You are on page 1of 4

Crdiloatlantikuri xelSekrulebis organizaciis – natos Seqmna

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საბოლოოდ იქნა დამარცხებული


გერმანული ნაციზმი, მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების წინაშე შეიქმნა ახალი -
კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელების საფრთხე.

❖ 1946 წლის 5 მარტს ფულტონში (აშშ, მისურის შტატი) უინსტონ ჩერჩილმა ყურადღება
გაამახვილა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „რკინის ფარდის“ არსებობაზე და
გააკეთა მოწოდება ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო კავშირის შექმნის შესახებ.
❖ 1947 წლის იანვარში პოლონეთში მოხდა კომუნისტური ე.წ. „ლიუბლინის კომიტეტის“
მიერ ძალაუფლების მონოპოლიზება და კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.
❖ ამერიკელი მეცნიერისა და დიპლომატის, ჯორჯ ქენანის, მიერ შემუშავებულ იქნა ე.წ.
„შეკავების დოქტრინა“, რომელიც უფრო კონცენტრირებული სახით განსახიერებულ იქნა
„ტრუმენის დოქტრინასა“ და „მარშალის გეგმაში“. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა,
1947 წლის 12 მარტს აშშ-ის კონგრესის სხდომაზე წარმოადგინა ინიციატივა,
საბერძნეთისა და თურქეთის დასახმარებლად გამოყოფილიყო $400 მლნ. ეს პროგრამა
დამტკიცდა 15 მარტს.
❖ 1947 წლის 5 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა, წარმოადგინა
ევროპის ეკონომიკური რეკონსტრუქციის გეგმა - „მარშალის გეგმა“ (დახმარება
შესთავაზეს სსრკ-სა და მის სატელიტებსაც აღმ. ევროპაში, თუმცა საბჭოთა
ხელისუფლებამ უარი განაცხადა დახმარების მიღებაზე). 1948 წლის აპრილიდან 1952
წლის თებერვლის ჩათვლით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა 17 მლრდ. დოლარის
მოცულობის დახმარება მიიღეს. ამ თანხის გადანაწილება დაეკისრა „ევროპის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას“ (OEEC).
❖ 1947 წლის სექტემბერში შეიქმნა კომუნისტური პარტიების საინფორმაციო ბიურო -
„კომინფორმი“.
❖ 1948 წლის 25 თებერვალს ჩეხოსლოვაკიაში განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება
და საბჭოთა დიქტატურა დამყარდა, იმავე წლის ზაფხულში კი - ბერლინის ბლოკადა,
რითაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა ქალაქის მოსახლეობა.
❖ ევროპის თავდაცვის ორგანიზაციის შექმნის იდეა პირველად ბრიტანეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა, ერნესტ ბევინმა, 1948 წლის იანვარში გააჟღერა. 17 მარტს ბელგიის,
ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა
მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბრიუსელის ხელშეკრულებას ეკონომიკური, სოციალური
და კულტურული თანამშრომლობისა და კოლექტიური თავდაცვის შესახებ. 27-28
სექტემბერს მათ დააფუძნეს დასავლეთის კავშირის თავდაცვის ორგანიზაცია.
❖ კომუნისტური ექსპანსიის შესაკავებლად საჭირო იყო აშშ-ის დახმარებაც. 1948 წლის
ივნისში აშშ-ის სენატმა მიიღო „ვანდერბერგის რეზოლუცია“, ივლისში კი აშშ-მ, კანადამ
და ბრიუსელის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს მოლაპარაკებები
ჩრდილოატლანტიკური რეგიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის
შესახებ. დეკემბერში ვაშინგტონში განახლდა მოლაპარაკებები ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე. 1949 წლის მარტში აღნიშნულმა ქვეყნებმა
შესთავაზეს დანიას, ისლანდიას, ნორვეგიას, იტალიასა და პორტუგალიას
მიერთებოდნენ ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. 4 აპრილს 12-მა სახელმწიფომ
(აშშ, კანადა, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია,
ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, იტალია, პორტუგალია) გაეროს წესდების 51-ე მუხლის
საფუძველზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს ნატოს შექმნის შესახებ. ხელშეკრულება
ძალაში შევიდა 24 აგვისტოს, 17 სექტემბერს კი ვაშინგტონში ჩატარდა
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი სესია.

Crdiloatlantikuri xelSekruleba = vaSingtonis xelSekruleba

ხელშეკრულებას ხელი 1949 წლის 4 აპრილს მოეწერა. ის 14 პუნქტისაგან შედგება.

მე-5 პუნქტი წარმოადგენს ხელშეკრულების ქვაკუთხედს და ხაზს უსვამს მისი კოლექტიური


თავდაცვის ხასიათს: თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განხილული იქნება თავდასხმად
მთლიანად ალიანსზე და ასეთ შემთხვევაში ყოველი მათგანი დაუყოვნებელ დახმარებას
გაუწევს იმ წევრ ქვეყანას, რომელზეც განხორციელდება თავდასხმა და აუცილებლობის
შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებსაც გამოიყენებს.

მე-10 მუხლი უკავშირდება გაფართოებასა და „ღია კარის“ პოლიტიკას: ნებისმიერ ქვეყანას,


რომელიც დაიცავს ალიანსის პრინციპებს და შეიტანს თავის წვლილს ევროატლანტიკურ
უსაფრთხოებაში, შეუძლია გახდეს ნატო-ს წევრი.

Crdiloatlantikuri aliansi XX saukunis 50-ian wlebSi


❖ 1949 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირის მიერ ატომური იარაღის
გამოცდის შესახებ (აშშ-მ დაკარგა ატომური მონოპოლია).
❖ 1950 წლის დასაწყისში ტრუმენის ინიციატივით ჩრდილოატლანტიკური რეგიონის
ერთიანი თავდაცვითი სისტემის გეგმის შექმნა - $900 მლნ. სამხედრო პროგრამებისთვის.
❖ 1950 წლის ივლისში ლონდონში ჩატარდა ნატო-ს საბჭოში შემავალი ქვეყნების პირველი
სხდომა - ამერიკელი ელჩი ჩარლზ სპოფორდი არჩეულ იქნა საბჭოს მუდმივ
თავმჯდომარედ, ბრიტანელი ლორდ ისმეი კი ვიცე თავმჯდომარედ და ნატო-ს
გენერალურ მდივნად.
❖ 1951 წლის 20 სექტემბერს ოტავაში ხელი მოეწერა „სამოქალაქო სტატუსის შესახებ“
ხელშეკრულებას.
❖ 1952 წლის თებერვალში ლისაბონში მოხდა ნატო-ს სტრუქტურის რეორგანიზაცია - ის
გახდა მუდმივმოქმედი ორგანიზაცია შტაბბინით პარიზში.
❖ სამხედრო სტრუქტურებში განხორციელებული ღონისძიებები - 1951 წლიდან მუშაობა
დაიწყო ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბმა ევროპაში (რეზიდენცია
-როკენკურში), 1952 წლიდან კი - ატლანტიკის რეგიონში (რეზიდენცია - ნორფოლკში).
❖ საგანმანათლებლო ღონისძიებები - 1951 წლის ნოემბერში პარიზში საზეიმოდ გაიხსნა
ნატოს თავდაცვის კოლეჯი (1966 წლიდან ფუნქციონირებს რომში); 50-იანი წლების
მეორე ნახევარში დას. გერმანიაში იქმნება დაწესებულება, რომელსაც 1975 წლიდან
ნატოს სკოლა ეწოდა; 1959 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ინფორმაციისა და
კავშირგაბმულობის სისტემების ნატო-ს სკოლამ.
❖ 1952 წელს მოხდა ნატოს პირველი გაფართოება - ორგანიზაციას შეუერთდა საბერძნეთი
და თურქეთი, 1955 წელს კი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (იმავე წელს
შეიქმნა ვარშავის ბლოკი, რომელსაც შეუერთდნენ აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური
რეჟიმის ქვეყნები გარდა იუგოსლავიისა).

nato XX saukunis 60-ian wlebSi


❖ 1960 წელი - ჩაიშალა გერმანიის საკითხთან დაკავშირებული ოთხმხრივი
მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის უმაღლეს
დონეზე; 1 მაისი - სსრკ-ის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულ იქნა აშშ-ის სადაზვერვო
თვითმფრინავი უ-2; კომუნისტური სახელმწიფოები გამოვიდნენ მოლაპარაკებათა
პროცესიდან განიარაღების პროცესთან დაკავშირებით.
❖ 1961 წლის აგვისტო - ბერლინის კედლის აღმართვა; დეკემბერში ნატო-მ დაგმო ეს ფაქტი
და გამოხატა მზადყოფნა სსრკ-სთან მოლაპარაკებათა პროცესის განახლების მიზნით.
❖ 1962 წლი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაკმილანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა
კენედიმ მიმართეს სსრკ-ის გენერალურ მდივანს, ხრუშჩოვს, მოწოდებით, რათა
ხელმოწერილი ყოფილიყო შეთანხმება ბირთვული გამოცდების აკრძალვის შესახებ;
სსრკ-ის მხრიდან იგნორირების საპასუხოდ, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო და
თავდაცვის მინისტრებმა, იმავე წლის მაისში განიხილეს პირობები, რომლის
მიხედვითაც ნატო შეიძლება იძულებული გამხდარიყო გამოეყენებინა ბირთვული
იარაღი („ათენის დირექტივები“).
❖ 1962 წლის ოქტომბერ-ნოემბერი - აშშ-ისთვის ცნობილი გახდა კუბაზე საბჭოთა
სარაკეტო ბაზების მშენებლობის შესახებ; საპასუხოდ აშშ-მ განახორციელა კუბის
ბლოკადა.
❖ 1963 წლის 20 ივნისი - ჟენევაში აშშ-მ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ე.წ. „ცხელი
ხაზის“ ამოქმედების შესახებ; იმავე წელს ბრიტანეთმა, სსრკ-მ და აშშ-მ მოახდინეს
„ბირთვული გამოცდების ატმოსფეროში კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშა აკრძალვის
შესახებ“ შეთანხმების პარაფირება.
❖ 1967 წელი - ხელი მოეწერა „შეთანხმებას კოსმოსის შესახებ“.
❖ 1968 წელი - ხელი მოეწერა შეთანხმებას „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის“
შესახებ.

natos miznebi da amocanebi


მიზანი - ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობისა და მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების
უზრუნველყოფა; ამოცანა:

❖ კოლექტიური თავდაცვა;
❖ კრიზისების მართვა;
❖ თანამშრომლობის გზით უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

natos struqtura
❖ სამოქალაქო სტრუქტურა - ალიანსის ყველა წევრს ქვეყანას ნატო-ს შტაბ-ბინაში ჰყავს
ეროვნული წარმომადგენელი/დელეგაცია. დელეგაციას ელჩის ხელმძღვანელობს.
❖ გენერალური მდივანი (ამჟამად იენს სტოლტენბერგი, ნორვეგიიდან) - წევრი
სახელმწიფოების მიერ 4 წლის ვადით ინიშნება, მას არ აქვს ხმის მიცემის უფლება.
❖ საერთაშორისო სამსახური - საკონსულტაციო და ადმინისტრაციული ვალდებულებები +
ჩართულია ალიანსის გაფართოების პროცესში.
❖ ჩრდილოატლანტიკური საბჭო - გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანო.
საბჭოში თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი ხმა გააჩნია. საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე
იმართება:
1. ელჩების დონეზე - კვირაში ერთხელ;
2. მინისტრთა დონეზე - წელიწადში ორჯერ (მინისტერიალი);
3. სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე - წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ (სამიტი).
❖ სამხედრო სტრუქტურა - უმაღლესი სამხედრო ორგანო აროს სამხედრო კომიტეტი, მას
დახმარებას უწევს საერთაშორისო სამხედრო სამდივნო.
❖ სამხედრო სარდლობები - 1. მოკავშირეთა მთავარსარდლობა ევროპაში (შტაბბინა -
მონსში, ბელგია); 2. მოკავშირეთა ტრანსფორმაციის მთავარსარდლობა (ნორფოლკი,
აშშ).

You might also like