You are on page 1of 2

დემოკრატია და ოლიგარქია თანამედროვე სამყაროში

დემოკრატია კარგად ნაცნობი ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას ნიშნავს.


დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით დემოკრატიული
განვითარების გზას ადგას ან გაცხადებული აქვს, რომ ასეთ გზას ადგას. თვით ჩრდილოეთ
კორეაც კი, რომელიც ცნობილია თავისი მემკვიდრეობითი დიქტატურით და რომელსაც
წლებია ერთი ადამიანის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანებული ერთი პარტია მართავს,
საკუთარ თავს ოფიციალურად კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას უწოდებს.

ამა თუ იმ სახელმწიფოში დემოკრატიის დონის განსასაზღვრად ჟურნალ ,,ეკონომისტის’’


კვლევითი ჯგუფის მიერ შემუშავებულია დემოკრატიის ინდექსი. დღესდღეობით
დემოკრატიის ინდექსით მოწმდება მსოფლიოს 167 ქვეყანა. დემოკრატიის დონის
განსაზღვრისა დემოკრატიის ინდექსი მოწმდება ხუთი ძირითადი მიმართულებით:
საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, მოქალაქეთა
თავისუფლება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. ამავე ინდექსით
განისაზღვრება ქვეყნის რეჟიმის ტიპი - მაგალითად, 2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში
სრულად დემოკრატიული რეჟიმის ტიპის 25 ქვეყანაა, არასრული დემოკრატიის მქონე - 54,
ჰიბრიდული რეჟიმის - 37 და ავტორიტარული რეჟიმის მქონე 51 ქვეყანა.

საქართველოს დემოკრატიული ინდექსის საუკეთესო მაჩვენებელი - 5.95 ქულით


(ინდექსის განსაზღვრისას ქვეყანას ფასდება 0-დან 10-მდე ქულით) 2013 წელს
დაფიქსირდა. 2013-2017 წლების პერიოდში საქართველოს სტაბილურად ეკავა
დემოკრატიული ინდექსის თითქმის ერთი დონე ხოლო 2017 წლის შემდეგ მოცემული
გვაქვს დემოკრატიული ინდექსის კლების ტენდენცია და 2022 წლის მდგომარეობით
ქვეყანას მონიჭებული აქვს 5.20 ქულა. საქართველო დღემდე მოიაზრება როგორც
ჰიბრიდული რეჟიმის მქონდე ქვეყანა. ჰიბრიდული რეჟიმი ნიშნავს, რომ ქვეყანაში
მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები -ტარდება არჩევნები, ხალხი მონაწილეობს
მმართველობით პროცესებში, ადამიანის უფლებები გარკვეულწილად დაცულია, თუმცა
ამასთანავე არსებობს ავტორიტარული რეჟიმის ნიშნებიც. ჰიბრიდული რეჟიმი
დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ვინაიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ, სახელმწიფოებისთვის დემოკრატიულ რელსებზე გადმოსვლას რიგი პრობლემები
უშლის ხელს. ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი სწორედ ოლიგარქიული გავლენები
გვევლინება. თუ დემოკრატია ბევრის მმართველობას ნიშნავს, ოლიგარქია მისი
საპირისპირო - ცოტას მმართველობაა, ანუ ოლიგარქია გულისხმობს ძალაუფლების
კონცენტრაციას ადამიანთა მცირე ჯგუფში. ოლიგარქების ძალაუფლების წყაროს შეიძლება
სხვადასხვა გარემოებებიდან მომდინარეობდეს (წარმომავლობა, უნარები, ექსკლუზიური
ჯგუფის წევრობა და ა.შ) თუმცა ძირითადად გავლენის დამყარებისა და შენარჩუნებისთვის
მატერიალური სიმდიდრე გამოიყენება. ოლიგარქიისთვის დამახასიათებელია საკუთარი
კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, მედია
საშუალებების დაფუძნება და კონტროლი, გადასახადებისგან თავის არიდება,
საზოგადოებისთვის ცნობადი და მნიშვნელოვანი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება
მატერიალური მხარდაჭერის სანაცვლოდ. მდიდარი ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ
ქვეყანაში არიან და ოლიგარქიის საკითხი ყველგან დგას, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც
დემოკრატიის მაღალი ხარისხი, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტები -
თავისუფალი სასამართლო, ანტიმონოპოლიური ორგანოები, თავისუფალი მედია მაღალ
დონეზე ფუნქციონირებს, ოლიგარქიის დამკვიდრების ნაკლები შანსია.

ქართულ რეალობაში ბოლოდროს გაჩნდა ტერმინი ,,დეოლიგარქიზაცია’’, რაც


უკავშირდება ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღებას და
ევროკომისიის მიერ გაცემულ თორმეტ რეკომედაციას, რომელიც საქართველომ უნდა
შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღსანიშნავია, რომ ,,დეოლიგარქიზაცია’’
არ გულისხმობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს.
,,დეოლიგარქიზაცია’’ და ქვეყბის დემოკრატიულობის ხარისხის ზრდა უშუალოდაა
ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენს შემთხვევაში, ,,დეოლიგარქიზაცია’’ გულისხმობს
ქვეყანაში ისეთი ღონისძიებების და რეფორმების გატარებას, რომლებიც უზრუნველყოფს:
პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების რეგულირებას და
ეფექტიანი კონტროლის მექანიზმს; ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი
სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხს; ეფექტური კონკურენციის
პოლიტიკის ჩამოყალიბებას; ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას. ამ
ყოველივეს სათანადოდ ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

,,დეოლიგარქიზაცია’’ გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და


საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას.
ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მოცემულ მომენტში არიან და იქნებიან ადამიანები, ვისაც
ქონების, წარმომავლობის, უნარების ან სხვა გარემოების გამო აქვთ საშუალება გავლენა
მოიპოვონ სახელმწიფო და საზოგადოებრივ სიკეთეებზე პირადი ინტერესების
დასაკმაყოფილებლად, თუმცა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები - როგორიცაა
თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები, გამართული
საგადასახადო და კონკურენციის პოლიტიკა ამცირებს და აღმოფხვრის ამგვარი
გავლენების წარმოქმნას.

You might also like