You are on page 1of 2

საარჩევნო სისტემები

ნორმების, წესებისა და მეთოდების მოწესრიგებული ერთობლიობა,


რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების არჩევითი და
სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წარმოქმნის გზებს,
ფორმებსა და მეთოდებს. საარჩევნო სისტემების საფუძვლები,
როგორც წესი კონსტიტუციით განისაზღვრება და სპეციალური
კანონმდებლობით კონკრეტდება. ასეთი სამართლებრივი ნორმების
ერთობლიობას საარჩევნო სამართალი ეწოდება. ეს უკანასკნელი
არეგულირებს როგორც მის აქტიურ ფორმას, ე.ი. მოქალაქეთა
უფლებას არჩევის შესახებ, ასევე მის პასიურ ფორმას, ანუ მოქალაქის
უფლებას, იყოს არჩეული. საყოველთაო, თანასწორუფლებიანი
საარჩევნო სამართლის არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ნიშანია. საარჩევნო სისტემები შეიძლება
ითვალისწინებდეს ერთსაფეხურიან ან ირიბ, მრავალსაფეხურიან
არჩევნებს. ეს უკანასკნელი აისახება, მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის
არჩევნებისას, რომელსაც ხალხი ირჩევს არა უშუალოდ, არამედ მათ
მიერ არჩეული სპეციალური პირების - ამომრჩევლების საშუალებით.
ხმათა დათვლისა და კენჭისყრის შედეგად ადგილების მიხედვით
გამოარჩევენ მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ საარჩევნო
სისტემებს. პირველ შემთხვევაში განისაზღვრება ყოველი პარტიის
(ორგანიზაციის, მოძრაობის) და მათი ბლოკების მიერ მიღებული
ხმების პროცენტი და, შესაბამისად, დეპუტეტების რაოდენობა. მეორე
შემთხვევაში ყოველ საარჩევნო უბანში არჩეულად ითვლება ის
კანდიდატი ან კანდიდატთა სია, ვინც დააგროვა ხმათა შეფარდებითი
ან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. შერეული სისტემის მაგალითად
შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ამჟამინდელი საარჩევნო
სისტემა.არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების მიხედვით
წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების განაწილების წესი.
ყველაზე უფრო მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო
სისტემებია გავრცელებული. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული
არჩევნებისას საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ითვლება ის
კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ამომრჩეველთა კანონით
დადგენილი ხმების უმრავლესობას. პროპორციული სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პოლიტიკური
პარტიები, რომელთა მიერ წარმოდგენილ სიებს ეყრება კენჭი და
თითოეული პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა
განისაზღვრება საარჩევნო კვოტის, ესე იგი იმ ხმების რაოდენობის
მიხედვით, რაც ერთი დეპუტატის ასარჩევადაა საჭირო

You might also like