You are on page 1of 64

სამოქალაქო

განათლების
სწავლების მეთოდიკა
2
ევროპის უნივერსიტეტი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
2021-2022 სასწავლო წელი

ლექცია 4
მდგრადი განვითარება და მდგრადი
განვითარების მიზნები

მდგრადი განვითარება პასუხობს


დღევანდელ მოთხოვნილებებს
იმგვარად, რომ მომავალ თაობებს
შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ლექცია 4
მდგრადი განვითარების
ასპექტები

ეკოლოგიური სოციალური

ეკონომიკური

ლექცია 4
რა არის მდგრადი განვითარება ?
ცნება „მდგრადი განვითარება“ პირველად მოხსენიებული იქნა 1987
წლის გაეროს გარემოსა და განვითარების კომისიის ანგარიშში.
მოხსენება შეიცავდა მდგრადი განვითარების განსაზღვრებას,
რომელიც შემდეგი 25 წლის მანძილზე გამოიყენებოდა:
„მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელიც
აკმაყოფილებს აწმყოს მოთხოვნებს ისე, რომ არ უქმნის საფრთხეს
მომავალი თაობების შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ თავიანთი
საჭიროებები“.
ამ განმარტებას შემდგომში კიდევ დაემატა მდგრადი განვითარების
სამი განზომილება: ეკონომიკური განვითარება, სოციალური
ჩართულობა და გარემოს მდგრადობა. სამგანზომილებიანი
მდგრადი განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაესვა 2012 წლის რიოს
+20 კონფერენციაზე.
რატომ დადგა დღის წესრიგში მდგრადი განვითარების
მიზნების შემუშავება?
 2000 წლის სექტემბერში მსოფლიოს ისტორიაში ქვეყნების
მეთაურების ყველაზე დიდ შეხვედრაზე მიღებული იქნა
„გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია “, რომლის მიზნების
შესრულება დასახული იყო 2015 წლამდე პერიოდისთვის. მას
„ათასწლეულის განვითარების მიზნები“ ეწოდა და 8 პუნქტს
მოიცავდა.
 გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების მიზნების
შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ მიღებული იქნა
გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, გაეროს კონფერენციაზე
მდგრადი განვითარების შესახებ (რიო + 20), რომელიც 2012
წელს რიო დე ჟანეიროში ჩატარდა.
 2014 წლის 19 ივლისს გაეროს გენერალური ასამბლეის
მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) მომუშავე ღია
ჯგუფმა ახალი წინადადება წარუდგინა ასამბლეას მდგრადი
განვითარების მიზნების შესახებ.
რატომ დადგა დღის წესრიგში მდგრადი
განვითარების მიზნების შემუშავება?
2015 წელს დასრულდა ათასწლეულის განვითარების მიზნების
მიღწევის 15-წლიანი ციკლი და მსოფლიო დადგა განვითარების
ახალი გამოწვევბის განსაზღვრისა და ახალი მიზნების შემუშავების
ამოცანის წინაშე.
მსოფლიოს ქვეყნების ერთობლივმა ძალისხმევამ და
თანამშრომლობამ ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის
საქმეში ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი
გლობალური დღის წესრიგის არსებობა დღეს მსოფლიოში
არსებულ ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა მაგალითად სიღარიბის
აღმოფხვრა.
მსოფლიომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია 15 წლის მანძილზე,
მაგრამ განვითარების ძირითადი გამოწვევების გლობალური
დაძლევა კვლავაც აქტუალურია.
რატომ დადგა დღის წესრიგში მდგრადი
განვითარების მიზნების შემუშავება?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა
ახალი გლობალურ დღის წესრიგი, რომელიც
განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების
პრიორიტეტებს 2015 წლის შემდეგ.
მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა,
გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების
მიერ დაწყებული საქმე. მანამდე გაერომ
მსოფლიოს მოსახლეობაში მათთვის პრიორიტეული
საკითხების განსასაღვრავად ჩაატარა გლობალური
გამოკითხვა „ ჩემი მსოფლიო“; გამოკითხვაში
მონაწილეობა 7 მლნ ადამიანმა მიიღო, რომელთა
75% -ის ასაკი 30 წლამდე იყო.
რატომ დადგა დღის წესრიგში მდგრადი
განვითარების მიზნების შემუშავება?
გაეროს წევრმა ქვეყნებმა 2015 წლის 25-27 სექტებერს ნიუ-იორკში
(აშშ) გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს მდგრადი
განვითარების მიზნები. გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -
„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი
განვითარებისათვის“.
ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების
დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის,
კლიმატის და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი და
სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით.
მდგრადი განვითარების ახალი სამოქმედო გეგმა 17 მიზანს და 169
ამოცანას მოიცავს.
რატომ დადგა დღის წესრიგში
მდგრადი განვითარების
მიზნების შემუშავება?
აღნიშნული შეთანხმების თანახმად,თითოეულმა
ქვეყანამ შემდეგი 15 წლის განმავლობაში უნდა
გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების
17 მიზნის შესასრულებლად.
მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა
მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას ყველა
მიზნის ერთობლიობის მიმართ. გაეროს
განვითარების პროგრამას საუკეთესოდ
შეუძლია ამ პროცესის მხარდაჭერა.
მიზნების შესრულების შეფასებას
ყოველწლიურად განახორციელებს მაღალი
დონის პოლიტიკური ფორუმი მდგრადი
განვითარების შესახებ.
რა არის მდგრადი
განვითარების მიზნები?
მდგრადი განვითარების ახალი მიზნები წარმოადგენენ გაბედული
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი
არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ
ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს
დაცვა.
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის
გლობალური მასშტაბით მსოფლიო შიდა პროდუქტის 1.5-2.5%-ის
ინვესტირებაა საჭირო.
მდგრადი განვითარების მიზნებს არა აქვთ სავალდებულო იურიდიული
ძალა, თუმცა არსებობს იმის მოლოდინი, რომ ქვეყნები აიღებენ
პასუხიმგებლობას და შექმნიან ეროვნულ მექანიზმებს ამ მიზნების
მისაღწევად.
რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები


გლობალური ბუნებისაა და ამავე დროს
უნივერსალური გამოყენებითი მნიშვნელობა აქვთ,
რადგან ითვალისწინებენ განსხვავებულ ეროვნულ
თვისებებს, შესაძლებლობებს და განვითარების
დონეს და, ამავე დროს, პატივს სცემენ ეროვნულ
პოლიტიკას და პრიორიტეტებს.
ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არ არიან -
მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა
მოხდეს.
მიზნებმა მიიღეს მსოფლიოს სამოქალაქო
საზოგადოების, ბიზნესის, პარლამენტარების და სხვა
ადამიანების მხარდაჭერა.
რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი
განვითარების მიზნებს?
მიზნები და ამოცანები მოახდენენ მოქმედების
სტიმულირებას მომდევნო 15 წლის
განმავლობაში, ყველაზე კრიტიკული
მნიშვნელობის მქონე სფეროებში: ადამიანები,
პლანეტა, წარმატება, მშვიდობა და
პარტნიორობა.
ადამიანები - ვგეგმავთ აღმოვფხვრათ
სიღარიბე და შიმშილი ყველა ფორმასა და
განზომილებაში, და ვუზრუნველვყოთ რომ ყველა
ადამიანმა გამოავლინოს პოტენციალი
ღირსეულ, თანასწორ და ჯანსაღ გარემოში.
რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი განვითარების
მიზნებს?
პლანეტა - მდგრადი მოხმარების და
წარმოების, ბუნებრივი რესურსების
მდგრადი მოხმარების და კლიმატის
ცვლილების საპასუხოდ აქტიური ქმედების
მეშვეობით პლანეტის დეგრადაციისაგან
დაცვა, ისე რომ დაკმაყოფილდეს
ახლანდელი და მომავალი თაობების
საჭიროებები.
წარმატება, - ყველა ადამიანისათვის
წარმატებული ცხოვრების შესაძლებლობის
უზრუნველყოფა და ეკონომიკური,
სოციალური და ტექნოლოგიური
პროგრესის ბუნებასთან ჰარმონიული
განვითარება.
რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი
განვითარების მიზნებს?
მშვიდობა - მშვიდობიანი, სამართლიანი და
ინკლუზიური საზოგადოების ფორმირება, რომელიც
თავისუფალი იქნება შიშისა და ძალადობისაგან.
მდგრადი განვითარება ვერ იარსებებს მშვიდობის და
მშვიდობა ვერ იარსებებს მდგრადი განვითარების
გარეშე.
პარტნიორობა - ამ დღის წესრიგის
განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების
მობილიზება, გაძლიერებულ გლობალურ
სოლიდარობაზე დაფუძნებული აღორძინებული
პარტნიორობის გზით, რომელიც ორიენტირებული
იქნება უღარიბესი და ყველაზე მოწყვლადი
ადამიანების საჭიროებებზე, ყველა ქვეყნის, ყველა
დაინტერესებული მხარის და ადამიანების
მონაწილეობით.
რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი განვითარების
მიზნებს?
პლანეტა - მდგრადი მოხმარების და
წარმოების, ბუნებრივი რესურსების
მდგრადი მოხმარების და კლიმატის
ცვლილების საპასუხოდ აქტიური ქმედების
მეშვეობით პლანეტის დეგრადაციისაგან
დაცვა, ისე რომ დაკმაყოფილდეს
ახლანდელი და მომავალი თაობების
საჭიროებები.
წარმატება, - ყველა ადამიანისათვის
წარმატებული ცხოვრების შესაძლებლობის
უზრუნველყოფა და ეკონომიკური,
სოციალური და ტექნოლოგიური
პროგრესის ბუნებასთან ჰარმონიული
განვითარება.
რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი
განვითარების მიზნებს?
მშვიდობა - მშვიდობიანი, სამართლიანი და
ინკლუზიური საზოგადოების ფორმირება, რომელიც
თავისუფალი იქნება შიშისა და ძალადობისაგან.
მდგრადი განვითარება ვერ იარსებებს მშვიდობის და
მშვიდობა ვერ იარსებებს მდგრადი განვითარების
გარეშე.
პარტნიორობა - ამ დღის წესრიგის
განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების
მობილიზება, გაძლიერებულ გლობალურ
სოლიდარობაზე დაფუძნებული აღორძინებული
პარტნიორობის გზით, რომელიც ორიენტირებული
იქნება უღარიბესი და ყველაზე მოწყვლადი
ადამიანების საჭიროებებზე, ყველა ქვეყნის, ყველა
დაინტერესებული მხარის და ადამიანების
მონაწილეობით.
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება მრავალმხრივი პროცესია და მასში მონაწილეობენ მსოფლიო ქვეყნების:

ცენტრალური ხელისუფლების
ორგანოები
ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები
საერთაშორისო ინსტიტუტები
სამოქალაქო საზოგადოება
ბიზნესი
მდგრადი განვითარების მიზნები
სიმბოლურად კომპასის სახით რომ
წარმოვიდგინოთ ასეთი სახე ექნება.
მიზნების მდგრადობის კომპასი 4 ძირითდი
მიმართულებისგან შედგება:
N = ბუნება = გარემო, რესურსები, ნარჩენები,
ეკოსისტემები და ჰაბიტატები, წყალი, ენერგია,
კლიმატის ცვლილება, ჰაერი, ტყე,
ბიომრავალფეროვნება;
E = ეკონომიკა = მოპოვება, წარმოება, მოხმარება,
დასაქმება და ინვესტიციები, ვალები, ბიზნესი და
ინოვაცია;
S = საზოგადოება = მმართველობა, თანასწორობა,
გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, კულტურა,
ინსტიტუციური მენეჯმენტი;
W = კეთილდღეობა = ჯანდაცვა, განათლება,
თვითგამოხატვა, ბედნიერება, ურთიერთობები,
ოჯახი, შემოქმედება და ცხოვრების ხარისხი.
მდგრადობის კომპასი
14. სიცოცხლე წყალქვეშ
13. კლიმატის ცვლილება 15. სიცოცხლე ხმელეთზე

1. სიღარიბის
7. სუფთა ხელმისაწვდომი
გარეშე
ენერგია
8. სამუშაო და
ეკონომიკური
2. ნულოვანი ზრდა
შიმშილობა

3. ჯანმრთელობა და 9. ინდუსტრია,
კეთილდღეობა ინოვაცია
ინფრასტრუქტურა

4. ხარისხიანი 12. გონივრული


განათლება წარმოება
მოხმარება
6. სუფთა წყალი და
სანიტარია
16. მშვიდობა,
5. გენდერული სამართლიანობ
თანასწორობა ა, ძლიერი
ინსტიტუციები
10. შემცირებული 11. მდგრადი
უთანასწორობა ქალაქები და
თემები
მგმ 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
2030 წლამდე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის განახევრება . თუმცა მსოფლიოში 600
მილიონ ადამიანზე მეტს ჯერ კიდევ უწევს ცხოვრება დღეში 1.25 აშშ დოლარად , რაც ექვივალენტურია იმისა , რომ
უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდეს მთელი ევროპის მოსახლეობა . ერთობლივი ძალისხმევით სიღარიბის
დაძლევა ამბიციური, მაგრამ აუცილებლად მისაღწევი მიზანია.
 სიღარიბის განმარტება; გლობლურ, ეროვნულ და ლოკალურ დონეზე უკიდურესი სიღარიბის და
სიმდიდრის გავრცელება და მათი მიზეზები;
 სოციალური კეთილდღეობის დაცვის სისტემები და მათი საზომები;
 ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებზე, საბაზო სერვისებზე, საკუთრებაზე, მ.შ. მიწის, მემკვიდრეობაზე,
ახალ ტექნოლოგიებზე, და ფინანსურ მომსახურებაზე წვდომა;
 სიღარიბის კავშირი ბუნებრივი კატასტროფებთან, კლიმტცვლილებასთან და სხვა ეკონომიკურ, სოციალურ
და გარემო ფაქტორებთან;
 სიღარიბესთან დაკავშირებული სამუშაო პირობები - მძიმე ფიზიკური შრომა, ბავშვთა შრომა და
თანამედროვე მონობა (ტრეფიკინგი);
 სიღარიბის მდგრადობა მოწყვლად გარემოში; სიღარიბის შედეგები - შიმშილობა, არასრულფსოვნი კვება,
ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა, დანაშაული და კრიმინალი;
 ლოკალური, ეროვნული, რეგიონული და გლობალური დონეებზე თანამშრომლობა განვითარებისთვის

17 ოქტომბერი - სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე


პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების ნიმუშები - მგმ 1 -
“სიღარიბის აღმოფხვრა”
 თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის
(სამხრეთი და ჩრდილოეთი; სამხრეთი და სამხრეთი) სკოლებსა და უნივერსიტეტებს
შორის
 სიღარიბის ცნობადობის ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და წარმოება
ადგილობრივ და გლობალურ დონეზე
 სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებით, პროდუქტებით მოვაჭრე,
მოსწავლეებით/სტუდენტებით დაკომპლექტებული კომპანიის დაგეგმვა და ამუშავება
 საქსტატის გვერდზე „სამომხმარებლო კალათის“ კვლევა, რას გულისხმობს, როგორ
ისაზღვრება
 სიღარიბის და სიმდიდრის მიმართულებით არსებული სიტუაციის კვლევა შერჩეულ
ქვეყნებში (სამაგიდო კვლევის საშუალებით) ან ადგილობრივად (ექსკურსიების,
ინტერვიუების და ა.შ. საშუალებით)
 მოსწავლეთა/სტუდენტთა სტაჟირება ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ
სიღარიბის დაძლევის მიმართულებით
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი შემდეგ თემაზე: ”სიღარიბე იზრდება თუ მცირდება?”
მგმ 2- შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული
კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

მრავალ ქვეყანაში, სადაც აღინიშნებოდა შიმშილი, ახლა მოწყვლადი მოსახლეობის ნახევრის საკვებით
უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ეს დიდი მიღწევაა. უკვე შეიძლება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და
შიმშილის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა. ეს ნიშნავს ისეთი ქმედებების ჩატარებას , როგორიცაა
სოფლის მეურნეობის მდგრადობის და მცირე ფერმერების ხელშეწყობა .
 კონცეფციების - შიმშილობა და არასაკმარისი კვება განმარტებები; მოწყვლადი ჯგუფები რომლებიც
შიმშილობის თუ არასრულფასოვანი კვების საფრთხის ქვეშ არიან; შიმშილის და
არასრულფასოვანი კვების შედეგები ჯანმრთელობაზე, ადამიანების კეთილდღეობაზე. გენეტიკურად
მოდიფიცირებული საკვების (GMOs) რისკი და გამოწვევები;
 კლიმატცვლილების, ნიადაგების ეროზიის და გაუდაბნოების, საკვების უსაფრთხოების ძირითადი
განმაპირობებელი ფაქტორები თუ მიზეზები, კავშირი შიმშილობასთან;
 არასწორი კვება, საკვების სიჭარბე, ჭარბწონიანობა და სიმსუქნე, საკვების ნარჩენების გადაყრა -
საკვების იმპორტი, ექსპორტი, საერთაშორისო გადასახადები, სუბსიდიები;
 ორგანიზაციები და მოძრაობები, რომლებიც შიმშილობის პრობლემებზე და მდგრად სოფლის
მეურნეობაზე მუშაობენ FAO, Foodwatch, Slow Food, თემში ლოკალურად მოყვნილი პროდუქცია,
მდგრადი სოფლის მეურნეობის კონცეფცია და პრინციპები, კლიმატმედეგობის პრაქტიკა,
ორგანული ფერმერობა, მონოკულტურები და მულტი კულტურები, ბიომრავალფეროვნება

16 ოქტომბერი - საკვების საერთაშორისო დღე


პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 2 - „შიმშილის აღმოფხვრა“
 თემაზე: ადგილობრივი ან ეროვნული სურსათის წარმოებისა და მოხმარების
სისტემები და/ან სურსათის წარმოების სისტემებზე ბუნებრივი საფრთხეებისა და
კატასტროფების გავლენის შესახებ სცენარის შემუშავება და ანალიზი
 საკვების ნარჩენების შემცირებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების
მიზნებთან შესაბამისი და შეუსაბამო საზოგადოებრივი პოლიტიკის ან მართვის
სტრატეგიების კვლევის ანალიზი
 ექსკურსიებისა და საველე გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება ტერიტორიებზე,
სადაც მდგრადი სოფლის მეურნეობა ხორციელდება
 საკვები ფერმიდან სუფრამდე - საკვები პროდუქტების მოყვანა, მოსავლის აღება და
მომზადება საკვები მილების კალკულატორის გამოყენებით
 მოსწავლეების/სტუდენტების ჩართვა მორჩენილი საკვების გაჭირვებული
ადამიანებისთვის მიწოდების ძალისხმევაში, მაგალითად, სუპერმარკეტიდან
 საკვების სასიცოცხლო ციკლის ანალიზი (LCA)
მგმ 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის
უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
ჯანმრთელობა მოქმედებს ხარისხიან და ეფექტურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ არის დასახული
მიზნად ყველასათვის ჯანმრთელობის, უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტებისა და ვაქცინების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1990 წლიდან ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა 2-ჯერ
შემცირდა. თუმცა ზოგიერთი სხვა მაჩვენებელი მაღალი რჩება , მაგალითად , ყოველწლიურად 6
მილიონი ბავშვი 5 წლამდე ასაკში იღუპება, ტროპიკულ აფრიკაში შიდსი მოზარდთა სიკვდილის
წამყვანი მიზეზია.
 მოწყვლადი ჯგუფების დაავადებები (სიღარიბის დაავადებები), მოწყვლადი რეგიონები,
გენდერული უთანასწორობის ეფექტი ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
 სტრატეგიები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კეთილდღეობის წასახალისებლად. მაგ., ვაქცინაცია,
ჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტივობა, სამედიცინო კონსულტაციები, ოჯახის დაგეგმვის სისტემები,
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლება, ნარკოტიკების პრევენცია,
დაზღვევის პროგრამებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, რეპროდუქციული
ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა
 ჭარბწონიანობა და სიმსუქნე, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი საკვები -
„მდიდრების“ დაავადებები
 დამაბინძურებლების შემცირება- ქიმიკატები, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება

7 აპრილი - ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა


პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 3 - „ჯანმრთელობა და
კეთილდღეობა“
მაგალითად, ”შიდსის მსოფლიო დღისადმი” (1 დეკემბერი) მიძღვნილი
საინფორმაციო სტენდის განთავსება
ვაქცინაცია და მედიაწიგნიერება, როგორ დავამარცხოთ გავრცელებული მითები
ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევები
(მაგალითად, უარი ნარკოტიკებს და ა.შ.…)
ეთიკურ საკითხებზე თხზულებები და/ან დისკუსიები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
იმ ადამიანების მონათხრობებისა და ისტორიების მოსმენა, რომლებსაც მძიმე
დაავადება სჭირთ, ნარკოტიკულ საშუალებებზე არიან დამოკიდებული და სხვა
ტრენინგის ორგანიზება ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებების
პრევენციის სტრატეგიების შესახებ (მაგალითად, ფიზიკურ აქტივობებში
მონაწილეობა, ჯანსაღი საკვების მომზადება, კოღოსგან დამცავი ბადის დაყენება,
წყლით გადამდები დაავადებების წყაროების გამოვლენა და მართვა)
პროექტების წარმართვა ეპიდემიურ და ენდემურ დაავადებებზე - წარმატებული
პრაქტიკა და გამოწვევები (მალარია, ზიკა, ებოლა და ა.შ.)
კვლევაზე დაფუძნებული პროექტი, „ხანგრძლივი სიცოცხლის უპირატესობა“
მგმ 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების
უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის
შექმნა ყველასათვის
მსოფლიოში მრავალი ბავშვი სიღარიბის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობების
გამო სკოლის მიღმა რჩება. ფაქტია, რომ განვითარებად რეგიონებში ოთხჯერ უფრო მეტი ბავშვი უღარიბესი
ოჯახებიდან სკოლის მიღმაა დარჩენილი. 2000 წლიდან უზარმაზარი პროგრესია მიღწეული დაწყებით
განათლებაში. განვითარებად რეგიონებში დაწყებითი სკოლებით მოცვის დონემ 91%‐ს მიაღწია.
 განათლება, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე, ადამიანის ფუნდამენტური უფლება და გარანტიაა სხვა
ფუნდამენტური და საბაზისო უფლებების რეალიზაციისთვის;
 ინკლუზიური და თანასწორი (ფორმალური და არაფორმალური) განათლება ყველასთვის, ყველა
საფეხურზე, მ.შ. ტექნოლოგიების გამოყენებით; ასევე, სიცოცხლის ბოლომდე სწავლის პრინციპები;
 შეზღუდული ხელმისაწვდომობის მიზეზები (სიღარიბე, კონფლიქტები, ბუნებრივი კატასტროფები,
გენდერული თანასწორობა, საყოველთაო განათლებაზე ფინანსების ნაკლებობა;
 მრავალფეროვნება და განათლების ინკლუზიურობა, მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერება;
 წიგნიერებასა და მთემატიკურ წიგნიერებაში და 21-ე საუკუნისთვის საჭირო კომპეტენციების მიღება,
პედაგოგიკა, რომელიც ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. ;
 განათლება მდგრადი განვითარებისთვის კონცეფცია (ESD), ერთიანი ინსტიტუციური მიდგომა, მდგრადი
განვითარებისთვის საჭირო ცოდნის, უნარების, ფასეულობებისა და ქცევის წახალისება;

5 ოქტომბერი - მასწავლებლის საერთაშორისო დღე


https://www.youtube.com/watch?v=FNuaykBosJ4
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 4 - „ხარისხიანი განათლება“
 თანამშრომლობის განვითარება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ
სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის,
(სამხრეთ და ჩრდილოეთი, სამხრეთი და სამხრეთი)
 ხარისხიანი განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და
წარმოება
 შერჩეულ თემებსა ან ქვეყნებში განათლების სისტემისა და განათლების
ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შესწავლა
(მაგალითად, დაწყებითი განათლებით მოსახლეობის მოცვა)
 სკოლაში, უნივერსიტეტსა ან ადგილობრივ თემში მდგრადი განვითარებისათვის
განათლებასთან დაკავშირებული პროექტის დაგეგმვა და გახორციელება
 გაეროს მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღის (15 ივლისი), წიგნიერების
საერთაშორისო დღის (8 სექტემბერი) ან მასწავლებელთა მსოფლიო დღის (5
ოქტომბერი) აღნიშვნა; ან განათლების გლობალურ სამოქმედო კვირეულში
მონაწილეობა
 მდგრადი განვითარებისათვის განათლებისადმი მიძღვნილი დღეების
ორგანიზება ადგილობრივ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „რას წარმოადგენს მდგრადი სკოლა?“
მგმ 5 - გენდერული თანასწორობის მიღწევა და
ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების
გაუმჯობესება
მსოფლიოში მიუხედავად პროგრესისა, გენდერული უთანასწორობა კვლავ აქტუალურია. ჯერ კიდევ არსებობს
მნიშვნელოვანი უთანასწორობა სამუშაოსა და ანაზღაურების მხრივ , ქალების შრომის ნაწილი ანაზღაურების
გარეშეა, არსებობს სხვა დისკრიმინაციის ფორმებიც. ამავდროულად, 2000 წელთან შედარებით გოგონა
სწავლობს სკოლაში, დაწყებითი განათლების საფეხურზე მიღწეულია, საჭიროა ქალებისა და გოგონების
დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
 გენდერული უთანასწორობა, სოციალურ-კულტურული კონსტრუქცია, გენდერული როლები და
დიკრიმინაცია
 გენდერული თანასწორობა და მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში
 გენდერი და სამუშაო ძალა, სხვაობები მმართველობით სამუშაოზე ხელმისაწვდომობაზე, ანაზღაურებაში,
არაანაზღაურებად შრომაში ჩართულობაზე
 განათლების ყველა საფეხურზე გენდერული თანასწორობის მიღწევა
 სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლება და უფლებები
 გენდერი და სიღარიბე, ქალების ფინანსური დამოკიდებულება, გოგონებისა და ქალების ექსპლუატაცია
და ტრეფიკინგი
 ქალთა დინამიკა გადაწყვეტილების მიმღებებში, მმართველობაში, კონფლიქტის მოგვარებაში,
მეცნიერებაში
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 5 - „გენდერული თანასწორობა“

 ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის (25 ნოემბერი) აღნიშვნა


 მომხსენებლების მოწვევა, ან ისტორიების განხილვა ადამიანებზე, რომლებმაც განიცადეს
ძალადობა გენდერული ნიშნით
 რეკლამების პოვნა, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებს, მაგ., სარვამარტო
საჩუქრები ფასდაკლებები საოჯახო ტექნიკის და პარფიუმერიის მაღაზიებში
 პარტნიორული ურთიერთობის დამყარება ჯგუფებთან მსოფლიოს სხვა კუთხიდან,
სადაც გენდერისადმი მიდგომა შეიძლება განსხვავებული იყოს
 ერთი დღე ქალთა თუ მამაკაცთა ტრადიციულ სამუშაოს გაცვლა
 ქალებზე, გოგოებზე, მამაკაცებსა და ვაჟებზე ბუნებრივი საფრთხეებისა და
კატასტროფების განსხვავებული ზეგავლენის კვლევა
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „რა სხვაობაა თანასწორობასა და სამართლიანობას
შორის და როგორ ვლინდება ისინი დასაქმებისა და სამუშაო სფეროში?” მაგალითად,
პარლამენტარების, მინისტრთა კაბინეტის, თანამდებობრივი დეკლარაციის შემვსებთა
კვლევა
მგმ 6 - წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული
ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა
უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასმელი წყალი ყველას არის 2030 წლის მიზანი. ბევრისთვის სუფთა სასმელი
წყლითა და სანიტარული პირობები არ არის ხელმისაწვდომი. მოსახლეობის 40%‐ზე მეტი წყლის უკმარისობას
განიცდის. პროგნოზული გათვლებით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
არსებული ტენდენციებით, 2050 წლისათვის, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანიდან ერთს წყლის დეფიციტი ექნება. თუმცა,
ახალი ტექნოლოგიებით და მიდგომებით, საერთაშორისო თანამშრომლობით, სარწყავი სისტემების განახლებით,
მდინარეების დაცვითი ღონისძიებების გატარებით და წყალგამწმენდი ტექნოლოგიების დამონტაჟებით მიზნის
მიღწევა შესაძლებელი გახდება.
 წყლის ციკლი და განაწილება, თანაბარი ხელმისაწვდომობა სუფთა, სასმელ წყალზე, კლიმატცვლილების
ფარგლებში წყლის უსაფრთხოების მიღწევა: გამკლავება გვალვებთან, წყალდიდობებსა და
წყალმოვარდნებთან
 სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, წყლის ხარისხი; წყალი, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე, ადამიანის
უფლება ჰქონდეს წვდომა სუფთა წყალზე; დაბინძურების გავლენა მის ხარისხზე
 წყლის ეკონომიკური და ფიზიკური დეფიციტი, წყალთან დაკავშირებული დაავადებები, წყლის დაზოგვა,
შეგროვება, ახალი ტექნოლოგიები, გამტკნარება, გაფილტვრა, რეციკლირება და ხელახალი გამოყენება,
დაცული წყალშემკრები ლანდშაფტები, წყლის რესურსების მართვა, წყლის ექსპორტი, მ.შ. ვირტუალური
წყალი;
 წყალი და მდგრადი განვითარება - კავშირი გენდერთან, ჯანმრთელობასთან, ურბანიზაციასთან, ალტერნატიულ
ენერგიასთან, საკვების უსაფრთხოებასთან, ბუნებრივი კატარსტროფების შემცირებასთან,
კლიმატცვლილებასთან, მწვანე ეკონომიკასთან და სამუშაო ადგილებთან
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 6 - „სუფთა წყალი და სანიტარია“
 წყლის ინდივიდუალური ნაკვალევის გამოთვლა, ონლაინ კალკულატორის საშუალებით
 რა არის ვირტუალური წყალი, რამდენი წყალი არის საჭირო სხვადასხვა საკვების, პროდუქტის,
ტანსაცმლის, ნივთის საწარმოებლად
 წარმატებული პრაქტიკის მაგალითების საფუძველზე ადგილობრივად წყლის მდგრადი მოხმარებისა
და მიწოდების კონცეფციის შემუშავება, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, სენსორული ონკანები
 პარტნიორული ურთიერთობის დამყარება რეგიონის სკოლებს შორის, რომლებსაც წყლის მარაგების
თვალსაზრისით განსხვავებული სიტუაცია აქვთ, რას ნიშნავს უწყლობა, სირთულეები
სანიტარიზაციასთან დაკკავშირებით
 ექსკურსიებისა და საველე გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება ტერიტორიებზე, წყლის ადგილობრივი
ინფრასტრუქტურის მოსანახულებლად და წყლის ხარისხის მონიტორინგი სკოლასა და სახლებში
 წყლისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ადგილობრივი კამპანიების ან ახალგარზდების
მონაწილეობით პროექტების დაგეგმვა და გახორციელება
 უხილავი/ვირტუალური წყლის შესახებ პროექტის გახორციელება მაგალითად, რა რაოდენობით წყალი
იხარჯება ერთი ლიტრი ლუდის, ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის, ერთი მაისურის და ა.შ.
წარმოებაზე
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „ადამიანის რომელი საქმიანობა შეიძლება წარმოებული იქნას
წყლის ხარჯის გარეშე?“
წყლის ნაკვალევი გულისხმობს წყლის რაოდენობას, რომელიც სჭირდება თითოეული ჩვენთაგანის მიერ მოხმარებული ან მიღებული
მგმ 7 – ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და
თანამედროვე ენერგიის საყოველთაო
ხელმისაწვდომობა.
1990‐2010 წლების შუალედში ადამიანების რაოდენობა ელექტროენერგიაზე წვდომით 1.7
მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა, რაც უფრო იზრდება მსოფლიოს მოსახლეობა, მით უფრო მეტ
ადამიანს სჭირდება ელექტროენერგია განათებისთვის, ტექნოლოგიებისთვის და ყოველდღიური
საქმიანობებისთვის. ნავთობიდან მოპოვებული საწვავისა და სხვადასხვა აირების გამოყენება
კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. საჭიროა
ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და ინვესტირება უსაფრთხო, ალტერნატიულ
ენერგორესურსებში.
 ენერგიის განახლებადი სახეები - მზის, ქარის, გეოთერმული, მიქცევა-მოქცევის
 ენერგიის წყაროები - მოთხოვნა და მოწოდება სხვადასხვა ქვეყანაში, ენერგიის ეფექტურობა და
დაზოგვა; სუფთა ენერგიისთვის, საწვავის მეტი ეფექტიანი მოხმარებისთის ტექნოლოგიების
განვითარება
 ენერგიის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგენელები, მეგა ენერგოპროექტები,
გარემოზე ზემოქმედების საკითხები. მაგ, დიდი მასშტაბის ჰელიო სადგური, ჰეს-ები - ინტერესთა
კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან.
 ჭარბი დამოკიდებულება ტრადიციულ ენერგორესურსებზე

11 ნოემბერი - ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღე


პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების ნიმუშები
- მგმ 7 - „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია“

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ექსპერიმენტული გამოყენება


ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, მაგალითად, ენერგიის
მოხმარების მიზნების დახარისხება, როგორიცაა „ძირითადი საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად საჭირო ენერგია“ (მაგალითად, საკვების მოსამზადებლად საჭირო
ენერგია) და „ფუფუნებასთან დაკავშირებული ენერგია“ (მაგალითად, საცურაო აუზის
ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგია), დაზოგვის შესაძლებლობების კვლევა
ექსკურსიების ორგანიზება ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობს ენერგიის წარმოება; ეთიკურ
საკითხებზე მსჯელობა, მაგალითად, ენერგიის ტიპებისა და სხვადასხვა ენერგოპროექტების
დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი
ენერგიის წარმოების, მიწოდებისა და მოხმარების სამომავლო პერსპექტივების ანალიზი
 დაწესებულებაში ან ადგილობრივ დონეზე, ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებული კამპანიის
დაგეგმვა და წარმოება
ჯგუფური პროექტის გახორციელება, რომლის მიზანიც იქნება იმის გამოანგარიშება, თუ რა
რაოდენობით ენერგიაა საჭირო ჩვენი ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,
მაგალითად, პურის გამოსაცხობად, ბურღულეულის მოსამზადებლად და ა.შ.
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „რა ურთიერთდამოკიდებულება არსებობს ენერგიასა და
ადამიანის კეთილდღეობას შორის?“
მგმ 8 - სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური
ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და
ღირსეული სამუშაო ყველასათვის
ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საკმარისი ანაზღაურება ადამიანისთვის და მისი ოჯახისთვის .
მსოფლიოში იზრდება მოსახლეობის საშუალო ფენის რიცხოვნობა ‐ უკანასკნელი 25 წლის
განმავლობაში განვითარებად ქვეყნებში მათი რაოდენობა გასამმაგდა და მოსახლეობის მესამედი
შეადგინა. თუმცა, 2015 წლისთვის უთანასწორობა გაღრმავდა: სამუშაო ადგილების ზრდის ტემპი
არაა შესაბამისი შრომითი რესურსების ზრდასთან, იზრდება უმუშევრობა.
 ადამიანის კეთილდღეობა (ადამიანური განვითარების ინდექსი, ბედნიერების ინდექსი);
უმუშევრობის სოციალური და ინდივიდულური ეფექტი, ეკონომიკის ეთიკა
 ეკონომიკური ზრდის მოდელები და ინდიკატორები (მშპ, მეპ-ი, ადამიანური განვითარების
ინდექსი, თვითკმარი ეკონომიკა, გლობალური შიმშილობის ინდექსი)
 ფინანსური სისტემების კონცეფციები, მათი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე
(ინვესტიციები, კრედიტები, ვალები, ბანკები, საფონდო ბირჟა), მეწარმეობა, ინოვაცია, ახალი
ტექნოლოგიები
 სამუშაო ძალა (მოსახლეობის ზრდა შობადობით, მიგრაციით), იძულებითი შრომა.
 გენდერული თანასწორობა ეკონომიკაში, მისი ეკონომიკური ღირებულება,
არაანაზღაურებადი შრომის ფასი, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ჩართულობა,
განსხვავებების აღმოფხვრა ხელფასებში, სამუშაო საათებში; მომუშავეთა, განსაკუთრებით
მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებები
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების ნიმუშები
- მგმ 8 - „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური
ზრდა“

 კანონმდებლობა, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა უფლებების დაცვას


 ბავშვთა შრომა და ეთიკა
 სამეწარმეო და სოციალურ-სამეწარმეო პროექტების დაგეგმვა და
გახორციელება
 სტუდენტების სტუმრობა ადგილობრივ ბიზნეს საწარმოებში
 დამსაქმებელთა და დასაქმებულთა საჭიროებებისა და პერსპექტივების
შესწავლა ინტერვიუებისა და გამოკითხვის საშუალებით
 ცხოვრებისა და კარიერის ალტერნატიული გზების დასახვა
 დამსაქმებლების მოწვევა და ჩართვა საკლასო მუშაობის პროცესში
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „ რა წვლილის შეტანა შეუძლია ჩემს
კარიერას მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში?“
მგმ 9 - მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა,
ინკლუზიური და განვითარებული
ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.
ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური პროგრესით. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა,
კომუნიკაციის ზრდა, მეტი კავშირი მიღწევების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ჯერ
კიდევ 4 მილიარდ ადამიანს არ გააჩნია ინტერნეტთან წვდომა, მათი უმრავლესობა განვითარებად
ქვეყნებში ცხოვრობს. რაც უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის
განვითარებაში, მით უფრო მეტი სარგებელი ექნება ყველას. ციფრული კავშირგაბმულობა , მდგრადი
ტექნოლოგიების განვითარება და ინვესტირება სამეცნიერო კვლევებში ‐ მდგრადი განვითარების
ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი გზებია.
 ხარისხიანი, მდგრადი ინფრასტრუქტურა მ.შ. სატრანსპორტო
 საბაზისო ინფრასტრუქტრული უზრუნველყოფა (გზები, ისტ-ი, ელექტრო ენერგია და წყალი)
 ინკლუზიური და მდგრადი ინოვაცია და ინდუსტრიალიზცია
 მდგრადი ელექტროსისტემა: ეროვნული ქსელები, ტარიფები, განახლებადი რესურსებით
ჩანაცვლება
 მდგრადი სამუშაო ბაზარი, ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში
 ინტერნეტის მდგრადობა, კიბერუსაფრთხოება
6 იანვარი - ტექნოლოგიების საერთაშორისო დღე
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 9 - „მრეწველობა, ინოვაცია და
ინფრასტრუქტურა“

 როლური თამაში (ინსცენირება) - ერთი დღე ელექტროენერგიის გარეშე


 ბუნებრივი კატასტროფის ზემოქმედების შემდეგ, ადგილობრივი საწარმოსთვის
უწყვეტი მუშაობის გეგმის შემუშავება
 საზოგადოებისათვის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმის
შემუშავება
 ხედვის შემუშავება მსოფლიოს შესახებ, სადაც არაწიაღისეულ საწვავზე მომუშავე
ტრანსპორტის სისტემა იქნება დანეგილი
 პროექტის შემუშავება, რომელიც შეისწავლის საზოგადოებაში არსებული ფიზიკური ან
სოციალური ინფრასტრუქტურის ერთ კონკრეტულ ფორმას
 მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივი თავშეყრისთვის
განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობაში
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „ყველა ინოვაცია სასიკეთოა კაცობრიობისათვის?”
მგმ 10 – უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და
ქვეყნებს შორის
რესურსების განაწილება ისტორიულად უსამართლოა. უთანასწორობა შემოსავლებში გლობალური
პრობლემაა, რომელიც ასევე გლობალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. საჭიროა ისეთი პოლიტიკის
გატარება, რომელიც შესაძლებლობებს შექმნის თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად მისი
ვინაობისა. ეს ნიშნავს ფინანსური ბაზრისა და ინსტიტუციების მარეგულირებელი მექანიზმების
გაუმჯობესებას, მიგრანტების უსაფრთხოების ხელშეწყობას მათი შესაძლებლობების გამოყენებას და
განვითარებაში დახმარების აღმოჩენას იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო .
 სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინკლუზია უთანასწორობის საპირწონედ
 უთანასწორობის საზომი ერთეულები (ჯინის კოეფიციენტი)
 მიწაზე, საკუთრებაზე, ბუნებრივ რესურსებზე საკუთრების უფლება თანასწორობისთვის,
განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის
 დასაქმების, სოციალური დაცვის პოლიტიკა, დასაქმებულთა სტანდარტები, უფლებები, შრომის
კოდექსი, სხვადასხვა სოციალური/ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლობა
მმართველობში
 გლობალური ვაჭრობის სისტემა და რეგულაცია (გადასახადის რეჟიმი)
 საერთაშორიო დახმრებების მოცულობა და მნიშვნელობა, ადამიანთა მიგრაცია და მობილობა
1 მარტი - ნულოვანი დისკრმინაციის დღე
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 10 - „შემცირებული
უთანასწორობა“

 მარტივი თამაშები განაწილებაზე, უსამართლო და არათანაბარი მოპყრობის


ფსიქოლოგიური შედეგებისა ან უთანასწორობის გამო საზოგადოებაზე ბუნებრივი
საფრთხეების ზემოქმედების ანალიზის საწარმოებლად.
 დაწესებულებაში სხვადასხვა სოციალური კატეგორიების წარმომადგენლობის
ანალიზი, რა პრობლემების წინაშე დგანან, როგორ დავეხმაროთ გადალახვაში
 პროვილეგირებულ ან დისკრიმინაციულ სიტუაციაში ყოფნასთან დაკავშირებული
საკუთარი გამოცდილების ანალიზი
 ინტერვიუები მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან (მაგალითად,
მიგრანტებთან)
 ვებგვერდის ან ბლოგის შექმნა, რომელიც ემსახურება ადგილობრივ მიგრაციასთან
ან/და ლტოლვილთა სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „როგორ ზემოქმედებს უთანასწორობა
ადამიანებზე?“
მგმ 11 – ქალაქებისა და დასახლებების
ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა
2/3‐ს მიაღწევს. ქალაქები იზრდება: 1990 წელს იყო 10 მეგა‐ქალაქი 10 მილიონიანი ან მეტი მოსახლეობით
თითოეულში. 2014 წელს 28 მეგა‐ქალაქში 453 მილიონი ადამიანით. ქალაქი არის კულტურის, ბიზნესის და
ცხოვრების ცენტრი. თუმცა ხშირად ქალაქი ასევე უკიდურესი სიღარიბის ცენტრიც არის. იმისათვის , რომ
ქალაქი მდგრადი იყოს, უნდა შეიქმნას კარგი, ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი .
შესაძლებელია ღარიბი დასახლებების რეკონსტრუქცია , ინვესტირება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ,
გამწვანებული უბნების შექმნა და ურბანული დაგეგმარების პროცესში ადამიანთა ფართო მასების ჩართვა .
 ურბანული ეკოლოგია და ველური ბუნების ადაპტაცია თანამედროვე დასახლებებთან.
 მდგრადი შენობა-ნაგებობები და სივრცითი განვითარება (სამშენებლო მასალა, ენერგოდაზოგვა,
დაგეგმვა)
 ნარჩენების მართვა და მენეჯმენტი (RRR პრინციპი); წყლის რეციკლირება (მწვანე სახურავი, წვიმის
წყლის შეგროვება, ძველი არხების განახლება, მდგრადი სადრენაჟო სისტემები)
 თემი და მისის ფუნქციონირება (ჩართულობა მმართველობასა და დაგეგმვაში)
 მდგრადი/ჭკვიანი ქალაქი და ეკოსოფელი; ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადება, მედეგობა,
პრევენცია და ადრეული შეტყობინებების სისტემები
31 ოქტომბერი - ქალაქების საერთაშორისო დღე
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 11 - „ქალაქებისა და
დასახლებების მდგრადი განვითარება“

 ექსკურსიები ეკოსოფლებში და სხვა „ ცოცხალ ლაბორატორიებში”, ნარჩენი წყლების გადასამუშავებელ


სადგურებსა და სხვა მომსახურებათა ცენტრებში არსებული და საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად
მდგრადი/ჭკვიანი/მწვანე ქალაქებისა და თემების შესახებ (ახალგაზრდული) პროექტის შემუშავება და
გახორციელება
 ძველი თაობების წარმომადგენელთა მოწვევა, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა
დასახლება დროთა განმავლობაში. გამოიყენეთ ხელოვნება , ლიტერატურა და ისტორია დასახლების
ტერიტორიისა და მისი ცვლილებების შესასწავლად
გააშენეთ ბაღი, რომელიც გამოდგება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად
 პროექტების შედგენა: განსაზღვრეთ ადგილი, სადაც ადამიანების თავშეყრისათვის საკმარისი ღია
სივრცეა წარმოდგენილი, აწარმოეთ ადამიანების ტევადობის დაგეგმვა, განსაზღვრეთ ადგილები,
სადაც საზოგადოების საჭიროებები იქნება გათვალისწინებული, მწვანე სივრცეები და ა.შ. აღნიშნული
შესაძლებელია მოიცავდეს ისეთი ადგილების კეთილმოწყობასა და გაუმჯობესებას, რომლებიც,
მაგალითად დაუცველია ბუნებრივი საფრთხეებისგან
 ვიდეო კლიპის დამზადება, რომელშიც ნაჩვენები იქნება როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დასახლება
მგმ 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება
მსოფლიოში საზოგადოებრივი დოვლათის გადანაწილება უთანაბროა. მსოფლიოს მოსახლეობის
უმეტესობა მოიხმარს საჭიროზე ნაკლებს. შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მსოფლიო, რომელშიც
თითოეულ ინდივიდს გააჩნია აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა .
შესაძლებელია მოხმარების ისეთი მოდელების დანერგვა , რომ ბუნებრივი რესურსები შემდგომ
თაობების შევუნარჩუნოთ. საჭიროა ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება და ტოქსიკური
ნარჩენების უკეთესი განკარგვა. დახმარება უნდა გაეწიოს მოხმარების დაბალი დონის მქონე ქვეყნებს
რაციონალურ მოდელებზე გადასვლაში.
 მდგრადი ცხოვრების სტილი - კუთვნილებაზე, ნივთებზე დამოკიდებულებებზე გამკლავება,
ზეწოლის გაძლება თანატოლებისგან, რეკლამისგან. მწვანე ეკონომიკა, მწვანე ზრდა
 წარმოება-მოხმარების ისტორია, რესურსის გზა, აღდგენადი და არააღდგენადი რესურსები -
დოკუმენტური ფილმი წარმოებიდან მომხმარებლამდე (მაგ., http://storyofstuff.org/movies/)
 წარმოებისა და მოხმარების გარემოზე და საზოგადოებაზე გავლენა
 ენერგიის, საკვების წარმოება-მოხმარება (საკვების წარმოება, საკვების არჩევანი და ჩვევები,
გაუდაბურება, გადამეტებული, ჭარბი მოხმარება და შიმშილობა)
 ნარჩენების გენერაცია და მენეჯმენტი (პრევენცია, შემცირება, გადამუშავება, ხელახალი
გამოყენება)
 მდგრადი პროდუქციის ნიშანი, აღრიცხვა, სერტიფიცირება (მაგ. სამართლიანი ვაჭრობა - fair trade)
2 8 სექტემბერი - მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღე
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების ნიმუშები
- მგმ 12 - „გონივრული მოხმარება და წარმოება“

 საკუთარი ეკოლოგიური ნაკვალევის გამოანგარიშება და ანალიზი


 სხვადასხვა პროდუქტის ანალიზი (მაგალითად, მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ტანისამოსი)
სასიცოცხლო ციკლის ანალიზის (LCA) გამოყენებით
 მდგრადი პროდუქტებით მოვაჭრე, მოსწავლეებით/სტუდენტებით დაკომპლექტებული კომპანიის
დაგეგმვა და ამუშავება
 როლური თამაშები (ინსცენირება) სავაჭრო სისტემაში სხვადასხვა როლის შესრულებით (პროდიუსერი,
სარეკლამო აგენტი, მომხმარებელი, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი და ა.შ.)
 მცირემეტრაჟიანი ფილმის/დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც დაეხმარება
მოსწავლეებს/სტუდენტებს წარმოებისა და მოხმარების ფორმების გაცნობაში (მაგალითად,by ანი
ლეონარდის ფილმი „Story of Stuff „ [„ერთი რამის თავგადასავალი“])
 წარმოებისა და მოხმარების (მაგალითად, მოდა, ტექნოლოგიები და ა.შ.) შესახებ (ახალგაზრდული)
პროექტის შემუშავება და გახორციელება
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „ნიშნავს მდგრადი განვითარება კომფორტზე უარის თქმას?“
ეკოლოგიური ნაკვალევი წარმოადგენს ადამიანის მიერ დედამიწის ეკოსისტემაზე ზემოქმედების საზომს. იგი არის ბუნებრივ გარემოსთან
დაკავშირებული მიწოდებისა და მოთხოვნის საზომი, იხ.: http://www.footprintnetwork.org/en/index.php/GFN/page/calculators/.
http://storyofstuff.org/movies/story-of-stuff/
მგმ 13 - კლიმატის ცვლილებისა და მისი
ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების
გატარება
ქვეყნები მეტნაკლებად განიცდიან კლიმატის ცვლილებების კატასტროფულ ზემოქმედებას. ბუნებრივი
კატასტროფების შედეგად მიღებული ზარალი ყოველწლიურად ასეულობით მილიარდ დოლარს
აჭარბებს. ამ დანაკარგების შემცირება შესაძლებელია გაწეული დახმარებით, პოლიტიკური ნებითა და
ტექნოლოგიური ღონისძიებების გატარებით. გლობალური ტემპერატურის შენარჩუნება წინასამრეწველო
პერიოდშის ტემპერატურის დონეზე შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია. აღნიშნული კლიმატის
ცვლილებების უარყოფითი ეფექტს თავიდან აგვაცილებს.
 ენერგია, სოფლის მეურნეობა, წარმოებასთან დაკავშირებული სათბურის ეფექტის აირები და მათ
მიერ გამოწვეული პრობლემები
 პრევენციის, მიტიგაციისა და ადაპტაციის სტრატეგიები და მათი დაკავშირება კატასტროფების
რისკის შემცირებასთან. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფები და
მათი გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, უთანასწორობაზე
 ზღვის დონის აწევა და მისი გავლენა ქვეყნებზე, მ.შ. მცირე კუნძულოვან ქვეყნებსა და სანაპირო
ზოლებზე
 ეთიკა და კლიმატცვლილება; კლიმატცვლილებაზე მომუშავე
ადგილობრივი/ეროვნული/საერთაშორისო ორგანიზაციები
 მომავლის სცენარები (ალტერნატიული მოდელები)
 ეკოსისტემებზე ეფექტი და გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე
15 მაისი - კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღე
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 13 - „კლიმატის მდგრადობის
მიღწევა“

მითების დეტექტორი კლიმატის ცვლილებაზე, მასწავლებელი არჩევს 10 მითს და


ჯგუფები ცდილობენ მათ დამსხვრევას
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების სხვადასხვა
სცენარის ანალიზი, მათთან დაკავშირებული მოსაზრებების, შედეგების და მათი
განვითარების გზების გათვალისწინებით
კლიმატის დაცვასთან დაკავშირებული პროექტის ან კამპანიის შემუშავება და
გახორციელება
ვებგვერდისა ან ბლოგის შექმნა, სადაც ადამიანთა ჯგუფებს შესაძლებლობე
ექნებათ ისაუბრონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
კლიმატისათვის ზიანის მიყენების გარეშე ცხოვრების ისტორიების შეთხზვა
კონკრეტული შემთხვევის კვლევა იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება
კლიმატის ცვლილებამ გაზარდოს კატასტროფების რისკი ადგილობრივ თემში
კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: “კლიმატის ცვლილებაზე პასუხი უნდა აგონ მათ,
ვინც ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა ეკოლოგიას“
მგმ 14 - ოკეანისა და ზღვის რესურსების
კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება
განვითარებისათვის
ადამიანების სიცოცხლე შეუძლებელია ოკეანეების, მათი ბინადრების გარეშე . მაგალითისთვის , 3
მილიარდზე მეტი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა ამ მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული.
დღეისათვის მსოფლიოში არსებული თევზის სახეობათა მხოლოდ მესამედი გამოიყენება , რაც
მდგრადობის შესაბამისი არ არის. ოკეანე შთანთქავს ადამიანების საქმიანობით წარმოქმნილი
ნახშირორჟანგის 30%‐ს. თუმცა წარმოებული ნახშირორჟანგის 26%‐ ით მეტია, რაც მჟავიანობას ზრდის.
გარდა ამისა, ოკეანეს ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგავიც აბინძურებს ‐ წყლის ზედაპირის 1 კვ .კმ‐ზე 13
000 პლასტიკური ბოთლია განფენილი.
 წყლის ციკლი, ღრუბლების წარმოქმნა, წყალი, როგორც ჰავის მაფორმირებელი
 ოკეანის რესურსების მენეჯმენტი და გამოყენება: გადამეტებული თევზის რეწვა, კვოტები, მათი
განსაზღვრა, აკვაკულტურა და მინერალური რესურსები, ღრმა წყლის ორგანიზმები
 მდგრადი ზღვის ენერგია (ქარის და მიქცევა-მოქცევის ენერგია და მათი მოწინააღმდეგეები)
 ზღვის დონის აწევა, ქვეყნები, რომლებიც რომლებიც გაქრება ან მათი ტერიტორიები შემცირდება;
კლიმატის ეკოლტოლვილები
 ოკეანეები და საერთაშორისო სამართალი: საერთაშორისო წყლები, ტერიტორიული დავები
 ოკეანის დამაბინძურებლები: პლასტიკა, მიკროგრანულები, ჩამონადენი წყლები, ქიმიკატები და
სასუქები
 ზღვა და კულტურული კავშირები - რეკრეაცია, ტურიზმი, კულტურული იდენტობა
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 14 - „წყალქვეშა რესურსები“

 წყალქვეშა ცხოვრების შესახებ პროექტის შემუშავება, მრავალფეროვნება და დაბინძურების


პრობლემები
 ექსკურსიების ორგანიზება სანაპირო ადგილებში
 დებატები სკოლაში თევზჭერის შედეგად მიღებული რესურსების მდგრადი გამოყენების და
მართვის შესახებ https://youtu.be/dmqjDlmGTBA საზოგადოებრივი რესურსების ტრაგედია,
ხანის აკადემია, გადამეტებული თევზჭერის ნიმუში
 როლური თამაში (ინსცენირება): კუნძულის მაცხოვრებლები იძულებული არიან დატოვონ
საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორია, ზღვის დონის მატების გამო
 კონკრეტული შემთხვევების შესწავლა: სხვადასხვა ქვეყანაში ზღვასთან კულტურული
დამოკიდებულებები და მისი, როგორც საარსებო წყაროს გამოყენება
 ლაბორატორიული ექსპერიმენტების წარმოება, მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის
ოკეანის მჟავიანობის დონის ზრდის შესახებ მტკიცებულებების მისაწოდებლად
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „ჩვენ გვჭირდება ოკეანე, თუ ოკეანეს ვჭირდებით ჩვენ?“
მგმ 15 - დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და
მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა,
გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და
აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

ადამიანები და ცხოველები ხმელეთზე საკვებისთვის ეძებენ სასიცოცხლო ფორმებს , სუფთა ჰაერს ,


სუფთა წყალს; ადამიანის საკვების 80%‐ს მცენარეები შეადგენს. ტყე, რომელიც ფარავს დედამიწის
ზედაპირის 30%‐ს, ხელს უწყობს ჰაერის და წყლის სისუფთავეს და კლიმატურ ბალანსს. გარდა
ამისა, იგი წარმოადგენს მილიონობით ცხოველთა თავშესაფარს. მაგრამ ხმელეთი და სიცოცხლე
ხმელეთზე გასაჭირშია. სახნავ‐სათესი მიწები ქრება 30‐35‐ჯერ უფრო სწრაფად , ვიდრე წარსულში
ხდებოდა. უდაბნო ფართოვდება. ცხოველთა სხვადასხვა ჯიშს გადაშენება ემუქრება .
 ეკოლოგია, სპეციფიკური ეკოსისტემები, როგორც ბუნებრივი ბარიერები, როგორც
ნახშირბადის შთანმთქმელი - ადამიანის მიერ შემნილი, მაგ. მართვადი სატყეო მეურნეობები
 ბიომრავალფეროვნების საფრთხეები: ჰაბიტატების დაკარგვა, ინვაზიური სახეობები და ჭარბი
ექსპლუატაცია (გამოწვეული არამდგრადი ტექნოლოგიებით, წარმოება-მოხმარების
პრაქტიკით)
 გადაშენების პირას მყოფი სახეობები, ბუნების აღდგენა, ადამიანი როგორც აღმდგენი
 კლიმატცვლილება და ბიომრავალფეროვნება
 ნიადაგი, მისი ჩამოყალიბება და სტრუქტურა, გაუდაბურება, გაუდაბნოება და მათი დაძლევის
ღონისძიებები
22 მაისი - ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღე
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 15 - „დედამიწის ეკოსისტემები“

 ადგილობრივი ტერიტორიის რუკის შედგენა, რომელზეც აღნიშნული იქნება ცოცხალი ბუნების


სხვადასხვა პოპულაციების სამყოფელი და, ასევე ბარიერები, რომლებიც აფერხებს მის
განვითარეას, მაგალითად, გზები და ინვაზიურ სახეობათა პოპულაციები
 უხუცესებთან ინტერვიუები ლანდშაფტის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის
მოსაძიებლად, ძველი ფოტოები, წყაროები, რუკები, მათი შედარება ახალ ანალოგებთან
 კომპოსტირების სადემონსტრაციო სამუშაო შეხვედრის ორგანიზება, რომლის დროსაც
მოსწავლეები/სტუდენტები ეცნობიან თუ როგორ წარმოებს ორგანული მასალის ფორმირება
 ექსკურსიის ორგანიზება ახლომდებარე პარკში კულტურული მიზნებისთვის, მაგალითად ,
დასვენება, ხელოვნება, მის მნიშვნელობაზე მსჯელობა, პარკების რეკრეაციული პოტენციალის
შესწავლა
 ქალაქის ტერიტორიაზე ცხოველებისათვის განკუთვნილი ფუნქციური ბაღის გაშენება,
მაგალითად, ფუტკრების საზრდო ყვავილების დარგვა, მწერთა საბუდარების შექმნა, გუბეების
მოწყობა და ა.შ.
 დედამიწის დღის (22 აპრილი) და/ან გარემოსდაცვის დღის (5 ივნისი) აღნიშვნა
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „რატომ არის ბიომრავალფეროვნება ესოდენ
მნიშვნელოვანი?“
გმგ 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების
ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის,
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური,
ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა
ყველაგარეშე
მშვიდობის დონეზე
შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, სწავლა , შრომა მართლმსაჯულება,
ადამიანის უფლებების დაცვა. მსოფლიოს რიგ რეგიონებში დამკვიდრებულია შედარებითი
მშვიდობა და სამართლიანობა. თუმცა არსებობს კონფლიქტური რეგიონები, სადაც ხშირია
დანაშაულის, წამების და ექსპლუატაციის ფაქტები, რაც ხელს უშლის ასეთი ქვეყნების განვითარებას .
მშვიდობის დამკვიდრება, ყველა ფორმის ძალადობის შემცირება და საზოგადოებებისა და
მთავრობებისთვის კონფლიქტების მოგვარების და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების
შესაძლებლობების შეთავაზება ნიშნავს კანონის უზენაესობის გაძლიერებას , არალეგალური
იარაღის აკრძალვას და განვითარებადი ქვეყნების ჩართვას გლობალური მართვის პროცესებში .
 სამართლიანობის განმარტებები, დანაშაული და სასჯელი, კანონებისა და სასჯელების
შედარება მსოფლიოს ქვეყნებში, კორუფცია და მისი გაზომვა
 კლიმატის სამართალი
 ვაჭრობის სამართალი, ბავშვთა შრომა და ექსპლუატაცია
 ომთან, მშვიდობასთან და ლტოლვილებთან დაკავშირებული გლობალური შეთანხმებები,
იარაღით უკანონო ვაჭრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა
 საერთაშორისო სისხლის სამართლი
21 სექტემბერი - მშვიდობის საერთაშორისო დღე
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 16 - „მშვიდობა, სამართლიანობა
და ძლიერი ინსტიტუტები“

 როლური თამაში (ინსცენირება)სხვადასხვა ადამიანის შესახებ, რომლებიც


უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან
 სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სხვადასხვა რელიგიათა
წარმომადგენლებს შორის დიალოგის გამართვა, სამართლიანობასა და
თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
 ექსკურისიის ორგანიზება ადგილობრივ სასამართლოსა ან პოლიციის განყოფილებაში
 სკოლაში პოსტერის დამზადება თემაზე: „სამართლიანობა“
 სამართლიანობისა და მართლმსაჯულების შესახებ მსჯელობა, ისტორიულ და
კულტურულ ჭრილში, მაგალითად, იძულებით გაუჩინარებულნი არგენტინაში, აპარტეიდი
სამხრეთ აფრიკაში და ა.შ. და რა და როგორ გაკეთდა სამართლიანობის აღდგენის
მიმართულებით
 მშვიდობის საერთაშორისო დღის (21 სექტემბერი) აღნიშვნა
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „როგორი იქნება მსოფლიო, ყველგან რომ მშვიდობა
სუფევდეს?“
მგმ 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარების
მიზნების მისაღწევად
მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს სამოქმედო ღონისძიებების საკმაოდ დიდ სიას .
დღეს, როგორც არასდროს მსოფლიო ურთიერთდაკავშირებულია ინტერნეტის, მოგზაურობის და
საერთაშორისო ინსტიტუტების მეშვეობით. მიღწეულია კონსენსუსი ერთობლივი მუშაობის
განსახორციელებლად კლიმატის ცვლილებების შეჩერებასთან დაკავშირებით . მნიშვნელოვანია
მდგრადი განვითარების თითოეული მიზანი. ამ მიზნებთან დაკავშირებით შეთანხმდა 193 ქვეყანა ,
რაც ნამდვილად შთამბეჭდავია. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ქვეყნები შეთანხმდნენ , იმაში
მდგომარეობს, რომ ყველა სხვა მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთაშორისი ერთობლივი
მუშაობა.
 გლობალური პარტნიორობა მთავრობებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას
შორის
 გლობალური მმართველობა და პოლიტიკა და გლობალური ბაზარი და სავაჭრო სისტემები
მდგრადი განვითარების კონტექსტში
 გლობალური მოქალაქეობა და მოქალაქეები, როგორც მდგრადი განვითარების ცვლილების
აგენტები
 მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიღწევებში თანამშრომლობა და
ხელმისაწვდომობა; ცოდნის გაზიარება
 ინტერნეტის ხელმისაწვდომობა - გლობალური გავრცელება
 განვითარებაში თანამშრომლობა, განვითარების ხელშეწყობა და განვითარებადი
პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების
ნიმუშები - მგმ 17 „თანამშრომლობა საერთო
მიზნებისთვის“

 კლიმატის ცვლილებასთან, ბიომრავალფეროვნებასთან და ა.შ. დაკავშირებული გლობალური პოლიტიკის


შემუშავებისა და განხორციელების ანალიზი
 როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე ეროვნულ დონეზე, მდგრადი განვითარების მიზნების
რეალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის ანალიზი, და იმ უწყებების იდენტიფიცირება,
რომელთა დამსახურებაც არის მიღწეული პროგრესი, ან რომლებიც პასუხისმგებელია ამ მიმართულებით
პროგრესის არარსებობაზე
 მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და წარმოება
 სიმულაციური თამაში: გლობალური კონფერენციის ფარგლებში მოლაპარაკების წარმოება (მაგალითად,
გაეროს მოდელით)
 მდგრადი განვითარების მიზნებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ (ახალგაზრდული) პროექტის შემუშავება
და გახორციელება
 კვლევაზე დაფუძნებული პროექტი: „ერთად ჩვენ ამას შევძლებთ... ხშირად გამოყენებული ამ ფრაზის
ანალიზი და როგორ ესადაგება იგი მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ ძალისხმევას“
მდგრადი განვითარების მიზნები

14. სიცოცხლე წყალქვეშ 15. სიცოცხლე


13. კლიმატის ხმელეთზე
ცვლილება
1. სიღარიბის 7. სუფთა ხელმისაწვდომი
გარეშე ენერგია
8. სამუშაო და
ეკონომიკური
2. ნულოვანი ზრდა
შიმშილობა
9. ინდუსტრია,
ინოვაცია
3. ჯანმრთელობა
ინფრასტრუქტურა
და კეთილდღეობა

12. გონივრული
4. ხრისხიანი წარმოება
განათლება მოხმარება
6. სუფთა წყალი და
სამნიტარია
16. მშვიდობა,
5. გენდერული სამართლიანობ
თანასწორობა ა, ძლიერი
17. მიზნების ინსტიტუციები
მისაღწევად 10. შემცირებული 11. მდგრადი
თანამშრომლო უთანასწორობა ქალაქები და
ბა თემები
გზა მდგრადი განვითარებისკენ

 გამართული საკანონმდებლო ბაზა


 ძლიერი მმართველობა
 ეკონომიკური განვითარება
 გარემოს დაცვა
 ადამიანის უფლებები/უსაფრთხოება
 ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები
 განათლება მდგრადი განვითარებისთვის

განათლება - ყველაზე ძლიერი იარაღია რომელიც


სამყაროს გარდაქმნისთვის შეიძლება
გამოიყენო, ნელსონ მანდელა
გლობალური კრიზისი

 2030 წლისთვის ახალგაზრდების ნახევარზე მეტს არ ექნება ცვალებადი შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარ-
ჩვევები
 საუბარია 1,6 მილიარდიდან 800 მილიონ ბავშვზე
 აღნიშნულ კრიზისს აღრმავებს „ციფრული გაყოფა“, რამაც პანდემიის დროს იჩინა თავი: განვითარებად
ქვეყნებში ონლაინ სწავლების მიღმა დარჩა 68% ბავშვების, შეზღუდული წვდომის გამო ტექნოლოგიებზე თუ
ინტერნეტზე, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში - 20%
განათლება ახალი რეალობისთვის თუ განათლება მზად არ
იქნება ახალი
2050 წლისთვის გამოწვევებისთვის
კვალიფიციური კადრების
რესურსებზე გაზრდილი დეფიციტი გლობალურ
მოთხოვნა გარემოს ეკონომიკას გააჩერებს;
დეგრადაციას გამოიწვევს
არსებული სამუშაოს
ნახევარს ტექნოლოგიები განვითარებადი ქვეყნების
ჩაანაცვლებს მოსახლეობის მეოთხედი ისევ
მოთხოვნა იქნება უკიდურეს სიღარიბეში
განსხვავებულ, ბევრად იცხოვრებს
მაღალ კომპეტენციებზე შემოსავლების კუთხით
აფრიკის მოსახლეობა 2 უთანასწორობა გაიზრდება, რაც
მლრდ-ს გადააჭარბებს, კონფლიქტებს, კრიმინალს
ნახევარი ახალგაზრდა არასტაბილურობას
იქნება ასაზრდოვებს
ინდუსტრიული რევოლუციები კაცობრიობის განვითარების ისტორიაში

მდგრადი განვითარების მიზნების 1780 - მექანიზაცია


შესრულებისთვის ნავარაუდევია 12 პროდუქციის წარმოება წყლის და
ორთქლის ძრავიანი ტექნოლოგიებით
ტრილიონის დახარჯვა, რაც შექმნის
ახალ 380 მილიონ მწვანე სამუშაოს:
 მდგრადი განვითარების 1870 - ელექტრიფიკაცია
კონსულტანტი მასობრივი წარმოება სადენების
გამოყენებით
 მწვანე ინჟინერია
 გარემოსდაცვითი სამართალი
1970 - ავტომატიზაცია
 ურბანული ფერმერობა პროდუქციის წარმოებაში
 სუფთა ენერგეტიკა ელექტრონიკის და კომპიუტერების
 გადამუშავება და ნარჩენების გამოჩენა

მართვა
1980 - გლობალიზაცია
 კონსერვაციის სპეციალისტი პროდუქციის წარმოების რელოკაცია
 მწვანე ურბანისტიკა განვითარებად ქვეყნებში იაფ მუშა
 მდგრადი არქიტექტურა ხელთან

 მწვანე ლანდშაფტური დიზაინერი


დღევანდელი - გაციფრულება/
 მდგრადი სოფლის მეურნეობა და დიჯიტალიზაცია
კვების ტექნოლოგიები მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური
ინტელექტი, მართვის პროცესების და
 მეტყევეობა და ეკოტურიზმი წარმოების ავტომატიზაცია
განმანათლებლების კომპეტენციები

ა. ჰოლისტური მიდგომა, რომელიც აერთიანებს კომპეტენციებს, რომლებიც


ინტეგრირებულ, ერთიან და სისტემურ აზროვნებას მოითხოვს; ჰოლისტიკური მიდგომა ,
თავის მხრივ, სამ კომპონენტს მოიცავს: ა. ინტეგრირებულ აზროვნებას; ბ.
ინკლუზიურობას; გ. სირთულეებისთვის თავის გართმევას.
ბ. ცვლილებების ხედვა, რომლის ფარგლებშიც კომპეტენციები ალტერნატიული
მომავლის სცენარების განხილვას მოითხოვს; ცვლილებების ხედვაში სამ
განზომილებაზე შევაჩერებთ ყურადღებას: ა. წარსულიდან სწავლა ბ. აწმყოში
ჩართულობის წახალისება; გ. ალტერნატიული მომავლის შესწავლა. წარსულიდან
მომავლისკენ გადებული ხიდი გულისხმობს წარსულის კრიტიკულ ანალიზს მისი
განვითარებისა და მიღწევების სწორად შესაფასებლად, უკეთესი მომავლის
დასაგეგმად.
გ. ტრანსფორმაციის მიღწევა, რაც ემსახურება ცვლილებებს, ხელს უწყობს
სწავლა/სწავლებას. ადამიანები, პედაგოგიკა და საგანმანათლებლო სისტემა მოიცავს
კომპეტენციებს, რომლებიც მოქმედებს სამ დონეზე: ა.ტრანსფორმაცია იმისა , რაც
ნიშნავს იყო განმანათლებელი; ბ.პედაგოგიკის ტრანსფორმაცია , მაგ.,
ტრანსფორმაციული მიდგომა სწავლისა და სწავლებისადმი; გ.საგანმანათლებლო
სისტემის როგორც ასეთის ტრანსფორმაცია.
მდგრადი განვითარება, 21-ე
კომპეტენციები მდგრადი
საუკუნის უნარები და მასწავლებლის განვითარებისთის
კომპეტენციები
სისტემური აზროვნება

მომავალზე ორიენტირებული
აზროვნება

სტრატეგიული აზროვნება

ღირებულებების დამკვიდრება

თანამშრომლობის კომპეტენცია

კრიტიკული აზროვნება

პიროვნული განვითარება

ინტეგრირებული პრობლემის
გადაჭრის კომპეტენცია
ერთიანი სასკოლო მიდგომა
ერთიანი ინსტიტუციური მიდგომა

მდგრადობის აქტივობების
დანერგვა რაიმე ერთი
ღონისძიების, აქტივობის ან
პროექტის განხორციელებით იწყება,
რასაც მოგვიანებით მეორე
მიემატება. სასწავლებელი
თანდათან იწყებს საკუთარი
შესაძლებლობების უკეთ შეფასებას
და იმ სიცარიელეების შევსებას, რაც
გამოიკვეთება, ყოველ ჯერზე ეს
პროცესი ციკლურად მიმდინარეობს
და სასწავლებელი ნელ-ნელა ხდება
ადგილი, სადაც მდგრადი
განვითარების პროექტები და
ღონისძიებები სრულადაა
ინტეგრირებული
მდგრადობის კალენდარზე თითოეული
მიზნის გასწვრივ არის დატანილი
ფიქსირებული თარიღი. ამ დღეებისთვის
სკოლები ემზადებიან. სხვადასხვა საგნის
მასწავლებლები გეგმავენ ინტეგრირებულ
პროექტებს, ან მასწავლებელი თავისი საგნის
ფარგლებში სასწავლო პროექტს
ახორციელებს. დაგეგმვის პროცესი
შემოქმედებითია, როცა მასწავლებლები
ერთად სხდებიან და იდეებს გამოთქვამენ, თუ
მათი კონტრიბუცია რა შეიძლება იყოს და
პირიქით, რა საგნობრივი შედეგის მიღწევას
დაეხმარება ესა თუ ის აქტივობა. ერთი
შეხედვით ნაკლებად დაკავშირებული საგანიც
კი იპოვის თავის როლს ამ კალენდარის
დანერგვაში. დაწყებითის, საბაზოს თუ
საშუალო საფეხურის მასწავლებელი ასევე
შეძლებს დანერგვის პროცესში თავისი
წვლილი შეიტანოს.
მდგრადი განვითარების მიზნების კალენდარი

 სასკოლო კურიკულუმი გამდიდრდება მდგრადობასთან დაკავშირებული შინაარსით.


 ვითარდება მომავლისთვის აუცილებელი კომპეტენციები, როგორებიცაა -კრიტიკული
აზროვნების უნარი, გააზრებული სწავლება; კომპლექსური აღქმა; სისტემური აზროვნება;
ორიენტირება მომავალზე; ცვლილების დაგეგმვა და მართვა; კონტექსტის მრავალმხრივი,
მრავალფეროვანი გაგება; რისკებისა და კრიზისის შეფასება; ლოკალურ, ეროვნულ,
რეგიონულ და გლობალურ დონეებზე პასუხისმგებლიანი მოქმედება; მოქმედება სხვების
პატივისცემით; მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
მოლაპარაკების წარმოება და კონსენსუსის მიღწევა; გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მათ
შორის, გაურკვეველ სიტუაციებში.
 სწავლება მოიცავს რეალური ცხოვრებიდან საკითხებს, რაც მოსწავლეების მოტივაციას ზრდის
და სწავლისადმი ინტერესს აღვივებს.
 სასკოლო საზოგადოების წევრების - ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების,
მშობლების მდგრადი განვითარების თემებისადმი ცნობიერება მაღლდება.
 ჩნდება ახალი საკვლევი და საგანმანათლებლო თემები, რომლებზეც სკოლას შეუძლია
მუშაობა, სკოლების ერთმანეთთან თანამშრომლობას შეეწყობა ხელი, მოხდება მათ შორის
საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
 ექსტრაკურიკულარული აქტივობები ხდება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
 მდგრადობის კალენდარის დანერგვა სწავლა-სწავლებას ბევრად უფრო შინაარსიანს,
ხალისიანს და მნიშვნელოვანს ხდის.
 სკოლის პოლიტიკა ასახავს სოციალურ, ბუნებრივ და ეკონომიკურ ასპექტებს და ხელს უწყობს
სოცილურად და გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი მოქალაქის აღზრდას.
კომენტარები, შეკითხვები

https://www.youtube.com/watch?v=FNuaykBosJ4

You might also like