You are on page 1of 2

საქართველოს ტურიზმის ეკონომიკური პოლიტიკა

საქართველო გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოა და ქვეყნისთვის


ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის
განვითარება საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს იძლევა.
საქართველოს გარემო პირობებიდან გამომდინარე შეუძლია ვიზიტორებს მრავალ ფეროვანი
ტურები შესთავაზოს დაწყებული კავკასიონიდან და დამთავრებული შავი ზღვის
სანაპიროთი; მთასვლელობა, ფეხით მოგზაურობა, მთებში ველოსიპედებით მოგზაურობა,
თხილამურებით სრიალი, პარაპლანით ფრენა, ნავით გასეირნება, რაფტინგი, ველური ბუნების
მონახულება და ა.შ.
საქართველოს ტურიზმის პოლიტიკა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული
პროგრესული კურსი, ეთიკურ ჩარჩოში მოქცეული მოქმედებების, მიმართულებების,
დირექტივების, პრინციპების და პროცესების ერთობლიობაა, რომელიც გამიზნული
დაგეგმვით, განვითარების ხელშეწყობით, საქონლისა და მომსახურების წარმოების
სტიმულირებით, მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებით ქმნის საფუძველს
ინდუსტრიის განვითარებისათვის.
ტურიზმის სექტორი, ქვეყნის მშპ-ში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუცია 9.3%-ია და
მოსალოდნელია რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2028 წლამდე 10.5%-მდე გაიზრდება.
ტურიზმში არსებული მდგომარეობის კომპლექსურად, ერთ სურათად დანახვის მიზნით,
საქართველოს ტურიზმის პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, რომელიც მიზნად დაისახავს:
მომსახურების ხარისხის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ტურისტული
შესაძლებლობების განვითარებას, ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესებასა და დარგის სწორი
ორგანიზებას.
ეკონომიკური პოლიტიკის მიერ ქვეყნის ბრენდინგი და ტურიზმის მიზნებისთვის
რეკლამირება უნდა ხდებოდეს წინასწარ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიის
ფარგლებში. საქართველოს მთავრობის ამოცანაა შემუშავდეს და განხორციელდეს გეგმა,
რომელიც მდიდარ ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს მსოფლიო დონის
ტურისტულ პროდუქტად და უნიკალური შთაბეჭდილებების მიღების
შესაძლებლობად აქცევს. ხსენებული მოიზიდავს უფრო მაღალგადახდისუნარიან
ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ახლო
აღმოსავლეთიდან და აზიიდან.
ჩემი აზრით მთავრობამ სამომავლოდ ხელი უნდა სეუწყოს ახალი ტურისტული
პროექტების შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების
პოპულარიზაციას და ტურიზმის სექტორში მხარეების ხარისხის საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგო,ის გამოყენებით,
რაც საბოლოოდ გაზრდის ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობას.
თავის მხრივ ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ქვეყნის
ეკონომიკაზე. გაიზრდება ადგილობრივი საქონლის წარმოება; ქვეყანაში დასაქმდება
ტურიზმის სფეროში მეტი ადამიამი; შემოედინება უცხოური ვალუტა, რითაც გამყარდება
ადგილობრივი ვალიტა; და სხვა

You might also like