You are on page 1of 46

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის

უნივერსიტეტი

ლაშა ბაბუხადია

მიგრაციის საკითხების გაშუქების ტენდენციები


ქართულ,პოლონურსა და გერმანულ მედიაში

The Tendencies for migration issues in Georgian, Polish and


German media

B.020.03.01- ჟურნალისტიკა

საბაკალავრო ნაშრომი სოციალურ მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური


ხარისხის მოსაპოვებად

ხელმძღვანელი: მარინე ლომიძე, ჟურნალისტიკის


დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

თბილისი
2018

1
ანოტაცია
გლობალიზაციის პროცესში მიგრაციული საკითხების მართებული გაშუქება
რესპექტაბელური მედიის გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მედია
ტენდენციების ლუსტრირება არის ნაშრომის მთავარი ღირსება,ისევე როგორც
მისი ექსკლუზიურობა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში, რომელიც
ნაკლებობას განიცდის და შეიძლება ვთქვათ საერთოდ არ არსბეობს
მედიაკვლევები ამ მიმართულებით.
ნაშრომი მედიამკვლევარებს, სტუდენტებსა თუ მიგრაციის საკითხების
გაშუქებით დაინტერესბულ ადამიანებს დაეხმარებათ მრავალგანზომილებაში,
ევროპის ქვეყნების რამდენიმე მასობრივი მედია საშუალების ქეისის
მაგალითებზე- ასახოს მედია სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები,
რაც ესაჭიროება ყველა ჟურნალისტს გაითვალისწინოს მიგრაციის შესახებ
მომზადებული მედიაპროდუქტის შექმნისას. ჩემს მიერ ჩატარებული
რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა მოიცავს გერმანიის,ბრიტანეთის,
საქართველოსა და პოლონეთის მედია საშუალებებს.
ასევე ნაშრომში მოცემულია ქართული დიასპორული ჟურნალისტიკის
წარმომადგენელთა აქამდე უცნობი სია და გადაცემათა კონტენტანალიზი.
მაგალითად, პოლონურ მედიასაშუალება „Cerkiew.pl”- ში ლაშა ბაბუხადიას მიერ
მომზადებული გადაცემათა ციკლი არამეტრიალურ კულტურულ მემკვიდრეობის
შესახებ, სახელწოდებით „ქართული სამზარეულო“.

Annotaion
The correct media coverage of migration issues is a challenge for respectful media in the
globalization process. Listing of existing media tendencies is the main dignity of the work,
as well as its exclusivity in Georgian scientific literature, which is lacking and can not be
said there are a lot medial reasearcher in this direction at all.
Media worker, as well as the students interested in covering the migration of people to
help in a multidimensional, in several European countries cases, to reflect the standard of
requirements, which need all journalists to take into the consideration the migration
among the preparation media products. The quantitative and qualitative research
conducted by me includes the media outlets of Germany, Britain, Georgia and Poland.
The paper also consist a list of previously unknown presenters of Georgian diaspora
journalism and the content analysis of the program. For instance, the Polish media outlet
on "Cerkiew.pl", Lasha Babukhadia's TV program of the non-material cultural heritage
titled "Georgian Cuisine".

2
სარჩევი
შესავალი ............................................................................................................................................... 4
თავი 1
მედია გავლენები მიგრაციაზე ........................................................................................................... 8
თავი 2 .................................................................................................................................................. 15
თავი 3................................................................................................................................................... 19
მედიაკანონმდებლობა და ეთიკა მიგრაციის გაშუქებისას .......................................................... 19
თავი 4................................................................................................................................................... 22
„PIA“-ს სათაურები: ............................................................................................................................ 30
მიგრაცია ............................................................................................................................................. 32
დასკვნა ................................................................................................................................................ 34
ბიბლიოგრაფია...................................................................................................................................39

თანდართული მასალები ................................................................................................................41

3
შესავალი

მსოფლიო საერთო გლობალიზაციის პროცესში, ქვეყნის მიგრაციული


პროცესების გონივრულ წარმართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა უჭირავს. ხოლო
ამ პროცესში მედია ხშირად გვევლინება აპერტაიზერის-როგორც
მადისაღმძვრელი,მაპროვოცირებელი თუ მარწმუნებელი ბერკეტი პოტენციური
მიგრანტებისთვის. ან სულაც მასობრივი მედიასაშუალებები შესაძლებელია
მოგვევლინონ ცილისმწამებლური და მადისკრედიტებელი იმ ქვეყნის მიმართ,(ან
თავად მიგრანტების წარმომავლობის მიმართ), რომელშიც პოტენციურ მიგრანტს
განუსაზღვრავს დროებითი თუ ხანგრძლივი, იძულებითი თუ ნებითი მიგრაცია.
მედიას ხელეწიფება წარმოაჩინოს მიმღები ქვეყნის ცხოვრების
პირობები,სოციალური ფონი, ეკონომიკური მდგომარება, კულტურული
ვითარება თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გასათვალისწინებელი
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ადამიანი ეყრდნობა სამომავლო
საცხოვრებელი ქვეყნის სელექცირებისას. მიგრაციის მოსურნე ადამიანებს მიმღებ
ქვეყანაზე წარმოდგენის შექმნა: სოციალური ქსელის, ფილმების , ლიტერატურის,
რეკლამების, ინტერნეტის, მედიის მეშვეობით შეუძლიათ. რაც ხშირ შემთხვევაში
ქმნის „ფსევდორეალობას“ მიმღები ქვეყნის მიმართ, რადგან მედიის მიერ
წარმოჩენილი ეფექტები ყალბი, ფასადური, გაზვიადებული, ან სულაც
არარეალურია.
შესაბამისად ეს წარმოშობს მედიაში მიგრაციის თავისებურებების სწორად
გაშუქების პრობლემას. გარდა ერთი გარემოებისა, რომ მიგრაციის მოსურნე
ადამიანი ცდილობს ინფორმირდეს დანიშნულების ქვეყანის შესახებ , მეორეს
მხრივ მიმღები ქვეყნის მოქალაქეებს წრფელი ინტერესი გააჩნიათ იმის მიმართ,
თუ ვინ არიან მათ ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები, რატომ აირჩის მათი ქვეყანა
დანიშნულების ადგილად, ერთჯერადია თუ ხანგრძლივი მათი ვიზიტი, რა
სარგებელი თუ საფრთხეები ახლავს მათ მიგრაციას. მიგრანტთა საკითხების
გაშუქებისას, მედიამ უნდა გამოიჩინოს პედანტური სიფრთხილე , რათა მას
ხელეწიფება მიგრაციული პროცესების შესახებ დადებითი იმიჯის შექმნა, ასევე
პირიკუ, მიმღები ქვეყნის საზოგადოებაში შიშის დათესვა თუ ქსენოფობიის
გაღვივება.
ნაშრომის მთავარი მიზანია ასახოს ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც
მიგრაციის საკითხთა გაშუქებისას გვხვდება გერმანულ, ქართულსა და პოლონურ
მედიაში. ასევე, გამოყოს ის სახეცვლილებები, თუ მსგავსებები მათ შორის,
რომელიც მაიდენტიფიცირებელი იქნება იმ საერთო ტრენდისა, რომელიც
ევროპულ მედიაშია ასეა მომძლავრებული.

4
ევროპის ქვეყნების ზოგიერთი სამეცნიერო ხასიათის მედიაკვლევა გვაჩვენებს,
რომ თუ მედია წამოიწყებს უარყოფით დისკურსს მიგრანტებსა და ეთნიკურ
უმცირესობებზე, იგი დომინანტური რჩება (ბრაიანტი და ოლივერი, Bryant and
Oliver, 2009, p. 15). უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მედია ქმნის ადამიანთა
პორტრეტებს, აღწერს მათ საცხოვრებელ პირობებს, რაც არსებითია ასეთ
სენსიტიურ საკითხებზე რეპორტაჟების მომზადებისას. ამ შემთხვევაში, მედიას
შეუძლია ხელი შეუწყოს სტიგმატიზაციას ან/და მიგრანტების კრიმინალურ
კონტექსტში აღქმას (ბრაიანტი და ოლივერი, Bryant and Oliver, 2009, p. 8-10).
გაბრიელა ჯაკომელა აღნიშნავს, რომ სასურველია არა მხოლოდ პრობლემების
გაშუქება, არამედ მიგრანტთა წარმატებულ ისტორიებზე ფოკუსირება (ბრაიანტი
და ოლივერი, Bryant and Oliver, 2009, p. 79). თუმცა, მედიის მიერ ამ ისტორიების
წარმოჩენამ შეიძლება ხელი შეუწყოს მიგრაციის შესახებ მითების დამკვიდრებას
პოტენციური მიგრანტის აზროვნებაში. ქართულ მიგრაციის სამბუნევნობას
შეგვიძლია „მიგრაციის ჰიპოსტაზური მოდელიც“ ვუწოდოთ,როცა ქვეყანა
არამარტო მიღება-გაცემითობით მოცემულობაზე დაიყვანება, არამედ ასევე
როგორც კორელაციური, ე.წ. შუამავალი როლიც აკისრია გამცემ და მიმღებ
სახელწიფოს შორის. მიგრაციის ლექსიკონში,ეს როლი მოხსენიებულია,როგორც
სატრანზიტო ქვეყანა – ქვეყანა, რომლის გავლით მოძრაობენ ლეგალური და
არალეგალური მიგრანტები.
თემის აქტუალობა ქართულ რეალობაში, გაიზარდა ვიზალიბერლაიზაციის
შემდგომ, როდესაც საქართველომ 2017 წლის 28 მარტს მიიღო უვიზოდ
მოგზაურობის შესაძლებლობა შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს
ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო
მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. მეორე
პოსტულატი კი წარმოადგენს, საქართველოს როგორც მიმღებ ქვეყანას-როგორც
დანიშნულების ქვეყანა მიგრანტებისთვის. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს
ზემოთ ხსენებული, რომ საქართველო ე.წ. ტრანზიტულ ქვეყანად ითვლება ახლო
აღმოსავლეთის ტერიტორიის მოსახლეობისთვის ევროპასა და რუსეთში
მოსახვედრად და არამარტო მათთვის.
კვლევის მიზანი: კვლევის მიზანია შექმანს სამეცნიერო ლიტერატურული
პრეცენდენტი მიგრაციული საკითხების გაშუქების თვალსაზრისით და
მოახდინოს ქართულ, პოლონურ, გერმანული მედიამონიტორინგი ძირითადი
ტენედენციების ლუსტრირებით. ხელი შეუწყოს მომავალ ჟურნალისტთა
ცნობიერების ამაღლებას მიგრაციულ საკითხთან შემხებლობაში.
კვლევის საგანი: კვლევის საგანია საქართველოში არსებული ტაბლოიდური
მედისაშუალებები, მათი საერთო მახასიათებლები და განსხვავებები პოლონურსა
და გერმანულ მედიასთან შედარებით, რომელებიც გვაძლევს საერთო
ტენდენციებს მიგრაციის საკითხთა გაშუქებისას.
5
კვლევის მეთოდოლოგია: კვლევისას გამოვიყენე ისტორიული,რაოდენობრივი,
შედარებითი ,თვისობრივი და სტატისტიკური კვლევის მეთოდები.
შესაბამისად, საინტერესოა მედიამონიტორინგი, როგორ აშუქებს მიგრაციულ
პროცესებს მასობრივი საშუალებები. იმის პარალელურად, როდესაც
ევროკავშირის წარმომადგენლები ქართველთა მხრიდან თავშესაფრის
მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, აქტიურად ალაპრაკდნენ
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. მაგალითად ნორვეგიამ, 2017
წელს, 963 მიმართვიდან არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ მისცა
თავშესაფარი.
ასევე ნაშრომში განვიხილავ უცხორ მედიაში აგორებულ ე.წ. ვირუსულ ამბებს,
რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ მოახდინონ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვა
ერთი ქვეყნის დანიშნულებით. მაგ: ახალ ამბავი, იმის შესახებ, რომ რეიკიავიკში
ჩასიძებული ადამიანები თვეში 5 000 ევროსაც მიიღებენ მთავრობისგან, მცდარი
აღმოჩნდა. ხოლო ამ „ტროლი ამბის“ შედეგად მივიღეთ გაზრდილი თავშესაფრის
მაძიებლები და ასევე სოციალურ ქსელებში ისლანდიელ გოგონებზე
კოლოსარულად მზრდადი პირადი მიმოწერა თუ მეგობრობის თხოვნები.
ბოლოს ეგვიპტის საელჩო იძულებულიც გახდა ემცნო საკუთარი
მოსახლეობისთვის,რომ ნიუსი ყალბი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
შეუძლებელია არ შევეხოთ, ასევე ევროპულ პოლიტიკას მიგრაციის საკითხებზე,
თუ როგორ რეაგირებენ ისინი მასზე და ხშირად ამით იწყობენ პოლიტიკურ
კარიერას. გერმანიის ბოლო არჩვენბმა ცხადყო,რომ ულტრანაციონალისტური
პოლიტიკური ძალები, რომელბიც გამოირჩეოდნენ ანტი-მიგრაციული
პოლიტიკით, მათი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა და 4 წლიანმა პარტიამ
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ 12% იანი შკალით 90 სკამი დაიტაცა
ბუნდესტაგში. ამ შემთხვევის ლუსტრაციისთვის წარმოგიდგენთ გერმანიის ერთ-
ერთი ნაწილი თურინჯიის რეგიონში არსებულ მედია გარემოს, სადაც „რადიო
თავისუფლების“ ეთერში მომიწია მესაუბრა ქართულ ინტერნალურ და გარე
მიგრაციის შესახებ.
ასევე, ერფურტში ყოფნისას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტთა
გამოკითვისას, რაოდენობრივი კვლევის შედეგები ცხადყოფს მინიშნებებს, იმისა,
თუ რა გახდა მიგრაციული პროცესების შესახებ შექმნილი სტიგმებისა და
სტერეოტიპების საფუძველი. თუ სად უფრო მძაფრობს, მედიასტანდარტისა და
მედიაეთიკის დარღვევა მიგრაციიის საკითხების გაშუქებისას. როგორც
საზოგადოებრივი მაუწყებლის დოენეზე, ასევე კერძო ტელევიზიების
პერსპექტივიდანაც.
ხშირად სტიგმატიზაციის მსხვერპლი მიგრანტები ხდებიან, მედიის მხრიდან
დამკვიდრებული არასწორად ნებსით თუ უნებლიეთ გამოყენებული
ტერმინოლოგიის შედეგად. მაშასადამე ნაშრომის თანდართულ მასალაში
6
წარმოგიდგენილია, ის ძირითად ტერმინოლოგია, რაც ამ თემაზე მომუშავე
ჟურნალისტი უნდა ფლობდეს, რათა დაიცვას როგორც ჟურნალისტური ეთიკით
გათვალისწინებული სტანდარტი ასევე ხელი შეუწყოს მედიასტანდარტის
დამკვიდრებას ამ კუთხით. მედიაში მიგრაციის საკითხების განხილვა
საყურადღებოა ეთიკისა და ჟურნალისტური სტანდარტების ჭრილშიც.
მედიაში დაუშვებელია ისეთი ქსენოფობური და რასისტული
დამოკიდებულების პროვოცირება ნეგატიური მითების გამოყენებით, რაც ხელს
უწყობს სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ
მედიაში ნაწილობრივ არასასურველი სიტუაციაა. რასაც იმ ქეისების განხილვით
შევეცდები, რაც ჩემმა 3 თვიანმა (15 ივნისი-15სექტემბერი,2017წ) მედია
დაკვირვებამ ცხადჰყო. სწორედ ამიტომ შევეცდები დავსახო ის ძირითადი
რეკომენდაციები, რაც ამ თემის გაშუქებისას ჟურნალისტს მოეთხოვება.
ნაშრომი იმით გახლავთ უნიკალური, რომ არ წარმოადგენს მიგრაციის თემაზე
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მასალების ნაკრებს,(პრინციპში ქართულ
სამეცნიერო ლიტერატურაში დეფიციტია). მასში წარმოდგენილია რაოდენბრივი
კვლევა, თვისობრივი კვლევისა და კონტენტ ანალიზის რამდენიმე ნიმუში,
რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში შეუსწავლელია. მიუხედვად
იმისა ,რომ მასში განხილულია რამდენიმე უცხოური სახელმძღვანელოც - ის
გაჯერებულია თანამედროვე მიგრაციული მედია პროდუქტის შეფასებით და
ნაშრომის ბოლოს ბიბლიოგრაფიაში შეგეძლებათ,როგორც ქართულ ასევე
ინგლისურ ენაზე თავად ნახოთ ის საინტერესო მოვლენების ამსახველი მასალა,
რის ანალიზსაც ნაშრომი წარმოადგენს. მიგრანტების საკითხებზე ქართულ
სამეცნიერო ლიტერატურაში არ მოიპოვება მედიამონიტორინგის სპეციალური
ანგარიშები. თუმცა, არსებობს რამდენიმე მედია კვლევა, რომელიც მოიცავს
ფაქტობრივ მონაცემებს მიგრაციის შესახებაც. „მედიის განვითარების ფონდის“
მიერ ჩატარებულ მონიტორინგის ანგარიშებში გვხვდება შემდეგი თემები :
ქსენოფობიური გამონათქვამები, რასისტული კონოტაცია კონკრეტული
ქვეყნებთან მიმართებით.
ასევე, წარმოვადგენ მიგრაციის თემების გაშუქებისას ჩატარებულ
რაოდენობრივსა და თვისობრივი ანალიზს. რომელიც მოიცავს დაკვირვებას ,
როგორც უცხოური მედიისა ასევე ქართული რეალობისაც.
სწორედ ეს ნაშრომი მედიამკვლევარებს, სტუდენტებსა თუ მიგრაციის
საკითხების გაშუქებით დაინტერესბულ ადამიანებს დაეხმარებათ
მრავალგანზომილებაში, ევროპის ქვეყნების რამდენიმე მასობრივი მედია
საშუალების ქეისის მაგალითებზე- დაინახოს მედია სტანდარტით
გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ესაჭიროება ყველა ჟურნალისტს
გაითვალისწინოს მიგრაციის შესახებ მომზადებული მედიაპროდუქტის
შექმნისას. ჩემს მიერ ჩატარებული მონიტორინგი მოიცავს გერმანიის,ბრიტანეთის,
7
საქართველოსა და პოლონეთის მედია საშუალებებს. ხოლო ჩამოთვლილ
ქვეყნებიდან უკანასკნელში , მიგრაციის თემატიკაზე განვიხილავ საკუთარ მედია
პროდუქტს, რომელიც მოვამზადე პოლონური საზოგადოებრივი მედიასაშუალება
“Cerkiew.pl”-ში.

თავი
1
მედია გავლენები მიგრაციაზე

მასობრივია მედიასაშუალებათა მნიშვნელობა მიგრაციული პროცესების მართვის


კუთხით, როგორც ეროვნულ ასევე გლობალური მასშტაბით ძალზედ
მნიშვნელოვანია. ამას ისიც მიუთითებს, რომ სოციალური მედიის მეშვეობით
თანამედროვე ინფორმაციაზე თანაბარი წვდომა გააჩნია დუბლინის, მოსკოვის,
თბილისის, ნიუ იორკის თუ სხვა ქალაქის მცხოვრებლებს ერთდროულად, ისე
რომ ამბავი შეიძლება თბილისში ხდებოდეს და ამის შესახებ პირველმა ნიუ
იორკში გაიგონ. მედია უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს პოტენციური
მოგრანტებისთვის, რადგან მისი საშუალებით ვიგებთ ახალ ამბებს, გასართობ
ინფორმაციას, კომერციული ხასიათის კონტენტს, ვიცნობთ პოლიტიკური
კონიექტურას, სოციალურ თუ კულტრულ გარემოს.

დუბლინში, თბილისში, ნიუ იორკსა თუ მოსკოვში მასმედიიის სხვადასხვა


საშუალებით ვეცნობით სხვადასხვა ინფორმაციას მიგრაციის შესახებ, ისე ,რომ
შესაძლოა , ამ განსხვავებული მასალების მომზადებისას ორივე ჟურნალისტი
ცდილობდეს მედიასტანდარტის თანაბრად დაცვას. თუმცა ყოველი მიგრაციული
პროცესი თვისობრივად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომ
ერთი სტანდარტით ხელმძღვანელობა არ მოგვცემს რეალურ სურათს.
მაგალითად, ამ დროისთვის ცეცხლის ალში გახვეულ სირიაში მცხოვრები
მიგრანტების ნაწილი გაურბის ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას , ნაწილი სხვა
დაჯგუფებების ზეწოლას, ხოლო ეგვიპტეში მიგრაიული მოტივი პოლიტიკური
ზეწოლა თუ ხელისუფლების ესტაბლიშმენტიდან ზეწოლა გახდეს.
აფრიკის კონტინენტზე რევოლუციურ ტალღას „არაბულ გაზაფხულადაც“
მოიხსენიებენ, თუმცა მიუხედავად ამ ტერმინის გამაერთიანებლური ხასიათისა,
თითოეული ქვეყნის მიგრანტთა შემთხვევა განსხვავებულია და
8
მედიაპროდუქტის შემქმნელს მოეთხოვება თემის გაშუქებამდე შეისწავლოს
სახელმწიფოს შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტები ან კონსულტაცია გაიაროს
შესაბამის ექსპერტთან. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის კონტინენტის ჩრ.
ნაწილის ომიანობა მედიასთვის დიდი გამოწვევაა, ამავდროეულად მედია
გარღვევებისთვის პლაცდარმად იქცა. მაგალითად : პირველად ვიხილეთ
პირდაპირი ტრანსლირება უშუალოდ ომის მიმდინარეობის დროს,როდესაც
ჟურნალისტი პერიპეტიების კომენტირებას ახდენდა და ეს ყველაფერი ფეისბუქის
მეშვეობით ისეთივე ხელმისაწვდომი გახლდათ ,როგორც რომელიმე ადამიანის
დაბადების დღის მისალოცი პირდაპირი ეთერის ნახვა.
1984 წელს ავსტრია-ამერიკის აკადემიამ, კერძოდ, თვითგამოცხადებულმა
„საზოგადოებასთან ურთიერთობის მამამ“, ედუარდ ბერნეისმა, გამოაქვეყნა
ფუძემდებლური ესე, „თანხმობის ჩამოყალიბება“, რომელიც განიხილავს
მასმედიის როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„სიტყვის თავისუფლებამ და მისმა დემოკრატიულმა შედეგმა, ისევე როგორც
თავისუფალმა პრესამ, შეუმჩნევლად გააფართოვა უფლებათა სამართალი,
რომელიც, დარწმუნების უფლებასაც მოიცავს. ეს კი თავისუფალი სიტყვის და
დარწმუნების მედიის გაფართოებისა და ზრდის შედეგი იყო...“ - ედვარდ
ბერნეისი.
მისი ესეს მიხედვით, საკუთარ მისაზრებებსა და რწმენაში ხალხის
„დარწმუნების“ უფლების არსებობა თავისუფალი საზოგადოებისთვის დიდი
დამახასიათებელი თვისებაა და აუცილებელია დემოკრატიული
წყობილებისთვის. თუმცა მასმედიის სამყაროში მაშინ, როდესაც ის უკავშირდება
პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს - ბადებს ყურადსაღებ კითხვებს, ჩვენ
მიერ მისაღები გადაწყვეტილებების დონეზე, ასევე იმაზეც, ხომ არ გვიბიძგებს
იგი ისეთი გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც სხვა ვითარებაში არ მივიღებდით.
შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ იქმნება
საზოგადოებრივი აზრი მიგრაციის შესახებ.
ზემოთ ხსენებული, ესეს ციტირებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავსვათ
კითხვები, როგორ წარმოიშვა მიგრაციისადმი დამოკიდებულება საქართველოსა
თუ სხვა ევროპის ქვეყნებში :
რა აისახა მედიაში და რატომ? არის ყველა მედია კონტენტში მოხსენიებული
ტექსტი დაკვირვებისა და ანალიზის უშუალო შედეგი? თუ ასეა საიდანაა
მოპოვებული სათანადო მონაცემები და რამდენად სანდოა ისინი? ექვემდებარება
გადამოწმებას? ან კომერციული თუ პოლიტიკური ინტერესებით ხომ არაა
ნასაზრდოები, რომლის დანიშნულებაცაა მიგრაციიის გარკვეული კუთხით
წარმოჩენა?
ასევე, ყურადსაღებია, წამოჭრის თუ არა წამყვანი მედიაორგანიზაციების
სოციალური დღის წესრიგის საკითხებს მიგრაციის შესახებ; ასევე უნდა
9
დავაკვირდეთ მედია უბრალოდ გამტარია ინფორმაციიის თუ ის ზეგავლენას
ახდენს?
ის, თუ როგორ ასახავენ საქართველოს მედიასაშუალებები მიგრაციის საკითხებს,
საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ თემები და განვსაზღვროთ თანამედოვე
საქართველოში ვინ ან რა განაპირობებს „ქართველობას“ : მოქალაქეობა ?
საცხოვრებელი ადგილი? ენა ან კულტურა? რელიგია? ეთნიკურობა ? ოჯახი ?
არის თუ არა ბრიტანეთში დაბადებული პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში
ცხოვრობს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა,(ალექსანდრე სმიტი) ,რამით
„ნაკლები“ იმ ქართველ მომღერალზე,(ქეთი მელუა), რომელსაც ბრიტანეთის
მოქალაქეობა აქვს, ან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე,(მიხეილ სააკაშვილი)
რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
მიგრაციასთან დაკავშირებული თემები დროდადრო, სხვადასვა რაკურსით
ჩნდება ტრადიციულ მედიაში, მაგალითად: სიუჟეტები იძულებით მიგრანტებისა
და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილების შესახებ; ასევე 2018 წლის 4
მარტს, ტელეკომპანია „იმედმა“ მიუძღვნა სიუჟეტი საქართველოს, როგორც
სატრანზიტო მიგრაციის ქვეყანას. ბორჯომის ტყეში, საზღვრის უკანონო
გადაკვეთის მცდელობისას, ქართული დამნაშავე ჯგუფების მიერ მოტყუებით
თურქეთის ტერიტორიაზე გადაყვანის დაპირებით, 2 ბანგლადეშის მოქალაქე
გაიყინა ბორჯომის ტყეპარკში. სიუჟეტში მოყვანილია სხვა ბანგლადეშელი
თანამემამულეთა ინტერვიუები, რომლებიც გადაურჩნენ ტყეში გაყინვას. ეს
კონკრეტული მედიაპროდუქტი, გარდა ინფორმაციის მიწოდებისა, ბანგლადეშის
მოსახლეობას ტრეფიკინგის შესაძლო შემთხვევბზეც აფიქრებს.
მედიის მხრიდან მიგრაციის (ამ შემთხვევაში მასობრივი დეპორტაციის)
მართებული გაშუქებას, რომ დიდი მნიშვნელობა აკისრია,ცხადყო 2016 წელს ,
ათწლიანი ლოდინის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს,რუსეთის მიერ 2006
წელს 4 634 საქართველოს მოქალაქის უკანონო დეპორტაციისთვის მიღებულმა
ვერდიქტმა. 21 ეპიზოდზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო. ორ
ეპიზოდზე მოსკოვს ფულადი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ
არაადამიანური მოპყრობისა და მძიმე გზის გამო, ერთ-ერთი დაზარალებულის
ლია შიოშვილის სასარგებლოდ, რომელსაც მაშინ 3 შვილი ჰყავდა და 9 თვის
ფეხმძიმე იყო, რუსეთს რამდენიმე ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთს 40 ათასი ევროს
გადახდა დეპორტაციის დროს გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის მეუღლისთვის
მოუწევს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასმართლომ სხვა
დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით კომპენსაციის ოდენობა არ განსაზღვრა.
თუმცა, დადგინდა, რომ მათ დევნიდნენ, არაადამიანურად და ღირსების
შემლახავად ექცეოდნენ.

10
დაზარალებულ ლია შიოშვილსა და საქართველოს კიდევ 11 მოქალაქეს
არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი დაეხმარა. მათ
სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი და
მტკიცებულებები დადგენილ ვადაში – 6 თვეში წარადგინეს.
ინდივიდუალურ საქმეებზე ვერდიქტის გამოტანას წინ უძღოდა საქართველო-
რუსეთს შორის სახელმწიფოებრივი დავის დასრულება. სტრასბურგის
სასამართლომ 2014 წლის ივლისში რუსეთი დამნაშავედ სცნო.
მედიათეორიები, რომლებიც სწავლობს მედიაეფექტსა და მედიაჩარჩოებს,
ამტკიცებს მედიის დღისწესრიგის ზეგავლენას საზოგადოებრიც აზრზე. მედიის
დღის წესრიგის თეორიის მიხედვით, საზოგადეობას აქვს მოთხოვნილება მიიღოს
ინფორმაცია გარკვეულ საკითხებზე. რაც უფრო მაღალია კონკრეტულ
საკითხებზე „ორიენტაციის“ მოთხოვნა, მით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია
მედიას ამ „საორიენტაციო“ თემებზე.
ამ თეორიის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მიგრაციის თემების
გაშუქებისას, მიგრანტების მიმღებ ქვეყანაში, საზოგადოება ითხოვს იმის
გარკვევას, ვინ არიან მათ ქვეყანაში ჩასული ადამიანები და რატომ აირჩიეს
სწორედ ეს ქვეყანა საკუთარი მიზნებისთვის, რამდენ ხანს დარჩებიან და როგორ
იმოქმედებს ეს ამ ქვეყნის ცხოვრებასა და საზოგადოებაზე. ამდენად, მიგრანტების
საკითხების გაშუქებისას მედიას შეუძლია მიგრაცის დადებითი იმიჯის შექმნაც
და მიგრანტთა მიმართს შიშის გაღვივებისა და ქსენოფობიის ხელშეწყობაც.
სტერეოტიპებზე მსჯელობისას, მელვინ მენჩერი სამართლიანად ახსენებს
უოლტერ ლიპმანის 1922 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს, სადაც „ალეგორია
გამოქვაბულზე“, [4] რომელიც პლატონის „რესპუბლიკაშია“ აღწერილი,
განსაზღვრულია, როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ილუსტრაცია.
მენჩერი ცნება „ალეგორიას“ უკავშირებს მედიაზეგავლენას საზოგადოებაზე და
განსაზღვრავს მედიის ეფექტს სტერეოტიპების ფორმირებაზე. ლიპმანი კი
საუბრობს „ფესვდოგარემოს“ შექმნაზე ადამიანის მიერ, როდესაც „მსოფლიოს
შინაგანი აღქმა განსაზღვრავს აზრს გრძნნობასა და ქემედების ელემენტებს“.
ლიპმანის თანახმად, მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ვიღებთ შედეგს, რომელზეც
ვაფუძნებთ ჩვენს მოსაზრებას. გამომდინარე ამ ორი დებულებიდან, შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ხშირად წარმოსახვითი მიგრაცია - ე.წ. საზოგადოების
კოლექტიური აზრი, ირეალური წარმოდგენებით უფრო კოლოსალურია ვიდრე
სინამდვილეში ის სტატისტიკა, რასაც ევროსტატი გვაწვდის. [23]
სკოტ ბლაინდერის ნაშრომში წარმოსახვით იმიგრაციაზე, რომლის მიზანი იმის
გარკვევაა, განსხვავდება თუ არა მიგრანტების საზოგადოებაში აღქმა
რეალობისგან, მათი სახეობებისა და რიცხვის გათვალისწინებით, კვლევითი
დადგენილი ფაქტები მიანიშნებს „მნიშვნელოვან განსხვავებაზე საზოგადოების
მიერ წარმოდგენილ იმიგრაციის მასშტაბებსა და იმიგრანტთა შესახებ
11
ბრიტანეთის სახელმწიფოს ოფიციალურ სტატისტიკას შორის, რომელიც
გამოიყენებოდა პოლიტიკის შესაქმნელად.“ [4] მაგალითად, რესპონდენტებმა
თავშესაფრის მაძიებლები ბრიტანეთში დაასახელეს იმიგრანტების უმსხვილეს
ჯგუფად, ხოლოს საერთაშორისო სტუდენტები მცირერიცხოვნად მიიჩნიეს,
თუმცა, სახელმწიფო სტატისტიკამ პირიკუ ციფრები აჩვენა. ავტორის მტკიცებით,
მსგავსი აღქმა შეიძლება აისახოს მთლიანობაში იმიგრანტებისადმი
დამოკიდებულებაზე, რადგან არასწორი წარმოდგენა, მაგალითად, ქვეყანაში
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ ქმნის მოსაზრებას, რომ ზოგადად
იმიგრაცია უნდა შემცირდეს. დასკვნის სახით ავტორი ასევე ადასტურებს,რომ
„ვიდრე საზოგადოება და სახელმწიფოები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
იმიგრანტებს, პოლიტიკოსთა ნებისმიერი მცდელობა, გააკონტროლონ იმიცრაცია
საზოგადოების უმეტესობის მოთხოვნათა შესასრულებლად, წინააღმდეგობას
წააწყდება“- სკოტ ბლაინდერი.
მედიაეფექტის როლი შესწავლილია სხვადასხვა თეორიის ჭრილში, მაგალითად :“
სოციალური კოგნიტური თეორიის, კულტივირების, პრაიმინგისა და სხვა
თეორეიების მკვლევარები განსაზღვრავენ,რომ მედიაეფექტი ძირითადად შეეხება
იმას, თუ რას და როგორ აღიქვამს მაყურებელი. შედეგად ეს ექფექტი იცვლება
მედიის სქემებისა და სიძლიერის მიხედვით. ის მნიშვნელოვანია ნებისმიერი
აუდიტორიისთვის, თუმცა კონკრეტული აუდიტორიის მახასიათებლებმა
შეიძლება გაზარდონ მედიაშეტყობინებებისგან დაუცველობა.“
იმავე კვლევის თანახმად, მასმედიაში სტერეოტიპების დადებითი და
უარყოფითი ასახვა იწვევს სოციალურ ეფექტს.
რასელ კინგი და ნენსი ვუდი ამბობენ, რომ მედიას შეუძლია მიგრაციის
პროცესებში ჩარევა 3 ხერხით [4]:
 მიგრანტების დანიშნულების ადგილებიდან/ქვეყნებიდან ან
მიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელი
გლობალური მედიიდან მოპოვებული გამოსახულებების/იმიჯების
საშუალებით; ასეთი ინფორმაცია - მიუხედავად იმისა, სწორია თუ
მცდარი - შეიძლება გახდეს მიგრანტთა გადაადგილების ძლიერი
მასტიმულირებელი ფაქტორი. მაგალითად ცრუ ინფორმაციამ, იმის
თაობაზე,რომ ისლანდიელი ცოლის შერთვის შემთხვევაში მთავრობა
ქმარს 5 ათას ევროს გადაუხდიდა, გამოიწვია ის,რომ თავშესაფრის
მაძიებელთა რიცხვი ისლაინდიაში გაათმაგდა და ფეისბუქზე ისლანდიელ
გოგოებს არნახულად კოლოსარული მეგობრობის თხოვნები მიდიოდათ.
 მიგრანტთა გამოსახულების წარმოჩენა მიმღები ქვეყნის მიერ, რაც
განსაზღვრავს ინკლუზიას ან გარიყვა/გაუცხოებას; ავტორები
დარწმუნებლნი არიან, რომ გავლენიანი ჯგუფები მიგრანტებს
წარმოაჩენენ, როგორც „სხვებს/უცხოებს“, მაგალითად, კრიმინალებს ან
12
არასასურველ ადამიანებს. პოლიტიკისა და საზოგადების ცენტრის
(COMPAS) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, მკვლევარებმა გააანალიზეს,
რა სახის ინფორმაციას ავრცელებდა ბრიტანეთის პრესა ევროკავშირის ორ
ახალ წევრ ქვეყანაზე - ბულგარეთსა და რუმინეთზე - გარდამავალ
პერიოდში, როდესაც ისინი უკვე ევროკავშირის წევრები იყვნენ, მაგრამ არ
ჰქონდათ თავისუფალი დაშვება შრომით ბაზარზე ევროკავშირის სხვა
ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთშიც. (დღევანდელი გადმოსახედიდან,
„ბრექსიტის“(ბრიტანეთის გასვლა ევროპის კავშირიგან) გამომწვევ
მიზეზებს შესაძლებელია, ბევრად მარტივად ხსნიდეს ეს სიტუაცია ) .
შედეგები აჩვენებს, რომ როდესაც ორივე ქვეყანა (ან მათი მოქალაქეები)
ერთად მოიხსენიებოდა, უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობდა მსჯელობა
მიგრაციაზე; თუ რუმინელებს ცალკე ახსენებდნენ, ხშირად აკავშირებდნენ
მათ დანაშაულთან და ბოშათა პრობლემასთან.
 მიგრაციის ქვეყნებში შექმნილი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით
(არქივების, თანამგზავრული ტელევიზიისა და ინტერნეტის ჩათვლით) ,
რომლებიც დინამიკურ როლს ასრულებენ დიასპორის კულტურულ
იდენტიფიკაციაში.
მედიაეფექტებისა და გავლენების შესახებ მოვიყავან 2014 წელს დიდ
ბრიტანეთში, სოციალური კვლევების ინსტიტუტირ IPSOS MORI-ის
გამოქვეყნებულ ანგარიშსს, სადაც მკვლევარები ადარებენ მიგრაციის
კოგნიტურ აღქმასა და მიგრანტების შესახებ ევროკავშირის ზოგ წევრ
ქვეყანაში არსებულ რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს, ( იგულისხმება
EUROSTAT-ი) , იმიგრაციის მიზნებსა და ა.შ. მკვლევართა მიერ დასმული
ერთ-ერთი კითხვა უკავშირდებოდა იმიგრანტების რაოდენობას ქვეყანაში.
პასუხებების ანალიზმა ცხადყო, რომ რესპონდენტებმა გადაჭარბებულად
შეაფასეს ეს მონაცემები- შვედეთში 5%-ით მეტი დაასახლეეს, ხოლო
ამერიკაში 30 % ით მეტი. რესპონდენტებს ბრიტანეთში, სადაც, ზოგადად,
მიგრანტების გადაჭარბებით შეფასებული მონაცემი აღემატებოდა 20%-ს,
რეალური მონაცემები მიაწოდეს და დაინტესდნენ, რამ გამოიწვია ასეთი
განსხვავება შეფასებებში. მნიშვნელოვაია აღვნიშნოთ,რომ რესპონდენტთა 19
% ინფორმაციას ტელევიზიით, ხოლო 16 % პრესით იღებდა. ავტორების
აზრით, გადაჭარბებით შეფასების ძირითადი მიზეზი საიმიგრაციო
სტატისტიკისადმი უნდობლობაა, თუმცა „ეს არ ნიშნავს, იმას,რომ ხელი
ავიღოთ საზოგადოების ინფორმირებაზე“.
ევროპის ქვეყნების ზოგიერთი მედიის ანალიზმა აჩვენა, რომ თუ მედია
წამოიწყებს უარყოფით მსჯელობას მიგრანტებსა და ეთნიკურ
უმცირესობებზე, ასეთი მოსაზრება დომინანტური რჩება. უფრო
კონკრეტულად რომ ვთქვათ, მედია ქმნის ადამიანთა პორტრეტებს, აღწერს
13
მათ საცხოვრებელ პირობებს, რაც არსებითია ესეოდენ სენსიტიურ
საკითხებზე რეპორტაჟების მომზადების პროცესში. ამ შემთხვევაში, მედიას
საშუალება აქვს ხელი შეუწყოს სტიგმატიზაციას ან მიგრანტების
კრიმინალურ კონტექსტში აღქმას. ამდენად, აუცილებელია ნეგატიური
მესიჯების მონიტორინგი (რასაც ქვემოთ ქართულ მედია ქეისების
საშულებით წარმოგიდგენთ) და თვითრეგულირების მექანიზმების
გაძლიერება. მიგრაციის საკითხების გაშუქების გასაანალიზებლად
შესაძლებელია რაოდენობრივი, თვისობრივი და კონტენტანალიზი-
ტექსტუალური მეთოდების გამოყენება; ასევე შეიძლება შევისწავლოთ მათი
ბეჭდურ მედიაში გაშუქების თავისებურებები თუ გამოყენებული
ლინგვისტური ტექნიკა.

მაგალითისთვის გამოდგება IPN-ის სათაურები :


„სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის
ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა.“
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.“
„ შსს ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქის დაკავების ფაქტზე
ინფორმაციას ავრცელებს.“

„ თბილისისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ირანის


მოქალაქე დააკავეს.“
ამ შემთხვევაში, მედიაში გაჟღერებული სიმბოლოებისა და მახასიათებლების
ანალიზი, სემიოტიკური თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც
კონტენტის რიტორიკული, ისტორიული და იდეოლოგიური შესწავლა.
კონტენტანალიზისთვის, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ , რომელ გვერდებზეა
გამოქვეყნებული მასალა მიგრანტებზე. კონკრეტული მედიაშინაარსის
გაანალიზებისას შესაძლებელია განისაზღვროს, რა სიხშირითა და ტერმინებით
წარმოაჩენს მედია მიგრაციის საკითხებსა და მიგრანტებს. ხოლო ასევე
ხაზგასასმელია, რომ მიგრანტების შემთხვევაში კონტენტანალიზი გამოავლენს
„ძირითად აქცენტებს და არა სიჩუმეს“, ანუ იმას, რაზეც მიგრანტები არ და ვერ
საუბრობენ, მნიშვნელოვანია,რომ კვლევის პროცესში არ დაიკარგოს მათი
პოზიციები.
და ამ თავის ბოლოს, საჭიროა ვახსენოთ კიდევ ერთი დებულება : იმიჯის ეფექტი,
ფოტოსურათის ჩათვლით, მნიშვნელოვანია სტერეოტიპებისა დ საზოგადოებრივი
ე.წ. „აჯენდის“ ჩამოყალიბებისათვის. (იხილეთ „სპუტნიკ საქართველოს“ მიერ
გამოქვეყნებული ფოტო 4-ე თავში).

14
თავი 2
დიასპორული ჟურნალისტიკის ზეგავლენა მიგრაციულ პროცესებზე
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები
ადასტურებს, რომ 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით საქართველოს
მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 600,000 ადამიანით შემცირდა და 2015
წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3,729,500 ადამიანს შეადგენს.[22] ამრიგად,
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი გამოწვევათთაგანია, რომელიც გათვალისწინებული უნდა
იყოს მიგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებში, განსაკუთრებით
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და მათი
რეინტეგრაციის პოლიტიკის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მიგრაციის მართვისას მნიშვნელოვანია მართებული პოლიტიკის განხორციელება,
რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორისა და ზოგადად მიგრანტების პოტენციალის
გამოყენებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მდგრადი და
ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ასევე
მნიშვნელოვანია იმიგრანტთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და
დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციული პროცესის დაგეგმვა.
მედია გვევლინება ინფორმაციის ძირითადი მოპოვების წყაროდ
ემიგრანტებისათვის. ამასთან ინფორმაციის ფორმირება იცვლება საზღვრის
გადაკვეთასთან ერთად და იძენს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტს. ამ
თვალსაზრისით, მიმოვიხილოთ ქართული დიასპორის მედია ევროპაში, იმის
საილუსტრაციოდ თუ როგორ აისახება დიასპორის საქმიანობა და ემიგრანტთა
ცხოვრება მედიაში.
საქართველოს კანონით მაუწყებლობის შესახებ დადგენილია, რომ სათემო
მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა „უზრუნველყოფდეს შესაბამისი
მომსახურეობის ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრების გაშუქებას.
[საქართველოს კანონი მაუწყებლის შესახებ, მუხლი 46. 1 გ].ამავე კანონის 54.2
მუხლი ამბობს , რომ „მაუწყებლები ვალდებულნი არიან ახალი ამბების
პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული
ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადდ წარმოჩენა, რომელიმე
ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციიის გარეშე“.

15
სწორედ ეს სამართლებრივი რეგულირება ავალდებულებს საზოგადოებრივ
მაუწყებლებს გააშუქონ ქვეყანაში არსებული კულტურებისა და სუბ-
კულტურების შესახებ არსებული მნიშნელოვანი მოვლენები. ხშირ შემთხვევაში
მათ, ყოველკვირეულ გადაცემათა ბადეში მოეძბენებათ ადგილი. ასევე
სპეციალური გადაცემებიც -მიძღვნილი ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლების სეგმენტისთვის. საქართველოს საზოგადოებრივ
მაუწყებელზე 4 წლის განმავლობაში, მსგავსი ტიპის სოციალური გადაცემა
„იტალიური ეზო“, რომელიც მომზადდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან
თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის
ფარგლებში.
სატელევიზიო ფორმატის ოთხწლიანი პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის
ეთერში გადაიცემოდა და მისი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა
ეროვნების ადამიანების საზოგადოებაში სამოქალაქო ინტეგრირების ხელშეწყობა
და სახელმწიფოებრივი ერთიანობის გრძნობის გაღრმავება. ყოველკვირეულ
სატელევიზიო ტოქშოუში საუბარი იყო ქვეყანაში, კერძოდ, ეთნიკურად
მრავალფეროვან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების
პერსპექტივებზე, საერთო ღირებულებებსა და წარმატებული თანაცხოვრების
მაგალითებზე.[24]
გარდა ამისა, ქართულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის ახალი ამბების
ყოველდღიური გამოშვება სომხურ და აზერბაიზანულ ენებზეც. თუ პარალელს
გავავლებთ პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მსგავს სეგმენტზე
გათვლილი საინფორმაციო გამოშვება ბელარუსულ ენაზე ყოველდღიურად
გადის. ასევე მათ აქვთ კულტურულ-შემეცნებითი გადაცემები, იმ რეგიონის
მაცხოვრებლებისათვის, რომელებიც პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრის
მიმდებარე რეგიონში სახლობენ, ცნობილია, როგორც პოდლასკიეს რეგიონი. მათ
სპეციალური არხი გააჩნიათ, სადაც ძირითადად ტრადიციული კულინარიული
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და
პოპულარიზებას ცდილობენ. { 19 }.
პოლონეთის კულტურულ არხზე, 2016-17 წლებში „Kuchnia cerkiew.pl „-ზე ასევე
რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის თემაზე მომზადებული გადაცემები საქართველოდან
მიგრირებული ადამიანთა სეგმენტისათვის(და არამარტო). რომელიც
განხორციელდა, პოლონეთში არსებული ქართული სათემო კავშირისა და
პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით. იდეის ავტორი და
გადაცემის წამყვანი ლაშა ბაბუხადია - სახელწოდებით „ Soko - Kuchnia gruzińska
„. ქართული სამზარეული. {19}.

16
გადაცემაში ქართული ტრადიციული სამზარაულოს კერძების მომზადების
გარდა, ასევე პოლონეთში მოღვაწე წარმატებულ მიგრირებულ ქართველ
სტუმართან ერთად, წამყავანი საუბრობდა იმ წარმატებულ ისტორიებზე, რაც
მოწვეულმა სტუმარმა მიგრაციის პროცესისას თუ პოსტფაქტუმ განვლო. ასევე
გადაცემაში მიმოხილული იყო საქართველოში მიმდინარე დღის წესრიგით
გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამბებიც.(პოლონური
სუბტიტრებით) მაგალითისთვის, პირდაპირ ეთერში, ევროკავშირის მიერ
საქართველოსთან რამდენიმე საათის წინ მიღებული ასოცირების
ხელშეკრულების (Asosiation Agenda) შესახებ ამბავი გაჟღერდა. [19 ]
პრეცენდენტალურ და წარმატებული ქართული მიგრაციის ისტორიებმა,
ვარშავაში მყოფ ქართულ რესტორან „რუსიკოს“ „ Insider”- ის მიერ პოლონეთის
წლის საუკეთესო რესტორნის ტიტულიც მოუტანა. [20]. რაც ქართული
დიასპორული მედიის პერმამენტული მხარდაჭერითა ხელშეწყობით მოხდა. ამ
კონკრეტულ გადაცემაში „Kuchnia gruzińska „-ში გადაცემის სტუმარმა, რესტორნის
დამაარსებელმა, დავით თურქესტანიშვილმა კი თავად მოირგო მზარეულის
როლი და პოლონურ ენაზე გაუძღვა.
პერსონალურ ისტორიებს, მიგრაციული საკითხების გაშუქებისას, რომ
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გარდა ზემოთ მოყვანილი მაგალითისა ცხადყო
ასევე ამერიკაში მცხოვრებმა სომხური ეთნიკური წარმომავლობის,მიგრირებული
კარდაშიანების ოჯახმაც. ტელეშოუ, რომელშიც კარდაშიანების ცხელი და
პიკანტური ოჯახური თუ პირადი ისტორიებია აღწერილი, უამრავი მაყურებლის
გული მოიგო და ყოველკვირეულ შოუზე ამერიკის ტელევიზია „E“-ზე ათასობით
ადამიანი მიაჯაჭვა. ხოლო ისედაც მზრდადი ამერიკაში მცხოვრები სომხური
სათვისტომო, წარმატებული მიგრირებული ოჯახის ცხოვრების მიმბაძველურმა
ცდუნებამ, სომხეთში უფრე მეტი ადამიანი დააინტერესა, ე.წ. „მწვანე ბარათის“
ლატარეის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.
თუმცა, რელევანტური იქნება ვახსენოთ ასევე პერსონალური ისტორიის ქეისი,
სადაც მიგრირებული ადამიანის სტიგმატიზაცია ხდება და ხშირად მის მიმართ
ქსენოფობიური მედიაპროდუქტი ამკვიდრებს მუდმივას, რომლის მეშვეობით ეს
მოცემულობა მიმღები ქვეყნის სოციუმში ერთგვარი სტანდარტია და მათი
ეთნიკურ წიაღსვლებზე აქცენტის დასმა, პრივილეგიურ მოქალაქეებად
აგრძნობინებთ თავს. ამისათვის მოვახდინოთ, გერმანული „რადიო
თავისუფლების“ მიერ მომზადებული რადიო სიუჟეტის კონტენტანალიზი.(
სიუჟეტის ავტორი: ლაშა ბაბუხადია {22} ). რესპოდენტი, ელენა გვარიშვილი
ჰყვება საკუთარ ისტორიას, რომლის მიხედვითაც ის ხშირად ხდება ბულინგის
მსხვერპლი სკოლაში, კონკრეტულ სიუჟეტში კი მან სკოლის კულტურის
გაკვეთილის მსვლელობა გაიხსენა, სადაც მასწავლებელმა მისი გვარის
ამოკითხვისას ქართული კულტურის შესახებ საუბარი მოსთხოვა. ხოლო ელენას
17
შეცბუნებულმა ქმედებამ, ქართული კულტურის არ ცოდნამ, რადგან ის
უბრალოდ ქართულ გვარს ატარებდა და ცხოვრებაში არ ენახა მამა, მასწავლებლის
მხრიდან დაცინვა მოჰყვა, რასაც თანაკლასელებმაც გვერდი აუბეს. ის ჰყვება,
თავისი ბავშვობის მძიმე გარემოებებში, რამდენიმე იძულებითი მიგრაციის
შესახებ და ბოლოს აანონსებს მიუხედავად, სირთულეები წარსულს ჩაბარდა, მას
როგორც შემდგარ გოგოს, ისევ სჭირდება მამა და მზადაა კიდევ ერთი
მიგრაციისთვის -ამჯერად ქვეყანაში, სადაც საკუთარ გვარზე - გვარიშვილზე
აღარავინ მოახდენს აპელირებას. {22} აღნიშნული პერსონალური ისტორიების
მომზადების ქეისიდან იკვეთება, რომ მიგრაციის თემების გაშუქებისას
ყურადსაღებია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - პირველი თაობის მიგრანტზე
კეთდება მედიაპროდუქტი თუ უკვე რამდენიმე თაობის მქონე რესპონდენტი
გვყავს - მოცემულობას მთლიანად ცვლის, რადგან დამსახურებები მიმღები
ქვეყნის მიმართ (სავალდებულო ჯარი, გადასახადების პატიოსნად გადახდა,
მოქალაქეობრივი ვალდებულებები; არჩევნები) რამდენიმე თაობის მქონე
მიგრანტს მეტი აქვს, თუმცა არ შეიძლება ჟურნალისტმა,მხოლოდ
დამსახურებების მიხედვით იხელმძღვანელოს და დადებითად განიმსჭვალოს
რესპონდენტის მიმართ ამ მონაცემებზე დაყრდნობით.
მედიამკვლევარი ნინო ყულოშვილი განიხილავს ქართული დიასპორული
მედიის თავისებურებებს და აღნიშნავს, რომ ე.წ. კონცეპტუალური მარკერი
დიასპორის გამოცემებში ერთია - ეთნიკური იდენტობისათვის ბრძოლა,
კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ზრუნვა, მცხოვრებ
ქვეყანაში საკუთარი უფლებების დაცვა. {21} სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკის
მიხედვით, მკვლევარი გამოკვეთავს მედიის ინტერესსა და ეროვნული
იდეთიფიკაციის ატრიბუტებს. მაგალითად : ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და
თურქეთში მცხოვრები ქართველები ეროვნულ იდენტობას ინარჩუნებენ
მშობლიური ენის შემონახვით; ესტონეთში მცხოვრები ქართველები -ეროვნული
სამზარეულოს საშუალებით; ხშირად ქართული სამზარეული აღწერილია არა
მარტო ემიგრანტულ მედიაში, არამედ ისეთ ცნობილ ამერიკულ გამოშვებაში,
როგორიცაა „ Washington Post” და სხვ. {21}
ნინო ყულოშვილის აღნიშნული კვლევიდან ვგებულობთ, რომ გაზეთი “Shelale”
(ჩარნჩქერი) 1931 წლიდან გამოიცემა კახის რეგიონში, აზერბაიჯანში. “Elada”
საბერძნეთში, “Iveria” - სომხეთში, “Mamuli” - აშშ-ში; ჟურნალი - “Georgian”
გერმანიაში ,“Georgia”- უკრაინაში და ა.შ.

18
თავი 3

მედიაკანონმდებლობა და ეთიკა მიგრაციის გაშუქებისას


მედიაკანონმდებლობა და ჟურნალისტური ეთიკა მიგრაციის საკითხების
გაშუქებისას ქმნის რამდენიმე სახის სტანდარტს, რომელიც
გასათვალისწინებელია ყველა მედია რესურსისთვის, რომელიც დაინტერესბულია
ამ საკითხის მართებულად ასახვით.
ქართული მედია ბაზრის წილი, არც თუ ისე ბევრ მოთამაშეზეა
გადანაწილებული, ძირითადი ბაზრის ნაწილი მედიაჰოლდინგ „იმედს“ და
„რუსთავი 2“ს უკავია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ეს ორი ძირითადი
მოთამაშე რეგულაციის ნებაყოფლობით ფორმას ანუ „საქართველოს
ჟურნალისტიკურ ეთიკის ქარტიას“ არ განიხილავს ,როგორც მაკონტროლირებელ
ორგანოდ. მაშასადამე, ანგარიშის გაწევა დამოკიდებულია ისევ, ბაზრის როლის
შენარჩუნება-გაზრდის ინტერესის მოცულობასთან. თუ ეთიკის ქარტია გარკვეულ
რეკომენდაციებს გასცემს რომელიმე მედიის მიმართ, ამ რეკომენდაციის
შესრულების ეფექტიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აწყობს
მედიასაშუალებას ამ რეკომენდაციის შესრულება.
რაც შეეხება კანონმდებლობას, ის სავალდებულოა მედიასაშუალებისთვის და
მისი შესრულებადობის ეფექტიანობა აღემატება სხვა სახის მედია
მარეგულირებელ ორგანოების მიერ გაცემულ შენიშვნებს.
საქართველოს კანონით მაუწყებლის შესახებ დადგენილია, რომ სათემო
მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელი უნდა „უზრუნველყოფდეს შესაბამისი
მომსახურეობის ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრების გაშუქებას.“{
საქართველოს კანონი მაუწყებლის შესახებ, მუხლი 46.1 გ.} , ამავე კანონის მუხლი
54.2 ამბობს, რომ „მაუწყებლები ვალდებულნი არაინ ახალი ამბების პროგრამებში
უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო
განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა, რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის
დისკრიმინაციის გარეშე.“
კანონით დაწესებულია პროგრამული შეზღუდვებიც, მაგალითისთვის,
„იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი,

19
ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგავარი შუღლის გაღვივებას, რომელიმე ჯგუფის
დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს
ქმნის“{ მუხლი 46.2} კვირის პალიტრის 2013 წლის წლის 15 აპრილის გამოცემაში
ვკითხულობთ ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მქონდე კონტექსტის
კომენტარს:
სოფელ დიცის მკვიდრი: „რაც ოსებს გადაურჩა, ახლა ჩვენებმა ინდოელებს
მიჰყიდეს“.
„მაგრამ როგორც ოსებთან ომისას არ დავტოვე სოფელი, არც ახლა ვარ ამ მიწის
მიმტოვებელი, ეს ადგილები ჩვენი სისხლით არის შენარჩუნებული!“
ვფიქრობთ, აქ საყურადღებოა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი,
რომელიც დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეს ეხება და რომელიც გაზეთმა
დაარღვია:
მუხლი 7 : ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის
წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის
დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების,
ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ანტიდისკრიმინაციული დებულებები არაერთი ქვეყნის ეთიკის კოდექსშია
ასახული :
ნიდერლანდები: „ჟურნალისტი გაითვალისწინებს იმ საფრთხეს, რომელიც
მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისებამ შეიძლება გამოიწვიოს და
ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს რასობრივ კუთვნილებაზე,
სქესზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკურ და სხვა
მრწამსზე, ეროვნულ თუ სოციალურ კუთვნილებაზე დამყარებული დისკ-
რიმინაცია“.
ფინეთი: „თითოეული ადამიანის ღირსება და რეპუტაცია დაცული უნდა იყოს.
კანის ფერი, ეროვნება, წარმომავლობა, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი,
სქესი თუ სხვა პიროვნული მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ისინი არ
უკავშირდება მოცემულ საკითხს ან დამამცირებელი ფორმითაა მოყვანილი“. [26]

ასევე იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის


ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ,
მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებებისა
თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს
აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს
არსებული შუქღლის ილუსტრირებას. {მუხლი 56.3}.
მედიას ეკრძალება ისეთი ქსენოფობიური და რასისტული დამოკიდებულებების
პროვოცირება ნეგატიური მითების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს
20
სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას. სამწუხაროდ, საქართველოს მედიაში
არასახრბიელო სიტუაციაა ამ მხრივ. მაგალითად, „რუსთავი 2“-ის ეთერში უკვე
პერმამენტულად გადის „კომედი შოუს“ მიერ დადგმული სკეტჩი სახელწოდებით
„კარენა ნიუსი“ , რომელიც თბილისში მცხოვრები სომხური ეთნოსის შარჟია,
კერძოდ აქცენტი ავლაბარში მცოხვრებ სომხებზეა გაკეთებული. მიუხედავად,
პროგრამის იუმორისტული ხასიათისა, ხშირად გვხვდება ქსენოფობიური თუ
დისკრიმინაციული სტერეოტიპების დამკვიდრების მცდელობები, რაც
საქართველოს მოქალაქე სომხური ეთნოსის წარმომადგენლებში დიდ
უკმაყოფილებას იწვევს, რაც სოციალური ქსელში განთავსებული კონტენტის
ქვემოთ კომენტარებში ნათლად აღინიშნება. {23}
ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება. ქვემოთ მოყვანილია ამონარიდი
რამდენიმე ქვეყნის ეთიკის კოდექსიდან:
პოლონეთი: ფაქტის და კომენტარის გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს
ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მკითხველმა შეძლოს ფაქტების
შეხედულებებისა და მოსაზრებებისგან განსხვავება. [25]
ფინეთი: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, გაარჩიოს ფაქტები
თვალსაზრისისა და ინტერპრეტაციისაგან, რაც ამბისათვის ფონის შესაქმნელად
გამოიყენება. ეს პრინციპი არ ზღუდავს ჟურნალისტს, თავად აირჩიოს წერის
სტილი და ფორმა.
გაზეთ „რეზონანსის“ 2013 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, ვხვდებით აშკარა
ფაქტებისა და მოსაზრებების აღრევას ჟურნალისტის მიერ, რომელიც სტატიას
ასათაურებს : „გამოკითხულთა 100% უცხოელებზე მიწის გაყიდვას
ეწინააღმდეგება“
– მასალაში მითითებული არ არის გამოკითხვის მეთოდოლოგიის ისეთი
არსებითი ელემენტები, როგორიცაა რესპონდენტების შერჩევის პრინციპი,
გამოკითხვის გეოგრაფიული არეალი, კვლევის ტიპი და ა.შ., რაც ზოგადად
სოციოლოგიური კვლევის გაშუქების სტანდარტის დარღვევაა. ამასთან, ამ
ინფორმაციის არცოდნის გარეშე, ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული სათაური,
შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.
მედიას ხელეწიფება და უპრიანი იქნება თუ ზოგიერთი თემებისა და ფაქტებზე
დაფუძნებული დისკუსიის ადვოკატირებას უზრუნეველყოფს; ამავ დროს
მზადყოფნას გამოავლენს მიგრაციის საკითხების გასაშუქებლად. მან
პირველყოვლისა ადვოკატირება უნდა გაუწიოს თანასწორობას, გარკვეული
ჯგუფების მარგინალიზაციის ან სტიგმატიზაციის თავიდან ასარიდებლად.

21
თავი 4

გერმანული და ქართული მედია-პოლიტიკური სივრცის მსგავება


მიგრაციის საკითხებთან შემხებლობაში

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატიული ქვეყნის, გერმანიის


ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტში, 2017 წლის ,24 სექტემბრის
არჩევნების შემდეგ, პირველად მოხვდნენ ულტრანაციონალისტები,
ზემოხსენებული „ალტერნატივა გერმანიისათვის“. მას ხმების 12,6% ერგო. არადა,
ეს პარტია სულ ოთხი წლის წინ დაარსდა, თავდაპირველად ევროსკეპტიკური და
მემარჯვენე-ლიბერალური იდეებით. დროთა განმავლობაში ის მემარჯვენე
პოპულიზმისაკენ გადაიხარა. გარდა იმისა, რომ მწვავედ აკრიტიკებს
ევროკავშირს, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ დაუბრუნდა ერი-სახელმწიფოს
იდეას. პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი „ერის მოღალატედ“ მოიხსენიებს ანგელა
მერკელს იმიგრაციის საკითხში 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებისთვის,
გერმანიის საზღვრები გაეხსნა ლტოლვილთა დიდი ტალღისთვის. ამ პარტიაში
არსებობს ხალხი, რომელიც დაუფარავად ემხრობა რასისტულ, ანტიისლამურ,
ანტისემიტურ იდეებს; ნამდვილად საგანგაშო პოზიციაა გერმანიისათვის,
რომლის მმართველმა ნაცისტებმაც, თავის დროზე, კატასტროფა დაატეხეს თავს
მთელს მსოფლიოს. ბედის ირონიით, ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის
მიუხედავად, „ალტერნატივას გერმანიისათვის“ მჭიდრო კავშირი აქვს კრემლთან,
რასაც პარტიის ლიდერები არც მალავენ.

22
იმავე პრიზმაში დანახული, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ექვივალენტური
მოძრაობა „ქართული მარში“ გამოჩნდა, რომლის ლიდერი სანდრო ბრეგაძე 2018
წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ოფიციალურად
დარეგისტრირდა.
იმის შემდგომ, რაც ანგელა მერკელმა 1.3 მილიონი მიგრანტისა და დევნილის
მიღებას ოფიციალურად დაუჭირა მხარი და დოკუმენტს ხელი მოაწერა, სწორედ
ამ პერიოდიდან იწყება ულტრა-ნაციოუნალისტური ძალის „ალტერნატივა
გერმანიისთვის“ წარმატებული პოლიტიკური პერიოდი. როდესაც 2014-15
წლებში დიდი რაოდენობა მიგრანტებისა გერმანიაში ჩამოვიდა, „ალტერნატივა
გერმანიისთვის“ შექმნა მოწნააღმდეგე მოძრაობა „პეგიდას“ სახელწოდებით.
რომელმაც აღმოსავლეთ გერმანიის ნაწილში უდიდეს წარმატებას მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტები რეალურად დასავლეთ გერმანიის ნაწილში
დასახლდნენ. ამ აგორებული პოლიტიკურ ძალას, 2017 წლის საპარლამენტო
არჩევნებშიც დაუჭირეს მხარი აღმოსავლეთ გერმანელებმა. ეს კი გერმანულ
რუკაზე შემდეგნაირად გამოსიახა:

23
ირაკლი აბსანძის „კვირის ინტერვიუში“, გერმანული საზოგადოებრივი
მაუწყებლის აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი, სილვია შტიობერი საუბრობს იმ
მსგავსებებზე, რაც გერმანიასა და საქართველოში ულტრანაციონალისტური
ძალების პოლიტიკაში არსებობს. ქართული ღიად ულტრანაციონალისტური და
ფაშისტური ძალები ქართულ მედიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
გერმანულმა მედიამ ეს ფენომენი 2014 ში გამოიარა და საგანგებო ეპითეტიც
მიიღო „"Lügenpresse" -„მატყუარა პრესა“ . ეს ტერმინი ახალი არ არის და მას
ჰიტლერიც იყენებდა,იმ მედიის წინააღმდეგ, რომელიც მისი აზრით საკმარისად
პატრიოტული არ იყო. სილვია შტიობერი საუბრობს, რომ ლტოლვილთა
კრიზისის დროს, 2015 წელს მედია იყო გარკვეული წნეხის ქვეშ, რაც
გამოიხატებოდა შემფასებლური ჟურნალისტიკის კეთების დროს, ჭირდა
პოზიტიური კუთხით გაშუქება მიგრაციის საკითხებისა. რაც პარალელურად
განპირობებული იყო ულტრანაციონალისტური ძალების მხარდამჭერების
ზრდით და ბოლოს გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოდიშის მოხდაც

24
მოუხდა „ალტერნატივა გერმანიის“ აქციების მიმდინარეობისას ზედმეტად
შემფასებლური მედიაპროდუქტის კეთებისათვის.

მთავარი მოწოდება „ალტერნატივა გერმანიის“ 2017 წლის არჩევნების ბილბორდი- „ისლამიზაცია


შეწყდეს“

რესპექტაბელური მედიის მიზნად სილვია შტიობერი სახავს “WDR”-ის მიერ


ჩატარებულ „ჰარდთოქის“ ფორმატს, რომელშიც ადგილი დაეთმო „ალტერნატივა
გერმანიის“ ლიდერი სახის - ალექსანდე გაულანდს. თუმცა, მედიამ ასევე უნდა
მოახერხოს, არამარტო მათთვის პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობების
მიცემის უზრუნველყოფა და დაუსრულებელი კრიტიკის გაშუქება, არამედ, ასევე
წარმოაჩინოს თუ რა არის მათი მოთხოვნა. რესპექტაბელურმა მედიამ, უნდა
უზრუნველყოს „გააშიშვლოს“ რეალური სახე მათი და კონსტრუქციული
კითხვები ამის საშუალებას იძლევა. ასევე აღმოსავლეთ ევროპის საკითხების
მიმოხილვეველი დიდი სიფრთხილით, თუმცა , „AFD“ -ს ადარებს „პატრიოტთა
ალიანს“ ,რომელიც ასევე ახერხებს პარლამენტში მანდატის მოპოვებას და
ძირითადად მემარჯვენე პოპულიზმითაა დაკავებული.
უპრიანია აღინიშნოს რელიგიური კონფესიების დამოკიდებულებათა როლი,
მიგრაციის პროცესების გაშუქების პროცესში, მით უფრო, თუ ის დომინანტური
რელიგიაა ქვეყანაში, აქვს ფუფუნება შექმნას ამინდი მრევლში გამოიწვიოს აპათია
თუ პირიკუ -სიმპათია ჩამოსულ მიგრანტების მიმართ. ამ კუთხით გერმანიაში
ორივე ძირითად კონფესია კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი ღიად
აფიქსირებს ჰუმანურ დამოკიდებულებას მიგრანტთა მიმართ, ოფიციალურ
25
განცახადებებშიც ფეხბედნიერობას უსურვებენ გერმანიაში ჩამოსულთ. თუმცა, ამ
მხრივ კათოლიციზმი ბევრად უფრო კონსერვატიული მიდგომებით გამოირჩევა
და პროტესტანტიზმი ბევრად უფრო ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს. ამას
ადასტურებს, ის ფაქტებიც, რომ „მიგრანტთა კრიზისის“ დროს ,გერმანიაში
ეკლესიები გახდა უშუალოდ საცხოვრებელი ბევრი დევნილისათვის. ქართული
ეკლესია კი ხშირად სიმპათიზანტის როლში გვევლინება და არ ილაშქრებს
მკვეთრი მოძრაობების პირისპირ(„ქართული მარში“) და პირიქით ახალისებს ასეთ
ჯგუფებს, რომელთა ძირითად სამოძრაო სამოქალაქო აქტივიზმს ის ბიზნესები
წარმოადგენს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ საქართველოში.
თავად საპატრიარქოს ტელევიზიის პოლიტიკასაც, ძირითადად ჰეროიზაციისაკენ
აქვს სწორება,იმის პარალელურად ,რომ ამ არხზე გვხვდება ინფორმაციული
სიუჟეტები იმ წმინდანებისა, რომლებიც თავის დროზე, სწორედ სხვა ქვეყნის
მოქალაქები იყვნენ და სარწმუნოებისათვის ზვარაკად შეეწირნენ, ქართულმა
ეკლესიამ კი ეს ღვაწლი დაუფასა და წმინდანებად შერაცხა. იმის ნაცვლად, რომ ამ
გმირთა კოსმოპოლიტური სიმამაცე ან წარმომავლობა დაფიქსირდეს, ამ
სიუჟეტებით ხდება წმინდანთა ნაციონალიზაცია, ე.წ. „გაქართველება“ და
ქართულს პრიზმით დანახვა. რაც, ბუნებრივია უცხო მოქალაქისადმი
მიმღებლობის საკითხს არც უგულებელყოფს, თუმცა, არც გაილაშქრებს მათდამი
კეთილგანწყობრივი დამოკიდებულების დასამყარებლად.
ჩემს მიერ ჩატარებულმა რაოდენობრივმა კვლევამ, გერმანული ფედერაციული
მიწების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, ქალაქ ერფურტის, „რადიო
თავისუფლების“ ჟურნალისტებში, ცხადჰყო , რომ ისინი ერთხელ მაინც
შეხვედრილან მედიაში არასწორ მიდგომებს მიგრაციის საკითხების გაშუქებისას.

26
შეხვედრილხართ, თუ არა
მედიაპროდუქტს, რომელიც მიგრაციის
საკითხების გაშუქებისას მიღებულ
სტანდარტებს არღვევს?
კი არა ვერ ვიხსნებ

2%
8%

90%

გამოკითხა გერმანული „რადიო თავისუფლების“ 50 ჟურნალისტი

შეხვედრილხართ, თუ არა
საზოგადოებრივ მაუწყებლის მეშვეობით
მედიაპროდუქტს, რომელიც მიგრაციის
საკითხების გაშუქებისას მიღებულ
სტანდარტებს არღვევს?
კი არა ვერ ვიხსნებ
4%

18%

78%

გამოკითხა გერმანული „რადიო თავისუფლების“ 50 ჟურნალისტი

27
უნდა დაუთმოს თუ არა
რესპექტაბელურმა მედიამ საკუთარი
ყურადღება ულტრანაციონალისტურ და
ფაშისტურ ძალებს?
კი არა ზოგჯერ

14%
46%

40%

გამოკითხა გერმანული „რადიო თავისუფლების“ 50 ჟურნალისტი

როგორც ჩემს მიერ ჩატარებულმა რაოდენობრივმა კვლევამ ცხადჰყო, „რადიო


თავისუფლების“ ჟურნალისტთა 90 % ერთხელ მაინც შეხვედრია მიგრაციის
საკითხების შესახებ მედიაპროდუქტს,რომელიც ჟურნალისტური სტანდარტებს
არღვევს. თან გასათვალისწინებელია, ის მომენტი ,რომ „რადიო თავისუფლების“
ჟურნალისტები მოღვაწეობენ „ინთურინჯის“ ფედერალურ მიწაზე, სადაც სწორედ
ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალები მრალავჯერ ილაშქრებენ ლტოლვითა
და მიგრანტთა წინააღმდეგ.
რაც შეეხება მეორე კითხვას,საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც თუ იცავს იმ
მიღებულ სტანდარტებს მიგრაციული პროცესების გაშუქებისას 78% მა
განაცხადა,რომ საზოგადოებრივი მაუწყებელზე შევხვდებით მედია კონტენტს,
რომელიც მიგრაციულ საკითხებს არასწორად აშუქებს.
მიუხედავად ამ შედეგებისა, უმეტესობას ჟურნალისტებისა, მიაჩნია რომ,
ულტრამემარჯვენე რადიკალურ მოძრაობებს უნდა დაეთმოთ ადგილი და დრო
მედიაში, რათა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ. და
კომუნიკაციის პროცესი არა ცალმხრივ რეჟიმში წარიმართოს. თუმცა, საკამოდ
დიდი პროცენტობა 40 %, ფიქრობს,რომ რადიკალ-ფაშისტური ძალების მოწვევა
ეთერში მათი იდეოლოგიის ტირაჟირებას წარმოადგენს და საშიშია სახელმწიფო
უსაფრთხოებისთვის, მაშასადამე ისინი ეცდებიან თავი აარიდონ ასეთი ძალების
მოსაზრებათა გაშუქებას.

28
ახლა გადავიდეთ ქართულ მედიასივრცის წარმომადგენლებზე. რაც შეეხება
კვლევას თვისებრივ ნაწილში დაკვირვების საგანი დამატებით 4 ტელევიზიის
თოქ-შოუ იყო, რომელთაგან ქსენოფობიური შინაარსი მხოლოდ ულტრა-
მემარჯვენე პოპულისტურ პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ ტვ
„ობიექტივის“ თოქ-შოუებში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ „ობიექტივი“ და
„პატრიოტთა ალიანსი“ 2014-2016 წლებში ჩატარებულ კვლევებში
თურქოფობიული განწყობების მთავარი წყაროა.
მონიტორინგის პერიოდში (15 ივნისი-15 სექტემბერი) „ობიქტივის“ თოქ-შოუ
„ღამის სტუდიაში“ სულ 46 დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარი გავიდა,
აქედან 13-ის წყარო თავად გადაცემის წამყვანები იყვნენ, სხვა შემთხვევაში კი
რესპოდნენტები (პატრიოტთა ალიანსი და სხვა პარტიები, საზოგადოების
წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები).
„ობიქტივი“ რესპონდენტთა შერჩევასაც ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის
შესაბამისად ახდენდა. გზავნილების ტიპოლოგია კი შემდეგი იყო:
მიგრანტების წინააღმდეგ-
მიგრანტთა არალეგალებად გამოცხადების გარდა, ხდებოდა გარკვეულ
დანაშაულთან, მაგალითად, სექსუალურ ძალადობასთან, მათი გაიგივება (ნინო
რატიშვილი, წამყვანი: „თუ, მაგალითად, ერთი და იგივე სახის დანაშაული ხდება
ერთი და იგივე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ, ჩვენ უკვე უნდა დავფიქრდეთ,
რომ რაშია საქმე?).
უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ. ძირითადი ქსენოფობიური გზავნილები
აზიური იდენტობის უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ იყო მიმართული
(ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „სუფთად მაინც უნდა ეცვას და ახლა ეს
ჩაბინძურებული ადამიანები რომ დადიან ქუჩაში, ამათი ინვესტორებად
გამოცხადება რანაირად შეიძლება?!“).
თურქოფობია/ისტორიული ტრავმის გაღვივება. როგორც გადაცემის წამყვანები,
ასევე მათი რესპონდენტები საქართველოს თანამედროვე საფრთხეებიდან
(რუსეთის ოკუპაცია) აქცენტის გადატანას ისტორიულ საფრთხეებზე (ოსმალეთის
იმპერიის ოკუპაცია) ცდილობდნენ, აღვივებდნენ რა ისტორიულ ტრავმას და
ამკვიდრებდნენ აზრს, რომ არა მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი, არამედ თურქეთიც.
(ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „რო გავა რა 100 წელი, რუსეთი აღარ იქნება
ოკუპანტი? ეხლა თურქეთთან ზუსტად 100 წელია გასული, რაც წაგვართვა ეს
ტერიტორიები39“. ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „თუ რუსეთს აქვს
მიტაცებული საქართველოს ტერიტორიების 22%-ზე მეტი, თურქეთს აქვს
მიტაცებული 32%-ზე მეტი საქართველოს ტერიტორიების. ერთი საუკუნე არ არის
გასული, რაც თურქეთმა წაგვართვა ეს ტერიტორიები, ესეიგი თურქეთი აღარ
არის აგრესორი?).
29
სააგენტო „PIA“, „საქართველო და მსოფლიოს“ მსგავსად, სათაურებში
კრიმინალის ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებას ახდენდა. ამასთანავე ერთ-
ერთი დისკრიმინაციული მასალის ქსენოფობიურ სათაურში ირანელები
საფრთხესთან იყვნენ გაიგივებული:

„PIA“-ს სათაურები:
 „საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? – საგანგაშო სტატისტიკა.“
 „ირანელს მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის 6 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.“
 „ჯვარზე მიშარდვის გამო ზესტაფონში ირანის მოქალაქეს სცემეს.“
 “GEM fest”-ის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე
დააკავეს.“
 „განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს.“
ქსენოფობია- სააგენტომ გამოაქვეყნა ქსენოფობიური სტატია, სათაურით
„საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? – საგანგაშო სტატისტიკა“,რომელშიც
ჟურნალისტი უვიზო მიმოსვლის ფარგლებში საქართველოში ირანელი
ტურისტების რიცხვის ზრდას საფრთხეებთან აიგივებს და ამ პროცესს ულტრა-
რადიკალაური ჯგუფის „ქართული მარშის“ მოთხოვნებთან აკავშირებს. ეკა
ჭიღლაძე, ჟურნალისტი: „ქართველთა მარში“ რადიკალური მოთხოვნებით
დაუპირისპირდა ხელისუფლებას – აღიკვეთოს უცხოელების მხრიდან
ქართველებზე ძალადობა, კულტურული ძეგლების შეურაცხყოფა, უცხოელების
მასობრივი და კომპაქტური ჩასახლება.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაარეგულირებს ხელისუფლება
უცხოელებისთვის მოქალაქეობისა თუ ბინადრობების მოწმობის გაცემის წესს,
თუმცა ირანელების მასობრივი მიგრაციის საფრთხე, რაზეც ექსპერტები და
პოლიტიკოსები საუბრობენ, რეალობისგან შორს ნამდვილად არ დგას.

თვისობრივი კვლევა 2017 წლის 15 ივნისიდან-15


სექტემბრის ჩათვლით:

„მსოფლიო და საქართველოს“ : ქსენოფობიური განცხადებები მიგრანტთა


მიმართ (15 ივნისი-15 სექტემბერი 2017 წელი):

30
 ახლოაღმოსავლელი და ჩრდილოეთ აფრიკელი მიგრანტები სექსუალური
მოძალადეები არიან
(„რაც შეეხება მიგრანტების მხრიდან სექსუალურ ძალადობას, ცნობილია,
2016 წლის ახალი წლის ღამეს როგორ დაესხნენ თავს ახლო აღმოსავლელი
და ჩრდილოაფრიკელი მიგრანტები ქალაქ კელნში (გერმანია) გერმანელ
ქალებს – აღრიცხულია 1000-მდე შემთხვევა... არაბები კოლექტიურ
თავდასხმას, კოლექტიურ სექსუალურ ძალადობას „თახარუშს“ უწოდებენ.
უცხოელების (იგულისხმება აზიური ქვეყნებიდან) შემოსვლა უნდა
შეიზღუდოს („ახლავე, დღესვე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი
საქართველოში უცხოტომელთა უკონტროლო შემოსვლაზე.
 უცხოელებისთვის მიწის გასხვისება, ქვეყნისთვის საფრთხეა და უნდა
შეიზღუდოს („განა ის, ვინც ქართულ მიწას ყიდის და საქართველოს
მოქალაქეობას ურიგებს მათ, ვინც დედაბუდიანად სამუდამოდ
მკვიდრდება საქართველოში, სამშობლოს მოღალატე არ არის?! შაჰ–აბასიც
ცდილობდა საქართველოდან ქართველთა გასახლებასა და
უცხოტომელების ჩამოთესლებას“.
 მიგრაცია ქართველი ერის „დემოგრაფიულ კატასტროფას“, „ეროვნული
მენტალიტეტის ნგრევას“ და ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებას იწვევს
(„25 წელიწადს უნდა გაგრძელდეს არაბების, ინდოელებისა თუ ჩინელების
სოფლების მშენებლობა, ეროვნული მენტალიტეტის ნგრევა და
ახალგაზრდების გადინება ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ, 25 წლის შემდეგ ამ
ღვთისგან ნაბოძებ ქვეყანას კვლავ საქართველო ერქმევა.

 Sputnik-საქართველოს თვისობრივი კვლევა


ქსენოფობიური კონტექსტი/მანიპულაციური ფოტოები და სათაურები.
სხვა რუსული მედიებისგან და ქართული ტაბლოიდური გამოცემებისგან
განსხვავებით, Sputnik-საქართველოს ჟურნალისტები ქსენოფობიურ
კომენტარებს თავად არ აკეთებდნენ, თუმცა ქსენოფობიურ კონტექსტს
მოვლენის აღწერისას ბექგრაუნდით, მონაცემების ინტერპრეტირებით,
მანიპულაციური ფოტოებითა და სათაურებში კრიმინალთან აზიური
იდენტობის მოქალაქეების დაკავშირებით ქმნიდნენ. ქართული მარში.
ულტრა-რადიკალური მოძრაობა „ქართული მარშის“ მიერ, 2017 წლის 15
ივლისს თბილისში გამართული რასისტული აქცია, რომელიც
ორგანიზატორთა განცხადებით, ირანელების, არაბების და სხვა აზიური და
აფრიკული ეროვნებების წინააღმდეგ იყო მიმართული, გამოცემამ
ქსენოფობიურ კონტექსტში გააშუქა.

31
Sputnik-საქართველოს მიერ მომზადებული მასალების სარედაქციო
ტექსტებში უცხოელების მოხსენიება მარშის ორგანიზატორთა
შემოთავაზებული ფორმულირებით ხდებოდა, რაც ამკვიდრებდა აზრს,
რომ გარკვეული ეროვნების უცხოელების „არალეგალობა“ და
„კრიმინალური იდენტობა“ შემდგარი მოცემულობაა. ამასთანავე,
საპროტესტო აქციის ადგილზე განლაგებული მაღაზიებისა და კაფეების
თურქულ და არაბულ წარმომავლობაზე აქცენტის გაკეთებით, გამოცემა ამ
ეროვნებების კრიმინალთან და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებას
ირიბად ახდენდა: „აქციის მონაწილეები საქართველოდან ყველა იმ
არალეგალი მიგრანტისა და უცხოელის გაძევებას მოითხოვდნენ,
რომლებიც კრიმინალთან არიან დაკავშირებული“.
„საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების უკანონო
მოქმედებების წინააღმდეგ აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე ათასი
ადამიანი გამოვიდა ლოზუნგით „დაიცავი საქართველო“... მათ თამარის
ხიდიდან აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნამდე ჩაიარეს.
გამზირის ამ ნაწილში თურქებისა და არაბების მაღაზიები და კაფეებია
განთავსებული“ . აღნიშნულ მასალას ასევე ერთვოდა ფოტო, წარწერით
„დატოვონ საქართველო მეძავეობისთვის და პედოფილიისთვის
ჩამოსულმა უცხოელებმა“, რაც ნეგატიურ კონტექსტს კიდევ უფრო
ამძაფრებდა:

მიგრაცია მანიპულაციურად გააშუქა ასევე Sputnik-საქართველომ


მიგრაციის თემა, სათაურით „საქართველო მიგრანტთა მიღების ინდექსით

32
117-ე ადგილზეა“. აღნიშნული მონაცემი გამოცემამ „Sputnik-ლიტვა“-ზე
დაყრდნობით, მიგრანტთა მიღების საერთაშორისო ინდექსზე (Migrant
Acceptance Index) მითითებით გამოაქვეყნა. სათაური მანიპულაციურია,
რადგან ინდექსი მიგრანტთა „მიმღებლობას“ ანუ მათ მიმართ ცალკეული
ქვეყნების დამოკიდებულებებს ასახავს და არა „მიღე-
ბას“, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო
117-ე ადგილს მიგრანტთა მიღების მონაცემების საფუძველზე იკავებს.
მასალისთვის შერჩეული ფოტო მანიპულაციურია და მასზე ბურქიანი
ქალები არიან გამოსახული, რაც მიგრანტებს მუსლიმური იდენტობის
ადამიანებთან აიგივებს.
მედიაკავშირი „ობიექტივი“ ხშირად იწვევს უარყოფითად განწყობილ
სტუმრებს მიგრაციის საკითხთან შემხებლობაში, რომელთა ნარატივი
ერთნაირია, რომ „არაბებმა წალეკეს საქართველო“. ხოლო თუ რეალურ,
მონაცემებს დავაკვირდებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი სხვადასხვა
ქვეყნიდან მოწინავე ექვსეულში: ერაყი,უკრაინა,სირია,ეგვიპტე,რუსეთი და
ირანი წარმოადგენენ.

1,100
1,000
2010
900
800 2011
700
2012
600
500 2013
400
300
200
100
0
ერაყი ეგვიპტე სირია რუსეთი ირანი უკრაინა სხვა

(საქსტატის 2010-13 წლების მონაცემები)

33
დასკვნა

მიუხედავად, თანამედროვე მედიაპლურალიზმის გარემოს არსებობისა,


მსოფლიო მედია ნებსით თუ უნებლიეთ ექცევა ბიზნეს თუ პოლიტიკურ
გავლენების ქვეშ, რომელიც აისახება მედიაკონტენტის შექმნის პროცესისას -
ჟურნალისტების დამოკიდებულებით თემის მიმართ, თუ რამდენად გრძნობენ
ისინი ამ თემის მნიშვნელობასა და სენსიტიურობას. ისეთი მედია საშუალებებიც
კი, როგორიც არიან “CNN” და “FOX” შინაარობრივად განსხავავებულად აშუქებენ,
მექსიკისა და ამერიკის საზღვარზე კედელის შენების იდეას. თუ ერთი
მედიასაშუალება ამ კედლის მნიშვნელობას მიგრაციული პროცესების სწორად
მართვის პრევენციულ ზომას მიაწერს, მეორე მას ბარბაროსულ გადმონაშთად
მიიჩნევს და ასევე მექსიკური წარმომავლობის ამერიკელი მოსახლეობის
შეურაცხყოფად, ასევე მეზობელი ქვეყნის იმიჯის განზრახ დისკრედიტაციად.
საპირწონედ, ნათლად
პირველი ტელევიზია კედლის მიერ, ნარკოკონტროლის ეფექტურ გზას
ასახელებს და ერთი სიტყვით მიდის საინფორმაციო ომი, რომლის დროსაც

34
მიგრაციული საკითხები და მათი სწორად გაშუქების სტანდარტი ისევ ძებნის
პროცესში რჩება.
სწორედ ამიტომ, ვინდაიდან არ არსებობს ქართული სახელმძღვანელო ან
სამეცნიერო ნაშრომი აღნიშნულ თემაზე, ასევე ჟურნალისტიკის სკოლები არ
იცნობენ ავთენტურ კურსებს, ვეცადე დამენახებინა ის ძირითადი ტენდენციები,
რაც თავს იჩენს მიგრაციის საკითხების გაშუქებისას ქართულ, პოლონურსა და
გერმანულ მედიაში. ნაშრომში ჩატარებული, თვისობრივი და რაოდენობრივი
კვლევა იძლევა იმის საშუალებას, რათა ძირითადი ტენდენციები მედიაში ამ
თვალსაზრისით წარმოჩინდეს.
მთავარი მიგნებები ნაშრომის წარმოადგენს: ის უნიკალური მედია სივრცის
არსებობა,რომელიც მიგრაციის საკითების გაშუქებისას ქართულ რეალობაში
გვხვდება. თუ სხვა სხვა რომელიმე ქვეყნის მედია სტანდარტი კმაყოფილდება
მიგრანტებისა და იმიგრანტების საკითხების გაშუქებით, ჩვენმა მედია სივრცემ
უნდა მოიცვას ასევე საქართველო, როგორც ტრანზიტულ ქვეყანა, როგორც
გამტარი სახელმწიფო სამხრეთიდან, ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებით
განვითარებული სახელმწიფოსკენ მიმავალი მიგრანტების ნავსაყუდელი.
მაშასადამე, ქართული მედია პოტენციურად წარმოგვიდგება, როგორც
აპერტაიზერი ორ პრიზმაში, საუკეთესო გამტარი (იოლად გადასასველი
ევროპაში) პოტენციური მიგრანტებისათვის და ასევე თავად, როგორც
დანიშნულების ქვეყანა საცხოვრებლად.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დიასპორული ჟურნალისტიკის როლი,
როგორც ეროვნული ინტერესების მქონე საკითხების ადვოკატირების კამპანიის
შემქმნელის, რომელმაც შესაძლოა დღის წესრიგში დააყენოს საკუთრივ
წამოჭრილი საკითხი, რომელიც ამა თუ იმ დანიშნულების ქვეყანაში
მცხოვრებთათვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ან ხშირად, თავად სახელმწიფოს
სურს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების საკითხი მათდამი
კეთილგანწყობლური პოლიტიკით გააძლიეროს, რომელიც პირად მაგალითად
მოვიყვანე პოლონურ მედიასაშუალებაში “Cerkiew.pl”-ზე ყოველკვირეული
გადაცემით, ქართველ წარმატებულ ადამიანების შესახებ. ისეთი პატარა
თემისათვის, როგორსაც პოლონეთში ქართველობა წარმოადგენს, მართლაც რომ
რთული გასაგებია პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტირება
ითვალისწინებს ქართული დიასპორის ინტერესებს. ქართული საზოგადოებრივი
მაუწყებელი კი, ძირითადი ეთნიკურ უმცირესობების(საქართველოში მცხოვრებ
სომხურ და აზერბაიჯანული თემი) საკითხთა გაშუქებით შემოიფარგლება, რაც
საკუთრივ შეზღუდულია კიდევ და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებს
მოიცავს მათსავე ენაზე. ამ მხრივ რესპექტაბელური საზოგადოებრივი
პასუხიმგებლობის მქონე მაუწყებელს მეტი მოეთხოვება.

35
ევროპის ქვეყნების ზოგიერთი მედიის ანალიზმა აჩვენა, რომ თუ მედია
წამოიწყებს უარყოფით მსჯელობას მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებზე,
ასეთი მოსაზრება დომინანტური რჩება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ,
მედია ქმნის ადამიანთა პორტრეტებს, აღწერს მათ საცხოვრებელ პირობებს, რაც
არსებითია ესეოდენ სენსიტიურ საკითხებზე რეპორტაჟების მომზადების
პროცესში. ამ შემთხვევაში, მედიას საშუალება აქვს ხელი შეუწყოს
სტიგმატიზაციას ან მიგრანტების კრიმინალურ კონტექსტში აღქმას.
არასწორი ტერმინოლოგია ხშირად ამკვიდრებს სტერეოტიპებს და
სტიგმატიზაციას იწვევს რომელიმე ეთნიკური უმცირეობათა ჯგუფისას. ამიტომ,
იმ ძირითად რეკომენდაციებში გასათვალისიწნებელია ტერმინოლოგია, რომელიც
ჟურნალისტს ევალება იცოდეს და არ მოახდინოს უნებლიე სიტყვით, რომელიმე
ეთნიკური უმცირესობისადმი მოწყვლადობის გაზრდა. ნაშრომს თან დაერთვება
ის ძირითადი ტერმინოლოგია, რომელიც მიგრაციული საკითხების გაშუქებაში,
დაინტერესებულ ჟურნალისტს სჭირდება.
სულ ნაშრომში, ჩემს მიერ, ჩატარდა რამდენიმე კვლევა: ერთ-ერთი
ტაბლოიდური მედიასაშუალების „ობიექტივის“ 2017 წლის ივნისი-სექტმებრის
პერიოდს, მოიცავს, სადაც თვისბრივი კვლევისა და კონტენტ ანალიზით ირკვევა,
რომ მაუწყებელი არღვევს იმ ძირითად სტანდარტებს და პირიკუ ამკვიდრებს
უარყოფით განწყობას მიგრანტთა მიმართ.
შემდგომ კვლევაში, რაოდენობრივად გამოვთვალე გერმანული „რადიო
თავისუფელებიშ“ ჟურნალისტები, რომელბმაც საკუთარი პასუხებით ის
განწყობები და ტენდენციები აღწერეს გერმანულ სივრცეში, რაც დღეს
განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანულ ნაწილში იკვეთება. კვლევისა და
ანალიზის შედეგად დავსახე ის ძირითადი მსგავსებები და მახასიათებლები რაც
გერმანულ ულტრა-მემარჯვენე ძალას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე არსებულ „პატრიოტთა ალიანსთან“
არსებობს. ასევე ბიბისის ჟურნალისტთან ინტერვიუსას, აღმოსავლეთ ევროპის
საკითხებში, ირკვევა ,რომ სილვია შტრიობერიც ხედავს გარკვეულ პარალელს, ამ
ორ პოლიტკურ მოძრაობას შორის, უფრო მეტიც ქართული მარში მან - „პეგიდას“
მოძრაობას შეადარა, რომელმაც თავის დროზე დაიწყო მიგრანტთა წინააღმდეგ
სახალხო გამოსვლები, 2015 წელს.
ნაშრომში მოყვანილია „მსოფლიო და საქართველოს“; „სპუტნიკ საქართველოს“,
“PIA” - ის მიერ გამოტანილ სათაურთა განხილვა და ასევე სტატიები, რომლებიც
მიგრანტთა შესახებ შიშსა და შფოთს სახავდა. ან ზოგ შემთხვევაში, არასწორი
მონაცემები იყო მოყვანილი და კვლევა,რომელსაც ეყრდნობოდნენ, სპეციფიკა არ
იყო გაცნობილი მკითველთათვის.
ასევე ნაშრომში განვიხილე პოლონეთისა და გერმანიის საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიერ ცნობილი მიდგომები მიგრანტთა თემატიკის შემხებლობის
36
მიმართ. ასევე ეთიკისა და სამართლებრივი რეგულაციების მოქმედების არეალი
და მათი ქმედითუნარიანობა შესაბამის დროს.
გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლილი კვლევებისა თუ შინაარსობრივი ანალიზის
შემდგომ, შეგვიძლია დავსახოთ რამდენიმე რეკომენდაცია ჟურნალისტებისათვის,
რომლებიც გადაწყევეტენ მიგრაციის საკითხების გაშუქებას მედიაში.

 იყავი მკითხველზე ორიენტირებული. არ გამოაქვეყნო ისეთი რამ, რაც


მხარს უჭერს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ან სტიგმატიზაციას;
მაგალითად, თუ მოცემული სტატიის მიზნებისათვის აუცილებელი არ
არის, ხაზს ნუ გაუსვამ პირის მოქალაქეობას და ნუ დაასახელებ მის
ეთნიკურ კუთვნილებას, რადგან ეს სტერეოტიპების ჩამოყალიბების
მცდელობაა (ჯაკომელა, Jacomella,2010, p. 59);
 ყურადღება მიაქციე, რომ მასალაში (განსაკუთრებით სათაურებში) არ
მოახდინო სტერეოტიპების გაძლიერება, ვინაიდან „სათაურები მიგრაციის
ნარატივის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ინდიკატორია (განსაკუთრებით,
საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას). იგი შეიცავს საკვანძო ემოციური
დატვირთვის ფრაზებს“ (ჯაკომელა,Jacomella,2010, p. 49); გახსოვდეს, რომ
კულტურული კონტექსტი განსაზღვრავს მედიაენის თავისებურებებს.
 უნდა მოვერიდოთ ისეთ მედიაგანცადებებს, რომელიც ხელს უწობს და
ახალისებს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას, განსაკუთრებით
სათაურებში, ვინაიდან სათაურები მიგრაციის ნარატივის ერთ-ერთი
შესაბამისი ინდიკატორია, რადგან იგი შეიცავს ემოციური დატვირთვის
ფრაზებს.
 კუტურული კონტექსი განსაზღვრავს მედიაენის თავისებურებებს.
 გაეცანი მიგრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებს ან ამ
საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა სასურველია კონსულტაცია გაიაროს
იურისტთან, ექსპერტთან;
 მოიძიე კომპეტენტური პირებისა, საერთაშორის ურთიერთობების
სპეციალისტის და მიგრაციის ექსპერტების საკონტაქტო ინფორმაცია.
გადაამოწმე თქვენს ან თქვენი რესპოდენტის მიერ მასალაში გამოყენებული
ტექნიკური ტერმინები, მათ შორის, დაიცავი სიზუსტე მიგრაციის
ტერმინოლოგიის გამოყენებისას. დააზუსტე მიგრანტთა სახეობები (დევნილი,
ლტოლვილი, ემიგრანტი, იმიგრანტი, ნებაყოფლობით/იძულებითი მიგრაცია,
ა.შ.). ეს შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მასალის გამოქვეყნებისას;

37
აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ
ახლახან ითარგმნა მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც
ძალიან კარგი რესურსია ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მიგრაციის
საკითხებზე მუშაობენ (იხილეთ ბმული: [27]).

38
ინტერნეტ რესურსები და სამეცნიერო ლიტერატურა

1)http://www.bbc.com/news/world-europe-37274201

2)https://www.imedi.ge/ge/video/21499/sazgvris-gadakvetis-ukanono-mtsdeloba-da-
mtashi-dagupuli-utskhoetis-ori-moqalaqe

3) https://www.youtube.com/watch?v=U3JJL-G_UQU

4)Scot blinder – imagined immigration

5)http://www.myvideo.ge/?video_id=3328619

6)http://www.myvideo.ge/v/3374130

7)http://www.myvideo.ge/v/3374130

8)http://www.myvideo.ge/v/3339019

9)https://www.myvideo.ge/?video_id=3326008

10 )https://pia.ge/post/141130-ganmuxursi-narkodanasaulistvis-iranis-moqalaqe-daakaves

11)https://pia.ge/post/141336--gem-fest-is-teritoriaze-narkodanasaulistvis-iranis-
moqalaqe-daakaves

12)https://pia.ge/post/135022-jvarze-misardvis-gamo-zestafonsi-iranis-moqalaqes-scemes

13)https://pia.ge/post/143654-saqartvelos-iranizacia-emuqreba-sagangaso-statistika

14)https://pia.ge/post/137489-iranels-mozardebtan-garyvnili-qmedebis-momzadebistvis-
6-wlit-tavisuflebis-arkveta-miesaja

15)https://sputnik-georgia.com/politics/20170715/236640265.html

16)http://www.interpressnews.ge/ge/samartali/444167-sasamarthlom-mozardebthan-
garyvnili-qmedebis-momzadebisthvis-iranis-islamuri-respublikis-moqalaqes-6-tslith-
thavisuflebis-aghkvetha-miusaja.html?ar=A

17)http://www.interpressnews.ge/ge/samartali/446835-bathumis-saqalaqo-sasamarthlom-
thurqethis-moqalaqes-8-tslith-thavisuflebis-aghkvetha-miusaja.html?ar=A

39
18)http://www.interpressnews.ge/ge/samartali/446708-shss-anakliashi-
narkodanashaulisthvis-iranis-moqalaqis-dakavebis-faqtze-informacias-
avrcelebs.html?ar=A

19)https://www.youtube.com/watch?v=Sef-VTS6uIw&t=4s

20)https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/68445-qarthuli-restorani-
qrusikoq-polonethshi-tslis-sauketheso-restornad-dasakhelda.html
21) http://goodnews.on.ge/news/78-washington-post-ma-amerikashi-kartuli-samzareulos-
popularobas-vrceli-statia-miuzgvna

22) http://geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=geo

23) Eurostat.com

24)https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%
E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%96%E1%83
%9D_(%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94
%E1%83%9B%E1%83%90)

24)https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%
E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%96%E1%83
%9D_(%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94
%E1%83%9B%E1%83%90)

25) https://accountablejournalism.org/ethics-codes/Poland-Ethics

26)https://accountablejournalism.org/ethics-codes/europe

27)http://migration.commission.ge/index.php?article_id=129&clang=0

ლიტერატურა:

1) ნინო ყულოშვილი, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების პერიოდული


პუბლიკაცია, მათი პრობლემები პრესაში, ესტონეთი, ინგლისი, გერმანია,
დისერტაცია, გვ. 4 .
2) (ბრაიანტი და ოლივერი, Bryant and Oliver, 2009,)
3) კინგი და ვუდი, King and Wood, 2001

40
თანდართული მასალები

Glossary of Migration Related


Acronyms
მიგრაციასთან დაკავშირებული შემოკლებების
ლექსიკონი Acronym Description Translation

A
AA Association Agreement ასოცირების შესახებ
შეთანხმება [ერთი მხრივ,
საქართველოსა და მეორე
მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის]
AA Association Agenda ასოცირების დღის
წესრიგი [ასოცირების
შესახებ შეთანხმება]
ACP [Africa Caribbean Pacific] [აფრიკის, კარიბის ზღვის
Observatory on Migration აუზის, წყნარი ოკეანის
ქვეყნების] მიგრაციის
ობსერვატორია
AGWP Annual Governmental მთავრობის
Work Plan /GEO/ ყოველწლიური
სამოქმედო გეგმა /საქ./
AIP Asylum Intervention Pool თავშესაფრის
საინტერვენციო ჯგუფი
AMIF Asylum, Migration and თავშესაფრის, მიგრაციის
Integration Fund და ინტეგრაციის ფონდი
APC Intergovernmental Asia- ლტოლვილთა,
Pacific Consultations on [იძულებით]
41
Refugees, Displaced Persons გადაადგილებულ პირთა
and Migrants და მიგრანტთა შესახებ
აზია-წყნარი ოკეანის
[რეგიონის]
მთავრობათაშორისი
კონსულტაციები
API Advance Passenger წინასწარი ინფორმაცია
Information მგზავრებზე
ASEM Asia-Europe Meeting აზია ევროპის დიალოგი
(შეხვედრა)
Atipfund State Fund for Protection ადამიანით ვაჭრობის
and Assistance of (Statutory) [ტრეფიკინგის]
Victims of Human მსხვერპლთა,
Trafficking დაზარალებულთა
დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდი
AVR Assisted Voluntary Return ნებაყოფლობითი
დაბრუნების [პროგრამა]
AVRR Assisted Voluntary Return ნებაყოფლობითი
and Reintegration დაბრუნების და
რეინტეგრაციის
[პროგრამა]
B
BCP Border Crossing Point სასაზღვრო-გამტარი
პუნქტი
BLA Bilateral Labour Agreement ორმხრივი შრომითი
ხელშეკრულება
BMARS Border Migration სასაზღვრო-სამიგრაციო
Administering and ადმინისტრირებისა და
Reporting System ანგარიშგების სისტემა
BMP Brief Migration Profile მოკლე [ფორმატის]
მიგრაციის პროფილი
BMP Building Migration მიგრაციის სფეროში
Partnerships [Project] პარტნიორობის
ჩამოყალიბება [პროექტი]

42
ტერმინოლოგია მიგრაციის საკითხთების გაშუქებით
დაინტერესებულთათვის:

მიგრანტი – საერთაშორისო დონეზე ტერმინ “მიგრანტის” საყოველთაოდ


მიღებული განსაზღვრება არ არსებობს. ჩვეულებრივ, ტერმინი “მიგრანტი”
მოიაზრებს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც პირი მიგრაციის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს თავისუფლად, ძალდაუტანებლად, რაც ნაკარნახევია
“პირადი კეთილდღეობის” მიზეზით და ხდება გარე იძულებითი ფაქტორის
ჩარევის გარეშე. ამდენად, ეს ტერმინი გამოიყენება იმ პირთა და მათი ოჯახის
წევრთა მიმართ, რომლებიც მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში ან რეგიონში, როგორც
მატერიალური და სოციალური პირობების, ასევე პირადი და თავისი ოჯახის
წევრების სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესების მიზნით.
არალეგალური მიგრაცია – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, რომელიც
წარმოშობის, სატრანზიტო და მიმღები ქვეყნების კანონების დარღვევით
ხორციელდება. არალეგალური მიგრაციის საყოველთაოდ აღიარებული
განსაზღვრება არ არსებობს. დანიშნულების ქვეყნის სამართალდამცავი
უწყებებისთვის ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შესაბამისი
დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე დარჩენას ან მუშაობას. წარმოშობის ქვეყნის
სამართალდამცავი უწყებებისთვის არალეგალურია გადაადგილება, თუ პირი
საერთაშორისო საზღვარს კვეთს ნამდვილი პასპორტის ან სამგზავრო
დოკუმენტის გარეშე, ან არ ასრულებს ქვეყნის დატოვებისთვის განსაზღვრულ
ადმინისტრაციულ მოთხოვნებს.

არალეგალური / უკანონო შესვლა – უცხო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მიმღებ


ქვეყანაში ლეგალური შესვლისთვის დადგენილი აუცილებელი მოთხოვნების
შესრულების გარეშე.

გაძევება (დეპორტაცია) – სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული ქმედება


პირის ან პირთა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა)
ქვეყნის ტერიტორიიდან იძულებით გასაყვანად.

გაძევების დაუშვებლობა – “ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” ჟენევის კონვენციით


(1951 წ.) განსაზღვრული პრინციპი, რომლის თანახმად: „არცერთი ხელის მომწერი
სახელმწიფო არ გაასახლებს ან დააბრუნებს ლტოლვილს იმ ქვეყნის საზღვარზე,
სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება რასის, რელიგიის,
ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან
პოლიტიკური მრწამსის გამო.” ეს პრინციპი არ გამოიყენება „იმ ლტოლვილთან
მიმართებით, რომელიც ანგარიშგასაწევი მიზეზების გამო საფრთხეს წარმოადგენს
43
მიმღები ქვეყნის სახელმწიფო უშიშროებისთვის, ან სასამართლოს საბოლოო
გადაწყვეტილებით ედება ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და
საფრთხეს წარმოადგენს ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის.”

დანიშნულების ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს დანიშნულების ადგილს


(ლეგალური და არალეგალური) მიგრანტებისთვის.

წარმოშობის ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს მიგრაციული (ლეგალური


და არალეგალური) ნაკადების წყაროს.

სატრანზიტო ქვეყანა – ქვეყანა, რომლის გავლით მოძრაობენ ლეგალური და


არალეგალური მიგრანტები.

ემიგრაცია – ერთი ქვეყნიდან მეორეში გამგზავრება საცხოვრებლად. ადამიანის


უფლებათა საერთაშორისო ნორმების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება,
თავისუფლად დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარის ჩათვლით. სახელმწიფომ
მხოლოდ ძალზე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დააწესოს შეზღუდვები პირის
უფლებაზე, დატოვოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორია.

იმიგრაცია – პროცესი, რომლის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან


მოქალაქეობის არმქონე პირები სხვა ქვეყანაში იქ დასახლების მიზნით ჩადიან.

თავშესაფრის მაძიებელი – პირი, რომელსაც სურს ლტოლვილის სტატუსის მიღება


და ელოდება გადაწყვეტილებას განცხადებაზე ლტოლვილის სტატუსის მიღების
შესახებ, საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო ნორმების
შესაბამისად. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირმა უნდა დატოვოს
ქვეყანა, ან შესაძლოა, გაძევებულ იქნას ქვეყნიდან ისევე, როგორც ქვეყანაში
არალეგალურად მყოფი ნებისმიერი უცხოელი. გამონაკლის შემთხვევებში
დარჩენის ნებართვა შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარულ ან სხვა მსგავს მოსაზრებათა
საფუძველზე.

მიმღები / განთავსების ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა და არალეგალურად


შემოსულ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც მათ მიმღებ
ქვეყანაში ჩასვლისთანავე ათავსებენ. ასეთი პირებისთვის სტატუსის დადგენა
ხდება მათ ლტოლვილთა ბანაკებში გადაყვანამდე ან წარმოშობის ქვეყანაში
დაბრუნებამდე.

მიმღები (მასპინძელი) ქვეყანა – დანიშნულების ქვეყანა ან მესამე ქვეყანა.


დაბრუნების ან რეპატრიაციის შემთხვევაში, ასევე წარმოშობის ქვეყანა.

მინიმალური საერთაშორისო სტანდარტი – თავის ტერიტორიაზე მყოფ


უცხოელებთან (ან მათ საკუთრებასთან) მოპყრობისას სახელმწიფო ვალდებულია,
44
დაიცვას საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული მინიმალური ნორმები (მაგ.,
მართლმსაჯულებაზე უარის თქმა, არასანქცირებული დაკავება, ან
სასამართლოსთვის მიმართვისას დაბრკოლების შექმნა არღვევს საერთაშორისო
სამართლით განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტებს). არის შემთხვევები,
როდესაც მინიმალური საერთაშორისო სტანდარტით მინიჭებული უფლებები
აღემატება მოცემული სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის
დაწესებულ ნორმებს.

რეადმისია – სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა იმ პირის (ამ ქვეყნის


მოქალაქის, მესამე ქვეყნის მოქალაქის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის) ქვეყანაში
განმეორებით შესვლაზე, რომელიც არალეგალურად შევიდა ან იმყოფებოდა სხვა
ქვეყანაში.

სასაზღვრო-გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული


გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, ნავსადგურის,
აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება
საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კონტროლი.

სამგზავრო დოკუმენტები – ზოგადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა იმ


დოკუმენტის აღსანიშნავად, რომლებიც წარმოადგენენ პირადობის
დამადასტურებელ აღიარებულ მტკიცებულებას. პასპორტები და ვიზები
სამგზავრო დოკუმენტების ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმაა. ზოგ
ქვეყანაში სამგზავრო დოკუმენტებად, ასევე მიღებულია პირადობის
დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები.

სეზონური მუშაკი – შრომითი მიგრანტი, რომლის შრომა დამოკიდებულია


სეზონურ პირობებზე და სრულდება მხოლოდ წლის კონკრეტულ პერიოდში.

ქვეყანაში დაშვება – ნებართვა ქვეყანაში შესვლაზე. უცხოელს მიეცა ნებართვა


ქვეყანაში შესვლაზე, თუ მან გადაკვეთა (საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო)
სასაზღვრო-გამტარი პუნქტი და სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი
უფლებამოსილი პირებისგან მიიღო ქვეყანაში შესვლის უფლება. უცხოელი,
რომელმაც ფარულად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, არ ითვლება ქვეყანაში
კანონიერად მყოფად.

ქსენოფობია – საერთაშორისო დონეზე ქსენოფობიის საყოველთაოდ მიღებული


განსაზღვრება არ არსებობს; თუმცა ის შეიძლება განიმარტოს, როგორც
ადამიანების დამოკიდებულება, განწყობა და/ან ქცევა, რომელიც უარყოფს ან
ნეგატიურად იხსენიებს სხვა ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათი
თემის, საზოგადოების ან ეროვნული იდენტობისთვის უცხო ელემენტებს

45
წარმოადგენენ. არსებობს მჭიდრო კავშირი რასიზმსა და ქსენოფობიას შორის და ამ
ორი ტერმინის მკაფიო გამიჯვნა რთულია.

ყალბი დოკუმენტი – ნებისმიერი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი


დოკუმენტი, რომელიც გაყალბებული ან რაიმე სახით შეცვლილია პირის ან
ორგანიზაციის მიერ. მხოლოდ კანონით უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს
აქვთ უფლება, დაამზადონ ან გასცენ სამგზავრო ან პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფოს სახელით; ყალბია დოკუმენტი,
რომელიც გაიცა დაწესებული პროცედურების დარღვევით ან მოპოვებულ იქნა
არასწორი მონაცემების წარდგენის, კორუფციის, ძალდატანების, ან სხვა
არაკანონიერი მეთოდის გამოყენებით; ასევე დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება
ნებისმიერი პირის მიერ, კანონიერი მფლობელისგარდა.

შრომითი მიგრაცია – დასაქმების მიზნით ადამიანების გადაადგილება ერთი


ქვეყნიდან მეორეში. შრომითი მიგრაცია ძირითადად მიგრაციის სფეროში
ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება. ზოგიერთი ქვეყანა აქტიურად
მონაწილეობს საკუთარი მოქალაქეების შრომითი მიგრაციის რეგულირებაში
მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის.

ნებაყოფლობით დაბრუნებაში ხელშეწყობა – მიგრანტთა იმ კატეგორიისათვის


გაწეული ორგანიზაციული ან ფინანსური დახმარება, ვისაც უარი ეთქვა
თავშესაფრის მიღებაზე, უკანონოდ იქნა გადაყვანილი საზღვარზე ან არის
ტრეფიკინგის მსხვერპლი, ასევე, უსახსროდ და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი
სტუდენტებისთვის, კვალიფიციური მოქალაქეებისა ან სხვა მიგრანტებისთვის,
რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ მასპინძელ ქვეყანაში დარჩენა და საკუთარი
ნებით ბრუნდებიან წარმოშობის ქვეყნებში.

46

You might also like