You are on page 1of 22

ინტერესთა კონფლიქტი

ანოტაცია

ეს თავი დაგარწმუნებთ, რომ ინტერესთა კონფლიქტი ჟურნალისტებისა და


მედიაორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაერკვევით
ინტერესთა კონფლიქტის ცნებაში და შეხვდებით ინტერესთა კონფლიქტის ისეთ
ფორმებს, როგორიცაა - არსებული, მოსალოდნელი, ან მუშაობის პროცესში
წარმოშობილი დილემა.

აქ იპოვით გამოცდილებას, თუ როგორ პასუხობდა ქართული და საერთაშორისო


მედია ინტერსთა კონფლიქტს. სიტუაციური სავარჯიშოები და კითხვები
დაგეხმარებათ დისკუსიის ფორმატში განიხილოთ საკითხი.

ჟურნალისტის პროფესიულ ინტერესებთან კონფლიქტში ჩვენ გამოვყოფთ სამ


კატეგორიას , როგორიცაა პერსონალური/პირადი, კორპორატიული,
იდეოლოგიურ/სამოქალაქო მოტივები. განვიხილავთ, როგორც ციფრულ ერამდე
არსებულ ინტერესთა კონფლიქტების ფორმებს, რომელთაც პირობითად შეგვიძლია
ტრადიციულიც დავარქვათ, ასევე ახალ დილემებს, რაც თანამედროვე
ტექნოლოგიებმა მოიტანა. საკონტროლო კითხვები კი დაგეხმარებათ იმსჯელოთ თუ
როგორ შეიძლება აირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი პრაქტიკული ჟურნალისტური
საქმიანობისას.

რა არის ინტერესთა კონფლიქტი?

ინტერეთა კონფლიქტი, როგორც ზოგადი დილემა, უფრო ძველია ვიდრე


ჟურნალისტიკა. ,,არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს“ - ვკითხულობთ მათეს
სახარებაში ( მათე 6.24)

ეთიკური სტანდარტები მედიას, ჟურნალისტიკას საზოგადოების მსახურად


განიხილავს, მისი ინტერესების სადარაჯოზე მყოფ ინსტიტუტად, რომელიც
აკონტროლებს ხელისუფლებას და ძალაუფლების მქონე აქტორებს. შესაბამისად,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერესთა კონფლიქტია, როცა ჟურნალისტი ,
მედიარედაქცია საზოგადოებასთან ერთად, ან მის გარეშეც - სხვა ,,ბატონებს”
ემსახურება.
ავსტრალიის კვლევითი საბჭო (Australian Research council) ინტერესტთა კონფლიქტს,
გამნარტავს როგორც კონკურენციას პირად და პროფესიულ ინტერესებს შორის და
მიიჩნევს რომ ინტერესთა კონფლიქტი განსაკუთრებით პრობლემურია, როცა საქმე
ეხება ,,საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირს“.

ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირში ინტერესთა კონფლიქტის განმარტებას


ქართულ წყაროებშიც ვხვდებით და ისინი უმეტესად ავტორიტეტულ საერთაშორისო
ორგანიზაციების (AP, BBC) განმარტებებს ეყრდნობიან და იმეორებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო პრინციპები (2016)


შემდეგ განმარტებას გვთავაზობს:

,,ინტერესთა კონფლიქტი - სიტუაცია, როდესაც პირის პირადი, პროფესიული


ან/და საზოგადოებრივი ინტერესები შესაძლებელია ერთმანეთთან
წინააღმდეგობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუშლის დაკისრებული მოვალეობის
შესრულებას. ჟურნალისტის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი
უმთავრესად მის მიუკერძოებლობას და სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ“.

ინტერესთა კონფლიქტის პრევენციულ მიდგომებს ძირითადად დასავლური მედიის


გამოცდილებას უკავშირებენ, თუმცა არადასავლური მედიების კვლევებმაც (Cherian ,
Zeng, Suruchi Mazumdar -2019 ) აჩვენა, რომ ინტერესთა კონფლიქტის მართვისთვის
მნიშვნელოვანია კორპორატიული კულტურის ძლიერება, შიდაორგანიზაციული
სტანდარტების არსებობა და მათი დაცვა.

ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, პაკისტანში, ფილიპინებსა და


ტაივანში ჩატარებული კვლევისას, სადაც ავტორებმა 12 წამყვანი მეიასაშუალება
იკვლიეს, ეყრდნობოდა ინტერესთა კონლიქტის ბორდეnისა და პრიტჩარდის (Borden
SL and Pritchard MS (2001) განმარტებას, რომლებიც ინტერესთა კონფლიქტს
უწოდებენ, ,,სიტუაციებს“ , როცა ჩნდება საფიქრალი, რომ დამოუკიდებელი
ჟურნალისტების შეფასებამ და საქმიანობამ შეიძლება მედიის როლის
საწინააღმდეგოდ შელახოს ჟურნალისტური ინტერესები.

შიდაკორპორატიულ სტანდარტებში ინტერესთა კონფლქტის მუხლი საქართველოში


პირველად საზოგადოებირვი მაუწყებლის ქცევის კოდექსში (2006) გაითვალისწინეს.
სადაც 22 მუხლი დღემდე ვრცლად იძლევა ინტერსთა კონფლიქტის პრევენციის
რეკომენდაციებს. მუხლი განსაზღვრავს, რომ ,, ჟურნალისტებმა, წამყვანებმა,
პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი,
პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო
ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და
სამართლიანობის პრინციპები“.
ინტერესთა კონფლიქტზე მსჯელობა აქ მოიცავს პოლიტიკურ თუ პროფესიულ
ორგანზიაციებში გაერთიანების, ოჯახის წევრთა ინტერესების სასარგებლოდ
მუშაობის, დაკავებული პოზიციის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების,
კონკურენტ მედიასაშუალების პროგრამებში მონაწილეობის, საჩუქრების,
სარგებლისა და შეღავათების მიღების თემებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის (2006) შემდეგ შემუშავებული სხვა


ქართული დოკუმენტი - მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (2009) ,
რომელიც ,,მაუწყებლობის შესახებ კანონი“ს საფუძველზე შექმნილი ნორმატიული
აქტია, ინტერესთა კონფლიქტს უპირველესად განიხილას სარედაქციო
დამოუკიდებლობის კონტექსტში. კოდექსი სარედაქციო დამოუკიდებლობას
განიხილავს როგორც მედიის დაცულ უფლებას, იყოს თავისუფალი კომერციული,
პოლიტიკური და სხვა სახის გავლენისაგან.

ქცევის კოდექსი (2009) ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებით,


დამოუკიდებლობასთან ერთად ხაზს უსვამს მიუკერძოებელი და სამართლიანი
გაშუქების მოთხოვნას. ,,მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა
აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას
მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და
სამართლიანობას.“

კოდექსი ამბობს, რომ ,,ჟურნალისტმა


არ უნდა შელახოს მაუწყებლის
დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და
საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა
კონფლიქტი.“

ქცევის კოდექსი ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით გვკარნახობს როგორც


რეაქციულ (,,მაუწყებლის თანამშრომელმა უნდა განაცხადოს ინტერესთა
კონფლიქტის შესახებ“ ) ისე პროაქტიულ ქმედებებს:

 ,,მაუწყებელმა უნდა დანერგოს ინტერესთა კონფლიქტის აღმკვეთი ეფექტიანი


სისტემა, პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია ეთიკური სტანდარტების შესახებ
და გამოიძიოს ინტერესთა კონფლიქტის ყველა შესაძლო შემთხვევა.
მაუწყებელმა თანამშრომელთა ეთიკური სტანდარტები უნდა ასახოს საკუთარ
შინაგანაწესში.

 ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ბიზნეს ან ფინანსურ საკითხებზე,


ვალდებულია მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობას წარუდგინოს
ინფორმაცია მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესების
შესახებ.

 ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი


ინტერესებისათვის.

 მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის


ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან
ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს“.

მაგრამ აქაც დავსვათ კითხვა და ვიმსჯელოთ - საკმარისი და ამომწურავია მოცემული


განმარტებები? სრულად გვაზღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით ნაკარნახევი
რეკომენდაციები ყველა სახის ინტერესთა კონფლიქტისგან, რომელმაც შეიძლება
უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჟურნალისტურ პროდუქტზე?

თეორიული წყარო, რომელიც მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებს


განიხილავს (ბერტრანი. 2004) პრესის თავისუფლების ხუთ ძირითად დაბრკოლებაზე
ამახვილებს ყურადღებას, ესენია:

1. ტექნოლოგიური დაბრკოლება
2. პოლიტიკურ - სამართლებრივი წნეხი
3. ეკონომიკური ინტერესები და წინაღობები
4. მედიაში დასაქმებული ადამიანები, ჟურნალისტები
5. და საზოგადოება - გარემომცველი კულტურა და ტრადიციები

ბევრისთვის გაუგებარი და ზოგჯერ მოულოდნელია გამოხატვის თავისუფლების


შემზღუდველ ფაქტორებში ჟურნალისტების მოხსენიება, თუმცა ინტერესთა
კონფლიქტის გავლენაზე დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ ცხადია, რომ იგი
საკმაოდ მძლავრი ფაქტორია და თავის მხრივ უკავშირდება, ზოგჯერ აძლიერებს, ან
მოქმედებაში მოჰყავს დანარჩენი ოთხი ფაქტორი.

იმ სახელმძღვანელოებში, რომლებიც განკუთვნილია არა მედიაში, არამედ ბიზნესში,


პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად საჭირო
უნარების გამომუშავებისთვის, აღმოაჩენთ მედიის ინსტრუმენტად გამოყენების
არაერთ ხერხს (რეკლამა და პრომოცია- ჯორჯ ბელჩი მაიკლ ბელჩი ISBN :
978-9941-11-438-0 ) . მედიაზე გავლენის მოხდენის სურვილები ბუნებრივად
არსებობს და ამ კუთხით მეთოდების დიდი წილი სწორედ ჟურნალისტთა
ინტერესების კვეთაზე მოდის. ამგვარ წყაროებში იპოვით არაერთ რეცეპტს იმისას,
თუ - როგორ დავაინტერესოთ ჟურნალისტი? როგორ გავუჩინოთ მოტივაცია? როგორ
ჩავატაროთ მედიაკონკურსი? რატომ გვჭირდება მედიატური? როგორ მივცეთ
ინტერვიუ მედიას? - ყველა ეს წყარო შეიძლება ჩვენც გამოვიყენოთ, ოღონდ ამ
კითხვებზე პასუხები უნდა შევაბრუნოთ, რათა ნათლად დავინახოთ - როგორ უნდა
მოვიქცეთ წყაროებთან? როდის უნდა მივიღოთ მონაწილეობა მედიაკონკურსში,
მედიატურში? როგორ ვიმუშაოთ ჩვენი დღის წესრიგით? ზოგადად როგორ
ავიცილოთ ინტერესთა კონფლიქტი?

ჟურნალისტიკის ინტერესთა კონფლიქტის ძირითადი კატეგორიები

1. პერსონალური / პირადი ინტერესთა კონფლიქტი

მოქმედი რეკომენდაციები პერსონალური ინტერესთა კონფლიქტის დასაძლევად

სახელმძღვანელო წესები, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ


2016 წელს შეიმუშავა, გვეუბნება შემდეგს:

,, თუ ჟურნალისტს აქვს ნათესაური ან სხვა სახის კავშირი საკუთარ წყაროებთან,


შესაძლებელია აუდიტორიას უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს, ვინაიდან ეჭვქვეშ
დადგეს ჟურნალისტის მიუკერძოებლობა - რამდენად დასვამს ადეკვატურ კითხვებს,
იქნება თუ არა მის მიმართ კრიტიკული.
როდესაც ოჯახის წევრი ან მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირი
პოლიტიკაში აქტიურად ერთვება, ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს ის უხერხულობა,
რაც შეიძლება შეიქმნას ამ თემაზე მუშაობისას და ამის შესახებ აცნობოს
ხელმძღვანელობას. ამის შემდეგ მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას - ჩამოაშოროს
ჟურნალისტი მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ამბის გაშუქებას, მთლიანად თემას თუ
გადაიყვანოს სხვა პოზიციაზე“.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი:

გარდა პოლიტიკური გავლენის დაუშვებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის


პრევენციისა ეს დოკუმენტი დამატებით შეიცავს საინტერესო ჩანაწერ: ,, მაუწყებლის
თანამშრომელმა, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული საჯარო დაწესებულების არჩევნებში მონაწილეობას, კანდიდატურის
წარდგენამდე უნდა აცნობოს ამის შესახებ მაუწყებელს და ითხოვოს შვებულება,
ხოლო არჩევნებში გამარჯვებისა და მისი უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში –
დატოვოს თანამდებობა.“

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი კი ამბობს, რომ ,,პირად საქმეში


თანამშრომელმა მაუწყებლის სახელი არ უნდა გამოიყენოს და პირადი
შეხედულებები მაუწყებლის პოზიციად
არ უნდა წარმოჩინოთ“

აქვე ვხვდებიტ მნიშვნელოვან ჩანაწერს - ინტერესთა კონფლიაქტის წინასწარი


გაცხადების აუცილებლობის თაობაზე:

,, თუ თანამშრომელს საკმარისი საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ არსებობს


ინტერესთა
კონფლიქტი ან შეიძლება წარმოიშვას ასეთი კონფლიქტი, იგი ვალდებულია ამის
შესახებ
მაუწყებლის ხელმძღვანელობას აცნობოს. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან
ასაცილებლად
მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღონ.
ვითარებიდან
გამომდინარე, თანამშრომელს შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის
თქმა ან
სხვა სამსახურის შესრულება მოუწიოს.“

ცალკე ქვეთავი ეხება უშუალოდ ოჯახის წევრების საქმიანობასთან დაკავშირებულ


ინტერესებს და ამით წარმოქმნილ კონფლიქტებს, კოდექსი აღნიშნავს, რომ ,, ოჯახის
წევრებს არ მოეთხოვებათ ისეთივე სტანდარტების დაცვა, როგორიც
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს“. მაგრამ ,,ოჯახის წევრის
ლეგიტიმურმა (სამოქალაქო, პოლიტიკურმა, პროფესიულმა ან ფინანსურმა)
საქმიანობამ მაუწყებლის თანამშრომლისთვის შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი
წარმოშვას. მაუწყებლის ხელმძღვანელობას უნდა აცნობოთ ნებისმიერი სახის
ოჯახური ბიზნესის, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ,
რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი და მაუწყებლის ნეიტრალობა და
ობიექტურობა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა
არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა“.

სიტუაციური სავარჯიშო

განხილვისთვის წარმოვიდგინოთ ამგვარი მოცემულობა:


ერთ -ერთ გავლენიან ეროვნულ მედიაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პროგრამის წამყვანი ხართ. საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ თქვენ
იცით, რომ თქვენი ოჯახის წევრს წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი გავლენიანი
პოლიტიკური სუბიექტის მრჩევლის პოზიცია შესთავაზეს. იმსჯელეთ:

- რამდენად ქმნის ეს ინტერესთა კონფლიქტს თქვენს საქმესთან კავშირში?


- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ასეთ შემთხვევაში?
- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა თქვენს მუშაობაზე?
- მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხართ საკუთარ მიუკერძოებლობაში,
როგორ შეაფასებს თქვენს მუშაობას ხალხი, როდესაც ამ ფაქტის შესახებ
გასაჯაროვდება?
- როგორ ფიქრობთ - როგორი უნდა იყოს თქვენი დამსაქმებლის პოზიცია?

სიტუაცია ოდნავ შევცვალოთ. გავლენიანი მედიასაშუალების საზოგადოებრივ -


პოლიტიკური ტოქ-შოუს წამყვანი ხართ. მალე ფიქრობთ ოჯახი შექმნათ ერთ-ერთ
პოლიტიკურ ლიდერთან. დაუბრუნდით იგივე კითხვების განხილვას.

Breitbart News -ის საქმე

2016 წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა კორი ლავანდოვსკიმ


(Corey Lewandowski) კანდიდატ ტრამპს კითხვის დასმის მსურველი ჟურნალისტი
Breitbart News -იდან იმდენად უხეში ფორმით ჩამოაშორა, რომ ჟურნალისტ
მიშელ ფილდს (Michelle Fields) მკლავებზე სისხლჩაქცევები დარჩა.

მედიის გადმოცემით, მიშელ ფილდსმა იმ მომენტში შეჰყვირა: ,,რატომ ექცევით ასე


ბრეიტბარტის ჟურნალსიტებს, ადამიანებს ყველაზე კეთლგანწყობილებს თქვენს
მიმართ“. (a Breitbart reporter, the people who are nicest to you".)

მიშელ ფილდმა , არაერთ სხვა წამყვან ჟურნალისტთან და თანამშრომელთან ერთად,


Breitbart News -ი მალევე დატოვა. თანამშრომლები მიიჩნევდნენ, რომ
გამოცემის Breitbart News -ის და დონალდ ტრამპის ინტერესები იმდენად
დაუხლოვდა წინასაარჩევო პერიოდში ერთმანეთს, გამოცემა იმდენად ლოიალური
იყო ტრამპის პოლიტიკის მიმართ, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის
წარმომადგენლები უკვე თავს უფლებას აძლევნდნენ ისე მოქცეოდნენ
ჟურნალისტებს Breitbart News -დან , როგორც მიშელ ფილდსს მოექცნენ.
თუმცა მოვიანებით გამოჩნდა, რომ ეს ინტერესები უფრო მკვეთრად იყო
დაკავშირებული ქსელის მენეჯმენტთან, არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ
ტრამპმა Breitbart News ქსელის -ის აღამსრუებელი დირექტორი შტეფან ბენონი
(Stephen K Bannon) - საკუთარი ადმინისტრაციის მთავარ სტრატეგად დაასახელა და
დაასაქმა ადმინისტრაციაში.

დამატებით გაეცანით მიშელ ნორისის საქმეს


(ქარტია 2016).

ეკა მიშველაძის საქმე

ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივი პოლიტიკური ტოქშოუ საქართველოს


საზოგადოებრივ მაუწყებელზე არაერთი წლის განმავლობაში მიჰყავდა. 2015 წლის 4
სექტემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური
დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა, კოალიცია მედია ადვოკატირების
ეგიდით გამართულ მედიაკონფერენციაზე ეკა მიშველაძეს გამოუცხადა, რომ მისი
საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემა “პირველი სტუდია” ახალი სატელევიზიო
სეზონიდან აღარ იქნებოდა ეთერში, რადგან ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ,
პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების „ გენერალურ მდივანზე, პოლიტიკოს ალექსი
პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა.

ეკა მიშველაძე იმ დროისთვის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე - ალექსანდრე (ბუკა)


პეტრიაშვილზე ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ - 4 ოქტომბერს დაქორწინდა.
წამყვანი არც მანამდე და არც შემდეგ კატეგორიულად არ იზიარებდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიციას, რომ მას ჰქონდა
პერსონალური ინტერესთა კონფლიქტი.

გამოცემა ,,მედიაჩეკერთან“ ეკა მიშველაძე განმარტავდა: “მე ვთქვი კიდეც და


მათთვისაც ნათქვამი მაქვს, რომ ეთერში თუ გავალთ და როგორც კი შეამჩნევთ, ან
ერთხელ მაინც თუ მივიღებ შენიშვნას ჩემს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით,
არა მარტო ამ არხიდან, ჟურნალისტიკიდანაც წავალ-მეთქი. შემდეგ, დავთანხმდი,
რომ გავაკეთებდი გადაცემას, რომელშიც პოლიტიკოსებს საერთოდ არ მოვიწვევდი,
თუმცა ეთერში არც ეს გადაცემა გავიდა”

2016 წლის დასაწყისში ეკა მიშველაძე ოფიციალურად გაათავისუფლეს


საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. გათავისუფლების წერილობით ცნობაში
აღნიშნული იყო, რომ ჟურნალისტის მიერ მომზადებული ახალი გადაცემის
კონცეფცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ არ მოიწონა ,
რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
ეკა მიშველაძემ შრომითი უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა.
სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ დავა ეკა მიშველაძის
სასარგებლოდ დასრულდა.

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების


სასამრთლოების შეფასება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გამოიყენა მის
ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი
უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ
გააჩნდა" - განმარტა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმესთან
დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

დავის პარალელურად ეკა მიშველაძემ წარმატებით გააგრძელა მუშაობა სხვა კერძო


მედიებში (რადიო ,,თბილისში“ ტელეკომპანია ,,პირველში“) თუმცა წამყვანის
მეუღლე უკვე აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აღარ ეწეოდა.

ინგა გრიგალიას საქმე

2020 წლის 6 ივნისს ინგა გრიგოლიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა


კერძო ტელეკომპანია ,,პირველის“ დირექტორის პოსტი. ამ გადაწყვეტილების
შესახებ ინგა გრიგოლიამ საკუთარ FB გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა,
რომელშიც ვკითხულობთ:

,,ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს


ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა...ასეც ვაპირებ გაგრძელებას.
ბოლო პერიოდში,ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა
ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის
თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების
გამო,რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში..
ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!)
მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და
ახლობელს,რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის
ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი,მაგრამ ამ ბოლო დროს
ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა
რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ
არ იყო სწორი,რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი ,რომ სწორი იყო და ახლაც ასე
მჯერა(გავაგრძელებ იგივეს)...
რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე
ძალიან მიყვარს,ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი
დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს,რომლებსაც
ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების
საქმიანობაში.

ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე


და არც ოჯახი. რომ როდესმე,ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე
არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა .

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და


ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია. აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ
ვიქნები ,,რეაქციის,,წამყვანი და ანუნა-რუსოს (საზოგადოებრივ პოლიტიკური)
გადაცემების პროდუსერი“.

ინგა გრიგოლიას განცხადებით ირკვეოდა რომ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის


დამფუძნებელთან იყო შეთანხმებული. მართლაც მანამდეც ცნობილმა წამყვანმა ინგა
გრიგოლიამ ამ განცხადების შემდეგ კვლავ აქტიურად განაგძო მუშაობა ამავე არხზე,
საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებზე, როგორც ავტორმა და წამყვანმა.

სადისკუსიო კითხვები:

 მიმართეს თუ არა მედიებმა ყველა ზომას საკითხის მოსაგვარებლად?


 არსებობდა სხვა გზები?
 პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის საქმიანობამ ან პრეზიდენტის
მრჩებლობამ შეიძლება თუ არა ეჭვქვეშ დააყენოს გადაცემების ან მედიის
სანდოობა, ნეიტრალობა და ობიექტურობა?
 ტოქ-შოუს წამყვანს ექნება თუ არა შესაძლებლობა, ინტერესთა კონფლიქტის
თავიდან ასაცილებლად, არ გააშუქოს მისი ოჯახის წევრის/მისი პარტიის ან
ადმინისტრაციული ორგანოს აქტივობები?
 არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი , როცა მედიორგანიზაციის
დირექტორის ოჯახის წევრთა საქმიანობას იგივე მედიაორგანიაცია აშუქებს?
 როდის უფრო რთულდება პერსონალური ინტერესთა კონფლიქტის დილემა -
როცა პირი დირექტორია, თუ როცა სარედაქციო საქმიანობაშია უშუალოდ
ჩართული ?
2. კორპორატიული ინტერესთა კონფლიქტი

მოქმედი რეკომენდაციების კორპორატიული ინტერესთა კონფლიქტის დაძლევისა


და პრევენციისთვის

საქართელოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი სარედაქციო დამოუკიდებლობის


უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვნად თვლის, რომ ,,ჟურნალისტი არ შეიძლება
მუშაობდეს ერთდროულად ისეთ დამსაქმებლებთან, რამაც შესაძლოა ინტერესთა
კონფლიქტი გამოიწვიოს.

ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი


ინტერესებისათვის.“

ქარტიის მიერ შემუშვებულ სახელმძღვანელო წესებში კი ვკითხულობთ:

,,ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დგება მაშინაც, როდესაც ჟურნალისტი


პარალელურად სხვა ორგანიზაციაში მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუდიტორიას
შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქებს ის არა თუ იმ
ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას, არამედ ზოგადად იმ სფეროში მიმდინარე
მოვლენებს, სადაც მისი ორგანიზაცია მუშაობს.
მედიის პარალელურად სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის
პრესსამსახურში მუშაობა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. ჩნდება მოლოდინი, რომ
ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, სხვა ჟურნალისტებთან შედარებით მას
უპირატესობა აქვს და არათანაბარი სამუშაო პირობები იქმნება.“
,,ჟურნალისტს ხშირ შემთხვევაში მიუწვდება ხელი ისეთ ინფორმაციაზე, რაც სხვა
პროფესიის ადამიანისთვის ძნელად მისაღები იქნება. კონფიდენციალური
ინფორმაციის მედიაპროდუქტში გამოყენების ერთადერთი მიზანი მოქალაქეთა
ინფორმირებაა.
დაუშვებელია პროფესიული მოვალეობისას მიღებული კონფიდენციალური
ინფორმაციის პირადი სარგებლისთვის გამოყენება“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცეის კოდექსი ცალსახად არ უკრძალავს მაუწყებლის


თანამშრომელს სხვა სამსახურში მუშაობას, თუმცა ამბობს, რომ ,,პარალელურად სხვა
სამსახურში მუშაობამ და მაუწყებლის გარეთ სხვა საქმიანობამ არ უნდა შეაფერხოს
ან იქონიოს უარყოფითი გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელში თქვენი საქმიანობის
ეფექტიანობაზე“.

,,სხვა სამსახურში მუშაობის დროს, არ იმოქმედოთ, როგორც საზოგადოებრივი


მაუწყებლის წარმომადგენელმა, თუ ამის ნებართვა წინასწარ არა გაქვთ მაუწყებლის
ხელმძღვანელობისგან მიღებული.

მკაფიო აკრძალვას ვხვდებით ე.წ. PR სამსაუხრებში მუშაობაზე: ,,დაუშვებელია,


ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურების საქმიანობაში ჩართვა“.

სოფიო ბეროშვილის საქმე

2020 წლის 28 მაისს საქართველოში მაუწყებელ ეროვნულ არხზე - ტელეკომპანია


იმედზე, რუბრიკაში ,,თათების იმედი“ გავიდა ჟურნალისტ სოფიო ბეროშვილის
რეპორტაჟი. მასალა ეხებოდა ძაღლს, რომელსაც ავტორის მტკიცებით, არასათანადო
პირობებში უხდებოდა ყოფნა მანამ, სანამ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის
სამსახურმა პატრონს არ ჩამოართვა. ეს რეპორტაჟი საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგროგილდიამ „ გაასაჩივრა.
განმცხადებელი თვლიდა, რომ რეპორტაჟის ავტორი ქარტიის არაერთ მუხლს
არღვევდა, რადგან სახეზე იყო ავტორის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან სოფიო
ბეროშვილი არაერთი საჯარო პროფილის მიხედვით, თავად მუშაობდა ცხოველთა
მონიტორინგის სამსახურში და წარმოადგენდა ე.წ. ,,დაინტერესებულ მხარეს“

ლესლი რობერტსის საქმე

2016 წლის იანვარში ტორონტოს გლობალ ნიუსის წამყვანმა ლესლი რობეტსმა (Leslie
Roberts) თანამდებობა დატოვა , მას შემდეგ რაც შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ
მან მედიაქსელის ,,ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა“ დაარღვია.

,,დაუყოვნებლივ დავტოვე თანამდებობა, როგორც ტორონტოს გლობალ ნიუსის


წამყვანმა, აღმასრულებელმა რედქტორმა“- განაცხადა მაშინ ვეტერანმა წამყვანმა,
-,,ვნანობ გარემოებებს, კერძოდ ინფორმაციის გაუმჟღავდნებლობას, რამაც ამ
მდგოამრეობამდე მიმიყვანა“.
შიდა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ წამყვანი ფარულად იყო დაკავშირებული
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო Buzz PR– თან, რომლის კლიენტებიც
ხშირად ჩანდნენ Global News– ზე.

Buzz PR ბაზარზე პოზიციონირებდა ( Nationalpost.com 2015 ), როორც ტორონტოს


საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველაზე დიდი სააგენტო და სპეციალიზდებოდა
კლიენტებისთვის მედიაში ხილვადობის გაზრდის მიმართულებით

Buzz PR-ის კლიენტებს შორის იყვნენ იურიდიული ფირმები, ტექნოლოგიური


კომპანიები, სასტუმროები და სხვა ბიზნეს ორგანიზაციები, რომელთა
წარმოამდგენლები ტორონტოს გლობალ ნიუსში რობერტსთან ზოგჯერ
რეპორტაჟებში, ზოგჯერ კი ინტერვიუებში ჩნდებოდნენ.

რობერტსი ამტკიცებდა, რომ ეს არ ხდებოდა დამატებითი სარგებლის მიღების


სანაცვლოდ, თუმცა The Global -ში ჩათვალეს, რომ რობერტსმა როგორც შიდა ბიზნეს
სტანდარტი, ისე საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტი დაარღვია, როცა
არ განაცხადა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე.

,,სარედაქციო დამოუკიდებლობას გლობალური ნიუსისთვის აქვს ფუნდამენტური


მნიშვნელობა. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგობას გავუწევთ ცენზურას, თუ ნებისემირ
ღია და აშკარა ზეწოლის მცდელობას , ახალი ამბები შეიცვალოს ალტერნატიული
შინაარსით “ - განაცხადა The Global-მა ლესლი რობეტსის გათავისუფლებისას.

დამატებით გაეცანით ევან სალომონის საქმეს (ქარტია 2016)

3. სამოქალაქო იდეოლოგიური ინტერესთა კონფლიქტი

ჟურნალისტებს, ცხადია გააჩნიათ მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელიც ეფუძნება


გარკვეულ იდეას. ამიტომ ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც წარმოიქმნება
კონკრეტული საკითხის გაშუქებასა და ჟურნალისტის მოქალაქეობრივ პოზიციას,
წინასწარ განწყობას შორის, შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე გავრცელებული დილემა,
რომელსაც მივყავართ ჟურნალისტიკის ,,ობიექტურობის“ კრიტიკამდე. არაერთ
დისკუსიაში მედიის ობიექტურობის შეუძლებლობის და პირიქით მედიის
ბუნებრივი სუბიქტურობის თაობაზე, მთავარი არგუმენტი ერთი შეხედვით ძალიან
ბანალურია - ჟურნალისტი ადამიანია და ის საკუთარი სუბიექტური მიდგომით
განიხილავს/აშუქებს საკითხს.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

თუ ასეა, მაშ, რა საჭიროა ეთიკური ნორმები ფაქტის სიზუსტის, მიუკერძოებელი და


კეთილსინდისიერი გაშუქების თაობაზე, თუ ამბები ბუნებრივი სუბიექტური
ხედვით უნდა გაშუქდეს?! იქნებ ჟურნალისტური პროფესიის არსი
სწორედ ,,საკუთარ თავზე გამარჯვებაშია“, წინასწარი განწყობების დაძლევაში, როცა
ჟურნალისტი საბოლოო პროდუქტს სწორედ მოკვლეულ ფაქტებს, ობიექტური
მეთოდებით მიღწეულ შედეგებს უმორჩილებს და არა საკუთარ სუბიექტურ ხედვას?
- იმსჯელეთ ამაზე.

მოქმედი რეკომენდაციები

,,ამერიკელი და ბრიტანელი“ ჟურნალისტების გავლენიან ნაწილს აღნიშნულის


თაობაზე სპეციალური გაიდლაინები აქვთ. მაგალითად New York Times ის (NYT)
ეთიკის კოდექსის თანახმად , ისევე როგორც BBC -ს გაიდლაინების შემთხვევაში,
თანამშრომლებს არ შეუძლიათ საჯარო გაოსვლებში და საპროტექსტო აქციებში
მონაწილება, რადგან მათ პოზიციას რედაქციის პოზიციასთან გააიგივებენ და ამით
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად გამოცემის ნეიტრალურობა.

BBC -ს გაიდლაინის მიხედვით თანამშრომლებმა რედაქციასთან საქველმოქმედო


აქციებში მონაწილეობაც კი უნდა შეათანხმონ. ასევე საჯაროდ არ უნდა გამოთქვან
მოსაზრება იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებრივი მსჯელობის საგანია.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ,,მიუკერძოებლობის“ მუხლში კი


გვეუბნება, რომ ,,მიდინარე საჯარო საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს
დებატები არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან
მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური
პარტიის, საზოგადოებრივი , რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის
მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით ნებისმიერ


თანამშრომელს სრული უფლება აქვს, გაერთიანდეს პოლიტიკურ, პროფკავშირულ ან
ნებისმიერ პროფესიულ ორგანიზაციაში. მაგრამ თანამშრომლის პოლიტიკური ან
სხვა საქმიანობა არ უნდა უშლიდეს ხელს საზოგადოებრივ მაუწყებელში
სამსახურებრივი მოვალეობებისა და ვალდებულებების ობიექტურად შესრულებას
და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს მაუწყებლის მიუკერძოებლობას“.
კოდექსი მოუწოდებს თანამშრომლებს არ გამოხვიდნენ მოხსენებით, სიტყვით,
ლექციით ისეთი ჯგუფების წინაშე, რომელმაც ,,შეიძლება თქვენი მიუკერძოებლობა
ეჭვქვეშ დააყენოს. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენი
გამოსვლა შეიძლება რომელიმე ორგანიზაციის ან ჯგუფის მიზნების მხარდაჭერად
იქნეს აღქმული“.

საქართველოს პრაქტიკა

აქვს თუ არა უფლება ჟურნალისტს იყოს სამოქალაქო აქტივისტიც? - ამ თემაზე


მსჯელობა საქართველოს მედიაში ოკუპაციის თემის ირგვლივ გააქტიურდა, როცა
2015 წელს ჟურნალისტების ნაწილმა სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან
(ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად) ,,სამხრეთ ოსეთის“
აღმნიშვნელი ტრაფარეტი წააქციეს და საპროტესტო აქციაზე დადგნენ
ტრანსფარანტებით; „მე ვარ საქართველოდან“ ,,ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია
რუსეთის მიერ!“;„არა ოკუპაციას!“; „არა მცოცავ ანექსიას!“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ,,მედიაჩეკერთან“


საუბრისას განმარტავდა: ,, “არავინ იცის, როგორ მოიქცევა ამერიკელი ან ბრიტანელი,
სტანდარტების ერთგული ჟურნალისტი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს,
რომ მისი ქვეყნის საზღვრებს ვიღაც თავისი შეხედულებისამებრ ადგენს და ბანერს,
ლამის დედაქალაქში ურჭობს. ამიტომაც მგონია, რომ როცა საქმე ეხება
სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ჟურნალისტის სამოქალაქო აქტივობა
დასაშვებია, თუმცა, რამდენიმე დათქმა აქაც არსებობს: უმჯობესია ეს იყოს არა ერთი
ჟურნალისტის მონაწილეობა რომელიმე პარტიის, ან პარტიათა ჯგუფის აქციაში,
არამედ მას ჰქონდეს ჯგუფური ფორმა, სადაც გაერთიანდებიან ჟურნალისტები“.

როგორ ფიქრობთ, კიდევ რა გერემოებები , სიტუაციები, შესაძლოა ამართლებდეს , ან


მეტიც აუცილებელს ხდიდეს ჟურნალსიტთა ჩართულობას სამოქალაქოაქტივიზმში?

ერთ-ერთ ამგვარ მოცემულობად მედიისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა


სახელდება.

ქართული მედიაორგანზაიციების დიდი ნაწილი 2011 წელს ატარებდა პერმანენტულ


აქციებს დაკავებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად და მათი
გათავისუფლებისთვის (netgazeti.ge ფოტოგრაფების საქმე).
ევროპის პრეს ფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის
პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის”
ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს
პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე ოფიციალურად შინაგან საქმეთა
სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. თუმცა დაკავბეულებიც და მათი
კოლეგებიც ფოტოგრაფეის დაკავებას მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდნენ,
კონკრეტულად კი საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის
ფაქტების ფოტოზე აღბეჭდვას და გავრცელებას.

2017 წელს ჟურნალსტთა ფართო ჯგუფი პერმანენტულ აქციებს აწყობდა


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად , რომელიც 26
მაისს დღისით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან. აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან
მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა და თავს ოჯახთან
ერთად საქართველოს აფარებდა, მაგრამ, გატაცების შედეგად, ის აზერბაიჯანის
ციხეში აღმოჩნდა.

მის მხარდასაჭერად და ჟურნალისტის გატაცების გასაპროტესტებლად ადამიანის


უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს
(radiotavisupleba.ge ) : თავზე პოლიეთილენის შავი პარკები ჩამოიცვეს, ხელში კი
მუხთარლის ფოტოები და პლაკატები დაიჭირეს, ფრაზებით: „არ შეგრჩებათ“,
„სოკარ-თველო“. და სხვა

მედიის ინსტრუმენტიზების მეთოდები და ინტერესთა კონფლიქტი

მეთოდების დიდი ნაწილი, რომლითაც გარე აქტორები ცდილობენ იმოქმედონ


მედიის სარედაქციო გადაწყვეტილებაზე, შეცვალონ მედიის დღის წესრიგი და
საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად ინფორმაცია მიიტანონ აუდიტორიამდე,
რეალურად სწორედ ჟურნალისტების ინტერესთა კონფლიქტზე გადის. ძირითადად
ეს მეთოდებია:

 საჩუქრები

საჩუქრებს ჟურნალისტებს ყოველთვის და ყველგან ჩუქნიან, მაგრამ ყველგან მას არ


იღებენ. სადღესასწაულო დღეებში ხშირად შეხვდებით ქართული
მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა მადლობის ტექსტებს კერძო თუ
სახელმწიფო ორგანიზაციებისგან მიღებული საჩუქრების საპასუხოდ. ამგვარ
შემთხვევას თითქმის ვერ ნახავთ BBC, The New York Times, Washington Post, The
Gardian, Reuters და სხვა ავტორიტეტული მედიაორგანიზაციების შემთხვევაში,
რადგან ამ რედაქციებში საჩუქრების მიღება დაუშვებელია.

საჩუქრებს დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის


მიერ შემუშავებული წესებიც:

 ,, დაუშვებელია ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ საჩუქრის მიღება.


 რედაქციას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ლიმიტი, რა საფასურის საჩუქარი
შეიძლება მიიღოს ჟურნალისტმა წყაროსგან. აქვე ჩნდება კითხვები:
o რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ კომპანიას თუ წყაროს, როდესაც ის
საჩუქარს გჩუქნის?
o ხდება ეს საჯაროდ თუ პირადად?
 საზღვარგარეთ ყოფნისას გასათვალისწინებელია ქვეყნის კულტურა, თუ როგორ
აღიქმება იქ საჩუქრის მიღება.
 ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას სახელმწიფო დაწესებულებებისგან და ბიზნეს
კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრების მიღებაზე.
 ჟურნალისტმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ხელმძღვანელობა რომელიმე
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკურსის
პირობებმა, პრიზმა რაიმე გავლენა შეიძლება იქონიოს მედიაპროდუქტზე.“

საქართველოს მაუწყებელთა ქცეის კოდექსი კი ამბობს, რომ,, მაუწყებლის


თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან
სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან,
რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს“.

NYT უარის წერილის ,,შაბლონიც „ აქვს, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ:

,,ძვირფასო XXXXXXXXX,

თვენი საჩუქარი სასიამოვნო სიურპრიზი იყო, ვაფასებ, რომ ჩემზე ფიქრობთ.

მაგრამ საჩუქარი უხერხულ სიტუაციაში მაყენებს. The New York Times უკრძალავს
საკუთარ რეპორტიორებსა და რედაქტორებს ნებისმიერი ფასიანი ნივთის აღებას
ადამიანებისგან თუ ჯგუფებისგან, რომელთაც აშუქებენ. გაზეთს არ სურს გარისკოს
და გააჩინოს აღქმა, თითქოს ის კონკრეტული საკითხის გაშუქებისას ზედმიწევნით
დააკვირდება დეტალებს, რადგან დაინტერესებულმა მხარეებმა წინასწარ დააფასეს
მისი ძალისხმევა“.

საზოგადოერბივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი მკაფიოდ განსაზღრავს რა სახის


საჩუქარია დაუშვებელი:
,
,დაუშვებელია, ჟურნალისტმა აიღოს თანხა ან მიიღოს ნებისმიერი სხვა სახის
მატერიალური
სარგებელი რესპონდენტისგან მისი საქმიანობის ამსახველი მასალის ან ინფორმაციის
ეთერში
გადაცემისთვის.

დაუშვებელია, ჟურნალისტმა მიიღოს საჩუქარი ან სხვა სახის სარგებელი თუ


შეღავათი
(მაგალითად, უფასო საგზური, ბილეთი ან ძვირადღირებული ნივთი) კომპანიისგან,
ორგანიზაციისგან ან ინდივიდისაგან მათ შესახებ მომზადებული მასალის ისე
შესაცვლელად,
რომელიც დაარღვევს სიზუსტის, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
თავაზიანობის სიმბოლური გამოხატულებისა და ტრადიციული საქმიანი
სადილების გარდა,
სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებმა უარი უნდა განაცხადონ ნებისმიერ ასეთ
შემოთავაზებაზე. იშვიათ შემთხვევებში, მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულების
მიზნით, შეიძლება ჟურნალისტმა მიიღოს გარკვეული შეღავათი. მაგალითად,
ფასდაკლება
თვითმფრინავის ბილეთზე, უფასო ბილეთი წარმოდგენაზე, უფასო
ტრანსპორტირება და
სასტუმრო, და ა.შ. ასეთმა შეღავათმა არ უნდა იმოქმედოს საკითხის ობიექტურად
გაშუქებაზე.

დაუშვებელია საეჭვო ხასიათის შემოთავაზების მიღება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ


უნდა
აცნობოთ მაუწყებლის ხელმძღვანელობას“.

 კონკურსები

ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები აცხადებენ პერიოდულ კონკურსებს


ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისთვის
,, გააშუქებდა თუ არა ქართული მედია წელს - თუ რას ცვლის შენობების დათბუნება
და კარ-ფანჯრის გამოცვლა ენერგოეფექტურობის კუთხით, რომ არა შესაბამისი
კონკურსი, რომლის მიზანი საზოგადოების ფართო ფენებში მდგრადი
ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზებაა. ან ეცდებოდა თუ არა
მედია შშმ პირთა დისკრიმინაციის შემცირებას; დაუთმობდა თუ არა დროს
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს; აქტიურად მიაწვდიდა კი ინფორმაციას
აუდიტორიას ბუნებრივი კატასტროფების შესახებ რისკების შესამცირებლად;
ჩათვლიდა თუ არა მასალის ავტორი, რომ ,,თანამედროვე კონტრაცეფცია აბორტის
ალტერნატივაა” რომ არა შესაბამისი კონკურსი?

კითხვები და პრობლემები სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ


კონკურსებთან დაკავშირებით უფრო ღრმავდება. შეძლო, ან შესაძლებელია კი
მედიამ ტრეფიკინგის საკითხები ისე გააშუქოს, რომ რეალურად იკვლიოს -
რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მუშაობა ამ მიმართულებით, ან შეძლოს ოჯახში
ძალადობის კუთხით სამართალდამცავი სისტემის ეფქტურობის ობიეტური
მონიტორინგი, მაშინ როცა მასალას სამინისტროების მიერ გამოცხადებული
კონკურსების ფარგლებში ამზადებს?.“ - ამ კითხვებს მედიაჩეკერის (mediacheker )
გვერდზე 2016 წელსაც ვხვამდით და ისინი ყოველ წელს აქტუალურია.

გადახედეთ ბოლო დროს გამოცხადებულ ჟურნალისტურ კკონკურესებს და


უპასუხეთ კითხვებს - უწყობს თუ არა კონკურსი ხელს საზოგადოებისთვის
მნიშვნეოვანი საკითხის აქტუალიზებას? შეგხვდატ კონკრესები, რომელთა მიზანი
რამეს რეკლამირება ან პრომოციაა?

 მედიატურები და ღონისძიებები

როგორ ფიქრობთ, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ჟურნალისტებმა


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს
გამოცხადებული მედიატურების სერიაში. ნახეთ ადმინისტრაციის ზლემძვენელის
განცხადება:

„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აღმოაჩინე ის


რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს
ყველა კუთხეს გავუწევთ მაქსიმალურ პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმი
ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ
ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის
ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. ახალი პროექტის ფარგლებში
პირველი მედია-ტური შიდა ქართლში გაიმართა. შიდა ტურიზის პოპულარიზაციის
მიზნით მედია-ტურები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთში და
საქართველოს სხვა კუთხეებში იგეგმება“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არ არის გამონაკლისი,


ჟურნალისტებს ხშირად სთავაზობენ მედიატურებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში
მონაწილებას. მაგალითად საქართველოში წლების განმავლობაში პოპულარული იყო
,,მასმოდა“- ს ორგნიზება , სადაც ჟურნალისტები ერთმანეთს პოდიუმზე
ეჯიბრებოდნენ, ხშირია სპორტული შეჯიბრები, გასართობი ღონისძიებები ,
წვეულებები და ა.შ რაც მედიის დღის წესრიგის შემცვლელ ახალ ფორმებს ქმნის:

 წვეულებაზე მოწვევა
 ღონისძიებების ორგანიზება
 უფასო მომსახურების მიღება
 ვაუჩერები
 ტრენინგები
და სხვა

მედიატურებსა და ღონისძიებებში მონაწილების მიღებაზე არსებული


რეკომენდაციები ცალსახა არ არის და ითხოვს რედაქციის მხრიდან გააზრებულ
მიდგომას თითეული ინდივიდუალური შეთავაზების მიმართ. საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშვებული წესები შემდეგ საკონტროლო
კითხვებს გვთავაზობს:

 რის სანაცვლოდ იღებს რედაქცია ამგვარ შეთავაზებას?


 ეუბნება თუ არა აუდიტორიას უფასოდ მგზავრობის ამბავს?
 როგორ არწმუნებს, რომ ამბავს საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა, სწორედ ამიტომ
მიიღო ეს შეთავაზება და რეალურად იმ უწყების თუ კომპანიის დადებით
კონტექსტში წარმოჩენას არ ისახავდა მიზნად?

ბიბლიოგრაფია

 Cherian George, Yuan Zeng, Suruchi Mazumdar - Navigating conflicts of interest:


Ethical policies of 12 exemplary Asian media organisations - Univercity of LEEDS
2019
 Borden SL and Pritchard MS (2001) Conflict of interest in journalism. In: Davis M and
Stark A (eds) Conflict of Interest in the Professions. New York: Oxford University
Press, pp. 73–91.

 Australian Research Council. - ARC Conflict of Interest and Confidentiality Policy


Version 2020.1 - https://www.arc.gov.au/policies-strategies/policy/arc-conflict-interest-
and-confidentiality-policy/arc-conflict-interest-and-confidentiality-policy

 ქარტია 2016 - ჟურნალისტთა ინტერესთა კონფლიქტი - სახელმძღვაელო


წესები - https://www.qartia.ge/ka/sakhelmdzghvanelo-tsesebi1/article/29268-
zhurnalistis-interesta-konfliqti-8211-saxelmdzgvanelo-wesebi

 ნ. კუპრაშვილი - ,,პასუხისმგებლობით სანდოობისთვის“ – GARB 2016

 საზოგადოებრივი მაუწყებელის ქცევის კოდექსი (2006) -


http://mdfgeorgia.ge/uploads//new_gpb.pdf

 მაუწყებელთა ქცევის კოდექსი -


https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/82792?publication=0#!

 საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ


-https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866?publication=59

 ბერტრანი კლოდ-ჟან - მედია, ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები


(ხარისხის კონტროლი) - 2004

 BBC : How Breitbart became Donald Trump's favourite news site – 2016

 Mediachaker.ge: ეკა მიშველაძის საქმე - დაწუნებული პროექტი, ინტერესთა


კონფლიქტი თუ პოლიტიკური მოტივი-
https://www.mediachecker.ge/ka/analizi/article/46935-eka-mishveladzis-saqme-
datsunebuli-proeqti-interestha-konfliqti-thu-politikuri-motivi?
image=&image=&image=&image=&image=

 On.ge: ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა მოუგო -


https://on.ge/story/36391-საია-ეკა-მიშველაძემ-საზოგადოებრივ-მაუწყებელს-
სასამართლო-დავა-მოუგო
 ქარტია - იმედის ჟურნალისტის სოფიო ბეროშვილის წინააღდმეგ ქარტიას
მიმართეს - https://www.qartia.ge/siakhleebi/article/82909-imedis-zhurnalistis-sofio-
beroshvilis-tsinaaghmdeg-qartias-mimarthes

 Nationalpost.com 2015 - https://nationalpost.com/news/canada/global-tv-anchor-


leslie-roberts-resigns-after-probe-finds-he-breached-conflict-of-interest-rules

 NYT – Standards and Ethics - https://www.nytco.com/company/standards-ethics/

 Mediachaker.ge უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები სამოქალაქო აქტვისტები -


https://www.mediachecker.ge/ka/analizi/article/46144-zhurnalistika-vs-samoqalaqo-
aqtivizmi?image=

 Netgazeti.ge: დაკავებული ფოტოგრაფების საქმე -


https://netgazeti.ge/news/10208/

 Radiotavisupleba.ge ,,შვი ცელოფნებით თავზე“ – 2017 -


https://www.radiotavisupleba.ge/a/shavi-celofnebi-tavze-jurnalistebis-aqcia/
28531160.html

 ნ. კუპრაშვილი. Mediacheker.ge - ,,კონკურსი მედიისთვის „ -


https://www.mediachecker.ge/ka/blogio/article/49462-konkursi-zhurnalistebisthvis

You might also like