You are on page 1of 1

თქვენი სურვილისამებრ აირჩიეთ კონფლიქტი და მოამზადეთ ნაშრომი ქვემოთ მოცემული

მითითებების შესაბამისად:

 განსაზღვრეთ ტიპოლოგია (კონფლიქტის სახე და ტიპი)


 მოახდინეთ კონფლიქტის რეალური და გაცხადებული მიზეზების ანალიზი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში)
 განსაზღვრეთ ყველა ჩართული მხარე და მათი ინტერესები (პირდაპირი, ირიბი,
დაინტერესებული მხარეები)
 მიმოიხილეთ პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგები ყველა მხარესთან
მიმართებაში
 განმარტეთ კონფლიქტის საერთაშორისო/რეგიონალური მნიშვნელობა, თანმდევი
გამოწვევები და საფრთხეების ანალიზი დაგეხმარებათ კონფლიქტის რეალური
ეფექტის განსაზღვრაში
 მიმოიხილეთ კონფლიქტის განვითარების ციკლი და გაანალიზეთ კონფლიქტის
შედეგები
 განსაზღვრეთ კონფლიქტის მოგვარების გზები/ პერსპექტივები მესამე მხარის
ჩართულობით, მოიძიეთ ინფორმაცია მოლაპარაკებების დაწყებას, მიმდინარეობასა
და მცდელობებზე, შეაფასეთ ეფექტიანობა
 მართვადი ან მოგვარებული კონფლიქტის შემთხვევაში, მოახდინეთ კონფლიქტის
ტრანსფორმაციის ანალიზი და შეაფასეთ შედეგები კონფლიქტის მთავარ მხარეებთან
მიმართებაში

ნაშრომის მოცულობა - 5-10 გვერდი, შრიფტი - Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის
დაშორება სტანდარტული -1.5, კიდეები (margins) სტანდარტული. გთხოვთ, დავიცვათ
აკადემიური წერის ეთიკის ნორმები და მიუთითოთ გამოყენებული წყაროები თქვენთვის
მოსახერხებელი სტილის შესაბამისად.

ფინალური ნაშრომისა და მისი შესაბამისი პრეზენტაციის გადმოგზავნის ვადაა - 10 ივნისი.

You might also like