You are on page 1of 1

მეორე თემა: მიგრაციული პროცესების კლასიფიკაცია

და შესწავლის წყაროები

საკონტროლო კითხვები

1. ჩამოთვალეთ მიგრაციის შესწავლის წყაროები:


2. მიგრაციის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში რა ხარვეზები აქვს მოსახლეობის
საყოველთაო აღწერას?
3. შეუძლია თუ არა შრომითი მიგრაციის შესახებ ინფორმაცია მოგვცეს სასაზღვრო
სტატისტიკამ?
4. მიგრაციის შესწავლის რომელი წყარო იძლევა მეტ ინფორმაციას შრომითი
მიგრაციის შესახებ?
5. აღწერეთ მიგრაციის შესწავლის ადმინისტრაციული წყაროს ერთ-ერთი სახის -
სამუშაო ძალის ექსპორტ-იმპორტის ნებართვების სისტემის ხარვეზები შრომითი
მიგრაციის შესწავლის თვალსაზრისით:
6. ისეთ პირობებში, როცა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ვერ ასახავენ რეალურ
ვითარებას, რომელ ხერხს მიმართავენ შრომითი მიგრაციის უკეთ შესწავლის და
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების შევსების მიზნით?
7. რამდენია საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის (2014 წ.) მიხედვით
საქართველოდან მიგრირებული მოსახლეობის (მიგრანტთა) რიცხოვნობა? (წყარო:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge ,
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia).
ეთანხმებით თუ არა აღნიშნულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემს?
8. https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/bulletinstatistics/statbiul/2013/bulletindecemb
er2018geo.pdf, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საბანკო
სტატისტიკის ყოველწლიური ბიულეტენის 86-ე გვერდის მიხედვით დაწერეთ
საქართველოში 2018 წლის ოთხივე კვარტლის ელექტრონული ფულადი
გზავნილების წლიური მოცულობის ოდენობა.

You might also like