You are on page 1of 2

კონფლიქტის კვლევის მეთოდები და მიდგომები

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებები ადამიანური ცხოვრების


ყველა სფეროს შეეხო, რაც ერებს შორის იწვევს დაძაბულობისა და კონფლიქტების
ზრდას. კონფლიქტს თავისთვის არსებობა არ შეუძლია და იგი გამოწვეულია
სხვადასხვა მიზეზების ერთობლიობით. კონფლიქტის არსის სრულად აღქმა, მისი
კვლევების, ინფორმაციის მოძიებისა და მისი ანალიზის საფუძველზე ხდება.
მნიშვნელოვანია, კონფლიქტების სტრუქტურაში მოქმედი ელემენტების და მათი
კავშირების შესწავლა. თანამედროვე კონფლიქტების ანალიზი ხდება იმ მეთოდების
გამოყენებით, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს
მეთოდებია:
1)დაკვირვება - ნიშნავს მოვლენებისა და პირობების უშუალო და პირდაპირი
რეგისტრაციას და გამოიყენება სხვადასხვა დონის ქვეყნებს შორის არსებული
კონფლიქტების შესწავლის დროს. კონფლიქტში ჩართულობა უზრუნველყოფს
შესასწავლ ობიექტზე ინფორმაციის შეგროვებას და მასზე დაკვირვებას. აგრეთვე,
კონფლიქტის სხვადასხვა ფაქტორების, მისი ხარისხისა და ზემოქმედების
ეფექტურობის შეფასებას. დაკვირვება ინარჩუნებს იმ პირობების ბუნებრიობას,
რომელშიც კონფლიქტი მიმდინარეობს.
ამასთან, დაკვირვების მეთოდს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ესენია:
დასაკვირვებელი სიტუაციის ხასიათი, დამკვირვებლისა და კონფლიქტის გავლენა
ერთმანეთზე. დამკვირვებელი საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ხშირად
ხდება კონფლიქტის მონაწილე და მისი ფსიქიკა განიცდის ცვლილებებს და ის ექცევა
კონფლიქტის გავლენის ქვეშ.
2)დოკუმენტების შესწავლა არის კონფლიქტებს ანალიზის მეორე მეთოდი. Იგი
ნიშნავს ინფორმაციის შესწავლას, კონფლიქტების ანალიზის დროს, რომლებიც
დაფიქსირდნენ, სხვადასხვა სახის დოკუმენტებში. ინფორმაცია ფიქსირდება
ბგერების, ციფრების და სხვა ნიშნების საშუალებით. ამ მეთოდის გამოყენება
საშუალებას გვაძლევს, რომ მოვიძიოთ დოკუმენტი ან დოკუმენტების, რომლებშიც
ყველაზე სრულად აისახება კონფლიქტის მიმდინარეობა და მიზეზები.
3)გამოკითხვა არის კონფლიქტების ანალიზის მეთოდი, რომელიც თანამედროვე
კონფლიქტების შესწავლის ერთ-ერთი ყველა გავრცელებული მეთოდია. ის მოიცავს
კონფლიქტების დიაგნოსტიკის დონეებსა და მის ტესტურ პროცედურებს, რომლებიც
ავლენენ კონფლიქტებში ჩართული მხარეების მოქმედების სტრატეგიას.
4) კონკრეტულ-ისტორიული მიდგომის მეთოდს კონფლიქტების კვლევაში
ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ის კონფლიქტების შესწავლაში დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების ადგილის, დროის, კონკრეტულ ქვეყანას ან
ქვეყნებს შორის არსებული მდგომარეობის შესწავლას. თითოეული კონფლიქტი
თავისი უნიკალური ბუნებით ხასიათდება და სწორედ, ეს მეთოდი კონფლიქტების
ამ უნიკალურობას იკვლევს.
5)სისტემური მეთოდის ორიენტირებულია ქვეყნებს შორის კონფლიქტის
მიმდინარეობის დროს, არსებული პოზიტიური თუ ნეგატიური ტენდეციების ძებნის
მეთოდოლოგიაზე. კონფლიქტების კვლევის დროს აუცილებელია რომ მიღებული
ინფორმაცია შეფასდეს რეალურად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით.
6)ობიექტურობის პრინციპი - კონფლიქტების მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. კონფლიქტების შესწავლისას, აუცილებელია ის
დავინახოთ და შევაფასოთ ისე, როგორც ეს მოცემულ რეალობაშია. შექმნილი
სიტუაცია უნდა შეფასდეს ობიექტურად, რათა მიღებული იქნას სწორი
გადაწყვეტილება.
არსებობს კონფლიქტების შესწავლის რამდენიმე მეთოდი. (1)სისტემურ-
სიტუაციური ანალიზი - კონფლიქტების შესწავლა ერთეულების მიხედვით. კვლევის
დროს დგინდება კონფლიქტის ყველა ძირითადი და მეორეხარისხოვანი
მონაწილეები და გამოიყოფა კონფლიქტის განვითარების ფაზები. კონფლიქტის
სივრცობრივი, დროებრივი და შინაარსობრივი საზღვრების განსაზღვრის შემდეგ,
იწყება მისი სისტემური კვლევა-ანალიზის პროცესი. კონფლიქტური სიტუაცია
საშუალებას გვაძლევს, რომ შევისწავლოთ მასში ჩართული სახელმწიფოებისა და
ადამიანების მოქმედება. სიტუაციური ანალიზის ჩასატარებლად იქმნება
სპეციალური კითხვარი, რომლშიც კონფლიქტის მახასიათებლებია ასახული.
(2)მათემატიკური მოდელირება ნიშნავს კონფლიქტების მათემატიკურ
მოდელირებაში თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებას, რომელიც
საშულებას გვაძლევს მოვახდინოთ მოვლენების პროგნოზირება და შეფასება.
კონფლიქტებში კვლევაში გამოყენებული მათემატიკურ მოდელებს შორის უნდა
გამოიყოს - იმიტაციური მოდელები, ალბათობის განაწილება და მიზანმიმართული
მოქცევის მოდელი.
კონფლიქტების კვლევის დროს დიდი ყურადღება ეთმობა (3)ხარისხობრივ
მეთოდებს, რომლებიც ახორციელებენ მონაცემების აზრობრივ ინტერპრეტაციას.
ამასთან ერთად, საერთო მეცნიერული მეთოდების გვერდით არსებობენ ემპირიული
ხარისხობრივი მეთოდებიც. ესენია: (4)ქეისის მეთოდიკა, რაც ნიშნავს კონკრეტული
კონფლიქტის შესწავლასა და არსებული თეორიების რეკონსტრუქციას მიღებული
დასკვნების საფუძველზე. (5)ექსპერტული გამოკითხვა ნიშნავს კონფლიქტში
ჩართული კომპეტენტური მონაწილეების გამოკითხვასა და მათ საფუძველზე
დასკვნების გაკეთებას.
კონფლიქტების მრავალფეროვნება და სირთულე განსაზღვრავს კონფლიქტების
კვლევის მეთოდებისა და შესწავლის ხერხების მრავალფეროვნებას.
განხორციელებული კვლევები, საშუალებას იძლევა, რომ გაკეთდეს ობიექტური
დასკვნები კონფლიქტების შესწავლის თაობაზე. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების
გამოყენება კონფლიქტების თავიდან აცილების ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად
ითვლება.

You might also like