You are on page 1of 7

თინათინ ზაქარაშვილი

თემა 8 (X)
ჟურნალისტიკის პრინციპები. ჟურნალისტიკის პრინციპების ზოგადი დახასიათება

ჟურნალისტიკის ფუნქციების ეფექტური განხორციელება შესაძლებელია, თუ


ჟურნალისტი საქმიანობის გარკვეულ წესებსა და ნორმებს ითვალისწინებს. ამ წესების
თანმიმდევრული და მიზანმიმართული გათვალისწინება უზრუნველყოფს მედიის წინაშე
მდგარი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტას.
მოგეხსენებათ, მედიატექსტის შექმნა მოითხოვს:
• საჭირო ცნობების შეკრების უნარს,
• განსახილველი მოვლენების გააზრებას და შეფასებას,
• ადექვატური მსჯელობის და
• რეკომენდაციების გამომუშავებას.
ყოველივეს უზრუნველსაყოფად ჟურნალისტი, საქმიანობის თითოეულ ეტაპზე, როგორც
ე.წ. კერძო წესებს და ნორმებს უნდა ივალისწინებდეს (მასალების მოპოვების, შეკრებისა და
დამუშავების მეთოდები და სხვა), ასევე ზოგად ნორმებსა და წესებს, რომლებიც ხასიათდება
ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ მიდგომით, მათ მიმართ დამოკიდებულებით,
შეფასების საშუალებებისა და ხერხების გამონახვით. ხოლო, ფუნქციების
განხორციელებისას ჟურნალისტიკის საინფორმაციო საქმიანოობის წესები და ნორმები
იგივეა რაც პრინციპები.
საერთოდ, ცნება „პრინციპი“ ფართოდ გამოიყენება საზოგადოებრივი საქმიანობის
სხვადასხვა სფეროებში და მეცნიერული აზროვნების მნიშვნელოვან კომპონეტს
წარმოადგენს. ამ ცნებაში ერთმანეთთან არის შერწყმული წარმოდგენა სინამდვილის
არსებითი თვისებების და კანონების შესახებ და მათი გამოყენება შემეცნების პროცესსა და
პრაქტიკაში.
ჟურნალისტიკაში პრინციპები ძირითადი თვალსაზრისის გამოვლინებაა, რომელიც
განსაზღვრავს სინამდვილის მიმართ დამოკიდებულებას, ცხოვრებისეული მოვლენების,
ადამიანთა საქმიანობისა და ქცევის ნორმების გაგებას და შეფასებას. ამდენად, პრინციპები
ჟურნალისტიკაში საქმიანობის თეორიულ–მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს.

1
თინათინ ზაქარაშვილი

ჟურნალისტიკის აღნიშნული ნორმები და წესები ერთმანეთთან გარკვეულ


ურთიერთობაში არიან, აქედან ცალკე გამოვყოფთ ისეთ ურთიერთობას, რომელიც
განსაზღვრავს ავტორის/ჟურნალისტის დამოკიდებულებას ჟურნალისტიკის საგანთან, რაც
იმას ნიშნავს, რომ მიღებული მასალა უნდა აინტერესებდეს აუდიტორიას.
ჟურნალისტმა კარგად უნდა იცოდეს, თუ როგორი ინფორმაცია აინტერესებს აუდიტორიას,
რადგანაც კავშირშია როგორც ჟურნალისტი და ასახვის საგანი, ისე ასახვის საგანი და
აუდიტორია.
აღნიშნული გარემოება კი ჟურნალისტიკის ფუნქციებსაც უკავშირდება. ამიტომ, ის
ურთიერთდამოკიდებულება, რაც ფუნქციებსა და პრინციპებს შორის არსებობს, ბუნებრივია.
მაგალითად, თუ უგულველყოფთ ჰუმანიზმის პრინციპს (მას ქვემოთ განვიხილავთ), მაშინ
მივიღებთ ანტიჰუმანურ ჟურნალისტიკას. ე.ი. მოხდება ფუნქციების დევალვაცია.

როგორი წესებითა და ნორმებით შექმნილი ჟურნალისტიკა მოსწონს საზოგადოებას?!


ამ საკითხის გასარკვევად საჭიროა განვიხილოთ პრინციპების საგანთან მიმართების
საკითხი. ჟურნალისტიკის საგნის ან ამბის ინფორმაციული საბაბის თავისებურება
გარკვეულწილად დამოკიდებულია პრინციპებზე. სწორედ მათი საშუალებით ვარჩევთ
სინამდვილეში არსებული ფაქტებისა და მოვლენების მრავალსახეობიდან მედიისათვის
საჭირო ამბებს. ჟურნალისტური ამბის შერჩევის კრიტერიუმები რომ არ გაგვაჩნდეს, მედია
ყოველგვარ საჭირო და არასაჭირო მოვლენას გააშუქებდა. თავის მხრივ ეს კრიტერიუმები
სხვა არაფერია, თუ არა ზოგადი წესები და პრინციპები.
ასახვის საგანთან მიმართებაში უნდა გამოვყოთ ისეთი წესები, რომლებიც
საშუალებას მოგვცემს ჟურნალისტიკის ფუნქციების განსახორციელებლად შევარჩიოთ
გამოსადეგი ფაქტები. ხოლო ასახვის საგნის/ამბის შერჩევისას მოქმედებს 3 ფაქტორი:
ა) სინამდვილის თავისებურება;
ბ) ჟურნალისტიკის შემფასებლური კრიტერიუმი;
გ) აუდიტორიის ინტერესები
თუმცა, უმთავრესი მაინც არის თვით ასახვის საგანი და მის თავისებურებებში გარკვევა.
მოგეხსენებათ, რომ ჟურნალისტიკაში თვალისწინდება საგნის შერჩევის წესი. ხოლო
ნებისმიერი წესის შემუშავება დაკავშირებულია საგნის შემეცნებასა და შეფასებასთან.

2
თინათინ ზაქარაშვილი

საერთოდ შეუძლებელია ადამიანმა ჩამოაყალიბოს რაიმე წესი/ნორმა შეფასების გარეშე.


ეს შეეხება ჟურნალისტიკაში ფაქტების შერჩევის წესის არსსაც.
ასახვის საგნის (ფაქტის, მოვლენის და ა.შ.) შერჩევა ჟურნალისტიკის პრინციპთა
მოქმედების საწყისი ეტაპია და ამდენად, 2 ძირითადი პრინციპი უნდა გამოვყოთ:
• სარწმუნოობის
• ობიექტურობის.
ჟურნალისტიკის მთავარი თავისებურება არის ის, რომ იგი რეალობას ასახავს, ვინაიდან
საზოგადოება სურს/მოელის გაიგოს, თუ რა ხდება მის ირგლივ. რეალური ამბის
გამოყენებას აკანონებს სარწმუნოობის პრინციპი.
თავის მხრივ ჟურნალისტიკა, რომელიც ფლობს ფაქტების გადაცემის ხელოვნებას,
მისი ობიექტური ბუნება ამ რეალური ფაქტების საზოგადოებაში გავრცელებაა და მათი
საშუალებით აუდიტორიაზე ზემოქმედების მოხდენა. თუმცა, როგორც ცნობილია,
ყოველდღიურობა ფაქტთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა, ჟურნალისტი ყველა
მათგანს არ აშუქებს, რა თქმა უნდა. შესაძლოა თითოეული მათგანი სარწმუნო იყოს, თუმცა
გასაშუქებლად უნდა შეირჩეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები. ამას შევძლებთ
იმ შემთხვევაში, თუ სარწმუნოობის პრინციპთან ერთად გავითვალისწინებთ ობიექტურობის
პრინციპს. ობიექტურობის პრონციპი გულისხმობს ისეთი სარწმუნო ფაქტების შერჩევას,
რომლებიც ადეკვატურად გამოხატავენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. ე.ი.
მედიისთვის საინტერესოა მხოლოდ ის ფაქტები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას
ასახავს. ჟურნალისტიკაში ასეთ ფაქტებს და მოვლენებს ხშირად აქტუალურს უწოდებენ,
რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებად
მიიჩნევა.
ობიექტურობის პრინციპი გულისხმობს, რომ ჟურნალისტმა სწორად შეიცნოს ფაქტი
და ადეკვატურად ასახოს ის. ამრიგად, სარწმუნოობისა და ობიექტურობის პრინციპები
სრულად გამოხატავენ ჟურნალისტიკის დანიშნუებას, საკმარისია რომელიმე მათგანი არ
გავითვალისწინოთ, რომ მაშინ უკვე ვეღარ შევძლებთ ჟურნალისტიკის საგანის (ფაქტის,
ამბის, პროცესის, მოვლენის,პერსონის და ა.შ.) სრულად წარმოჩენას. უფრო მეტიც, მათი
იგნორირებით დავამახინჯებთ მოვლენის არსს. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია შეიძლება
ჭორად, ფეიკად გადაიქცეს. ამდენად, ამ ორი პრინციპის საშუალებით, ფაქტთა
მრავალსახეობიდან შეირჩევა მხოლოდ განსაკუთრებული შინაარსის (სახის, იპის) ფაქტები.
3
თინათინ ზაქარაშვილი

ჰუმანიზმის პრინციპი
ჰუმანიზმი ლათინური წარმოშობისა სიტყვა humanus და ადამიანურს,
კაცთმოყვარეობას ნიშნავს. ამ სახელწოდებით ცნობილია შეხედულებათა სისტემა, რომელიც
აღიარებს ადამიანს, როგორც
• პიროვნების ღირსებას,
• მის უფლებას თავისუფლებაზე, ბედნიერებაზე,
• ნიჭისა და უნარის გამოვლინებასა და განვითარებაზე.
ჰუმანიზმი თანასწორობის, სამართლიანობის და ადამიანურობის გამოვლენას
გულისხმობს – ადამიანთა შორის ურთიერთობის საუკეთესო გამოვლინებად (ნორმად)
ადამიანის უფლებების დაცვას. ჰუმანიზმი გულისხმობს შეფასების ისეთი კრიტერიუმების
გამომუშავებას, რომლებიც გვიჩვენებენ ურთიერთდამოკიდებულებას ადამიანსა და
საზოგადოებას შორის:
• ჰუმანიზმის პრინციპის ძირითადი არსია ადამიანის კეთილდღეობისათვის ზრუნვა;
• ჰუმანიზმის ყოვლისმომცველი დევიზია – „ყველაფერი ადამიანისათვის“;
ჰუმანიზმის პრინციპის გათვალისწინება ადამიანებთან მიმართებაში ნიშნავს დაიცვა
მათი უფლებები. საერთოდ კი, ჟურნალისტიკის _ მედიის, ჟურნალისტის ავტორიტეტი
ფასდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ თვალისწინდება საქმიანობის დროს ჰუმანიზმის
პრინციპი.
ვინაიდან ჰუმანიზმის პრინციპის ძირითადი არსია ადამიანის, როგორც პიროვნების
აღიარება, ხოლო ადამიანი საზოგადოების შემადგენელია, ამიტომ ადამიანის დაცვა
საზოგადოების ღირსების დაცვაც არის.

ხალხურობის პრინციპი :
ჰუმანიზმის პრინციპი კავშირშია ხალხურობის პრინციპთან, რადგან არა მხოლოდ
ცალკეული პიროვნებების, არამედ ზოგადად ადამიანთა საერთო ინტერესების შემცველ
საზოგადოებრივ ფაქტებსა და მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას გულისხმობს.
ჟურნალისტიკის თეორიაში ტერმინი „ხალხი“ არა ეთნიკური და დემოგრაფიული,
არამედ სოციალურ–პოლიტიკური თვალსაზრისით განიხილება. ამდენად, მედია
აქტიურად ერევა ხალხისათვის ისეთი საჭირო საზოგადოებრივი პრობლემების გაშუქება–
მოწესრიგებაში, როგორიცაა ადამიანთა
4
თინათინ ზაქარაშვილი

• მატერიალური კეთილდღეობა,
• განათლება,
• კულტურა,
• სოციალური უზრუნველყოფა,
• სამედიცინო მომსახურება და ა.შ.
აღნიშნული პრობლემები თუ საკითხები ყველა ადამიანს თანაბრად ეხება, ამიტომ,
სინამდვილის ფაქტების გაშუქებისას მედია ჰუმანიზმის პრინციპით უნდა
ხელმძღვანელობდეს და ამაში გამოიხატება მისი ხალხურობა.
ჟურნალისტიკის ხალხურობის გამომხატველია, აგრეთვე, ყურადღების აქცენტირება
იმაზე, თუ რამდენად ახერხებს სახელმწიფო/მთავრობა საკუთარი მოქალაქეების საციცოხლო
ინტერესების დაცვას. საჭირო შემთხვევაში მედიას შეუძლია გააკრიტიკოს კიდეც
ხელისუფლება, თუკი იგი არასწორად მოქმედებს.
ჟურნალისტიკის ხალხურობასთან დაკავშირებულია პოპულარობის პრობლემა, რაც,
პირველ ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ხალხს უნდა ვესაუბროთ მისთვის გასაგებ ენაზე, რათა
მედიაინფორმაცია დამაჯერებელი და ადვილად აღსაქმელი იყოს.
ჟურნალისტიკაში მნიშვნელოვანია თვალმიდევნება, თუ რამდენად ახერხებს
სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების დაცვას.

დემოკრატიულობის პრინციპი:
დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სახალხო ხელისუფლებას, ძალაუფლებას
(demos - ხალხი; kratos - ხელისუფლება). იგი საზოგადოების ისეთ ფორმას წარმოადგენს,
როცა ხალხი აღიარებულია, როგორც ხელისუფლების წყარო და უფლებამოსილია
მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში.
დემორატია, აგრეთვე, ნიშნავს ხალხისთვის ფართო უფლებების და თავისუფლებების
მინიჭებას. ეს ტერმინი გამოიყენება პოლიტიკურ მიმდინარეობების, სოციალური
ინსტიტუტების საქმიანობის აღსანიშნადაც.
ჟურნალისტიკა კი დემოკრატიის რეალიზაციის ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს. ეს კი იმაზე
მიუთითებს, რომ ვინაიდან ჟურნალისტიკა მასობრივად ავრცელებს ინფორმაციას, თავისი
ბუნებით დემოკრატიულია და საზოგადოებაში დემოკრატიული საწყისების განმტკიცებას
უნდა ემსახურებოდეს.
5
თინათინ ზაქარაშვილი

ჟურნალისტიკაში დემოკრატიულობის გამოვლენა ნიშნავს აქტიურ მონაწილეობას როგორც


მთლიანად სახელმწიფო სისტემის, ისე სახელმწიფოებრივი და არასამთავრობო სოციალური
ინსტიტუტების, ანუ ორგანიზაციების საქმიანობის შეფასებაში _ თუ რამდენად გამოხატავენ
ისინი თავიანთი საქმიანობით ხალხის ფართო მასების ინტერესებს,
ანუ, დემოკრატიზმის პრინციპის გათვალისწინებით მედია აფასებს, თუ როგორ
ახორციელებენ სოციალური ინსტიტუტები, სხვადასხვა სტრუქტურები, მართვას.
ამის პარალელურად, ჟურნალისტიკა/მედია მიზნად ისახავს საკანონმდებლო აქტების
სარგებლიანობაზე მსჯელობას,დისკუსია, სახელმწიფო სისტემის მიმართ ოპოზიციური
აზრის გამოხატვასაც ახდენს, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება–
მიმდინარეობის მაჩვენებელია. მედია თვალს ადევნებს – როგორ ასრულებენ სოციალური
ინსტიტუტები ხალხის ინტერესების.

მასობრიობის პრინციპი
მასობრიობის პრინციპი გამომდინარეობს ხალხურობისა და დემოკრატიზმის
პრინციპებიდან. მასობრიობის პრინციპი გვიჩვენებს, თუ რამდენად დემოკრატიულია მედია,
როგორც დამოუკიდებელი სოციალური ინსტიტუტი, როგორია მისი კავშირი
აუდიტორიასთან, ანუ მასებთან.
მედია, ერთი მხრივ, მასობრივ აუდიტორიას მიმართავს, აწვდის მას სათანადო
ინფორმაციას, მეორე მხრივ, თავად ხალხის ჩართულობას უზრუნველყოფს ჟურნალისტურ
პროცესებში. აუდიტორიის მონაწილეობა ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით
წარმოებს _ პროცესი ინტერაქტიურია:
• აუდიტორია, როგორც ინფორმაციის წყარო,
• აუდიტორია, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელი.

ეროვნულობის პრინციპი გამოხატავს ურთიერთმიმართებას ერსა და მედიას შორის


და გულისხმობს:
• ერის თვითმყოფადობის, ინტერესების, უფლებების დაცვას;
• ზრუნვას კულტურაზე, განვითარებაზე;
• ტრადიციების პატივისცემას;
• საკითხების ეროვნული თვალსაზრისით გაშუქებას;
6
თინათინ ზაქარაშვილი

• ადამიანებში პატრიოტრიოტული სულისკვეთების აღძვრას ემსახურება.

ეროვნული სულისკვეთების აღძვრას საზოგადოებაში ემსახურება პატრიოტიზმის


პრინციპიც - საკითხების ეროვნული თვალსაზრისით გაშუქება.

პარტიულობის პრინციპი გულისხმობს სინამდვილის ფაქტებისა თუ მოვლენების


შეფასება ამა თუ იმ პარტიის შეხედულებების მიხედვით, ანუ პარტიისათვის
დამახასიატებელი პოზიციიდან. ამასთანავე, ნებისმიერი პარტიული მედია, პარტიის
ხელმძღვანელობას ემორჩილება და მის მითითებებს ასრულებს.
ჟურნალისტიკის პრინციპების გააზრება ეხმარება ჟურნალისტს სათანადოდ
გათვალისწინოს ისინი ჟურნალისტურ საქმიანობაში. ანუ, არა მხოლოდ ერკვეოდეს ამ
პრინციპთა რაობაში, არამედ, მათი გააზრების საფუძველზე, სრულყოფილად შეასრულოს
თავისი მოვალეობა.

ჟურნალისტიკის ქმედითობა –
მედოა პროცესის შედეგიანობის განსაკუთრებული ფორმაა, რაც გულისხმობს
მასობრივ–ინფორმაციული საქმიანობით ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური ამოცანების
გადაწყვეტის ხელშეწყობას. ჟურნალისტიკა აქტიურად უნდა ერეოდეს საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროში და ამ მცდელობას გარკვეული შედეგები უნდა მოჰქონდეს
საზოგადოებისვე ინტერესების შესაბამისად.

You might also like