You are on page 1of 24

ლექცია 1.

ახალი ამბები ინფორმაციულ


ნაკადებში

კურსი: ახალი ამბების ჟურნალისტიკა

თინათინ ზაქარაშვილი
• „ახალი ამბები“ ინფორმაციულ ნაკადებში

• თანამედროვე ინფორმაციული გარემო.

• „ახალი ამბები“ და „სიახლე“

• ახალი ამბების ტრადიციული ღირებულებები

2
• ჟურნალისტიკის ისტორია მოწმობს საზოგადოების მუდმივ ინტერესს ახალი
ამბებისადმი, როგორც საცნობისმოყვარეო და აუცილებელი
ინფორმაციისადმი, რაც სამყაროსთან ურთიერთობასა და მასში უკეთ
ორიენტირებაში უწყობს ხელს.
• სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ვლინდებოდა
• სხვადასხვა მოთხოვნები მედია პროდუქციის მიმართ;
• ყალიბდებოდა ინფორმაციის მიწოდების სტილიც,
• ფაქტების მოკრება-დამუშავებისადმი მიდგომაც.
• ადამიანებში სულ უფრო მეტად იგრძნობოდა გარშემო მიმდინარე ამა თუ
იმ ფაქტებისა და მოვლენების ოპერატიულად გაცნობის მოთხოვნილება,
• იკვეთებოდა აუდიტორიის მცდელობა ყოფილიყო გათვითცნობიერებული,
ადეკვატურად, მართებულად რომ შეეფასებინა ხელისუფალთა
მოქმედებები და გავლენა მოეხდინა მათ პოლიტიკაზე.
3
თანამედრეოვე მედია ახალი ამბების და არა იდეების
გამავრცელებელია
• რეალობის ამსახველი – ფაქტებზე კონცენტრირებული მრავალფეროვანი
ინფორმაცია სხვადასხვა ხერხებით აისახება და სპეციფიკური ფორმებით
გამოიხატება.
• მათ დამახასიათებელი სტრუქტურულ-კომპოზიციური ნიშანთა
ერთობლიობა გამოარჩევს, რომელთაც მოვლენის ხასიათი, ამ მოვლენის
მიმართ
ავტორის დამოკიდებულება და მის წინაშე დასახული ამოცანა
განსაზღვრავს.
• თანამედროვე მედიაში ძირითადი ადგილი ახალი ამბების ჟურნალისტიკას
ეთმობა – მედიასივრცის მნიშვნელოვან ნაწილს ახალი ამბები მოიცავს.
ჟურნალისტიც ისწრაფის პირველმა მიიტანოს აუდიტორიამდე ის ამბები,
4
რომლებიც „ახალ ამბებად” განისაზღვრება.
• ახალი ამბები აუდიტორიის აღქმაზე გათვლილი
შემოქმედებითად გარდაქმნილი ფაქტებია, ანუ ისე
ორგანიზებული, რომ

• მოულოდნელი, სენსაციური ერწყმის მნიშვნელოვანს,

სოციალურ ორიენტირებაში ხელშემწყობს.

• განსაკუთრებული მოთხოვნით ჟურნალისტური ახალი ამბავი


პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში სარგებლობს, სადაც
ინფორმაცია ძირითადი პროდუქტია.

• ინფორმაციულ საზოგადოებაში უმთავრესი ფასეულობები

ინფორმაცია და ცოდნაა.

5
• მედია საშუალებათა ინფორმაციული ფუნქცია 3 აუცილებელ
კომპონენტს მოიცავს:
1. ინფორმაციის მოპოვება უშუალო გარემოცვის და
საზოგადოების, სამყაროს ცხოვრებისეულ პირობებსა და
მოვლენებზე;
2. საერთო ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის
დაკმაყოფილება;
3. ინოვაციური პროცესების, განათლებისა და თვითგანათლების
ინფორმაციული უზრუნველყოფა.
• ახალი ამბების ჟურნალისტიკის როლი მნიშვნელოვნად
იზრდება, იზრდება ბოლო დროს საზოგადოებისთვის
მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობა
6
რატომ ენიჭება მასმედიაში პრიორიტეტი ახალი ამბების
ჟურნალისტიკას?
• მკითხველს მხოლოდ უმოკლეს დროში გაშუქებული
ინფორმაცია აინტერესებს, მსმენელსა თუ მაყურებელს - რაც
შეიძლება მოკლედ მიწოდებული.
• თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მოყვანილი ფაქტებისა და
მოვლენების შეფასებითაც ინტერესდება.
• გამოითქმის ვარაუდი, რომ მომავლის საზოგადოებაში,
შესაძლოა, ჟურნალისტს ფაქტების უბრალო
რეტრანსლატორის ფუნქცია შერჩეს:
• ინფორმაციის მიმწოდებლის როლი დაეკისროს რაიმეს
კომენტირების გამორიცხვით.

7
• ჟურნალისტი სამყაროს ერთგვარ სურათს წარმოუდგენს
აუდიტორიას, გარკვეული თანმიმდევრობით გადარჩეული და
მიწოდებული ფაქტებით.
• ამ მხრივ ახალი ამბების ჟურნალისტიკა აღმზდელობით ფუნქციას
ასრულებს - ადამიანებს არა მხოლოდ სულიერი ფასეულობებისა
და ღირებულებების არჩევაში უწყობს ხელს, არამედ
ცნობიერებასაც უყალიბებს, განსაკუთრებით იმათ, ვისი ცხოვრებაც
ერთფეროვანი სამსახურით, ბიუროკრატიული ურთიერთობებითა და
სოციალური იზოლაციით გამოირჩევა.
მედია რეალური ცხოვრებისეული გარემოსაგან განსხვავებულ
სამყაროს სურათს წარუდგენს მათ და მოდუნებასა და ყოველდღიური
პრობლემებისაგან განტვირთვაში ეხმარება

8
• ამერიკელი მკვლევრები არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ
ჟურნალისტი ასე თუ ისე აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ფაქტთა მოკრება-
არჩევა-მიწოდებით და აბსურდულად მიიჩნევენ ახალი ამბების
ჟურნალისტიკაში ჟურნალისტების მიერ შეხედულებების ღიად
გამოხატვის საჭიროებას.
• ამ პოზიციას ასაბუთებენ იმ მოსაზრებით, რომ ახალ ამბებში მხოლოდ
ინფორმაცია უნდა გადმოიცემოდეს, კომენტარი – ანალიტიკური მასალების
შემადგენელია.
• სუფთა ინფორმაციული ჟურნალისტიკის მომხრეების რწმენით, საკუთარი
აზრის გამოთქმის უფლება მხოლოდ სპეციალურ კორესპონდენტებს აქვთ ,
რომლებიც საქმის პროცესში განმარტებებს იძლევიან.
• მკითხველს, მათივე მტკიცებით, აინტერესებს მხოლოდ იმის ცოდნა,
თუ რა დაინახა და აღმოაჩინა ჟურნალისტმა და არა ის, თუ რატომ
მოხდა და როგორ. 9
რა განსაზღვრავს ახალი ამბების ხარისხს

• რამდენად მოთხოვნადი, სასარგებლო, საინტერესოა ამბავი;


• როგორაა ემოციურად შეფერილი.
• ინფორმაციის ხარისხი ადრესატითაც განისაზღვრება,
ხარისხიანი ინფორმაცია:
• ზემოაღნიშმულ კრიტერიუმებს შეესაბამება
• ითვალისწინებს მისი შინაარსის გაგებისათვის საჭირო ცოდნას და
• არის ორიენტირებული ძირითადად საშუალო” მომხმარებელზე“, ანუ აუდიტორიაზე.
• ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებელი მჭიდრო კავშირშია
რაოდენობრივთან. მაგალითად, ე.წ. „ინფორმაციის დეფიციტის” მიზეზი მისმა
უხარისხობამ გამოიწვია, რაც რაოდენობრივი მაჩვენებლით არ გამოსწორდება.
• მასობრივი ინფორმაციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები მის
ფასეულობას განსაზღვრავენ.

10
• ახალი ამბების ჟურნალისტიკა მოვლენათა ნაკადიდან მნიშვნელოვან
და ყურადსაღებ ფაქტებს გამოარჩევს.
• ახალი ამბებისათვის წაყენებულ მოთხოვნათა შორის
ოპერატიულობა, ლაკონიურობა, კომპაქტურობა და სიზუსტე
სახელდება.
შემქმნელს მოეთხოვება:
 მომხდარის არსის გამოხატვის,
 ახალი ამბის რეპლიკათა გაცვლის საშუალებით წარმოჩენის,
 მომხდარის თვისებების წარმოდგენა-ჩვენებისა და მოვლენის
იმიტირება-აღდგენის უნარი.
• მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ჟურნალისტს აუდიტორიის
დაინტერესება.

11
ახალი ამბავი და სიახლე

• ახალი ამბავი, ჟურნალისტური გაგებით, არის ინფორმაცია, რომელიც


გავრცელებამდე (გაშუქებამდე) უცნობი იყო საზოგადოებისათვის
(ყველასთვის ან აუდიტორიის უმრავლესობისთვის).
• ახალი ამბების მრავალი განმარტებიდან არ არსებობს უნივერსალური , ანუ
ისეთი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს და ახსნის, თუ რა არის
ნამდვილი ახალი ამბავი, როგორ გამოვარჩიოთ ის ყოველდღიურად
მიმდინარე მოვლენათა და შემთხვევათა ნაკადიდან.
• უნდა განვასხვავოთ ახალი ამბავი და სიახლე.
• სიახლე უკვე ნაცნობ ამბავზე რაღაც უცნობის შეტყობინებაა

12
ქეისი

მაგალითად, ცნობილია, რომ საუკუნის წინ ერთ-ერთმა გერმანელმა ექიმმა


ასპირინის სამკუნალო თვისებები აღმოაჩინა.
პრესამაც ოპერატიულად ამცნო ეს აქტუალური ამბავი საზოგადოებას. თუმცა,
მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაირკვა ასპირინის აქამდე უცნობი
თვისება.
აღმოჩნდა, რომ ეს მედიკამენტი აფერხებს სისხლის შედედებას ადამიანის
ორგანიზმში და სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას განაპირობებს, რაც
ინფარქტებსა და ინსულტებს იწვევს.
ჟურნალისტებმა ამჯერადაც არ დააყოვნეს ამ ახალი, ბევრისთვის
მნიშვნელოვანი, ინფორმაციის გავრცელება ცნობილ პრეპარატზე.
იმ ადამიანებისათვის, რომელთაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ,
ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა

13
ახალი ამბების ჟურნალისტიკის
საგანი – მოვლენაა,
მეთოდი – 6 კითხვაზე პასუხის ძიება (რა? სად? როდის? ვინ? როგორ?
რატომ?),
ფუნქცია – ობიექტური თხრობა მოვლენის შესახებ მეტნაკლები
რაოდენობის დეტალების გაშუქებით.
• ახალი ამბების გავრცელება ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქციაა.
• ინფორმირება იშვიათად თუ არის ნეიტრალური – თითქმის ყველა
ჟანრის ჟურნალისტური ტექსტის ერთ-ერთი თავისებურება შეტყობინების
და ზემოქმედების ელემენტების შერწყმაში მდგომარეობს.
• ხშირ შემთხვევაში ახალ ამბებს თან ახლავს:
 პირდაპირი თუ ქვეტექსტური შეფასება,
 რაც ენობრივ საშუალებებში ან იმ ხერხებში გამოიხატება, რომლებიც
14
ამბისადმი აუდიტორიის რეაქციას განაწყობენ.
• ახალი ამბების ჟურნალისტიკაში თვალი მიედევნება ინდივიდისა თუ
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც
გადმოიცემა ტიპურისა და საზოგადოდ მიღებულის კონტექსტში.
• ახალი ამბები იქმნება იმის გათვლით, თუ რა აინტერესებს
აუდიტორიას და ასევე იმ
• შიდა და გარე შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელთაც ეჯახება
რედაქცია.

ნიუს-ჟურნალისტიკაში ზოგადად გამოარჩევენ ახალი

ამბების შემდეგ სახეებს:


 მოვლენას;
 შემთხვევას;
 ღონისძიებას;
 საქმიანობის შედეგებს. 15
დასავლური მედია სხვაგვარ დიფერენციაციას გვთავაზობს და

შემდეგ კატეგორიებს გამოჰყოფს:

• ახალი ამბავი - „დრამა”;

• ახალი ამბავი - სიურპრიზი;

• ახალი ამბავი პიროვნებაზე;

• სკანდალური ახალი ამბავი, მათ შორის კრიმინალური;

• ახალი ამბავი მასშტაბურ მოვლენაზე.

ახალ ამბავს განასხვავებენ თემატიკის მიხედვითაც.

16
ახალ ამბავს განასხვავებენ თემატიკის მიხედვითაც.
აქცენტებს აკეთებენ:
 სოციალურ,
 ეკონომიკურ,
 პოლიტიკურ,
 სპორტულ
 კულტურულ
 ადამიანურ ფაქტორებზე
თანამედროვე საახალამბებო ჟურნალისტიკა მედიასივრცის
მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს მრავალფეროვანი ინფორმაციით.

17
• ახალი ამბების ჟურნალისტიკა გარკვეულწილად დამოკიდებულია
იდეოლოგიურ სივრცესა და აუდიტორიის ხასიათზე.
რომელშიც ფუნქციონირებს და რომლისთვისაც არსებობს.
• ახალი ამბების იდეოლოგიის წარმოების ერთ-ერთ საშუალებად
ამბის თემის არჩევის პროცედურა ითვლება.
• ამ პროცედურის მიხედვით, ფაქტი მისი წარმოშობის რეალური
კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რათა შესაძლებელი გახდეს მისი
მოთავსება ახალ, სიმბოლურ კონტექსტში:
• რადგან ახალი ამბების ვარგისიანობას თემები განსაზღვრავს, ამიტომ
ყურადღება, რომელიც მოვლენას ექცევა, შეიძლება არ შეესაბამებოდეს
მის მნიშვნელობას, აქტუალობას და დროულობას.

18
ახალი ამბების ჟურნალისტიკისადმი წაყენებული მთავარი
მოთხოვნები :
 ოპერატიულობა,
 ლაკონიურობა,
 კომპაქტურობა,
 სიზუსტე.
თანამედროვე „ნიუს ჟურნალისტიკაში” ახალი ამბავი
დინამიური განვითარების პროცესის 3 ძირითად სტადიას
გადის:
1. რეალური მოვლენა;
2. ინფორმაცია, რომელიც მასმედიაში მოხვდა;
3. ინფორმაცია, რომელიც აღქმული იყო მკითხველის,
მსმენელის, მაყურებლის მიერ, როგორც ახალი ამბავი. 19
12 ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავენ ფაქტს, როგორც ახალ ამბავს,
(დასავლელი მკვლევრების მოსაზრებით)

1. განმეორების სიხშირე;
2. მასშტაბურობა;
3. აზრის სიზუსტე;
4. ადაპტირებულობა;
5. თანხვედრა (შეთანხმება) აუდიტორიის მოლოდინთან;
6. სენსაციურობა;
7. დინამიზმი (ოდესღაც დაწყებული მოვლენის უწყვეტი განვითარება);
8. კომბინირებულობა (სერიოზულისა და გასართობის შერწყმა);
9. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოვლენებთან შეხება;
10. ცნობადი სახეების ცხოვრების ასახვა;
11. პერსონიფიცირება (იმ პიროვნებების ცხოვრება, ვინც იგივდება გარკვეულ
სოციალურ ან პოლიტიკურ მოვლენასთან);
12. მოვლენის შედეგების მოსალოდნელი ნეგატიურობა.

20
დაღმავალი პრინციპი

ახალი ამბის (მოკლე იქნება ის თუ გავრცობილი) სიუჟეტი დაღმავალი

პრინციპისაა.

• ყოველი მომდევნო აბზაცი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა.

• რა თქმა უნდა, ის სპეციალური ლექსიკის გამოყენებით იწერება,

რომელიც გასაგები უნდა იყოს პოტენციური აუდიტორიის

მაქსიმალური ნაწილისათვის.

• ნებისმიერი მკითხველის, მსმენელის თუ მაყურებლისათვის სულაც არ

არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ყოველგვარი ინფორმაცია.

21
ამბების გავრცელების დროის ფაქტორს
რაც შეეხება, უფრო და უფრო მცირდება.
• თუ ტელეეპოქამ ახალი ამბების გავრცელების დრო ერთი დღიდან
საათებამდე შეამცირა, ინტერნეტმა ეს პროცესი წუთსა და წამებზე
დაიყვანა.

ჯერ კიდევ ასი წლის წინ


• ძნელად სარწმუნო იყო, რომ ცოტაოდენ მაინც მნიშვნელოვანი ამბავი წამებსა
და წუთებში მთელი მსოფლიოს „საკუთრება” გახდებოდა.
• იქნებოდა შესაძლებელი მანძილზე ტექსტის, სურათის, ნახატის გადაცემა, ან
და წერილის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა.
• ჩვენს დროში რადიო-ტელეთანამგზავრული სისტემებითა და ინტერნეტ
ტექნოლოგიებით ეს სავსებით შესაძლებელია.
• XX საუკუნემ ფანტასტიკური გარღვევა მოახდინა ინფორმაციის გავრცელება-
შენახვის თვალსაზრისით. 22
• ახალი ამბების ჟურნალისტიკა მისთვის დამახასიათებელი
ოპერატიულობით, ლაკონურობით და ფაქტზე
კონცენტრირებული ყურადღებით განსაკუთრებით პოპულარულია
ქსელურ მედიაში.
• ინფორმაციის ციფრული საშუალებებით გავრცელებამ
შესაძლებელი გახადა ჟურნალისტიკის იმ დონემდე განვითარება,
რომ ჟურნალისტსა და მკითხველს შორის დიალოგი რეალური
დროის რეჟიმში მიმდინარეობს.
• ინტერნეტი ინფორმაციის მიღება-გავრცელების უსწრაფეს
საშუალებად იქცა, შედეგად ფართო მოთხოვნა ჰპოვა
საახალამბებო ინტერნეტ ჟურნალისტიკამ.
• რადგან დღევანდელ საზოგადოებაში ყველაზე ხშირად
გამოყენებადი რესურსი ახალი ამბებია, ონლაინ ჟურნალისტიკამ 23

ძირითადი აქცენტი საახალამბებო ჟანრებზე გააკეთა.


• დავალება: თ.ზაქარაშვილი “მასმედია და თანამედროვე
საახალამბებო ჟურნალისტიკა”, გვ. 5–19

24

You might also like