული მასშტაბის ლიდერი გახდა. ის თავისი იდეების
ფანატიკოსი იყო-სწამდა დიდი გერმანიის დიდების. ამბობდნენ, რომ პირად
ცხოვრებაში რბილი, დამთმობი და სენტიმენტალურიც კი იყო, თუმცა ვფიქრობ, ამას
ვერ ვიტყვით იმ ადამიანზე, რომელმაც გაწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე
საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ ბრძოლის ველზე. ჰიტლერი მზად იყო საკუთარი
იდეებისთვის მთელი გერმანელი ხალხი შეეწირა.

1929-1932 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა სიტუაცია შეცვალა, განსაკუთრებით


მძიმე დარტყმა მიიღო გერმანიამ. ქვეყანაში არ აღმოჩნდა ლიდერი, რომელიც
რუზველტის მსგავსად შეძლებდა კრიზისის სოციალური შედეგების შერბილებას
დემოკრატიის საფუძველზე. დაიწყო ორი ტოტალიტარული, ერთმანეთისადმი
მტრულად განწყობილი პარტიის- გერმანიის კომუნისტური პარტიისა და ნაციონალ-
სოციალისტური- პარტიების გავლენის ზრდა. ორივეს საკუთარი გეგმა ჰქონდა
კრიზისიდან გამოსვლის, თუმცა ნაციონალ-სოციალისტებმა სოციალური,
ნაციონალური, რასისტული ლოზუნგების წყალობით მოიპოვეს უმუშევრების,
წვრილი ბურჟუაზიის, მუშების მხარდაჭერა.

ჰიტლერი იმ პარტიის ლიდერი გახლდათ, რომელსაც რაიხსტაგში ყველაზე


მრავალრიცხოვანი ფრაქცია ჰყავდა. 1933 წელს ადოლფ ჰიტლერი რაიხსკანცლერი
გახდა. 1933 წლის 27 თებერვალს დაიწვა რაიხსტაგი, რაშიც კომუნისტები
დაადანაშაულეს, გერმანიის კომუნისტური პარტია კანონგარეშედ გამოცხადდა,
მიდი საპარლამენტო მანდატები ანულირებულ იქნა, რამაც რაიხსტაგში ნაცისტებისა
და მისი მხარდამჭერი პარტიების უმრავლესობა უზრუნველყო, რაც საკმარისი იყო
მთავრობისათვის საგანგებო უფლებების მისანიჭებლად. აიკრძალა ყველა პარტია
ნაცისტურის გარდა, დაიხურა ოპოზიციური პრესა, „ცუდი“ გერმანელები, რომლებიც
არ იზიარებდნენ ფაშისტურ იდეოლოგიას, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს.
ვაიმარის კონსტიტუცია გაუქმებულ იქნა, ხოლო 1934 წლიდან ჰიტლერი ბელადი
გახდა.

ნაციონალ-სოციალიზმის სოციალური პროგრამა- საზოგადოებრივ სამუშაოთა


ორგანიზება, გზების მშენებლობა, რამაც უმუშევრობა აღმოფხვრა, კლასობრივი
დაპირისპირების დაძლევა, წვრილი მესაკუთრეებისთვის გადასახადები გაუქმდა. ამ
რეფორმების გატარების სახსრების წყაროდ ეკონომიკის „არიიზაცია“ იქცა.
(არაარიელებისთვის, ებრაელებისთვის, რომლებიც ბურჟუაზიის 1/15-ს
წარმოადგენდნენ, ქონების, ბანკებისა და საწარმოების ჩამორთმევა). ეს ქონება
სახელმწიფოს ხელში გადადიოდა, ნაწილი კი გერმანელ ბანკირებსა და მრეწველებს
გადაეცათ. ამ საქმიდან მოგება მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. ყველაფერი
სახელმწიფოს მიერ განისაზღვრებოდა- მუშათა გაფიცვა, პროდუქციის ფასები...

You might also like