You are on page 1of 13

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

142 ჯგუფის სტუდენტი


ლუკა მამუჩაშვილი

რეფერატი თემაზე

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში


შინაარსი
1.შესავალი
2.საქართველო მსოფლიო რეიტინგები
3. საქართველო ეკონომიკის ზრდის რეიტინგში
4. საქართველო მსოფლიოში რეიტინგებში
ინტერნეტის თავისუფლებით
5. ღვინის ექსპორტით საქართველო
მსოფლიოში რეიტინგებში
1.შესავალი

2012-2022 წლებში საქართველოში არაერთი სისტემური რეფორმა


განხორციელდა, შედეგად, საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია
ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის
გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა,
ბაზრის ეფექტიანობა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო.

სწორედ სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად


განხორციელებამ განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი
გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.
2. საქართველო მსოფლიო
რეიტინგები

2023 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის


გათვალისწინებით, საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო
რეიტინგებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების
ეკონომიკური გუნდის სიამაყისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ Fitch-ის რეიტინგში საქართველო BB დონეზე 2007 წელს


გახდა და 14 წელიწადია ერთი ადგილის ირგვლივ ვტრიალებთ. დაახლოებით
მსგავსი სურათია Standard and Poor’s-ის და Moody’s-ის შემთხვევაშიც: 2011 წლის
BB მინუსიდან 2019 წელს BB-მდე დავწინაურდით და ერთ წრეზე ვტრიალებთ.
3. საქართველო ეკონომიკის ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის 5 ოქტომბერს


გამოქვეყნებული ეკონომიკის ზრდის პროგნოზების მიხედვით საქართველოს
ეკონომიკა 2023 წელს 6.2%-ით გაიზრდება. სწორედ 6.2%-იანი ზრდით
იკავებს საქართველო მე-13 ადგილს მსოფლიოში. წელს საქართველოს
ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 12 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.

ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, წელს


საქართველოს ეკონომიკა 4%-ით უნდა გაზრდილიყო. ეკონომიკის ზრდის
პროგნოზის ამაღლება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა
7%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. საქართველოს მთავრობა 2023
წლისთვის 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. წლის პირველ
ნახევარში ყველაზე მაღალი ზრდა – 31% ინფორმაციის და კომუნიკაციის
სექტორში დაფიქსირდა. 19%-იანი ზრდა იყო მშენებლობის სექტორში,
განათლებაში – 16%, ვაჭრობაში – 14%. 5.4%-ით შემცირდა სოფლის
მეურნეობა.
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა და,
სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის რეიტინგში მე-12
ადგილზე გავიდა. 2021 წელს კი საქართველოს ეკონომიკა 10.5%-
ით გაიზარდა და რეიტინგში 26-ე იყო. 2020 წელს, პანდემიის
გამო, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა.
საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 56 ქვეყნის ეკონომიკა
შემცირდა. 34-მა ქვეყანამ ეკონომიკის ზრდითაც კი დაასრულა
2020 წელი.

2024 წლისთვის სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის


4.8%-ით ზრდას პროგნოზირებს და ამ მაჩვენებლით ეკონომიკის
ზრდის რეიტინგში საქართველო მე-40 ადგილზე იქნება.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა და პოზიცია ეკონომიკის
ზრდის რეიტინგში
4. საქართველო მსოფლიოში რეიტინგებში ინტერნეტის
თავისუფლებით
• „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,
საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 76 ქულა აქვს და მე-
11 ადგილს იკავებს 70 ქვეყანას შორის. საქართველო ინტერნეტის მხრივ
თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.
• 2022 წელს საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მე-7
ადგილზე იყო 78 ქულით. ბოლო კვლევით საქართველოს ქულა 2-ით
შემცირდა, რამაც რეიტინგში საქართველოს 4 საფეხურით ჩამოქვეითება
განაპირობა. 2 ქულა საქართველოს ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში
დააკლდა. ამ ნაწილში ქულის კლება განაპირობა იმან, რომ
ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო წლებში
გარკვეული რაოდენობის საიტები დაბლოკა. საიტების დახურვის მთავარი
მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევა იყო.
• საქართველოს მაქსიმალური 25 ქულიდან 19 ქულა აქვს ინტერნეტისადმი
ხელმისაწვდომობაში. საქართველოს ტერიტორიაზე სრულად არის
ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ბოლო სტატისტიკით, ინტერნეტზე ხელი
ოჯახების 89%-ს მიუწვდება. ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 15%-ს
ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.
საქართველოს ქულა ინტერნეტის
თავისუფლების ინდექსში
5.ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში
რეიტინგებში

• 2022 წელს საქართველომ ექსპორტირებული ღვინის


ღირებულებით მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა.
• 2022 წელს საქართველომ 253 მლნ დოლარის ღვინო
გაიტანა ექსპორტზე, რაც 5.5%-ით მეტია 2021 წლის
ღვინის ექსპორტზე. 2022 წელს მსოფლიოში სულ 40
მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში
0.6% იყო.
• საქართველოს ღვინის ექსპორტი სწრაფად 2013-2014
წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის
შეტანა დაუშვა. 2013-2014 წლებში ღვინის ექსპორტი
თითქმის გასამმაგდა. თუმცა 2015 წელს რუსეთის
ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი
განახევრდა, 2016-2019 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას
დაუბრუნდა. 2020-ში კი პანდემიის გამო შემცირდა.
2021-2022 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.
• 2022 წელს საქართველომ ღვინო სულ 66 ქვეყანაში
გაიტანა. ყველაზე მეტი – 161 მლნ დოლარის რუსეთში
გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 64%-ია. მეორე
ადგილზე პოლონეთი იყო, სადაც 15 მლნ დოლარის
ქართული ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის უკრაინა 14
მლნ დოლარით, ჩინეთი 12.5 მლნ დოლარით, ყაზახეთი
10 მლნ დოლარით, ბელარუსი 8 მლნ დოლარით და აშშ
5.3 მლნ დოლარით.
საქართველოს ღვინის ექსპორტი, მლნ
დოლარი
დასასრული

პროექტის ავტორი : ლუკა მამუჩაშვილი

You might also like