You are on page 1of 4

გაერთიანებული ერების ასოციაცია

________________________________________________________________
კომიტეტი: გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა
თემა: კლიმატის ცვლილება და ენერგო რესურსები
სპონსორები: რუსეთი, ჩინეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, კანადა, ინდოეთი
ხელმომწერები : ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა,
პორტუგალია, ნიდერლანდები, არგენტინა, საფრანგეთი, ეგვიპტე, იაპონია, თურქეთი,
ირანი, ესპანეთი, აშშ, სამხრეთი აფრიკა, პაკისთანი
გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამა,
შეგახსენებთ მის 1988 წლის 6 დეკემბრის 43/53, 1999 წლის 22 დეკემბრის 54/222, 2007
წლის 10 დეკემბრის 62/86, 2008 წლის 26 ნოემბრის 63/32, 2009 წლის 7 დეკემბრის
64/73, 2009 წლის 7 დეკემბრის 64/73, 2009 წლის 22 დეკემბრის 65/15. , 2011 წლის 22
დეკემბრის 66/200, 2012 წლის 21 დეკემბრის 67/210, 2013 წლის 20 დეკემბრის 68/212,
2014 წლის 19 დეკემბრის 69/220, 2015 წლის 22 დეკემბრის 70/205, 2015 წლის 22
დეკემბრის 70/205, 2015 წლის 22 დეკემბრის 71/22, 71/2 2017 წლის 20 დეკემბრის /219,
2018 წლის 20 დეკემბრის 73/232, 2019 წლის 19 დეკემბრის 74/219 და 2020 წლის 21
დეკემბრის 75/217,

შეგვიძლია აღვიქვათ ინდუსტრიული რევოლუცია როგორც ტრანსფორმაციული ეპოქა,


რომელიც გამოირჩევა ფართო სამეწარმეო განვითარებითა და ტექნოლოგიური
წინსვლით, მან სიღრმისეული გავლენა იქონია კლიმატის ცვლილებაზე და
ენერგორესურსებზე, ამ პერიოდში არსებულმა დამოკიდებულებამ წიაღისეულ საწვავზე,
გამოიწვია სათბურის გაზების ემისიების კოლოსალური ზრდა, რამაც მიმდინარე
კლიმატური კრიზისი შესამჩნევლად გაამძაფრა,უფრო მეტიც, არაგანახლებადი ენერგიის
რესურსების დაჩქარებულმა მოხმარებამ, გამოიწვია შეშფოთება და წუხილი
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის მომავალზე, ვაღიარებთ ამ პრობლემის
არსებობას და მის გამოწვევათა გადაჭრის აუცილებლობას, ჩვენ უნდა მივცეთ
პრიორიტეტი ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლას და ხელი შევუწყოთ
საერთაშორისო თანამშრომლობას, განახლებადი ენერგიის ათვისებითა და
ენერგოეფექტურობის ხელშეწყობით, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ სათბურის გაზების
ემისიები და გავუხსნათ გზა ჯანსაღ და მდგრად მომავალს,
მწუხარებით ვიხსენებთ, 2019 წელს გლობალური დათბობით გამოწვეულ ავსტრალიის
დიდ ხანძარს, რომელსაც ხანძრების სეზონის დაწყებიდან ცეცხლს დაახლოებით 6 ათასი
ნაგებობა შეეწირა, მათ შორის 2,2 ათასი საცხოვრებელი სახლია, ხანძარს 28 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა, რომ არა გლობალური დათბობა, ამ კატასტროფას თავიდან
ავირიდებდით,

ხაზგასასმელია 2016 წლის 22 აპრილს ნიუ-იორკში გაეროს მიერ მიღებული კონვენცია


(რომელსაც მხარს უჭერდა ამ რეზოლუციის თითოეული სპონსორი) - “პარიზის
შეთანხმება”, რომელმაც 21-ე საუკუნეში გამოკვეთა კლიმატის ცვლილების აპრიორობა
მსოფლიო პრობლემების სიაში, რომლის მისიაც არის საშუალო ტემპერატურის მატების
შენარჩუნება 2 გრადუს ცელსიუსამდე,

საყურადღებოა სათბურის გაზების კონცენტრაცია, რაც ხელს უწყობს კლიმატის


ცვლილებასა და გლობალურ დათბობას, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია
ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვა წარმოებისთვის,
ტრანსპორტირებისთვისა და სამრეწველო პროცესებისთვის,

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ბიომრავალფეროვნების ეროზიის მთავარი


მამოძრავებელია და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ასევე აჩქარებს კლიმატის
ცვლილების პროცესებს, რადგან დეგრადირებულ ეკოსისტემებს აღარ აქვთ უნარი
შთანთქონ CO2,

დასტურდება, რომ კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია წარმოადგენს


გლობალურ საფრთხეს მსოფლიო მოსახლეობისთვის, რასაც ამტკიცებს გაეროს მიერ
მიღებული რეზოლუცია,76/205 17 დეკემბერი 2021 წელი თემაზე - “გლობალური
კლიმატის დაცვა კაცობრიობის დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის” და რომლის
მიზანიცაა კლიმატის ცვლილების მიტიგაცია,

ვამახვილებთ ყურადღებას საკითხზე, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას


დიდი პოტენციალი აქვს კლიმატის ცვლილების შერბილებაში და ჩვენ მიძღვნილი ვართ
კვლევებისა და პროგრესის გაღრმავებას სუფთა და მდგრადი ენერგიის წყაროების
სფეროში, გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოს ეკოლოგიურად ჯანსაღი
ტექნოლოგიების გავრცელებას მსოფლიო კლიმატის მიზნების მისაღწევად,

ვეთანხმებით ფართოდ აღიარებულ სამეცნიერო შეთანხმებას, რომ ადამიანის ქმედებებმა


მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლიმატის სისტემის შეცვლაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ
სათბურის გაზების ემისიების შემცირების მნიშვნელობას და გარემო პირობების შეცვლას,
ჩვენ ვაცხადებთ, რომ კლიმატის ცვლილება წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს, რომელიც
მოითხოვს დროულ მოქმედებას, გადამწყვეტ ზომებს და მუდმივ თანამშრომლობას ყველა
დონეზე,

მხედველობაში ვიპლანეტის მომავლის დაცვას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ


გადამწყვეტი და გაბედული ზომების მიღებით, ჩვენ ვაანალიზებთ, რომ დრო იწურება და
მოვუწოდებთ ყველა ერს, ჯგუფს და ინდივიდს, ჩვენთან ერთად იმუშაონ დაბრკოლებების
დასაძლევად და მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად, რაც
უზრუნველყოფს ყველასთვის აყვავებულ და ეკოლოგიურად მდგრად მომავალს,
1. ადასტურებს, რომ ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა მოიცავს უდიდეს რისკს,
რადგან სისწრაფის ზრდა პირდაპირპროპორციულად ამაღლებს მიზნისკენ მიმავალი
გზიდან გადახვევის რისკსაც, რაც უკვე მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის დროს,
თავაზობს ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე მაგალითს, რომლებიც ეხება
რამდენიმე ძირითად ასპექტს;
ა) გადადის მდგრად ენერგიის წყაროებზე: ახალისებს გლობალური გადასვლას
წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიის წყაროებზე, როგორიცაა მზის, ქარი,
ჰიდროელექტრო და გეოთერმული ენერგია, სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების კვლევის,
განვითარებისა და დანერგვის სტიმულირებისა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს;

ბ) ზრდის ენერგოეფექტურობას: ენერგოეფექტურ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებს ხელს


უწყობს ინდუსტრიებსა და სექტორებში, ეს მოიცავს ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების
განხორციელებას, შენობის იზოლაციის გაუმჯობესებას და ენერგოეფექტური
სატრანსპორტო სისტემების დანერგვას;

გ) მართავს მდგრად რესურსებს: რესურსებს მოიპოვებს, აწარმოებს და ნარჩენებს მართავს


მდგრად პრაქტიკას ნერგავს, რაც გულისხმობს რესურსების მოხმარების მინიმალიზაციას,
წრიული ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობას და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების
პროცესების მიღებას;

დ) აძლიერებს გარემოსდაცვით რეგულაციებს: მკაცრად იცავს გარემოსდაცვით


რეგულაციებსა და სტანდარტებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს დაბინძურება და
უზრუნველყოს მდგრადი პრაქტიკა სამრეწველო ოპერაციებში, გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების ახალისებს და შეუსრულებლობისთვის ჯარიმებს აწესებს;

ე) დებს ინვესტიციას მწვანე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში: მხარს უჭერს


ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას, რომლებიც ამცირებს
დაბინძურებას, ხელს უწყობს რესურსების კონსერვაციას და უზრუნველყოფს მდგრადი
წარმოებისა და მოხმარების ნიმუშებს;

ვ) ხელს უწყობს გარემოსდაცვით განათლებასა და ცნობიერებას: საზოგადოების


ცნობიერებას ამაღლებს, სამრეწველო საქმიანობით გარემოზე ზემოქმედებს და მდგრადი
პრაქტიკას მნიშვნელობას მატებს, ინვესტირებს გარემოსდაცვითი განათლების
პროგრამებში, კამპანიებსა და ინიციატივებში გარემოსდაცვითი მეთვალყურეობის
კულტურის გასაძლიერებლად;

ზ) უჭერს მხარს საერთაშორისო თანამშრომლობას: ახალისებს ქვეყნებს შორის


თანამშრომლობას გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად, ხელს
უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ტექნოლოგიების ტრანსფერს და
შესაძლებლობების განვითარებას განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად მდგრად
ინდუსტრიულ პრაქტიკაზე გადასვლაში;
2. მიესალმება, მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომ განახლებადი ენერგიების
გამოყენების საკანონმდებლო მოთხოვნა დაწესდეს, რაც ადაპტირებული იქნება ქვეყანაზე,
მაგალითად ქვეყანა რომელიც ელექტროენერგიის 30%-ს ან მეტს გამოიმუშავებს
განახლებადი ენერგიებისაგან, მან ყოველწლიური ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი აირის
მოხმარება 7 პროცენტით უნდა შეამციროს, ხოლო ვინც 30%-ზე ნაკლებ ელექტოენერგიას
გამოიმუშავებს განახლებადი ენერგიებისგან, ტრადიციული ენერგორესურსების
შემცირების წლიური კვოტა უნდა იყოს 4%;

3. ცნობს, რომ როდესაც საქმე ეხება ტრანსპორტირების ყველაზე ეკოლოგიურ გზას,


ერთი რამ ცხადია - ძნელია სწორი პასუხის გაცემა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს ბევრ
ფაქტორზეა დამოკიდებული, მოცემულია ჩვენმიერ შეთავაზებული რამდენიმე
გამოსავალი:

ა) ჩინეთის ქალაქთაშორისი ველოსიპეტების გაზიარების სისტემა, რომელიც 360


ქალაქსს აქვს და მოიცავს 20 მლნ ველოსიპედსა და დღეში 47 მლნ დაფარულ
კილომეტრს, რისი დანერგვაც შესაძლებელია სხვა ქვეყნებში მოცემული პრაქტიკის
დახარებით, რაც ხელსშეუწყობს CO2-ის რაოდენობის შემცირებას;
ბ) ტრამვაის ენერგიის წყაროს წარმოადგენს ელექტროენერგია და მისი არსებობა
ადეკვატური ხდება ჩვენს მიერ წარდგენილი პირველი ოპერაციული მუხლის
შემთხვევაში, როდესაც ტრამვაის წყაროს წარმოადგენს განახელაბდი
ენერგიებისგან მოპოვებული ელექტროენერგია.

You might also like