You are on page 1of 4

გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება

ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სამართლებლივად


სავალდებულო შეთანხმებაა, რომელიც ხსნის თანამშრომლობის გაღრმავების
შესაძლებლობებს გარკვეული მიმართულებებით, ეს მიმართულებები კი საკმაოდ
მრავალფეროვანია. გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება მხოლოდ ნაწილია იმ
სფეროებისა, რომელ სფეროებშიც მყარდება თანამშრომლობა მხარეებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების წყალობით. ზემოხსენებული შეთანხმება ხელს უწყობს ევროპის
აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს ინტეგრაიას ევროპაში. ინტეგრაციის შედეგად
ხორციელედება გამოცდილებების, ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კავშირის
ჩამოყალიბება მხარეებს შორის, რაც როგორც ერთი მხარის სასარგებლო შედეგებს
გამოიწვევს, ისევე ისარგებლებს მეორე მხარეც ბენეფიტებით. ამიტომაც, ეს შეთანხმება და
სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტების არსებობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის
მისასალმებელია და დიდ მნიშვნელობას ატარებს ისეთი პატარა, მაგრამ დიდი ეკონომიკური
პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

იქამდე, სანამ უშუალოდ ასოცირების შესახებ შეთანხმების ჭრილში განვიხილავთ


გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ვფიქრობ
აუცილებელია შევაფასოთ ამ მიმართულებით ზოგადად მსოფლიოს მდგომარეობა,
საჭიროებები და შემდგომ უკვე შეთანხმების მიმართება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

გარემოში ცვლილებები იმ მომენტიდან იწყება, როცა ადამიანი ნეოლითის ხანაში


მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლობაზე გადადის, მაშასადამ,ე ის იწყებს გარემოს
თავის სასარგებლოდ შეცვლას. ის, რომ ადამიანის გავლენა ბუნებაზე არც თუ ისე კარგად
აისახება, ეტაპობრივად გამოვლინდა, ამას კი მოჰყვა გარემოს დაცვისა და კლიმატის
დარეგულირების აუცილებლობაზე მსჯელობის დაწყება. დღეს, გარემოს დაცვისა და
კლიმატის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
ეკონომიკის განვითარებას, უამრავი საწარმოს მუშაობასა და ბუნებრივი რესურსების დიდი
რაოდენობით გამოყენებას შედეგად ბუნების უარყოფითი ცვლილებები მოჰყვება. ერთი
შეხედვით თითქოს ინტერესთა კონფლიქტია ეკონომიკის განვითარებასა და გარემოს დაცვას
შორის, თუმცა კრისტოფერ დოდი, რომელიც 1959-71 წლებში შეერთებული შტატების
სენატორი იყო, ამბობს: „ჩვენ ვისწავლეთ, რომ ეკონომიკური ზრდა და გარემოს დაცვა
შესაძლებელია და უნდა ხორციელდებოდეს ერთად“. ასოცირების შესახებ შეთანხმებაშიც
სწორედ ამგვარი მიდგომა იკვეთება, კერძოდ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შეთანხმების“ 216-ე მუხლის შინაარსის მიხედვით მხარეს აქვს საწარმოზე ვალდებულებების
დაკისრების უფლება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს გარემოს დაცვასა თუ კლიმატს. ასევე
ზემოხსენებული შეთანხმების 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „მხარეები
ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას და
აღიარებენ, რომ ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება და გარემოს
დაცვა მისი ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამაძლიერებელი საშუალებებია“.
თავისთავად ცხადია ამ მიდგომის მართებულობა იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური
წინსვლა სწორედ ბუნებრივ რესურსებზე აეწყო და ამ რესურსების უდიერად მოპყრობისა და
საჭირო ღონისძიებებს გაუტარებლობის შემთხვევაში ეკონომიკას საფუძველი გამოეცლება.
როგორც აფრიკელი ნობელის პრემიის მფლობელი ვანგარი მაატაი ამბობს: „გარემო და
ეკონომიკა მართლაც ერთი მონეტის სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ“, რაც იმას ნიშნავს,
რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ გამაგრდება, ფეხზე ვერ დადგება. სამწუხაროდ, დღევანდელი
საზოგადოების თვითშეგნება ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე მისული, რომ არ დააბრმავოს
სიხარბემ და მატერიალიზმმა და არ უგულებელყოს საერთო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ინტერესი გარემოს შენარჩუნებისა. ამგვარი საზოგადოებისთვის მხოლოდ კერძო ინტერესია
პრიორიტეტული და სწორედ ამიტომ ლამისაა ბაქტერიის გამრავლების სიჩქარით
გაამრავლონ საწარმოები, საწარმოები, რომელთა წყალობით ჰაერში დიდი რაოდენობით
ნახშირორჟანგი და სხვა ტოქსიკური აირები გამოიყოფა და გროვდება, რაც იწვევს
სიკვდილიანობის გაზრდას და ჯანრმთელობის გაუარესებას. ეს მხოლოდ ზედაპირული
შეფასებაა იმ უამრავი პრობლემისა, რასაც ტოქსიკური, ე.წ. სათბური აირები იწვევს. ამგვარი
აირების დამსახურებით იქმნება „სათბური ეფექტი“, რომელიც გულისხმობს აირების
დაგროვებას და იწვევს პლანეტის გადახურებას. შედეგად ვიღებთ გლობალურ დათბობას,
რაც თანდათან დამღუპველად უარესდება. ამგვარი ტემპერატურის ცვლილების (კერძოდ კი
მომატების) შედეგია ყინულების დნობა, შესაბამისად წყლის დონის თანდათანობით მატება
და დატბორვა. ასევე მაღალ ტემპერატურად მოყვება გვალვა და შტორმებიც კი. საქართველო-
ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას არ გამორჩენის კლიმატის ცვლილების პრობლემაც
და 308-ე მუხლის მიხედვით: „თანამშრომლობა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებების
შერბილებას და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციას, ასევე საერთაშორისო დონეზე
ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას“. ამავე მუხლის მიხედვით, შეთანხმება
გავრცელდება შემდეგ სფეროებზე: კლიმატის ცვლილებების შერბილება, კლიმატის
ცვლილებებთან ადაპტაცია, ნახშირბადით ვაჭრობა და სხვა. გარდა ჰაერის დაბინძურებისა,
დგას წყლის დაბინძურების პრობლემაც. რომელ ეკონომიკაზეა საუბარი, როცა საარსებოდ
აუცილებელი რესურსები დღითი დღე ნადგურდება. წყალი და ჰაერი ადამიანისთვის
სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. წყლის დაბინძურება იწვევს მის მოწამვლას და
სტატისტიკის მიხედვით, ამგვარი წყალი უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე ომი და
ყველანაირი სახის ძალადობა ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზედაპირის 70
პროცენტი წყლით არის დაფარული, ადამიანისთვის დასალევად ვარგისი წყლის მხოლოდ 1
პროცენტია ხელმისაწვდომი. მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში სასმელი წყლის ნაკლებობის
მწვავე პრობლემა დგას, შედარებით წყლით მდიდარ სახელმწყიფოებში მას საერთოდ არ
უფრთხილდებიან. წყლის გაუფრთხილებლობის და ზოგადად გარემოსთვის მწვავე ზიანის
მიყენების მაგალითად არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენა შეგვიძლია
გამოვიყენოთ: რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, არქტიკული წრის ერთ-ერთ მდინარეში 20
000 ტონა დიზელის საწვავი ჩაიღვარა. ნავთობი 12 კილომეტრის ფართობზე გავრცელდა.
იმის წარმოდგენაც კი შემზარავია თუ რა გავლენას იქონიებს ეს წყლის ცხოველებზე და
ზოგადად გარემოზე. დაბინძურებული წყლის მხოლოდ დალევა კი არა, მოხმარებაც უამრავი
დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს, მათ შორის ქოლერას, ტიფის და ა.შ. ტყის საფარი
არის კიდევ ერთი მწვავე პრობლემა რომლის წინაშეც დღევანდელი ევროპა და ზოგადად
მსოფლიო დგას. ხეები გარდა იმისა, რომ იკავებენ მიწას და გამოყოფენ ჟანგბადს, რომლის
თანაფარდობაც თანდათან მცირდება სხვა აირებთან მიმართებაში, ასევე უზრუნველყოფს
მილიარდობით ადამიანისა და ცხოველის საცხოვრებელ გარემოს. შეუძლებელია ამ
პრობლემაზე საუბრისას არ გავიხსენოთ ბოლო დროს მომხდარი ძალიან დიდი მასშტაბის
ხანძარი ავსტრალიასა და ამაზონის ჯუნგლებში, რომელსაც დედამიწის ფილტვებს
უწოდებენ. ასევე საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომში 2017 წლის 20 აგვისტოს მასშტაბური
ხანძარი მოხდა, რომლის შედეგად მწვანე საფარი ძალიან დაზიანდა. სწორედ ამ
პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება ასოცირების ხელშეკრულებაში გარემოს დაცვის
თავი, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი,
ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა, სატყეო მეურნეობა, ინდუსტრიული საფრთხეები,
ქიმიური ნივთიერებების მართვა და სხვა. ეს სფეროები მკაფიოდაა გამოყოფილი 302-ე
მუხლში. როგორც ზემოთაა ნახსენები, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შეთანხმება“ ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციას უწყობს ხელს, ამ შეთანხმების 303-ე მუხლში კი ნათქვამია, რომ გარემოს
დაცვით სფეროში თანამშრომლობა სხვა ყველაფერთან ერთად მოიცავს ინფორმაციისა და
ექსპერტიზის გაცვლას, მრავალი კუთხით თანამშრომლობას, რაც საქართველოს ნამდვილად
სჭირდება თუნდაც იმ მარტივი სტატისტიკის გამო, რომლის მიხედვითაც საქართველოს
მოსახლეობის სისხლში ტყვიის საგანაგაშო რაოდენობის კონცენტრაციაა. გაეროს კვლევის
შედეგების მიხედვით საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა
ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ტყვიის მცირე
კონცენტრაციაც კი ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ევროკავშირის მიდგომა გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების გლობალური


პრობლემის მიმართ, როგორც ასოციაციის შეთანხმებიდანაც ირკვევა, არის ორიენტირებული
ისეთი მექანიზმების შექმნასა და გავრცელებაზე, რომლებიც ბუნებას ნაკლებ ზიანს
მიაყენებენ. ამ მიდგომას სრულიად ვეთანხმები და ხაზგასმით დავამატებდი იმას, რომ
აუცილებლად უნდა შემცირდეს საწვავის გამოყენების მოხმარება, რადგან ძალიან ბევრი
პრობლემის მიზეზი სწორედ საწვავზე მომუშავე მანქანებია. ჩემი სუბიექტური აზრით
უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ დანადგარებს, რომლებიც მუშაობენ განახლებადი
ენერგიების ხარჯზე. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში, ევროპაში და ზოგადად
მსოფლიოში თანდათან იზრდება ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების მოხმარება,
რაც მისწრებაა ჰაერისთვის. ასევე უნდა დაინერგოს მზის პანელებისა და ქარის ენერგიაზე
მომუშავე მექანიზმების ფართოდ გამოყენების კულტურა.ვფიქრობ, ევროკავშირმა ხელი
უნდა შეუწყოს ისეთი პროდუქციის ფართო მასშტაბებით გავრცელებასა და გამოყენებას,
რომლებიც ადვილად იხრწნება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ,
მაგალითად პლასტმასის მაგივრად ხის სავარცხელი და სხვა მსგავსი საყოფაცხოვრებო
ნივთები. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოსახლეობის თვითშეგნება გარემოს
გაფრთხილებასთან დაკავშირებით არის ძალიან დაბალი. სწორედ ამიტომ აუცილებლად
მიმაჩნია მედიის უფრო აქტიურად ჩართვა ამ საკითხების გაშუქებაში, რომ რაც შეიძლება მეტ
ადამიანს მიეწოდოს ინფორმაცია ამ პრობლემების შესახებ. საზოგადოება ვერ იაზრებს, რომ
თვითონაც იმ მსოფლიოს ნაწილია, რომელსაც პრობლემას უქმნის თავისი დაუფიქრებელი
და ეგოისტური ქმედებით. ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ. ყოველი ჭრილობა რომელსაც
ბუნებას ვაყენებთ სიცოცხლის ერთ დღეს გვაკლებს. ბუნების განადგურებით საკუთარ
არსებობას ვებრძვით და მომავალ თაობას ცხოვრების უფლებას ვართმევთ. როგორც
ამერიკელმა ანთროპოლოგმა მარგარეტ მიდმა თქვა: „ჩვენ არ გვეყოლება საზოგადოება თუ
გავანადგურებთ გარემოს.“

Environmental protection and climate change


Association agreement between Georgia and European Union is very important for our country,
which is small but has a big economic potential. This agreement will cause integration and as a result
both sides will get benefits from it. Association agreement includes lots of different issues including
environmental protection and climate change which is significant global matter. In my essay I have
discussed different environmental problems such as water pollution, air pollution, global warming
forest protection etc. As I mentioned in my essay, one of the reasons why is this agreement important
for Georgia is that it needs such agreement to get help in solving it’s environmental problems such as
lead concentration in children’s blood. My essay is about how severe are these problems and
association agreement’s importance relating to that. It also consists of statistics and my subjective
opinion about environmental problems and different parts of agreement relating to these problems.

ავტორი: ნინო ხაჩიძე

You might also like