You are on page 1of 30

1)სტატისტიკის საგანი და მეთოდი

1.1)სტატისტიკის ისტორიული წარმოშობა და განვითარება


სტატისტიკური საქმიანობა ადამიანთა საზოგადოების პრაქტიკული თუ
სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი უბანია. ტერმინი „სტატისტიკა“
ლათინური სიტყვაა „status”-ისაგანაა წარმოშობილი, რაც ნიშნავს ნივთების,
მოვლენების მდგომარეობას. სტატისტიკის ცნებაში გულისხმობენ ადამიანთა
პრაქტიკულ საქმიანობას საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისა და
პროცესების შესახებ არსებული მონაცემების შეგროვებისა და განზოგადების
სფეროში.
სტატისტიკა გულისხმობს საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების
დამახასიათებელ ციფრობრივ მონაცემებს, მაგალითად, პროდუქციის
გამოშვების სტატისტიკა, მუშახელის მოძრაობისა და გამოყენებსი სტატისტიკა.
სტატისტიკა აგრეთვე ჰქვია საზოგადოებრივი მეცნიერების განსაკუთრებულ
დარგს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება ეკონომიკურ
მეცნიერებათა შორის, სტატისტიკური მეცნიერების შესწავლის გარეშე
წარმოუდგენელია ნებისმიერი დარგის მაღალკვალიფიციური ეკონომისტის
მომზადება.
საზოგადოების ისტორიული განვითარების აუცილებლობამ წარმოშვა
სტატისტიკა, როგორც ადამიანთა პრაქტიკული საქმიანობის გარკვეული სფერო
და სტატისტიკა, როგორც საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოვლენებისა და
პროცესების შემსწავლელი მეცნიერება.
სტატისტიკის თეორიის წარმოშობას ხშირად უკავშირებენ ინგლისელი ვ.პეტის
სახელს, მან თავის შრომაში „პოლიტიკური არითმეტიკა“, პირველმა
საზოგადოებრივი ცხოვრების კანონზომიერებათა ანალიზისათვის გამოიყენა
„ციფრების ენა“, ამიტომ მას კ.მარქსმა უწოდა ბურჟუაზიული პოლიტიკური
ეკონომიის მამამთავარი და გარკვეული თვალსაზრისით სტატისტიკის
შემქმნელი.
სტატისტიკა კლასობრივი მეცნიერებაა და საზოგადოებაში გაბატონებული
კლასის ინტერესებს იცავს.
1.2)სტატისტიკის შესწავლის საგანი, ობიექტი და მეთოდი
თითოეულ მეცნიერულ დისციპლინას გააჩნია შესწავლის ობიექტი, საგანი და
მეთოდი, სტატისტიკა, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერება, შეისწავლის
საზოგადოებას, საზოგადოებრივ მოვლენებს და პროცესებს. ეს არის მისი
შესწავლის ობიექტი, მაგრამ ამ ობიექტს სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებანიც
შეისწავლიან.
თითოეულ საზოგადოებრივ მოვლენასა და პროცესს გააჩნია როგორც
რაოდენობრივი განსაზღვრულობა, ასევე თვისებრივი მხარეც, ამასთან
რაოდენობრიობით ისინი ხასიათდებიან არა საერთოდ, არამედ კონკრეტულ
დროსა და სივრცეში.
სტატისტიკა არის საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის
მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ
მხარეს.
თითოეული მეცნიერება შეიარაღებულია შესაბამისი ხერხებით ანუ
მეთოდებით, რომელთა დახმარებით იგი შეისწავლის ობიექტს. ისე, როგორც
ყველა სხვა მეცნიერებისათვის, სტატისტიკისათვისაც ზოგადი მეთოდია
დიალექტიკური მეთოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკა მოვლენებსა და
პროცესებს განიხილავს არა უძრაობაში, არამედ მათ მუდმივ მოძრაობასა და
განვითარებაში, აგრეთვე არა იზოლირებულადმ არამედ ურთიერთკავშირში
სხვა მოვლენებსა და პრცესებთან და ა.შ. ამ ზოგადი მეთოდის საფუძველზე
სტატისტიკა ამუშავებს და იყენებს საკუთარ, მხოლოდ მისთვის
დამახასიათებელ სპეციფიკურ მეთოდებს, რომელთა ერთობლიობა
წარმოადგენს სტატისტიკურ მეთოდოლოგიას.
ეს სპეციფიკური მეთოდები განსხვავებულია სტატისტიკური გამოვკლევის
ცალკეული სტადიების მიხედვით. ეს სტადიებია სტატისტიკური დაკვირვება,
მასალის თავმოყრა, დაჯგუფება და ანალიზი. პირველ სტადიაზე გამოიყენება
მასობრივი დაკვირვების, მეორეზე - სტატისტიკური დაჯგუფების, ხოლო
მესამეზე - ანალიზის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის საბალანსო,
საშუალოების, შერჩევით, კორელაციური და სხვა.
1.3)სტატისტიკური ერთობლიობანი და კანონზომიერებანი
სტატისტიკური მეცნიერების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ იგი
საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრიობას, მათი
განვითარების კანონზომიერებებს შეისწაბლის არა ცალკეული ფაქტების,
არამედ მასობრივი მოვლენებისა და პროცესების საფუძველზე.
სტატისტიკურად შესასწავლ მასობრივ მოვლენებსა და პროცესებს ორი
ძირითადი ნიშანი უნდა ახასიათებდეს. ერთეულდა თვისებრივი
ერთგვაროვნება და შესასწავი ნიშნის ვარიაცია, მოვლენებისა და პროცესების
ისეთ ერთობლიობას, რომლებსაც ეს ნიშნები ახასიათებს, ეწოდება
სტატისტიკური ერთობლიობა.
თითოეული ნიშნით საწარმოების შესწავლისას გამოიყოფა შესაბამისი
სტატისტიკური ერთობლიობანი. სტატისტიკური ერთობლიობის ერთ-ერთი
ნიშანია ვარიაცია, ვარიაცია ეწოდება მის ცვალებადობას დროსა და სივრცეში.
სტატისტიკა არ გამოიყენება იქ, სადაც შესასწავლი ნიშნის ცვალებადობას
ადგილი არა აქვს.
შესასწავლი ნიშნის ვარიაცია გამოწვეულია მრავალი, მასზედ მოქმედი
ფაქორის ზემოქმედებით, ამ ფაქტორის ერთი ნაწილი მოვლენის შინაგანი
ბუნებიდან გამომდინაორებენ და მუდმივმოქმედნია, ხოლო მეორენი -
შემთხვევითია, დროებით მოქმედი.
შინაგანი, მუდმივმოქმედი ფაქტორების გავლენით განისაზღვრება მოვლენის
რაოდენობრივი განვითარების გარკვეული წესი, სიდიდე განმეორებადობა,
თანმიმდევრობა, რასაც ეწოდება სტატისტიკური კანონზომიერება,
სტატისტიკური კანონზომიერებაა, მაგალითად, რომ დაბადებულთა საერთო
რიცხვში საშალოდ 51-52% ვაჟია, ხოლო 48-49% ქალი. მაგრამ ეს
კანონზომიერება გამოვლინდება არა ყვეა კონკრეტულ შემთხვევისათვის,
არამედ დაკვირვების დიდი რიცხვის პირობებში, აქ თავს იჩენს დიდ რიცხვა
კანონის მოქმედების ძალა, ამ კანონის არსი ისაა, რომ ცალკეული გადახრები,
რომლების გამოწვეულია შემთხვევით მოქმედი ფაქტორების გავლენით და
დამახასიათებელია ცალკეული ერთეულებისათვის.
არსებობს აგრეთვე დინამიკური კანონზომიერებანი, მათ არსი იმაშ
მდგომარებოს, რომ ერთი მოვლენის ზემოქმედება იწვევს მეორე მოვლენის
ცვალებადობას არამხოლოდ დაკვირვების დიდი რიცხვის პირობებში, არამედ
ყოველთვის.
1.4)სტატისტიკის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები
სტატისტიკა ეყრდნობა ისეთ მეცნიერებებს, რომლებიც საზოგადოებრივი
განვითარების კანონებს შეისწავლიან, ასეთ მეცნიერებებს მიეკუთვნება
მარქსისტულ-ლენინური პოლიტიკური ეკონომია და ისტორიული
მატერიალიზმი, სწორედ ესენია სტატისტიკის თეორიული საფუძვლები.
საზოგადოების ცხოვრების განვითარების კანონები განსაზღვრავენ
მოვლენებისა და პროცესების არსს, მათ თვისებრიობას, როგორც ეკონომიკაში,
ასევე პოლიტიკასა და კულტურაში, სტატისტიკას სწორედ ამ კანონებზე
დაყრდნობით შეუძლია მოვლენებსა და პროცესებს მისცეს სწორი ციფრობრივი
დახასიათება.
სტატისტიკის, ისე როგორც სხვა მეცნიერებათა მეთოდოლოგიურ საფუძველს
მატერიალისტური დიალექტიკა წარმოადგენს.

1.5)სტატისტიკა და სხვა მეცნიერული დისციპლინები


სტატისტიკა მრავალდარგოვანი მეცნიერებაა, გამოიყოფა: სტატისტიკის
ზოგადი თეორია, სოციალური სტატისტიკა, ეკონომიკური სტატისტიკა და სხვ.
სტატისტიკის ზოგადი თეორია შეისწავლის კატეგორიებს, პრინციპებსმ წესებსა
და მეთოდებს, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივი პროცესების
რაოდენობრივი მხარის შესწავლისათვის.
სოციალური სტატისტიკის ახალია დარგია და ის შეისწავლის სოციალურ
სფეროს და განვითარების მხარეს.
ეკონომიკური სტატისტიკა სახალხო მეურნეობის ერთიანი სისტემის
რაოდენობრივ მხარეს სწავლობს.
სტატისტიკას, როგორც საზოგადოებრივ მეცნიერებას, კავშირი აქვს ყველა
საზოგადოებრივ მეცნიერებებთან, სტატისტიკას კავშირი აქვს როგორც
ეკონომიკურ და სოციალური ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან,
კერძოდ კი მათემატიკასა და ალბათობასთან.

1.6)სტატისტიკური მაჩვენებლები
საზოგადოებრივი მოვლენების რაოდენობრივი მხარე კონკრეტულ დროსა და
სივრცეში აისახება სტატისტიკურ მაჩვენებლებში. სტატისტიკური მაჩვენებელი
არის საზოგადოებრივი მოვლენის რაოდენობრივი ზომა, რომელსაც გააჩნია
თვისებრივი განსაზღვრულობა, მაგ: მოსახლეობის რიცხოვნობა, პროდუქციია
გამოშვება და ა.შ. ისინი გამოხატავენ სოციალურ ეკონომიკურ კატეგორიებს.
2)სტატისტიკის ამოცანები და ორგანიზაცია
2.1) აღრიცხვა და სტატისტიკის ერთიანი სისტემა, მისი დახასიათება
ფართო გაგებით აღრიცხვა არის საზოგადოებრივი ცხოვრების რაოდენობრივი
და ხარისხობრივი მხარეების ციფრობრივი დახასიათება მიმდინარე
მოვლენების მეცნიერულად დასაბუთებული რეგისტრაციის გზით.
აღრიცხვის ერთიანი სისტემა ჩვენს ქვეყანაში მოიცავს: საბუღალტრო,
ოპერატიულ-ტექნიკური და სტატისტიკურ აღრიცხვას.
საბუღალტრო აღრიცხვა ახასიათებს საწარმოების დაწესებულებებისა და
ორგანიზაციების მატერიალური, შრომით და ფინანსური რესურსების
წრებრუნვას. მისი ძირითადი მიზანია კონტროლი გაუწიოს რესურსების
ხარჯვას.
ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვის მიზანია წარმოების მსვლელობის
ოპერატიული, დეკადური, კვირეული, დღეღამური, დღიური და საათობრივი
აღრიცხვა.
სტატისტიკური აღრიცხვა აზოგადებს საბუღალტრო და ოპერატიულ-
ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებს და იძლება საზოგადოებრივი ცხოვრების
განვითარების კანონზომიერებათა ყოველგვარ დახასიათებს.
3)სტატისტიკური დაკვირვება
3.1) სტატისტიკური დაკვირვების არსი და ძირითადი ამოცანები
სტატისტიკური დაკვირვება სტატისტიკური გამოკვლევის პირველი და მეტად
მნიშვნელოვანი სტადიაა. სტატისტიკური დაკვირვება ეწოდება ეკონომიკური
მოვლენებისა და პროცესების მდგომარეობის ამსახველი მასობრივი
მონაცემების გეგმაზომიერ, მეცნიერულად ორგანიზებულ შეგროვებას.
სტატისტიკური დაკვირვების დროს დაშვებული შეცდომების გასწორება
ძნელდება შემდგომ სტადიებზე. ამიტომ მის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:
მან უნდა უზრუნველყოს მოვლენების განვითარების შესახებ უტყუარი
მონაცემების შეგროვება, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების განვითარების
ტენდენციების, კანონზომიერების გამოვლენა და შესწავლა.
სტატისტიკური დაკვირვება მოიცავს სამ ეტაპს: მომზადება, მასალის მოპოვება
თვითდაკვირვებით და კონტროლი.

3.2) სტატისტიკური დაკვირვების ორგანიზაციული ფორმები


ორგანიზაციულად სტატისტიკური დაკვირვება ორი ფორმისაა: ანგარიშგება და
სპეციალურად ორგანიზებული სტატისტიკური დაკვირვებანი.
ანგარიშგება ეწოდება საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების
მიერ მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შედგენასა და წარდგენას
პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით სათანადო დროს და შესაბამისი
მისამართებით.
ანგარიშგება არის საერთო სახელმწიფოებრივი(აუცილებელია ყველა საწარმომ
წარუდგინოს მთავრობას) და შიგასაუწყებო(სამინისტროები და უწყებები
წარუდგენენ ხელმძღვანელებს.
ანგარიშგება არის წლიური და მიმდინარე(თვიური და კვარტალური)

3.3) სტატისტიკური დაკვირვების სახეები


სტატისტიკური დაკვირვება არის: მიმდინარე; პერიოდული და ერთდროული.
მიმდინარის დროს ფაქტების რეგისტრაცია წარმოებს მათი მოხდენისთანავე.
პერიოდულის დროს ფაქტების რესისტრაცია წარმოებს გარკვეულ პერიოდში
რეგულარულად.
ერთდროული სტატისტიკური დაკვირვება საჭიროების მიხედვით ტარდება.
შესასწავლი ერთობლიობის ერთეულთა მომცველობის ხარისხის მიხედვით
სტატისტიკური დაკვირვება არის სრული და არასრული.
სრული დაკვირვების დროს შესწავლას ექვემდებარება ერთობლიობის ყველა
ერთეული, ხოლო არასრული დაკვირვების დროს მისი გარკვეული ნაწილი.
არასრული დაკვირვება არის 4 სახის: ძირითადი მასივის, შერჩევითი,
მონოგრაფიული და საანკეტო.
ძირითადი მასივის დროს შეისწავლება ერთობლიობის ერთეულთა ის ნაწილი,
რომელსაც მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი უჭირავს მთელ ერთობლიობაში.
შერჩევითი დაკვირვების დროს გულისხმობს მთლიანი ერთობლიობიდან
ნაწილის შემთხვევითი წესით ამორჩებას და შესწავლის შედეგების
გავრცელებას მთელს ერთობლიობაზე.
მონოგრაფიულის დროს დაწვრილებით აღიწერება ერთობლიობის ცალკეული,
მაგრამ ტიპური ერთეულები.
საანკეტო დაკვირვების დროს ყველა პიროვნებას ან ორგანიზაცია დაეგზავნება
ანკეტები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ კითხვარებს.

3.4)დაკვირვების მეთოდები
სტატისტიკური დაკვირვება ტარდება გარკვეული ხერხებით ანუ მეთოდებით,
ესენია: უშუალო, დოკუმენტური და გამოკითხვა.
უშუალო დაკვირვებაა, როდესაც დამკვირდებელი თვითონ მიდის, უშუალოდ
აღწერს და შეისწავლის დაკვირვების ერთეულს.
დაკვირვების დოკუმენტური ხერხი გულისხმობს მომხდარი ფაქტების ჩაწერას
დოკუმენტებში.
გამოკითხვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტატისტიკურ
მეთოდებში., გამოკითხვა შეიძლება იყოს: კორესპოდენტული, საექსპედიციო
და თვითრეგისტრაციული.
კორესპოდენტული გამოკითხვის დროს ბლანკების შევსება წარმოებს
სპეციალურად გამოყოფილი კორესპოდენტების მეშვეობით
საექსპედიციო ხერხი გულისხმობს ესპედიციების მოწყობას, რომელიც
მოითხოვს დიდ დროსა და დანახარჯებს
თვითრეგისტრაცია გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად
როდესაც კითხვარი მარტივია.
3.5)დაკვირვების პროგრამულ-მეთოდოლოგიური საკითხები
პროგრამულ-მეთოდოლოგიურ საკითხებში შედის: დაკვირვების მიზანი და
ამოცანები, ობიექტი და ერთეული, დაკვირვების პროგრამა.
ყოველგვარი სტატისტიკური დაკვირვება იწყება მისი მიზნისა და ამოცანების
განსაზღვრით.
დაკვირვების მიზანი პირდაპირ განსაზღვრავს მის ობიექტს და ერთეულს,
დაკვირვების ობიექტი ეწოდება გამოსაკვლევ სოციალურ-ეკონომიკურ
მოვლენებსა და პროცესებს.
დაკვირვების პროგრამა იმ კითხვართა ჩამონათვალია, რომლებსაც მიზნის
შესაბამისად უნდა გაეცეს პასუხები.

3.6)დაკვირვების ორგანიზაციული საკითხები


დაკვირვების ორგანიზაციული საკითხები მოიცავს დაკვირვების ადგილის,
დროისა და ვადების დადგენას, კადრების შერჩევასა და მომზადებას, მათ
ინსტრუქტაჟს, ფორმულარების შედგენას, მათ დაგზავნასა და სხვა საკითხებს.
დაკვირვების ადგილი არის ის ტერიოტორიული პუნქტი, სადაც ტარდება
რეგისტრაცია.
დროისა და ჩატარების ვადების მიხედვით განასხვავებენ: სუბიექტურ და
ობიექტურ დროს. სუბიექტურია-დროის ის ინტერვალი, რომლის
განმავლობაში ტარდება დაკვირვება, ფაქტების რეგისტრაცია.
ობიექტურია- შეიძლება იყოს დროის განსაზღვრული პერიოდი.
დროის მომენტს, რომლის მდგომარეობის მიხედვით ვახდენთ ფაქტების
რეგისტრაცია, ეწოდება დაკვირვების კრიტიკული მომენტი.
როგორი მარტივი და ნათელიც არ უნდა იყოს პროგრამისეული კითხვარი,
მაინც საჭიროა რომ მას ახლდეს ინსტრუქცია.
დაკვირვების პირველადი მასალა ჩაიწერება განსაკუთრებულ დოკუმენტში,
რომელსაც ფორმულარი ეწოდება.
3.7)დაკვირვების შეცდომები და მასალის კონტროლის ხერხები
სტატისტიკური დაკვირვების მასალი აღებისას დაიშვება გარკვეული
უზუსტობანი, რომელსაც დაკვირვების შეცდომებს ვუწოდებთ, ეს შეცდომები
ორი სახისაა: რეგისრტაციისა და რეპრეზენტატივობის.
რეგისტრაციის შეცდომა ეწოდება ფაქტის არასწორ ჩაწერას.
რეგისრაციის შეცდომა შეიძლება თავისთავად იყოს 2 სახის: შემთხვევითი და
სისტემატური.
შემთხვევითი შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნეს ბლანკს შევსებისას
გადიდების ან შემცირების მიმართულებით.
სისტემატური შეცდომები დაიშვება სისტემატურად რომელიმე ერთი
მიმართულებით.
რეპრეზენტაციის შეცდომა წარმომადგენლობითი შეცდომაა, იგი დაიშვება
მხოლოდ არასრული დაკვირვებისას, მაშინ როდესაც გამოკვლეული ნაწილი
არაა ტიპური, სწორი წარმომადგენელი მთელი ერთობლიობისა.
4)სტატისტიკური მასალების ტავმოყრა და დაჯგუფება
4.1-4.2) თავმოყრის ცნება , შინაარსი , ორგანიზაცია და ტექნიკა
თავმოყრა, დაჯგუფებასთან ერთად სტატისტიკური გამოკვლევის მეორე
მნიშვნელოვანი სტადიაა.
პირველადი სტატისტიკური მასალის მოწესრიგებას , დალაგებას , დამუშავებას
ტიპური ნიშნებისა და კანონზომიერებების დასადგენად თავმოყრა ეწოდება
ვიწრო გაგებით თავმოყრა ნიშნავს პირველადი სტატისტიკური მასალის
მონაცემების უბრალო შეჯამებას , ხოლო ფართო გაგებით არა მარტო შეჯამებაა
არამედ გარკვეული ნიშნის მიხედვით დაჯგუფებაცაა.
თავმოყრა უნდა მოხდეს შესაბამისი გეგმისა და პროგრამის მიხედვით. გეგმა
გულისხმობს ჩატარების ვადებს, ჩამტარებლების რაოდენობას და
შემადგენლობას , პროგრამა კი კითხვარებს.
თავმოყრა ორგანიზაციულად 3 წესით წესით წარმოებს:
ცენტრალიზებული,დეცენტრალიზებული და შერეული.
ცენტრალიზებული - პირველადი სტატისტიკური მასალის შეგროვება ერთ
ცენტრში და თავმოყრა-დაჯგუფების ყველა ოპერაციის აქ ჩატარებას.
დეცენტრალიზებული- თავმოყრის ყველა ოპერაციის ჩატარებას ადგილზე,
შერეული - ნაწილი ოპერაციის ჩატარება ადგილზე, ნაწილისი ჩატარებას
ცენტრში
თავმოყრის ტექნიკა ორი სახისაა : თავმოყრა ხელით და თავმოყრა მანქანური.
4.3) დაჯგუფების ცნება ამოცანები და სახეები
დაჯფუფება ეწოდება შესასწავლი ერთობლიობის ერთეულთა განაწილებას
მათთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნის მიხედვით და შესაბამისი
ერთვაროვანი ჯგუფების გამოყოფას.
დაჯგუფება მიზნად ისახავს ერთობლიობიდან ერთგვაროვანი სოც-
ეკონომიკური ტიპების გამოყოფას , და ერთგვაროვან ნიშნებს შორის
კავშირების შესწავლას. ამ ამოცანების შესაბამისად გვაქვს 3 სახის დაჯგუფება:
ტიპოლოგიური , სტრუქტურული და ანალიზური.
ამასთან ის შეიძლება იყოს მარტივი (1 ნიშნით ) და კომბინაციური (2 ან მეტი
ნიშნით დაჯგუფება).
ერთობლიობიდან ერთგვაროვანი სოციალურ-ეკონომიკური ტიპების
გამოყოფას ეწოდება ტიპოლოგიური დაჯგუფება.
ერთტიპური ერთობლიობის ერთეულთა განაწილებას რაიმე ნიშნის მიხედვით
ეწოდება სრუქტურული დაჯგუფება.
ეს ნიშნები არის ატრიბუტული და რაოდენობრივი.
ატრიბუტული-თვისობრივი ნიშნებია , ხოლო რაოდენობრივი - სიდიდის
ნიშნებია.
დაჯგუფებისას მნიშვნელოვანი საკითხია ინტერვალისა და ჯგუფების
რაოდენობის დადგენა.
ინტერვალი ეწოდება თითოეული ჯგუფის წევრთა მაქსიმალურ და მინიმალურ
მნიშვნელობათა შორის სხვაობას.
ჯგუფების რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება სტერჯესის ფორმულა:
k= 1 +3.2 logn
ინტერვალის სიდიდე h= x(max) – x(min) / k
ისეთი სახის დაჯგუფებას რომელიც განსაზღვრავს სტატისტიკაში სხვადასხვა
ნიშანს შორის ურთიერთკავშირს ანალიზური დაჯგუფებაა.
4.6) მწკრივები და მათი დახასიათება
მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელ მოწესრიგებულ განაწილებას
ციფრობრივი გამოსახუებების საშუალებით ეწოდება სტატისტიკური
მწკრივები.
სტატისტიკური მწკრივები 2 სახისაა: განაწილების და დინამიკური მწკრივები,
განაწილების მწკრივი ახასიათებს მოვლენის , ერთობლიობის ერთეულთა
განაწილებას რაიმე ნიშნის მიხედვით . განაწილების მწრივი არის
ატრიბუტული (თვისობრივი) და რაოდენობრივი (ვარიაციული) , ვარიაციული
განაწილების ელემენტებია , ვარიანტები - სიდიდეთა თითოეული
მნიშვნელობა , სიხშირე წონა . ვარიაციული მწკრივები შეიძლება იყოს
წყვეტილი(დისკრეტული) და უწყვეტი. თუ ვარიანტები წარმოადგნენ მთელი
რიცხვს - არის წყვეტილი მწკრივი , ხოლო თუ ვარიანტებს შეუძლია მიიღოს
როგორც მთელი ისე არამთელი - არის უწყვეტი.

4.7) ცხრილები და დახასიათება


სტატისტიკური დაკვირვების , თავმოყრისა და დაჯგუფების მასალა ნათლად
წარმოდგენის მიზნიდ ფორმდება სტატისტიკურ ცხრილებში.
ცხრილი არის თავმოყრა და დამუშავების სტატისტიკური მასალის
ციფრობრივი შედეგების მოკლე , რაციონალური , თვალსაჩინო და
სისტემატიზებული წარმოდგენის ფორმა,
ცხრილს გააჩნია ორი ელემენტი : ქვემდებარე და შემასმენელი. ქვემდებარე -
ობიექტია რომელსაც ვახასიათებთ , შემასმენელი - ნიშნები რომლებიც
ახასიათებენ ქვემდებარეს.
ცხრილი შეიძლება იყოს მარტივი, ჯგუფური და კომბინაციური,
მარტივი- როცა ქვემდებარე არაა დაჯგუფებული.
ჯგუფური - ქვემდებარე დაჯგუფებულია 1 ნიშნით
კომბინაციური - ქვემდებარე დაჯგუფებულია ორი ან მეტი ნიშნის მიხედვით.
5)აბსოლიტური და შეფარდებითი სიდიდეები
5.1) აბსოლიტური სიდიდეები

სტატისტიკა მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს ახასიათებს


გარკვეული მაჩვენებლებით , მათგან გამოიყოფა : აბსოლუტური ,
შეფარდებითი და საშუალო სიდიდეები.
აბსოლუტური სიდიდეები მოვლენის ზომის და ნიშნის სიდიდის
გამომხატველი მაჩვენებელია.
ის შეიძლება იყოს ინდივიდუალური და ჯამობრივი. ინდივიდუალური
ერთობლიობის ცალკეული ერთეულების ამა თუ იმ ნიშნის რაოდენობის
გამომხატველია. (თითოეული მუშის ხელფასი)
ჯამობრივი მთლიანი ერთობლიობის ამა თუ იმ ნიშნის რაოდენობის
გამომხატველია.
აბსოლუტური სიდიდეები გამოისახება შესაბამისი ზომის ერთეულებით.
მათგან გამოიყოფა ნატურალური და ფულადი ზომის ერთეულები.
ნატურალურია - სიგრძის , ფართობის , მოცულობის წონის და სხვა ზომის
ერთეულები.
ფულადი ზომის ერთეულები- ლარი , მლნ ლარი, $ ...

5.2) შეფარდებითი სიდიდეები.


შეფარდებითი სიდიდეები მიიღება აბსოლუტური სიდიდეების
ურთიერთშეფარდებით და გვიჩვენებს თუ რამდენჯერ მეტია ან ნაკლები ერთი
ფაქტი ან მოვლენა მეორეზე.
შეფარდებითი სიდიდეების ზომის ერთეულებია:
რიცხვი -რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია ან ნაკლები ერთი
აბსოლუტური სიდიდე მეორეზე
კოეფიციენტი ან %
პრომილი ‰ , პროდეცილი ‰o .
5.3) შეფარდებითი სიდიდეების სახეები.
შეფარდებითი სიდიდეების სახეებია : გეგმის შესრულების , დინამიკის ,
სტრუქტურის , ინტენსივობის , კოორდინაციის და შედარების.
• გეგმის შესრულების - გვიჩვენებს მოცემულ პერიოდში დავალების
შესრულების ხარისხს. ის გაიანგარიშება ფაქტობრივი შესრულების
დავალებაზე გაყოფით და 100-ზე გამრავლებით.
• დინამიკის შეფარდებითი სიდიდეები ახასიათებს მოვლენის
განვითარებას დროში. ის გაიანგარიშება ამა თუ იმ წლის დონის შეფარდებით
წინა რომელიმე წლის დონესთან , ის გამოისახება კოეფიციენტის ან % სახით.
ის 2 სახისაა ჯაჭვური და საბაზისო. თუ თითოეული წლის დონის ცვლილებას
ვანგარიშობთ ამ წლის შეფარდებით წინა წლის დონესთან მაშინ გვაქვს
ჯაჭვური. თუ თითოეული წლის დონის ცვლილებას ვანგარიშობთ რომელიმე
ერთი საბაზისო წლის მიმართ მაშინ გვაქვს საბაზისო.
თუ გვაქვს წლების დონეები y1, y2 , y3 … yn მაშინ ჯაჭვური K1 = Y2/Y1 K2
=Y3/Y2 Kn-1= Yn / Yn-1 თუ პირველ წელს მივიჩნევთ ბაზად , მაშინ საბაზისო
K1= Y2/Y1 K2= Y3/Y1 Kn-1= Yn/ Y1
• სტრუქტურის შეფარდებითი სიდიდე ისეთ მაჩვენებელს ეწოდება
რომელიც ახასიათებს ერთობლიობაში თითოეული ელემენტის ხვედრით წილს
. მაგალითად ვაჟების და ქალების ხვედრითი წილი მოსახლეობის საერთო
რიცხოვნობაში.
სტრუქტურის შეფარდებითი სიდიდე გამოიანგარიშება თითოეული ნაწილის
შეფარდება მთლიან ერთობლიობასთან და100 გამრვალებული
• ინტენსივობის შეფარდებითი სიდიდე ახასიათებს გარკვეულ გარემოში
მოვლენის გავრცელების ხარისხს. ეს მაჩვენებელი გაიანგარიშება მოცემული
მოვლენის აბსოლუტური სიდიდის შეფარდებით იმ გარემოს სიდიდესთან,
რომელშიც ისაა გავრცელებული.
• კოორდინაციის შეფარდებითი სიდიდე ახასიათებს ერთობლიობაში რაიმე
ელემენტთა შორის ურთიერთშეფარდებას. ასეთია მაგალითად ქალების
რაოდენობა ვაჟების მიმართ და ა.შ.
• შედარების შეფარდებითი სიდიდე ორი სხვადასხვა ტერიოტორიული
ერთეულის ან ობიექტთა ამა თუ იმ მაჩვენებლის ურთიერთშეფარდებას.
მაგალითად რუსეთისა და საქართველოს ფოლადის წარმოების შეფარდება.
6)სტატისტიკური მონაცემების გრაფიკული გამოსახვის ხერხები
6.1) გრაფიკების ცნება და ელემენტები
სტატისტიკური მასალების უფრო კარგი გაგებისა და დამახსოვრებისათვის
გამოიყენება მათი გრაფიკული გამოსახულებანი.
გრაფიკები სტატისტიკაში ეწოდება მოვლენებისა და პროცესების
დამახასიათებელი ციფრობრივი მონაცემებისა პირობით გამოსახვას სხვადასხვა
გეომეტრიული ნიშნებით.
გრაფიკის ელემენტებია : თვით გრაფიკული გამოსახულება და დამხმარე
ელემენტები - სათაური, ციფრობრივი მონაცემები , მასშტაბი.
გრაფიკის მასშტაბი არის მონაცემების ციფრობრივი სიდიდეების გრაფიკულში
გადასაყვანი პირობითი ზომა. მაგალითად 1 მლნ ლარი შეიძლება გრაფიკზე
გამოვსახოთ 1 სმ-ით.

6.1-6.7) გრაფიკების სახეები


გრაფიკები შეიძლება იყოს - მაჩვენებელთა ურთერთშედარების , სტრუქტურის
, დინამიკის , გეგმის შესრულების , კარტოგრამა, კარტოდიაგრამა.
• შედარების გრაფიკი - სხვადასხვა ობიექტთა მაჩვენებლებთა
ურთიერთშედარების გრაფიკი , მის თვალსაჩინოდ წარმოდგენისათვის
გამოიყენება სვეტოვანი, ზოლებიანი, კვადრატული, წრიული და ფიგურული
დიაგრამები.
• სტურქტურის - მასობრივი მოვლენებისა და პროცესების შემადგენლობის
სტრუქტურის ამსახველი გრაფიკები. მისი ძირითადი სახეობაა სექტორული
დიაგრამა. წრე რადიუსის მეშვეობით დაიყოფა სექტორებად. რომლებიც
შეესაბამება ხვედრით წილს , ხვედრითი წილის პროცენტობა გამოითვლება 360
/ 100 და გამრავლებული ხვედრით წილზე.
• დინამიკის - მასობრივი მოვლენებისა და პროცესების განვითარება
წლების მიხედვით
გამოიყენება წრფივი ან ხაზოვანი გრაფიკები. ის აიგება კოორდინატთა
სისტემაზე , აბცისაზე გადაიზომება თარიღები , ხოლო ორდინატთა ღერძზე ამ
მოვლენის განვითარების მაჩვენებლები.
• გეგმის შესრულების - დღეების ან თვეების მანძილზე შესრულებული
სამუშაოს გამოსახვა ის აიგება გრაფიკზე რომლის მარცხენა მხარეს არის
ქვემდებარე- ობიექტები, მარჯვენა ზედა ნაწილში კი შემასმენელი - დეკადის
ან თვის დღეები.
• კარტოგრამა და კარტოდიაგრამა -გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას
ახასიათებს ამა თუ იმ მაჩვენებლით. (რაიონის დახასიათება მოსახლეობის
სიმჭიდროვის მიხედვით) თუ გეოგრაფიულ რუქაზე ცალკეულ ადგილებზე
დავიტანთ შესაბამისი მაჩვენებლის დიაგრამას მივიღებთ კარტოდიაგრამას.
7)საშუალო სიდიდეები
7.1)საშუალო სიდიდის ცნება და გამოყენება
სტატისტიკურ მაჩვენებელთა შორის ყველაზე გავრცელებულია საშუალო
სიდიდე. , მისი საშუალებით წარმოებს ერთტიპური მოვლენებისა და
პროცესების რაიმე ნიშნის მიხედვით უერთიერთშედარება.
სტატისტიკაში საშუალო სიდიდე ეწოდება ერთტიპურ მოვლენათა
ერთობლიობის რაიმე ნიშნის მოცულობას ერთობლიობის ერთ ერთეულზე,
საშუალო სიდიდეები ორ ძირითად კლასად იყოფა ხარისხოვანი და
სტრუქტურული საშუალოები.

7.2)საშუალოების სახეები და დახასიათება


საშუალო სიდიდეები ორ ძირითად კლასად იყოფა ხარისხოვანი და
სტრუქტურული საშუალოები. ხარისხოვანი საშუალოების ზოგადი ფორმულა:


̅ √
სადაც ̅ - საშუალო სიდიდეა
n-ვარიანტების რიცხვი
m- საშუალოს ხარისხის მაჩვენებელი
∑- სიგმა(ჯამი)

ხარისხოვანი საშუალოს ხარისხის მაჩვენებლის ცვალებადობის მიხედვით


ვღებულობთ სხვადასხვა სახეებს .
m=1 გვაქვს საშუალო არითმეტიკული ,
მარტივი და შეწონილი საშუალო არითმეტიკული =

̅

m=2 გვაქვს კვადრატული საშუალო


მარტივი და შეწონილი საშუალო კვადრატული =

̅ √
7.4)საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშების „სამომენტო“ წესი

სამომენტო წესი გულისხმობს - თითოეულ ვარიანტს ვაკლებთ რომელიმე


მუდმივ რიცხვს ( a ), ის შეიძლება იყოს ინტერვალის შუა მნიშვნელობა ,
შემდეგ მიღებულ შედეგებს ვყოფთ რომელიმე მუდმივ რიცხვზე , შეიძლება
იყოს ინტერვალის სიდიდე ( h ). მივიღებთ ვარიანტების ახალ მნიშვნელობას.
რის საფუძველზეც გაანგარიშებული საშუალო ( x ) გავამრავლოთ h-ზე
დავუმატოთ ( a ) სიდიდე და მივიღებთ საძიებელ საშუალოს .

7.5) ხვედრითი წილის საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშება.


თუ ნიშნის არსებობას აღვნიშნავთ 1-ით , ხოლო არარსებობას 0-ით. არსებული
ნიშნის ხვედრით წილს p-ით , ხოლო არარსებულის q-ით , მათი ჯამი
p+q = 1 გავიანგარიშოთ საშუალო შეწონილის დახმარებით საშუალო
მნიშვნელობა
x = (1*p+0*q)/(p+q)=p x =p

7.6) მოდა და მედიანა

სტრუქტურული საშუალოს ძირითადი სახეებია მოდა და მედიანა.


მოდა ეწოდება ვარიანტთა ყველაზე გავრცელებულ მნიშვნელობას. თუ არ გვაქს
მაშინ მწკრივს ამოდალური ეწოდება თუ გვაქვს ორი , მწკრივს ბიმოდალური
ეწოდება.
მედიანა ვარიაციული მწკრივის შუა ადგილზე მყოფი წევრია. ის თანაბრად
ჰყოფს მწკრივს.
დისკრეტული ვარიაციული მწკრივისათვის მოდა ის მნიშვნელობა რომლის
სიხშირე ყველაზე მეტია ვარიაციულ მწკრივში, მედიანის პოვნისათვის საჭიროა
შევკრიბოთ სიხშირეები , გავყოთ 2ზე და დავუმატოთ ½ .
ინტერვალური ვარიაციული მწკრივისათვის.
8)ვარიაციის მაჩვენებელი
8.1) კვარტილი და დეცილი
მედიანასა და მოდასთან ერთად ხშირად გამოიყენება სტრუქტურული
საშუალოების სხვა სახეები , კვარტილი , დეცილი და პერცენტილი.
განაწილების მწკრივები სადაც მაჩვენებლები დალაგებულია ზრდადი ნიშნის
მიხედვით. რანჟირებული ერთობლიობა ეწოდება ,
კვარტილები ეწოდება შესასწავლი ნიშნის იმ მნიშვნელობას , რომლებიც
რანჟირებულ ერთობლიობას ოთხ ტოლ ნაწილად ყოფს.
დეცილი რანჟირებულ ვარიაციულ მწკრივს ჰყოფს 10 ტოლ ნაწილად .
პერცენტილი რანჟირებული ვარიაციული მწკრივის 100 ტოლ ნაწილად გამყოფი
მაჩვენებლებია.

8.2) ვარიაცია , ვარიაციის დიაპაზონი


ეკონომიკაში , ბიზნესსა და მენეჯმენტში მიმდინარე მოვლენები განიცდიან
მუდმივ ცვალებადობას დროსა და სივრცეში.
ვარიაციის ყველაზე მარტივი მარტივი მაჩვენებელია ვარიაციის დიაპაზონი ,
რომელიც წარმოადგენს ვარიაციული მწკრივის ვარიანტების მაქსიმალურ და
მინიმალურ მნიშვნელობათა შორის სხვაობას და აღინიშნება R . R= X max – X min
საზოგადოდ თუ გვაქვს მნიშვნელობები
X1, X2 … Xn და ისინი ზრდადია
X1 ≤ X2 ≤ Xn
მაშინ დიაპაზონი R = Xn – X1
ის იმ ერთეულში გამოისახება რა ერთეულებშიც გამოისახება ვარიანტები.

8.3)საშუალო წრფივი გადახრდა


საშუალო წრფივი გადახრა ახასიათებს ვარიაციული მწკრივის საშუალოსაგან
დანარჩენი ვარიანტების საშუალო გადახრას.
საშუალო წრფივი გადახრა წარმოადგენს ერთობლიობის საშუალო
არითმეტიკულისაგან ცალკეული ვარიანტების გადახრას აბსოლუტური
სიდიდეების საშუალო არითმეტიკულს და აღინიშნება ის გამოითვლება
- n
ამას ეწოდება მარტივი საშუალო წრფივი გადახრა
-

- საშუალო არითმეტიკულია
f- თითოეული ვარიანტის სიხშირე , წონა
n- ვარიანტების რაოდენობა მწკრივში.
8.4)დისპერსია და საშუალო-კვადრატული გადახრა
დისპერსია და საშუალო-კვადრატული გადახრა გამოიყენება კორელაციული
კავშირის სიმჭიდროვის გასაზომად. საშუალო სიდიდეს სხვაგვარად
მათემატიკურ ლოდინს უწოდებენ,
თუ მოცემულია x შემთხვევითი სიდის განაწილება
X1; X2…Xn
{
x P1; P2…Pn
მაშინ შემთხვევითი სიდიდის მათემატიკური ლოდინი E(x) ეწოდება
შემთხვევითი სიდიდის ყველა შესაძლო მნიშვნელობის შესაბამის
ალბათობებზე ნამრავლთა ჯამს:
E(X) X*P
დისპერსია კვადრატული გადახრის მათემატიკური ლოდინია და აღინიშნება
σ^2
∑( ̅)
ის გამოითვლება :
საშუალო კვადრატული გადახრა ეწოდება კვადრატულ ფესვს დისპერსიიდან
∑( ̅)

8.5) ალტერნატიული ნიშნის დისპერსია


მაგ. ჩვენ თუ გვაინტერესებს ქალების და მამაკაცების ხვედრითი წილი
მოსახლეობაში - ასეთ შემთხვევას ეწოდება ნიშნის ხარისხობრივი ვარიაცია. თუ
არსებობს მხოლოდ ორი ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტი მაშინ ნიშნის
ვარიაციის ეწოდება ალტერნატიული.
თუ ნიშნის არსებობას აღვნიშნავთ 1-ით , ხოლო არარსებობას 0-ით. არსებული
ნიშნის ხვედრით წილს p-ით , ხოლო არარსებულის q-ით , მათი ჯამი
p+q = 1 გავიანგარიშოთ ალტერნატიული მათემატიკური ლოდინი და საშუალო
კვადრატული გადახრა
(1* * )( ) σ=√

8.7)ვარიაციის კოეფიციენტი
დიაპაზონი, საშუალო წრფივი გადახრა და საშუალო კვადრატული გადახრები
წარმოადგენს ვარიაციის აბსოლუტურ მაჩვენებლებს და აისახებიან იმ
ერთეულებში რა ერთეულებშიც ასახულია ვარიანტები. იმისათვის რომ
შევადაროთ სხვადასხვა მაჩვენებლების ვარიაციები გამოიყენება ვარიაციის
კოეფიციენტი.
დიაპაზონის, საშუალო წრფივი გადახრის და საშუალო კვადრატული გადახრის
%ული შეფარდება საშუალო არითმეტიკულთან გვაძელვს ვარიაციის
კოეფიციენტს.
X 1 X 1 σX 1
9)ურთიერთკავშირის შესწავლის სტატისტიკური ხერხები
9.1) მოვლენათა შორის ურთიერთკავშირის ფორმები და სახეები.

როგორც ვიცით სტატისტიკა მოვლენებსა და პროცესებს განიხილავს არა


იზოლირებულად, არამედ მათ მჭიდრო ურთიერთკავშირში. სტატისტიკა
ერთიმეორისაგან განასხვავებს მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის ორ
ფორმას: ფუნქციურსა და კორელაციურს ,ანუ სტატისტიკურს.
ფუნქციურ კავშირის შემთხვევაში ფაქტორიული ნიშნის თითოეულ
მნიშვნელობას შეესაბამება საშედეგო ნიშნის მხოლოდ ერთი მნიშვნელობა.
მაგალითად რადიუსის ცვალებადობა (ფაქტორიალური ნიშანი ) ყოველთვის
იწვევს წრის ფართობის (საშედეგო მოვლენა) ცვალებადობას. არსებობს
კავშირების სხვადასხვა სახეობანი. მათ შორის აღსანიშნავია პირდაპირი და უკუ
, წრფივი და არა წრფივი, ერთფაქტორიანი & მრავალფაქტორიანი
• პირდაპირი კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის ცვლილების
მიმართულება ემთხვევა საშედეგო მოვლენის ცვლილების მიმართულებას. მაგ.
მუშის კვალიფიკაციის ამაღლება გამოიწვევს შრომის ნაყოფიერების ამაღლებას
• უკუ კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის გადიდება იწვევს საშედეგო
მოვლენის შემცირებას.
• წრფივი კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის გადიდებასთან ერთად
საშედეგო მოვლენა უწყვეტად იზრდება ან მცირდება. ის გამოისახება წრფივი
განტოლებით y=a0+ a1x სადაც y-საშედეგო მოვლენა , x-მიზეზობრივი a0 და a1
კავშირის გამომსახველი პარამეტრები.
• არაწრფივი კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის გადიდებასთან
ერთად საშედეგო ფაქტორი დიდდება ან მცირდება არათანაბრად. ის
გამოისახება პარაბოლით , ჰიპერბოლით და ა.შ.
• ერთფაქტორიანი - თუ განვიხილავთ საშედეგო მოვლენის განვითარებაზე
ჩვენთვის საინტერესო 1 ფაქტორის გავლენას
• მრავალფაქტორიანი - თუ მრავალი ფაქტორის გავლენას განვიხილავთ
საშედეგო მოვლენის განვითარებაზე.
9.2)კავშირის შესწავლის სტატისტიკური მეთოდები.
მოვლენათა შორის კავშირის ფორმისა და სახეობის რაოდენობრივი
თანაფარდობის დასადგენად გამოიყენება სხვადასხვა ხერხები და მეთოდები,
• პარალელურ მწკრივთა შედარების მეთოდი გულისხმობს , რომ მიზეზობრივი
და საშედეგო მოვლენების რაოდენობრივი გამოსახულებანი ჩაიწერება
ერთმანეთის პარალელურად.
• საბალანსო მეთოდი გულისხმობს რესურსების მოძრაობის აბსოლუტურ
მაჩვენებელთა ურთიერთდაკვაშირებული სისტემის შედგენას.
ნაშთი პერიოდის დასაწყისში + შემოსულობანი= დანახარჯები + ნაშთი
პერიოდის ბოლოს
• ანალიზური დაჯგუფების მეთოდი გულისხმობს არა მარტო დაჯგუფების
გამოყენებას , არამედ განზოგადებული მაჩვენებლების გაანგარიშებას
ანალიზისათვის.

9.3) კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის მეთოდები


არსებობს კავშირების სხვადასხვა სახეობანი. მათ შორის აღსანიშნავია, წრფივი
და არა წრფივი, • წრფივი კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის
გადიდებასთან ერთად საშედეგო მოვლენა უწყვეტად იზრდება ან მცირდება.
ის გამოისახება წრფივი განტოლებით y=a0+ a1x სადაც y-საშედეგო მოვლენა , x-
მიზეზობრივი a0 და a1 კავშირის გამომსახველი პარამეტრები. • არაწრფივი
კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის გადიდებასთან ერთად საშედეგო
ფაქტორი დიდდება ან მცირდება არათანაბრად. ის გამოისახება პარაბოლით ,
ჰიპერბოლით და ა.შ.

9.4) კორელაციური კავშირის სიმჭიდროვის ხარისხის მაჩვენებელი


კორელაციური კავშირის სიმჭიდროვის ხარისხის დადგენა გულისხმობს
გაიზომოს თუ როგორ მოქმედებს საშედეგო მოვლენის განვითარებაზე
მიზეზობრივი ფაქტორის ვარიაციული ცვალებადობანი.
გამოყოფენ მოვლენატა ორ ჯგუფს: პარამეტული და არპარამეტრული
მოვლენები და პროცესები.
პარამეტრული მოვლენები და პროცესები ეწოდება რაოდენობრივი შინაარსის
მქონე მოვლენებსა და პროცესებს . რომლებიც გაიზომება რაოდენობრივი
პარამეტრებით. ხოლო არაპარამეტრული მოვლენები და პროცესები
არარაოდენობრივი მოვლენები და პროცესებია, რომლებიც გამოსახულია
არაპარამეტრული მაჩვენებლებით. ასეთია მაგალითად რანგი
რანგი ეწოდება შესასწავლი ნიშნის მზარდი და კლებადი ტენდეციით
დალაგებულ მწკრივში რიგით ნომერს რომელიც მოვლენის მნიშვნელობის
ადგილს მიანიშნებს.
10)დინამიკის მწკრივები
10.1) დინამიკის მწკრივის ცნება და სახეები
დიალექტიკა მოვლენებსა და პროცესებს განიხილავს მათ განვითარებაში ,
მოძრაობაში , დროსა და სივრცეში. დროში მოვლენებისა და პროცესების
განვითარების მაჩვენებლებს ცალკეული ქრონოლოგიური თარიღების
მიხედვით დინამიკური მწკრივები ეწოდება.
მაჩვენებლის მიხედვით დინამიკური მწკრივი შეიძლება იყოს აბსოლუტური ,
შეფარდებითი და საშუალო სიდიდეების დინამიკური მწკრივები,
აბსოლუტური დინამიკის სიდიდე ორი სახისაა: ინტერვალური და სამომენტო.
ინტერვალური მაჩვენებლები მოვლენის განვითარებას ასახავს თარიღის
ინტერვალებში.
სამომენტო მაჩვენებელი მოვლენის განვითარებას ასახავს თარიღის გარკვეული
მომენტისათვის.
აბსოლუტური მაჩვენებლების საფუძველზე მიიღება შეფარდებითი და
საშუალო სიდიდეების დინამიკური მწკრივები, მაგ. მოსახლეობის რიცხოვნობა
/ დაკავებული ტერიტორია = მოსახლეობის სიმჭიდროვის შეფარდებითი
სიდიდის დინამიკური მწკრივი.
საერთო მოსავალი / ნათესების ფართობი = მოსავლიანობის სიდიდის
დინამიკური მწკრივი.

10.2)დინამიკური მწკრივის საანალიზო მაჩვენებლები


დინამიკური მწკრივის საანალიზო მაჩვენებლებია : დინამიკური მწკრივების
დონე ,აბსოლუტური მატება , საშუალო დონე , საშუალო აბსოლუტური მატება ,
ზრდისა და მატების ტემპები, საშუალო წლიური ზრდისა და მატების ტემპები
თუ წლების მიხედვით მოცემულია დინამიკური მწკრივის მაჩვენებლები Y1, Y2
… Yn , მაშინ მათ მნიშვნელობებს ეწოდებათ დინამიკური მწკრივის დონეები.
აბსოლუტური მატება არის სხვაობა მომდევნო და წინა დონეებს შორის , თუ
წინა დონედ აღებულია ერთი რომელიმე დონე (Y1) , მაშინ გვაქვს საბაზისო
აბსოლუტური მატება , ხოლო თუ თითოეულ დონეს აკლდება მის წინ მდებარე
დონე გვაქვს ჯაჭვური.

საბ ჯაჭ
დინამიკური მწკრივის საშუალო დონე გაიანგარიშება ინტერვალური
დინამიკური მწკრივისათვის ჩვეულებრივი საშუალო არითმეტიკულის
გამოყენებით.

̅
10.3) დინამიკური მწკრივის დაყვანა ერთ საფუძველზე
ზოგჯერ დინამიკური დონეები შეუდარებელია , რაც გამოწვეულია სხვადასხვა
მიზეზებით :
ტერიტორიული ცვალებადობა, ზომის ერთეულის ცვალებადობა ,
გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდები სხვადასხვა მაშტაბები .
იმისათვის რომ დინამიკური მწკრივები შესადარები გახდეს გამოვიყენოთ უნდა
მიჯრა.
ვთქვათ საბაჟო შემოსავლები 2001 წლისთვის გამოთვლილია ძველი მეთოდით
და ტოლია 12 500
2002 წლისთვის ძველი მეთოდით არის 17 800 და ახალი მეთოდით 16 600 ,
მიჯნისათვის 2001 წლის მაჩვენებელი უნდა გადავიყვანოთ ახალი მეთოდიკით
გაანგარიშებულში . ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ პროპორცია 16 600 * 12
500 / 17 800 = 11 625 . და მივიღეთ შესადარები დონეები.

თუ საჭიროა მოვლენათა დინამიკური მწკრივების შედარებითი ანალიზი,


თითოეული დინამიკური მწკრივისათვის ანგარიშობენ დინამიკის საბაზისო
ზრდის ტემპებს რომელიმე ერთი წლის მიმართ - ამას ეწოდება დინამიკური
მწკრივების ერთ საფუძველზე დაყვანა.

10.4) დინამიკური მწკრივების განვითარების ტენდენციის გამოვლენის მარტივი


ხერხები.
დინამიკური მწკრივის ერთ-ერთი დანიშნულებაა სწორი წარმოდგენა მოგვცეს
მოვლენის განვითარების ტენდენციაზე , ზრდადია კლებადია თუ ტენდეცია
საერთოდ არა აქვს . დონეების ტენდენციის გამოვლენისათვის საჭიროა
დონეების მოსწორება , მოსწორების მარტივი ხერხებიდან აღსანიშნავია
მოსწორება სრიალა საშუალოს , საშუალო აბსოლუტური მატების და საშუალო
წლიური ზრდისა ტემპების გამოყენებით
სრიალა საშუალო -
თუ ინტერვალი სამწევრიანია , მაშინ სრიალა საშუალოს ზოგადი ფორმულა
იქნება
̅̅̅̅̅̅
საშუალო აბსოლუტური- მატების გამოყენების შემთხვევაში დინამიკური
მწკრივის პირველი დონე რჩება უცვლელი, ხოლო ყოველი შემდგომი მიიღება
წინა დონეს მიმატებული საშუალო აბსოლუტური მატება
̃ n= Y1 + ̅ n-1
საშუალო წლიური ზრდის ტემპის გამოყენების შემთხვევაშიც პირველი დონე
რჩება უცვლელი, ხოლო შემდგომი დონეები მიიღება წინა დონის საშუალო
წლიური ზრდის ტემპზე გამრავლებით
̅̅̅ ̅
10.5) დინამიკური მწკრივის მოსწორების ანალიზური ხერხები
დინამიკური მწკრივის მოსწორების ანალიზური ხერხებიდან აღსანიშნავია
მოსწორება წრფივი ფუნქციით , პარაბოლით , ჰიპერბოლით ან მაჩვენებლიანი
ფუნქციით .
თუ დონეების ცვალებადო არითმეტიკული პროგრესიით იცვლება მაშინ
ვიყენებთ წრფივ ფუნქციას ხოლო თუ გეომეტრიული პროგრესიით - მაშინ
დანარჩენ ფუნქციას გამოვიყენებთ.
მაგალითად წრფივი განტოლების შემთხვევა
Y=a0+a1*t
∑ ∑
სადაც
სადაც t - წლებია ათვლაა და ∑ =0
ხოლო n -წლების რაოდენობაა

10.6) დინამიკური მწკრივების ინტერპოლაცია და ექსტრაპოლაცია


ინტერპოლაცია ეწოდება დინამიკური მწკრივის შუალედური რომელიმე
უცნობი წევრის პოვნას. ის შეიძლება დინამიკური მწკრივის მოსწორების
ნებისმიერი ხერხის გამოყენებით.
ექსტრაპოლაცია ეწოდება დინამიკური მწკრივის არეს გარეთ უცნობი დონეების
პოვნას. ეს წესი ხშირად გამოიყენება პროგნოზირებაში.
11)ინდექსი
11.1) .ინდექსების ცნება და მათი გამოყენება ეკონომიკურ კვლევებში;
ინდექსები ფართოდ გამოიყენება ეკონომიკურ კვლევებში. ეკონომიკაში,
ბიზნესში და მენეჯმენტში. გავარჩიოთ ორი სახის ერთობლიობა:
ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ელემენტებისგან შედგენილი
ერთობლიობა.
ერთგვაროვანია: ნათესი ფართობების ერთობლიობა, პირუტყვის ერთობლიობა
და ა.შ.
ასეთი ერთობლიობის ელემენტები პირდაპირ იკრიბება და მათი დინამიკა
შეიძლება დავახასიათოთ მთელი ნაკრები ერთობლიობის ან ერთობლიობის
ერთ ერთეულზე მათი საშუალოს მეშვეობით. ამისათვის საჭიროა მოცემული
პერიოდის (საანგარიშგებო პერიოდი) მაჩვენებელი შევაფარდოთ წინა
პერიოდის (საბაზისო პერიოდი) მაჩვენებელს.
მეორე სახის ერთობლიობა, რომელიც სხვადასხვა სახის (არაერთგვაროვან)
ელემენტებს მოიცავს (წარმოებული ან მოხმარებული პროდუქციის საერთო
რაოდენობა, გაყიდული საქონლის საერთო მოცულობა და ა.შ) პირდაპირ არ
შეიძლება შევადაროთ წინა პერიოდების მონაცემებს; ვინაიდან ასეთი
ერთობლიობის არაერთგვაროვანი ელემენტების შეკრება არ შეიძლება. სწორედ
არაერთგვაროვანი ერთობლიობის დინამიკის დახასიათებისთვის გამოიყენება
ინდექსი ეკონომიკაში.
ინდექსი - ლათ. Index „მაჩვენებელი“.

იმ მაჩვენებლების დინამიკა რომელიც ორი ფაქტორით განისაზღვრება:


პროდუქციის ფიზიკური მოცულობა და ერთეულის ფასებით. ამიტომ ერთ-
ერთი ფაქტორის გავლენის გასაზომად საჭიროა მეორე ფაქტორი დავტოვოთ
უცვლელად, ასეთი ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება: ინდექსების
გამოყენება ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში.
11.2)ინდექსის სახეები
ინდექსები არის ორი სახის: ინდივიდუალური და საერთო. ინდივიდუალური
ახასიათებს ამა თუ იმ ერთობლიობის ცალკეული ელემენტების დინამიკას.
ასეთია მაგალითად
1.პროდუქციის ფიზიკური მოცულობის
ინდივიდუალური ინდექსი
q1
iq 
q0
q - პროდუქციის ან საქონლის მოცულობა
2. ფასების ინდივიდუალური ინდექსი
p1
ip 
p0
სადაც p - პროდუქციის ან საქონლის ფასია
3. თვითღირებულების ინდივიდუალური ინდექსი
c1
ic 
c0
სადაც c - ერთეულის თვითღირებულება
4. შრომის ნაყოფიერების ინდივიდუალური ინდექსი
t0
it 
t1
სადაც t - პროდუქციის შრომატევადობა
5. შრომატევადობის ინდივიდუალური ინდექსი
t1
it 
t0
საერთო ინდექსი

ინდექსები არის ორი სახის: ინდივიდუალური და საერთო.


საერთო ინდექსის ასაგებად, რომლის ძირითადი ფორმა არის აგრეგატული,
გამოიყენება ორი მაჩვენებელი: საინდექსო და თანაზომადობის სიდიდეები.
საინდექსო - სიდიდე, რომლის დინამიკას ჩვენ ვზომავთ. თანაზომადობის
მაჩვენებელი - რომლითაც იკრიბება საინდექსო სიდიდე.
მაგ; თუ გვინდა ავაგოთ პროდუქციის ღირებულების, საქონელბრუნვის საერთო
ინდექსები, მაშინ პროდუქციის ან საქონლის რაოდენობა არის საინდექსებელი
სიდიდე, ხოლო მათი ფასი თანაზომადობის მაჩვენებელი, ინდექსი მიიღებს
შემდეგ სახეს
Y 
 q p სადაც  q1 p1 და  q0 p0 არის საანგარიშო და საბაზისო პერიოდის
1 1

 q0 p0
qp

პროდუქციის ან საქონლის ღირებულება.

1.პროდუქციის ფიზიკური მოცულობის ინდექსის აგრეგატული ფორმაა:


J 
q p 1 1

q p
Q
0 1

2. ფასების აგრეგატული ინდექსი;


Jp 
q p
1 1

q p
1 0

3თვითღირებულების აგრეგატული ინდექსი;


Jc 
q c
1 1

q c
1 0

4შრომის ნაყოფიერების აგრეგატული ინდექსი: q t


Jw 
1 1

q t 1 0

საერთო ანუ აგრეგატული ინდექსის ორი ფუქნცია: სინთეთიკური და


ანალიტიკური. სინთეთიკური ფუნქცია - ერთსა და იმავე ინდექსში
ერთიანდება (სინთეზირდება) უშუალოდ არათანაზომადი მოვლენები და
პროცესები.
ან ალიტიკური ფუნქცია - გამომდინარეობის აგრეგატული
ინდექსების ურთიერთკავშირიდან. თითოეული საერთო ინდექსი შეიძლება
დაიშალოს ორ ინდექსად, რომელთაგან თითოეული საერთო მოვლენის
განვითარებაზე ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედებას ზომავს.

11.3) საშუალო ინდექსები


სოც-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი მხარეების,
მათი დროსა და სივრცეში ცვალებადობის შესასწავლად ძალიან ხშირად
სტატისტიკა იყენებს საშუალო ინდექსებს. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ
საშუალო არითმეტიკული და საშუალო ჰარმონიული ინდექსები.
ზოგჯერ მოცემულია ინდივიდუალური ინდექსები და მათ საფუძველზე
საჭიროა გავიანგარიშოთ საერთო, აგრეგატული ინდექსი. ასეთ შემთხვევაში
ვიყენებთ საშუალო არითმეტიკული ინდექსის ფორმულას
J 
 iq p 0 0

q p 0 0

ხოლო საშუალო ჰარმონიული ინდექსი გამოითვლება


J 
q p 1 0

1 / i * q p 1 0

11.4)ინდექსების მწკრივები უცვლელი და ცვალებადი წონებით;


ერთ რომელიმე ინდექსში, თანაზომადობის მაჩვენებელი მრიცხველსა და
მნიშვნელში ერთი და იგივეა. თუ ინდექსების მწკრივებს ავაგებთ რამდენიმე
წლისათვის, მაშინ შეგვიძლია მივიღოთ ინდექსები ცვალებადი და უცვლელი
წონებით.
თუ ავიღებთ ხარისხობრივი მაჩვენებლის ინდექსებს, მაშინ მივიღებთ
ინდექსების მწკრივებს ცვალებადი წონებით,
თუ რაოდენობრივი მაჩვენებლების ინდექსების მწკრივებს ავაგებთ მივიღებთ
ინდექსების მწკრივებს უცვლელი წონებით.
ინდექსები ცვალებადი წონებით იგივე „ჯაჭვური ინდექსები“.
ინდექსები უცვლელი წონებით - „საბაზისო ინდექსები“.
ჯაჭვური ინდექსების ნამრავლი უდრის საბაზისო ინდექსს.
11.5) დიუტოსა და კარლის ინდექსები
ინდექსების შექმნამ მსოფლიო სტატისტიკურ მეცნიერებაში გარკვეული
ისტორია გაიარა. ჯერ კიდევ 1738 წელს ფრანგი მეცნიერ-ეკონომისტის
დიუტოს მიერ შემუშავებულ იქნა ფასების ცვალებადობის მარტივი ინდექსი,
რომელსაც ასეთი სახე ჰქონდა:
Jp 
P 1

P 0

1764 წელს სტატისტიკურ მეცნიერებასა და პრაქტიკაში იტალიელმა კარლიმ,


შესთავაზა ფასების ინდექსის გასაანგარიშებელი შემდეგი სქემა
: Jp   i p

n
როგორც ჩანს კარლის ფასების ინდექსი ცალკეული სახის საქონლის ფასების
ინდივიდუალური ინდექსების მარტივი საშუალო არითმეტიკულია და სხვა
არაფერი.
დიუტოსა და კარლის ინდექსების მიხედვით გაანგარიშებული ფასების
ცვალებადობა, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

11.5)ლასპერესის , პააშესა და ფიშერის ინდექსები.


გერმანელმა სტატისტიკოსებმა პააშემ და ლასპეირესმა ფასების აგრეგატული
ინდექსის გაანგარიშებას საკუთარი მოსაზრებანი შესთავაზეს. პააშეს მიხედვით
ფასების საშუალო ცვალებადობა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდის წონების
გამოყენებით.
Jp 
q p
1 1

q p
1 0

ხოლო ლასპეირესის საბაზისო წონების მიხედვით


Jp 
q 0 p1
q 0 p0
უფრო მეტი ეფექტის მისაღებად მსოფლიო სტატისტიკურ მეცნიერებას
ამერიკელმა ეკონომისტმა ფიშერმა შესთავაზა პააშესა და ლასპეირესის
ინდექსების საშუალო გეომეტრიულის მიხედვით ფასების აგრეგატული
ინდექსის გაანგარიშება, რომელსაც თვითონ ავტორმა უწოდა - იდეალური
ინდექსი.
Jp 
q p * q p 1 1 0 1

q p q p 1 0 0 0
12)შერჩევითი დაკვირვება
12.1) შერჩევითი დაკვირვების ცნება და გამოყენების მიზეზები;
შერჩევითი დაკვირვება არამთლიანი დაკვირვების ერთერთი ნაირსახეობაა.
მისი არსი - მთლიანი ერთობლიობიდან შეირჩევა ნაწილი, შეისწავლება ის და
შედეგები გავრცელდება მთელს ერთობლიობაზე. მთლიან ერთობლიობას
ეწოდება - გენერალური -, ხოლო შერჩეულს ნაწილს, რომელზედაც ტარდება
დაკვირვება - შერჩევითი ერთობლიობა.
მახასიათებლები, რომლებიც დადგინდება შერჩევითი ერთობლიობის
შესწავლით და გავრცელდება გენერალურ ერთობლიობაზე, არის 2 სახის:
საშუალო სიდიდეები (საშ. ხელფასი, მოსავლიანობა, საშ გამომუშავება) და
წილობრივი სიდიდე (ვაჟების ან ქალების ხვედრითი წილი).
შერჩევითი დაკვირვების გამოყენების მიზეზები:
1. დაკვირვების დროისა და სახსრების შემცირება.
2. დაკვირვების თითოეული ერთეულის დეტალური გამოკვლევის
აუცილებლობა.
3. მატერიალური ფასეულობების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა.
4. გამოკვლევის უფრო მეტი სიზუსტის მიღწევა.

12.2) შერჩევითი დაკვირვების სახეები და ცნებები;


შერჩევითი დაკვირვება ორი სახისაა: განმეორებითი და განუმეორებელი.
- განმეორებითი: ისეთი შერჩევითიდაკვირვებაა, რომლიც დროსაც შერჩეული
ნაწილი შესწავლის შემდეგ ისევ უბრუნდება გენერალურ ერთობლიობას და
მონაწილეობას ღებულობს ახალ შერჩევაში.
- განუმეორებელი შერჩევისას: შერჩეული ნაწილი აღარ უბრუნდება გენერალურ
ერთობლიობას და ვერც მონაწილეობს მორიგ შერჩევაში.
შერჩევის წესებიდან აღსანიშნავია: ინდივიდუალური და სერიული.
- ინდივიდუალურის დროს : შეირჩევა ცალკეული ერთეულები, ხოლო
სერიული სდროს მთელი პარტიები, სერიები. ორივე მათგანი შეიძლება შეირჩეს
საკუთრივ-შემთხვევითი, მექანიკური, ტიპური და სხვა წესებით.
- საკუთრივ შემთხვევითის დროს - ერთობლიობა არაა დალაგებული რაიმე
ნიშნის მიხედვით და შერჩება ხდება წინასწარ რაიმე განზრახვის გარეშე.
(ლატარიის გათამაშება და სხვა).
- მექანიკური წესი - ჯერ ერთობლიობას რაღაც გარკვეული ნიშნით დაალაგებენ,
შემდეგ მექანიკურად ამოიღებენ ყოველ მეათეს (10 % შერჩევა) ან მეოთხეს
(25%იანი შერჩევა) და ა.შ.
- ტიპური ანუ რაოდენობვრივი შერჩევის დროს საქმე გვაქვს არაერთტიპურ
ერთობლიობასთან (გენერალურ ერთობლიობასთან). ამიტომ წინასწარ მას
არსებითი ნიშნის მიხედვით დაჰყოფენ ერთტიპურ ნაწილებად. შემდეგ
თითოეული ტიპური ჯგუფიდან საკუთრივ-შემთხვევითი ან მექანიკური წესით
შეირჩევა გარკვეული ნაწილი და მოხდება მასზე დაკვირვება.
უფრო მეტი სიზუსტისთვის მიმართავენ აღნიშნული წესების კომბინირებულ
გამოყენებას. მაგალითად სერიული შერჩევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს
ტიპურთან ერთად, ტიპური მექანიკურთან და ა. შ.

You might also like