You are on page 1of 2

საკმაოდ რთულია იმის გარკვევა თუ სად და როდის წარმოიშვა პირველი ნორმები

ჰუმანიტარული სამართლისა, ამასთან ერთად შეუძლებელია დასახელდეს საერთაშორისო


ჰუმანიტარული სამართლის ავტორი. ჯერ კიდევ ძველ დროში სადაც სახელმწიფოები არ იყო
ჩამოყალიბებული, მიმდინარეობდა ომი ტომებსა და კლანებს შორის, თუმცა მათ მიზანს არ
წარმოადგენდა მოწინააღმდეგის სრული განადგურება. ნელ-ნელა ყალიბდებოდა წესები,
რომლებიც მიზნად ისახავდნენ ძალადობის შემსუბუქებას ომების დროს. ჰუმანიტარული
სამართლის გარკვეული ნორმები შესაძლებელია ყველა კულტურაში აღმოჩნდეს, მათ შორის
ლიტერატურულ ძეგლებში, რელიგიურ წყაროებში რომელსაც განეკუთვნება ბიბლია და
ყურანი, ასევე სამხედროების შესახებ მოძღვრებებში. ხოლო სხვა კულტურები როგორიცაა,
ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და ისლამური სამყარო, მათ ჰქონდათ ომის საკუთარი კანონები
და წესები. ძალიან ბევრი მცდელობა იყო ომის შეზღუდვისა მის წესებში მოქცევით, თუმცა
ამას ჰქონდა სხვადასხვა უკუქცევები. ეს ყველაფერი ხდებოდა მე-19 საუკუნემდე. სწორედ
მე-19 საუკუნიდან მოხდა დიდი რყევები, რამაც გამოიწვია ომის სამართლის დასაწყისის
კოდიფიცირება და თანამედროვე ჰუმანიტარული სამართლის დაბადების მომენტად
ითვლება ეს პერიოდი. ერთ-ერთ მთავარ მომენტად ითვლება ბრძანება ნომერი 100-ის შექმნა,
რომელიც 1863 წლის 24 აპრილს შეიქმნა და ხელი მოეწერა აშშ-ს პრეზიდენტის აბრაამ
ლინკოლნის მიერ აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. იგი იყო ერთგვარი ინსტრუქცია,
რომელიც კარნახობდა თუ როგორ უნდა ეხელმძღვანელად ჯარისკაცებს ომის დროს.
ბრძანება ნომერ 100-ს ჰქონდა მეორე სახელიც, რომელიც ლიბერის კანონებითაა ცნობილი, ეს
სახელი სწორედაც უკავშირდება ავტორის გვარს, რომელიც იყო გერმანელ-ამერიკელი
მეცნიერი და პოლიტიკის ფილოსოფოსი ფრენსის ლიბერი.

სოლფერინოს ბრძოლა კი გადამწყვეტი მომენტი გახდა საერთაშორისო ჰუმანიტარული


სამართლის განვითარებისა. სოლფერინოს ბრძოლასთან დაკავშირებულია წითელი ჯვრის
საზოგადოების დაარსება. შვეიცარიელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე ანრი დიუნანი 1859
წელს საქმიანი მოგზაურობისას იტალიაში სოლფერინოს ბრძოლის შედეგების
თვითმხილველი გახდა. საკუთარი მოგონებები და განცდები ამ ინციდენტის შესახებ მან
„სოლფერინოს მემუარებში“ აღწერა, რაც შემდგომში წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტის დაარსების შთამაგონებელი ფაქტორი შეიქმნა. გუსტავ მუანიესთან და სხვა
თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც შემდეგ წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტი ეწოდა.

ჰუმანიტარული სამართლის წარმოშობა განუყოფლადაა დაკავშირებული ორი ადამიანის


ანრი დიუნანისა და ფრენსის ლიბერის სახელებთან. დიუნანისა და ლიბერის საყრდენი იდეა
ჟან-ჟაკ რუსოს 1762 წელს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ
ტრაქტატშია მოცემული: ომი არს ურთიერთობა არა ადამიანებს არამედ სახელმწიფოებს
შორის და ხალხი ერთმანეთის პირისპირ დგებიანა რა როგორც ადამიანები ან მოქალაქეები,
არამედ როგორც ჯარისკაცები. შემდგომ რუსომ გამოიტანა დასკვნა, რომ ჯარისკაცებს
იქამდე უნდა ეომო სანამ ისინი თავად იბრძვიან, ხოლო როგორც კი ისინი იარაღს დაყრიან
და ჩვეულებრივ ადამიანებად იქცევიან მაშინ ისინი უნდა დაინდო. სწორედ ეს ძირითადი
პრინციპი დაედო ჰუმანიტარულ სამართალს საფუძვლად.ამ ყველაფრით ჟან-ჟაკ რუსომ
საფუძველი დაუდო განსხვავებას კომბატანტებს ანუ სამხედრო მოსამსახურეებს და
დანარჩენ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა ომში. ამგვარად
ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღორძინებას მე-19
საუკუნეში.

You might also like