You are on page 1of 3

1 ვარიანტი

ღია კითხვები: (15 ქულა)

1.განსაზღვრეთ „საერთაშორისო ურთიერთობების სისტემურობის“ ცნება.


სისტემურობის ცნების განსაზღვრება სადავოა.სისტემურობის ანალიზის დროს
აუცილებელია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის მთელი კომპლექსის
შესწავლა თვითონ ეს კომპლექსი ცოცხალი ორგანიზმივით ვითარდება და
სრულყოფილი ხდება სახელმწიოფოების ანდა სახელმწფო ჯგუფებს შორის ისეთი
ხანგრძლივი ურთიერთობების ხასიათი რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით და
ურთიერთდამოკიდულობით გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების
სისტემურობის ცნებას.

2.რა მნიშვნელოვანმა გარემოებამ იქონია გავლენა ბიპოლარული სისტემის


შესუსტებაზე.
ბიპოლარული სისტემა ცივი ომის მსვლელობისას შეიქმნა და მან 1991 წელს
შეწყვიტა არსებობა.ეს იყო მყარი,სატბილური წარმონაქმნი და მისთვის
დამახასიათებელი იყო შიშის წონასწორობა რის დარღვევასაც ყველა ერიდებოდა
მართალია შიშზე აგებული სტაბილურობა რომელიც ბიპოლარულმა სისტემამ
მოიტანა არ არის კარგი მაგრამ სისხლისმღვრელ ომზე უკეთესია შიშის
წონასწორობამ საბოლოოდ გამოფიტა საზოგადოება რაც უკვე ნიშნავდა იმას რომ
ბიპოლარული სისტემა წაშლის გზაზე იყო.

3.დაასახელეთ რეალიზმის სამი ძირითადი დებულება.


1.საერთაშორსო ურთიერთობების მოდელის ძირითადი ელემენტი არის
სახელმწიფო
2.საერთაშორისო არენაზე სახელმწიფო ქცევა რაციონალურია.
3.სახელმწიფო მართვის ამოცანაა ძალების აკუმლაცია,მით უფრო სამხედრო,და
მსოფლიო პოლიტიკაში გავლენისთვის ბრძოლა.

1. რომელ წელს შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობათა პირველი კათედრა?


ბ) 1919
2. ვინ განმარტა პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ტერმინი საერთაშორისო
ურთიერთობები?
გ) ნიკოლას სპაიკმენი
3. რომელ წელს შეიქმნა ერთა ლიგა?
გ) 1919
4. რომელ წელს შეიქმნა ნატო?
ბ) 1949 გ
5. რამდენ ნაწილს გამოყოფენ „სახელმწიფო ინტერესებში“?
ბ) 5

2 ვარიანტი

1.განმარტეთ კანტისეული ანუ უნივერსალური შეხედულების არსი.

ამ თეორიის თანახმად საერთაშორისო პოლიტიკის წიაღში არსებოობს კაცობრიობის


მშვიდობიანი თანაარსებობის პოტენციური შესაძლებლობა

2.დაასახელეთ საერთაშორისო საზოგადეობის ოთხი ძირითადი თავისებურება

1.საერთაშორისო სახოგადოება შედგება სახელმწიფოსგან.ამ სახოგადოების


ძირითადი წევრი სწორედ სახელმწიფოა.

2.საერთაშორისო საზოგადოების წევრთა რიცხვი ყოველთვის მცირეა დღეს-


დღეისობით ეს მაჩვენებელი 200-სს არ აღემატება.

3.სახელმწიფო ერთმანეთისგან უფრო განსხვავდებიან ვიდრე ადამიანები.

4.საერთაშორისო საზოგადოების წევრები უკვდავნი არიან.

3.განმარტეთ ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის ცნება

ორმხრივი დიპლომატია ძველ დროში იყო გავრცელებული და იგი დღეს იშვიათად


გვხვდება ასეთ დროს მხოლოდ ორი სახელმწიფო გამოდის.ამის მაგალითებია
ორმხრივი მოლაპარაკებები ანდა კონტაქტები საელჩოებსა და საგარეო საქმეთა
მინისტრებს შორის.თუ დიპლომატიურ ურთიერთობებში მონაწილეობას იღებს ორ
სახელმწიფოზე მეტი ამას მრავალმხრივი დიპლომატია ეწოდება ასეთია
საერთაშორისო კონფერენციების და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა.

1. ვინ გამოიყენა პირველად ტერმინი „საერთაშორისო ურთიერთობები“?

ა) ჯერემი ბენთამმა

2. ბრიტანელი მეცნიერის პ. რეინოლდსის მიხედვით რამდენ ნაწილად იყოფა


საერთაშორისო ურთიერთობები?
გ) ორი
3. რომელ წელს გაფორმდა ბრიან-კელოგის პაქტი?
ბ) 1928
4. რომელ წელს შეიქმნა გაერო?
ა) 1945
5. რომელ წელს გაფორმდა ვესტფალიის საზავო ხელშეკრულება?
გ) 1648

You might also like