You are on page 1of 2

სიმულაციური კრიზისის სცენარი

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი ძლიერი დასავლური ქვეყნის პრეზიდენტი და


ამავდროულად, გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარე.
სწორედ თქვენზეა დამოკიდებული შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანის
ბედი.

თქვენს ქვეყანას მჭიდრო კავშირები გააჩნია დასავლეთ აფრიკის პატარა სახელმწიფოსთან,


სახელწოდებით ვალე ულე, რომელმაც თქვენი კოლონიალური წარსულიდან
დამოუკიდებლობა მოიპოვა 1960 წელს. მას შემდეგ, ვალე ულეს მართავს მთავრობა,
კორუმპირებული და რეგიონში არაპოპულარული პრეზიდენტის, ალანგას მეთაურობით.
ბოლოხანებში ალანგამ გამოავლინა არცთუ მეგობრული დამოკიდებულება თქვენს
ქვეყანასთან, მათ შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები დაამყარა
ქვეყნებთან რომლებთანაც არაკეთილგანწყობილი ურითიერთობები გაგაჩნიათ.

ალანგას მთავრობა წლების განმავლობაში დამოკიდებული იყო თქვენი ქვეყნის


მხარდაჭერასა და დახმარებაზე, სწორედ თქვენი დახმარებით გაიწვრთნა, აღიჭურვა და
ჩამოყალიბდა ეროვნული არმიაც. ვალა ულეს ეროვნული ჯარი ჩართულია გრძელვადიან
დაბალი ინტენსოვობის კონფლიქტში ჩრდილოეთის აჯანყებულთა ჯგუფთან. აჯანყებულთა
ჯგუფი, სახელწოდებით „ვალა ულეს გაერთიანებულ მოხალისეთა არმია“ (ვუგმა),
დროდადრო იმყარებს პოზიციებს და საფრთხეს უქმნის კრიტიკული მნიშვნელობის
სატრანსპორტო ჰაბსა და რეგიონის დედაქალაქ მბეკას.

ახლახანს შეგატყობინეს, რომ „ვუგმა“ აპირებს იერიშის მიტანას მბეკაზე და მხოლოდ თქვენ
ხართ ამის შესახებ ინფორმირებული. მბეკა, 20000 მოსახლით, ყოველთვის განიხილებოდა
როგორც ბალანსის შესანარჩუნებელი იარაღი ვალა ულეში, რადგან ის წარმაოდგენს ქვეყნის
მრავალეთნიკური საზოგადოების წარმატებული თანაცხოვრების მაგალითს და გააჩნია
მაღალი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ღირებულება. შესაბამისად, დასავლური
დახმარებით წახალისებული აჯანყებულებისათვის მას გააჩნია კრიტიკული ღირებულება,
განსაკუთრებით მათი გაცხადებული დემოკრატიის მშვენებლობის მიზნებისათვის
რეგიონში. „ვუგმა“ გამოთქვამს მზადყოფნას ადგილობრივ მოსახლეობაზეც მიიტანოს
გამანადგურებელი იერიში, თუ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ აჯანყებულებს.

მბეკაში თქვენი მცირე სამხედრო შენაერთია განლაგებული, რომელიც ხელმძღვანელობს


ვალა ულეს შეიარაღებული ძალების წვრთნის პროცესს. თქვენი 20 კაციანი შენაერთი
სრულად აღჭურვილია თანამედროვე შეიარაღებით, ვერტმფრენითა და საბრძოლო
მასალებით. ისინი მიმდინარე პერიოდში წვრთნიან არმიის 500 მოსამსახურეს. მიუხედავად
ამისა, მათ ჯერჯერობით მხოლოდ საბაზისო მომზადება აქვთ გავლილი და გააჩნიათ
შეზღუდული შეიარაღება. თქვენი შენაერთის გარეშე, საეჭვოა მათ შეძლონ
აჯანყებულთათვის წინააღმდეგობის გაწევა.

დაზვერვა გაცნობებთ, რომ აჯანყებულებს არა მხოლოდ 300 მებრძოლი ჰყავთ


მობილიზებული, არამედ, გააჩნიათ მძიმე არტილერია და საჰაერო დახმარება, ჩრდილოეთ
ვალა ულეს რეგიონ გონჯანადან. მიუხედავად იმისა, რომ გონჯანა თქვენი ინფორმაციით
მიიჩნევა „ვუგმას“ სპონსორად, ამის დამამტკიცებელი საბუთი არ გაგაჩნიათ. თუ გონჯანას
მიერ „ვუგმას“ სამედრო აღჭურვილობის მიწოდება და მხარდაჭერა დადასტურდება, ეს
დაეხმარება ვალა ულეს მცდელობებს გაამყაროს გაეროს უსაფრთოების საბჭოს რეზოლუცია
გონჯანას მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებასთან მიმართებაში.

დავალება:

 მოახდინეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციის ანალიზი


 მოახდინეთ ყველა ჩართული მხარის იდენტიფიკაცია
 განსაზღვრეთ კონფლიქტის დონე და ფაქტორები
 განსაზღვრეთ კრიზისის ესკალაციის ეტაპები
 შეიმუშავეთ ქცევითი ტაქტიკა
 და ასევე, კონფლიქტის მოგვარების სტრატეგია ან კონფლიქტის განვითარების
შესაძლო სცენარი. თუ სტრატეგია იძლევა საშუალებას, განსაზღვრეთ შესაძლო
დეესკალაციის სცენარიც.

აირჩიეთ პრიორიტეტები, რომელზეც დაამყარებთ სამოქმედო სტრატეგიას კონფლიქტის


დონის მიხედვით და აღწერეთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ, ვის მიემხრობით,
როგორც ერთ-ერთი ჩართული მხარე კონფლიქტში.

ამასთან, კრიზისის მოგვარების თქვენეული ხედვა გამყარებული უნდა იყოს


არგუმენტირებული მსჯელობით, რატომ შეაჩერეთ კონკრეტულ სტრატეგიაზე არჩევანი და
რა გაძლევთ საშუალებას ივარაუდოთ თქვენი სტრატეგიის წარმატება.

ნაშრომის სტრუქტურასა და მოცულობაში სრული თავისუფლება გაქვთ, ნაშრომის


გადმოგზავნის ვადაა ერთი კვირა.

გისურვებთ წარმატებებს! :)

You might also like