You are on page 1of 3

ქეთევან აბჟანდაძე

დემოკრატიული მმართველობა და ევროინტეგრაციის როლი


საქართველოს განვითარებაში
Democracy is the foundation of the modern world and every country is trying establish this form. In
In European countries this model has been around for a long time. Based on their experience this is
the best way to protect human’s rights and freedoms. Therefore Georgia is following this path as well.
There is recognized and protected in the Constitution of Georgia. Democracy is the rule of the people
and the source of power is the people. There is the most important things in order for the
government to provide for the population. The current government in a democratic state has the
highest legitimacy. This increases their responsibility to the people. Also this means that there is a
high level of representation in the current government. All of this will ensure that human rights are
targeted and puts the state at its service. In fact, it is an ideal form of government.

ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს განვითარების დღის წესრიგში მოწინავე ადგილას


დგას და ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია. მოსახლეობის
უდიდესი ნაწილი გამოთქვამს სურვილს ევროკავშირში გაერთიანებისა და იმ
სტანდარტებისა და სამართლებრივი სისტემების არსებობასა თუ გაუმჯობესებისა, რასაც ეს
უკანასკნელი ემყარება. ცალსახად ცხადია ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ქვეყნის
განვითარებასა და სამართლის მთავარი მიზნის, ადამიანის, უზრუნველყოფას შესაბამისი
უფლებებითა და თავისუფლებებით. მართალია, რომ საზოგადოებაში არსებობს
არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რაც, ვფიქრობ, პრორუსული
პოლიტიკისა და განათლებისა და ცნობიერების დაბალი დონის დამსახურებაა, თუმცა ამ
საკითზე მოცემულ ესეში არ გავამახვილებთ ყურადღებას და ევროპის მთავარ პოლიტიკურ-
სამართლებრივ მიღწევას, დემოკრატიულ მმართველობას განვიხილავთ.

საინტერესოა, რატომ მიისწრაფვის პლანეტის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს თითქმის ყველა


ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ? რა არის ღირებული ამ „ბებერი კონტინენტის“ სამართლებრივ
დოქტრინაში ისეთი, რის მიღწევასაც ჩვენი და სხვა ქვეყნები თავგამოდებით ცდილობენ?
ვფიქრობ, ევროპის მთავარ მონაპოვრად შეგვიძლია მივიჩნიოთ ადამიანის როლისა და
მნიშვნელობის უმაღლეს ხარისხში აყვანა, მისი სამართლის მიზნად ქცევა, რაც გამოიხატება
იმაში, რომ სამართალი და სახელმწიფოში მოქმედი ყველა სხვა ნორმატიული სისტემა უნდა
ემსახურებოდეს ადამიანს. დაცული უნდა იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები და სახელმწიფო უნდა იდგეს ხალხის სამსახურში. ერთი შეხედვითაც
ნათლად ჩანს, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთულია და კომპლექსურ მიდგომას
საჭიროებს. ევროპის ქვეყნები ამის სისრულეში მოსაყვან მექანიზმად მმართველობის
ფორმის ადამიანთა ინტერესებზე მორგებას მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისინი იყენებენ
დემოკრატიას (გამონაკლისია დიდი ბრიტანეთი, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა, თუმცა
აქაც ზემოთ დასახული მიზანი მიიღწევა, რადგან ფაქტობრივად დემოკრატიული
პრინციპები მოქმედებს).
სწორედ, რომ დემოკრატიაა ის, რის ჩამოყალიბებაზეც საუკუნეების განმავლობაში
„წვალობდნენ“ ევროპელი ფილოსოფოსები. ჩემი აზრით, ის თანამედროვე სამყაროს
მმართველობის ფორმათა გვირგვინს წარმოადგენს. ამ ფონზე, გასაკვირი სულად არ არის,
რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო მიისწრაფვის დემოკრატიზაციისაკენ. თუ ჩერჩილს
დავუჯერებთ ის „ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ
არსებობს“. რამდენადაც ორაზრივანია ეს სიტყვები, იმდენად მნიშვნელოვანია
მმართველობის ეს ფორმა. საქართველოც, რა საკვირველია, დემოკრატიული სახელმწიფოა.
ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონის, კონსტიტუციის პრეამბულა, სწორედ
ასე იწყება „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ
დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება...“, რაც მჭიდრო კავშირშია საქართველო-
ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, რომლის თანახმადაც შეთანხმების
მხარეები „ცნობენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს.”
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ საქართველოს ისტორიის ვერც ერთ ფურცელზე ვერ
ვიპოვით მეფეთა თუ მმართველთა ისეთ ხედვას, რომელიც დიდ წინააღმდეგობაში მოდის
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან. რა თქმა უნდა, სამართალის არ
არის სივრცისა და დროის გარეშე არსებული სისტემა და, შესაბამისად, ისტორიული
კონტექსტის გარეშე, დღევანდელი გადმოსახედით ვერ განვსჯით იმ საუკუნეების ნორმათა
თუ მიდგომათა დემოკრატიულობას. ამასთან, საქართველოს ევროპასთან საკმაოდ ახლო
კავშირი ჰქონდა, როგორც სამართლებრივ, კულტურულ თუ სხვა კუთხითაც. ზემოთ
ხსენებული შეთანხმება ერთგვარ გამოვლენას წარმოადგენს საქართვეო-ევროკავშირის
ურთიერთობას. ასეთ ჩანაწერს უშუალოდ შეთანხმების ტექსტში ვკითხულობთ -
„ითვალისწინებენ რა მხარეებს შორის მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს,
რომლებიც წარსულში დამყარდა ერთის მხრივ, ევროპულ თანამეგობრობასა და მის წევრ
სახელმწიფოებს და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის „პარტნიორობისა და
თანამშრომლობის შესახებ”  შეთანხმებით  და ამჟამად ვითარდება „აღმოსავლეთ
პარტნიორობის”, როგორც „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის” განსაკუთრებული
მიმართულების, ფარგლებში;  და აღიარებენ რა მხარეთა საერთო სურვილს, შემდგომში
განავითარონ, გააძლიერონ და გააღრმაონ  ურთიერთობები ამბიციური და ინოვაციური
გზით; გამომდინარე აქედან საქართველოს დემოკრატიზაციის საკითხში ევროინტეგრაციას
ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ასოცირების შეთანხმება ხელს უწყობს საქართველოში
დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ
სტაბილურობას.

მოდით განვიხილოთ რატომაა უშუალოდ დემოკრატია ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული


სახელმწიფოს მიზნის მიღწევაში უნივერსალური, საუკეთესო და აპრობირებული
საშუალება. დემოკრატია სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე ნიშნავს
ხალხის მმართველობას. ჩემთვის მისი საუკეთესო განმარტება მარტინ ლუთერს ეკუთვნის,
რომლის მიხედვითაც ეს არის „ხალხის მართვა ხალხის მიერ ხალხისთვის“. და, მართლაც,
მმართველობის ამ ფორმაში ხალხი თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს
ხელისუფლებას. გასათვალისწინებელია, საქართველოს კონსტიტუციაც განამტკიცებს იგივე
პრინციპს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი
ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და
უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით .“ ასეთი მმართველობისას,
ფაქტობრივად, შეუძლებელია ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, რადგან მოქმედებს
ხელისუფლების სამშტოვანი დანაწილების პრინციპი, კონსტიტუციაშივეა აღიარებული
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. გარდა ამისა, ხალხს აქვს ისეთი
მექანიზმები, რომლითაც შეუძლია მოქმედი ხელისუფლების ან მისი ცალკეული ნაწილის
პროტესტი და შეცვლა. შესაძლოა ასეთებად მივიჩნიოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა,
გაფიცვის უფლება, რეფერენდუმი და, რაც მთავარია, არჩევნები. ეს უკანასკნელი კი ითვლება
დემოკრატიის ინდიკატორად.

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით ევროინტეგრაციის პროცესს ძალიან


მნიშვნელოვანი და დადებითი ზეგავლენა აქვს. დემოკრატიულობის თვალსაზრისით,
გასათვალისწინებელია ის რეფორმები, რომელიც ასოცირების შეთანხმების შემდეგ გატარდა.
ყველაზე მნიშვნელოვნად კი, ცალსახად, მმართველობის ფორმის ცვლილებაა, რაც
საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოში გადასვლით გამოიხატება. ჩემი აზრით,
ამის მაგალითად, საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის, სწორედ, ევროპის ქვეყნები იქცა.
საპარლამენტო რესპუბლიკად ფორმირება ხელს უწყობს ერთპიროვნული მმართველობის
ჩამოყალიბების საშიშროების მოსპობას და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ტვირთავს
უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, პარლამენტს. რესპუბლიკის ეს სახე
უზრუნველყოფს ხალხის ნების სრულ განხორციელებას, პარტიული პლულარიზმი
უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლობას და საბოლოო ჯამში
ვიღებთ დემოკრატიის ყველაზე კარგ გამოვლინებას.

გარდა ამისა, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეფორმაა ორპალატიანი


პარლამენტის ინსტიტუტის დამკვიდრება ქართულ სახელმწიფო მოწყობაში. მართალია, ამან
საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია, მაგრამ არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ ეს არის კომპრომისი, რომელზეც დაკარგული ტერიტორიის გამო
მივდივართ და, ვფიქრობ, აფხაზეთისა სა ოსეთის შემოერთების მიზნით ამდენად დიდი
ცვლილებების გატარებაც ღირს.

საბოლოო ჯამში, დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ საქართველოსა და ევროპას საკმაოდ
ძლიერი ისტორიული ფესვები აქვთ. ძველი ქართული სამართლებრივი მოძღვრებები
ნათესაურ კავშირს სწორედ ევროპულ ცივილიზაციასთან პოულობენ და შესაბამისად ჩვენი
კულტურებიც მსგავსია. გამომდინარე აქედან, ჩვენი ევროპული გზა, შეიძლება ითქვას, არა
რამდენიმე დეკადის, არამედ გაცილებით ადრე დაიწყო და დღესაც აქტიურად
მიმდინარეობს. თითოეული შეთანხმება თუ საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ამ
ორი მხარის სასარგებლოდ იდება საქართველოსთვის ხსნის გზას ევროკავშირში
გასაერთიანებლად. ეს კი არსებითად მნიშვნელოვანია ისეთი პატარა, გეოგრაფიულად
პერსპექტიული და არც თუ ისე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ
ვართ. სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ყველა წევრის უზრუნველყოფა,
რის მიღწევაშიც საუკეთესო გამოცდილებაც და სისტემებიც სწორედ ევროპაში შეიძლება
ვიპოვოთ. ამდენად, თუ გვსურს გვქონდეს ნათელი მომავალი, ქვეყანა, სადაც დაცული და
აღიარებული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არ ექნება
ადგილი რაიმე სახით მათში ჩარევას და გვაქვს სურვილი ვიცხოვროთ „იდეალურ“
სახელმწიფოში, მაშინ ერთადერთი გზა დემოკრატიული მმართველობის ფორმის უკეთ
დამუშავება, ქვეყნისთვის ზუსტად მორგება და ევროინტეგრაციაა.

You might also like