You are on page 1of 11

გოგიაშვილი სალომე

579-07-06-07; Gogiashvilisalome41@gmail.com

ჰუმანიტარული და მეცნიერებათა სკოლა

საერთაშორისო ურთიერთობები

ხელმძღვანელი:შურღულაია თორნიკე

ისტორიის დოქტორი,პროფესორი

აშშ-ის 1947 წლის ეროვნული უსაფრთხოება


შესავალი

ისტორიაში ძირითადად მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ომებს. ქვეყნები


იზრდებოდნენ და მცირდებოდნენ ომებით. სახელმწიფოები იყოფოდნენ და
ერთიანდებოდნენ. ძველსა თუ ახალ ისტორიულ ნაწილში მნიშვნელოვანი მომენტები
გვხვდება, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის. ასეთ გარდამტეხ ნაწილად
უახლეს ისტორიაში მომხდარი I და II მსოფლიო ომები იგულისხმება. ორივე მათგანი
საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსოფლიო ისტორიისთვის, განსაკუთრებით მეორე
მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი აშშ-ის ახალი უსაფრთხოების სისტემის
შემუშავებისა თუ რეკონსტრუქციის პროცესებით არის ცნობილი. აშშ-ი დღეს
ზესახელმწიფოა, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა განვლო ამ სტატუსის
მოსაპოვებლად. თავად მის უახლეს ისტორიაში, მნიშვნელოვან და გარდამტეხ
პერიოდად 1947 წელია მიჩნეული. ქვეყანაში ხელი მოეწერა ეროვნული უსაფრთხოების
აქტს.

სანამ აშშ-ის 1947 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტზე ვისაუბრებდეთ, გვსურს


ისტორიული მოკლე ექსკურსი გავაკეთოთ და მიმოვიხილოთ I – II მსოფლიო ომებში
მისი მგდომარეობა. თალასოკრატიული აშშ-ის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, კერძოდ
„რიმლენდის“, სანაპირო ზონების თეორიის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ამან
შეუწყო ხელი იმას, რომ ორივე მსოფლიო ომიდან გამარჯვებული გამოვიდა. შეიძლება
ისიც ითქვას, რომ აშშ-ი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა მსოფლიო
ომებიდან.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკაში ფუნქციონირებდა სტრატეგიული


სამსახურების ოფისი, OSS (Office of Strategic Services), რომლის მიზანი იყო ინფორმაციის
მოპოვება, დივერსიების მოწყობა მტრის პოზიციებზე, პროპაგანდის წარმოება, საომარი
მოქმედებების შემდგომი დაგეგმვა, მტრის საბოტაჟი, ევროპაში ანტი-ნაცისტური
წინააღმდეგობის ჯგუფების ორგანიზება და მათი საომარი მოქმედებების
კოორდინირება და ასევე სამხედრო წვრთნების ჩატარება ანტი-იაპონური პარტიზანული
მოძრაობისთვის აზიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს OSS 24 000 ადამიანი
მსახურობდა. 1945 წლის მაისში ევროპაში გამარჯვების შემდეგ, OSS უფრო ეფექტურად
შეეძლო იაპონიის სამხედრო ოპერაციების კონტროლი. ძალიან მალე იაპონია დანებდა
და დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. ომის დამთავრების შემდეგ, 1945წ. 20 სექტრმბერს,
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ კანონს № 9621,
რომლითაც OSS-მა არსეობა შეწყვიტა. მისი ბრძანება ძალაში შევიდა 1945 წლის 1
ოქტომბერს. მალევე მსოფლიო ხდება „ბიპოლარული“ იწყება „ცივი ომი“, რამაც აშშ-ის
ისტებლიშმენტს დაანახა ცენტრალიზებული სადაზვერვო რგოლის შექმნის
აუცილებლობა. 1947 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა ხელი მოაწერა
ეროვნული უსაფრთხოების აქტს. ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოება“ პირველად
თეოდორ რუზველტმა გამოიყენა 1904 წელს პანამის არხის მშენებლობისას. ეროვნული

1
უსაფრთხოება არის ეროვნული ინტერესების დაცვის და ეფექტურად გატარების
საშუალება, როგორც ლოკალური აგრეთვე გლობალური მასშტაბით, თუ კიდევ უფრო
დავკონკრეტდებით ეროვნული უსაფრთხოების არსზე, ცნების შინაარსი კი მოიცავს
ერის, როგორც კულტურულსა და პოლიტიკური ერთობის, ყველა იმ სასიცოცხლო
პირობას, რომელიც უზრუნველყოფს მის არსებობასა და განვითარებას. ძირითადად,
ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი
შინაგან პოლიტიკურ სტაბილურობის უზრუნველყოფას. თანამედროვე პირობებში,
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება განიხილება არა მხოლოდ სამხედრო და პოლოტიკურ,
არამედ ეკონომიკურ სისტემასთან მჭიდრო კავშირში.1

1947 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტის თანახმად შეიქმნა სამი


უმნიშვნელოვანესი რგოლი:

1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

2. თავდაცვის დეპარტამენტი

3. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო.

ეროვნული უშიშროების საბჭო

ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საგარეო პოლიტიკისა


და თავდაცვის სფეროს ეფექტური მენეჯმენტის წარმოების მიზნით შეიქმნა, კერძოდ კი
კონტროლისა და მართვის საშუალებად.

პრეზიდენტმა ტრუმენმა შექმნა ეფექტური ეროვნული უსაფრთხოების სისტემა,


რომელიც შიდა სახელმწიფოებრივი, საგარეო და სამხედრო პოლიტიკის მენეჯმენტს
აადვილებდა ისტებლიშმენტისათვის. ეროვნული უშიშროების საბჭო შეიქმნა საჯარო
სამართლის მე-80 კანონით, საბჭო შედგებოდა შემდეგი 7 ძირითადი წევრისგან:

 პრეზიდენტი, რომელიც თავმჯდომარეობდა


 სახელმწიფო მდივანი
 თავდაცვის მდივანი

1
,,ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები’’ავტ,თორნიკე
შურღულაია.გამომცემლობა ,,უნივერსამი’’თბილისი 2013წ.

2
 არმიის მდივანი
 საზღვაო ძალების მდივანი
 საჰაერო ძალების მდივანს
 ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე

პრეზიდენტს შეუძლია სიტუაციური ანალიზიდან გამომდინარე საბჭოს სხდომებზე


მოიწვიოს სხვადასხვა დეპარტამენტის მდივანი.

1949 წელს აქტში ცვლილებები შეიტანეს. გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე


დაემატა მუდმივ წევრად. ეროვნული უსაფრთხოების წევრები დაიყო სამ ჯგუფად:

 the Executive Secretary and his staff


 personnel on detail
 Consultants to the Executive Secretary

1951 წელს საბჭოთა არატრადიციული ცივი ომის ტაქტიკაზე რეაგირების მიზნით


შეიქმნა „ფსიქოლოგიური სტრატეგიის საბჭო“, რომელიც დაკომპლექტდა თავდაცვის
მდივნის მოადგილისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის
მოადგილისგან.2

ტრუმანის შემოდგომმა პრეზიდენტებმა რამდენიმე ცვლილება შიეტანეს ეროვნული


უშიშროების საბჭოში. 1953-1961 წ.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოში პრეზიდენტ
ეიზენჰაუერის ხელმძღვანელობით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემა გარდაიქმნა
პრეზიდენტის მთავარი ძალის, სამხედრო, საერთაშორისო და შიდა უსაფრთხოების
საკითხებზე პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების მიზნით. ეიზენჰაუერმა
შეიმუშავა ინტეგრირებული პოლიტიკის მიმოხილვის სტრუქტურული სისტემა.
ეიზენჰაუერს ფრთხილი პერსონალი ჰყავდა და დარწმუნებული იყო, რომ ეფექტური
დაგეგმვა იყო მრჩეველთა შორის დისკუსიისა და დებატების შემოქმედებითი პროცესი.

პრეზიდენტმა კენედიმ, (1961-1963) რომელზეც ჯექსონის ქვეკომიტეტის მოხსენებამ


და ეიზენჰაუერის სისტემის სერიოზულმა კრიტიკამ ძლიერი გავლენა მოახდინა მის
ადმინისტრაციაზე, შეიცვალა საბჭოს მუშაობის პროცესი, გაამარტივა საგარეო
პოლიტიკის შემუშავება და უფრო მოქნილი გახადა. თანამდებობის დაკავების შემდეგ,
პრეზიდენტი გადავიდა ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლების შემცირებაზე.
აღნიშნულ პროცესს არეგულირებდა მათი ასაკობრივი ცენზით, რომელიც
გამოიყურებოდა ასე- 49-დან 74 წლამდე, ხოლო საბჭოს შეხვედრები გაცილებით
ნაკლები იყო, მკვეთრად შემცირდა ოფიცერთა რაოდენობა. ოპერაციის საკოორდინაციო
საბჭო გაუქმდა, ხოლო ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის მიერ დაჟინებული
მოთხოვნით გამოეყო პოლიტიკის აღსრულების მონიტორინგს. საგარეო პოლიტიკის
ინიცირება და კოორდინაციის დიდი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტში გადავიდა.3
2
ინტერნეტ საიტი: www.georgewbush-whitehouse.archives.gov
3
ინტერნეტ საიტი: www.nixonlibrary.gov

3
თავდაცვის დეპარტამენტი

მორიგი მნიშვნელოვანი რგოლი, თვდაცვის დეტაპრამენტია. ერთ დეპარტამენტში


სხვადსხვა სამხედრო შენაერთების გაერთაინებამ 1947 წელს გამოიწვა Department of
Defence-ის შექმნა. იმავე წელს შეიქმნა აშშ-ს საჰარეო ძალები, რის გამოც დაიწყო საჰაერო
ძალების დეპარტამენტის ფორმირება. შემდეგ ყალიბდება სამი ძირითადი სამხედრო
განშტოება

o არმიის
o სამხედრო საზღვაო ძალების
o საჰაერო ძალების

მფარველობის ქვეშ შეიქმნა საიდუმლო დეპარტამენტის კონტროლი სენატის მიერ.

1949 წელს მოხდა შესწორება ეროვნული უსაფრთხოების აქტში, რომელიც უფრო


კონსოლიდირებული იყო სამი სამდივნოს მიერ.

თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი ელემენტები არიან: არმია, სამხედრო საზღვაო


ძლები, საზღვაო ქვეითები და საჰაერო ძალები, სადაც დაახლოებით 1.7 მილიონი
მამაკაცი და ქალი მსახურობს. თავდაცვის დეპარტამენტში დაახლოებით 1.1 მილიონი
ადმინისტრაციის თანამშრომელია. თითოეული სამხედრო დეპარტამენტი ცალკე
ორგანიზებულია საკუთარი მდივნისა და თავდაცვის მდივნის უფლებამსილებით,
მიმართულებისა და კონტროლის ქვეშ. თითოეული სამხედრო დეპარტამენტის
ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მისი დეპარტამენტის მუშაობის ეფექტურობაზე
თავდაცვის მდივნის წინაშე. სამხედრო განკარგულებები გაიცემა ამ დეპარტამენტების,
თავდაცვის მდივნის უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალურ წერილობითი
ფორმით თავდაცვის მდივნის მიერ კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.

თავდაცვის დეპარტამენტი საკამოდ აქტიური სახელმწიფო ორგანიზაციაა მისი შექმნის


დღიდან. ეტაპობრივად განხორციელდა არაერთი ცვლილება, რანაც დროთა
განმავლობაში, ის ჩამოაყალიბა სრულყოფილ ორგანოდ.4

4
ინტერნეტ საიტი: www.govinfo.library.unt.edu

4
სპეციალური ოპერაციის სარდლობა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სარდლობა შეიქმნა,


გაიწვრთნა და აღიჭურვა სპეციფიკური დავალებების შესასრულებლად და პოლიტკური,
ეკონომიკრი თუ ფსიქოლოგიური ტიპის მიზნების მისაღწევად, რომლებიც პირდაპირ
კავშირში არის აშშ-ის პოლიტკურ ინტერესთან სხვადსხვა რეგიონში. სპეციალური
ოპერაციის სარდლობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცხრა ერთიანი საბრძოლო
სარდლობიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თვისი სამხედრო სტრატეგიით და
საგანგებო ოპერაციების ჩატარების სპეციფიკური მეთოდებით. მის შემადგენლობაში
გაერთიანებულია: არმიის ქვეითი ჯარების, საჰაერო ძალების, საზღვაო ფლოტისა და
საზღვაო ქვეთი კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმები.

სპეციფიკური ოპერაციების სარდლობის ორგანული სტრუქტურა შემდეგნაირად


გამოიყურება:

 მეთაური
 მეთაურის მოადგლე
 მეთაურის მოადგლე მობილიზაციისა და რეზერვების საკითხში
 შტაბის უფროსი
 მეთაურის მხარდაჭერის ცენტრი
 სპეციალური ოპერაციების ცენტრი
 საინფორმაციო ქსელებისა და კომუნიკაციების ცენტრი
 ორგანიზაციული სტრუქტურის, ესურსების და სტრატეგიული შეფასების
ცენტრი
 შესყიდვებსა და ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი
 განათლებისა და პერსექტიული განვითარების ცენტრი

სპეციალურ ოპერაცია სარდლობას აქვს ,,ერთობლივი სპეციალური ოპერაციების


უნივერსიტეტი,’’ რომელიც გახლავთ უმაღლესი სასწავლო ცებტრალური დაწესებულება
და აშშ-ს სპეცოპერაციებს სარდლობის მთავარი კომპონენტი. იგი უზრუნვლყოფს
სხვდასხვა დონის სამხედრო და საქალაქო სპეციაისტების მომზადებას, აგრეთვე
აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში სპეციალური პროგრამით სწავლებას გადიან
უმაღლესი რადგის ოფიცრები და სარდლები. უნივერსიტეტი დაარსდა 2000
წელს,ამჟამად განლაგებულია საჰაერო ბაზა ,,მაკდილ’’-ზე, ფლორიდაში, 2011 წ.დე
უნივერსიტეტი განლაგებული იო საჰაერო ბაზა ,,ჰალბერტ ფილზე’’ ფლორიდაში

თავდაცვის დეპარტამენტში ასევე შედის:

5
 Southern Command (USSOUTHCOM)
 United States Special Operations Command (USSOCOM)
 United States Strategic Command (USSTRATCOM)
 United States Transportation Command (USTRANSCOM)
 United States Africa Command (USAFRICOM)
 United States Central Command (USCENTCOM)
 United States Cyber Command (USCYBERCOM)
 United States European Command (USEUCOM)
 United States Northern Command (USNORTHCOM)
 United States Pacific Command (USPACOM)
 United States

ხოლო სტრუქტურულად კი ასე გამოიყურება:

 აშშ-ის არმია
 აშს-ის საზრვაო კორპუსი
 აშშ-ის საზღვაო ძალები
 აშს-ის საჰაერო ძალები
 აშშ-ის ეროვნული გვარდია
 აშშ-ის სანაპირო დაცვა5

ამ ჩამონათვალიდან რა თქმა უნდა ყველა ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ გამოვყოფდი


განსაკუთრებით საზღვაო ძალებს, რადგან ქვეყანა თალასოკრატიულია. აშშ-ის
სამხედრო საზღვაო ძლების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, საზოგადოებაში
ცნობილია, 6როგროც ,,ზღვის ლომები’’ US Navy Seals. ზღვის ლომები მუდამ
მზადყოფნაში არიან აწარმოონ ბრძოლები ნებისმიერ პირობებში. განსაკუთრებით მათ
აზადებენ სსხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის მოქმედებებისთის. აღნიშნული
რაზმი თავიანთ დაარსებას უკავშირებს 1861წლს საქამოქალაქო ომს, როდესაც
ჩრდილოეთელები იყენებდნენ მებრძოლ მოცურავეებს, რათა მათ მოეპოვებინათ და
გაენადგურებინათ მოწინააღმდეგე ძალები. საზღვაო ნაწილები ოფიციალურად დაარსდა
1943 წელს, ძირითადად იაპონელებთან საბრძოლველად. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა
დაზვერვა, ელიტარულ სამხედრო შენაერთს წარმოადგენს. აშშ-ს საზღვაო ქვეითთა
კორპუსში ბოლო წლების მონაცემებით მსახურობს 170 000 სამხედრო მოსამსახურე.
საზღვაო ქვეითები მომზადებულნ არიან სხვადასხვა დავალებების

5
,,ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები.’’გამომცემლობა,,უნივერსამი’’ავტ.თორნიკე
შურღულაია.თბილისი 2013წ.
6
,,ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები.’’ გვ102დან 111მდე. ავტ.თორნიკე შურღულაია.
თბილისი 2013წ.

6
შესასრულებლად,რომლებსაც ტრადიციულად ასრულებენ სპეცდანიშნულბების
რაზმები.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA-ს შექმნა

მორიგი საკითხი სადაც აშშ-ის ლიდერი პოზიცია უკავია დაზვერვაა. 1947 წლის
ეროვნული უსაფრთხოების აქტის თანახმად შეიქმნა ცენტრალური დაზვერვის
სამსახური. ამერიკელებს დაზვერვა ვაშინგტონის დროიდან ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ
მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა საჭირო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ყველა
ტიპის ინფორმაციას მოუყრიდა თავს, სწორედ ამიტომ 1942 წელს ფრანკლინ დელანო
რუზველტ თხოვს ნიუ იორკელ ცნობილ იურისტ და ომის გმირ ვილიამ დონოვანს
შეექმნა სადაზვერვო ცენტრი, რის შედეგადაც შეიქმნა სტრატეგიული სამსახურების
ოფისი (OSS), CIA-ის წინამორბედი სამსახური.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის მთვრობამ OSS-ის დაშლის ბრძანება გასცა და
ყველა არსებული ძალისა და ინფორმაციის სხვდასხვა სახემლწიფოებრივ სტრუქტურაში
გადანაწილება მოითხოვა. ცოტა ხანში ამერიკის ისტებლიშმენტი მიხვდა, რომ
ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაცია აუცილებელი იყო ამერიკის ეროვნული
უსაფრთხობისთვის. ამიტომაც პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ხელი მოაწერა 1947
წლის ,,ეროვნული უსაფრთხოების აქტს“, რომლის ძალითაც შეიქმნა ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტო.

1947 წლიდან დღემდე დაზვერვის ორგანიზაციამ დიდი გზა განვლო, რის


შედეგადაც მსოფლიოში არსებულ სპეცსამსახურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე
ძლიერია. XX საუკუნის ბოლომდე მისი საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.
CIA აქტიურად იყო ჩარული საბჭოთა იპერიის განადგურებაში და დიდი წვლილი
მიუძღვის იმპერიის განადგურებაში.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტო შესდგება ოთხი რეგიონალური ნაწილისგან:

 შუა აღმოსავლეთისა დაჩრდილოეთ აფრიკის ანალიზი


 სამხრეთ აზიის ანალიზი
 რუსეთისა და ევროპის ანალიზი
 აზიის ქყნარი ოკეანის,ლათინური ამერიკისა და აფრიკის ანალიზის
ცანტრალური სადაზვერვო სააგენტოს სტრუქტურა
 ოპერატიული დირექტორატი-სტრატეგიულ ინფორმაციას მოპოვებს
აგენტურული დაზვრვის საშუალებით.ორგანიზებას უწევს და ახორციელებს

7
საიდუმლო ოპერაციებს, კონტრდაზვერვითი აქციებით უზრუნველყოფს
აგენტურულ-ოპერატიულ ღონისძიებებს7

დაზვერვა

აშშ-ს დაზვერვას რამდენიმე მიმართულება აქვს ერთ-ერთია სამხედრო-საჰაერო


ძალების დაზვერვა. საჰაერო დაზვერვის რამდენიმე ტიპი არსებობს:
8
სტრატეგიული,ოპერაციული და ტაქტიკური დაზვერვა. საჰაერო დაზვერვა წარმოებს
სამხედრო საჰაერო ძალების სტრატეგიული და ტაქტიკური ფვითმფრინავებს
საშუალებით.სტრატეგიული საჰაერო დაზვერვის წარმოებსითვის 1956წ.დან
ექსოუატაციაში შევიდა და დღემდე აქტიურად გამოიყენება Lockheed U-2,რომელიც
განკუთვნილია კომპლექსური დაზვერვის საწარმოებლად. საჰაერო დაზვერვა
ძირითადად შემდეგი ტიპის მისიებს ასრულებს:

 შეიარაღებული გაჯგუფებების,სამხედრო ძალებისა და სამხედრო ფლოტის


საომარი მზადყოფნა,ადგილმდებაორეობისა და გადაადგილების აღმოცენა
 შეიარღებული ძალების მიერ წარმოებულ წვრთნებზე მეთვალყურეობა
 რადიოლოკაციური სადგურების სადგურების და კავშირის სისტემების
აღმოჩენა და მათი შემდგომი დანიშნულების და ტექნიკური სპეციფიკის
აღდგენა.
 ახალი სამხედრო ტექნიის და შეიარაღების ტესტირებაზე მეთვალყურეობა
 ჰაერ საწნააღმდეგო და რაკეტ საწინააღმდეგო სისტემების აღმოცენა
 სამხედრო-სამრეწველო ოპიექტების ფუნქციონირებაზე თავლტავლი მათ მიერ
წარმოებული პროდუქცა ტიპის დადგენის მიზნით.

ამერიკის შემდეგი სადაზვერვო სამსხურია სამხედრო-საზღვაო ძალების


დაზვერვა.

საზღვაო დაზვერვის შტაბ-ბინა მდებარეობს სიუტლენდში.საზღავო ცენტრი უძღვება


ყველა დიდი საზღავო პროექტის შემუშავებას და მათ განხორციელბას.აღნიშნული
ტიპის დაზვერვა აწარმოებს, როგროც უცხოური სენსორული სისტემების აკუსტიკური
ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს ასევე დაინტერესებულია ოკეანეზე

7
,,ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები.’’ გვ,18-20.გამომცემლობა ,,უნივერსამი’ავტ.თორნიკე
შურღულაია. თბილისი 2013წ.
8
,,ამერიკისა და დიდი ბრინეთის სპეცსამსახურები’’ ავთ.თორნიკე შურღულაია.
გამომცემლობა ,,უნივერსამი’’ თბილისი 2013

8
მეტვალყურეობის სისტემების, წყალქვეშა გემებისა და წყალქვეშა შეიარაღებული
სისიტემების შესწავლით.

კრიპროგრაფია ნიშნავს ფარულ წერას, მეცნიერებაა ინფორმაციის დაფარვისშესახებ.


სწორედ სამხედრო-საზღვაო დაზვერვას ძლიერი კლიპტოგრაფიული სამსახური
აქვს.არნიშნული სამსხური იყენებს ტექკუნური დაზვერვის სპეციალურ
საშუალებას,რომლითაც მოიპოვებენ, ამუშავებენ, აანალიზებენ და შემდეგ სამხედრო და
სამხელმწიფო მაღალჩინოსნებს გასადცემენ სტარტეგიულ ინფორმაცის. დაზვერვითი
საქმიანობის გარდა კლიფტოგრაფია პასუხიმგებელია ისეთი საკთხების მონიტორინგზე
როგროიცაა: ნარკოტიკების საზღვაო კონტრაბანდაა,რადიოაქტიური ნარჩენების
ოკეანეში ჩაღვრა, უკანონო ემიგრაცია, ტერორიზმი, ქიმიურ, ბიოლოგიური და ბირვული
ტიპის იარაღის უკანონო ვაჭრობაზე კონტროლი.

მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო-სზღავო დაზვერვის სტრუქტურაში შეიქმნა


ფოტოების გამშიფრავი სამხედრო-საზღავო ცენტრი,რომლითაც დიდ როლს თამაშობდა
ფლოტის საომარი ოპერაციების მომზადებისა და დაგეგმარების პროცესში.სწორედ
მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებეული სამსახური ამუშავებს პროგრამს,რომლის
ფარგლებშიც დეტალურად ქმნიან დოსიეს სამიზნეებისა და ობიექტების შესახებ
მსოფლიოს მაშტაბით, სადაც შესაძლბელია განხორციელდეს სამხედრო-საზღავო და
სადესანტო ოპერაციები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ,,ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები’’ ავტ.თორნიკე შურღულაია.


თბილისი 2013წ

9
2. ინტერნეტ საიტები: https://georgewbush-whitehouse.archives.gov/nsc/history.html
3. https://www.nixonlibrary.gov/forresearchers/find/textual/nsc/history.php
4. https://www.defense.gov/About/
5. https://govinfo.library.unt.edu/npr/library/status/mission/mdod.htm

10

You might also like