You are on page 1of 8

ფულადი გზავნილების

სიდიდე/რაოდენობა
საქართველოში ბოლო 5 წლის
განმავლობაში

ნანა ლიპარტელიანი
2 ჯგუფი
ფულადი გზავნილები

2016 წლის მეორე ნახევრიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად


იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ 5 თვეში ფულადი გზავნილები კლების
ტენდენციით ხასიათდებოდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. 2016 წლის
ივლისში ფულადი გზავნილები გაიზარდა 8 პროცენტით, წლის მაქსიმალური ზრდა
დაფიქსირდა აგვისტოში - 23.0 პროცენტი, ნოემბერში ეს მაჩვენებელი იყო 14.6
პროცენტი, ხოლო დეკემბერში ფულადი გზავნილები 19.7 პროცენტით გაიზარდა.
ჯამურად, 2016 წელს წმინდა ფულადი გზავნილების წინა წელთან შედარებით 5.3
პროცენტით გაიზარდა. 2017 წლის იანვრიდან გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების
ზრდის ტემპი. იანვარში აღნიშნულმა ზრდამ 29.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო მთელი
წლის განმავლობაში გზავნილები 22.3 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

საერთო ჯამში, 2017 წელს, საქონლის ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების გზით


უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზარდა 1 413 მილიონი აშშ დოლარით. ამავე
პერიოდში 684.8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა იმპორტისთვის თანხების
გადინება. შედეგად, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშზე დადებითი გავლენა
შეინიშნა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში კი უცხოური ვალუტის შემოდინება
საქონლის ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების გზით გაზრდილია 1 000
მილიონი აშშ დოლარით, ხოლო იმპორტისთვის თანხების გადინება გაიზარდა 1
032 მილიონი აშშ დოლარით. შედეგად, 2018 წლის პირველ 8 თვეში მიმდინარე
ანგარიშზე უარყოფითი გავლენა შეინიშნა 32 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით,
რაც ძირითადად გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა.
ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანი იყო 2018 წელსაც. იანვრის თვეში
ზრდამ 31.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებული ერთ-ერთი
მაქსიმუმია, შემდგომ თვეებში კი ზრდა 14-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
სექტემბრიდან ფულადი გზავნილები უფრო დაბალი ტემპით იზრდებოდაა, რაც
გასული წლის ბოლოს გზავნილების ჩარიცხვის მაღალი მოცულობით არის
გამოწვეული.
საერთო ჯამში, 2018 წელს, უცხოური ვალუტის შემოდინება საქონლის ექსპორტის,
ტურიზმისა და გზავნილების გზით გაზრდილია 1 321 მილიონი აშშ დოლარით,
ხოლო იმპორტისთვის თანხების გადინება გაიზარდა 1 183 მილიონი აშშ
დოლარით. შედეგად კი 2018 წელს მიმდინარე ანგარიშზე დადებითი გავლენა
შეინიშნა 137 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. 2019 წლის იანვარ-მარტში კი
უცხოური ვალუტის შემოდინება საქონლის ექსპორტის, ტურიზმისა და
გზავნილების გზით გაიზარდა 148 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო იმპორტისთვის
თანხების გადინება 97 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული.
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოსულმა წმინდა ფულადმა
გზავნილებმა თვეში 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და აღემატება წინა
წლის ანალოგიურ თვეებს. მარტში წმინდა ფულადმა გზავნილებმა 119.8
მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.5 პროცენტიან ზრდას გულისხმობს.
მარტში გზავნილები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იტალიიდან (3.0
პროცენტიანი წვლილი მთლიან ზრდაში) და საბერძნეთიდან (2.4 პროცენტიანი
წვლილი მთლიან ზრდაში), შემცირებულია თურქეთიდან (-3.1 პროცენტიანი
წვლილი მთლიან ზრდაში) და ჩინეთიდან (-0.4 პროცენტიანი წვლილი მთლიან
ზრდაში).
2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $184.2 მლნ აშშ
დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს
ანალოგიურ მაჩვენებელზე.

$184.2 მილიონი დოლარი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რომელიც საქართველოში გზავნილების
სახით გადმორიცხულა. ამაზე დიდი გზავნილები მხოლოდ ივლისში იყო - $188.7 მილიონი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა, რამაც
$35 მილიონი დოლარი შეადგინა. სრული სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1) რუსეთის ფედერაცია $34.94 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -1.48%;


2) იტალია $27.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 35.92%;
3) აშშ $22.05 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.80%;
4) საბერძნეთი $20.64 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 40.12%;
5) ისრაელი $14.30 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 187.06%;
6) თურქეთი $9.65 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21.73%;
8) გერმანია $6.86 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 62.43%;
9) ესპანეთი $5.11 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.76%;
10) საფრანგეთი $2.81 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9.86%;
11) პოლონეთი $2.67 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14.80%;
12) კანადა $1.83 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 41.97%;
14) ყაზახეთი $1.63 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -36.35%;
2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ
დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0
მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და ექსპორტთან


ერთად საქართველოში შემომავალი სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვანი
შემადგენელი ნაწილია. 2020 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოში
გზავნილების სახით ჯამში $1.14 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც
2019 წელთან შედარებით $34.9 მილიონით (3.1%-ით) მეტია.

მსოფლიო ბანკის შეფასების თანახმად, საქართველო ფულად გზავნილებზე


დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. ქვეყნის
ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს
მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების
გარეშე კი, ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე
იქნებოდა.
ულადი გზავნილები კონკრეტულ ქვეყნებში

2021 2020 2019 2018 2017


ჩარიცხვა გადარიცხვა ჩარიცხვა გადარიცხვა ჩარიცხვა გადარიცხვა ჩარიცხვა გადარიცხვა ჩარიცხვა გადა
3702,2 249,4 3683,2 233,7 3795,1 231,8 3511,9 201,1 3165,1 178,0

1069,0 17,6 920,0 14,2 847,2 15,7 657,2 13,5 509,6 10,9
ეთი 949,7 27,2 1003,2 27,7 1053,5 28,2 1001,0 24,3 875,2 24,1
881,4 110,8 975,2 113,9 1139,2 115,6 1142,7 107,4 1141,0 99,0
ი 321,4 63,6 365,9 47,8 371,8 40,9 400,4 30,5 387,0 22,6
ა 228,2 9,8 188,2 9,4 145,5 8,9 121,3 8,7 100,9 8,5
ი 144,0 8,8 136,9 9,3 144,7 10,2 121,0 8,0 103,2 6,4
გეთი 208,6 11,6 93,8 11,4 93,2 12,2 68,3 8,7 48,2 6,5
გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like