You are on page 1of 2

მწვანე ეკონომიკის განვითარების პექსპექტივა საქართველოში

მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა და ინიცირება,


რომლებიც ჭრიან გარემოსდაცვით პრობლემებს და ითვალისწინებენ
გარემოსდაცვით რისკებს. ეს ტერმინი ერთგვარად ამეგობრებს ორ მიმართულებას:
ეკონომიკასა და გარემოს. დღეს უკვე მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ
გარემოს დაცვა შეუძლებელია, თუ მასში არ არის ეკონომიკური მიმართულება
გამოყოფილი და, ასევე არ არის მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის
ეკონომიკურ ინტერესებს.

საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკის განვითარება გრძელვადიანი ქმედებაა.


საქართველოს მწვანე ეკონომიკური დოქტრინა უნდა შემუშავდეს იმ თეორიული
ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, რაც დღევანდელ
მსოფლიო ეკოლოგიურ-ეკონომიკურ აზროვნებასა და რეალობას ახასიათებს,
რისკენაც მიისწრაფვის მსოფლიო მწვანეთა მოძრაობა. ამასთან, ამოსავალი წერტილი
უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური ურთიერთობების
მაქსიმალური ადაპტაცია ჩვენს რეალობასთან, ბუნებასთან, ტრადიციებთან,
კულტურასთან, ფსიქოლოგიასთან, რადგანაც მწვანე მოძრაობა თავისი არსით
უაღრესად ინტერნაციონალურია, რომლის საწყისს საფუძველს, სწორედ ჭეშმარიტი
ეროვნულობა უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს მწვანე ეკონომიკა განვითარების
საწყის ეტაპზეა, რომელიც მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ მომავალში
შესაბამისი მოგება მივიღოთ. მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის პირველ რიგში
უნდა განვავითაროთ ბიზნესი და კერძო სექოტრი. ჩვენ ვართ რესურსებით მდიდარი
ქვეყანა, მაგრამ გვყავს ღარიბი მოსახლეობა. ღარიბი იმიტომ, რომ ეს რესურსები არა
არის ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში. გვაქვს თითქმის ყველა სახის რესურსი,
მაგ: წყალი, ხე-ტყე, მიწა, ქვიშა, ქვანახშირი და სხვა. მაგრამ ამ რესურსები 70%
სახელმწიფოს ხელშია, და მათი ეკონომიკური შემოსავალი ნულის ტოლია. საჭიროა
ეს რესურსები ავამოქმედოთ და ეს ამოქმედება გულისხმობს მათ კერძო საკუთრებაში
ფორმირებას. ქვეყანაში აუცილებელია ახლებურად (მწვანედ) იქნას გააზრებული
ისეთი კატეგორიები და ცნებები, როგორიცაა: კულტურა, პროგრესი, ცივილიზაცია,
განვითარება, ღირებულებები და ცხოვრების წესი. პოლიტეკონომიურად მწვანე
მიდგომით უნდა განიმარტოს: მოხმარება, მომხმარებელი, ბაზარი, ღირებულება,
სარგებლიანობა, ფასი, ხარისხი, ეროვნული სიმდიდრე, ერთობლივი ეროვნული
პროდუქტი, ზრდა, ოპტიმალობა და სხვა. მწვანე ეკონომიკური თვალსაზრისით
უნდა დამუშავდეს ისეთი რეგიონალურ-ეკონომიკური პროექტები, როგორიცაა: შავი
ზღვა, სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი და სხვა.

სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალებები, მეთოდები და


რეგულატორები, როგორიცაა: სახელმწიფო პროგრამები, სტრატეგიული დაგეგმვა,
ფისკალური პოლიტიკა (სუბსიდიები, კრედიტი, ფონდები), სანქციები,
საგადასახადო პოლიტიკა (ეკობეგარა), პროტექციონისტული პოლიტიკა,
ლიცენზიები, ქვოტები, ბაჟები, ფასების რეგულირება, მაღალი სტანდარტები (გარემო
პლუს სოციალური), ხალხის ინფორმირება (ინტერესთა ფორმირება), ახალი
სამომხმარებლო კალათა. სწორედ ხელისუფლება ამ საშუალებებით ხელს შეუწყოს
ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას

დღეს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის დაფინანსებულია და


ხორციელდება პროექტი : მწვანე ეკონომიკის სკოლა , რომელიც არის ფართო
დიაპაზონის მქონე ინიციატივა, ის ახლახან ჩაისახა და ვითარდება ერთი
კონკრეტული პროექტისა და ამ პროექტთან დაკავშირებული მიზნებისა და
ამოცანების ფარგლებში. სკოლა ფართო ფორმატისაა, თუმცა, დღეს იგი მიბმულია
პროექტზე “ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის”, რომელსაც
აფინანსებს ავსტრიის განვითარების სააგენტო. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ
პროექტის არის სიღარიბის აღმოფხვრა ტყეების მდგრადი მართვით და შესაბამისად,
ტყეებზე არსებული ზეწოლის შემცირება, რაც უკვე შეაჩერებს ტყეების დეგრადაციას
და ზიანს, რომელიც დღეს მას ადგება.

მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოშიც უნდა შეიქმნას ისეთი


სამეწარმეო გარემო, რომელიც მცირე ბიზნესს შეაძლებინებს ბევრად უფრო
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოებაში,
ასევე გარემოსდაცვითი სტრატეგიის რეალიზებაში. ამის მიღწევა, ჩვენი სამეწარმეო
პრაქტიკიდან გამომდინარე, რთული იქნება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან
კონტროლისა (რაც აუცილებლად უნდა გაძლიერდეს) და დახმარების
კომპლექსური ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელი გახდება. მცირე
ბიზნესის წარმომადგენლებმა დროულად უნდა გააცნობიერონ, რომ
გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული საქმიანობით, ეკოლოგიურად ჯანსაღი
პროდუქტების წარმოებით და ა.შ. მათი მოგების ზრდის მეტი შესაძლებლობები
შეიქმნება.

You might also like