You are on page 1of 6

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი


„საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტი“ - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის
ნინო მოწყობილის
დავალება
სასწავლო კურსში „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“

სალექციო თემა #5. საერთაშორისო ვაჭრობა

დავალება. საგარეო-ეკონომიკური ფაქტორის მაჩვენებელი

გეგმა

- საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მაჩვენებლები და სტრუქტურული ცვლილებები;


- დაახასიათეთ საქართველოსა საგარეო ვაჭრობის 2019 და რომელიმე წინა წლის მაჩვენებლები და
მოახდინეთ მათი შედარებითი ანალიზი;
- იმსჯელეთ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებისა და პრობლემების შესახებ.

1. საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მაჩვენებლები და სტრუქტურული ცვლილებები;

საერთაშორისო ვაჭრობა საგარეო ვაჭრობასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მასშტაბური


ცნებაა. ის გულისხმობს საერთაშორისო ქვეყნებს შორის მატერიალური საქონლის, არა
მატერიალური საქონლის ანუ მომსახურების და ინტელექტუალური საკუთრების გაცვლას.
ამათგან ყველა გაერთიანებულია საქონლის ცნებაში. ყველა ქვეყანა საჭიროებს სხვადასხვა
საქონელსა და მომსახურებას თავისი მოქალაქეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
აღნიშნული საქონელი თუ მომსახურება კი მოითხოვს გარკვეულ რესურსებს, რომელიც ყველა
ქვეყანას სხვადასხვა შეზღუდული რაოდენობით აქვს. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია
უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის საქონლის წარმოება. შესაბამისად მას ეს საქონელი შემოაქვს
სხვა ქვეყნებიდან. ანალოგიურად, რისი წარმოებაც შეუძლია იმაზე მეტი ვიდრე შიდა ბაზარს
სჭირდება გააქვს ქვეყნებს გარეთ. ჩვეულებრივ, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია იყოს
დამოუკიდებელი ვაჭრობის მხრივ. ყველა ქვეყანას უწევს იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე,
რომ პირველ რიგში შემოიტანოს მისთვის შეზღუდული საქონელი, ხოლო ასევე დამოკიდებულია
იმ მხრივ, რომ გაიტანოს და სხვა ქვეყნებში გაყიდოს საქონელი, რომლის წარმოებაც შეუძლია
ჭარბად, იმიტომ რომ მისთვის მომგებიანია სხვადასხვა უპირატესი ფაქტორებიდან გამომდინარე.

სავაჭრო ბაზარს გააჩნია ფორმები: შიდა, ეროვნული, საერთაშორისო და მსოფლიო. შიდა ბაზარი
გულისხმობს როდესაც ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქცია გათვლილია იმავე ქვეყნის
მაცხოვრებლებზე. ეროვნული ბაზარი კი იმავე ქვეყნის გარდა დამატებით მცირე ნაწილი
ორიენტირებულია უცხოელ მყიდველებზე. საერთაშორისო ბაზარი გულისხმობს წარმოების
მხოლოდ იმ ნაწილს რომელიც უცხოურ ბაზრებზეა ორიენტირებული, ხოლო მსოფლიო ბაზარში
მოიაზრება ვაჭრობა სრული მოცულობით, როცა კორპორაციებს საწარმოო ფაქტორები სხვადასხვა
ქვეყნებში აქვს გადანაწილებული და გასაღების ბაზრები შესაძლოა სულ სხვა ქვეყნები იყოს.

დღევანდელი მოცემულობა, რასაც საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბებში ვხედავთ არის


მრავალწლიანი საერთაშორისო ვაჭრობის ევოლუციის შედეგი, რომლის განვითარებასაც ხელი
შეუწყო სხვადასხვა ფაქტორებმა. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მეცნიერულ-
ტექნოლოგიური პროგრესი, რაც გულისხმობს წარმოების ავტომატიზაციას. შეიქმნა ახალი ისეთი
დანადგარები, რომლებმაც შეძლეს წარმოების რაოდენობის გაზრდა დროის შეზღუდულ
მონაკვეთში. სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის ფაქტორს სამ შიდა ჯგუფად ყოფენ სადაც
გამოყოფილია მატერიალურ ტექნიკური ფაქტორი, ბიოლოგიური ფაქტორი და სოციალურ-
ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც წინა ფაქტორების გამოყენების ორგანიზაციულ
შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდაზეა ორიენტირებული. საერთაშორისო ვაჭრობის
განვითარებას ასევე ხელი შეუწყო ტრანსნაციონალური კორპორაციების ოპერირებამ. პატარა
კომპანიები სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად მეტი წარმოების შესაძლებლობებისა და
გზების გახსნის შედეგად (რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორთქლმავლის გამოგონებამ)
გადაიქცნენ დიდ ტრანსნაციონალურ კორპორაციებად, რადგან შეძლეს წარმოების ქსელის
გაფართოება. საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია
საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციას, რომელიც დღესდღეობით ერთადერთ და ზოგადად
მიღებულ მოდელად მიიჩნევა. ასევე, ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა; სავაჭრო-
ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება; ე. წ „ახალი ინდუსტრიული ქვეყნების“ საქმიანობის
გააქტიურება.

საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებასთან ერთად განვითარდა საერთაშორისო ეკონომიკური


ურთიერთობებიც, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში.
შედეგად, უმეტესი ქვეყნის ეროვნულ პროდუქტში ზრდად დინამიკაშია ექსპორტის წილი.

იმის მიხედვით, თუ როგორია ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მოცულობა სხვა ქვეყნებთან


მიმართებაში განსაზღვრავს ქვეყნის დამოკიდებულობის ხარისხს.

მსოფლიო სავაჭროს ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 2019 წლის საერთაშორისო ექსპორტის


მოცულობის 72% პირველ ოცეულ ქვეყანაზე მოდის, რომელიც 2%-ით მეტია ვიდრე 2013 წელს
იყო.

მილიონი $

2013 2019 2013 2019


# World 18,966,20 18,932,952 # World 18,964,21 19,263,214
1 4
1 China 2,209,005 2,499,457 13% 1 USA 2,329,060 2,567,445 13%
2 USA 1,579,593 1,643,161 9% 2 China 1,949,990 2,078,386 11%
3 Germany 1,445,067 1,489,152 8% 3 Germany 1,181,233 1,234,454 6%
4 Netherlands 671,556 709,415 4% 4 Japan 833,166 720,957 4%
5 Japan 715,097 705,564 4% 5 UK 662,160 695,798 4%
6 France 580,963 571,465 3% 6 France 681,467 653,807 3%
7 Korea 559,632 542,233 3% 7 Netherlands 589,697 635,490 3%
8 Hong Kong 535,546 534,887 3% 8 Hong Kong 622,277 577,834 3%
9 Italy 518,268 532,663 3% 9 Korea 515,584 503,343 3%
10 Africa 590,782 470,084 2% 10 India 465,397 486,059 3%
11 UK 546,755 469,684 2% 11 Italy 479,447 473,512 2%
12 Mexico 380,015 460,704 2% 12 Mexico 390,965 467,342 2%
13 Canada 458,318 446,873 2% 13 Canada 475,777 463,663 2%
14 Belgium 468,760 444,679 2% 14 Belgium 451,677 426,194 2%
15 Russia 521,836 419,850 2% 15 Spain 340,598 371,929 2%
16 Singapore 410,250 390,763 2% 16 Singapore 373,016 359,266 2%
17 Spain 317,833 333,622 2% 17 Chinese 278,010 287,164 1%
Taipei
18 India 314,848 324,250 2% 18 Switzerland 321,509 277,830 1%
19 UAE 374,214 315,916 2% 19 UAE 270,579 267,937 1%
20 Switzerland 357,852 313,934 2% 20 Poland 207,607 261,998 1%
72% Russia 341,269 254,598 72%
72%
*წყარო - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია - www.wto.org

აღნიშნულ რეიტინგში წამყვანი პოზიციები განვითარებულ ქვეყნებს უჭირავს, თუმცა


აღსანიშნავია განვითარებადი ქვეყნების პოზიციებიც, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე ამ ქვეყნების
საერთო ვაჭრობის წილი 72%-ს შეადგენს.

მაღალგანვითარებული ქვეყნების საგარეო ვაჭრობის სასაქონლო სტრუქტურაში შეიმჩნევა მზა


პროდუქციის სიჭარბე მისივე იმპორტთან, რასაც სავარაუდოდ განაპირობებს მათივე
პროტექციონისტული მიდგომა. ასევე ახასიათებთ ნედლეულისა და სოფლის მეურნეობის
პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის პროცენტული წილის მსგავსება. იმის მიხედვით თუ
როგორია მეურნეობის მასშტაბი საგარეო ბაზარზე, ამითი ფასდება კონკრეტული ეროვნული
მეურნეობის დამოკიდებულების ხარისხი. დღევანდელი სავაჭრო ბაზრებს დაეტყო საექსპორტო
პროდუქციის წარმოების ზრდის ტენდენცია, ასევე იმპორტის ნაწილშიც. პროდუქციის და
მოხმარებული სანედლეულო რესურსების 20-30 % ექსპორტირდება ან იმპორტით იფარება.
საშუალო და მცირე ექსპორტიორი ფირმები ნელ-ნელა ქრება საერთაშორისო ბაზრიდან და
საგარეო-ეკონომიკური კავშირები მონოპოლისტურ გაერთიანებებში ექცევა. ასევე იცვლება
კონკურენციის ბრძოლის მეთოდები. საფასო კონკურენციის ნაცვლად პროდუქციის ხარისხის
უპირატესობის ნიშნით კონკურენცია წამოიწია. მნიშვნელოვანი გახდა პროდუქციის
ეკოლოგიურობა, დიზაინი, ტექნიკური სიახლე, საიმედოობა და აშ. ასევე დიდი მნიშვნელობა
მიენიჭა რეკლამის როლს.
2. საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2019 და 2018 წლებში და აღნიშნული
წლების შედარებითი ანალიზი;

ქვემოთ ცხრილში შემოთავაზებულია საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითადი


მაჩვენებლები 2018 და 2019 წლებში და ცვლილება გამოსახული პროცენტულად.
ძირითადი საქართველო საქართველო
მაკროეკონომიკური ცვლილება
მაჩვენებლები 2018 2019

საგარეო ვაჭრობის მოცულობა 12,741,300,000 $ 13,315,400,000 $ 4,3 %


ექსპორტი 3,379,700,000 $ 3,798,400,000 $ 11,0 %
იმპორტი 9,361,600,000 $ 9,516,900,000 $ 1,6 %
სავაჭრო ბალანსი -5,981,800,000 $ -5,718,500,000 $ -4,6 %
ექსპორტი რეექსპორტის
2,226,200,000 $ 2,324,500,000 $ 4,0 %
გარეშე
პუი-ს მოცულობა 1,218,652,830 $ 1,268,910,000 $ 4,0 %
საგარეო ვაჭრობის
მოცულობა/მშპ-ს მოცულობა 72 % 75 % 3,0 %
%
საგარეო ვაჭრობა/მოსახლეობა 3,419 $ 3,576 $ 4,4 %
ექსპორტული კვოტა 19 % 21 % 2,2 %
იმპორტული კვოტა 53 % 54 % 0,4 %
ინვესტიციების კვოტა 7% 7% 0,2 %
*ძირითადი მონაცემების წყარო საქსტატი და მსოფლიო ბანკი

საქართველოს საგარეო ვაჭრობის საერთო სურათი მხოლოდ ზემოთ მოცემული ორი წლის
ანალიზის შედეგად იძლევა პოზიტიურ სურათს, რაც გამოიხატება იმაში, რომ 2019 წელს
მიღებული იმავე ნიშნის მაჩვენებლები გაზრდილია. დავიწყოთ საგარეო ვაჭრობის მოცულობით,
რომელიც 2018 წელთან შედარებით 4,3 % -ით მეტია და 13,315 (მილიონებში) შეადგენს. ამ მხრივ,
საყურადღებოა ცხრილში მოცემული მომდევნო მონაცემები, ექსპორტის და იმპორტის ზრდის
მაჩვენებლები. მოგეხსენებათ იმპორტთან შედარებით ექსპორტის მეტი ზრდა დადებითად
აისახება სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელზე. ამრიგად, 2019 წლის ექსპორტში დაფიქსირებულმა 11
%-იანმა ზრდამ ხელი შეუწყო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი მაჩვენებლის შემცირებას, თუმცა
მცირედად. ამ შემთხვევაში ვიმედოვნებთ, რომ ცვლილება დინამიკაში შენარჩუნდება სალდოს
უარყოფითი მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიკლებს. ასევე აღსანიშნავია, პირდაპირი ინვესტიციების
მოცულობა, რომელიც 4 % ით არის გაზრდილი.
საინტერესოა ასევე შედარებითი მაჩვენებლების ანალიზი, რომლებიც საგარეო ეკონომიკური
ფაქტორის გავლენის შესაფასებლად გამოიყენება. მაგალითად, საგარეო სავაჭრო მოცულობის
მაჩვენებლის იმავე წლის მშპ-ს მოცულობასთან შედარებით გამოყვანილ ინდექსში 2019 წელში
ფიქსირდება 3 %-იანი ზრდა. რაც შეეხება, საგარეო ვაჭრობის მოცულობის მოსახლეობის
რაოდენობასთან შეფარდებას ეს მაჩვენებელი 4,4 %-ით არის გაზრდილი, რაც ასევე შესაძლებელია
განპირობებული იყოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებითაც. ამრიგად, თუ ყველა მხრივ არ
მოხდა შესწავლილი აღნიშნული მაჩვენებელი, რთულია დაბეჯითებით ითქვას, რომ სრული
დამსახურებით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდა განაპირობებს აღნიშნულ მატებას.

3. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციები და პრობლემები;

მსოფლიო მეურნეობაში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირების პროცესი ატარებს ინტენსიურ


ხასიათს, რაც საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის სტრატეგიული კურსის თანმიმდევრული
განხორციელებით არის განპირობებული. წლიდან წლამდე მატულობს საგარეო სავაჭრო ბრუნვა,
ფართოვდება ვაჭრობის გეოგრაფია და იზრდება უცხოური ინვესტიციების მასშტაბები. ქვეყანამ
პრაქტიკულად დაიბრუნა თავისი ისტორიული გეოპოლიტიკური ფუნქცია და გახდა ევრაზიის
სახელმწიფოთა სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი. სავაჭრო ბალანსში მაღალი ხვედრითი
წილით იყო წარმოდგენილი დსთ-ს ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს გააჩნდა ორმხრივი
სავაჭრო ურთიერთობები. მათ შორის უმსხვილესი პარტნიორი იყო რუსეთი, რომლის წილად
მოდიოდა დსთ-ში გატანილი პროდუქციის ნახევარზე მეტი. დსთ-ს ქვეყნების წილმა 1997-1998
წლებში საქართველოდან ექსპორტის მთლიან მოცულობაში შეადგინა შესაბამისად 59,7 და 53,7%-ს,
ხოლო იმპორტში - 36,4 და 35,2%-ს. ამიტომ დსთ-ს სივრცე ჩვენი ქვეყნის საგარეო ეკონომიკური
პოლიტიკის 31 მიერ სტრატეგიულ ბაზრად იყო მიჩნეული. დღევანდელი გადასახედიდან ეს
სურათი სრულიად შეცვლილია.
ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა პროდუქტმა ახალ ბაზრებზე დაიმკვიდრა ადგილი.
მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან მომსახურების ექსპორტი. 2010-2013 წლებში
საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქტს შეადგენდა: ავტომობილები (ძირითადად
რეექსპორტი), ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, მინერალური წყლები, სასუქები და
ზოგიერთი აგრარული პროდუქტი. დღეისათვის ექსპორტის ძირითად ნაწილს ნედლეული
წარმოადგენს. დაბალია ბაზრების დივერსიფიკაციის ტემპი, ხოლო კონკრეტული პროდუქტის და
ახალ ბაზრებზე შეღწევის და დამკვიდრების მაჩვენებლები არადამაკმაყოფილებელი. ექსპორტის
პოტენციალის ზრდის და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციისთვის, აუცილებელია, „საქართველოსა
და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება. ეს ხელს შეუწყობს ქართული საექსპორტო პროდუქტის
ევროკავშირის ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებას.
საქართველოში წარმოებული პროდუქტის და მომსახურების საერთაშორისო ბაზრებზე გატანის
პროცესში ტექნიკური ბარიერების გამო ნაკლებად კონკურენტუნარიანია, შესაბამისად
აუცილებელია მთავრობის ჩართულობა აღნიშნული ბარიერების შემცირების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკით
ხელმძღვანელობს არსებობს საექსპორტო ქვეყნების მიერ დაწესებული გარკვეული ბარიერები, რაც
ხელს უშლის ეროვნულ კომპანიებს ახალ ბაზრებზე შესვლის პროცესში.
საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებთან
მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობის ჩამოყალიბება. უარყოფითი სავაჭრო სალდოს
დასაძლევად მიზანშეწონილია წარმოების გაზრდის ხელშეწყობა და საერთაშორისო
კონკურენტუნარიანობის ამაღლება. რაც გულისხმობს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ექსპორტის
გაზრდაზე.

გამოყენებული წყაროები

1. გურამ ჯოლია - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. 2015 წ.


2. დავით ქათამაძე - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები 2008წ.

დამატებითი ინფორმაცია

1. https://www.yourarticlelibrary.com/foreign-trade/the-meaning-and-definition-of-foreign-trade-or-
international-trade-explained/5972
2. https://data.wto.org/
3. https://muegn.ru/ka/enciklopediya/nauchno-tehnicheskii-progress-predstavlyaet-soboi-process-
smotret-chto-takoe.html
4. http://www.economy.ge/uploads/ecopolitic/2020/saqartvelo_2020.pdf
5. https://openscience.ge/bitstream/1/608/1/dolidze%20khatia.pdf

You might also like